შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ქალდანი (3)


22-07-2016, 00:28
ავტორი Kiki )))
ნანახია 2 082

კუპერი:-ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.მთელი სიცოცხლის განმავლობაში უშვებს შეცდომებს და ერთადერთი, რისი მიღწევაც შეუძლია არის-მოკვდეს გამოსწორებული.

აი, შემდეგი დღეც გათენდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი არაფრით განსაკუთრებული მაგრამ, მე ვგრძნობდი რომ რაღაც მოხდებოდა. ვგრძნობდი რომ, ცხოვრება კიდევ ერთ გამოცდას მიწყობდა.
ძალიან არმინდოდა ადგომა მაგრამ, კომპანიაში ვიყავი წასასვლელი. იოანეს საქმის საბუთებს გადავხედე და როგორც მივხვდი მის ცოლს ბავშვზე მეურვეობის აღება ძალიანაც არ უნდოდა. ძალაინ კარგი, უფრო გამიადვილდება. უბრალოდ არმესმის დედას როგორ არუნდა უნდოდეს საკუთარი შვილი და უარს როგორ უნდა ამბობდეს მასზე. ავდექი, მოვწესრიგდი და ყავაც არ დამვიწყებია. მანქანის გასაღები ავიღე და ჰერი ჰერი კომპანიისკენ. გადავწყვიტე იოანეს დავურეკო და შეხვედრაზე შევუთანხმდე დღეს. არა არაა სხვა რამე არიფიქროთ, ნუხართ თქვენ ცუღლუტები, პირიქით იოანე ჩემი ელასთვის მინდა. გუშინ დავინახე როგორ უჟუჟუნებდა თვალებს იოანე ჩემს ელას. ამ ფიქრებში კი მივედი კომპანიაში. გადავწყვიტე, ვცადო და უკან მოვიტოვო ყველაფერი, ცხოვრება კი ახალი ფურცლიდან დავიწყო.

ღიმილით შევედი კომპანიაში და ხალხი გაკვირვებული მიყურებდა ამაზე კი ოდნავ შესამჩევად ჩამეცინა. კაბინეტში შევედი და აი შემოცქრიალდა ელაც.
-დილამშვიდობისა,ქალბატონო ანასტასია.
-გამარჯობა ელა, უბრალოდ მოდი ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ კარგი?
მან გაკვირვებული მზერა მომაპყრო მეკი ამაზე ჩამეცინა.-ქალბატონო ანასტასია არგვინდა, უბრალოდ ტასო დამიძახე.
-კარგი, ტასო.
-ხო ეხლა რაც შეეხება საქმეს, მინდა იოანეს დაურეკო და ჩემთან შეხვედრაზე დაითანხმო.ან იყოს ტელეფონის ნომერი მომეცი და მე თვითონ დაბურეკავ.
ეს რომ ვუთხარი შევამჩნიე თვალები აუწყლიანდა, ღმერთო რა სულელი გოგოა, რა მეამიტია.
-კარგი აი მისი სავიზიტო ბარათი.
-კარგი მადლობა ელა შეგიძლია გახვიდე.
არაფერი უპასუხია უბრალოდ თავი დამიკრა და კაბინეტიდან გავიდა.
მინდა ისინი დავაახლოვო, რადგან ვატყობ არცერთი არაა გულგრილი ერთმანეთის მიმართ. მოდით იოანეს დავურეკოთ. (ოხ რა ეშმაკუნაა ეს გოგო..)
-გამარჯობა, ბატონო იოანე ანასტასია ქალდანი ვარ.
რაღაც ხმაური ისმის ალბათ მარტო არაა.
-გამარჯობა, ანასტასია. მოდი ეს ბატონო არგვინდა კარგი? შენობით ფორმაზე გადავიდეთ. აბა რამ შეგაწუხა? ყველაფერი რიგზეა?
-კი, კი ყველაფერი რიგზეა უბრალოდ ვიფიქრე პროცესის წინა დღეს დაველაპარაკებითქო.
-ახლა მეგობრებთან ერთადვარ და მოდი შენც, გაგაცნობ ყველას თან უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს.
რატომაც არა ? ახალ ცხოვრებას აუცილებლად სჭირდება ახალი ხალხი.
-კარგი, სად მოვიდე?
-მისამართ ტელეფონზე მოგწერ უბრალოდ ერთი რაღაც მინდა გთხოვო, შეგიძლია ელაც წამოიყვანო?
ამაზე გამეცინა და რათქმაუნა დავთანხმდი პასუხათ კი მიდი ჯიგარი ხარ მივიღე.
ხუთ წუტში მისამართი მომწერა და ელას მივწერე რომ ისიც წამოსულიყო. თავიდან იუარა მე რა საჭირო ვარო ასეო ისეო... მაგრამ, ბოლოს დავითანხმე და გავუდექით გზას ერთ-ერთი კაფისკენ.
-ტასო შეიძლება ერთი რაღაც გითხრა?
-კი, რათქმაუნდა გისმენ.
-როცა მოგინდება ვინმესთვის გულის გადაშლა ნებისმიერ დროს იცოდე ჩემი იმედი გქონდეს.
მისი ეს სიტყვები ძალიან მესიამოვნა. ის ჩემთვის ძალიან ახლობელია, ვიცი რომ არასდროს დამტოვებს ვგრძნობ.
-ვიცი ელა, ვიცი და ერთ დღეს აუცილებლად მოვალ შენთან და მოგიყვები ყველაფერს რადგან ეს ძალიან მჭირდება.ჩემი პირველი მეგობარიხარ, ძალიან ახლობლად მიგიღე თავიდანვე და გენდობი.
შევატყვე ჩემი ეს სიტყვები როგორ გაუხარდა და თვალები გაუბრწყინდა.
-ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს.მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ,უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
-მადლობა ელა.
ამ ლაპარაკში კაფემდეც მივედი და შევატყვე ელას როგორ აუკანკალდა ხელები.
-ელა, დაწყნარდი იოანე არ შეგჭამს.
გავღიმე და თვალი ჩავუკარი. ამაზე კი ისე გაუფართოვდა თვალები შემეშინდა არ გადმოსცვივდესთქო. შემდეგ კი ჭარხლისფერი დაედო სახეზე მეკი ამაზე გამეცინა და სირბილით მივედი კაფემდე რამე რომ არ ჩაერტყა ჩემთვის.
კაფეში შევედით და იოანეც დავინახეთ, ის და კიდევ ხუთი ადამიანი იყო სამი ბიჭი და ორი გოგო. ერთ-ერთმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება და სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა.მთელი სხეული დამიბუსუსდა და დაპროგრამებულივით მივედი მაგიდასთან. რეალობაში კი ელას მიჯლუგუნმა დამაბრუნა. შევამჩნიე მას როგორ ჩაეღიმა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
-ტასოო, როგორ ხარ?
მკითხა იოანემ და ჩემს გადასაკოცნად მოიწია.
-კარგად იო შენ? მეც ღიმილით გადავკოცნე ის.
ელაც გადაკოცნა და ამ დროს ელას ბუსუსები დავინახ რაზეც ჩამეღიმა და თვალი ჩავუკარი მან კი ერთი გემრიელად შემომიღრინა.
-გაიცანით, ეს ანასტასიაა, ჩემი ადვოკატი მგონი ყველას გსმენიათ მასზე ეს კი, ელაა და ბიჭებს რაღაც ანიშნა. ნუ მე კი მივხვდი მაგრამ...
-ელა, ტასო გაიცანით ჩემი ბავშვობის მეგობრები ნიკა ჯაჭვლიანი, ყველაზე მხიარული სასტავში. ხუჭუჭა თმიან ბიჭზე მიგვითითა რომელიც სასაცილოთ იკრიჭებოდა. გეგა ფანგანი, და ოო ეს რთული შემთხვევა და გაიცინა ამაზე კი ყველა აყვა. დამიანე ფილფანი, ძალზე სერიოზული პიროვნება. დამიანემ მკაცრი მზერა მტყორცნა შემდეგ კი ჩაეხიმა. ესენი კი... აღარ დაამთავრებინეს გოგოებმა.
-დამაცადე ბიჭო, მე ლიკა ქაბულია ვარ ამათი მზის სხივი.
თავისი ცქრიალა ხმით მითხრა მან და სასაცილოდ დაიჯრანა.
-ეს კი სოფოა ჟორჟოლიანი. მოკლედ რაა ამდენ სვანში მე ესეთი მხიარული გოგო. ეჰჰ.. სადაა სამართალი.
ამაზე ყველას გაგვეცინა. ვიღაცის მზერა მწვავდა, ვინიქნებოდა ეს თუარა იოანე. მეკი კულტურულად ვაიგნორებდი მას, ნუ ვცდილობდი.
მისი თვალები რაღაც დიდ ტკივილს იტევდა რაც მიზიდავდა და უფრო და უფრო მითრევდა.
ასე მხიარულად გავატარეთ დღე ძალიან კარგი გოგო-ბიჭები იყვნენ საღამოს კი ელა ჩემთან დარჩა.
მართალია დღეს დავახლოვდით მაგრამ, მერე რაა? საწოლზე ვიწექით და ვსაუბრობდით როცა ელამ ეშმაკურად მკითხა:

-ტასოო, ტასუნიაა, ტასიკუნაა
ეს რაღაც ეშმაკურად იცინის. დაწვრილებული თვალებით შევხედე მას.
-ისა და დამიანეზე რასფიქრობ ? ხო კაი ბიჭია?
-ელა, იცი? ჩემი ყურადღება თავიდანვე დაიმსახურა,მისი თვალები ძალიან დიდ ტკივილს იტევს.
ვუთხარი და ერთი ღრმად ამოვიხვნეშე.
-მინდა, ძალაინ მინდა ეს ტკივილი გავუქარწყლო. მაგრამ თან მეშინია, მეშინია რომ ცხოვრება ისევ მეთამაშება, დამცინის.
-ტასო, თუ გინდა იყო ბედნიერი-იყავი! გარისკე, ცხოვრება რისკია, თუ არ გარისკავ არაფერიც არ მოხდება. ყველა აზრი, რომელსაც დიდი შედეგი მოჰყვება, ყოველთვის უბრალოა. ნუ ფიქრობ ბევრს, უბრალოდ იმოქმედე.
არაფერი აღარ მიპასუხია ჩავეხუთე და ტკბილად დავიძინეთ.


* ელა *
ძალიან ადრე გამეღვიძა და აივანზე გავედი. ტასოს ჯერ კიდევ ეძინა. სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები ავიკეცე. რაკარგია წყნარი თბილისი. როდესაც ქუჩაში არავინ მოძრაობს,სიჩუმეა. ანასტასია,სულ ცოთახანია რაც დავახლოვდით მაგრამ, უკვე საკმაოდ გავიცანი. ძალიან ძლიერი ქალია, ერთი შეხედვით მკაცრი და გულქვა გეგონება მაგრამ, ასე არაა. სინამდვილეში მასაც სჭირდება დაცვა, მასაც სჭირდება გვერდში დგომა.
მოგონებები უფრო და უფრო გვტანჯავენ, მაგრამ ვერ ველევით, ვერც ვერასდროს შეველევით. მასაც ტანჯავენ მოგონებები და მშვიდი ცხოვრების საშუალებას არაძლევენ. მას ეშინია, ეშინია რომ იმედები ისევ გაუცუვდება. აღარ ენდობა, ვეღარ.

-ელაა
მესმის ტასოს ყვირილი და რეალობაში მაბრუნებს.
-რაიყო გოგო გამიხეთქე გული. აივანზე ვარ, გამოეტრიე.
-ჰაჰ, სულ გათავხედდი შენ. ასე უნდა ელაპარაკო გოგო შენს უფროსს?
მის ამ ლაპარაკზე მეცინება და ისიც მყვება...
-რა ადრე გაგიღვიძია?
უცებ უსერიოზულდება ხმა.
-რავიცი გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. წამოდი ვჭამოთ არგშია?
უცებ ჩემ მუცელმა შემახსენა თავი ამაზე კი ბოროტმა, დამცინა.
-ნუ დამცინი იცოდე თორემ არაფერსაც არგაჭმევ და მარტო მე შევჭამ. ბუზღუნით ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.
-კარგი რა წამოდი არგინდა, სადმე კაფეში დავჯდეთ და მერე კომპანიაში წავიდეთ დღეს შენი პრინცის პროცესია.
სანამ მისი ნათქვანი გავიაზრე დარწმუნებულივარ სახეზე ათასმა ფერმა გადამირბინა და როცა გამოვფხიზლდი კი ელა უკვე ჩაცმული დამხვდა.
-წამოდი, წამოდი მალე კაცო მშია.
მითხრა და სანამ დრო იყო სამზარეულოდან გამასწრო. მე კი, ბუზღუნით ავედევნე უკან.
-ეს, ეს დამპალი, ეს საზიზღარი, ეშმაკი , ეს მაიმუნი...
-ელაა მესმის.
გავიგე მისი ჩუმი ფხუკუნი.
-გადიმიდიმოდი ერთი რაა.
ვუთხარი სასაცილოდ და ძლივს სახლიდან გავაღწიეთ.
______
ლა ლა ლა ლა wink wink როგორხართ? კაი კაი დავუბრუნდეთ ისტორიას. tongue

ესეცც შემდეგი თავი. feel იმედია მოგეწონებათ love love მიყვარხართ..



№1 სტუმარი keso1

Uhuuu ra kargia :-* iq shegeshala ioanes mwvelimzera ki ara damianesi iko eg :d xo ese dzalian kargia :* warmatebebi da tavebi gazardee ^^ imitom,rom ar mkofnis :* Warmatebebi <3

 


№2  offline წევრი Kiki )))

keso1
Uhuuu ra kargia :-* iq shegeshala ioanes mwvelimzera ki ara damianesi iko eg :d xo ese dzalian kargia :* warmatebebi da tavebi gazardee ^^ imitom,rom ar mkofnis :* Warmatebebi <3

Xo vicii shemeshala damianesi unda damewera.. tavebs rac sheexeba vcdilob gavzardo da kidev dzalian dzalian didi madloba aseti komentaristvis.. am dgeebshi sheidzleba ver movaxerxo dadeba magram tu davdeb did tavs shemogtavazebt :* :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent