თოვლის ზღაპარი [2]
კაკუნმა გამოაღვიძა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ერთი საათიც არ სძინებია. ხალათი მოიცვა და კარები გააღო. - გაგაღვიძე? _ თავი უხერხულად მოიქექა დათიმ. - რომელი საათია? _ უკმაყოფილოდ იკითხა. - ათი დაიწყო. - გამაღვიძე, რამე ხდება? - მეგონა გეღვიძა უკვე, ქვემოთ მითხრეს, რომ გზას ვერაფერს უხერხებენ, მაგრამ სასტუმროდან მთავარ გზამდე მისასვლელია გაწმენდილი და ვიფიქრე ნივთები წამოგვეღო. - აქ დარჩენას ვაპირებთ? _ წარბები ასწია უკმაყოფილების ნიშნად. - შეიძლება გეგმებში არ შედის, მაგრამ ფაქტია დღესაც მოგვიწევს, თოვა არ წყდება და შესაბამისად _ მხრები აიჩეჩა. - ჩავიცვამ და გამოვალ _ კარები მიუკეტა და მოწესრიგება დაიწყო. როგორ არ უნდოდა დარჩენა, ერთი სული ჰქონდა მეგობრებთან ჩასულიყო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ქურთუკი შემოიცვა და გავიდა. - გზა გაწმენდილია, ადვილად გავალთ. - კარგი. - ელენე, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, არც ახსნებს დავიწყებ, უბრალოდ არ მინდა რომ ასე ვიყოთ, მით უმეტეს ერთმანეთის გარდა არავის ვიცნობთ. - არ მინდა ჩვენს ურთიერთობაში ფლირტის ელემენტები შევნიშნო, გასაგებია? _ მკაცრად ჰკითხა. - გასაგებია _ მძიმედ ამოილაპარაკა და წინ წავიდა. უკან მიჰყვებოდა ელენე. თვალს ვერ აშორებდა, მძიმედ მიაბიჯებდა ბიჭი, თითქოს მძიმე ტვირთი ეკიდა მხრებზე. გზა ისე გაიწელა, ეგონა მთელი დღე გავიდა. უხმოდ მივიდნენ მანქანამდე. თავისი ჩანთა ამოიღო ელენემ, მანქანა ჩაკეტა და გამობრუნდა. დათი უკვე მას ელოდებოდა. ჩანთა გამოართვა, დაგეხმარებიო და წავიდა. - მადლობა _ ხმა ამოიღო ძლივს, როცა ჩანთა ნომრის კარებთან დაუდო. - იმედი მაქვს საუზმეზე უარს არ მეტყვი _ თხოვნა უფრო იყო, ვიდრე კითხვა. - კარგი. - მაშინ ქვემოთ დაგელოდები. როგორც იქნა ეღირსა თავისი ნივთები. მოწესრიგდა და ბარში ჩავიდა. დათი მაგიდასთან დახვდა. - ყავა შევუკვეთე. - მადლობა _ გაუღიმა. - ხვალ ძველით ახალი წელია _ აშკარად საუბრის წამოწყებას ცდილობდა. - სამწუხაროა, რომ აქ ვხვდებით ახალ წელს _ ამოიოხრა. - რატომ? - ახალი წელი საყვარელი ხალხის გარემოცვაშია კარგი. - სამაგიეროდ ორიგინალური ახალი წელი გექნება _ გაეცინათ. - შეიძლება _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. - რატომ ხდება ასე? - როგორ? - რატომ ვუშვებთ ადამიანები ამხელა შეცდომებს? _ საკუთარ თავს უფრო ეკითხებოდა, ვიდრე გოგონას. - იმიტომ, რომ დაუფიქრებლად ვმოქმედებთ. - ოდესმე გქონია შეგრძნება - ადამიანს დაინახავ და ხვდები რომ ისაა, გრძნობ რომ შენი მეორე ნახევარია. - არ ვიცი _ გაურკვევლად უპასუხა და თვალები დახარა. - სანამ ამას არ იგრძნობ, არ უნდა თქვა რომ გიყვარს, ოჯახი არ უნდა შექმნა. - გავითვალისწინებ. შენ? - რა მე? - შენ იგრძენი მსგავსი რამ შენი მეუღლის მიმართ? - სწორედ ამიტომ გეუბნები, შენც რომ ჩემსავით არ დაგემართოს. მეგონა ვიგრძენი, მაგრამ შევცდი, მასში შევცდი და გრძნობებიც შეიცვალა. - იქნებ ისიც ასე ფიქრობს? - რომ ფიქრობდეს საერთოდ, შეიძლება. - ასე ნუ ლაპარაკობ, ის შენი მეუღლეა, შენს გვერდით ცხოვრობს _ მკაცრად გამოუვიდა. - სწორად აღნიშნე, ჩემს გვერდით და არა ჩემთან _ ჩაეცინა. - ბოდიში, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები ამ შემთხვევაში რა აზრი აქვს თქვენს ერთად ყოფნას. - საერთოდ არ აქვს, უბრალოდ ასე ხდება. - მაშინ ვალდებული ხარ იყო ქმარი და არა თავისუფალი მამაკაცი. - მინიშნება მიღებულია _ გაეცინა. - ძალიან კარგი _ გაუღიმა. - ოდესმე შევძლებ მოვიდე შენთან, მთელ ჩემს ისტორიაზე და წარსულზე წერტილდასმული. - დათიი.. - კარგი.. მეც მეგობრებთან მივდივარ, გვინდა, რომ მშვიდად აღვნიშნოთ ეს ახალი წელი. - სრული სიმშვიდეა _ აზუზუნებულ ოთახს გადახედა და გაეცინა. - ესეც კი სიმშვიდეა ჩემს სახლთან შედარებით. - ისე რომ არ დაგვეწყო როგორც დავიწყეთ, სიამოვნებით მოგისმენდი. - დამიჯერე არც თუ სასიამოვნო მოსასმენია _ ამოისუნთქა. - არ ვიცი რა გადაიტანე, არც ის ახლა რისი ატანა გიწევს, მაგრამ ეს შენი ცხოვრებაა, შენ მიერ არჩეული გზა და გინდა თუ არა, უნდა იცხოვრო. - მართალი ხარ, უნდა გავაგრძელო, მაგრამ უნდა შევცვალო. - შვილი გყაავს? _ ლაღად ჰკითხა, იფიქრა პატარაზე საუბარი გაახალისებდა დიალოგს. - არა _ მოკლედ უპასუხა. - მაპატიე _ მაშინვე მიხვდა რაღაც რიგზე რომ არ იყო. - არაუშავს _ ოდნავ გაუღიმა. _ გიყვარს ბავშვები? - ძალიან _ თბილად გაეღიმა. - კარგია, მეც ვგიჟდები ბავშვებზე. ძალიან, ძალიან ბევრი შვილი მინდოდა, ერთი სული მქონდა პატარა არსება როდის მეყოლებოდა სახლში. ვოცნებობდი როგორ დამიძახებდა მამას, როგორ გავანებივრებდი ჯერ ორსულ ცოლს და შემდეგ შვილს _ მოულოდნელად დაიწყო საუბარი, თითქოს ბიძგი სჭირდებოდა, რომ ვინმესთვის გული გადაეშალა. - და? _ დააინტერესა, იფიქრა ალბათ უშვილოაო. - და არ მეღირსა ეგ ბედნიერება, არ მაღირსა _ სიმწრით ჩაეცინა. - მისმინე, თუ შენს ცოლს რამე პრობლემა აქვს, ამ ყველაფერს ერთად უნდა გაუმკლავდეთ, მარტო მისი დადანაშაულება არ შეიძლება. - პრობლემა აქვს, სერიოზული _ ყბები ერთმანეთს დააჭირა _ ბავშვი მოიშორა _ გაოგნებული უსმენდა ელენე, ახლა ხვდებოდა რატომ ჰქონდა ამხელა აგრესია _ აი ასე, არ უნდოდა, თურმე მზად არ იყო, ჩემთვის კი არც არავის უკითხავს მზაობის შესახებ. - დათი _ მძიმედ დაიწყო. - ნუ მეტყვი ნურაფერს, უბრალოდ მინდა რომ ყველაფერი გითხრა, მინდა რომ იცოდე, მინდა ვიღაცას თავიდან ბოლომდე ვუთხრა. - ჰო, მე შემიძლია მოგისმინო. - მაგრამ არ მინდა, არ მინდა შეგეცოდო. - თუ გინდა მომიყევი, დარწმუნებული იყავი სიბრალულს ვერ დაიმსახურებ. - უნივერსიტეტში გავიცანი, შეგვიყვარდა, ვიარეთ ცოტა ხანი და შევირთე მერე ცოლად. ყველაფერი სხვანაირად იყო, ბევრად უფრო კარგად, ბევრად უფრო იდეალური ჩანდა ჩემი ცოლიც,. ყოველი დილა მისი ღიმილით, გემრიელი საუზმით იწყებოდა. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ასე თუ მოიქცეოდა. თავიდან არც რჩებოდა ორსულად, მთელი ოჯახი რომ ვნერვიულობდით, მას დიდად წუხილს ვერ ვატყობდი. მაინც ერთად ვიყავით, სანამ ერთ საღამოს შემთხვევით არ გავიგე ეს ამბავი. დაქალს ელაპარაკებოდა სკაიპით, კარები ღია იყო, მაინცდამაინც იმ დღეს არ შევედი ხმაურით სახლში, იმ დღეს გადავწყვიტე სურპრიზად მისვლა, იმ დღეს შევიპარე უხმაუროდ ოთახში. - დამშვიდდი _ მომუშტულ ხელზე ნაზად გადაუსვა თითები. - ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ გამიკეთებდა, თან იცოდა როგორ მინდოდა შვილი, იცოდა ჩემი დამოკიდებულება ბავშვების მიმართ. - იქნებ ჰქონდა რამე მიზეზი _ ყოყმანით ჩაილაპარაკა. - კარგი რა, კარგი რა _ უცებ გამოსწია ხელები, შემცბარმა შეხედა ელენემ _ არანაირი მიზეზი არ ჰქონდა _ მშვიდად გააგრძელა _ არ უნდოდა და ეგ იყო მიზეზი. - არ გიცდია გარკვევა? - ვცადე, ვიჩხუბეთ, დაშორება მინდოდა, მინდა _ ჩაასწორა _ მაგრამ არ მშორდება. საერთოდ რა აზრი აქვს ჩვენს ერთად ყოფნას ვერ ვხვდები, ხან სად ვარ, ხან სად, ოღონდ სახლში არა. - ახალ წელსაც ამიტომ არ ხვდები სახლში. - ხო, მეგობრებთან მირჩევნია, თუმცა მგონი მეგობრებთანაც არ გამომდის _ გაეღიმა. - როგორ დავიღალე ამ გაურკვევლობით, ხომ შეიძლება დროზე გაწმინდონ ეს გზა. - წახვალ და დამივიწყებ ხომ? - დროთა განმავლობაში ალბათ _ თვალი გაუსწორა. - მე არ დამავიწყდები, არასდროს.. - დათი _ ამოიჩურჩულა _ არ შეიძლება ასე. - არ შეიძლება _ დაეთანხმა _ მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. მოგძებნი, აუცილებლად მოგძებნი ელენე _ დარწმუნებით უთხრა. - არ უნდა მომძებნო, არა _ წამოდგა _ მაგრამ _ თავისთვის ჩაილაპარაკა და წავიდა. საოცრად ცარიელი ეჩვენა ოთახი. ახლა მხოლოდ წასვლა უნდოდა, მხოლოდ ეს უშველიდა, რომ არ ჩაედინა ის, რასაც საკუთარ თავს არასდროს აპატიებდა. კიდევ რამდენიმე დღე უნდა გაეძლო, სულ რამდენიმე, არ უნდა აჰყოლოდა საკუთარ ემოციებს და რაც მთავარია, დათის. ცოლიანი, ცოლიანი - გამუდმებით იმეორებდა გონებაში, ეს ის განაჩენი იყო, გასაჩივრებას რომ არ ექვემდებარებოდა. ასე ეგონა ელენეს. მთელი დღე ოთახში რა უნდა ეკეთებინა, მოსაბეზრებელი იყო. ფიქრი კი საზიანო იყო ახლა მისთვის. ისევ კაკუნი, როგორ უნდოდა ის არ ყოფილიყო, მაგრამ.. - შეიძლება? - შემოდი _ გვერდით მიიწია. - სპეციალურად ჩარჩენილი სტუმრებისთვის ადმინისტრაცია საღამოს ვახშამს აწყობს. - რა პატივია _ გაეცინა. - ძველით ახალ წელს გვილოცავენ რა _ მხრები აიჩეჩა. - ცდილობენ _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. - რომ იცოდე რა საყვარელი ხარ ასე გაბუტული _ გაუღიმა სულ ოდნავ. - დათი, გთხოვ _ უღონოდ ამოიოხრა. - ჩემი გრძნობა ცალმხრივი არაა ხო? _ თითებით ლოყაზე მიეფერა. - არ ღირს, არ ღირს _ დაიჩურჩულა. - ორი წელი გესმის? ორი წელია ემოციების გარეშე ვცხოვრობ, გრძნობების გარეშე. - არ მესმის, საერთოდ არ მესმის _ თავი გაიქნია. - ასე უბრალოდ ვერ დავტოვებ ყველაფერს, ამ ოთახში, ამ სასტუმროში ვერ დავტოვებ ყველაფერს _ მძიმედ ლაპარაკობდა. - საღამოს ჩამოვალ დათი _ ღრმად ჩაისუნთქა და მიახვედრა, რომ საუბარი დაასრულეს. ტელეფონი დატენა, ყურადღების გადასატანად გამოადგებოდა. თუმცა მეგობრებთან დარეკვა არ უნდოდა, იცოდა ახლა სამზადისში იქნებოდნენ. სურათები გადაათვალიერა, გაეღიმა, მეგობრები, ახლობლები, კლასელები, ჯგუფელები, ბავშვობა - ყველაფერს ინახავდა ტელეფონში. ერთ სურათზე განსაკუთრებით დიდ ხანს გაჩერდა, სევდიანად გაეღიმა, არაფრის დიდებით არ შლიდა ამ სურათს. თვითონ და გურიკა იყვნენ, სავარაუდოდ სამი წლის წინ. გურიკას და ელენეს ურთიერთობაც სხვანაირი იყო სამი წლის წინ, სასიამოვნო მოგონებებით სავსეს თბილად ჩაეღიმა. მიუხედავად ყველაფრისა, იმ დროის გახსენება მაინც ბედნიერებას გვრიდა. ტელეფონი გვერდით გადადო, ბარგიდან მოკლე, ნაქსოვი კაბა ამოიღო, დიდი, სქელი ყელით, მაღალყელიანი ოთახის ფეხსაცმელები და „საზეიმოდ“ გამოეწყო. ბარში ჩასულს მოულოდნელობისგან გაეცინა, შესასვლელში მდგარი დიდი ნაძვის ხე ბარში გადმოეტანათ, მოერთოთ, გაელამაზებინათ. ყველა სკამს და ყველა მაგიდას რაღაც საახალწლო ორნამენტი ჰქონდა. - რა ლამაზია არა? _ ზურგიდან მიუახლოვდა დათი. - ძალიან _ გაუღიმა და შევიდა. როგორც კი მაგიდასთან მოთავსდა, მიმტანი მივიდა. - კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს და ადმინისტრაციისგან სიმბოლურ საჩუქარს გადმოგცემთ _ პატარა ყუთი გაუწოდა. - მადლობა _ გაეღიმა _ ვერ წარმოვიდგენდი ასეთი სასიამოვნო ახალი წელი თუ მელოდა. _ საჩუქარი იქვე გახსნა, სვანური კოშკი იყო, პატარა. - მეც მივიღე საჩუქარი _ მის პირდაპირ დაჯდა დათი და პატარა სვანური ქუდი აჩვენა. - რას ინებებთ? დღევანდელი ვახშამიც ადმინისტრაციისგან საჩუქარია. - რა კარგი პირობებია აქ _ გაეცინათ. - ახალი წლისთვის კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, აღარ თოვს. - ძალიან დიდი მადლობა ლანა _ გოგონას სახელი წაიკითხა _ ამაზ მეტად ვერაფრით გამახარებდი. - იგივეს ვერ გეტყვი, მაგრამ მაინც მადლობა _ გაეცინა დათის. მშვიდად შეექცეოდნენ ვახშამს, არ საუბრობდნენ. გარშემო ხალხმრავლობა იყო, ღიმილიანი სახეები და თბილი გარემო. ტელეფონი რომ ახმაურდა, გაიბადრა. - უკაცრავად _ მოუბოდიშა და უპასუხა _ ლიზიკოო, როგორ ხართ? - ჩვენ კარგად, შენ გვაკლიხარ და ყველა ერთად გილოცაავთ.. - მეც გილოცავთ _ გაეცინა _ მალე ჩამოვალ, აღარ თოვს და იმედია ხვალ მაინც გაასუფთავებენ გზას. - გელოდებით.. - მეც ერთი სული მაქვს.. - აბა, დროებით მაშინ. - დროებით.. - მეგობრები? _ გაუღიმა დათიმ. - მეგობრები _ დაუდასტურა _ აუ ბოდიში _ გაეცინათ, ისევ ტელეფონი რეკავდა. - უპასუხე, უპასუხე. - გისმენ გური _ ხმა თავისთავად დაუთბა. - ახალ წელს გილოცავ ელიკო _ იქიდანაც სითბოთი სავსე ხმა მოესმა. - მეც გილოცავ _ გაეღიმა. - აბა როგორ დროს ატარებ? - ვერანაირს, გზები ჩაიკეტა და სასტუმროში ვარ ჩარჩენილი, ჩემებამდე ვერ მივაღწიე ჯერ, მაგრამ იმედი მაქვს ხვალ გაწმენდენ. - ხომ ხედავ გული მიგრძნობდა _ გაეცინა _ დარჩი მთაში და ეგაა. - ხო, შენ ყველაფერს წინასწარ გიგრძნობს გული _ გაეცინა. - ახლა მანდ მარტო ხარ, არავის იცნობ.. - გავიცანი გური, არ იდარდო _ ჩაეღიმა. - კარგი, აღარ მოგაცდენ, სხვებიც დაგირეკავენ შენ და დაკავებული არ იყო, შეხვედრამდე ელიკო. - დროებით გური.. - მეგობარი? _ გაეცინა დათის. - გურიკა _ მშვიდად ჩაილაპრაკა. - უბრალოდ გურიკა? - უბრალოდ _ გაუღიმა. - საინტერესოა _ ჩაეცინა. - ძალიან _ უკმაყოფილოდ გაუღიმა და ვახშამს მიუბრუნდა. სულ მალე ახალი წელი დადგებოდა, წინასწარ მიულოცეს. გურიკა ყოველთვის ულოცავდა, სამი წლის წინაც, სამი წლის განმავლობაშიც და მის შემდეგაც. უკვე იმდენად მიეჩვია ამას, ყველა დღესასწაულზე ელოდებოდა მის ზარს. სიმართლე უთხრა დათის, უბრალოდ გურიკა იყო, ან გური.. ______________ ესეც მეორე თავი.. ჩემო შოკოლადებო არც კი ვიცი რა ვთქვა, იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შეფასებებით, მთელი დღეა გაბადრული დავდივარ.. აი ეს მომნატრებია, თქვენი სითბო და პოზიტივი... ველი შეფასებებს და კრიტიკას.. უყვარხართ მარრიამს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.