შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (ოცდამეორე თავი) დ ა ს ა ს რ უ ლ ი


22-07-2016, 02:27
ავტორი fireending
ნანახია 2 182

ჯავახიშვილების სახლი გამოცოცხლდა. ნინა ლიზას და მამამისის მოლოდინში ვერარ ისვენებდა. მარის და ელეს დახმარებით სადილიც მოამზადა. უკვე ყველაფერი მზად იყო. ნინა მოთმინებას კარგავდა, ეზოში იჯდა და ჭიშკარს უყურებდა. მერე ისევ სახლში შედიოდა.
-ბექა, მალე მოვლიან?
-კი ნიი. ზურამ დამირეკა და მითხრა რომ აეროპორტიდან უკვე გამოვიდნენ
-აუ ნინა, 10 წუთში უკვე მეთორმეტეჯერ იკითხე. სიცილით უთხრა ელემ.
-აუ ელე შენ ითვლი კიდეც? ჰკითხა მარიამმა და პატარა დანიელი ეტლში ჩასვა.
-სხვა რა საქმე აქვს. დაქალს ენა გამოუყო ნინამ.
-მოგხვდება ნინა.
-თუ დამიჭერ კი.
ნინა გაიქცა და ელეც გაეკიდა. ხუთი წლის ბავშვებივით იქცეოდნენ. მათ ხმაურზე ლუკას გამოეღვიძა. ბუზღუნით წამოდგა
-რა ამბავია? რა კარგ სიზმარს ვხედავდი და გამომაღვიძეთ. საბავშვო ბაღში ხართ რა წასაყვანი ორივე. კიდევ კარგი ჩემი მარიამი თქვენ არ გგავთ და წყნარ... სიტყვა შუაზე გაუწყდა, რადგან მისმა "წყნარმა" მარიამმა ერთი ჭიქა ყინულიანი წყალი გადაასხვა თავზე. აი ახლა კი ნამდვილად გამოფხიზლდა ლუკა.
-ესეც გამოსაფხიზლებლად
-ყოჩაღ მარი ამ ბუზღუნას ასე მოუხდება.უთხრა ნინამ.
-ბუზღუნა არა?
ლუკამ სამივე ბალიშს ხელი დაავლო და სახლში ბალიშების ომი გაჩაღდა.
-10 წუთში აქ იქნებიან... თქვა ოთახში ახლად შემოსულმა ბექამ და გაკვირვებისგან პირი დააღო. თმაგაწეწილი მარიამი, ნინა და ელე რომ დაინახა, იატაკზე კი ბალიშები იყო მოფენილი.
-მგონი ბავშვები ტირიან ოთახისკენ გაიქცა ნინა
-პიცა არ დაიწვას . წამოიძახა მარიამმა და სამზარეულოსკენ გაიქცა.
-გამოტოვებული ზარია ჩემი ლექტორისგან თქვა ელემ , ტელეფონი ხელში აიღო და ოთახიდან გავიდა.
-შენ რაღას იტყვი ლუკა. ვინმე ხომ არ გირეკავს?
-არაა... ჯანდაბა ისევ მე შემეტენა დალაგება რაა. ზლაზვნით წამოდგა ლუკა საწოლიდან და ბალიშების აღებას შეუდგა.
-კაი ხო მოგეხმარები, ამ ერთხელ...
ბალიშები აალაგეს . შემდეგ აივანზე გავიდნენ. ბექა სკამზე ჩამოჯდა. ჩაფიქრებული ჩანდა .
-შენ კარგად ხარ ... ბექა.
-ხო, კი... ცუდად რატომ უნდა ვიყო?
-ბედნიერი ხარ?
სანამ რამეს იტყოდა ბექა გაჩერდა. შეიძლება ეს კითხვა მოულოდნელი იყო მისთვის.
-კი... მე კარგად ვარ
-მიხარია თუ ასეა. ხომ იცი სწორად მოიქეცი.
-ერთადერთხელ ჩემს ცხოვრებაში. მართალია. იცი, ზოგჯერ იმდენად გვიან ხვდები შეცდომას, რომ მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია და გამოსწორების მცდელობასაც კი შეუძლია უბედურება გამოიწვიოს.
-მაგრამ შენ შანსი გაქვს რომ ისევ იყო ბედნიერი. მხარზე ხელი დაადო ლუკამ.
-ნინა ბედნიერია, მეც. ეს ჩემი შანსი იყო...
-შენ სწორად გამოიყენე შენი შანსი
ბექას და ლუკას საუბრის შეწყვეტა მოუწიათ, რადგან ეზოში მანქანა შემოვიდა. მანქანიდან დათო, ლიზა და ზურა გადმოვიდნენ. ნინა მათკენ გაიქცა. მამას და ლიზას ისე მაგრად მოეხვია, კინაღამ წააქცია ორივე. ტყუპები სასაცილოდ აჭყლოპინდნენ მშობლების დანახვაზე. მონატრებული შვილები ორივემ ჩაიხუტეს.
-სახლში შევიდეთ. სადილი უკვე მზადაა.თქვა მარიამაა.
-ძალიან კარგი. საშინლად მშია. ხელები ერთმანეთს გაუსვა დათომ და სასადილო ოთახში შევიდა.
-აბა რა იქნება, მთელი გზა არაფერი გიჭამია. უთხრა ლიზამ და დათოს მიერ გამოწეულ სკამზე მოკალათდა.
-რა ვქნა, ხომ იცი მგზავრობის დროს ჭამა არ შემიძლია.სამაგიეროდ ახლა შევჭამ ამ გემრიელ სადილს.
* * *
თითქმის ერთი კვირა გავიდა დათოს ჩამოსვლიდან. ბექა და ნინა თბილისში უნდა წასულიყვნენ რამდენიმე დღეში. დათო რა თქმა უნდა დიდი სიხარულით არ შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ რას იზამდა. ცდილობდა ეს დღეები ერთად გაეტარებინათ.დღეები სწრაფად, თუმცა სასიამოვნოდ გადიოდა.
ერთ საღამოს ლიზამ გადაწყვიტა დედამისის და მისი ძმის საფლავზე წასულიყო. ცოტა გრილოდა, ჟაკეტი მოიცვა და გავიდა. საფლავს მიუახლოვდა და იქ ზურა დაინახა, რომელიც იჯდა. ლიზა მამას გვერდით მიუჯდა, მკლავზე ხელი გამოსდო და მხარზე თავი დაადო.
-დაუჯერებელია, ცოტა ხნის წინ მეგონა რომ შენ ცოცხალი აღარ იყავი. რამდენჯერ მოვსულვარ აქ და ...
-არ გინდა, ნუღარ გაიხსენებ იმ დღეებს. კიდევ ოცი წელიც გავძლებდი იქ იმ იმედით რომ ოდესმე გულში ჩაგიკრავდი, ერთადერთი ახლობელი ადამიანს , ჩემს საკუთარ ქალიშვილს. ახლა აქ ვზივარ შენთან
-მამა, ხომ აღარასდროს მიმატოვებ? თვალებში ჩახედა ლიზამ.
ზურამ ნიკაპზე მოკიდა ხელი, მერე სახეზე მოეფერა და გულში ჩაიკრა.
-არასდროს.
-სამუდამო პატიმრობა საკმარისი არაა იმ დამპალი კაცისთვის. ზიზღისგან კბილები ერთმანეთზე დააჭირა ლიზამ.
-სასჯელად ისიც ეყოფა რომ გული სიძულვილით და ღვარძლით აქვს სავსე და ადრე თუ გვიან ეს ბოლოს მოუღებს. მოდი უფრო სასიამოვნო რამეზე ვილაპარაკოთ.
-მართალი ხარ მამა. მიხარია , რომ ჩვენი კომპანია ისევ იბრუნებს ძველ დიდებას.
-ერთად ყველაფერს მივაღწევთ.
-დათო? აქ რა გინდა? ფეხზე წამოდგა ლიზა, როდესაც მათკენ მომავალი დათო დაინახა. ქმართან მივიდა, მოეხვია და აკოცა. დათო ზურას მიესალმა და მათ გვერდით ჩამოჯდა.
-სამსახურიდან მოვდიოდი, ზურას მანქანა დავინახე და მეც მოვედი.
-ჰო, მაგრამ ჯობია წავიდეთ არა? მგონი წვიმას აპირებს.თქვა ლიზამ და მკლავზე ხელებს ისვამდა , რომ გამტბარიყო.
-კი, აი ერთი წვეთი მეც დამეცა . ხელი გაიშვირა დათომ.
* * *
ეზოში რომ შევიდნენ ბექა ბავშვებთან იჯდა და ეთამაშებოდა.
-საღამო მშვიდობისა. მიესალმა ბექა სამივეს.ლიზას კი გაკვირვებულმა შეხედა . ლიზა, შენც აქ ხარ?
-აბა სად უნდა ვიყო ?
-ერთი საათის წინ ნინა წამოვიდა შენს შესახვედრად.
-ჩემს შესახვედრად? ნინა?
-შენ არ მიწერე? ნინამ მითხრა ლიზამ მომწერა სავაჭრო ცენტრთან შემხვდიო.
-რას ამბობ? მე არაფერია მიმიწერია .
-მართლა?
ლიზას უცბად რაღაც მოაგონდა
-ჯანდაბა, ჯანდაბა ...
-რა მოხდა? ჰკითხა დათომ.
-ირინა
-რა ირინა? ჰკითხა ბექამ
-ჩემი მობილური დავკარგე 2 დღეა ვეძებ, მაგრამ მერე გადამავიწყდა... ახლა ვხვდები, ორი დრის წინ, როცა ელესთან, მარისთან და ნინასთან ერთად ვიყავი სავაჭრო ცენტრში ირინაც შემხვდა. როგორც ყოველთვის სკანდალის ატეხვა დააპირა, მიყვიროდა შურს ვიძიებ სამსახური რომ დამაკარგვინეო, დამეტაკა და ჩანთა დამივარდა ძირს, ჩემი ნივთები გადმოიყარა. ჯანდაბა იმის აღებული იქნება ჩემი ტელეფონი... ირინა მიწერდა ნინას.
-კი მაგრამ ნინასგან რა უნდა.
-არ ვიცი დათო, არ ვიცი. გული ცუდს მიგრძნობს.
ლიზა საშინლად იყო ანერვიულებული. ბოლთას სცემდა და თავს იდანაშაულებდა რომ უყურადღებობდა გამოიჩინა და ტელეფონი არ მოძებნა. დათო, ზურა და ბექა ამაოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას. ნინას მობილურზე ურეკავდნენ, მაგრამ არ პასუხობდა.
ერთ თვით ადრე:
მიხეილი თავის საკანში საწოლზე იყო წამოწოლილი, როცა შეატყობინეს რომ მნახველი იყო მასთან. ზლაზვნით წამოდგა და უხალისოდ გაემართა ოთახისკენ .
-აბა, რა გინდოდა? რატომ დამიბარე? ჰკითხა კაცს ირინამ
-დაჯექი.
ირინა დაჯდა და მაგიდაზე ხელები შემოაწყო.
-ჯავახიშვილებზე ისევ ხარ გაბრაზებული?
-მეზიზღება ეგ ხალხი, მეზიზღება. ლიზას გამო სამსახური დვკარგე , თვითონ კიდევ ჰავაის კუნძულებზე ისვენებს. ნინამ ბექა წამართვა...
-კარგი, კარგი. ერთი წუთით გაჩუმდი... შესანიშნავი შანსი გაქვს , რომ შურიც იძიო და კიდევ ბევრი ფული იშოვო
-მართლა? რას აპირებ? შენ ხომ ციხეში ხარ
-ჰმ... ჩაიცინა მიხეილმა... შენ მაგაზე ნუ იფიქრებ. ჩემს მითითებებს დაელოდები...
ახლა:
კარზე დააკაკუნეს. ლონდამ კარი გააღო. ლუკა პირდაპირ მისაღები ოთახისკენ წავიდა.
-ხალხო, ტელევიზოი ჩართეთ... თქვა აქოშინებულმა და დივანზე მოწყვეტით დაჯდა.
-რა მოხდა? ჰკიტხა ბექამ . პულტი აიღო და საინფორმაციოზე გადართო
საინფორმაციოში აცხადებდნენ, რომ ციხე დაიწვა (ის ციხე , რომელშიც მიეილი იხდიდა სასჯელს) , ბევრი პატიმარი დაიღუპა, ზოგიერთი კი დაკარგულად ითვლებოდა. ახალი ამბავი, მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ახლა აშკარა გახდა, რომ ნინა მართლა საფრთხეში იყო. ამ დროს დათოს მობილურმა დარეკა. ტელეფონში ნაცნობი და საზიზღარი ხმა გაისმა
-დავით , მეგობარი როგორ ხარ? დაცინვით ჰკითხა მიხეილმა
-ჩემთან დარეკვას როგორ ბედავ შე ნაძირალა
-შენს ადგილას დავფიქრდებოდი იმ ადამიანის გალანძღვაზე, რომელსაც ჩემი ქალიშვილის ყელზე ძალიან ბასრი დანა ექნებოდა მიბჯენილი. აბა პატარა ნინა მამიკოს არ მიესალმები
-მამა... გაისმა შეშინებული გოგონას ხმა ტელეფონში
დათოს თავზარი დაეცა
-ნინა, ნინა... როგორ ხარ
-თუ გინდა, რომ კარგად იყოს ეს ამბავი პოლიციას არ გააგებინო, კიდევ 5 მილიარდი მჭირდება ნაღდი ფულით და...
-ნინა გაუშვი შე დამპალო. წინადადების დამთავრება არ აცადა დათომ
-გავუშვებ. თუ ჩემს პირობას შეასრულებ
-ჯანდაბა. შენი დედაც ვატირე. რასაც გინდა მოგცემ. ჩემი ქალიშვილი გაუშვი
-ფული ლიზამ უნდა მომიტანოს... თანაც მარტო უნდა იყოს. მალე დაგიკავშირდები
-შე ნაგავო...
ტელეფონი გაითიშა. დათო სავარძელში დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ხმას არ იღებდა.
-დათო, რა მოხდა? რა გითხრა?
-იმ დამპალს ნინა ყავს ...
-მოვკლავ. წამოიყვირა ბექამ
-სანაცვლოდ ფულს ითხოვს და...დათო გაჩუმდა და ლიზას გახედა. არა , მას არ შეეძლო ამის თქმა.
-დათო, სანაცვლოდ რას ითხოვს, ფულს და კიდევ რას?
-არ შემიძლია ლიზა. ამის თქმა არ შემიძლია
-ჯანდაბა... მითხარი. მე მეხება არა?
-უნდა რომ შენ მიუტანო ფული , თანაც მარტომ
-მივუტან
-არა. არა. არა ... ასეთ საფრთხეში ვერ ჩაგაგდებ. თანაც ითხოვს, რომ პოლიციას არ გავაგებინოთ.
-ლუკა, შეგიძლია ამ ზარის ადგილმდებარეობა დაადგინო? ჰკითხა ზურამ
-ვეცდები. შენი მობილური მომეცი დათო. ლეპტოპი მანქანაში მაქვს . გავალ მოვიტან
ლუკა გავიდა . ზურამ დათოს და ბექას მხარზე დაადო ხელი
-უნდა ვეცადოთ და არ ავღელდეთ. პოლიციას გავაგებინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩება.
-მამა მართალია. ახლა მთავარია ლუკამ მათი ადგილმდებარეობა დაადგინოს
-არ ვიცი. ამხელა რისკზე ვერ წავალ. მოკლავს , ნინას ნამდვილად მოკლავს
-ამას არ დავუშვებ. ჩემ ცოლს ვერაფერს დაუშავებს. კბილს ტუჩზე გამეტებით იჭერდა ბექა
-ძალიან სუსტი სიგნალია. თქვა ლუკამ, რომელიც ის ის იყო ოთახში შემოვიდა.
-ვერ გავარკვევთ საიდანაა?ჰკითხა ზურამ
-დაახლოებით... აი ნახე...თუმცა კონკრეტული მდებარეობის დაფიქსირება არ შემიძლია
ლუკამ რუქაზე შესაძლო ტერიტორია მოხაზა, საიდანაც ზარი შემოვიდა.
-ვიცი სადაცაა. მის ბუნაგში. ზუსტად იმ ტერიტორიაზე დგას სახლი , სადაც გაიზარდა. თვალდახუჭული მივაგნებ იმ ადგილს. თქვა ზურამ
-მისამართი მითხარი უნდა წავიდე
-არა, ბექა. მომისმინე პოლიცია უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში
-მამა, მან მე დამასახელა. ამიტომ იქ მე უნდა წავიდე. დიდხანს ვერ ვიყოყმანებთ . ნინას სიცოცხლე საფრთხეშია.
-იქ მარტო ვერ წახვალ შვილო.
-ლიზა, მამაშენი მართალია. პოლიციას უნდა გავაგებინოთ. მანამდე არავინ არაფერი მოიმოქმედოს. თქვა დათომ.
* * *
პოლიციას დაურეკეს. გამომძიებელმა იმ სავაჭრო ცენტრის გარე კამერის ჩანაწერი მოითხოვა, სადაც ნინას შეხვედრა დაუთქვეს.ვიდეოზე ჩანდა, თუ როგორ ჩასვეს ნინა შავი ფერის მანქანაში და სადღაც წაიყვანეს. მანქანის ნომერი დაადგინეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. ზურას მითითებულ მისამართს თვალთვალი დაუწყეს. ორი დღე გავიდა. მიხეილი კი არ რეკავდა. დათო მთელი დღე ტელეფონს უყურებდა. არც ბექა იყო კარგ დრეში. სამჯერ გადარჩა ასთმის შეტევას.
დილით ლიზამ ბავშვებს აჭამა და დაძინებულები ძიძასთან დატოვა. შემდეგ ქვემოთ ჩავიდა. დათო ფანჯარასთან იდგა და ხელში ნინას ფოტო ეჭირა.ლიზა მასთან მივიდა. უკნიდან წელზე ხელები შემოხვია და ზურგზე თავი დაადო.
-მას გადავარჩენთ. გპირდები ... მაპატიე. მე რომ ტელეფონი არ დამეკარგა
დათო შემობრუნდა და ლიზა გულში ჩაიკრა.
-ეგ მეორედ აღარ თქვა. შენი ბრალი არაა.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
-დავით დილა მშვიდობისა. თუმცა ალბათ მშვიდობა ნაკლებად არა? გაისმა ისევ არაადამინური ხმა ტელეფონში
-ნუ მიედ-მოედები შე ახვარო და თქვი რა გინდა
-ლიზას მიაწოდე ტელეფონი
ლიზამ მობილური გამოართვა.
-რა გინდა
-ამ საღამოს გელოდები ფულით. მისამართს გიგზავნი. იცოდე მარტო მოდი, თორემ ნინას თავს გაგატან დათოსთან საჩუქრად.
მიხეილმა მობილური გათიშა და მაგიდაზე დადო.
-როგორ გგონია. მოვა? ჰკითხა ირინამ.
-სხვა რა გზა აქვს. ნინას არ გაწირავენ. ფულს ავღებთ და აქედან გავქრებით.სისულელეები არ ჩაიდინო იცოდე
-რა მოსაწყენი ხარ რა? მე კიდევ სიამოვნებით გამოვჭრიდი ყელს ლიზასაც და ამ პატარა ძუკნასაც. თქვა ირინამ და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო
* * *
ნინა ოთახში სკამზე იყო დაბმული, პირი აკრული ჰქონდა. მასთან ირინა მივიდა. ხელში დანა ეჭირა. მან გოგონას ყელზე მოუსვა
-რომ იცოდე რა დიდი სიამოვნებით გამოგფატრავდი. პატარა ძუკნა. ირინამ გოგონას ხელი კრა და სკამიანად გადააბრუნა, ხმაურზე მიხეილი შემოვიდა.
-ხომ გითხარი სისულელეებს მოეშვითქო. აქედან გადი.
გოგონა წამოაყენეს. ნინა საშინლად იყო შეშინებული .
-დამშვიდდი ნინა. არავინ არაფერს დაგიშავებს თუ შენი მამიკო წესიერად მოიქცევა. უთხრა მიხეილმა და ოთახიდან გავიდა.
* * *
ლიზა წასასვლელად ემზადებოდა. გეგმის მიხედვით ის მიხეილს ფულს მიუტანდა, ამ დროს კი პოლიციელები მას ალყაში მოაქცევდნენ. თუმცა მანამდე უნდა გაექოთ თუ რომელ ოტახში ყავდათ ნინა. ზურამ კარგად იცოდა იმ სახლის გეგმა და პოლიციელებს ყველაფერი აუხსნა . ლიზამ ბავშვები საწოლში ჩააწვინა.დათო ოთახში შემოვიდა
-მარი, ელე ... გთხოვთ ბავშვებს მიხედეთ . სახლიდან არ გახვიდეთ. ეზოშიც და სახლშიც ყველგანაა დაცვა.
-არ ინერვიულო ლიზა. ფრთხილად იყავი. ხელი ხელზე დაადო მარიამმა
ლიზა გოგონებს მოეხვია. მერე ისევ ბავშვებს აკოცა.დათო ლიზას მიუახლოვდა და ბეჭებზე ხელები დაადო.
-ლიზა. იქნებ სხვა გზაც ვნახოთ. არ მინდა ასეთ საფრთხეში ჩაგაგდო
-რისკზე ვერ წავალთ. ყველაფერი კარგად იქნება. ნინა მალე შენთან იქნება. წავედით
* * *
ლიზა მანქანაში მარტო იჯდა, თუმცა შორიახლოს პოლიციელები ზურასთან , დათოსთან, ლუკასთან და ბექასთან ერთად მოყვებოდნენ. რაც უფრო უახლოვდებოდა სახლს, მით უფრო ემატებოდა მღელვარება. თუმცა არ ყოყმანობდა. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. ორსართულიან ხის სახლს ახედა. ძველი , მოუვლელი სახლი იყო, რომლის ფანჯრებიც ზღვას გადაჰყურებდა. ლიზამ ღრმად ჩაისუნთქა, მხნეობა მოიკრიბა და კარზე დააკაკუნა. კარი მიხეილმა გააღო. ჯერ ლიზა გაჩხრიკა და როდესაც დარწმუნდა,რომ უიარაღოდ იყო შეუშვა.
-ფული მოვიტანე. ნინა სად არის ? გამოუშვი.
-ნუ ჩქარობ. წვეულება ახლა დაიწყო. ბიჭებო ჩემოდანი შეამოწმეთ.
შეამოწმეს და ყველაფერი რიგზე იყო. მიხეილმა ბიჭებს თვალით რაღაც ანიშნა. მათ ნინა გამოიყვანეს. ნინა ლიზასკენ გაიქცა და ჩაეხუტა.
-ნუ ტირი საყვარელო, ყველაფერი კარგადაა
-რა გულისამაჩუყებელი სცენაა. ჩაისისინა ირინამ და ნინას იარაღი მიადო შუბლზე.
ლიზა იქვე მდგარ სკამს სწვდა , ირინას თავში ჩაარტყა და მისი იარაღი აიღო. ირინას წამოდგომა არც აცადა , სახეში გაარტყა და გათიშა.მიხეილმა ნინა დაიჭირა და შუბლზე იარაღი მიადო.
-ეს ცუდი იდეა იყო . უთხრა მან ლიზას
-იარაღი დაუშვი შე .უთხრა ბექამ და ლულა პირდაპირ კეფაზე მიადო მიხეილს.
-ბექა.
-ხო ნინა, აქ ვარ . ნუ გეშინიათ.
ამ დროს საყვირში ხმა გაისმა, რომ ალყაში იყვნენ. მიხეილი როგორც ჩანს დანებებას არ აპირებდა აპირებდა. ნინას მოსცილდა და ზემო სართულზე ავარდა.
-აქედან გადით ჩქარა. უყვირა ნინას და ლიზას. თვტონ კი მიხეილს დაედევნა.
ლიზა და ნინა გარეთ გავიდნენ. ნინა მამას ჩაეხუტა.
-ბექა შიგნითაა მამა. თქვა მან ტირილით .
პოლიციელები სახლში შეიჭრნენ . მიხეილი მეორე სართულზე იყო, როცა ბექამ დაიჭირა და კედელს მიანარცხა. მიხეილი ძირს დავარდა. ბექამ მოახერხა და იარაღი წაართვა. ამ დროს პოლიციელებიც მოვიდნენ. მიხეილის გაქცევის შანსი აღარ ჰქონდა. ყველაფერი დამთავრდა. გეგმები ჩაეშალა. ციხეში დაბრუნებას სიკვდილი ერჩია. ნავთით სავსე ქილას, რომელიც მაგიდაზე იდგა ფეხი კრა და ანთებული ასანთი ესროლა. ცეცხლი სწრაფად მოედო სახლს. ნინა ცეცხლის დანახვაზე პანიკაში ცავარდა.
-ბექა. დაიყვირა მან და სახლისკენ გაიქცა. თუმცა დათომ და ლიზამ მათი შეჩერება შეძლეს. ლუკა და ზურა რამდენიმე პოლიციელთან ერთად სახლში შევიდნენ. ცეცხლი ძლიერდებოდა. ზემოთა სართული ჩამოინგრა . ლუკამ და ზურამ ბექას გამოყვანა მოასწრეს, დათოც მიეშველა. სამწუხაროდ რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა. მიხეილი კი ადგილიდან არ განძრეულა. ცოცხლად დაიწვა. ბექა სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს , ის უგუნოდ იყო და როგორც ცანს თავის სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული , თანაც ბევრი კვამლის ჩაყლაპვა მოუწია. ნინას უნდოდა ბექას გაყოლოდა წამოდგა და სასწრაფო დახმარების მანქანისკენ წავიდა. ამ დროს ირინა გამოჩნდა. დასისხლიანებული და ნახევრად დამწვარი თმით. ხელში იარაღი ეჭირა. ნინასთვის უნდა ესროლა, მაგრამ ლიზას მოასწრო და ირინას ხელი კრა . ორი გასროლა გაისმა. ყველამ იქითკენ გაიხედა სიადანაც ხმა გაისმა. ლიზა მკერდში და მუცლის არეში იყო დაჭრილი, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა , ირინას რამდენიმე ტყვია ესროლეს და ადგილზე მოკლეს. დათო, ლუკა და ზურა ლიზასკენ გაიქცნენ. ნინა გონს ვერ მოვიდა , თავზარდაცემული უყურებდა ლიზას, რომელიც მუხლებზე დაეცა. დათომ ცოლი მკლავებში მოიქცია . ლიზა ჯერ კიდევ გონზე იყო. ზურა ვეღარაფერს ამბობდა. შეშინებული თვალებით ლიზას უყურებდა.
-რა ლამაზია არა მზის ჩასვლა.
-ლიზა. დათოს ხმა უკანკალებდა
-ყველაფერი კარგადაა.ტყუპების უთხარით მაპატიონ, რომ მივატოვე
-კარგად იქნები. გთხოვ არ მიმატოვო ლიზა.
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ. არ დამტოვო.
ძლიერმა სინათლემ მოჭრა ლიზას თვალები. ყველაფერი იისფერ ნისლში გაეხვა.დათომ ლიზა გულზე მიიკრა და თავი მის მხრებში ჩარგო. დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა. სიჩუმეს მხოლოდ ტალღების ხმა არღვევდა. ცივმა ქარმა დაუბერა, ზღვის ტალღების ხმა უფრო გაძლიერდა. წითელი მნათობი ზღვაში ჩაეშვა.
* * *
შვიდი წელი გავიდა ლიზას გარდაცვალებიდან. ტყუილად ამბობენ რომ დრო კურნავს ტკივილს, არა ის უბრალოდ გვაიძულებს შევეჩვიოთ მასთან ერთად ცხოვრებას.იმ ცხოვრებას, რომელიც გვაკარგვინებს საყვარელ ადამიანებს.
ლიზას გარდაცვალებიდან ერთ თვეში გაირკვა, რომ ნინა ორსულად იყო. თუმცა ამ სიხარულს ბექა ვერ გაიზიარებდა. ზუსად შვიდი წელი იყო ბექა კომაში . გოგონა შეეძინათ. ნინამ მას ლიზა დაარქვა.ბავშვი ყოველ დღე მოყავდა მამასთან. გოგონაც სულ ელაპრაკებოდა, ისე თითქოს ფხიზელი ყოფილიყოს. ნინა კარგი ადვოკატი გახდა და წარმატებული კარიერაც შეიქმნა.ექიმებს ყოვეგვარი იმედი გადაეწურათ, რომ ბექა ოდესმე გონზე მოვიდოდა. ერთ წვიმიან საღამოს ნინა ბექას პალატაში იჯდა და პატარა ლიზას დავალების დაწერაში ეხმარებოდა. გოგონა მამასტან მივიდა და ხელი ხელზე მოკიდა. მოულოდნელად ბექამ ხელი მოუჭირა.
-დედა, დედა
-რა მოხდა ლიზა? ჰკითხა ნინამ
-ხელი მომიჭირა
ნინა დაიბნა, ვერაფერი თქვა. ბექას მიუახლოვდა . მან თვალები ნელ-ნელა გაახილა. საოცარი გრძნობა იყო. თითქმის ისეთივე, როგორიც ნინამ შვილის დაბადების შემდეგ განიცადა.
-ნინა
ნინა ემოციებისგან ხმას ვერ იღებდა. ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა. არ იცოდა სიხარულისგან რა გაეკეტებინა.
საბედნიეროდ ბექას მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. მძიმე იყო მისთვის იმის გაგება, რომ ლიზა გარდაიცვალა. გული ნაწილებად დაეშალა ლამის ამ ამბის მოსმენისას, მაგრამ გვერდით ცოლი და მშვენიერი ქალიშვილი ყავდა, რომლებიც მას სიცოცხლის ძალას აძლევდნენ.
მარიამი და ლუკა დაქორწინდნენ და თავიანთ ორ შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობდნენ, მაგრამ როდესაც ბექას ამბავი გაიგეს პირველივე რეისით ჩამოფრინდნენ. მძიმე შვიდი წლის შემდეგ , როგორც იქნა სასიამოვნო ამბავი გაიგეს. ლუკასთვის ყველაზე მძიმე ლიზას საფლავის ნახვა იყო, კიდევ უფრო მძიმე კი ზურასთან შეხვედრა. განადგურებული კაცი მხოლოდ შვილიშვილების ყურებაში ხედავდა სიცოხლის აზრს . დიდი ხანია რაც მან მთელი თავისი ბიზნესი დათოს გადააბარა.
რაც შეეხება დათოს, ლიზას დაკარგვამ მძიმე პერიოდი გამოატარა მას. თუმცა არ ქონდა უფლება სულით დაცემულიყო.ტყუპებმა დედა დაკარგეს, ამიტომ ახლა მას უნდა გაეწია ორივე მშობლის მაგივრობა. დანიელი და მარიანა უკვე 7 წლის იყვნენ. დათოს ხშირად დაჰყავდა ისინი სასეირნოდ იმ ადგილებზე, სადაც ლიზასთან ერთად ატარებდა დროს. უყვებოდა ბავშვებს დედაზე. ნინა თავს არ ზოგავდა თავისი პატარა და-ძმისთვის. ცდილობდა ბავშვებს უდედობა ნაკლებად ეგრძნოთ .
* * *
დათო ბავშვებთან ერთად სანაპიროზე მდგარ გრძელ სკამზე იჯდა. შემოდგომის ცივმა ქარმა დაუბერა. ზღვაში ჩამავალმა წითელმა ბურთმა მეწამულად შეღება ცა.
-აქ ყოფნა უყვარდა დედას? იკითხა პატარა მარიანამ.
-ჰო შვილო. უპასუხა დათომ და თავზე აკოცა შვილს.
-ახლაც უყურებს ხოლმე მზის ჩასვლას.ჰკითხა დანიელმა
-აბა რა
-და ჩვენ გვიყურებს?
-ყოველთვის ჩემო გოგო. ყოველთვის. მას არასდროს მივუტოვებივართ.
დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! ! !



№1  offline წევრი fireending

#Manana Lomidze დიდი მადლობა

 


№2 სტუმარი mtvaro svani

au kargi ra.aseti kargi istoria ase rato daasrule rato mokali liza?neta arc camekitxas survili damitova.mapatie magram zalian cudad daasrule.uintereso gaxade dasasruli.arada ra kargi iyo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent