არაამქვეყნიური არსება
საშინელებაა.. თითქოს ყველაფერი მაქვს რაც ჩვეულებრივ მოზარდს უნდა ჰქონდეს... მყავს მშობლები,და,ნათესავები,მეზობლები,ძაღლები... მგონი ამ სიას რაღაც აკლია,ხო? მეგობრები... არ გეგონოთ, რომ მარტო ვარ... ან გეგონოთ. ჩემს თავში მე ვერ გავრკვეულვარ და ვცდილობ თქვენ აგიხსნათ ყველაფერი,სისულელეა არა? მოდი ვცადოთ... ერთი ჩვეულებრივი გოგო,რომელიც სხვებისგან თითქოს არაფრით განსხვავდება. გაგიკვირდებათ და მეც ვიცინი,ვცეკვავ,ვმღერი,ვსუნთქავ...დავდივარ კიდეც. წვიმა მიყვარს...ყველაფერს მირჩევნია. შუაღამე, წვიმაში დავდივართ მე,მე და სიმღერა...ყველა ჩვენ გვიყურებს ხოლმე, გიჟები ვგონივართ. სასაცილოა არა?! ამბობენ ხოლმე, პატრონი არ ჰყავ"თ" ამათო,ხმას არ ვცემთ,ჩვენთვის დავდივართ ხოლმე, ვლაპარაკობთ,ვიხსენებთ ერთად გატარებულ დღეებს და მერე ამაზე ვხალისობთ... სკოლაშიც ერთად დავდივართ , იქ ვერავის ვერ ვიტანთ,ყველა გვეზიზღება, რა თქმა უნდა წიგნების გარდა...ისინიც ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ არ დაგიმალავთ და გეტყვით,რომ ზოგიერთი მათგანი გამორჩეული გვყავს...ყველასთან ნამდვილად ხომ ვერ იმეგობრებ, ზოგი უნდა გამოიყენო ხოლმე. ცუდი რჩევაა მაგრამ ბოლოს მოგებული მაინც ჩვენ ვრჩებით. მე და მე ხშირად ვკამათობთ ხოლმე,სიმღერა კი გვაწყნარებს... მხოლოდ ჩვენ სამნი ვართ, სხვა არავინ გვჭირდება...სამი არაამქვეყნიური არსება. (არადა თავიდან გითხარით, რომ სხვებისგან არაფრით გამოვირჩეოდი"თ" ) ვაკვირდები და სულაც არაა საშინელება, პირიქით რა ჯობია როცა ამ ხალხისგან შორს ხარ, შენთვის ჩუმად შენს თავთან და სიმღერასთან ერთად?! არც არაფერი... წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას. საშინელებაა?? არა რატო, თუმცა თქვენ ვერ გაიგებთ... ალბათ ბევრი მეგობარი გყავთ ხო? ვერ დამაჯერობთ რომ იქიდან ყველა გიყვართ...ვერ დამაჯერებთ -მეთქი... ზოგიერთ მათგანთან მაშინ ხართ როცა გჭირდებათ, ზოგიერთთან მხოლოდ იმიტომ, რომ თავი მარტოსულად არ იგრძნოთ... ამიტომ ვერ გიტანთ, ვერ გიტანთ მეთქი... … მხოლოდ მე,მე და სიმღერა … სამი არაამქყეყნიური არსება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.