უსასრულობაშიც შენ მეყვარები! (1)
პ რ ო ლ ო გ ი ....გქონიათ მომენტი როცა ცხოვრება მშვენიერი გეჩვენებათ? ან პირიქით..?! მე მქონდა იმის ბედნიერება, გამომეცადა რა არის ცხოვრებაში რეალური და რა ფარისევლობა. მწარეა ის განცდა, როცა ენდობი , გიყვარს , პატივს ცემ, და ბოლოს რა?!.. არაფერი!.. სრული ნეხვის გროვა... ფულზე გაყიდული ნივთი... კვდები, იმის გაფიქრებაც კი გზარავს, შიშს გიღვიძებს თუ რატო აღმოჩნდი ერთი უკიდურესობიდან მეორეში, რა დააშავე ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც საკუთარი ოჯახი გიძულებს. ყველა გყავს და უცებ გაიხედავ და მარტო ხარ, ეძებ თვალებით, უყურებ მშველელს და არავინააა! იმედი გიცრუვდება, რწმენას კარგავ, იგუდები უჰაერობით , სურვილი გიჩნდება სიკვდილის , ყველაფრის დამთავრების ან არაფრის. დასასრულს ეძებ და სწორედ ამ დროს კარგავ თავს , ჯანსაღად აზროვნების უნარს. შენ უბრალოდ შენ არ ხარ! გიჩნდება კითხვა რა ჯანდაბა ცხოვრება ? ,,ცხოვრება-ეს არის აფრებიანი ნავი, რომელსაც ძალიან ბევრი აფრენა აქვს. ამიტომ , ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში ამოყირავდეს“. ნუ იქნებით მიმდობები, შეიბრალეთ თქვენი თავი. დაფასეთ რაც გაქვთ და ნუ მოითხოვთ მეტს ,თორემ ბოლოს ყელამდე ნეხვის გროვაში ამოყოფთ თავს და სწორედ ამ დროს გაგირბენს ყველა წამი . მერწმუნეთ ეს სინანულის ერთ-ერთი მტანჯველი ფორმაა... სწორედ ასე დამემართა მე ლაღ, მხიარულ მოზარდს , რომელმაც ცხოვრება ახლახანს დაიწყო ან შეიძლება ითქვას იწყებდა!.... თავი 1 ვარსკვლავის ფორმაში ვარ გაწოლილი და ვფიქრობ მომავალზე , როგორი ცხოვრება მექნება , ვფიქრობ, რა იქნება ისეთი, რაც რადიკალურად შემცვლის, რაც გამაბედნიერებს,, არა არ გეგონოთ რომ მე ბედნიერი არ ვარ, უბრალოდ რაღაც უფრო მეტი მინდა, განსხვავებული , აი ისეთი , რომ სიხარულმა იფეთქოს ჩემში და ჩემი მკვდარი უჯრედები გააცოცხლოს . წყალივით მჭირდება რაღაც, რაც ამომიყვანს ორმოდან და დამანახებს სამყაროს უკეთესი თვალით. მე ხომ სულ რაღაც 17 წლის მოზარდი ვარ, რომელმაც არ იცის რა სჭირდება მას . -ნეკა დროზე ფეხზე, სკოლაში გაგვიანდება , როდის უნდა ისწავლო თავის დროზე ადგომა და წასვლა სულ მე არ გეყოლები! ისევ იგივე, ჩემს სმენას დედაჩემის ყვირილი წვდება და უკვე 1752-ჯერ მაწყვეტინებს ჩემს თავთან ფიქრის საშუალებას.. -ვდგებიი გავყვირი უკვე მობეზრებულ ფრაზას და აბაზანაში შეევდივარ. სანამ აბაზანაში ვარ მოკლედ გაგაცნობთ ჩემს თავს .. მე დელიბაშვილი ნეკა ვარ 17 წლის , დედის ერთა , მამა დიმიტრი, დედა ეკატერინე. მამა ბიზნესმენია. კაცი, რომელიც სულ მუშაობს და ოჯახისთვის ფაქტიურად არ სცალია. სულ მივლინებაშია. დიდი ხნის ნანატრი შვილი ვარ და თუ გავჩნდი ამით მგონი არანაირი სიყვარული და სიხარული არ შემომიტანია ოჯახში. ყოველდღე უთანხმოება კამათი და დავიდარაბა. მაგრამ მე ვერაფერს ვერ ვიზამ თვითონ მოგვარდებიან.. როდესაც აბაზანიდან გამოვედი მოვემზადე და დაბლა ჩავედი, მისალმების ნიშნად თავი დავუკარი იქ მყოფებთ და გარეთ ვაპირებდი გასვლას , როდესაც მამაჩემმა დამიძახა -ნეკა! შეგიძლია დრო დამითმო? არანაირი მამაშვილური ჩახუტება, არანაირი საჩუქრები, არანაირი თბილი შეხვედრები ესაა მამაჩემი,სრული ქანდაკება. რამდენიმე თვეა არ მინახავს და ეს მხოლოდ რამდენიმე წუთს მთხოვს .. დიდი დროის ნაცვლად .. ესა მამაჩემი... - გისმენთ ბატონო დიმიტრი? ირონია არ დავაკელი... -დღეს სკოლის შემდეგ პირდაპირ სახლში მოხვალ, არანაირი მეგობრები , არანაირი გართობა , ეგრევე სახლში , მნიშვნელოვანი დღეა დღეს და შენც უნდა იყო. თავისი სათქმელი თქვა და უბრალოდ კიბეებზე აბრუნდაა.. მამაც ამას ქვია არა? ისიც არ იცის რომ მის შვილს არანაირი მეგობრები არ ყავს და 17 წლის განმავლობაში 17-ჯერ არ წასულა გასართბათ. რადგან მეგობრები არ ყავს მხოლოდ იმის გამო, რომ ყველას ბარბის თოჯინა ვგონივარ, რომელსაც გრძნობები არ აქვს და მის სხეულში ნერვების გარდა ყველაფერია!... სრული იდიოტიზმია ჩემი ცხოვრება ნურავინ იტყვის რომ ფული ბედნიერებაა,. მერწმუნეთ მწარედ ცდებით ამაში.. ყველაზე დიდი უბედურებაა.. ინტერესი გეკარგება ყველაფრის.. სკოლაში ყოფნამ სრულიად უინტერესოდ გალია.. არაფერი მნიშვნელოვანი.. არანაირად! სახლში როგორც კი მივედი თვალები კეფაზე ამივიდა.. ამდენი ხალხი ერთად არ მენახა, მოსამსახურეები ბუზებივით ირეოდნენ ერთმანეთში, და დედაჩემი როგორც მილედი ისე განაგებდა ყველაფერს, მხრებში გაშლილი , მაღლა თავ აწეული რომლისთვისაც ფული ერთადერთი ღირსებაა.. ნუ როგორცა მდიდრების შემთხვევაში.. უმეტესობას ვგულისხმობ რა თქმა უნდა .... -ნეკა! შენს ოთახში ადი გაემზადე სტუმრები მალე მოვლენ -როგორც ბრძანებთ ქალბატონო ეკატერინე ჩემს ოთახში ავედი და თვალში მაშინვე ლოგინზე გადაფენილი კრემისფერი კაბა მომხვდა, რომელიც თავს სვაროვსკის თვლებით იწონებდა, მაგრამ დედაჩემს თუ გონია, რომ ამ ბარბის კაბით სტუმრებს შევხვდები ძაან შემცდარა. აბაზანაში გადავინაცვლე დიდხანს მომიწია ყოფნა, გული მიგრძნობდა დღევანდელი საღამო ყველაფერს შეცვლიდაა.. როდესაც გამოვედი საათი შვიდის წუთებს უჩვენებდა , სტუმრები კი შვიდ საათზე მოვიდოდნენ.. გარდერობში შევედი მოკლე , უძალიანესად მოკლე თეთრი შორტი ჩავიცვი, თეთრი ზედა და ამავე ფერის კედები.. თმები უბრალოდ მაღლა ავიწიე. მაკიაჟს არასდროს ვიკეთებ არ მომწონს შპაკლის დიდი გროვები. ბოლო თხუთმეტი წუთი სარკესთან გაუნძრევლად ვდგავარ და ჩემს ნაკვთებს ვაკვირდები. ამ ხნის განმავლობაში არ შეწყვეტილა ზარის ხმა .. ალბათ სტუმრების მოვიდნენ..დღეს დედაჩემს გადავრევდი, არ ვიცი რაა, მაინც და მაინც დღეს მომინდა მათ წინააღმდეგ წასვლა.. ხომ გეუბნეით რაღაც ეს დღე კარგად არ დასრულდება .. -ქალბატონო ნეკა სტუმრები მოვიდნენ .. მოახლე ამოვიდა და ლამის პირი ღია დარჩა -კიი..კიი კიი მაგრამ თქვენ არ ჩაგიცვამთ? მორიდებულად მკითხა ნინამ -ვერ ხედავ ნინასერიოზულად გავიკვირვე , ჩაცმული ვარ წადი, მეც მალე მოვალ ,,კევის” დიდი ფილა ჩავიდე პირში და ,,ღლაჭუნით“ დავეშვი კიბეებზე .. როდესაც სასტუმრო ოთახში შვედი ვერ დავთვლი რამდენი წყვილი თვალი მომშტერებოდა, თავი კორიდას ხარითვის განკუთვნილი წითელი ფერის ნაჭერი მეგონა, რომლის გაგლეჯვაც უნდა, ისე მომშტერებოდა დედაჩემი.. აი მამაჩემზე ხო არაფერს ვამბობ. ეხლა დამავიწყდა ანდერძი, რატომ არ დავწერე?! .. იდიოტი ვარ.. რაღა დღეს მომინდა ურჩი გოგოს როლის თამაში.. -ეს არის ნეკა დელიბაშვილი ჩემი ქალიშვილი.. ახალგაზრდა თინეიჯერია და რას გაუგებთ არ გაკიცხოთ დედაჩემი ნაძალადევად იღიმის და სტუმრებიც ჩვეულ ფორმას იღებენ. ყველას მსუბუქად ვუკრავ თავს და კუთხისკენ მივდივარ სადაც ჩემი გამოთვლებით მინიმუმ წვეულების დამთავრებამდე შეუმჩნეველი დავრჩები..თუმცა ვინმე გაცდის ბედნიერად ყოფნას დედაჩემი გვერდით მიდგება და მსუბუქად მჩქმეტს წელზე -იცოდე ! ღვარძლით იწყებს ლაპარაკს თან მსუბუქად იღიმის, ვითომ რაიმე სასაცილოს მეუბნება .. ეს საღამო, რომ ჩაიშალოს შენი ქარაფშუტა საქციელით დაემშვიდობე ყველაფერს მეუბნება და სასწრაფოდ ეცლება იქაურობას... მე კიდევ დაშტერებული მივშტერებივარ ამ ოქროს ქანდაკებებს, იცით რას მაგონებენ სამუზეო ექსპონანტებს . ვიტრინაში თავს რომ იწონებებენ და ერთი ხელის შეხებაზეც ფაიფურივით რომ იშლებიან... -მაგარი ,,ზმანია“ ფიქრებიდან ვიღაცის ირონიულ კომენტარს გამოვყავარ.. -ყველა თქვენნაირი ვერ იქნება! ესღა ვუთხარი და მის მიმართულებით გავიხედე , სრული შოკი მივიღე.. უსიმპატიურესი არსება იყო... მაღალი შავგვრემანი, კუპრივით შავი თვალებით ,სწორი ცხვირით და წითელი სქელი ტუჩებით... -პატარავ პირს თუ დახურავ დამალვალებ, ვიცი რომ სიმპატიური ვარ -საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი ხარ -ჰეი ქაჯო სიტყვებს დაუკვირდი ჩვენი ეს ვითომ კამათი მამაჩემის ჭიქაზე წკარუნმა დაარღვია ყველამ მისი მიმართულებით გავიხედეთ .. -ძვირფასო სტუმრებო მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევნადელ დღეს ჩემს გვერდით რომ ხართ, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა.. ნეკა თუ შეიძლება ჩემს გვერდით დადექი გამიკვირდა სიმართლე გითხრათ წვენის ჭიქა იქვე მდებარე მაგიდაზე დავდე და მამაჩემის გვერდით დავდექი -მინდა გახაროთ, რომ დღეს ჩემი ქალიშვილის ნიშნობის დღეა .. რაოოოოოოოოო.. რა ნიშნობა მე და გათხოვება ჯერ ხომ ბავში ვარ. ამას რას დავეძებ ნიშნობა ისე რომ მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცი აი შენი ბედნიერი დღის დასასრული.. მამაჩემის მხარეს მივიწიე და ჩუმათ ვუჩურჩულე ყირში -რა ნიშობა მამა გადაირიე ? თუ მეორე ქალიშვილიც გყავს და არ ვიცით? -თუ ეხლა კიდევ ხმას ამოიღებ მოგკლავ!! მეტად გაბრაზებული იყო მამაჩემი ჩემი ამ ნამოქმედარით, და კვლავ განაგრძობდა -ჩემი ქალიშვილი საქართველოში ცნობილ ბიზმესმენს , დემეტრე არღვლიანს მიყვება ცოლად. დემეტრე შვილო მოდი აქ .. და ჩვენსკენ ის პირუტყვი წამოვიდა.. ნუთუ.. ღმერთო სიზმარში ვარ..?? იმედია ფარულ კამერაში მიღებენ ახლა და მალე კამერით გამოხდებიან .. ღმერტო., ეს ხომ ამაზრზენობაა, ეს ხომ სრული კატასტროფაა... ის ცხოველი გვერდით მიდგება და ხელხს მხვევს წელზე ვითომ კაი დაქალები ვიყოთ.. არაფერს ვამბობ იმ ელექტრო შოკებზე რაც მემართება .. ყველა გვილოცავს ამ ამბავს .. ვითომდა ბედნიერ წყვილს ვცდილობ თავი შევიკავო, რადგან სკანდალი არ მინდა მოვაწყო , თორემ ხვალ ყველა ჟურნალში ჩვენზე დაწერს სტატიას სათაურით ,, როგორ გაუწია წინააღმდეგობა დიმიტრი დელიბაშვილს მისმა ქალიშვილმა“ ..სრული სისულელე... სტუმრები ნელ ნელა დაშლას იწყებენ მე კიდევ ჩემი ტექსით მზად ვარ შეტევა განვახორციელო, როგორც კი მარტო დავრჩები.. თუ ჰგონია მამაჩემს რომ ასე ადვილად დავნებდები .. საქმე ჩემს მომავალს ეხება , ჩემს ბედს... და აი ეს ბედნიერი წამიც დადგა, როცა დედაჩემმა ბოლო სტუმარი გააცილა, აწ ზემოთხსენებული საქმროს ჩათვლით... კარები მიხურული არ ქონდა ჩემი მონოლოგი რომ დავიწყე .. -მგონი გავიწყდებათ, რომ მე თქვენი შვილი ვარ , სკოლაში ვსწავლობ ხალხნო სულ რაღაც 17 წლის ვარ და უკვე მათხოვებთ, ისდეთ ადამიანზე, რომელსაც არ ვიცნობ , არ ვიცი ვინაა .. მამა რატომ მიკეთებთ ამას, დედა შენ ნუთუ ოდნავ მაინც არ გიყვარვართ? უკვე ტირილით ვლაპარაკობდი, ცრემლებს გასაქანი მივეცი , მათ წინაშე მუხლებზე დავეცი და შვილმკვდარი დედასავით მომვთქვამდი დედა გთხოვ ნუ გამიკეთებ ამას.. გთხოვთ.. -მორჩა! გეყოს! ეს სპექტაკლი მამაჩემმა მიღრიალა.. ცოლად მიყვები ეს საკითხი დახურულია დროზე შენს ოთახში ამ მომენტში მივხვდი, რომ დაინგრა ჯერ არ აშენებული კოშკები ,დაიმსხვრა და ყველაფერი მიწასთან გასწორდა.. ოათახში შევვარდი ლოგინზე მუცლით დავწექი და ბოლო ხმაზე დავიწყე მოთქმა.. თითქოს ამით ჩემს ბედს რამე ეშველებოდა?!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.