შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა (თავი მეხუთე)


16-03-2016, 01:02
ავტორი fireending
ნანახია 2 567

მარიამი, ელე და ნინა კაფეში იჯდნენ და ახალ ამბავს განიხილავდნენ.
-მართლა ლიზაზე ქორწინდება მამაშენი?
-კი ელე მართლა. თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მერე დავფიქრდი. ლიზა კარგი გოგოა და გამიხარდება მამაჩემი მასთან ერთად თუ იქნება.
-მართალი ხარ. უთხრა მარიამმა. ლიზამ ჩვენზეც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
-ქორწილს როდის გეგმავენ?
-ერთ თვეში. ბექაც ჩამოსული იქნება ალბათ.
-ჰო, მის გარეშე რომელი წვეულება ჩაივლის. გაიცინა მარიამმა.
-ბექა ჩამოდის?
-კი ელე. ნუ აცანცარდები ახლა. უთხრა ნინამ.
-კარგი ხო.
ნინას მობილურმა დარეკა.
-ძაღლი ახსენეო. ბექა რეკავს. გისმენ დაკარგულო
-როგორ ხარ ბრაზიანო.
-მე კარგად. თავად?
-მეც კარგად. დათოს მრთლა ქორწინდება?
-კი, მართლა. როგორც ვხედავ ახალ ამბებს არ აკლდები.
-აჰა, ხომ იცი მე ყველაფერი უნდა ვიცოდე.
-ჭორბიურო ხარ. ჰო მართლა, ხომ ჩამოხვალ ქორწილზე?
-of course darling. გგონია გამოვაკლდები?
-ეჭვიც არ მეპარებოდა.ვინმემ წვეულება ახსენოს და.
-კარგი ჩემო ბრაზიანო პრინცესა, ახლა უნდა წავიდე, ლექციაზე მეჩქარება. დროებით.
-დროებით.
-ხომ ჩამოვა. იკიტხა ელემ
-კი ნუ ღელავ . გოგონებო, ხომ იცით თქვენც დაპატიჟებულები ხართ და ჯობია კაბებზე ზრუნვა ახლავე დავიწყოთ.
-მართალი ხარ. თქვა მარიამმა. ნინა, დიზაინერი არჩეული გყავს?
-კი და თუ გინდათ დღეს წავიდეთ.
-ძალიან კარგი.
* * *
ლიზა თავისი სახლის ეზოში აუზთან იჯდა და ყავას სვამდა. ჭიშკართან ლუკას მანქანა დაინახა, მივიდა და ჭიშკარი გაუღო. ლუკა მანქანიდან გადმოვიდა და ლიზა გადაკოცნა.
-აბა, როგორ არის მომავალი პატარძალი?
-მშვენივრად. შენ როგორ ხარ?
-მე კარგად .
-ყავას ხომ დალევ.
-კი.
-მიხეილზე ხომ არაა რამე ახალი?
-არა ლიზა, ჯერ-ჯერობით არაფერი. ჩვენი დაქირავებული ხალხი უთვალთვალებს, თუმცა საეჭვო არაფერია. იქნებ ტყუილად გვეშინია, რომ რამე ცუდი ჩადენას აპირებს ისევ.
-არა, მშვიდად ვერ ვიქნები.თვალთვალი არ შეწყვიტონ.
-კარგი, კარგი. მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ, ჩემ სიძეს როდის გამაცნობ?
-მალე.
ამ დროს ლიზას ტელეფონმა დარეკა.
-ლიზა, როგორ ხარ?
-კარგად დათო. შენ?
-მეც კარგად. სახლში ხარ?
-კი.
-გამოვალ თუ გცალია, დღეს სამსახურში არ მივდივარ. მომენატრე.
-მეც. კი გამოდი. დღეს მეც თავისუფალი ვარ.
ლიზამ მობილური გათიშა.
-ჩემი სიძე იყო?
-აჰა. ახლა მოვა და გაგაცნობ.
ორ წუთში დათო მოვიდა. ლიზას ჩაეხუტა. ლუკას მიესალმა.
-დათო ეს ლუკაა, ჩემი მეგობარი, ლუკა ეს დათოა.
-ესე იგი შენ ხარ ჩემი მომავალი სიძე. სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც ლუკა.
სამივე ეზოში დასხდნენ და საუბრობდნენ. ლიზამ მოუყვა თუ როგორ გაიცნო ლუკა. ლუკა და ლიზა ბავშვობიდან მეგობრობდნენ, მათ მართლაც ნამდვილი და სუფთა მეგობრობა აკავშირებდათ. ლუკა და ლიზა პირველი კლასიდან მეგობრობდნენ. ერთად სწავლობდნენ საფრანგეთში.
დათოს და ლუკას მოეწონათ ერთმანეთი და საერთო ენაც მალე გამონახეს. მართალია დათო 15 წლით იყო ლიზაზე და ლუკაზე უფროსი, მაგრამ ასაკი საერთოდ არ ეტყობოდა. მართალია ერთი შეხედვით ძალიან სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ მხიარული და საინტერესო ადამიანი იყო. თანაც ლიზას გამოჩენის შემდეგ თითქმის აღარ იყო მოწყენილი.
* * *
ერთმა თვემ სწრაფად გაიარა, თუმცა დათოს ეჩვენებოდა რომ ძალიან გაიწელა. ამ დროის განმავლობაში ლიზა და დათო უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთამენთს. ერთი წამითაც კი არ შეეძლოთ ერთმანეთისგან მოშორებით ყოფნა.ნინასაც კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა ლიზა. საქორწინო სამზადისი ნინამ, ელემ და მარიამმა აიღეს საკუთარ თავზე და ეს ძალიან მოწონდათ. ეს გოგონები მგონი მთელ მსოფლიოში საუკეთესო წვეულების მოწყობას გეგმავდნენ.
ერთი თვეც გავიდა. ქორწილამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი. ნინა თავის ოთახში ფანჯარასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა.უცბად ფანჯრიდან ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი. თავიდან იფიქრა ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ კარგად დააკვირდა და ეს ნამდვილად ბექა იყო. სიხარულისგან გული აუჩქარდა, ქვემოთ კი არ ჩავიდა ჩაფრინდა და ბექას მოეხვია. ბექასაც ძალიან გაუხარდა ნინას ნახვა და მაგრად მოეხვია, მერე ცხვირზე უჩქმიტა და თმა აუწეწა.
-ეე გეყოს ახლა
-ოჰ შენ როგორი ბრაზიანიც დაგტოვე ისეთივე დამხვდი. არა ვცდები უარესად ბრაზიანი გამხდარხარ
-აბა ბავშვივით ნუ მექცევი
-ბავშვი ხარ, თანაც ჭირვეული ბავშვი
-საზიზღარო.
-მეც მომენატრე. გაუცინა ბექამ.
-ნეტა ვიცოდე რას იღრიჯები
ბექამ ნინას ხელი გადახვია და სახლშ შევიდნენ.
-აქაურობა ძალიან მომენატრა. დათო სად არის?
-მალე მოვა.
-საცოლეს როდის გამაცნობს?
-ამ საღამოს. ვახშამზე დავპატიჟეთ. იცი, ძალიან საყვარელი გოგოა.
-ეტყობა მართლა კარგი გოგოა, რადგან შენ ვინმე მოგეწონა.
-ეტყობა კი არა, მართლა ძალიან კარგი გოგოა.
დათოც მალე მოვიდა. ბექას დანახვა ძალიან გაუხარდა, ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-როგორ მოგვანატრე თავი. როგორ მიდის საქმეები.
-კარგად. მართალია დილით გაღვიძება ისევ მიჭირს, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი კარგადაა. უნივერსიტეტიც ძალიან მომწონს.
-მიხარია. წელს ამთავრებ და რა გადაწყვიტე?
-მგონი მაგისტრატურაზე გავაგრძელებ სწავლას , ისევ ამერიკაში.
-ოჰ, ძალიან ხარ რაღაც სწავლას მოწადინებული. დაცინვით უთხრა ნინამ. სწავლას თუ იქაურ შეყვარებულებს.
-ორივეს. ცხვირზე უჩქმიტა ბექამ
-ოო, გეყოს ახლა.
ბექამ ნინას თმა ისევ აუბურდა და გაიქცა, ნინა გაეკიდა , დაიჭირა და ბალიშებით ბრძოლა გააჩაღეს.
-არა რა, ისევ ხუთი წლის ბავშვებივით იქცევით. თქვა დათომ, როცა ერთი ბალიში პირდაპირ სახეში მოხვდა.
ბექა და ნინა პატარაობიდან სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.ბექასთვის ნინა ისევ პატარაბავშვი იყო. იგრძნო სახლმა ბექას ჩამოსვლა, თითქოს ყველაფერი გამოცოცხლდა. მოსაღამოვდა, მისაღებ ოთახში მაგიდა გაშალეს, ნინა და ბექა ნამცხვარს მიადგნენ. ლონდა მათ გაუჯავრდა.
-ყველაფერს ნუ გადაჭამთ.
-გვაპატიე ლონდ, მაგრამ ისეთი გემრიელია ეს ნამცხვარი. თავი იმართლა ბექამ.
-ჰო, ნამდვილად გემრიელია, მხარი აუბა ნინამაც.
-აი ნინა, კიდევ ერთი ნაჭერი აიღე. უთხრა ბექამ. უნდა გაგასუქო, რომ მერე კიდევ ერთი მიზეზი მომეცეს შენი გაჯავრების.
-ბექა გიგიაძე. ვერ მოესწრები მაგას.
კარზე ზარი დარეკეს.
-ლიზა იქნება. სიხარულით წამოიძახა ნინამ და დათოს მიაწრო კართან მისვლა.
მართლაც ლიზა იყო. ამ საღამოს განსაკუთრებით ლამაზი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, დათოს ენა ჩაუვარდა ლიზას დანახვაზე. ნინამ მისაღებ ოთახში შეიყვანა ლიზა და ბექა გააცნო, უფრო სწორად "გააცნო" , რადგან ბექა და ლიზა ერთმანეთს უკვე იცნობდნენ, თუმცა ეს არცერთმა შეიმჩნია და ერთმანეთს ნაძალადევად გაუღიმეს. საქმე ისა, რომ ლიზა და ბექა შეყვარებულები იყვნენ და ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. ახლა კი ბედმა ერთმანეთს კვლავ შეახვედრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent