შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

sounds of silence (2)


20-07-2016, 12:16
ავტორი ლუსია
ნანახია 1 635

-ადექი!
-მე... არვიცი რატომ გავაკეთე ეს.... არვიცი....
-მაგრამ ხომ გააკეთე? ხომ გააკეთე არა?!
თინას ხმა აუკანკალდა და თვალებიდან ზიზღი გადმოანთხია... არ მინდა არაფერი... უბრალოდ არგაბედო... არ გაბედო და აღარასოდეს აღარ დამენახო... ქუჩაშიც რომ შემამჩნიო თვალი ამარიდე... მე შვილივით მიგიღე... შეხედე იმ პატარა გოგონას... შეხედე! ხედავ? ხედავმეთქი?! ისევ ისეთი ბავშვური და თბილი ღიმილი უკრთის სახეზე... ხედავ? ისევ ისეთი სიყვარულით სავსე ღიმილი... მამამისის წასვლის შემდეგ პირველად ვნახე ბედნიერი... ისეთი ემოციებით ყვებოდა თქვენი გაცნობის პირველ დღეს... იცი რა მითხრა? დედი როდესაც ჩVენი პირველი შეხვედრის შემდეგ დავემშვიდობე ჩემთვის ვფიქრობდი ოღონდაც არ შემიყვარდეს მეთქი მაგრამ გული უკვე უცნაურად მიცემდა... და მივხვდი რომ აღარაფერი შემეძლო... მიყვარს დე... მიყვარს და სულ მეყვარება... ბანალურად მოგეჩვენა არა? 15 წლის ბავშვს რა სიყვარული შეუძლიაო... რახან ბავშვი იყო მხოლოდ ამიტომ არა?... მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ... მე ვიცი რომ მას შენ სიგიჟემდე უყვარდი... იმდენად უყვარდი რომ საკუთარი თავიც მოგიძღვნა... საკუთარ თავზე წინ გაყენებდა დემეტრე... მან ყველა ჩემს რჩევას ყურიც კი არ ათხოვა... ყველა ჩემს სიტყვას ფეხი დააბიჯა... და როგორ გგონია ამ ყველაფრის მერე არ უყვარდი? ყოველთვის უბრწყინავდა თვალები.... მუდამ ეიფორიებით მესაუბრებოდა შენზე... და არა მარტო მე... აი ადერ გოგონებს კითხე... ისინი ბავშვობიდან ერთად არიან... ჰკითხე ჰო... მათაც ძალიან კარგად იციან ჩემი პატარას ამბავი... და იცი რა ქენი? ერთი ადამიანის ნაცვლად ორი მოკალი.... ჰო ორი უსუსური არსება... დემე მითხარი... ლიკუნა ჰო მაგრამ იმ პატარა უსუსურმა არსებამ რა დაგიშავა რომელიც ერთი თვისაც არიყო... რა დააშავა?
-და ლიკუნამ დააშავა რაიმე?
ახლა უკვე დემეც ტიროდა... მომენტში შემეცოდა კიდევაც... მარიამს გადავხედე და თავი ჩავხარე...
-ლიკუნამ ის დააშავა რომ შენნაირი არაადამიანი შეიყვარა... გესმის? იცი ... თუმცა არა... საიდან გეცოდინება დემე... საიდან... აი ზუსტა ახლა... შენ წახვალ და აღარასოდეს გამოჩნდები...გიკრძალავ ცემი შვილის ასაფლავებაზე მოსვლასაც....
-მე არ მეგონა რომ.... მე...
დემეს ტკივილის ბურთი გაეჩხირა ყელში და ხელები მომუშტა...
-შეიძლება?....
იკითხა და ხელით ლიკუნასკენ მიანიშნა...
-არ გაბედო....
-თინა დეიდა..... ჩემი ხათრით ბოლოჯერ მიუახლოვდეს....
ჩაერია ატირებული მარიამი და თინას მოეხვია...
დემემ გამომხედა და ლიკუნას მიუახლოვდა...სახეზე ჩამოფარებული თმა გადაუწია.... და მისი ხელი ხელში აიღო...
-----------------------------------------------------------------
*დემე*
-ისევ ისეთი ლამაზი იყო... ისევ ისეთი მშვენიერი... ეს რა ჩავიდინე... ეს როგორ გავაკეთე... მძულს საკუთარი თავი... მეზიზღები არარაობავ გესმის?! მეზიზღები არაკაცო! როგორ შეგეძლო... გახსოვს ერთხელ დალიეთ და მთვრალი სიყვარულს გიხსნიდა... მუხლებში ჩაგივარდა... გევედრებოდა გული არ მატკინოო... ტიროდა და გევედრებოდა... შენ კი რაქენი? ფეხზეც კი არ წამოაყენე... ისე დაჩოქილს ზემოდან უყურებდი... ზემოდან უყურებდი როგორ გევედრებოდა სიყვარულს... განა რაიმე ძნელი გთხოვა?... განა რაიმე შეუძლებელი გთხოვა? ვის ან რის გამო? რატომ? მეზიზღები არარაობავ...
საწოლთან დაივიჩოქე და თავი მკერდზე დავადე....
-აღარ სცემს მისი პაწაწინა გული... პაწაწინა გული რომელიც ჩემდამი სიყვარულით იყო აღსავსე... მახსოვს პირველად რომ ჩავეხუტე მითხრა... ნახე... მოუსმინე გული როგორ მიცემს... ზუსტად ასე დავადე თავი მკერდზე და მესმოდა მისი გულის გამალებული ცემა... მერე თვალებში შევხედე და მივხვდი... მივხვდი რომ ეს ის იყო.. ის ჩემი ანგელოზი... ანგელოზი რომელიც სიცოცხლით იყო აღსავსე... მხოლოდ ახლაღა გავიაზრე... მიყვარს... მიყვარს... მიყვარს... დაბრუნდი რა... დაბრუნდი... დაბრუნდი და ერთად დავაბრუნებთ დასაწყისს.. გპირდები... გემუდარები ოღონდაც დაბრუნდი... გემუდარები...
-----------------------------------------------------------------
*თინა*
-საკმარისია!
-არა ქალბატონო თინა არა! რაარის საკმარისი?! რა! რატომ არ მკლავთ?! ჰა? რატომ! ხომ გინდოდათ მოგეკალით?! აიღეთ დანა და მომკალით მე მზად ვარ! მომკალით! რატომ არ მკლავთ?! დასწყევლოს ეშმაკმა მომკალით!
დემეტრე უკვე ყვიროდა... სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთზე... ტკივილისაგან და მისი შეცდომებისგან გამწარებული ძლივს სუნთქავდა...
-წადი!
დემეტრე გავარდა ოთახიდან... მას მარიამი დაედევნა.....
-----------------------------------------------------------------
*მარიამი*
-დემეტრე მანქნით ნუ წახვალ...
-მარიამ სემეშვი...
-დემე არანაკლებ გვტკივა ჩვენც... თუმცა ეჭვი მეპარება ეს ცრემლები წრფელი იყოს...
-მარიამ! გეყოფა! ლაპარაკიც კი მიჭირს! მე ის მიყვარდა! მიყვარდა გესმის?! მე ის სიცოცხლეს მერჩივნა! მირჩევნია ახლა მე ვიყო მკვდარი ვიდრე ის! ისედაც ვიცი რა ჩავიდინე! მერჩივნა ციხეში ჩავმჯდარიყავი! ჰო! მერჩივნა! მაგრამ არ გავაკეთე! ეგოისტურად მოვიქეცი! და რა შედეგამდე მივედი?! ქალი რომელიც საკუთარ სვილად მთვლიდა გავამწარე... ერთადერთი შვილი... ერთადერთი პაწაწინა გოგო მოვუკალი! მკვლელი ვარ! მკვლელი!
-დემე! გეყოს!
-რაიყო მარიამ... სიმართლეა... ისისც სიმართლეა რომ სადღაც გიხარია ეს ამბავი... შენ ხომ ყოველთვის გიყვარდი! რაიყო მარიამ ტყუილია?! ახლა თავისუფალი ვარ! მოდი რაღას ელოდები! მოდი! გავერთოთ თუკი ასე ძალიან გინდა... მოდი!
დემეტრეს სახეში გავარტყი და ზიზღით შევხედე...
-მიხარია არა?! როგორც არ უნდა მყვარებოდი ახლა უკვე შენს მიმართ ზიზღს ვგრძნობ... ახლა ნამდვილად დავრწმუნდი რომ ნამდვილი არაადამიანი ხარ... დასავით ვიყავი ლიკუნასთან... 2 წლიდან ერთად ვართ... სკოლაშიც კი გვერდიგვერდ ვზივართ... ლიკუნა ჩემი და იყო! და რა გგონია შენ მოგეკარები?! რომ გიყურებ გული მერევა... გიყურებ და ზიზღს მგვრი... მეზიზღები! და არა მარტო მე! ყველას ეზიზღები... ყველას...
აცრემლებულმა შემომხედა... მანქანაში ჩაჯდა და ელვისებური სისწრაფით მოსწყდა ადგილს...
-----------------------------------------------------------------
*დემე*
ღმერთო... ღმერთო... ხიდთან შევაჩერე... ქვემოთ ამღვრეული და წვიმებისაგან ადიდებული მტკვარი გადიოდა... ფეხებზე მეკიდა სეიძლებოდა თუარა მანქანის აქ გაჩერება... მოაჯირს გადავეყუდე და ხმამარლა დავიღრიალე... წამიყვანე ლიკ... წამიყვანე რა... წამიყვანე გემუდარები... ხიდზე აღმართულ ლამპიონს მოვეჭიდე და მოაჯირზე შევდექი... თვალები დავხუჭე და თვლა დავიწყე... 1...2...3...4... ცივმა ნიავმა დაუბერა... ხელზე ნაზი შეხება ვიგრძენი... ნაცნობი ნაზი შეხება...
-ნუ გეშინია... მე არ მეზიზღები... მე მიყვარხარ...
ნაცნობი ხმა მეჩურჩულებოდა... 5... თვალები გავახილე.... ქვემოთ ჩავიხედე... თვალზე ცრემლ მომდგარმა კანკალით ჩამოვდგი ფეხი მიწაზე....მანქანაში ჩავჯექი და იმ ადგილს სასწრაფოდ გავეცალე...
-ეს ვისი ხმა იყო... ნუთუ ეს ჩემი პაწაწინა გოგო იყო... ჩემი პატარა ანგელოზი... ჩემი გულის ტკივილი...
აზრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია... მაგრამ არ ვუპასუხე... ტელეფონის ეკრანზე ნაცნობი ადამიანის ფოტო შევნიშნე... ლიკა იყო... ისევ ლიკას ფოტო მეყენა მთავარ ფონად... თავი დანანებით გავაქნიე და სიჩქარეს მოვუმატე....
----------------------------------------------------------------
*თინა*
-გოგონებო რომელიმე დარჩი მარტო ვერ გავჩერდები... სესაძლოა თავს რაიმე დავუშავო... ძალიან ცუდადვარ... ძალიან...
-არარის პრობლემა მე დავრჩები...
ამ დროს ოთახში ნამტირალევი მარიამ შემოვიდა...



№1 სტუმარი Bla

Satauri momwons radgan simgera miyvars mag sataurit magram istoriaa arc ise..magram mainc warmatebebi 'lusia'

 


№2  offline წევრი ნეპტუნიელი

სათაური ძალიან მომეწონა, მეტიც მხოლოდ ამ სათაურის გამო ვკითხულობ. მოთხრობას არაუშავს, უბრალოდ ერთი რამ ვერ გავიგე. თუ დემეტრეს ასე ძლიერ უყვარდა ლიკა მაშინ ტელეფონით ასე რატომ ელაპარაკა? თუ ისე უყვარდა რომ მობილურზეც კი მისი ფოტო ეყენა, მაშინ ასე არაკაცივით რატომ მოექცა? არ მიწყინო.წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent