შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყავა ან ჩაი (სრულად)


21-07-2016, 14:26
ავტორი sopiko
ნანახია 7 291

''ყავა ან ჩაი''
კაფეში ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ როგორი უაზრობა იყო მთელი ჩემი განვლილი წლები და რომ იგივე ზედსართავით დახასიათება ემუქრებოდა მომავალსაც... ყველაზე დიდი უბედურება იმაში მდგომარეობდა, რომ მე ამის შეცვლა არ შემეძლო, თუმცა ალბათ ცოდონი ისინი არიან, ვისაც შეუძლიათ და რაღაცის გამო არ აკეთებენ. გადის დრო და შენს თავს ეკითხები: რატომ დათმე? პასუხი არ გაქვს და გიწევს აიტანო შინაგანი ხმის ყოველდღიური იერიშები, საყვედურები... მუდამ სინდისი გქენჯნის და ბედნიერების გრცხვენია, რადგან შეგეძლო მისთვის ხელი ჩაგეჭიდა და უარი თქვი.
ჰმ, მოხარული ვარ, ეს მაინც რომ არ მელის მე, რადგან როგორ უნდა შევცვალო ის, რაშიც შესაცვლელი არაფერია? ან რა უნდა შევცვალო, როცა ისიც არ ვიცი, რა არის ცუდი და რისი ჩანაცვლებით გახდება კარგი? აი, ამაშია მთელი ამოცანა...
-გემრიელია.-საიდანღაც მომესმა.
თვალები გავახილე და მივხვდი, რომ დახუჭული მქონია.
ჩემ წინ ვიღაც ზის. ვიღაც რა... ისიც ძალიან ჩვეულებრივია! აი, ძალიან... რომ დაინახავ და იმედი გაგიცრუვდება, არაჩვეულებრივს რომ ვერ ხედავ... მეც ასე დამემართა. მიღიმოდა. მე არ გავუღიმე.
-არ მკითხავ, თუ რა არის გემრიელი?-შუბლი ისე შეჭმუხნა, წარბები შეუერთდა. ოდნავ ზემოთ გაჩენილი ორი ღარი კი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა.
-აუფ... რატომ? ხომ ვიცი, რომ ყავაზე ამბობ?-მეტისმეტად მშრალად ვუპასუხე და მაგიდის ცენტრში დადებული ფინჯანი ჩემს მხარეს გადმოვდე.
-ვ ა უ! მე კი მეგონა, რომ...
-რა გეგონა?-შევაწყვეტინე.
-ამას ხომ მაინც გეტყოდი? რატომ შემაწყვეტინე?-პირველად ვისმენ ამ კითხვას. აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება ჩემი თავდაცვის სტილისთვის. ხო, ადამიანი როცა რაღაცას მეუბნება ან აკეთებს, წამიერად ვაჩერებ და მერე შეგუებული ვაძლევ ნებას ის გააკეთოს ან თქვას, რაც უნდა.
-უბრალოდ. მითხარი.-რა თქმა უნდა, მიზეზს არ ვეუბნები. ან რა საჭიროა. უცებ დაავიწყდება ის, რაც თქვა.
-რომ შემოვედი და შენი ფინჯნიდან ყავის დალევა მომინდა, მეგონა ეს ყველაზე არაჩვეულებრივი სურვილია_მეთქი.-მან კი არ დამიმალა სიმართლე.
-კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ მე არ მჯერა არაჩვეულებრივი რაღაცების.-ამჯერად გულწფელი ვიყავი და ამან გამაკვირვა კიდეც. ეტყობა რაღაცამ მიბიძგა, თორემ ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო... არა, ჩემთვის უცხო და ნაცნობი ერთია... ჩვეულებრივ ადამიანთან არ გამოვავლენდი.
-რატომ?
-იმიტომ, რომ მეც ჩვეულებრივი ვარ.
-არ ხარ შენ ჩვეულებრივი! ის ყავაც არაჩვეულებრივია, ფინჯანში რომ ასხია.-დარწმუნებით მითხრა, თუმცა თითქოს გული გაუტყდა, მე რომ ასე ვფიქრობდი.
-ხოდა დალიე. სულ შენი იყოს.-ფეხზე ავდექი, მაგრამ არც ახლა გამიღიმია.-მე მივდივარ.
-ყავა არ მიგაქვს? მიტოვებ?-გაბრწყინებული თვალებით მომაჩერდა.
-კი, გიტოვებ.-ამ სიტყვებით დავემშვიდობე.
მეტი მართლა არაფერი მითქვამს. მართლა.
ყველაფერი ისეთი არაჩვეულებრივი იყო...

-დაბრმავდი? ყავა გადმოდის!-დამიყვირა ჩემთან სტუმრად მოსულმა მამიდამ და მეც მაშინვე ავიტაცე ჯეზვე გაზქურიდან. გადავრჩი. არ გადმოსულა. სამაგიეროდ ფიქრები ადუღდა ისე, რომ თავში აღარ ეტეოდა...
-ხო, ვფიქრობდი.-ჩავიბურდღუნე და ყავა ფინჯანში გადმოვასხი. ადრე ასე არასდროს ვიქცეოდი. ველოდებოდი, როდის შეცივდებოდა ოდნავ მაინც, მაგრამ ახლა ლოდინი არ შემეძლო. ‘’იმ’’ ყავის გემო ღრმად მქონდა ჩაბეჭდილი გონებაში და მაინტერესებდა ამასაც ისეთი გემო თუ ექნებოდა.
-რაზე ფიქრობდი, ნეტავ...-მომაძახა.
‘’ყავაზე...’’-ფიქრებში გავეპასუხე, მაგრამ ვიცოდი, რომ ამაზე არ ვფიქრობდი.
ყავა მოვსვი.
უგემური იყო.

კაფის კარები ძლივს რომ შევაღე, ამ ფიზიკურმა დატვირთვამ შემახსენა, რომ იქ ვიყავი, სადაც არაჩვეულებრივი ყავა დავლიეთ... მე და მან. ვერც მივხვდებოდი მის არაჩვეულებრივობას, მას რომ არ ეთქვა და რატომ მითხრა_მეთქი, იმაზე ვბრაზობდი. ადრე ვეძებდი... მისი გემო არ ვიცოდი და ვეძებდი... ესეც ძალიან რთული იყო, მაგრამ... რომ გავიგე, რაც იყო და მერე დავკარგე, ამან საერთოდ დამიკარგა ყველაფრის სურვილი.
ზუსტად იმ მაგიდასთან იჯდა, სადაც მე იმ დღეს და სად წავიდოდი, თუ არა იქით. ვიცოდი, რომ მიხვდებოდა, იქ რამაც მიმიყვანა, მაგრამ ამის დამალვას არც ვაპირებდი. ხო, მან მომიყვანა და როგორც საუკეთესო მასპინძელი, თავადაც იქ დამხვდა. იმ დღესვე დამადევნა მოპატიჟება, თუმცა სიტყვიერი კი არა, გონებაში რომ გადმოგიგზავნიან, ისეთი. მე ეს ცოტა მოგვიანებით გავიგე, მაგრამ თურმე მას არ მობეზრებია ლოდინი, თორემ წავიდოდა. როცა ავტობუსს ველოდები, ველოდები და არ მოდის, ფეხით მივდივარ... როცა რეკლამა გადის, გადის, სხვა არხზე ვრთავ... ის კი აქ იყო. ვიღაც სიხარულს იგრძნობდა ამის გამო, მაგრამ მე მსგავი არაფერი მიგრძვნია. თითქოს მის დანახვამდეც ვიცოდი მისი აქ ყოფნის შესახებ და ეს არ გამკვირვებია.
-გაგიხარდა?-მკითხა.
-არა.-მივუგე და მის წინ დადებული ფინჯანი ხელში ავიღე. ისე მოვსვი, არ დამიხედავს, შიგნით რა იყო. გამაჟრჟოლა. ჩაი დამილევია. ვერ ვიტანდი ჩაის. ახლა კი ვსვამდი.
დავიჯღანე.
-ჩაი გიყვარს?-სკამზე ჩამოვჯექი და თვალი გავუსწორე.
-ნტ.-თავი გადააქნია მან.
-მაშ, რატომ სვამ?-გამიკვირდა.
-ხომ ხდება, რომ ზოგჯერ რაღაც ძალიან გძულს, მაგრამ უცებ ხვდები, რომ გინდა უფრო შეგძულდეს და გემოს უსინჯავ. აი, მეც გავუსინჯე და იცი, რა?
-რა?
-ტუჩებზე ყავის გემო მქონდა შემორჩენილი და მომეწონა... უხდებიან ჩაი და ყავა ერთმანეთს... ისე ვერ იცხოვრებ, თუ რომელიმე არ იქნება შენი ცხოვრების არსი... ან ჩაი, ან ყავა.-განმიმარტა მან, თუმცა მომეჩვენა, რომ დღეს უგულოდ ლაპარაკობდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია გაეთვიცნობიერა და ახლა ემოციების გარეშე ამიტომაც გადმოსცემდა. ახალი აღმოჩენა აღფრთოვანებას ბადებს, მას კი ამის არაფერი ეტყობოდა. ცოტა გული დამწყდა. რა თქმა უნდა, პირველი არ ვიქნებოდი, ვინც ამ აღმოჩენის შესახებ გაიგო.
-მმმ, არ ვიცი. ხომ შეიძლება ვიღაცისთვის სხვა რაღაც იყოს ცხოვრების არსი? ან არც ყავა უყვარდეს და არც ჩაი?-არც ისე უსაფუძვლო არგუმენტი მოვიყვანე.
-ესე იგი ყველაფერს ძალიან ჩვეულებრივად უყურებს.-დღეს პირველად გამიღიმა.
ახლაღა გავიაზრე, რომ ლამაზი იყო.
სიმპათიური კი არა, ლამაზი.
მუქი ნაცრისფერი თვალები არასდროს უქრებოდა, ისეთი უნაკლო ცხვირი ჰქონდა, ბიჭზე რომ არასდროს მენახა, ერთი წარბებს თუ დაარქმევდი მამაკაცურს და ტუჩებს, რომლებიც გამომწვევად იმზირებოდნენ. თვალი ავარიდე. არ მინდოდა სისულელე ჩამედინა, რაც ამ სიტუაციაში მოსალოდნელი იყო.
-და რა არის ამ ქვეყანაზე არაჩვეულებრივი?-მწარედ ჩავიცინე.
-შენ.-ისე სწრაფად მიპასუხა, მივხვდი, რომ არ დაფიქრებულა.
მე?
ჩემთვის კი ის იყო, მაგრამ ამას ვერაფრით ვეტყოდი.
-არაჩვეულებრივები არ არსებობენ ამ ქვეყანაზედ!
-მაშინ შენ სხვაგან არსებობ... მაგალითად, ჩემში.-გადაჭრით მითხრა და ჩემკენ წამოიღო ხელი. სისულელის ჩადენას ვუახლოვდებოდი... ხელსახოცით ტუჩთან შერჩენილი ყავის ლაქა მომაშორა და თან ისე ნაზად, რომ მისი შეხება სულ ოდნავ ვიგრძენი. თითქოს პეპელამ გამკრა ფრთა.
-ეს როგორ? დღეს ხომ მეორედ შევხვდით.-მსურდა ისეთი პასუხი მიმეღო, როგორსაც ჩვეულებრივს ვერ ვუწოდებდი. გულში დავიფიცე, რომ თუ ასე არ მოხდებოდა, ავდგებოდი და უკანმოუხედავად წავიდოდი.
-ახლა ჩემთან არსებობ, მაშინ ჩემში.-ჩემს გამოცანებს ისე ადვილად ხსნიდა, რომ მეტი აღარ ვიცოდი, რით გამომეცადა.
‘’ის არაჩვეულებრივია!’’-გამიელვა გონებაში, მაგრამ შევჩერდი...
ის, რომ უბრალოდ სხვანაირი ჩვეულებრივი აღმოჩენილიყო?
ინდივიდუალური ჩვეულებრივი...
-შენ როგორი ხარ?-სუნთქვა შემიგუბდა. ვუყურებდი, რომ მისი ერთი თითის გამოძრავებაც არ გამომპარვოდა.
-მე ჩვეულებრივი ვარ, რომელიც არაჩვეულებრივობაზე ოცნებობს.-ჩაიჩურჩულა მან და გამიღიმა.
და იცით? მეც გავუღიმე.

გაჩერებაზე ვიდექი. ისე ცხელოდა, სუნთქვა მიჭირდა. უცებ მხარზე ვიღაცამ ხელი დამადო. როგორც კი გავიფიქრებდი, ვიღაცაა_მეთქი, სულ ის იყო, ხოდა ახლაც არ გამჭირვებია გამოცნობა.
-ძალიან ლამაზი ხარ.-ისე მათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე, კინაღამ გავიგუდე. მთელი კანი წამებში დამიბუსუსდა. მეგონა ეს მხოლოდ ჩვეულებრივებს ემართებოდათ. ხორციელი გრძნობები აქამდე არ გამომეცადა. უამრავ მამაკაცთან ვყოფილვარ ახლოს, მაგრამ მათი სიახლოვე მხოლოდ მაწამებდა. ახლა გაორებული ვიყავი. მინდოდა შემხებოდა და თან მომშორებოდა. მინდოდა მესუნთქა და თან მის გამო ყველაფერი დამვიწყებოდა, სუნთქვაც კი.
-ლამაზი? კარგი, რა...-ხელი ავუქნიე. მე არ მქონდა აპრეხილი ცხვირი, არც ცისფერი თვალები, სქელ და წინ გამობურცულ ტუჩებზე ლაპარაკი არ იყო. შავთმიან გოგონას, რომლის მოყვითალო ფერის თვალები, კეხიანი ცხვირი, თხელი ტუჩები და ხორბლისფერი კანი არავის მიიზიდავდა, სილამაზეზე პრეტენზია არასდროს ჰქონია. ხო, ეს მე ვიყავი და ახლაც ნათლად მახსოვს კლასელმა, რომელიც მიყვარდა, ჩემს მიერ ნაჩუქარი ბეჭედის დანახვაზე სიცილი რომ ატეხა.
-გარეგნობით არარაობა ხარ და ბეჭედს მაინც ნუ იყიდდი ლარიან მაღაზიაში!-ამოაყოლა ხარხარს ეს სიტყვები, მერე ქერათმიან ნინის ხელი გადახვია და მასთან ერთად გავიდა კლასიდან.
აი, მაშინ დავრწმუნდი, რომ საშინლად მახინჯი ვიყავი... ხორკლიან გომბეშოზე მახინჯი და ვერასდროს მოვისმენდი ვერავისგან იმ სახის კომპლიმენტს, სილამაზეს რომ უკავშირდებოდა. მოგვიანებიც სწავლაც ფეხებზე დავი.ი.ე, რადგან გულისრევის შეგრძნება მიჩნდებოდა, ყველა ჩემი ჭკუის და მონდომების ქებას რომ დაიწყებდა და ერთი გარეგნობაზე არაფერი სცდებოდათ.
-...სევდიანი, ღელვაჩაუმდგარი თვალები, გამოყვანილი კისერი, წელი და თეძოები... გინდება, რომ ქამარი იყო, ზედ რომ შემოევლო... გინდება ყელსაბამი იყო, რომ მის ყელზე შეხების უფლება გქონდეს... გინდება ტუჩსაცხი იყო, რომ მის ტუჩებს წყალსავით დაეწაფო...-ჩამესმა ფიქრებში და გავიაზრე, რომ ის უკვე დიდი ხანია ლაპარაკობდა, მე კი მხოლოდ ნაწილი გავიგონე... ნაწილი გასაოცარი ამბის! რაღაც ახალის... რომ მეც შეიძლებოდა ვიღაცისთვის ვყოფილიყავი სასურველი... ისევე, როგორც ყავა ან ჩაი... ისე კი არა, როგორც ჩვეულებრივი, არამედ როგორც მისთვის არაჩვეულებრივი. ვგრძნობდი, როგორ ვივსებოდი გრძნობებით ისევე, როგორც დოქი ღვინით... ისევე ვთვრებოდი... ისევე მელულებოდა თვალები და ვიცოდი, რომ ახლა ფეხები მომეცელებოდა და წავიქცეოდი, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი, რადგან ეჭვი არ მეპარებოდა, ის დამიჭერდა და ჩამეხუტებოდა.
ასეც მოხდა.
ცნობილი მელოდრამები გამახსენდა... იქ ერთი საათი უყურებდნენ ერთმანეთს, როცა ქალი ხელებში უვარდებოდა კაცს... მერე ქალს თავის გათავისუფლება უნდებოდა, მაგრამ კაცი ბოჭავდა...
მაინტერესებდა, ის გამიშვებდა თუ არა...
გამიშვა.
-სერგი.
-იათო.
ეს გაცნობა არ ყოფილა.
ჩვენ მაშინ გავიცანით ერთმანეთი, იმან ჩემი ყავა რომ დალია და მე მისი ჩაი.
ჩვენ ერთმანეთში ვარსებობდით და ახლა უბრალოდ ერთმანეთთან ვიყავით.
ავტობუსში რომ ავედი და კარი დაიკეტა, ხელი დამიქნია. მეც ვუქნევდი, ვუქნევდი მაშინაც, თვალს რომ მოეფარა.

თბილისიდან ვერ გავდიოდი და ამიტომაც გადავწყვიტე ზაფხულის სიმხურვალეს თბილისის ზღვაზე გავქცეოდი. ისე გავედი სახლიდან, არაფერი წამიღია. თეთრი, ყვავილებიანი კაბა მეცვა. კაბითვე შევედი ზღვაში და თავით გადავეშვი წყალში. თამამად მივაპობდი ტალღებს. მერე ზურგზე გადავწექი და ტივტივი დავიწყე. მზის სხივები თვალებში მეცემოდა, ამიტომ უკვე ყველაფერს წითლად ვხედავდი.
სერგიც სულ წითლად გამოჩნდა.
გამეცინა და წონანზომიერებაც ვეღარ შევიკავე. წყალში ჩავეშვი და მერე ზემოთ ამოვცურე.
-ყავა მინდა.-კისკისით ვუთხარი.
-აუფ, ჩაიც ხომ არა?-დამცინა მან და ხელები შემომხვია. წელს ზემოთ ყველაფერი მიჩანდა, ისე ზემოთ ვყავდი აწეული. გალუმპული ნაჭერი ისე ლანდავდა, გინდ ყოფილიყო და გინდ არა. უფრო მივეკარი, ჩემი მკერდი რომ არ დაენახა. სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა. ამის დასამალად კი თავი მის კისერში ჩავრგე. ტუჩებზე მარილიანი წყალი ვიგრძენი.
-ჩავყვინთო?-ყრუ რომ ვყოფილიყავი, მაინც გავიგებდი, რას მეკითხებოდა... ჩემს ბეჭზე მისი ტუჩების მოძრაობით.
-ვიყოთ ასე, რა...-ვთხოვე.
-ასე როგორ?-ჩაიფხუკუნა სერგიმ და ჩემს გრძელ თმაში თითები ახლართა. თმის ღერი დამეჭიმა და აოვიკვნესე. ხელი დაბლა ჩამოაცურა.
-როგორც ისეთ ზღაპარში, მახინჯს ლამაზი რომ ჰგონია თავი, უბედურს ბედნიერი და ჩვეულებრივს არაჩვეულებრივი...
-და არ გინდა სამუდამოდ მაგ ზღაპარში დავრჩეთ?-ისე ჩუმად თქვა, თითქოს ვინმე გაიგონებდა ჩვენ გარდა.
-ყველა ზღაპარი 12 საათზე სრულდება!
-ხოდა ჩვენც რეალური ზღაპარი შევქმნათ.-თქვა და მხარზე მაკოცა.
ისევ სიცილი ამიტყდა.
-მომეღუტუნა.-ჩემი სიცილის მიზეზი ამით ავხსენი.
-წვერი გაპარსული მაქვს.-კმაყოფილება იგრძნობოდა მის ხმაში. აქაოდა, ხომ გამოგიჭირეო.
-შიგნით მომეღუტუნა... გულში.-მივუგე ხმაჩამწყდარმა.-შევქმნათ ზღაპარი, რა...

იმ საღამოს სახლში რომ მივდიოდი, ვიცოდი, უკან მომყვებოდა. ერთხელაც არ მივტრიალებულვარ. მომწონდა, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი. წესით არაჩვეულებრივს ასეთი რამ არ უნდა გაეფიქრა, მაგრამ ეს სერგისთვის ვიყავი არაჩვეულებრივი. ისე მეც ამ ჩვეულებრივ სამყაროს ვეკუთვნოდი.
კიბეები რომ ავიარე, რამდენიმე წუთს კართან ველოდებოდი. არ ამოსულა. საკეტში გასაღები გადავატრიალე და სახლში შევედი. საოცარი სიმარტოვე ვიგრძენი. მთელი გზა მეგონა, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა და ასე რომ არ მოხდა, რაღაც სიმი ჩამწყდა სულში.
სამზარეულოსკენ წავდი და კარზეც სერგიმ დააკაკუნა. ხომ შეიძლებოდა, რომ მეზობელი ყოფილიყო? მაგრამ არა! ამ კაკუნის ხმაზე გული ისე ამიფრთხიალდა, ისე ამიკანკალდა ხელები და ისე ამიჩქარდა პულსი, რომ შეუძლებელი იყო შეცდომა დაეშვა ჩემს ქვეცნობიერს.
კარი გავაღე.
არავინ იყო.
კინაღამ ავტირდი. ასეთი სისულელის გამოც კი თანახმა ვიყავი ნიანგის ცრემლები გადმომეღვარა, გესმით? ისე შევჩვეოდი ამ მოკლე ხანში იმედების გამართლებას, ახლა განსაკუთრებულად მეტკინა... ათამდე დავითვალე გონებაში. მაინც მჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა.
თქვენ რა გგონიათ?
თქვენც ჩემსავით ელოდით, რომ საიდანღაც გამოხტებოდა და ჩამეხუტებოდა, არა?
მეც გავსულელდი.
დავიჯერე, რომ ჩვენ მიერ შექმნილ ზღაპარში ბედნიერებას აგურის აგურზე დადებით ავაშენებდით, მაგრამ როგორც ყველა ჩვეულებრივ ამბავში ბედნიერი დასასრული სადღაც აორთქლდა...
ყველაფერი გაუფასურდა!
უფრო სწორად გაუფასურდებოდა, კარის დასაკეტად რომ შევტრიალდი, ყავის და ჩაის შერეული სურნელი რომ არ შემოსულიყო ჩემს ბინაში დაუპატიჟებლად...
და მართლაც, იცით?
ის საიდანღაც გამოხტა და გულში ჩამიკრა...

ღამით ერთმანეთის გვერდით ვიწექით. მე მარჯვნივ ვიყავი გადაბრუნებული, ის მარცხნივ. ყველაზე მეტად ახლა მისკენ გადაბრუნება მინდოდა და კიდევ ის, რომ მასაც იგივე სურვილი გასჩენოდა. რომელიმე ხომ მაინც ვერ შევძლებდით თავის შეკავებას, რომელიმე ხომ მაინც აღმოჩნდებოდა ამ გრძნობაზე სუსტი.
კიდევ ერთი გამოცანა!
ნეტავ, ვინ?
ბოლოს უკვე მოთმინების ფიალა რომ ამევსო, ქარიშხალმა უკან-უკან რომ დამწია და გვერდით გადაბრუნება მაიძულა, ორივე ერთად გადავბრუნდით ერთმანეთისკენ... და ეს იყო წარმოუდგენელი პასუხი! პასუხი გრძნობების, პასუხი კითხვების, პასუხი არაჩვეულებრივობის ამოცანის...
მივხვდი, რომ ყველას ცხოვრებაში ხდება ერთხელ მაინც რაღაც არაჩვეულებრივი!
და მერე ყველაფერი არაჩვეულებრივად გვეჩვენება...
-სერგი...
-ხო.-გამომეპასუხა და ჩემი თმებიდან შუბლი აწია.
-გინდა ყავა?
-ხოო...
კომოდზე დადებულ ყავის ფინჯანს გადავწვდი და მივაწოდე. მოსვა და სიბნელეშიც კი დავინახე, როგორმა ლაღმა და გასაგიჟებელმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-იათო, ჩაი გინდა?
-არა.-ლოგინში წამოვჯექი.
-აბა, რა გინდა?
-შენი ჩახუტება.
მუხლებზე დავდექი და გავუსწორდი. ძალის მოკრებას ვცდილობდი, რომ შევხებოდი, მაგრამ არ გამომდიოდა. სერგის გაეცინა. მკლავებში მომიქცია და ყელიდან ტუჩებისკენ გააცოცა ის ბაგეები, მე რომ ჭკუიდან მშლიდა და ყავის და ჩაის სურვილსაც კი მაკარგვინებდა.

მას შემდეგ ბევრი დრო არ გასულა.
ისევ იმავე საწოლზე ვიწექით...
ოღონდ ამჯერად აღარ გვეშინოდა იმის, რომ ინიციატივა პირველს გამოგვეჩინა, რადგან ისედაც ერთმანეთს ვუყურებდით...
-სერგი, ნეტავ, ჩვენს შვილს ყავა უფრო ეყვარება თუ ჩაი?
-ან ყავა, ან ჩაი.-ისეთი სითბოთი ჩაილაპარაკა მივხვდი, რომ უკვე ოცნებებში იყო... უკვე ხედავდა ჩვენს შვილს და იცოდა კიდეც, რომელი ეყვარებოდა მას ყველაზე მეტად...
უფრო მეტად მივჩოჩდი მისკენ. ლოყა ლოყაზე მივადე და მისი სიმხურვალე უმალ გადმომედო. ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო, რომ ჩემს მომავალს სერგიმ აზრი შესძინა და ამით ცხოვრების გზაც შემიცვალა!
დღემდე ამოუხსნელი ამოცანის პასუხი სიბნელიდან შემომცინოდა...
ტუჩები კმაყოფილმა ავაცმაცუნე და ძილს მივეცი თავი.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
დაგიბრუნდით სოფლიდან, ჩემო ძვირფასებო! აღარ დაველოდე შვებულების დასრულებას, რადგან ვეღარ ვძლებდი უკვე.
ამ სტილის ისტორია პირველად დავწერე და განსაკუთრებულად ველოდები თქვენს შეფასებებს.
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე თ!
მალე იქნება ალბათ რაიმე კომედია თავებად, თუმცა ვნახოთ... თუ აქ ხართ ჩემები, დავდებ.
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Firefly

კარგი იყო ძალიან.
გამიხარდა რომ დამხვდა შენი სიახლე და სიამოვნებით წაკითხე.
გელოდები ახალი იატორიით love
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი cisa

mechvenebaaa :D sofikunaaa ♡♥momenatre gogooo...wavikitxaav exlaaa♥♥♥

 


№3  offline წევრი mimimimo

სოფიო, შენ ხარ რაღაც საოცრება.
თავიდან მეგონა მომეჩვენა.

იცი? მოგიხდა ეს სტილი. feel

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე...
და მეც დავფიქრდი: "ყავა უფრო მიყვარს, თუ ჩაი?" lol

გელოდები ახალი ისტორიით.

წარმატებები! love

 


№4 სტუმარი Black

Me tu shenad mtvli aq var;) <3mshvenieri iyo bravo,sopachka..veli shens istorias,warmatebebi..

 


№5  offline წევრი ეფი

საოცარია

 


№6  offline წევრი Barbare ❤

პირველად წავიკითხე შენი ისტორია და აღფრთოვანებული ვარ... რაღაც არაჩვეულებრივზე უფრო მეტი იყო <3 love წარმატებები <3

 


№7  offline წევრი Metalhead

momnatrebixar <3 komentarebs ishviatad vwer <3 <3 <3 dzaan momewonaa <3 miyvarxar <3

 


№8  offline მოდერი sopiko

პეპელავ!
გმადლობ, მარიამ love
ცისა!
მეც მომენატრე love არ გეჩვენები lol
მიმიმიმო!
მერე რომ დაფიქრდი, რა გადაწყვიტე? lol
მიმუსია, როცა შენს კომენტარს ვკითხულობ, უდიდესი სიხარულით ვივსები love
უთბილესი გოგო ხარ!
ბლექ!
შენ თუ არ გთვლი, მაშ, ვის?
ამაში ეჭვი არ უნდა გეპარებოდეს! lol
გმადლობ love
ეფი!
გმადლობ love
ბარბარე!
ძალიან, ძალიან გამახარე love
ბოლო'ვ (ინგლისური შრიფტი არ მაქვს და...)
პირველად ვხედავ შენს კომენტარს და უკვე უდიდესი სითბო ვიგრძენი love გმადლობ!

 


№9  offline წევრი teddy))

Dzalian kargi iyo! Sitboti gajgentili da mec rom amavso sitboti iseti! :* me chai ufro miyvars :D tbili da tkbili istoria iyo shensavit! Velodebi axals! Martla dzalian kargi iyo! :* <3 miyvarxaro! ^_^

 


№10 სტუმარი skoblishvili

teddy))
Dzalian kargi iyo! Sitboti gajgentili da mec rom amavso sitboti iseti! :* me chai ufro miyvars :D tbili da tkbili istoria iyo shensavit! Velodebi axals! Martla dzalian kargi iyo! :* <3 miyvarxaro! ^_^

ჩემო ტკბილო love ძალიან გამახარე!!!

 


№11  offline მოდერი sopiko

okay
სოფო,
ძალიან ორიგინალური იყო.
ცოტა უჩვეულოც,
ძალიან თბილიც,
ნაზიც,
საინტერესოც.
ყველაფერი იყო, მაგრამ მეტი მინდოდა.
ისეთი ისტორიაა, კიდევ ბევრჯერ რომ წავიკითხავ.
დასამახსოვრებელი და ძალიან კარგი.
შენ კიდევ, როგორ მიყვარხარ იცი.

პ.ს. შენს ნაწერებში ყველაზე მეტად ეს ❤

ჰო, მოცულობაში მეტი ვიგულისხმწ

დიდი მადლობა, ელე heart_eyes
აი, მეტის დაწერა კი მართლა აღარ შემეძლო...
ასეთი შთაბეჭდილება რომ მოახდინა შენზე, ძალიან გამიხარდა...
მეც მიყვარხარ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent