შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩარკვიანო... (2)


20-07-2016, 14:18
ავტორი სესილია.
ნანახია 1 316

ალბათ გაგიკვირდებათ როგორ შეიძლება 31წლის დედას ყავდეს 19წლის შვილი, აქვე გაგიმხელთ რომ გიორგი და ნინო ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ არიან, 9წლის ასაკში მიშვილეს და მის მერე მათთან ერთად ვიზრდები... სმას 15წლიდან მივეჩვიე, ბევრჯერ ვცადე თავი დამენებებინა მაგრამ უშედეგოდ და ამის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე, ბევრი მეგობარი, ნაცნობი, ნათესავი და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მოდით ახლა ამაზე საუბარი არ გვინდა, სხვა დროს მოგიყვებით...
ანასტასია ჩემგან არც თუ ისე შორს ცხოვრობს, სულ რამოდენიმე გაჩერების გავლა გვიწევს ფეხით მე და „სქაი“-ს, თან კარგია რომ ზამთარია და მზის სხივები სახეს არ მიწვავს.
-კარებს თუ მალევე გააღებ, გამახარებ ხოლმე
-ხელში რა გიჭირავს?
-შენი აზრით?
-არყის ყიდვა არ დაგავიწყდეს შენ, არასდროს.
-შენ მაგაზე ნუ ღელავ
-10წუთში მოვა მანანა და წავალთ
-მანამდე იკადრე და ყავა დამალევინე
-ტანსაცმელი საერთოდ არ წამოგიღია?
-კი, ჯინსი და მაიკა წამოვიღე
-რანაირი უცნაური გოგო ხარ...
-ამდენი ხანია რით ვეღარ გამიცანი
-იქნებ ვინმე გავიცნოთ იქ და სტუმრად წავიდეთ ან რამე, ჯინსებით უნდა იარო?
-აი მანდ გაჩერდი
-მაინც გაგირიგებ ვინმეს
-არ მორჩები?
-მოვიდა მანანა, ჩადი და ჩამოვალ
მანანა ანასტასიას დედა გახლავთ, მამა დიდი ხნის წინ გარდაეცვალა და მანანა მაქსიმალურად ცდილობს მამობაც გაუწიოს და დედობაც, სიმართლე რომ გითხრათ კარგად გამოსდის, ძალიან ძლიერი ქალია.... ძალიან. საგურამომდე სულ რაღაც 2საათის გზა გველის მე, მანანას, ანასტასიას და „სქაი“-ს. ვხსნი ჩანთას, ვიღებ ყურსასმენებს და ვცდილობ მშვიდად მოვუსმინო მუსიკას მაგრამ ვინ გაცდის...
-სესილი, ნინო და გიორგი როგორ არიან?
-კარგად მანან, რა უჭირთ
-ესე უცებ რამ გადაგაწყვეტინათ საგურამოში ასვლა
-ტასოს ხომ იცნობთ, უცებ დაარტყავს თავში და...
-ტასო კი არა, ანასტასია! (სიბრაზით შემოიჭრა საუბარში ანასტასია)
-მე მაპატიეთ, ბოდიში
-მიპატიებია
როგორც იქნა ჩავედით საგურამოში
-გოგოებო, მე უნდა წავიდე, 1კვირაში ამოგაკითხავთ
-კარგით
„სქაი“ ძირს დავსვი და მისთვის განკუთვნილი საჭმელიც ძირს დავუდე, უი! ამდენი ხანია ვლაპარაკობ და სულ დამავიწყდა თქვენის გამეცნო „სქაი“, ის ჩემი პატარა ლაბრადორის ლეკვია, თეთრია ულამაზესი თვალებით და რაც მთავარია პატრონს ძალიან გავს...
ხშირად ვფიქრობ ხოლმე რა სასწაული გრძნობაა, როდესაც შენს ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომლის მონატრებას ნახვაც არ შველოდა, მე მიყვარდა ის არა მხოლოდ იმის გამო თუ ვინ იყო ის, არამედ იმის გამოც თუ ვინ ვხდებოდი მე, როდესაც მის გვერდით ვიყავი...ხშირად ვცდილობ ამოვხსნა სიზმრის ფენომენი და ბოლოს მაინც ერთ დასკვნამდე მივდივარ „სიზმრები იმისთვისაა რომ ხანდახან მაინც ვიყოთ მათთან, ვინც ჩვენთან არ არის“. ფიქრებიდან როგორც ყოველთვის ანასტასიამ გამომიყვანა
-იქნებ სახლში შემოხვიდე, სიცივესაც ვერ გრძნობ?
-რა მწარედ იცი ხოლმე...
-შემო შემო, საღამოს კოცონი დავანთოთ და თუ გინდა დილამდე გარეთ ვიჯდეთ
-არაყი სად დავდე?
-იქნებ დღეს არ დაგელია, სადმე გავისეირნოთ
-გავისეირნოთ რა პრობლემაა, ოღონდ რამოდენიმე ყლუპს დავლევ
-კარგი, სამზარეულოში მაცივრის თავზეა
როდესაც ბოთლს ვხსნი და არყის სუნი ოდნავ ნესტოებს მიწვავს ამაზე სასიამოვნო გრძნობა მე არსად და არაფერში მეგულება, ჩვეულებრივი ლოთის ფიქრებით და ლოგიკით ვარ, ვიცი ცუდია, არა, ცუდი არ არის, საშინელებაა... ტელეფონი მირეკავს
-ხო გიორგი
-ჩახვედით?
-კი, დიდი ხანია
-კარგია მანდ?
-კი კარგია, თუ იმას არ გავითვალისწინებთ რომ ყინავს
-ანუ შენი ამინდებია
-ზუსტად
-ჭკვიანად იყავით
-ნამუსი არ გაწუხებს მაგას რომ მეუბნები?
-ბატონო?
-არაფერი, უკვე მომენატრეთქო
-მეც ძალიან, ნინომ რო ჩამოვა და დავახვედროო
-არყის ბოთლითქო
-სესილი...
-რა კითხვებია, რათქმაუნდა ყველიანი მაკარონი
-შეკვეთა მიღებულია
-მოხარული ვარ
-კარგი, კარგი აბა შენ იცი...
სამზარეულოში ანასტასია შემოვარდა
-რას აკეთებ ამდენი ხანი?! აბა რამოდენიმე ყლუპიო? მთელი ბოთლი გამოცალე ხო?
-დამშვიდდი, გიორგის ველაპარაკებოდი
-გავიდეთ რა გარეთ
-წამო
-„სქაი“-ს მე ვატარებ
-მოიცა მოიცა, ერთი პირობით
-გისმენ აბა
-არაყს წამოვიღებ
-რაც გინდა ის ქენი...
-ეს უკვე მომწონს (ვუთხარი და სახლის კარები მივხურე)

მოგწონთ? გთხოვთ თქვენი აზრი გამიზიარეთ, აუცილებლად გავითვალისწინებ <3.



№1  offline წევრი isterichka123

Ki ki Kaia gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent