შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვლის ზღაპარი [4]


22-07-2016, 22:53
ავტორი მარრიამი
ნანახია 4 495

დილით ადრე გაეღვიძა, მძინარე გოგოებს გადახედა, გაეღიმა. მოწესრიგდა და აივანზე გავიდა. გვერდით სახლს გახედა, იქაც ვიღაც იყო აივანზე, აშკარად ყავის ფინჯანი ეჭირა, იმანაც გამოიხედა და ხელი აუწია. ალბათ გოგონებიდან რომელიმე ვეგონეო გაიფიქრა და თვითონაც მიესალმა. სრული ჰარმონია იყო გადათეთრებული გარემოს ცქერა, მაგრამ ძალიან ციოდა. სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე და სამზარეულოში შევიდა წყლის გასაცხელებლად.
ყავას მარტო შეექცეოდა, ბუხრის გვერდით, თბილად მოკალათებულიყო და შეშის ტკაცუნით ტკბებოდა.

- დილა მშვიდობის _ გაბურძგნული თმით შვიდა ოთახში ჯაბა.
- ბალიში აგიფეთქდა? _ გაუცინა.
- დაანებე ჩემს თმას თავი, რა ხდებოდა აბა იმ სასტუმროში მომიყევი.
- სასტუმროში? _ ხმა ჩაუწყდა _ რა ვიცი, არაფერი.
- ამდენი ხანი მუდოსავით იყავი ხომ? _ შეიცოდა.
- არა, გავიცანი ვიღაცები.
- რა გჭირს, რა გათიშული ხარ? _ უკმაყოფილოდ შეათვალიერა.
- დავიღალე ჯაბუნა, მეტი არაფერი.
- კარგი, იყოს ასე, გამიკეთებ ყავას?
- აბა რას ვიზამ _ გაუცინა და სამზარეულოსკენ წავიდა.

სამზარეულოდან გამოდიოდა, ჭიშკარში რომ უცხო სახე დაინახა. დაუკითხავად შემოვიდა და ღიმილით მოაბიჯებდა.

- გამარჯობა _ შორიდანვე მიესალმა _ ყავა მეც მინდა რა.
- ბატონო? _ გაუკვირდა ასე შინაურული ქცევა.
- აუ, ლიზიკო არ ხარ? ბოდიში რა _ კისერზე მოისვა ხელი ბიჭმა.
- ლიზიკო არ ვარ, ელენე ვარ _ გაუღიმა _ ბოდიში მიღებულია და ყავასაც გაგიკეთებ.
- მე ლაშა ვარ, მეზობელ სახლშ ვისვენებ, მადლობა _ გაუღიმა და ოთახში შევიდა. ელენემ მეორე ყავაც მოამზადა და ორივე ერთად გაუტანა ბიჭებს.
- გაიცანით ერთმანეთი უკვე? _ გადახედა ჯაბამ.
- გავიცანით ჯაბუნა.
- ე.ი. შენ გელოდებოდნენ ამდენი ხანი.
- ხო, მე მელოდებოდნენ, არ ვარ ლოდინისთვის შესაფერი გოგო? _ გაუცინა.
- როგორ გეკადრება, ისე უყვარხარ ამათ, მეტსაც დაგელოდებოდნენ.
- ბიჭები რატომ არ გამოვიდნენ? _ იკითხა ჯაბამ.
- გამოვლენ ახლა ისინიც.
- გოგოებს გავაღვიძებ მე _ ოთახიდან გავიდა.

გოგოები გააღვიძა, ბიჭებსაც მიუკაკუნა და ისევ პირველ სართულს დაუბრუნდა. ოთახში ნაბიჯი შედგა თუ არა, გაშეშდა. ნაცნობი სურნელი იგრძნო, აშკარად დათის სუნამო იყო. უბრალო დამთხვევააო გაიფიქრა და თამამად შევიდა.

- აი ელენე _ წამოიძახა ლაშამ და ელენემაც გაიხედა მისკენ.
- გამარჯობა _ მშვიდად უღიმოდა დათი, დიახ, დათი.
- გამარჯობა _ აკანკალებული ხმით ჩაილაპარაკა და არ ეგონა, თუ არ წაიქცეოდა _ ყავას დალევთ ხომ? _ ოთახიდან უნდა გასულიყო როგორმე.
- კი, თუ არ შეგაწუხებთ, მე ვაკო ვარ, ეს დათი.
- სასიამოვნოა _ ჩაილაპარაკა და ოთახიდან გამოვარდა.

სამზარეულოში შევიდა, ყავა სულ არ გახსენებია, სკამზე ჩამოჯდა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო და მოკანკალე სუნთქვა ამოუშვა. „დამშვიდდი, დამშვიდდი“ - განუწყვეტლივ უმეორებდა საკუთარ თავს, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდა. ისევ ცახცახებდა შინაგანად, ისევ მონოტონურად აკანკალებდა ცალ ფეხს და ცოცხალი თავით არ სწევდა თავს. „რატომ ვერ ვიშორებ, რატომ? შანსი მქონდა, რომ დამევიწყებინა, ჯანდაბა, ჯანდაბა“ - გაბრაზებულმა მაგიდას დაარტყა ხელი და უცებ გამოსწია.

- აუუ მეტკინა _ დაიწუწუნა და ხელს დახედა.
- ელე ყავა მეც მინდა რა _ სამზარეულოში შეიჭყიტა ლიზიმ.
- ვაიმე ყავა _ შეიცხადა და მაშინვე გაზქურა აანთო. ყავა მოამზადა და ლანგრით გაიტანა. ყველას ჩამოურიგა. დათის ისე დაუდგა წინ, არც კი შეუხედავს. ლანგარი ისევ უკან გაიტანა და ჯაბას გვერდით მოკალათდა.
- დიდი ხანია ჩამოხვედით? _ თითქოს ყველას ჰკითხა დათიმ, მაგრამ თვალებით მხოლოდ ელენეს უყურებდა.
- ჩვენ კი, ელენე გუშინ _ უპასუხა საბამ.
- უი, თქვენც თოვლმა ხომ არ შეგაფერხათ? _ არა და არ წყვეტდა თამაშს.
- სამწუხაროდ ასე იყო _ თვალი გაუსწორა ელენემ და აჰყვა.
- და სად იყავით მთელი ეს დრო?
- ერთ-ერთ სასტუმრომდე მიმიყვანა ჩემსავით ჩარჩენილმა _ გაუღიმა.
- ახალი წელიც იქ აღნიშნეთ?
- დიახ.
- შეიძლება ერთ სასტუმროშიც კი ვიყავით _ ჩაიცინა.
- შეიძლება, სიამოვნებით გაგიცნობდით, იმიტომ, რომ ის ვინც გავიცანი საშინელი ვინმე იყო, უტაქტო _ თვითკმაყოფილმა ჩაიღიმა.
- რა სამწუხაროა _ ჩუმად ჩაილაპარაკა და შეეშვა.

„ასე მოგიხდება“ - გაეღიმა ელენეს.
- ელე შენი ტელეფონი ზემოთ დაგრჩენია და რეკავდა.
- დავხედავ სალი ახლავე _ გაუღიმა და წამოდგა. დედიკო ურეკავდა, ნახევარი საათი მაინც ელაპარაკა და ტელეფონთან ერთად დაბრუნდა უკან.
დათი ისევ უტეხად შეჰყურებდა, ელენეს კი აღარ შეეძლო ატანა, უკვე აკომპლექსებდა.

- ბიჭებო დაოჯახებულები ხართ? _ მოჩვენებითი ინტერესით იკითხა ელენემ. დათის მზერაც დააფიქსირა და დაჭიმული ყბებიც.
- არა _ ყველას დაასწრო დათიმ _ ისინი არა, მხოლოდ მე. რა იყო ხომ არ მოგეწონეთ რომელიმე? _ გაუცინა.
- შენ _ გაუცინა _ მაგრამ რას ვიზამთ _ მხიარულად აიჩეჩა მხრები.
- მხიარული მეგობარი გყავთ _ აღნიშნა სიცილით.

იცით როგორი ერთი კვირა გაატარა? საშინელი! არც ერთი დღე არ შერგებია, არც ერთხელ არ დამტკბარა მეგობრებთან ყოფნით. ყოველ დღე გადმოდიოდნენ მეზობელი სახლიდან ბიჭები, ყოველ დღე თავიდან განიცდიდა ყოველგვარ ემოციას დათის დანახვისას და მაინც, უტეხად ხვდებოდა. ცდილობდა არ ეგრძნობინებინა საკუთარი შინაგანი მდგომარეობა.

- როდემდე უნდა მემალებოდე? _ როგორც კი სამზარეულოში მარტო დაიგულა, მაშინვე შევიდა.
- ვიმალები ახლა მე? _ ახედა.
- ქამელეონივით _ გაუღიმა.
- ყავაში შაქარი რამდენი ჩაგიყარო?
- ელენე _ ხმამაღლა მოუვიდა.
- ხო, ვიცი რომ ერთი კვირაა უკვე ვაკეთებ ამ ყავას, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე და რა ვქნა _ ყურადღებას არ აქცევდა.
- ნერვებს მიშლი _ დასკვნა გამოიტანა.
- ორი თუ სამი?
- არ მინდა ყავა _ მოთმინებას კარგავდა.
- ძალიან კარგი, მაინც მაკლდებოდა ერთ კაცზე _ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, ორ ფინჯანს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ წავიდა.
- ელენე _ მკლავზე მოკიდა ხელი.
- ფრთხილად, კინაღამ დამწვი _ დაქცეულ ყავას დახედა და შეუბღვირა.
- ბოდიში.
- დამწვრობას ბოდიში არ უშველიდა, ხელი გამიშვი _ ხელი გაინთავისუფლა და სამზარეულო დატოვა.

რომ შეძლებოდა დალეწავდა იქაურობას. როგორ აღიზიანებდა ელენეს იგნორი. კიდევ ითმინა რამდენიმე დღე და მიხვდა, რომ მეტს ვეღარ აიტანდა. ელენესგან ასეთ მოპყრობას ვეღარ გაუძლებდა.

- უნდა ვილაპარაკოთ, ოღონდ სერიოზულად.
- რა გინდა დათი, რა? _ დაღლილი ხმით ჰკითხა.
- უნდა გავარკვიოთ ყველაფერი.
- ყველაფერი გარკვეულია, შენ ცოლი გყავს _ გადაჭრით ნათქვამი იყო.
- და რომ აღარ მეყოლება?
- მერეზე მერე ვილაპარაკოთ _ თვალი გაუსწორა.
- ქალაქში რომ ჩავალთ გნახავ რა _ აშკარა თხოვნა იყო.
- დათი არ შეიძლება _ გრძნობდა, გული ამოუვარდებოდა მალე.
- გთხოვ, ზედმეტი არაფერი მოხდება, უბრალოდ ყავაზე ან ჩაიზე დაგპატიჟებ და ვისაუბრებთ.
- რატომ არ გესმის ჩემი, რატომ?
- დავლიოთ ყავა, დავლიოთ, ყავაზე მეტი თავისუფალი კაცი რომ ვიქნები მერე _ ლოყაზე მიეფერა თითებით.
- გეყოფა _ შეიშმუშნა და წავიდა.

შემდეგ იყო დამშვიდობება, ორი კვირის მერე სახლებს უბრუნდებოდნენ. ძნელია ადამიანებთან შეჩვევი, შეეჩვევი, მათ გარეშე ვეღარ წარმოგიდგენია დღეები და უცებ ისევ შენს რეალობას უბრუნდები. საოცარი დანაკლისის შეგრძნებაა, იმ წუთში, როცა აცნობიერებ რომ „შეჩვეულები“ შენს გვერდით აღარ არიან, შეგიძლია მთელი გულით იტირო. მერე კი ხვდები, რომ ასე უნდა მომხდარიყო, ისინი არ ქრებიან, უბრალოდ ფიზიკურად შორდები.
სახლში მისული ოთახში შეიკეტა ელენე და აღარც გამოსულა მეორე დილამდე.
დათიც სახლში წავიდა..

- მოხვედი? _ გაუღიმა ნანიკომ.
- მოვედი _ გადაკოცნა, ნანიკომ გაიწია, თორემ ამასაც არ იზამდა.
- შეჭამ რამეს?
- არ მინდა, მადლობა.
- როგორი დრო გაატარე? _ უკან დაჰყვებოდა.
- ჩვეულებრივი.
- ნუ მომიყვები, იყავი ეგრე _ გაბრაზებულმა დაუყვირა და ოთახისკენ წავიდა.
- ნანიკო _ დაუძახა.
- რა გნებავს _ დოინჯით შემოვიდა.
- დაჯექი რა _ ახედა.
- დავჯექ, გისმენ.
- მოდი მშვიდობიანად დავშორდეთ რა.
- დათი _ დაიწყო..
- გეხვეწები არ იტირო რა.. _ ვერ იტანდა ნანიკოს ცრემლებს.
- სულ აღარ გიყვარვარ? _ მხოლოდ იმიტომ იკავებდა თავს, რომ დათიმ სთხოვა.
- იცი შენ რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი _ ყბები გამოეკვეთა.
- მე არ მინდა დაშორება, მაგრამ ერთად ყოფნას აზრი რომ არ აქვს ვხვდები. ორი წელია ასე ვართ, მეც დავიღალე. ოღონდ ცოტაც მაცადე, სულ ცოტა დრო მინდა, რომ შევეგუო და მშვიდად დავშორდებით პირობას გაძლევ _ გაუკვირდა, არ ელოდა, შეხედა, გულწრფელი იყო გოგონა და თითქოს ეს გულწრფელობა ეწყინა..
- კარგი, იყოს ასე.
- ღამე მშვიდობის _ წამოდგა.
- მადლობა _ გაუღიმა.

თავის ოთახში შევიდა და ლოგინზე დაწვა, მეორე წელი იყო ნანიკოსთან აღარ ეძინა. მის სიტყვებზე ფიქრობდა, ვერ ხვდებოდა რატომ ეწყინა, მაგრამ გულზე ლოდივით დაეკიდა ნანიკოს თანხმობა. ისევ უარს ელოდა და თითქოს ამით შეგულიანებულმა ითხოვა ისევ დაშორება. გონება ერეოდა უკვე, ემოციებიც, განცდებიც..

დილა ოჯახის წევრებით დაიწყო ელენესთვის. ბედნიერი დილა, ღიმილიანი სახეებით, არავითარი დაძაბულობა და ნერვიულობა. თუმცა იდილია დიდ ხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი ტელეფონს უპასუხა, ყველაფერი, რაც სიმშვიდესთან იყო დაკავშირებული, ერთიანად გაქრა. დათი, ისევ დათი. ხვალ აუცილებლად უნდა გნახოო, ყველაფერზე შეუთანხმდა. მიუხედავად სინდისის ქენჯნისა, მიუხედავად ყოყმანისა, მაინც გადაწყვიტა ენახა. რაღაცა უნდა მოეხერხებინა ამ ყველაფრისთვის, რამენაირად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ან წერტილი უნდა დაესვა.
საღამო მთელი ოჯახი მამიდას დაბადების დღეზე წავიდა. ელენე დარჩა, დაღლილი ვარო მოიმიზეზა და არ წაჰყვა, არ ჰქონდა ახლა ხალხმრავლობის განწყობა. ტახტზე იწვა, სადაც იყო ჩათვლემდა, კაკუნმა რომ გამოაღვიძა. ჭუჭრუტანაში გაიხედა, გურიკა იყო, გაეღიმა და გაუღო.

- გამარჯობა გური _ გადაკოცნა.
- საღამო მშვიდობის ელიკო.
- შემო..
- არა, მეჩქარება, რაღაც უნდა გითხრა და წავალ..
- კაი, გისმენ მაშინ _ გაუღიმა.
- უნდა წავიდე ელიკო რა..
კარგი ბიჭი იყო გურამი, ძალიან კარგი.
ბავშვობიდან იცნობდა, ერთ კორპუსში გაიზარდნენ, ერთ ეზოში, მეგობრობდნენ.. გურამი და ელენე აღარ იყვნენ - გურიკა და ელიკო გახდნენ..
მერე გურამის „ელიკო“ კიდევ უფრო თბილი გახდა. არ მოეწონა ელენეს, მაგრამ გურიკამ იმდენი ქნა, მოაწონა..
მოაწონა და ყველაფერი აქედან დაიწყო..
იყო გურიკას უამრავი საჩუქარი, ბევრი სითბო და ბედნიერება..
მაგრამ მერე ეჭვიანობაც იყო, გაუგებრობაც..
მერე ელიკოს „დავიღალე“ იყო და ეს ყველაფერიც დამთავრდა..
ერთმანეთი დაღალეს, ამ გაუგებრობებით, ხანდახან უაზრო ეჭვიანობებით, ვერ შეეწყვნენ..
მაგრამ ხომ ვთქვი?! კარგი ბიჭი იყო გურიკა. თავი არ მოუბეზრებია ელენესთვის, ცდილობდა მასთან ურთიერთობის შანსი არ დაეკარგა და უბრალო მეზობლობითაც კი კმაყოფილდებოდა.
უყვარდა გურიკა, ძალიან უყვარდა, მთლად ისე არა, როგორც უნდა ჰყვარებოდა, მაგრამ უყვარდა, მეგობრობის გამო, იმ 20 წლის გამო.. მიუხედავად იშვიათი, შემთხვევითი შეხვედრებისა, მიუხედავად დაკარგული ბავშვობისდროინდელი ურთიერთობისა, მაინც უყვარდა. იცოდა, საზღვარგარეთ ბიძა ჰყავდა და მასთან აპირებდა წასვლას, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო. რომ უთხრა, უნდა წავიდეო, ჯერ გაუკვირდა, მერე უცებ გულში რაღაც ჩასწყდა. დაეფიცება, იმ წამს ტირილი მოუნდა, მოუნდა გულით ეტირა, თითქოს ბავშვობა მიჰქონდა გურიკას, თითქოს ამ ყველაფერს კარგავდა.
- არ მემეტები გური _ გულწრფელი იყო, საოცრად.
- იცოდე რომ ყველაზე მაგარი დამშვიდობება იყო და ყველაზე ბედნიერი ვარ ახლა რა _ თავისებურად გაუღიმა და ცხვირზე წაეთამაშა.
- მომენატრები გური..
- მარტო ამ სიტყვებად მიღირს წასვლა.
- მიყვარხარ რა _ მთელი ძალით ჩაეხუტა. იცოდა, რომ ტკენდა თავისი სიტყვებით, იცოდა, რადგან ეს „მიყვარხარ“ არ იყო ის, რომელიც გურიკას სურდა, მაგრამ არ შეეძლო ისე გაეშვა რომ არ ეთქვა.
- ელიკო, ელიკო _ თმებზე გაეთამაშა _ ბედნიერებას გისურვებ ელიკო და მე სულ მეყვარები რა..
- აუცილებლად იპოვი შენს წილ ბედნიერებას გური _ ლოყაზე აკოცა და გაუღიმა. კიბეებისკენ შებრუნდა და ავიდა გურიკა. ელენეს კი, კარები მიკეტილიც არ ჰქონდა, ცრემლები რომ წამოუვიდა. ოთახში ლოგინზე დაემხო და ატირდა. ერთიანად იტირა გასული ბავშვობა, დაკარგული მეგობარი გურიკას სახით, დაკარგული სიყვარული, გურიკას სიყვარული და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ.. იტირა და ტირილშივე ჩაეძინა.
____
ესეც მეოთხე.. უღრმესი მადლობა სითბოსთვის, რჩევებისთვის.. მადლობა, რომ კითხულობთ და მადლობა, რომ მახარებთ.. ტრადიციულად, ველი შეფასებებს..
პ.ს. უყვარხართ მარრიამს..



№1  offline წევრი mimimimo

გამართლდა ჩემი ეჭვები.
მართლა მეგონა, რომ მეგობრებთან შეხვდებოდნენ და გამიხარდა ასეც, რომ მოხდა.

სიმართლე გითხრა არ მესმის არც დათასი და არც ელესი.
იცი რატომ?
დათას ელესთან უნდა, მაგრამ დაშორებაზე, რომ უთხრა ნანუს და დასთანხმდა ეწყინა.
ელეს კიდევ გურო არ უყვარს ისე, როგორც უნდა უყვარდეს, მაგრამ მაინც არ ემეტება...
ეგოისტები არიან.

ახლა შემდეგი ეჭვი გამიჩნდა. wink
იმედია ისიც გამართლდება.

წარმატებები! love

 


№2  offline წევრი Serenay

პირველ რიგში შენს პასუხისმგებლობას ვაფასებ, რომ არ გვალოდინებ <3 და ნუ ისტორიაზე აღარაფერს ვამბობ ყოველი ახალი დადებული თავი წინაზე მეტ ემოციას იწვევს*___*საოცრება ხარ მარიამ ^_^ <3

 


№3  offline წევრი PARVENU

Rato gaushvi ai rato!!! Prosta tu gapatio. Kai ra mariam. Chemi gurika>_< mainc gurikas eliko momwons,vot
--------------------
Parvenu

 


№4 სტუმარი hipo

aau ramagari iyo da gurikas da eles damshvidobebaze lamis avtirdi :(

 


№5  offline მოდერი მარრიამი

mimimimo
გამართლდა ჩემი ეჭვები.
მართლა მეგონა, რომ მეგობრებთან შეხვდებოდნენ და გამიხარდა ასეც, რომ მოხდა.

სიმართლე გითხრა არ მესმის არც დათასი და არც ელესი.
იცი რატომ?
დათას ელესთან უნდა, მაგრამ დაშორებაზე, რომ უთხრა ნანუს და დასთანხმდა ეწყინა.
ელეს კიდევ გურო არ უყვარს ისე, როგორც უნდა უყვარდეს, მაგრამ მაინც არ ემეტება...
ეგოისტები არიან.

ახლა შემდეგი ეჭვი გამიჩნდა. wink
იმედია ისიც გამართლდება.
წარმატებები! love

ოო ახლა მაინტერესებს რა ეჭვი გაქვს :დ ვიფიქრებ :დ მადლობა <3
Serenay
პირველ რიგში შენს პასუხისმგებლობას ვაფასებ, რომ არ გვალოდინებ <3 და ნუ ისტორიაზე აღარაფერს ვამბობ ყოველი ახალი დადებული თავი წინაზე მეტ ემოციას იწვევს*___*საოცრება ხარ მარიამ ^_^ <3

ძალიან დიდი მადლობა <3
ello1997
Rato gaushvi ai rato!!! Prosta tu gapatio. Kai ra mariam. Chemi gurika>_< mainc gurikas eliko momwons,vot

გურიკასაც მოსწონს ელიკო და მარრიამი გიჟდება შენს კომენტარებზე <3
hipo
aau ramagari iyo da gurikas da eles damshvidobebaze lamis avtirdi :(

მადლობა ჩემო ლამაზო <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ , მომწონს და ცოტა გაზარდე თავები.

 


№7 სტუმარი ემი

ვახ... არც ერთი არ არის ჩამოყალიბებული თავიანთ გრძობებში. არ მომწონს ასე....

ან, სიყვარულისგან დაღლა არ მესმის, კიდე. გაუგებრობები და ეჭვიანობები ყოველთვის თან ახლავს სიყვარულს...

არ ვიცი, არ ვიცი... გელოდებით... love

 


№8  offline მოდერი მარრიამი

lalita
ძალიან დამაინტერესა ამ ისტორიამ , მომწონს და ცოტა გაზარდე თავები.

მადლობა <3 ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები <3
ემი
ვახ... არც ერთი არ არის ჩამოყალიბებული თავიანთ გრძობებში. არ მომწონს ასე....

ან, სიყვარულისგან დაღლა არ მესმის, კიდე. გაუგებრობები და ეჭვიანობები ყოველთვის თან ახლავს სიყვარულს...

არ ვიცი, არ ვიცი... გელოდებით... love

მადლობა <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი -venus-

ხო ვთქვი ძალიან გამიხხარდა დათი რომ აღმოჩნდა.. მაგარია

 


№10  offline მოდერი მარრიამი

megi kokashvili
ხო ვთქვი ძალიან გამიხხარდა დათი რომ აღმოჩნდა.. მაგარია

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent