შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


22-07-2016, 20:32
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 895

თავი 5





ქეთის დანახვაზე ალექსს სუნთქვა შეეეკრა. თვალისმომჭრელად ლამაზი იყო სადა, შავ კაბაში. თავიდან გადაწყვიტა რამე ღია ფერის ჩაეცვა, მაგრამ ბოლოს მაინც ეს გადაწყვიტა. გრძელი შავი თმა გაიშალა და სადა მაკიაჟით გამოეცხადა ალექსს.
-ულამაზესი ხარ
-მადლობა დაიმორცხვა მან
-წავიდეთ?
-წავიდეთ
ალექსმა მანქანის კარი გამოაღო.ჯერ ქეთის დაეხმარა დაჯდომაში, მერე თვითონაც მიუჯდა საჭეს და გასაღები გადაატრიალა.
-იცი ძალიან მომენატრე
-გუშინ არ დავშორდით ერთმანეთს?
-კი მაგრამ მას მერე მთელი დღე გავიდა. -გაეცინა ალექსს- მე სულ შენს გვერდით მინდა ყოფნა
- კარგი რაა. ნუთუ ასე სერიზულად ფიქრობ?
-კი სერიოზულად ვფიქრობ
-კარგად გავერთეთ იქ გამიხარდა შენი ჩამოსვლა
-ახლა მაგაზე არ ვსაუბრობთ ახლა ჩვენზე ვსაუბრობ. რატომ გაურბიხარ ამ თემაზე ლაპარაკს?
-არ გავურბივარ. უბრალოდ არ მინდა რამე ისეთი ვთქვა, რომ მერე ვინანო
-რა უნდა ინანო? ნუთუ სიყვარული დანაშაულია?
-არა დანაშაული არაა, მაგრამ ტყუილის მეშინია
-ნუთუ მე საბაბი მოგეცი რომ შენ ეგ გეფიქრა? ვგავარ იმ ადამიანს რომელის სიტყვებს ჰაერზე ისვრის?მატყუარა გგონივარ?
ალბათ კამათში გადაიზრდებოდა მათი საუბარი. მაგრამ რესტორანში მივიდნენ და ალექსმა დაუთმო. შესამიშნავი გარემო იყო- მშვიდი, დარბაზში რამდენიმე მაგიდა იდგა. გრილოდა,პატარა სცენაც იყო მოწყობილი, სადაც როიალი იდგა და მასზე პიანისტი წყნარ მელოდიებს უკრავდა. შესასვლელში მიმტანი მიეგება და მაგიდისკენ გაუძღვა.ალექსმა შეკვეთა მისცა და საუბარი განაგრძეს.
-რაღაც უნდა გითხრა. იცი შენ პირველი გოგო ხარ ვინც ასე სერიოზულად მომეწონა
-მართლა? ძალიან მიკვირს.
-აქამდე ოჯახის შექმნისთვის არ მეცალა და არც იმის დრო მქონდა რომ გოგოებზე მეფიქრა ან მათთვის მედევნა. ვიცი რომ შენც თავს არიდებდი სასიყვარულო თავგადასავლებს და სულ სწავლაზე იყავი გადართული
-საიდან იცი?
-მე შენზე თითქმის ყველაფერი ვიცი რაც შეიძლებდა სხვებისგან გამეგო. დანარჩენი კი მინდა შენგან გავიგო, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი
-მართლა? რა გაიგე აბა ჩემზე სხვებისგან?-გაეცინა ქეთის
-რა და ის რომ ძალინ საყვარელი, სერიოზული, წინდახედული,ჭკვიანი ადამიანი ხარ, კიდევ ის რომ სასურველი სარძლო.-ორივემ გულიანად გაიცინა
-ეგ საიდან მოიტანე?
-მაღაზიის წინ ასე ამბობდნენ ჭორიკნები. -ქეთი გულიანად იცინოდა. დაძაბულობა მთლიანად მოეხსნა და თვითონაც ხუმრობდა უკვე
-ხო ეგ მართალია. ერთი ახლობელი მყავს, როცა ჩამოვდივარ სულ იმას მეუბნება რომ კარგი გოგო ვარ და უნდა გავთხოვდე, სწავლას არ უნდა გადავყვე, ქალის მოვალეობა ოჯახი და შვილებია,სახლში უნდა ვიჯდე გათხოვების მერე. ხან ვინ მოჰყავს გასაცნობად და ხან ვინ. მე კიდევ ამ ამბებზე ვმხიარულობ და მეცინება...
-მერე შენ რას ეუბნები იმ ბიჭებს?-ალექსმა სიცილი შეწყვიტა
-რა უნდა ვუთხრა? ძირითადად რამეს ვიმიზეზებ და იმ ოთახიდან გავდივარ, მერე კი სახლიდან ვიპარები. იმედია შენც არ ფიქრობ რომ ქალი სახლში უნდა იყოს და შვილები გაზარდოს.
-არა ბოლომდე ასე არ ვფიქრობ. პირიქით ვთვლი რომ ქალს უნდა ჰქონდეს სამსახური და პროფესია. მაგრამ რაღაც ეტაპზე სახლშიც უნდა იყოს. მაგალითად რამდენიმე დღის დაბადებული შვილი არ მიატოვოს სამსახურის გამო,ასე არაა?
-ეს რათქმა უნდა ასეა გეთანხმები. ახლა შენ მომიყევი რითი ხარ დაკავებული ან წარსულში რას აკეთებდი.
-ახლა კურსანტებს ვამზადებ. მანამდე სადაც მოესურვებოდათ და სადაც ჩვენი დანაყოფი დასჭირდებოდათ იქ გვავზავნიდნენ. ეს იყო ცხელი წრტილები თუ სამშვიდობო მისიები...
-წარმომიდგენია რა რთული იქნებოდა ან რამდენი რამე გექნება ნანახი
-კი ძალიან ბევრი , მაგრამ ამაზე საუბარი არ მსიამოვნებს.
-კარგი მეტს არ გკითხავ. ოფიციანტმა შეკვეტა მოიტანა. ალექსმა ცივი შამპანური ჭიქებში ჩამოასხა და სადღეგრძელო თქვა
-ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს მომავალს
- გაგვიმარჯოს.-თქვა ქეთიმ და სასმელი შესვა.

********************
ანა და ეკა თაკოსგან ბრუნდებოდნენ როცა ქეთის სახლს ჩაუარეს და მათდა გასაოცრად ალექსის მანქანა დაინახეს
-უვე გვიანია და ამას აქ რა უნდა?
-ნახე ქეთიც როგორი გამოპრანჭულია ეტყობა პაემანზე იყვნენ
-ხო ანა და ამას გვიმალავენ
-ამიტომ იკარგებოდნენერთად.
დაელოდნენ როდის წავიდოდა ალექსი და მაშინვე ქეთის დაედევნენ უკან. სახლში შესვლაც არ აცადეს
-ასე ხომ ქალბატოონო?
-თქვენ აქ რა გინდათ?-დაიბნა ქეთი
-აბა ეხლა მოყევი იმ ვაჟბატონთან რა ხდება?
-არაფერი ანა არაფერი არ ხდება
-გოგო პაემნებზე დადიხარ და არაფერი არ ხდება?ვის ატყუებ?
-კარგი ხოოო. მგონი ერთმანეთი მოგვწონს და საიდუმლოდ ვინახავთ ჯერჯერობით
-მერე ეს ხომ ძალიან კარგია. რატომ გვიმალავდი. ხომ იცი რომ შენი ბედნიერება ძალიან გაგვიხარდება
-ვიცი მაგრამ ასე მოხდა. არ გეწყინოთ კარგი.
-კარგი, მაგრამ ერთი პირობით. ხვალ ყველაფერს მოგვიყვები თაკო გამოვა ჩვენთან და იქ ვისაუბროთ. საღამოს კი ბიჭებიჩ მოვლენ სახლში მარტო ვართ და პატარა წვეულება გავმართოთ. შენი პრინციც იქნება ალბათ.
ქეთის გაეცინა
-კარგი წავლ ეხლა დავიძინებ დავიღალე ღამე მშვიდობის
გოგოები ერმანეთს დაემშვიდობნენ და სახლისკენ გაუყვნენ გზას....
***********


მეორე დღეს ანა და ეკამ საქმეები გაინაწილეს. ანას საუფრის გაშლა და სახლის მოწესრიგება დაევალა. ეკას მაღაზიაში წასვლა და სასმელის და საჭმელების მოტანა.
სწრაფად იყიდა ყველაფერი და უკან მობრუნდა. გზად თორნიკე შეამჩნია გოგოსთან ერთად უხერხულ სიტუაციაში. გოგო მის მუხლებზე იჯდა და კოცნიდნენ. იმის მაგივრად რომ გვერდი აევლო ვერ მოითმინა და მიუახლოვდა
-კარგად ერთობი?-მის ხმაში ირონია იგრძნობოდა.
-შენ რამე პრობლემა გაქვს პატარა? ხომ არ ეჭვიანობ?
-არა არაფერი. ან საეჭვიანო რა მაქვს? უბრალოდ მეცოდები მეტს მაინც არ იმსახურებ. შენც მისნაირი ხარ
-მისნაირში რას გულისხმობ?
-რას და ყველას კისერზე ეკიდები.
-არც შენ ხარ ჩემზე ნაკლები ასე არაა საყვარელო? ესეც შენი ერთ-ერთი ყოფილი საყვარელია?
-არა ძვირფასო მე შენსავით ფეხებს არავის ვუწევ პარკებში და სკვერებში. მე შენს დონემდე არ დავალ
-ეკა შენ ეს არ გეხება და შეურაწყოფას მორჩი. ხმა გაიმკაცრა თორნიკემ. -შენი გასასჯელი არაა სხვისი ცხოვრება. ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს და რასაც უნდა იმას გააკეთებს. თან სიმართლე რომ გითხრა არც შენ იქნები განსხვავებული სხვებისგან. არც შენ იტყოდი უარს ჩემს ერთ კოცნაზე თუნდაც. ყველას მაინც ერთი რამე გინდათ მხოლოდ ლოგინში როგორ ჩაუგორდეთ ბიჭებს რომ მერე ცოლად მოაყვანინოთ თავი.
პირველად მიმართა სახელით და თან ასე მკაცრად. ასეთი შეურაწყოფა მიაყენა. თვალებზე ცრემლები მოადგა. ხელში რაც ეჭირა იქვე დაყარა და გაიქცა. თვითონაც არ იცოდა სად მიდიდოდა. მთავარი იყო ამ ადგილს მოშორებოდა. ოღონდაც აქედან წასულიყო. სადმე მარტო დარჩენილიყო ისე რომ არავის ენახა როგორ ტიროდა. როგორი იყო როცა ამცირებდნენ და თან ის ადამიანი ვინც მისთვის ძვირფასი იყო....
ანა დიდხანს ელოდა ეკას ის კი არ ჩანდა. ტელეფონიც არ წაიღო რომ დაერეკა. მოსაღამოვდა და სტუმრებიც მოვიდნენ. გოგოებმა ნამცხვრები და პიცა მოიტანეს. ბიჭებმა ცოტაოდენი სასმელი. ცხელოდა და ვერანდაზე გაშალეს სუფრა.
-მოდი ჩვენ დავიწყოთ და ამასობაბში ეკაც დაბრუნდება ალბათ.
-სახლში არაა ?სად წავიდა?-გაუკვირდა ქეთის
-მაღაზიაში წავიდა რაღაცეების მოსატანად, მაგრამ უკვე ძალიან აგვიანებს ხომ მშვიდობაა ნეტა?-ამ დროს ოთახში ზარის ხმა გაისმა.
-თქვენ გააგრძელეთ და მეც ახლავე დავბრუნდები. ალბათ მოვიდა......
ანას ძალიან გაუკვირდა როცა კარებში თორნიკე დაინახა...
-გამარჯობა ანა. როგორ ხარ?
-გამარჯობა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად
-შემოდი აქ რატომ დგახარ?
-არა იყოს. აი ეს მოვიტანე ეკას დარჩა.
-დარჩა? კი მაგრამ თვითონ სადაა?ამდენი ხანია წავიდა და არ დაბრუნებულა. ანამ პარკები გამოართვა იქვე დააწყო
-არ მოსულა?
-არა. უკვე ვნერვიულობ
-იცი რაა ანა. ეხლა გამახსენდა რომ რაღაც საქმე მაქვს. მალე დავბრუნდები. თორნკე ნაჩქარევად დაემშვიდობა და ადგლის მოსწყდა.....
მთელი ქუჩები დაიარა პარკები, სკვერები, ატრაქციონებზეც კი იყო. მაგრამ ეკა არსად ჩანდა. ნანობდა ძალიან რომ ასე მოექცა. ხომ იცოდა რომ ის არ იმსახურებდა ამას? ხომ იცოდა რომ ეკა სხვანაირი იყო და არც იმ გოგოებს არ ჰგავდა კისერზე რომ ეკიდებიან და მის ერთ დაძახებაზე მასთან ჩნდებიან? ხომ მოსწონდა ეს გოგო, მაგრამ თავისუფლებას და სიამაყეს ვერ თმობდა.
-ჯანდაბა, ჯანდაბა.-ბრაზობდა თავის თავზე. -რაც არ უნდა ყოფილიყო ასე არ უნდა მეთქვა დ მის წინაშე არ უნდა დამემცირებინა. სად წავიდა? ნეტავ ხომ არაფერი დაუშავა თავის თავს?
ამ აზრმა უფრო მეტად შეაშინა დააფრთხო. უფრო მეტად მოუმატა სიჩქარეს. უკვე ქალაქიდან გადიოდა როცა ღამის კლუბთან ჩაიარა შემთხვევით. აქ არ მოვიდოდაო ის იყო გაიფიქრა რომ ეკა დაინახა. ვიღაც მთვრალი აკიდებოდა და მასზე ხელის მოხვევას და ჩახუტებას ცდილობდა. ის კი უძალიანდებოდა. გონება დაებინდა. ელვის სისწრაფით გაჩნდა მასთან და გამეტებით დაუშინა მუშტები სახეში.
-ხელი არ ახლო.-იღრიალა ბოლო ხმაზე. შენ კი მანქანში ჩაჯექი. უბრძანა ეკას. .
********************




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent