შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი ქორწინება (თავი 1 )


23-07-2016, 22:33
ავტორი kitsaway_3
ნანახია 1 747

დრო გადის... სითბოს სიცივე ცვლის, რომელიც სულ უფრო და უფრო ყინავს სულს.. ხეებს არც ერთი ფოთოლი არ შერჩათ, რომელიც მცირე იმედს მაინც დაგვიტოვებდა... იმედს, რომ მზე ხვალ
კვლავ გამოანათებს და ისევ დაფარავს დედამიწას ის სითბო, მე რომ მიყვარს ასე ძალიან... დრო გადის და ადამიანებიც იცვლებიან, ისევე როგორც მათი გრძნობები ჩვენდამი.. იცვლება მათი ქცევა, ხასიათი, გემოვნება და მთლიანად მათი ცხოვრება, თუმცა ამ ცვლილებას ყოველთვის მიზეზი ახლავს თან...
შეიცვალა მარიამიც, შეიცვალა ისე, რომ
რთულიც კი იყო მისი ცნობა. თამამი გოგონა მორიდებული გამხდარიყო და მორცხვობის ნიშნებიც დაეტყო. შეეცვალა საუბრის მანერაც. შეიცვალა მთლიანად მარიამი და მთლიანად უკეთესობისკენ. იმის გათვალიაწინებით, რომ მოკლე დროში ადამიანის ასეთი რადიკალური და უცებადი ცვალებადობა შეუძლებელია, მარიამმა კარგად გაართვა ამ ამოცანას თავი და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყო.

-მარიამ შეგიძლია ამიხსნა რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შეგიძლია ერთხელ მაინც დამელაპარაკო ძველებურად ? ნუთუ ვერ გრძნობ, იმას რომ შენზე ვნერვიულობ. რა თქმა უნდა კარგია ის, რომ იცვლები უკეთესობისკენ და თავს ანებებ იმ მავნე ჩვევებს რაც ადრე გქონდა, მაგრამ ასე უცებ და შენი თქმით უმიზეზოდ ? არ მეჯერება უბრალოდ .. ძალიან გთხოვ თქვი რამე და ნუ დგახარ ჩუმად, გეგონება შენ არ გელაპარაკებიო !

-რატომ გაინტერესებს ასე ძალიან ჩემი ცხოვრება ? ხომ შევთანხმდით რომ აღარ ჩავერეოდით ერთმანეთის ცხოვრებაში და ორივე ჩვენი გზით წავიდოდით... მეც ზუსტად ასე ვიქცევი. ძალიან გთხოვ წადი და აღარ დაბრუნდე ჩემს ცხოვრებაში.. ძალიან მტკივა შენთან ლაპარაკი, აღარ მინდა ძველი დროის გახსენება. მე დავიწყე ცხოვრება სუფთა ფურცლიდან სადაც არ არის არც შენი სახელი და არც ჩვენი ურთიერთობა, აღარ მინდა საუბრის გაგრძელება მაპატიე, უნდა წავიდე...

-გაჩერდი ერთი წუთით! ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია!
-შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს ვაჟა! ნახვამდის.

რუსთაველის მეტროსთან მდგარმა, გზა თავისუფლების მეტროს მიმართულებით გააგრძელა. თვალებიდან ცრემლების კვალიც გამქრალიყო და ყველა ის წყენა დავიწყებოდა რაც კი ოდესმე უგრძვნია.
ახლა უკვე აღარ ადარდებდა მისი წარსული, ახლა ხომ მას ახალი ცხოვრება ელოდა წინ, ახალი სიხარულით, ბედნიერებითა და შეიძლება წყენითაც. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, რაც მთავარია წინ უკვე ყველაფერი ახალი ელოდა და ეცოდინება, რომ ძველი შეცდომების გამეორება არას მოუტანს. დადგა დრო, მიხედოს თავს და იფიქროს მომავალზე, რადგან ცხოვრება გრძელდება და დროც საკმაოდ ცოტა აქვს მოსაწყენად.
ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და უცებ შეკრიბა ყველა მისი მეგობარი და ნათესავი ერთ მყუდრო კაფეში ”C'est la vie" და აცნო მათ შეკრების მიზეზი.

-პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისთვის რომ მონახეთ დრო აქ მოსასვლელად და ახლა ამ წამს ჩემს გვერდით ხართ! ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ 18 წლის მანძილზე ხართ ჩემს გვერდით ლხინში თუ ჭირში და ყოველთვის მამხნევებთ და მაძლევთ რჩევებს ამა თუ იმ საკითხებში. ალბათ გაგიკვირდათ ჩემი ასეთი უცებადი ცვალება ქაჯი და უტაქტო გოგოდან ასეთ მარიამამდე და სიმართლე რომ გითხრათ და არ დაგიმალოთ მეც დღემდე გაოგნებული ვარ იმით, რომ ამდენი რამის გაკეთება შევძელი. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამდენი ძალა და უნარი შემწევდა ჩემი მიზნის მისაღწევად, თუმცა ეს თქვენი დამსახურებაცაა, რომ არა თქვენ და თქვენი მხარდაჭერა ალბათ არც არაფერი გამომივიდოდა. ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ დღეს აქ და მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა ყველაფრისთვის და გაცნობოთ, რომ ზუსტად ამ წამიდან მარიამი იწყებს ახალ ცხოვრებას თითოეულ თქვენგანთან ერთად!!

სახლში ძალიან დაღლილი მივედი, ამიტომ პირველ რიგში აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და შემდეგ საძინებლისკენ ავიღე გეზი. ძილს უკვე ორი ნაბიჯი მაშორებდა, როდესაც ტელეფონი აწკრიალდა.

-დიახ, გისმენთ
-მარიამ, ნინი ვარ.
-ხო ნინ, რამე ხომ არ მოხდა ?

-არა უბრალოდ დღევანდელ
საღამოსთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა. ვიცი, რომ ძალიან დაღლილი ხარ, ამიტომ დიდ ხანს არ მოგაცდენ.
-კაი, გისმენ

-უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ვამაყობ შენით და ძალიან მიხარია, რომ გონს მოხვედი და ასეთი გადაწყვეტილება მიიღე. ძალიან მიყვარხარ და მინდა იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შენთან ვარ და მინდა რომ ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს!

-ჩემო საყვარელო, მადლობა დიდი! მეც ვამაყობ იმით, რომ ასეთი მამიდაშვილი მყავს გვერდით! ძალიან მიყვარხარ მეც და ყოველთვის მქონდა მაქვს და მექნება შენი იმედი !
-მიკუკუ !!
-მეც მეც !!
-კარგი მიდი ტკბილი ძილი, გამოგივლი ხვალ.
-შენც ასევე

ტელეფონი უხმო რეჟიმზე დავაყენე. თვალები დავხუჭე და მომღიმარს წამებში დამეძინა. და აი დაიწყო ცხოვრება, რომელზეც ამდენ ხანს ვყვებოდი.
Welcome to my new life !!



№1  offline წევრი kitsaway_3

იმედი მაქვს მოგეწონათ და ღირს გაგრძელება .. თქვენი რჩევები და შენიშნები მჭირდება და გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

dawyeba momewonaaa ♡♡♡da vnaxot rogor ganvitardeba movlenebi ♡♡♡imedia banaluri ar iqnebaa ♡♡ davelodebi shemdeg tavs ♡♡

 


№3  offline წევრი kitsaway_3

ნიტა♡♡
dawyeba momewonaaa ♡♡♡da vnaxot rogor ganvitardeba movlenebi ♡♡♡imedia banaluri ar iqnebaa ♡♡ davelodebi shemdeg tavs ♡♡


დიდი მადლობა <3 მეორე თავი გავაგზავნე უკვე და იმედი მაქვს მალე
დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent