უშენოდ(14)
დამთხვევაც ამას ჰქვია. რაღა ახლა მოვიდა ეს გოგოც რა. -როგორ ხართ გოგონებო? -კარგაად რუსკა შენ? -რავი ვარ რა ... მენატრება ჩემი ბიჭი და ვარ -არ წამოხვალ?- კიბესთან იდგა ბერდო და ელოდა -წყალი მინდა დამალევინე რა გთხოვ .. მერე სულ შენი ვარ - თვალებდაწვრილებულმა გახედა და ისიც უცებ გავიდა სამზარეულოში. რამდენიმე წუთში ორივე მიუყვებოდა ბერდოს საძინებლისკენ გზას სალომემ თავი ვერ შეიკავა და წყვილი შეაცერა -გვრიტებო მაინც შეეცადეთ არ იხმაუროთ ბავშვია თქვენს სართულზე და ნუ დაუფრთხობთ ძილს -რა ... -საცობი გაიკეთე ყურებში თუ რამე და - ბერდომ უთხრა და რუსკა შეაბრუნა. რარაც ისე ვერ იყო მაგრამ სალომე ვერაფერს იზარებდა. ოთახში მიმოდიოდა და ვერ ისვენებდა -ბორდელია აქ თუ სახლი. რა წესია იოანეს ადგილას გავაგდებდი -დამშვიდდი რა ... -რა დაამშიდებს- გადაიკისკისა თიკამ და მიიღო კიდეც ბალიში თავში -გოგოოო ! -ისე მართალია იოს არ მოჰყავდა აქ ქალები და ეგ ვინ არის -ოჰ ამან იო რო არ ახსენოს მოკვდება -ნუ დამაწუხე ახლა.. ისე მართლა ქეთრინი და იო ერთად არიან ხო? -მაგათი ვერაფერი გავიგე, ჩემი და დეგენერატია.ეგეთ კაცს ვუყვარდე და ჩხუბი კი არა გავეგები ფეხქვეშ... -იცხუბეს? კაი ახლა იოანეს რა მიზეზით ეჩხუბა გაფიცებ -მე რა ვიცი ამ შეყვარებულებს თავში ტვინი არ გაქვთ უცებ ჩერჩეტდდებით -მიგვალანძღა ყველა- ნატამ გაიცინა და შეტყობინებას უპასუხა -ვინ გწერს შენ რძალო -ვინ მომწერს ალექსის გარდა. მალე მოვალთ არ ინერვიულოო . ღამე შემოვივლით ყველა მანდ იყავით იოსთანოო ყველანი ფეხი არ მოიცვალოთო -რა ხდება ნეტა? -აბა მე რა ვიცი ,არ წახვიდეთო და -დარჩით მერე რა ჯობია მაგას. მოდით რა რამე მოვამზადოთ ,მოვკვდი შიმშილით - რამეჭმება წავაგე საგზური დედააააააა როგორ გამოგართვა ამდენი ფული - სალომე ქოთქოტებდა. უცებ გაჩერდა და კარის გასაღებად გაიქცა. - ბათუუუ როგორ ხარ? -კარგად პრინცესა შენ? - გაუღიმა მანაც და მოეხვია- ვაა სულ გოგონები ხართ? იო და ჩემი დოყლაპია ძმა სად არიან? -იოანე ბავშვთან .. -ვინ ბავშვთან? ასე უცებ კაცო? -ვაიმეე - სალომე აკისკისდდა ასე იცის ამანაც სისუსლელეების დახეთქება- სულ ჩემნაირი ხარ რა- მხარზე დაეყრდნო და გაიცინა- მიშკას მეგობრის შვილი ჰყავს . შენი ძმა კი ზემოთაა -კაი ავალ იმასთან -არ გინდაა... არამგონია ღია ჰქონდეს კარი ან თუ აქვს კარგი სურათი დაგხვდეს იქ -რა სურათი ... ვინაა იქ? -რა გიხარია ნეტა ... ბორდელად აქცია სახლი , ხისთავიანი ეგ -სალომე! -რა სალომე აბა რა წესია ... -რუსკა ჰყავს ხო? -აა დაჟე მაგის გარდა არც არავინ ჰყავს? -ხო ძალიან უყვართ ერთმანეთი -ის გოგო ერთი შეხედვით ნორმალური ჩანს და ვითომ ტვინი სულ არ აქვს? მაგასთან როგორ ჩერდება - სიყვარული ბრმაა -ბრმაა, ყრუ, იდიოტი, შეუგნებელი და ჩერჩეტი - სალომემ მიაყარა და ნერვიულად სიარული განაგრძო - რა საინტერესოა როდის ინებებს ჩამოსვლას -აბაა? რამდენს ქაჩავს ვითომ აა - ბათუმ ისე სერიოზულად ტქვა სალომემ მერე დააფიქსირა აშკარად რო გამოხატა ემოცია,ჩვენ კი ტავი ვერარ შევიკავეთ და ერთად ავკისკისდდით -ღმერთო ჩემო - სალომე სად დამალულიყო აღარ იცოდა , შეტრიალდა და გავიდა. მალევე დაბრუნდა . ზუსტად იმ დროს ბერდო და რუსკა რომ შემოვიდნენ, რუსკა ბათუს მიუჯდა გვერდით რაღაცაზე იცინოდნენ ,არ მესმოდა რა უთხრა. ბერდო სამზარეულოსკენ დაიძრა და ზუსტად იმ დროს გამოვარდა ის გიჟი. ისევ დაეჯახა, ამჯერადაც ორივე აყირავდა - აააააა იდიოტო კრეტინო - რაღაც სითხე დაეღვარა ამ გადარეულს და ორივე დასველდნენ. ბათუს ხელები ზედმეტად უხერხულ ადგილას ჰქონდა მოჭერილი- ხელი გამიშვი კრეტინო სხვაში ხო არ გერევი - შენ ვისში უნდა ამერიო შენნარიი მეორე რო არსებობდეს დედამიწა გაქრებოდა -ხისთავიანო... გამიშვი ავდგე -მეეჭვება ადგე .. ეს რაღაც სად მიგქონდა, ჩემთვის უნდა მოგერთმია? -არა შენ კვერცხით შეზავებული ექსტრატი შეგეფერება , რაღაცნაირად გიხდება ...ფერი ფერსაო თუ რა ვიცი როგორ გითხრა -გოგოო ! ენა უნდა ამოგაცალო მაინცადამაინც?- სულ არ ახსოვთ რომ ვუყურებთ მგონი, ისე ამოატრიალა და მოექცა ზემოდან,თან ისე უყურებდა აღარ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა -ხელს ნუ მიჭერ დამილურჯდა -ენა უნდა მოგაჭრა -რეგენერაციის უნარი აქ -დარწმნებული ხარ? ვცადოთ? -პირუტყვო. ნამდვილი ველური ხარ . რა იყო ახლა მაინც უნდა იყო მშვიდად და ნასიამოვნები რა ჯანდაბა არაფერი მოქმედებს შენზე? -შენ ძმას მოვკლავ ამისთვის- გავიგე როგორ გადაულაპარაკა რუსკამ აფხუკუნებულ ბათუს მაგრმა იმ წამს ვერ გავიაზრე ვერაფერი. -კაით ახლა რა იყოთ გეყოთ. მოდი დაგეხმარო ძმაო. გასაჭირში უნდა დაგიდგე გვერდით აბა როგორ- ბათუ წამოიჭრა და წამოაყენა ბერდო. სალომე ძლივს წამოიზლაზნა -ცხოველი,იმხელაა დამიმსხვრია ნეკნები- ბათუს დაეყრდნო და ბუზღუნით მოვიდა დივნამდე . -ზედა გაქვს სველი ლამაზო -ჯანდაბა ... ახლა რა ჩავიცვა -ჩემი მაისურებიდან რომელიმე -მაგას სხვისი მაისურების მითვისებაც ძალიან უყვარს- ბერდომ ჩაიბურდღუნდა და წავიდა -ეს სულ ასეთი უჟმურია? როგორ უძლებ -ჩემთან არ არის ეგეთი...უბრალოდ შენ აბრაზებ -აჰ დიდი ბოდიში შენნაირი ტკბილი ვერ ვიქნები -სალომე -ვაიმე ლიზა... ნერვები აღარ მყოფნის შემეშვი -ისა და ეს გოგო რატო მერჩის? -უბრალოდ გაღიზიანებულია და ახლა ვინც მოჰყვება ხელში ყველას ეჩხუბება...- დაიცვა თათამ -და რამ გააღიზიანა ასე -ვინ გააღიზიანა ანუ- ბათუმ ჩაასწორა და წამოდგა- მე ზემოთ ავალ თქვენის ნებართვით გოგონებო და მალე დაგიბრუნდებით- ეს ბიჭი გააგიჟებს ნებისმიერს რაღაც საოცარი შარმი აქვს. მალე დაბრუნდნენ ყველანი, ვახშამი მოვამზადეთ, საკმაოდ მხიარულად ჩაიარა სამზარეულოში ფუსფუსმა, ქეთასგან გავიგეთ რომ ანაბელი კარგად იყო და უკვე ბიჭებს ველოდით. როგორც იქნა გამოჩნდნენ.მაშინვე მოვეხვიე დაჩის და ვაკოცე -მომენატრე ინერვიულე მაინც ხო? -ცოტა ...ბევრი .მაგარამ არ მომცეს ფიქრის საშუალება სალომემ და ბერდომ -მოკლავენ ეგენი ერთმანეთს - გაიცინა და ყელში მაკოცა- ჩემო ტკბილო .ძალიან მშია იცი? -ვახშამი მოვამზადეთ და წამო.. -მანდ არა ... ეგ არ მშია -აუუ დაჩიი - ლოყები ამიფერადდა ვიცი ისე მიხურდა -მომენატრე რა გავაკეთო -ხელები წელზე ჰქონდა მოხვეული და ცხვირის წვერს ასრიალებდა ჩემს ყელში. მეგონა შევიშლებოდი ,ტუჩზე ვიკბინე ბგერა რომ არ ამომეშვა - თუ აქვე მოგეფერო -უზრდელო ... -ისევ იმ პოზაში მყოფმა ვუთხარი არც კი შევტოკებულვარ-არ დაიღალე? მთელი დღეა სადღაც დადიხარ -ლოყაზე მოვეფერე და საფეთქელზე ვაკოცე - მართლა გავიდეთ რა ვჭამოთ თორე მე დავკარგავ გონს -გონს ჩემ გამო დაკარგავ შენ და ნუ მატყუებ ახლა- ჩაიცინა და ისევ მაკოცა ყელში -კარგი წავედით.- ხელი ჩამკიდა და გავედით სასადილო ოთახში .სადაც უკვე ლაგდებოდნენ მაგიდასთან. ათას რამეზე ვილაპარაკეთ,როგორ არ მოვუარეთ ,მაგრამ კონკრეტულს არაფერს ამბობდნენ , მხოლოდ იმას რომ ყველაფერი მოგვარდა და ხვალ თორმეტზე სახლში იქნებოდა უკვე ანაბელი. მიშკა ისევ მასტან იყო ,მხოლოდ რამდენიმე საათით დატოვაო ქეთამ გვითხრა თორე ამათ ეგეც არ უთქვამთ. როგორც იომ მითხრა ბევრი კითხვა აღარ დამისვამს,გოგონები ცდილობდნენ უბრალოდ,მე კი დავჯერდი იმას რომ კარგად იყვნენ ყველანი და არცისე გაბრაზებულები,ე.ი ყველაფერი მოაგვარეს . მაგიდას ვალაგებდი,უკვე ყველანი წასულები იყვნენ. ბერდო ზემოთ იყო , იოანეს მგონი უკვე ეძინა ისეა გათიშული ქეთოს გამო თიტქოს ყველაფერი რიგზეა მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ცუდადაა. თეფშები ერთმანეთზე დავაწყვე და ავიღე . ზურგიდან რომ ამეკრო და ჩემს ხელებს თავისი შემოხვია .მეგონა ყველა თეფში ძრს დამიცვივდებოდა იმდენად მომიდუნდა ხელები -აქ რა გინდა შენ...- საწყლად ამოვიკნავლე და თავი ბეჯზე მივაყრდენი -ვერ წავედი... დაგეხმარები- უცებ ამაცალა თეფშები და სამზარეულოში გავიდა. ჩუმად იყო, დაღლილია ვიცი, მაგრამ არ იმჩნევს.თან რაღაცაზე ფიქრობს თორე აუცილებლად დამელაპარაკებოდა . ბოლოს სამზარეულოში გადავინაცვლეთ , მაგიდას მიეყრდნო მე კი ნიჟარაში ჩაწყობილ ჭურჭელს ვრეცხავდი .მოვიდა და ჩამეხუტა თავი მხარზე დამადო და ღრმად ამოისუნთქა -იცი ჩემი სიმშვიდის ელექ რომ ხარ?-რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა და ოდნავ სემახო ტუჩები ყელზე -შეგიძლია ერთი ჩახუტებით მომხსნა მთელი დღის ნაგროვები ლოდები მხრებიდან. -სულ ასე იქნება ,გპირდები- მისკენ სევაბრუნე თავი და ტუჩებზე წავეტანე .ნაზად ვუკოცნიდი ჯერ ქვედა ტუჩს შემდეგ ზედას . გაგიკვირდებათ და თვალებმიბნედილი იდგა და გრძნობდა ჩემს შეხებას.რომ შევწყვიტე გულში ჩამიკრა და ჩემს ყელთან ჩურჩულით თქვა -შენ რო არ მყავდე კარგად მოვკვდები ... იცოდე ყოველთვის იფიქრე საკუთარ თავზე ეგოისტურად შენზე ,მხოლოდ შენს ბედნიერებაზე და იცოდე რო მეც ავტომატურად კარგად ვიქნები.უშენოდ... არავინ ვიქნები .მეორედ შენი დაკარგვის შიშს ვერ გადავიტან ფერია -უკვე სახეზე მეფრებოდა თითებით და თვალებში მიყურებდა .თითები თმაში შემიცურა და მთელი სახე დამიკოცნა,ისე მეხებოდა მისი თბილი, მაგრამ მაინც მწველი ტუჩები .მეგონა მის ხელში მოქცეული ფაიფურის თოჯინა ვიყავი . ასე მცირე დროში ასე ძლიერ მიყვარდეს საოცრებაა ,მაგრამ საოცრება დაჩია ვიცი რომ მის გარეშე ვერ ვიარსებებ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება ჩემი მომავალი , სად ვიქნები რას გავაკეთებ ერთი რამ ზუსტად ვიცი ,დაჩი ჩემს გვერდით იქნება და ბედნიერი ვიქნები . იოანე ჩამოვიდა სამზარეულოში ,დაჩი რომ დაინახა გაუკვირდა მაგრამ არაფერი უთქვამს ,ბავშვს ფაფა მოუმზადა და წავიდა . რა თქმა უნდა მაკოცა და ისე. დაჩი გვიან წავიდა, ერთი მაკოცა გამთიშა საერთოდ და ისე ტკბილად დამეძინა თითქოს ჩვილი ბავშვი ვიყავი. ^^^ მთელი დღე ანაბელთან ვიყავი. თითქმის სულ ეძინა , საუბრის თავიც არ ჰქონდა ყბა იმდენად სტკიოდა სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. არც მე მიკითხავს არაფერი, უკვე ბიჭებმა გაიგეს მათი სახელები, სტატუსი ,საცხოვრებელი მართალია აითესა ის ნაბიჭ... ან იქნებ სადმე საავადმყოფოში აგდია . სხვები ვიპოვეთ და რამდენიმე საათით გავედი. ჩემს თავში ცხოველს ვხედავდი მაგრამ ამის დაფარვას არც ვცდილობდი. მათი ყვირილის ხმა იმხელა სიამოვნებას მანიჭებდა თიტქოს ანაბელის ჭრილობები ქრებოდნენ რამდენიმე წუთით მაინც. საავადმყოფოში დავბრუნდი , ანაბელს ეღვიძა ბავშვი მოიკითხა და უბრალოდ ხელი ჩამკიდა. არაფერი მითქვამს , არ ვაპირებდი ისევ კამათს არც საყვედურის თქმას არაფერს . უბრალოდ არ გავუშვებ და მორჩა, თუნდაც არ უნდოდეს მოვანდომებ თავს შევაყვარებ , არ გავუშვებ ,ისევ თავისუფლება რომც შევუზღუდო არ დავუშვებ იმ ნაბიჭვარმა ისევ შეუქმნას საფრთხე. სავარძელზე ჩამეძინა, ქეთა გავუშვუ მხოლოდ მე ვიყავი მასთან. დილით ექიმმა გასინჯა , დანიშნულება მოგვცა და გამოგვიშვა. ეტლში ჩასმას არ ვაპირებდი , ხელში ავიყვანე და გულზე მივიკარი -მიშოო -ჩშ... ხელები მომხვიე არ დამივარდე- მის წვრილ თითებს დავხედე მაისურზე რომ ჩამფრენოდა .ინსტიქტურად მომხვია სუსტი მკლავები ყელზე ,გული რაღაცნაირად ამიფართხალდა, როცა თავი მხარზე დამადო,მისი სუნთქვა ყელზე მეფრქვეოდა, ძარღვები დამებერა .ძლივს მივაღწიე მანქანამდე, ფრთხილად ჩავსვი და ღვედი შევუკარი. მასთან მიახლოებაც კი ჟრუანტელს მგვრიდა მართალია ვაიგნორებდი,მაგრამ ბოლომდე ვერ აღმოვფხვერი.უკვე ვიცოდი რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა ,მშვიდად ვიყავი და ვხვდებოდი როგორ მენატრებოდა. -ბავშვი სად არის? - რამდენიმე წუთში მითხრა და გამომხედა -სახლში დაგვხვდება... -ხომ კარგადაა -კარგადაა - მოკლედ ვპასუხობდი, ვიცი თავს ვერ შევიკავებ და არ მინდა ვანერვიულო.თვალები მინაბა, ისევ სუსტადაა რა თქმა უნდა . მანქანა ბინასთან გავაჩერე , მაშინვე გაახილა თვალები -სად ვართ? -სახლთან ...- მოკლედ ვუთხარი და მანქანასთან მყოფ რეზის ჩანთებზე ვანიშნე .მე კი კარი გავაღე და მის ასაყვანად დავიხარე -მიშო მოიცადე. გამაგებინე სად მიგყავარ ვისი ბინაა ... მიშო არ ამიყვანო -ჩემი ბინაა და დღეიდან ჩემთან იქნებით- როგორც კი სიტყვის თქმა დააპირა მაშინვე ხელში ავიყვანე- გაპროტესტება არც იფიქრო ! ბავშვი იქ არის . მასზე მაინც იფიქრე და შეეშვი ყველაფერს !- მგონი იმდენად მკაცრი გამომეტყველება და ტემბრი მქონდა გაჩუმება არჩია. მესამე სართულამდე ფეხით ავედი არ მინდოდა ლიფტით მესარგებლა. კარი რეზიმ გააღო რომელსაც პარკები მოჰქონდა. -საძინებელი მზადაა - რეზიკომ მითხრა სიევ. სხვა არც არავინ მინახავს პირდაპირ საძინებელში შევედი . ჩემ ბიჭებს უკვე ყველაფერი მოეგვარებინათ. ბავშვის საწოლი და ნივთები ოთახში იყო, ალბათ ტანსაცმელებიც გადმოიტანეს გოგონები დაეხმარებოდნენ . მოკლედ ყველაფერი ისე იყო როგორც ვთხოვე. გაოცებული ანაბელი საწოლზე დავაწვინე. ბავშვი საწოლში არ იწვა -უკაცრავად ... მოშივდა და ვაჭმევდი - იოანე შემოვიდა ზუსტად დროულად ,ლინდა ხელში ეჭირა და აჭმევდა. პირდაპირ ანაბელს მიუყვანა გაუღიმა და ბავშვი მკლავებში ჩაუწვინა - აი მოვედი დედიკო -მადლობა ... უღღმესი მადლობა -რას ამბობთ ერთი სიამოვნება იყო პატარა ლინდასთან ყოფნა - ისევ თბილად გაუღიმა და მხარზე ხელი დამადო- მე წავალ . იმედია მიმიღებთ , ზედმეტად საყვარელი ბავშვია ,თუ არ ვნახე ისე ვერ გავძლებ -მადლობა იო -ისე შემომხედა გავჩუმდი. ოთახი დატოვა , მე კი იქვე ჩამოვჯექი და დედა შვილს შევხედე. საწოლის კიდეზე ინსტიქტურად დავჯექი ,ისე მინდოდა ლინდას მოფერება თავი ვეღარ შევიკავე. პატარა ქალბატონი მკლავებში მოვიქციე და ფრთხილად ვაკოცე შუბლზე - პრინცესა მომენატრე -მიშოო ხომ იცი აქ ვერ დავრჩები ... მე არ სემიძლია შენ -აქამდე ხომ მიიღე გადაწყვეტილება ,არ ჩავერიე არ გავარკვიე საკუთარი ძალებით ველოდი როდის გადამიშლიდი გულს და ხომ ხედავდ სადამდე მივედით . ახლა კი ისე იქნება როგორც მე გადავწყვეტ და იცოდე არ გამაგონო სიტყვა საფრთხეში ხარ . საფრთხეში ისინი არიან ვინც ჩემთან დაიჭერს საქმეს და კარგად დაიმახსოვრე უკანასკნელი იქნება როცა ვინმე შეგეხება , როცა ვინმე გატკენს ,შეგაშინებს და საერთოდ ვეღარასდროს ნახავ იმათ . ჯერ მე მოვუვლი და მერე ვიცი როგორც ამოვალპობ ციხეში სათიტაოდ ყველას შენი ნაბიჭ... ძმით დაწყებული იმ ახვარით დამთავრებული -მიშოო მე არც კი ვიცი რა გითხრა... -უბრალოდ არ იტირო - სუბლზე ვაკოცე და გადმოვარდნილი კურცხალი ცერა თითით მოვაშორე- იზრუნე ბავშვზე და არაფერზე იფიქრო . ცუდი ყველაფერი ამოიგდე გონებიდან და იფიქრე რომ კოშმარი იყო ,საშინელი კოშმარი და დასრულდა - თავი მკერდზე მომადო, ისევ მის თმაში მქონდა თიტები ახლართული, ხელისგულით ლოყაზე ვეხებოდი ტუჩები საფეტქელზე მივაწებე და თვალები დავხუჭე. მისი სითბოს შეგრძნებაც კი მაბედნიერებდა,ის რომ ჩემთან იყო, კარგად იყო და არაფერი ემუქრებოდა საოცრად მამშვიდებდა. ვერ მოვშორდი, მანამ ვიყავით ასე სანამ არ ჩაეძინა. ბავშვსაც საწოლზე ეძინა. ანაბელი მშვიდად დავაწვინე საწოლზე , თავი ბალიშზე დადო , პლედი გადავაფარე, ბავშვი ავიყვანე ცოტა ხნით მყავდა, შემდეგ თავის საწოლში ჩავაწვინე და მასაც თავისი საბანი დავაფარე. ჩუმად დავტოვე ოთახი და მისაღებში გავედი. რეზიკო სამზარეულოში ტრიალებდა, რაღაცას წვავდა და ბარის მრგვალ დახლზე აწყობდა. ალექსი და დაჩი დივანზე იყვნენ მისვენებულები, ბექა სავარძელში და ვიღაცას წერდა . როგორც კი დამინახეს მაშინვე გამოცოცხლდნენ -აბა რა ხდება? -რა უნდა ხდებოდეს რო არ გაუშვებს არ იცი?- ბექას დასმულ კითხვას ალექსმა უპასუხა და რეზის გახედა. არ დაიწყებენ ლაპარაკს ვიცი, ყოველთვის ასეა როცა საქმე გვარდება ყველაფერს ვივიწყებთ - შენ კიდე რა ვერ დაასრულე გახმა კუჭი ტო -ვა კუჭმა თავის ბედი გაიზიარა? სოლიდარობის ამბავში?-რეზიმ ისე უთხრა და ალექსმა სიეთი სახე დაკერა სიცილი ვერ შევიკავე. ბექა ლამის დაიგუდა -ვაა ჩემი რა სახე გქონდა -კაი გეყოთ ტო ... - დაჩიმ დაგვიბღვირა მარა თვითონაც იცინოდა - რა გეშველებათ კი არადა რა გვეშველება- მხარი მომარტყა და მერე ხელი მომხვია - მიშკა .. მიშკა დაგვენძ.. ყველას მაგრად მარა ამ ჩემისას როგორ არავინ დაევასა ტო ... -გეგონოს შენ - ბექამ გველურად ჩაიცინა და ამას მსხვრევის ხმაც მოჰყვა. ზურგით მდგომ რეზის თითქოს არხეინად რომ იყო თეფში დაუვარდა- კაი პუპსიკ რა იყო ახლა ხო არ გაიგეს ჩემზე რო აბოდებ ჩემო ფისოოო - ეს უკვე პიკი იყო. აი რა მჭირდებოდა , საერთოდ ყველაფერი გაქრა ერთი ხარხარი და მორჩა . ერთმანეთს ვაწყდებოდით , რეზი კი ბექას აწვა ზემოდან ორივე გაფენილები იყვნენ ხალიჩაზე და პატარა ბავშვებივით ჭიდაობდნენ .თუმცა ბექა იცინოდა და ხელიც არ გაუნძრევია- მომშორდი საქონელო გამებზარა ნეკნი რამხელა ხარ შე ცხოველო შენ რო ვინმეს დაახტე ხო მოკლავ -ვაიმე ბექა ამოგაგლიჯავ ენას ერთხელაც იქნება -ვისა ბიჯო - უცებ დააგდო ძირს რეზი და მუცელზე დააჯდა -ვაიმე მუცელი... ვერარ ვსუნთქავ შე გამოთაყვანებულო -კაი ფისო პირველად გაწვები თუ რა - საჯდომი შეარხია და ხელებზე უკეთ დააწვა- რას ხვანცალობ მაცადე .. მიდი უთხარი ბიჭებს სიმართლე -რა სიმართლე შენ ში... -არა ტო ხო არ გაგიჟდი ...- ისე შეიცხადა ამანაც ვითომ მართლა ეკითხებოდა . გიჟები არიან რა . გუშინ დავწყვიტე ,შუაღამით სევიდნენ სახლში და ამ დილას რა დღეში არიან. გამიმართეს აქ სპექტაკლი -რაზე გეუბნება ეე -არაფერზე . წავაჭრი ამ შტერს თავს და დაისვენებს მერე -უთავო მხედარი ვიქნები მერე - მოშორდა როგორც იქნა რეზის და ხალიცაზე გაწვა - არ გამწყვიტა წელში ? რა ენერგიული ხარ ტო -დაგვტოვა მშიერი -მზადაა უკვე .. მე ადგომის თავი აღარ მაქ და გააწყვეთ მაინც -ახლავე შეფ რაზეა ბაზარი- უცებ წამოვარდა ალექსი და თეფშების გამოლაგება დაიწყო - გავამზადო ანაბელისთვის? თუ ძინავს -ძინავს .. მერე მოვუმზადებ მე -მობრძანდით აბა .. -ხო მიბრძანდით და ჩახეთქეთ ჩემი ნაწვალები მე კი არ დამეხმაროს ვინმე -ადგომაში რო დამხარება დაგჭირდება კაცს მერე გაქ გლახათ ძამია საქმე- ისევ ბექას ხმამ გაიჟღერა და ისე უცებ წამოვარდა რეზი წამის წინ თიტქოს სხვა წუწუნებდა . -დაგბრიდავ ბოზ... სახლიდან გაეთრიე ანაბელს გავაღვიძებ აქ მიდი ნეკნებს დაგიმტვრევ მოდი აქ - აივანზე გაასწრო ბექამ, ვერც ყვიროდა ეს და ემუქრებოდა აქედან- გააღე კარი მაქედან უნდა გადაგაგდო -კაი ხო რა იყო მშია შე ჩემა ... აქედან რო გადავძვრე ლამარა ბებიას ხო არ შევუვარდები სახლში .. მოიცა ერთ წამს ... -უცებ გაიხედა მეზობლის აივანზე -რა ჯანდაბას აკეთებს .. რეზო რას შვება ეგ? -რა ვიცი ტო ვიღაცას უყურებს. მეზობლად ვინაა ლამარას უყურებს? -არა რა ლამარა ... ის ზედა სართულზეა- გავიხსენე უცებ მეზობელი რომელსაც ყველა კარგად იცნობდა ჩვენი აქ ცხოვრების დროს , ქალი ნომერი პირველი ჭორიკანა . მაცნე და მოამბე , აგენტი 007 და რა ვიცი რას არ ეძახდა ბექა. - აბა ვის უყურებს -გამოდი ერთი შეეშვი -გადარეული ეს - სკამზე დაეხეთქა რეზი და გადაიღო თავისი შექმნილი კერძი თეფშზე. რამდენიმე წუთში შემოვიდა ბექა და დაჯდა -ვის უყურებდი ... გოგოებს თუ უყურებ კიდე მაკოსთან რა გინდა ძმურად -არა რა გოგოებს ტო ვიღაც ბიჭი ეჩხუბებოდა გოგოს და უცებ ვიფიქრე სცემდა და ლამის გადავუხტი. მერე სიგარეტი მოვწიე და მოვედი - ხო მშვიდობაა -კი კაცო ისე ჩხუბობდნენ - ეს თქვა და რომ გაივსო ყბა სიტყვის თქმის თავი სადღა ჰქონდა. - შენ ოქროს ხელებს ვენაცვალე ... შენ რო არ გვყავდე რა გვეშველებოდა. არა რა ასეთი ბიჭი რო თავისუფალი იქნება -და შენნაირს ეყოლება მაკოსნაირი გოგო -ვაქებ და მაინც მკბენს რა ვქნა მეტი რაა- ცრემლი მოიწმინდა და წამოდგა - წავედით ახლა დაისვენებს ესეც და მეც უნდა ვნახო მაკო თორე გამიტეთრა თმა ნერვიულობით -რა ნერვიულობით -რა ვიცი მე სადღაც მივიდვარო ვიღაცამ დამპატიჟაო და თუ არ გავიგე სად მიდის ვისტან ერთად ხო გამიჩერდა გული . მაგის ამბავი რო ვიცი გამოთვრება და მომიწევს ვიღაცის გათიშვა ცემაში- უცებ მიაყარა და წავიდა. დაჩი და ალექსიც გაჰყვნენ . რეზი დავიტოვე -მოიცა რა ,მაინც ვერ დავიძნებ და იყავი ცოტა ხანს თუ არ გაქ საქმე -არა რა საქმე .. დავრჩები . ამათ ავალაგებ - ნელა დაიწყო ალაგება. მერე ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ იმუშავა . სავარძელში ჩაჯდა და ერთი ჭიქა ვისკი დალია- აუ მაგრა მტკივა თავი . წუხელ იქ დავლიე იოსთან და ნაბახუსევზე ვარ მგონი -იმათზე რა ისმის -დამირეკა ბიძაჩემმა ... იმენა ყულფში აქვთ თავი , სკამის აყირავება და დედა მოეტ... შენ ნახვა რო გინდა თორე ახლავე ჩარევდა სპეცრაზმს . ისედაც ელოდებოდნენ თურმე იმ კლუბის აღება უნდოდათ მოკლედ რა -ჯერ უნდა ვნახო არ გაბედოს აყვანა ციხეში ვერ ვაცემინებ ვერავის მე უნდა ვუთხრა ყველაფერი რაც სათქმელი მაქ -არა ტო ხო არ გაგიჟდი. ვუთხარი და არაა პრობლემა პროსტა ტრუპი არ მჭირდებაო და მეთქი არ ვკლავ ბიძია რას მებაზრებითქო და აღარაფერი უთქვამს -იმედია მალე გამოჩნდებიან, რაც მალე მოვაგვარებ მით უკეთესი -აუ გავალ მე მოვწევ და მოვალ - რეზი აივანზე გავიდა. მე კი დამირეკეს და ვსაუბრობდი. რამდენიმე წუთში გავხედე სკამზე იჯდა და რაღაცას უყურებდა, მერე სიგარეტი გადააგდო და შემოვიდა -შენ რაღა გჭირს -ვინ არის ის გოგო? -მე რა ვიცი რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ იცი? -ნანკა ხო არაა? -ვინ ნანკა -როგორ არ გახსოვს ოქროსფერთმიანი ბავშვი იყო ტო ... სულ მის ძმასთან ერთად მოძრაობდა .ტყუპები იყვნენ და ვერ იშორებდა ჩხუბობდნენ სულ . ის ბიჭი აღარ მახსოვს ნიკა ქვია მგონი . აქ ცხვრობდნენ -ზემოთ ცხოვრობდნენტყუპები -მერე იქნებ იყიდეს ეს სახლიც -რა დაინტერესებული ხარ შენ -ისე დამაინტერესა. საყვარელი ბავშვი იყო ,ისე ის გოგო ისეთ ვიდზეა ის ბავშვი არ იქნება -არც შენ ხარ ის ბავშვი -რატო მიყურებ ეგრე .. არ დაიწყო ახლა. ვთქვი უბრალოდ. უიმეე 24 ვარ და გამხადეს შინაბერა ...წავედი მე- ბუზღუნით იპოვა მობილური და წავიდა. სააბაზანოში შევედი , გადავივლე ,სპორტული შარვალი და მაისური ჩავიცვი და ანაბელთან გავედი. წამლები და სადილი შევუტანე. ისევ თავიდან დავიწყეთ,ისევ რცხვენოდა, ისევ თავს მარიდებდა . ამჯერად ვითმენდი ,ველი ყველაფრის მოგვარებას და შემდეგ დამშვიდებული დაველაპარაკები ... ^^^ სახლში საღამოს დავბრუნდი . ანაბელი გამოწერეს, მშკა ცოტა დამშვიდდა, მე კი მომენატრება პატარა ქალბატონი. რა ვქნა ბავშვები ისე მიყვარს მგონი ძიძობას ვიკისრებ სამსახურში წასვლას თუ ვეღარ შევძლებ. მეც მიკვირს ხოლმე როგორ შემიძლია ეს ყველაფერი ,მაგრამ ფაქტია გამომდის . ერთხელაც არ უტირია ბავშვს, ცოტა იჭუჭყუნა რომ მოშივდა და მორჩა. ვერ მოვითმინე და მისი ზეწარი ჩემს საწოლში გადმოვიტანე ,მიყვარს როცა ვუსმენ პატარა ბავშვის სუნტქვას, ისეთი მშვიდები , უმწიკლოები და კარგები არიან მგონია რომ მეც მშორდება ცოდვები მატ გვერდით . ნამდვილი უფრთო ანგელოზები არიან. ვუყურებდი პატარა ლინდას და მახსენდებოდა ლიზიკოს ბავშვობა. ერთხელ ვირუსი შეეყარა და მაღალი სიცხეები ჰქონდა. მთელი ღამე გავათენეთ მე და მამამ. მიშა ისე ნერვიულობდა მეგონა ცუდად გახდებოდა. ექიმსაც კი დაურეკა ,არადა რამდენიმე საათით ადრე ჰყავდა გამძახებული. დიარეა და ღებინებაც დაერთო სიცხეს და ექიმმა საავადმყოფოში რომ არ დატოვა ბავშვი სულ გაგიჟდა. ძლივს დაარწმუნეს რომ საშიშ არაფერი იყო , წამლების დალევის შემდეგ სულ რაღაც ორ დღეში გამოჯანმრთელდებოდა. მართლაც ასე მოხდა მაგრამ ის ორი დღე და მას შემდეგ ყოველი აწეული ტემპერატურა და მამას გადარევა ერთი იყო. მე რატომღაც არ ვღელავდი მსგავს სიტუაციებში, მაშინ არ მესმოდა მეც ხშირად ვიყავი ხოლმე ავად იმდენი სირბილი მიწევდა წინ და უან, ხან სახლში ვიყავი და ბავშვს ვუვლიდი ხან სკოლაში, სპორტსაც არ ვეშვებოდი კალათბურთუ მქონდა ამოჩემებული კიდე ვერ ვხვდები როგორ ვახერხებდი. სულ რაღაც მემართებოდა ,მაგრამ საწოლში ვერ მაჩერებდა მიშო ან ავიყვანდი ლიზიკოს და ჩემთან ვიწვენდი. მის გარეშე სუნტქვაც არ შემეძო , მისი ტიტინი თუ არ მესმოდა ცუდად ვხვდებოდი. მხოლოდ გაციების დროს არ ვიკარებდი ახლოს ,მეტიც ისე ჩაივლიდა ყველაფერი ლიზიკოს საფრთხე არ ემუქრებოდა. მგონი ვაჩერებდი ამ მავნე ვისრუსებს სახლის მეორე ნაწილში გადავდიოდი, მამა გიჯდებოდა როგორ მოგხედოო მაგრამ სანამ ის მომიტანდა წამლებს მანამ დალეული მქონდა. გაგიკვირდებათ ალბატ არცერტ ბავშვს უყვარს წამლები,მეც მეზიზღება მაგრამ ნემსის უფრო ემშინოდა და ტაბლეტის გადაყლაპვა მერჩივნა,თან მამას საქმეები ჰქონდა ჩემს გარდა ათასი წუწუნს და მუდარას ვერ დავაწყებინებდი ერთი მწარე აბის გადასაყლაპად. ყველაზე ცუდი მომენტი იყო როცა მამას ემართებოდა რამე, შიში მიპყრობდა და მეგონა ყველაზე ცუდი მოხდებოდა. საშინლად მეშინოდა მისი დაკარგვის ,მეგონა ისიც წავიდოდა დედას მსგავსად და ლამის გული მისკდებოდა როცა საჭესტან ჯდებოდა და სწრაფად მიდიოდა, ანდაც ვინმესთან კამათისას წავასწრებდი .ისედაც ფიცხი ხასიათი ჰქონდა და მეგონა თუ იჩხუბებდა ვინმე რამეს დაუშავებდა. იმ ღამით კოშმარსაც ვხედავდი ისევ იმ დერეფანს გავდიოდი , მაგრამ ამჯერად მარტო ვიყავი ,სულ მარტო მამას ვხედავდი ზეწარს აფარებდნენ . ლიზიკო ტიროდა ,ისევ მესმდოა მისი ხმა ამჯერად გვერდით მედგა ,ძლივს იკავებდა თავს ფეხზე მეხვეოდა და ტიროდა. ბევრჯერ გამიღვძია შეშნებულს, მამას ოთახის კარი შემიღია და თავდახრილი შევსულვარ, არასდროს მითქვამს მიზეზი ,ისიც არაფერს მეკითხებოდა უბრალოდ მაგრად მხვევდა ხელებს და მეც მშვიდად ვიძინებდი.... ლინდას მიშო ჰყავს, რომელიც არც მას და არც მის დედიკოს არ მისცემს ცუდად ყოფნის ნებას. დაიცავს და ბედნიერებას მიანიჭებს, მე მჯერა ამის და ვიცი როცა ლინდა გაიზრდება ლაღი და ბედნიერი გოგონა იქნება. უკვე მეორე ღამეა ვერ ვიძნებ, რაზე არ ვფიქრობ ,ყველა შესაძლო ვარიანტს ვარცევ ფიქრის გადასატანად მაგრამ ქეთა ყველას ამარცხებს. იმდენად მინდება ვნახო ხანდახან მგონია რომ წამოვდგები და გავიქცევი მის სანახავად . სინამდვილეში კი საკმაოდ დიდი ნებისყოფა მაქვს. ასე გადის დრო და გამთენიისას მეძინება. გაღვიძება თავისთავად ადრე მიწევს ,დღეს ლინდასაც დავემშვიდობე . მოკლედ ასე ,უკვე საღამოა სამსახურს ვტოვებ . მანქანაში ჩავჯექი ,სახლში ვაპირებდი მისვლას მაგრამ არღვლიანმა დამირეკა და მასთან წავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.