მუზების გამოძახილი
*** თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, როგორც წყარო ანკარა ირმებს, ჩემო პავლუშა გიტარა გახუნდა, მაესტრო ჩამოჰკარით სიმებს. *** უცებ აცივდა, სითბო განელდა, გული გაცივდა. ირგვლივ ჩაბნელდა, ფოთოლი მოწყდა მშობლიურ ხის ტოტს, კვნესით და ოხვრით.... მიწაზე დაეშვა. ნელ-ნელა გაწითლდა, მერე გაყვითლდა ფერი იცვალა, მთლად შეიცვალა. გაყავისფერდა... ნაოჭი გაუჩნდა, განელდა, ნაზად... გაუჩინარდა. *** სანთელი იწვის, ცხოვრება მიდის, წლები გარბიან, თვალები ტირის, ხორცი კვდება, სული კი რჩება სამარადისოდ უკვდავი მიდის... *** გარეთ ღამეა და ლურჯად ბრწყინავს იანვრის ყინვა მთვარეულ სხივზე და როგორც მაშინ დიდი ხნის წინათ იმ სიყვარულით მიყვარხარ ისევ. *** ღამეა, ღამე, ღამით გამოდის კაშკაშა მთვარე და მისი სხივნი ლაღნი, თრთოლვილნი ანათებენ ცის ოკეანეს, იქ სადღაც შორს... მოსჩანს სინათლე თითქოს კოცონთან მიმსხდარან სიზმრები და გვიყვებიან თავიანთ თვაგადასავლებს ღამით კი გვძინავს ტკბილი სიზმრებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.