თოვლის ზღაპარი [3]
- 10..9..8..7..6..5..4..3...2..1.. გილოცავთ ახალ წელს _ დაიყვირა ბარმენმა და იქაურობა ჟრიამულმა მოიცვა. ულოცავდნენ ერთმანეთს ნაცნობები თუ უცნობები. ამდენი გულწრფელი ემოცია დიდი ხანია არ ენახა ელენეს. - გილოცავ ელე _ თბილად უღიმოდა დათი. - მეც გილოცავ _ მშვიდად უპასუხა. - ისე თბილად მიულოცე ყველას, მეც მქონდა რამის იმედი _ გაუცინა. - დარწმუნებული ვარ მეუღლე ბევრად უფრო თბილად მოგილოცავს _ საკუთარი თავით კმაყოფილმა გაუღიმა. - დღეში მილიონჯერ მახსენებ რომ ცოლი მყავს _ ჩაილაპარაკა. - გყავს და _ მხრები აიჩეჩა. - ელენე, ელენე _ თავი გადააქნია _ არ გინდა ვიცეკვოთ? _ silent night ჟღერდა ბარში. - ცეკვა არ მინდა-მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ, მაგრამ შენთან მართლა არ მინდა _ ვერაფერს უხერხებდა სინდისს, რომელიც გამუდმებით ახსენებდა დათის ცოლიანობას. - მხოლოდ ერთი ცეკვა ელენე _ წამოდგა და ხელი გაუწოდა. - სიმღერის ხათრით _ თითები შეაგება და გაჰყვა. ნაზად მიიზიდა თავისკენ, წელზე შემოჰხვია ხელები და თმის ბოლოებზე დაუწყო თამაში. ელენემ მხრებზე დააწყო ხელები, თავს უფლება არ მისცა კისერზე შემოეხვია და კიდევ უფრო ახლოს მისულიყო. საოცრად თბილი იყო დათი, ვერ ხვდებოდა თვითონ ეჩვენებოდა ასე, თუ მართლა ამხელა სითბოს ატარებდა. დაღლილი სახე ჰქონდა, გადაღლილი, მწვანე თვალები საოცარი სევდით უმზერდნენ, ტუჩები თითქოს დაწებებული ჰქონდა, ხმას აღარ იღებდა. უეცრად მიიხუტა გოგონა და თავი მის ყელში ჩარგო, თითქოს თმების სურნელიც შეისუნთქა. იცოდა ელენემ რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ რატომღაც არ უცდია თავის დახსნა. დათის სურვილს დაჰყვა, ნება მისცა ასე ახლოს ყოფნია და თვითონაც ერთიანად მოეშვა. - ვისურვებდი უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს მუსიკა _ ელენეს ყურთან დაიჩურჩულა. - მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ვისურვებთ _ უპასუხა და მუსიკაც შეწყდა. - რამდენიმე წლის წინ რატომ არ შეგხვდი? _ დანანებით ჩაეკითხა. - შენ ხომ გჯერა ბედისწერის? ხოდა ბედი არ იყო ალბათ _ გაუცინა და სკამისკენ წავიდა. - როგორ ახერხებ მხიარულებას, როცა მე ასე გელაპარაკები? - ძალიან მარტივია, სერიოზულად რომ გიპასუხო, ძალიან შორს წავალთ, მე კი ეს არ მინდა _ გულწრფელად უპასუხა. - რა პირდაპირი ხარ _ გაეცინა. - სხვანაირად ურთიერთობა არ გამოვა შენთან. - ელენე _ ჩაეღიმა. - დათი, დაურეკე რა _ თვითონაც არ იცოდა რას ცდილობდა, ალბათ დათისგან მინიშნებების შეწყვეტას, ალბათ საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ არ ღირდა. - არ შემიძლია.. - დარწმუნებული ვარ, რომ გელოდება, შენი ერთი უბრალო მილოცვა გააბედნიერებს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, შენ ახლა აქ ზიხარ, მე მილოცავ, ჩემთან ცეკვავ, ამ დროს კი ის მარტოა, დათი გთხოვ _ ვეღარ ჩუმდებოდა. - კარგი, დავურეკავ, დამშვიდდი _ გაუღიმა. - ხვალ გაწმენდენ გზას? - გეჩქარება? _ ხმა დაუსევდიანდა. - ძალიან. - მეგობრებთან? - შენგან შორს დათი. - ცოტა მაინც დამინდე _ გაუღიმა. - დანდობა შენს გრძნობებზე პასუხს ნიშნავს _ ღიმილით უპასუხა და წამოდგა _ ძილინების დათი და გააბედნიერე ის, ვის ბედნიერებაზეც უნდა ზრუნავდე _ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა თავისი ნომრისკენ. გაუხდელად მიწვა ლოგინზე და ბალიში ჩაიხუტა. მორჩა, ხვალ წავიდოდა და დაამთავრებდა დათის ისტორიას, აქ დატოვებდა ყველაფერს. რა მარტივად ფიქრობდა, თითქოს თავისი ნება იყო, ფიქრები რომ გაჰყვებოდა დაუკითხავად? ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა. რატომ ჩაჯდა მაინცდამაინც დათის მანქანაში? რატომ ჩარჩა იმ სასტუმროში ან რაღა იმ დღეს წავიდა? ყველაფერზე ეშლებოდა ნერვები, თოვლზეც, ზამთარზეც, საკუთარ თავზეც. კედლის მეორე მხარეს დათი იყო, ლოგინის ბოლოში ჩამომჯდარს, თავი ხელებში ჩაერგო და ფიქრობდა. ფიქრობდა ელენეზე, ნანიკოზე, ვერ-შემდგარ ოჯახზე და თინეიჯერივით, ემოციებს აყოლილ საკუთარ თავზე. ესმოდა ელენესი, ვერც აიძულებდა რამეს, მაგრამ არც უკან დახევას აპირებდა. ნანიკოს კი ვერაფერს უგებდა, ყველაფერი სხვანაირად იყო: ერთმანეთი ისე უყვარდათ. პატარები იყვნენ ოჯახის შექმნა რომ გადაწყვიტეს. არა ოცი წელი არაა პატარა ასაკი, მაგრამ ოჯახისთვის არ კმარა. ასე იყო თუ ისე, მაშინ გული გულობდა და გაიპარნენ. სოფელში წავიდნენ ბებიასთან, უნდა დაგვმალოო შეეხვეწა დათი და ქალსაც უარი არ უთქვამს. ერთი კვირა გაატარეს იქ და შემდეგ იპოვეს. მაგრამ რას გააწყობდნენ, ერთმანეთი უყვარდათ. ისეთი ბედნიერები იყვნენ მაშინ. - ჩემი დედოფალა ხარ _ მინდვრის ყვავილების გვირგინი დაადგა თავზე და ცხვირზე აკოცა. - შენ ჩემი ბედნიერება ხარ _ გახარებული მიეხუტა. - მთელ ცხოვრებას გავატარებდი ამ მინდორზე. - ხომ სულ ასე გეყვარები? _ ღიმილით ახედა. - ასე და კიდევ უფრო მეტად _ ღიმილითვე უპასუხა და აკოცა. თავი გაიქნია, მაინცდამაინც ეს მომენტი გაახსენდა. მომენტი, როცა სამუდამო სიყვარულს შეპირდა, ან საერთოდ რას გრძნობდა ნანიკოს მიმართ. ერთი ამოიოხრა და ჯემპრი გაიხადა. დილა ბევრად უკეთესი იყო, რაც მთავარია არ თოვდა. დათის არ დალოდებია, ბარში ჩავიდა და ყავა შეუკვეთა. ფანჯარასთან მოკალათდა, ყავის ფინჯანს გაყინული თითები შემოჰხვია და სივრცეს გაუშტერა თვალი. რა კარგი იყო მარტოობა და სიმშვიდე, როცა არავინ უშლიდა ხელს. რა მშვიდად გრძნობდა თავს, როცა დათის არ ხედავდა. აღარ შეეძლო ამდენის ატანა, დროზე უნდა დაეღწია თავი. რატომ მოიხიბლა ასე, რატომ მისცა ასე ახლოს მისვლის უფლება. თმაში შეიცურა ხელი და ბოლომდე ჩამოაყოლა თითები, თითქოს ამშვიდებდა ეს „პროცედურა“. ყავა მოსვა და ფანჯრისკენ გაიხედა, მალე წავიდოდა. ოღონდ ახლა არ მოთოვოსო ნათრობდა. - დილა მშვიდობის _ წინ დაუჯდა დათი. - დილა მშვიდობის _ არც გატოკებულა. - დავურეკე _ ამოისუნთქა. - მიხარია, მართლა _ ვერ გაიგო უხაროდა თუ არა, მაგრამ ეს უნდა ეთქვა. - შენთან მინდა ელენე. - რა თქვი? _ ეგონა მოესმა. - შენთან მინდა, არ ვიცი რატომ, სასწაული მიზიდულობა გაქვს, მთელი ცხოვრება რომ ვიჯდე და გიყურო არ მომბეზრდება, მინდა რომ ჩემთან იყო და არასდროს მიმატოვო. - შენ ცოლი გყავს და ამით ყველაფერი დამთავრებულია გესმის? არ მაინტერესებს გიყვარს თუ არა, ფაქტი ერთია - ის შენი ცოლია, გინდა თუ არა ეს შენ _ რომ შეძლებოდა მოკლავდა კიდეც. - მაგრამ.. - არავითარი მაგრამ, საკუთარ თავს პატივს ვცემ, ძალიან დიდს და სწორედ ამიტომ არასდროს ვიქნები მესამე. არ მაინნტერესებს შენი ისტორიები გესმის? _ სასწრაფოდ წავიდა ოთახისკეკ, გამწარებული შევარდა და კარები მიაჯახუნა. რას არ მისცემდა, ოღონდ ცოლი არ ჰყოლოდა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ამიტომ გადაწყვიტა ბედს შეგუებოდა. რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი. ყველაზე ცუდი ის იყო, პირველივე ნახვით რომ ასე მონუსხა, პირველივე შეხვედრიდან გაათბო მისმა თბილმა მზერამ, მერე კიდევ, კიდევ და ახლა ასეთ დღეში იყო. საღამომდე ოთახში იჯდა, ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი, ვერაფრით იშორებდა. ამოლაგებული ნივთები სწრაფად ჩაალაგა, გამზადებული ჩანთა იქვე დატოვა და მისაღებში ჩავიდა. - უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით გზა გაწმინდეს? _ ღიმილით ჰკითხა ადმინისტრატორს. - ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა რამდენიმე სტუმარმა უკვე დატოვა სასტუმრო. - მადლობა _ ოთახშ აბრუნდა, ბარგი ჩამოიტანა, დანახარჯი დაფარა და წავიდა. არც კი უფიქრია დათისთან დამშვიდობება. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეხსნა, შვებით ამოისუნთქა. დათი კი უშედეგოდ აკაკუნებდა მისი ოთახის კარებზე, ეგონა ისევ გაბრაზებული იყო. - იცით, გოგონა წავიდა, მე ოთახის დასალაგებლად გამომგზავნეს _ გაუღიმა ქალმა. - წავიდა? _ გაუკვირდა _ დარწმუნებული ხართ? - დიახ, დაახლოებით ერთი საათია. - კარგი, მადლობა _ ჩაილაპარაკა და ოთახში შევიდა. ელენემაც დატოვა. არა, არ ამტყუნებდა, არაფერს აბრალებდა, უბრალოდ არ ეგონა. ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე ადვილად მოერეოდა გრძნობებს, მაგრამ მაინც იპოვიდა, აუცილებლად, ვერ დაივიწყებდა. მეგობრები საიმედო თავშესაფრები არიან. ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე, თოვლში ამოგანგლული შვიდი სხეულის დანახვაზე. - მომენატრეთ _ მთელი ძალით ჩაეხუტა ლიზის. - ყველაფერი რიგზეა? _ უჩურჩულა. - არ მგონია _ გაუღიმა და ჯაბას გადაეხვია _ ჯაბუნა.. - ამოაღწიე როგორც იქნა. - აწი სულ თქვენი ვარ _ გაუცინა და სხვებსაც სათითაოდ ჩაეხუტა. - შემო სახლში, ცხელი ჩაი დავლიოთ, ბებო ისე ნერვიულობდა _ უცინოთა ნათია. - ვაიმე _ გაეღიმა და სახლში შევიდა _ გამარჯობა _ ჩაეხუტა მოხუცს. - ჩამოხვედი? როგორ იმგზავრე გენაცვალე? - კარგად, მადლობა. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც ტრადიციად ექცათ ჯაბასთან სტუმრობა, ახალ წელს ორი კვირით და ზაფხულშიც ამდენივეთი. ისე უხაროდა ჯაბას ბებოს, სახლ-კარს მიცოცხლებთო, ბედნიერი ელოდა ბავშვებს. - აი შენი ჩაი _ ფინჯანი გაუწოდა ლიზიმ. - მადლობა _ გაუღიმა და პიტნის სურნელი შეისუნთქა _ ორი წუთი წამო რა, მოვწესრიგდები და ჩამოვალ. გამოიცვალა, მოხერხებულად ჩაიცვა და ისევ პირველ სართულს დაუბრუნდა. სავარძელში მოკალათდა, ფეხებიც ასწია და მუხლზე დაიდო ფინჯანი. სავარძლის მარჯვნივ ტახტი იდგა, მარცხნივ სკამები ჰქონდათ ჩამოყოლებული, შუაში პატარა მაგიდა და წინ მოგიზგიზე ბუხარი. ბუხრის გარშემო ისხდნენ ახალგაზრდები, ჩმად მიირთმევდნენ პიტნის ჩაის, ზოგი მურაბიანს და დრო-დრო ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე. ცხოვრების განმავლობაში ნელ-ნელა „შეკრიბა“ ისინი: ლიზის და ჯაბას სკოლიდან იცნობდა, ნინი და ნიკა უნივერსიტეტში გაიცნო, სალომე და საბა კი ჯაბამ გააცნო. ნელ-ნელა დაუახლოვდნენ ერთმანეთს და უკვე ერთ სამეგობროდ ჩამოყალიბდნენ. მათთან ერთად თავს სახლში გრძნობდა, იცოდა რომ მუდამ დაეხმარებოდნენ, სულ მის გვერდით იქნებოდნენ. გაღიმებული შესცქეროდა ყველას. - იცი, მეზობელ სახლშიც არიან ახალგაზრდები, ოღონდ სულ ბიჭები _ გაუცინა ნიკამ _ ხვალ გავიდეთ და გაგაცნობთ. - კარგი _ გაუცინა. - უკვე გიცნობენ, იმდენი ხანი გელოდებოდით და ისე ვწუხდით _ გაეცინა სალის. - ახალი წელიც ერთად აღვნიშნეთ _ განაგრძო ნინიმ. - ძალიან კარგი, ხვალ დილით გავიცნობ. - კიდევ კარგი გზა გაკეთებულია, თორემ გაგიჭირდებოდა ამოსვლა. - ხო და გავგიჟდებოდი კიდეც, ჯერ ისედაც ძლივს მოვაღწიე _ ჩაიფრუტუნა. _____ ესეც მესამე, ძალიან დიდი ბოდიში, გუშინ არ ვიყავი სახლშ და ვეღარ მოვასწარი.. ბოდიში, შედარებით პატარაა ეს თავი, მაგრამ საღამოს ჩვეულებრივად ავტვირთავ ახალ თავს... ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებებისთვის, ჩემი ენდორფინები ხართ თქვენ.. მოტივატორები და პოზიტივები... ველი შეფასებებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.