შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (1)


23-07-2016, 16:05
ავტორი annabelle
ნანახია 4 816

-რომელი საათია?-გავიგე ზურგს
უკან ბოხი,ხრინწიანი
ხმა.სწრაფად გავხედე.მინდოდა
დავრწმუნებულიყავი, მართლა
მე მეკითხებოდა თუ არა.
-საათი არ გაქვს?- იკითხა
ისევ.ისე თავისუფალი და
გახსნილი იყო წამით
დავვეჭვდი,ვინმე ნაცნობი ხომ
არარის მეთქი.მაგრამ
არა.საერთოდ არასდროს
შემხვედრია ასეთი უცნაური
გარეგნობის არსება.ჩემზე ორი
თავით მაღალი,ზემოდან
დამყურებდა თავისი
ლურჯი,მუქი ფერის
თვალებით.მხრებზე დაფენილი
მსხვილი კულულები
მოლისფრად
შეეღება.მეტალებით გაწყობილ
ორჯერ დიდ ტყავის
ტანსაცმელშიც კი უნიკალურკ
სხეული მოუჩანდა.
-ჰეი-წხვირწინ ამიქნია
ხელი.შევკრთი მაგრამ არ
შევიმჩნიე.
-20 წუთი აკლია-დაბნეულმა
დავხედე ტელეფონის ეკრანს.
-20 წუთი აკლია რას?-ცალი
წარბი მაღლა აეპრიხა და
ჩაეცინა.მატარებელი მკვეთრად
შეირხა,გვერდით მდგომის
ბიძგის გამო ბიჭის მკერდს
მივეჯახე პირდაპირ სახით.
-ოუ ფრთხილად-ყველაზე
საყვარლად ჩაიხითხითა.ხელი
შემაშველა მყარად,რომ
დავმდგარიყავი.
-მაპატიე-მოვუბოდიშე.ალბათ
წამოვწითლდი.სახე მიხურდა.
-აბა? ზუსტ დროს მეტყვი?-
ღიმილით მკითხა.ჯანდაბა!
როგორი უცნაური იყო და
როგორი
მომნუსხველი.ფარულად
შევხედე ტუჩის კუთხეში
დამაგრებულ
პირსინგს,გამუხმებით რომ
აწვალებდა კბილებში
მოქცეულს.
-ორს აკლია 15-
ამოვიბუტბუტე.არც ვიცი რატომ
მრცხვენოდა მისი.მორცხვი
არასდროს ვყოფილვარ.ახლა კი
პირველ კლასელ გოგოს უფრო
ვგავდი ვიდრე ზრდასრულ
ქალს.
- mersie - ზუსტი ფრანგული
აქცენტით მიპასუხა და
გამიღიმა.მიკროფონში
სადგურის სახელი,რომ
გამოაცხადეს,მივხვდი ჩემი
წასვლის დრო იყო.სამსახურში
მაგვიანდებოდა.მაგრამ ბიჭი
იმდენად მიზიდავდა
თავადაც,რომ არ ჩასულიყო
ალბათ ყველაფერს
დავივიწყებდი და მასთან
ერთად გავაგრძელებდი
მგზავრობას.გააზრებაც ვერ
მოვასწარი ისე
გაუჩინარდა.ჩქარა გამოვედი
გარეთ.არასდროს მყვარებია
მეტრო.სულ მეგონა,ჭერი
ჩამოინგრეოდა და ცოცხლად
ჩავიმარხებოდით მიწის ქვეშ ასე
ღრმად...
^^^^^^^^^^^^^^^^^^
-გამარჯობა-ღიმილით მივესალმე ჩემს თანაშემწეს და მოსასვენებელ ოთახში შევედი,თეთრი ხალათის ასაღებად.
-კაცი მოიყვანეს,დაახლოებით ორმოცი წლის,სიმაღლე 1,70 სმ-მომახსენა ნათიამ,თან ხალათის ჩაცმაში დამეხმარა.
-რას ფიქრობენ? -ვკითხე მშვიდად,რეზინის თეთრი ხელთათმანები წამოვიცვი და გაყინულ ოთახში დავბრუნდი. საშინელი ადგილი იყო,გვამებით და საზიზრარი ინსტრუმენტებით სავსე. აქ შემოსვლა მხოლოდ საშვიანი ექიმებისა და უსულო ცხედრებისთვის იყო „დასაშვები“.თუმცა საშვი დაახლოებით ათ ექიმს ქონდა,ცემსა და ნათიას გარდა ალბად არავინ ყოფილა აქ. მხოლოდ პრაქტიკანტები თუ მოვიდოდნენ ხოლმე რრამდენიმე საათით. ვის რა ჯანდაბა უნდოდა მორგში?! აქ ხომ ასეთი მყრალი და უსიცოცხლოა ყველაფერი...
-გულის შეტევას ვარაუდობენ.მაგრამ ნახე მკლავებთან ცალურჯებები აქვს.
-ტრომბი გგონია?-ვკითხე დაინტერესებულმა და შავი პარკი გადავაძვრე ოთახის ცენტრში დასვენებულ ცხედარს. სანახაობამ შემაძრწუნა. ასეთი მსუქანი ადამიანი ცოცხალიც არასდროს მინახავს. ტუები ზიზღით მომეღრიცა.ნათიას გადავხედე.
-გღეს ბევრი სამუსაო გვაქვს. -ვტქვი და სამართებელი მოვამზადე.
უცნაურია როცა იხსენებ როგორ გეშინოდა მკვდრების და სულების . ახლა კი საავადმყოფოს მთავარი პათანატომი და ალბად მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანს კვეთ,რატა გაარკვიო რა გახდა სიკვდილის მიზეზი. მთელი დღევმუშაობდით,შესვების გარეშე.ოთახი მძორის სუნად ყარდა.ნამდვილი ჯოჯოხეტი იყო. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ არც ეშმაკები ცხოვრობდნენ და არც ცეცხლი ენთო გარშემო.
-გულის ინფარქტი. დაახლოებით საღამოს 06:30 წთ. -დავასკვენი ბოლოს და დიქტოფონი გამოვრთე,იქ გაჩერება აღარ შემძლო. ნათიას ვთხოვე მას გაეკერა. ხმაურით მოვიცილე რეზინის ხელთათმანები,სანაგვეში მოვისროლე და წყალს შევუშვირე ხელები დასაბანად.
-უნდა წავიდე ნათ. ხვალ გნახავ.-ვთქვი და სწრაფად გავეცალე იმ ადგილს. დერეფანში ჩაგუბებული ქლორის სუნიც კი სასიამოვნოდ მომეჩვენა იქეგან გამოსულს.
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
ისევ მეტრო... ისეთი ცივი და პირქუში ადგილია როგორიც მორგი,მხოლოდ იმაზე მეტი ცოცხალი ადამიანი დადის აქ ვიდრე „საცხედრეში“. ღამის პირველი საათი იყო,მარტო ვიჯექი სკამზე და მატარებელს ველოდებოდი,ტან წარმოვიდგენდი როგორ იძვრის მიწა და როგორ ვიმარხები ნელნელა,ან სულაც,როგორ გამორბის ბვირაბიდან რაღაც ვამპირის ან ნიანგის მზგავსი არსება და როგორ მაცამტვერებს თვალის დახამხამებაში.
-საკმარისია! კომიქსების კითხვას უნდა შეეშვა! -ხმამაღლა მივმართე ჩემს თავს.
-იცი,რომ კომიქსები გონებას და ნერვებს აჩლუნგებს? -კაცის ხმამ შემაკრთო. სწრაფად გავხედე ჩემს გვერდით მჯდომს. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო. ჭრელი, წინ საკმაოდ ჩახსნილი მაისური და თვლებით გაწყობილი ჯინსის შარვალი ეცვა.25 წლამდე იქნებოდა . ქალივით ნაზი და მბზინავი სახის კანით,მშვენივრად გამოიყურებოდა.
-არ შეგეზიზღო...-წარმოთქვა მოულოდნელად.
-არავინ მეზიზღება.-წარბ შეკრულმა ვცადე გამეღიმა მის დასამშვიდაებლად.
-კარგია... -მომეჩვენა თითქოს ნაღვლიანად ჩაეცინა.
-ეგ რატომ მითხარი? -გავბრაზდი უცებ.მისკენ შევტრიალდი, კარგად რომ დამენახა.
-გარებნობის გამო არავინ მეკარება.-გაეცინა. გული მეტკინა. -შემომხედე.-მაისურზე მიმითითა.
-მომწონს.-თბილად გავუღიმე.ლაპარაკის გაგრძელება მინდოდა მაგრამ მატარებლის ხმამ შმაჩერა. ბიჭი წამოდგა,მეც ავდექი და ერთად შევედით ცარიელ ვაგონში.
-იცი,ზოგჯერ ვფიქრობ,რომ მარტო ვარ ამხელა დედამიწაზე. წარმოიდგინე,როგორი ძნელია იცხოვრო ადამიანების გვერდით,რომლებიც გამუდმებით შენს განდევნას ცდილობენ. -დაიწყო ჩუმი ხმით-საშინელებაა როცა იცი,რომ ყველას სძულხარ,ყველა ისე გიყურებს თითქოს გველი იყო... როდესმე გიფიქრია რა საცოდავი არსებაა გველი? -გაიღიმა. მე კი მინდოდა მივსულიყავი და ძლიერად მოვხვეოდი.დამევიწყებინა მისთვის ტკივილი,რომელსაც ადამიანების გამო განიცდიდა. სიჩუმე ჩამოვარდა,მატარებელი კი მსუბუქად გვარხევდა.
-ეს სახსოვრად დამრჩა. მაისური აიწია და პრესით დაფარული მუცელი დამანახა. უცნაურია მაგრამ არანაირი უხერხულობა არ მიგრძვნია.უფრო ახლოს მივედი კარგად ,რომ მენახა რაზე ამბობდა.ხელები პირზე ავიფარე შეძრწუნებულმა. მკერდიდან მოყოლებული თეძომდე წვრიკ ხაზად აჩნდა ნაიარევი. ტუჩზე ვიკბინე დასამშვიდებლად.იმ წამს საშინლად მრცხვენოდა ,რომ ადამიანი ვიყავი.
-ბიჭები მომწონს...-აოიჩურჩულა. ვერც გავიაზრე ისე მოვხვიე ხელები წელზე და ჩავეხუტე. მატარებელი გაჩერდა.
-ჩემი ჩასვლის დროა. -გავსწორდი და სახეზე დავაკვირდი.იღიმოდა.
-მადლობა.
-მადლობა რისთის? -გილულწრფელად გამიკვირდა.
-რომ,მომისმინე,რომ არ გეზიზღები.-ღიმილი უფრო გაუფართოვდა. ქალური კეკლუცობით ლოყაზე მაკოცა და ჩემი ჩანთა შეომაჩეჩა.-გამოსამშვიდობებლად გავუღიმე და წამოვედი.
^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^^
დილით არ მისაუზმია როგორც ყოველთვის მხოლოდ ნემსი გავიკეთე და სწრაფად გამოვედი გარეთ. დილის 9 საათი იყო და მეტრო სავსე იყო ფუტკებივით მოფუსფუსე ხალხით. იგივე ფიქრები... იგივე განცდა...
ათი საათი იყო საავადმყოფოში,რომ მივედი მიმღებში განცხადება დამახვედრეს,სადაც ეწერა,რომ ნათია შვებულებაში გავიდა. ჯანდაბა,მაგარია! მძიმედ ამოვიოხრე. ბეჭედ დარტყმული ფურცელი ზედ ნათიას ხელმოწერით გოგონას დავუბრუნე და ჩემს“სამფლობელოში“ შევედი. საშინლად ციოდა როგორც ყოველთვის. ოთახის ცენტრში, მაგიდეზე დასვენებულ სხეულის დანახვაზე სულ უფრო მომეშხამა ხასიათი.უხალისოდ ჩავიცვი ხალათი,ხელთათმანები გავიკეთე და ინსტრუმენტების სტერილიზაციას შევუდექი.
-კარგი,მოდი ვნახოთ აქ რა გვაქვს.-ჩენთვის ამოვილაპარაკე.შავი მატერია მოვაცილე თუ არა მაგიდას ადგილზე გავშეშდი. არ ველოდი იმას ვინც იქ დამხვდა. მაშინვე ვიცანი რათქმაუნდა. როგორ შეიძლებოდა დამვიწყებოდა?!
-რა მოგივიდა? -ვტქვი ისევ ხმამაღლა და თავი დავიქნიე იმედ გაცრუებულმა. „ჯანდაბა,როდის შეწყვეტ მარტო ლაპარაკს?“ გონებაში ვუყვირი ჩემს თავს და ბიჩის ქურტუკზე მიმაგრებულ ცნობას დავხედე.
„მოიყვანეს ნარკოტიკების,კერძოდ ,კერძოდ ჰეროინის’ გადამეტებული დოზით მიღებით გამოწვეული შოკის გამო. გუშინ. 20:05 საათზე. გარდაცვალების დრო 20:40 სთ.“
-ოჰ,ჯანდაბა.-ამოვილაპარაკე ისევ ჩემთვის. საერთოდაც არ გავდა მკვდარს.ისე მშვიდი იყო მისი სახე გეგონებოდათ სძინავსო. ისეთი ახალგაზრდა იყო და მშვენიერი... ზედმეტადაც კი. კიდევ ერთი ფურცლის დანახვაზე ავფორიაქდი,საწოლზე იდო,კონვერტში ჩადებილი და საავადმყოფოს ბეჭდით დანიშნული. სწრაფად გადავიკითხე და უნებურად მთელი ძალით დავჭმუჭნე ხელებში მოქცეული.
-მშობლება თანხმობა განაცხადეს შენი საღი ორგანოების საავადმყოფოსთვის გადაცემაზე.-მივმართე უსულო ცხედარს და ფრთხილად,დანანებით შევეხე მის მწვანე კულულს...
ყველაზე ნაკლებად რაც მინდოდა ,მისი გაკვეთა და მშვენიერი სხეულის დამახინჯება იყო.სამართებელი მოვიმარჯვე.ჯობდა მალე დამემთავრებინა ყველაფერი.მაგიდას ზურგი ვაქციე,ხელსახოცების ასაღებად.
-კარგიი. როგორც ჩანს შენი გაკვეთა მაინც მომიწევს!-ხმამაღლა ამოვილაპარაკე.ტყავის,მეტალებიანი ქურთუკი გავხადე და ბრთხილად დავიწყე შავი პერანგის ღილების შეხსნა.
-ჯანდაბა!-ამოვიჩურჩულე მოულოდნელობისგან.მომეჩვენა თითქოს ხელი შეარხია.სისულელეა მეთქი გავიფიქრე და პერანგი მხრებზე გადავუწიე.მართლა ლამაზი იყო.არც შევმცდარვარ.თხელი,წვრილი წელი,განიერი მხრები,ლავიწთან ჩაწეული ხორცი,ოდნავ პრესი მუცელზე,ჭიპთან ჩაყოლებული თმა....
-მკვდარია იდიოტო!-ჩემს თავს შევუბღვირე. და მაიც,რატომ კვდებიან ასეთი მშვენიერი არსებები?! ეს რიტორიკაა.პასუხი რათქმაუნდა არ არსებობს!
-ეიი!-ამოიოხრა უსულო ცხედარმა.ხელები მოვაშორე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.სხეული ნელა, აუჩქარებლად წამოჯდა მაგიდაზე და კისერი გაავარჯიშა.ჯერ მის გახსნილ პერანგს და შარვალს დახედა.მერე ჩემზე გადმოიტანა მზერა.ალბათ ლოყები ამიწითლდა,ისე როგორც მეტროში პირველი შეხვედრისას.
-სად ვარ?-იკითხა წამის შემდეგ.ოთახს მოავლო თვალი.
-მორგში!
-კარგი, და აქ რამოხდა?- თითით შეხსნილ პერანგზე მიმითითა.დავინახე,როგორ გაუნათდა სახე,ტუჩები გაეპო და ალმაცერად გაეღიმა.
-ამ..მე.. მე გაკვეთას ვიწყებდი.-ძვლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.
-რაო?-შეძრწუნდა მოულოდნელად.
-შენ მოკვდი და მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი.ხომ მოკვდი?-დავიბენი.თუ მოკვდა როგორღა ვლაპარაკობთ ახლა?
-არაა!
-აბა ზომბი ხარ?-ვკითხე მთელი სერიოზულობით.
-რაა?-ხმამაღლა გაიცინა-იქნებ ვარ. რატომ არ გეშინია?
-რავიცი...მირჩევნია ზომბმა მომკლას,ვიდრე სიბერემ-გულწრფელად ვუთხარი.
-მგონი ვერ ხარ შენ!-თბილად იღიმოდა-ზომბები არ იღიმებიან.
-თუ ზომბი არ ხაარ,აბა რატომ ხარ ცოცხალი?-დაუფიქრებლად წამოვროშე-კიარადა როგორ ხარ ცოცხალი?-სწრაფად შევასწორე.
-რავიცი. შეიძლება მართლაც მკვდარი ვარ და სული გელაპარაკება-დამცინოდა.
-არ იყო სასაცილო-ხელთათმანები უხეშად მოვიშორე-მე უნდა დავწერო ოქმი,რომ შენ შეცდომით მოგიყვანეს მორგში,რომ ცოცხალი ხარ და ნარკოტიკების მიღების საფუძველზე დაგაპატიმრებან! აი ეს კი ნამდვილად სასაცილოა-გავუცინე და ზუსტად მაშინ ემოციები ამერია ერთმანეთში,წამიერად მოვწყდი ადგილს და იატაკზე დავეცი.თითები დამეჭიმა და ერთმანეთში გადამეხლართა.პირი ისე გამიშრა წამით მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი.კრუნჩხვა თითებიდან ნელ-ნელა მთელ სხეულზე გადადიოდა.
-ჯანდაბა,რა დაგემართა?-შორიდან მესმოდა კაცის ხმა.ვიღაც ლოყაზე მირტყამდა-ეიი!კარგად ხარ? ფუ ამის!-ვგრძნობდი როგორ ამიყვანა ვიღაცამ და მაგარ ზედაპირზე დამასვენა.
-შოო...შოკოლადი-თავს ძალას ვატანდი ენა გამემოძრავებინა-შოკოლადი...
-შოკოლადი?-გავიგე ისევ შორიდან-ჯანდაბა! რათქმაუნდა დიაბეტი გაქვს.
-ჯიბე-ამოვიკივლე.ვერ ვმოძრაობდი.
მაგარია! ნუთუ იმდენაად არასდროს გავიზრდები,რომ წამლის გაკეთება არ დამავიწყდეს?
-კარგი...ახლავე.მოიცადე...შენი დედაც,რა ჯანდაბად სჭირდება ჯიბეს ელვა შესაკრავი?-ისე საყვარლად ბრაზობდა ასეთ დღეში, რომ არ ვყოფილიყავი ალბათ გავიცინებდი.-მოდი-თავი წამომაწევინა,ხელები ძლიერად მომიჭირა ლოყებზე,კბილები რომ დამეშორებინა ერთმანეთისთვის. როგორც კი შოკოლადის ტკბილი გემო შევიგრძენი კანკალი შევწყვიტე.რამდენიმე წამში მთლიანად მოვეშვი.მოკრუნჩხული კიდურები ძალა გამოცლილი დაეცა მორგის მაგიდის ზედაპირზე.
-უცნაური შეგრძნებაა,პირველად ვწევარ აქ-ნელა წარმოვთქვი და ისტერიკული სიცილი ამივარდა.თავს ვერ ვიკავებდი.ბრთხილად წამოვიწიე,ხელები მუცელზე მქონდა შემოხვეული,ამჯერად სიცილით გამოწვეული ტკივილის შესაჩერებლად.მწვანე კულულიანი კი მაგიდის ფეხთან იატაკზე იჯდა და ,,წაშლილი’’ სახით მაკვირდებოდა.
-შენ არხარ ნორმალური-თავი გაიქნია,ჩქარა წამოდგა,შარვალი ნერვიულად გაიწმინდა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-რა? წამლის მიღება დამავიწყდა-გავიცინე ისევ.
-მარტო რომ ყოფილიყავი? ან შოკოლადი რომ ვერ მეპოვა?როგორ შეიძლება იმ წამლის მიღება დაგავიწყდეს,რომელიც სიცოცხლეს გინარჩუნებს-ბუტბუტობდა თავისთვის.დროდადრო თმაში იცურებდა თითებს დაშუბლზე ჩამოყრილ უკან ივარცხნიდა.
-ზომბები, თუ სულები,როდიდან არიან ასეთი მგრძნობიარეები?-გავუღიმე-მადლობა,რომ გადამარჩინე-გავიცინე და წამოვდექი-მართლა მადლობა.
-არაფრის-თითქოს გაბრაზებულმა წარმოთქვა და ქვემოდან ამომხედა.მაგრამ ღიმილი მაინც ვერ დამალა.
-მადლობის ნიშანად, გიშვებ.ვიტყვი,რომ არ ვიცოდი,მათთვის თუ უნდა გადამეცა ის ოქმი.
-ამას მართლა გააკეთებ?-თვალები აენთო.ისეთი ლამაზი იყო...
-შენ ხომ სიკვდილს გადამარჩინე-გავუცინე.
-კარგი.მადლობა.მაშინ წავალ.აბა კარგად!
-კარგად-ღიმილით ვუპასუხე და ჩემი საქმე განვაგრძე.თითქოს მეწყინა,რომ წავიდა...
-იქნებ სადმე წავსულიყავით ერთად?-მოულოდნელობისგან შევხტი (დღეს უკვე მეორედ მისი მიზეზით) როცა კარებში თავი შემოყო წასვლიდან რამდენიმე წამში.
-არვიცი. კარგი...ჰო,რატომაც არა-გამეღიმა.
-მაშინ 8ზე. კინოს წინ-მხიარულად თქვა და გაუჩინარდა.რა უცნაური ვიღაცაა...



№1  offline წევრი რიტა

განსხვავებული ისტორიაა და ეს მომწონს. კარგი იყო გააგრძელე. წარმატებები...

 


№2 სტუმარი berbicha

ver gavige iss bichi, metroshi ro shexvda da romeli saatiao ro kitxa sadaa?!

 


№3  offline წევრი annabelle

berbicha
ver gavige iss bichi, metroshi ro shexvda da romeli saatiao ro kitxa sadaa?!

ეგ არის მკვდარი,რომ ეგონა.

 


№4 სტუმარი hiipo

au rogori kargi iyo imedia gaagzeleb :/ da male dadeb

 


№5  offline წევრი annabelle

hiipo
au rogori kargi iyo imedia gaagzeleb :/ da male dadeb

Gagrdzeleba dadebilia <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent