ოცნებებიც ხდება(დასასრული)
ვიღაც გამჭვირვალე თეთრეულში გამოწყობილი ნიკას დივანზე იყო წამოგორებული, მე რომ დამინახა გაფითრდა. ნიკას რომ შევხედე გაკვირვებული მიყურებდა.მერე გოგონას კარგად დააკვირდა და ძლივს ამოღერღა -ნასწია, აქ რა გინდა? -ოჰ ეხლა რა მინდა? ეს გოგო ვინაა? მორიგი შენი ნაშა?- მარაზმით უთხრა -გოგო შენ წესიერად ილაპარაკე გაიგე- დაიღრიალა ნიკამ -ეხლა აღარ გინდა ხომ ჩემთან ამერიკაში კარგად მეფერებოდი და სიყვარულს მეფიცებოდი. ორი წელი ვიყავით ერთად და ახლა ვიღაც წაკლაში გამცვალე? არაკაცი ხარ ნიკა არაკაცი- არანაკლებ უყვიროდა ნასწია. მე ამის გაგონებაზე ნიკას სილა გავარტყი და მისი სახლიდან გამოვიქეცი ის უკან დამედევნა და მიყვიროდა გაჩერდიო მაგრამ ვინ უსმენდა? ჩავჯექი მანქანაში და წავედი სარკეში რომ გავიხედე დავინახე მუხლებზე მდგარი ნიკა რომელიც ტიროდა მისი ძარღვები ისე იყვნენ დაჭიმულები რომ ცოტაც და გასკდებოდნენ მე ვბღაოდი და გზას არ ვუყურებდი უფრო სწორად ცრემლებისგან მქონდა თვალები დაბინდული როდესაც რაღაც უზარმაზარი ხმაური გავიგე და თვალებში დამიბნელდა. გონს რომ მოვედი ნუცა ჩემს გვერდით იწვა და ტიროდა რომ დამინახა გონს მოსული ჩამეხუტა და უფრო აქვითინდა თან მეალერსებოდა- ჩემო გოგო, შენ რომ დამეკარგე თავს არ ვიცოცხლებდი ჩემო ანი ჩემო გოჭო იმ ნაძირალა ნიკას ახლოს აღარ მოვუშვებ ვაიმე კიდევ კარგი გონს მოხვედი ჩემო გოგო- სახე სულ დამიკოცნა და თან ტიროდა. -ნუციკოო ნუ ღელავ თავს კარგად ვგრძნობ ნუ ღელავ- აქეთ ვამშვიდებდი ჩემს ბავშვობის მეგობარს როდესაც ნიკას ხმა გავიგე - აუცილებლად უნდა შევიდე შემიშვით ახლავე- მესმოდა ნიკას ყვირილი შემდეგ კი კარი შემოაბრდღვნა და ასეთ მდგობარეობაში რომ დამინახა შეჩერდა გაოცეული მიყურებდა შემდეგ თავი ხელებში ჩარგო და ნერვიულად მოისვა მთელს სახეზე. ნუცა უცბად წამოხტა ნიკას კარის კენ უჯიკა და დაუყვირა - ახლავე გაეთრიე აქედან თუ არ გინდა კისერი მოგიგრიხო- გამწარებული ყვიროდა ნუცა - ნუც არ მინდოდა გთხოვ დაველაპარაკები - არა, არავითარ შმთხვევაში შენ ჩემს გოგოს გული ატკინე და ამას არ დავუშვებ -კაი რა გთხოვ - არა მეთქი- მტკიცედ უთხრა ნუცამ ნიკას - არა ხო? -არა -კარგი- ეს თქვა ნიკამ და მუხლებზე დაეცა ნუცას ფეხებზე შემოეხვია და ხვეწნა დაუწყო - ჩემო ნუცა გთხოვ ანის დაველაპარაკები ხომ იცი როგორ მიყვარს? გთხოოოვ თუ ანი გიყვარს შენი მუხლების ჭირიმე გთხოოოოვ. ამაზე გამეცინა და გულიც მომილბა რომ თქვა ნიკამ მიყვარსო - ნუცა დაველაპარაკები ნიკას თუ რამე მოხდება აუცილებლად დაგიძახებ -კაი ჩემო გოგო- მოვიდა შუბლზე მაკოცა და პალატიდან გავიდა ნიკას კი ისეთი დაუბღვირა მე შემეშინდა. ნიკა ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა გვერდზე მომიჯდა ჩემი ხელი თავისასში მოითავსა და მაკოცა დიდი დუმილის შემდეგ თავი ჩაღუნა და ძლივს ამოღერღა, -ბოდიში- მერე მორიდებით ამომხედა და გამეკრიჭა - იცი ნიკა როგორ მძულხარ არ იცი ყველაფერზე მეტად მძულხარ ვერ გიტან- ეს ვთქვი და ზიზღით სავსე თვალებბით შევხედე ნიკას როგორ ქონდა ცრემლებით დაფარული თვალები ბოლოს ერთი ცრემლი გადმოგორდა კიდევაც -რა...ტომ..?-ძლივს თქვა ვგრძნობდი როგორ დაემსხვრა გული - იმიტომ რომ მე ანი ბაქრაძეს რომელმაც სიყვარული 16 წლის ასაკში იპოვა რომელიც მანამდე არავის ხვდებოდა არავინ უყვარდა და მხოლოდ ოცნებობდა... ცოტა ხნით შევყონდი და ავქვითნდი შემდეგ ძალა მოვიკრიბე და გავაგრძელე - ზუსტად ამ ანის შეააყვარე თავი ზუსტად ამ ანის დაუმსხრიე გული ხუთი წლის წინ და ახლაც ამას აკეთებ არ გცხვენია? სინდისი არ გაქვს? რა დაგიშავე ასეთი რომ ესე მექცევი? ეს იყო და საბოოლოოდ დავიწყე ტირილი. შემდეგ მშვიდად ვუთხარი ხმის კანკალით - გ ა დ ი -ისიც უსიტყვოდ ადგა და გავიდა ბოლო რაც დავინახე მისი ნამიანი თვალები იყო ნუცა შემოვიდა და რაღაცეებს მეკითხებოდა მეფერებოდა მკოცნიდა მე კიდევ რაფერი მესმოდა ყურები დაგუბებული თვალები დაბინდებული და სუნთქვა შეკვრული ვიყავი ერთი კვირა საავადმყოფოში ნიკა არ ჩანდა. სახლში რომ მივედით საწოლზე წამოვწექი და დავიძინე რომ გავიღვიძე ნიკა ჩემს გვერდით იწვა და სხეულზე ვყავდი აკრული - ნიკაა- მშვიდად ვუთხარი მაგრამ რომ არ გაიღვიძა დავიყვირე - ნიკააააააა- ნიკა უცბად წამოხტა და ყურზე მოიკიდა ხელი რა გაყვირებს ანი? გული გამიხეთქე - კიდე აქეთ გაქვს პრეტენზიები შე უნამუსო - გაბრაზებული ხმით დავიწივლე წამიერი დუმილის შემდეგ ნიკა გავიდა ოთახიდან და ცოტა ხანში დაბრუნდა ხელში ულამაზესი ყუთი ეჭირა მე საწოლზე წამოვჯექი ნიკა წინ დამიჯდა და ყუთი ჩვენს შორის ჩადო - გახსენი - მითხრა და თავისი ღრმა თვალებით შემომხედა ყუთი რომ გავხსენი ულამაზესი შავი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელები იდო -წამოდი პაემანზე წავიდეთ -მე.. არ ვიცი .. ნიკა ჯერ კიდევ ვერ გპატიობ - იცი ანი ცხოვრებაში ერთადერთი შეცდომა დავუშვი ამერიკაში რომ წავედი იმიტომ წავედი რომ დავნებდი. შემეშინდა შენსდამი სიყვარულის, მეშნოდა რომ სხვისი გახდებოდი და გულს მომიკლავდი ამიტომ წავედი ამერიკაში მაგრამ ეს ერთადერთი შეცდომა იყო რასაც სხვები მოყვა ის გოგოც შენზე გაბრაზებულმა გავიჩინე და იცოდე რომ ის ნასწია არაფერს წარმოადგენს შენ დაკარგვას კი ვერ გადავიტან. მე გული ამიჩუყდა და ტირილი დავიწყე ნიკას ზედ მივახტი და მთლი ძალით ჩავეხუტე ისე რომ რამის გავჭყლიტე - მიყვარხარ ანი მტელი ჩემი გულით და სულით მაპატიებ? -კი გაპატიებ მეც ძალიან მიყვარხარ- ესე დიდხანს ვიყავით ერთმანეთზე აკრობილები როცა ნუცა შემოვარდა -ხალხო დროზე კლუბში დღეს თუ მივალთ მადლობას გეტყვით- მე უცბად ჩავიცვი და მისაღებში გავედი ნიკას რომ შევხედე ისეთი მიყურებდა მეგონა ცოტაც და აქვე მომახტებოდა ბარში მივედით საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო ძალიან ბევრი ვიცეკვე და დავლიე კიდეც. ბევრი ვიმხიარულეთ როდესაც ჩემი საყვარელი სიმღერა ჩირთო say that you love me ნიკამ საცეკვაოდ გამიწვია და სხეულზე ამიკრო ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული და გამეცინა -რა გაცინებ? -შენი გული როგორც ფეთქავს ის- და ჩავიღიმე -ხო ეს გული შენთვის ცემს და თუ გინდდა ეხლა მოვიკლავ თავს- გაეღიმა და მაკოცა ღმერთო ეს რა იყო გული ხელით მეჭირა მისი ტოჩები ჩემსას ისე ნაზად ეხებოდა რომ ცოტაც და მომძვრებოდა. ამ დღემ კარგად ჩაიარა. მე და ნიკა ერთად წელიწად ნახევარი ვიყავით, ოჯახებსაც ვიცნობდით ჩემი ძმა და ნიკა ძმაკაცობდნენ მე და ნიკა კი ერთმანეთზე ვგიჟდებოდით ბევრჯერ ამოიპარა ჩემს აივანზე და ერთად გავიპარეთ სასეირნოთ. ერთ ღამეს მესმის აივნის კარზე კაკუნი მივხვდი რომ ნიკა იყო მაშინვე ვეძგერე კარს და გავაღრე. მე და ნიკა გავიპარეთ მერე გავიგე როგორ გადამაფარა თავზე რაღაცა და ზურგზე როგორ გადამიკიდა დიდხანს მივდიოდით მერე ძირს დამსვა და გამანთავისუფლა, ჩემს თვალ წინ მთელი თბილისი იყო. მთაწმინდაზე ვიყავით ჩემს წინ მაგიდა იდგა ორ კაცზზე გაშლილი ნიკამ სკამი გომომიწია და შამპანიური დამისხა ბევრი ვისაუბრეთ შემდეგ კი მარჯანიშვილის მეტროსთან ვსეირნობდინ და ქუჩის მუსიკოსებს ვუსმენდით როდესაც ნიკა მათ მივარდა და მიკროფონი გამოართვა - უკაცრავად მაგრამ რაღაც უნდა ვთქვა- ცოტახანს შეყოვნდა ნერწყვი გადაყლაპა და დაიწყო -ანი ბაქრაძ ძალიან მიყვარს ის არის ჩემიცხოვრების აზრი მე მისთვის ვსუნთქავ მისთვის მინდა ყველაფერი ანი ძალიან მიყვარხარ რომ შემეძლოს ყველა ყვავილს შენთვის მოვწყვეტდი ხომ იცი? ახლა კი მინდა უმნიშვნელოვენესი განცხადება გავაკეთო ანი ბაქრაძე ცოლად მომყავს - იღრიალა მთელი ხმით რაც კი შეეძლო ყველა ვიდეოს უღებდა შემდეგ ტაში დაუკრეს მე გავოცდი თან გამიხარდა. ნიკას მიკროფონი გამოვგლიჯე - უკაცრავად მაგრამ მე არ მეკითხები? -არა- მტკიცედ თქვა ნიკამ -არა? ხოდა ვნახავ ვინ გამოგყვება ცოლად გავბრაზდი და წამოვედი ხალხის ბრბოს რომ დავაღწიე თავი უცებ ჰაერში არმოვჩნდი - ნიკა დამსვი ახლავე -არა, შეხედეიმ ქალს - მეც შევხედე ვიღაც ქალი იდგა წინ რაღც საბითები ედო ნიკამ მისკენ წამიყვანა და დამსვა ის ჩვენ ხელს მოგვაწერინებს ვიღაც გოგომ თავზე თეთრი კაშნე გადამახურა და იები დამაჭერინა - ნიკა რას შვები? - ჩემო ანი დღს შენ ჩემი ცოლი გახდები- კი გავბრაზდი მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ხელი მოვაწერეთ და ერთმანეთს ვაკოცეთ შემდეგ ნიკამ ხელში ამიტაცა და ტაქსში ჩამსვა ყველა ტაშს უკრავდა -ნიკა სად მივდივართ? -ბათუმში ჩემო ცოლო - რა? მე რაფერი წამომიღია -არაუშავს იქ ვიყიდით ყველაფერს- გამიღიმა და შუბლზე მაკოცა ბათუმში ორი კვირა დავრჩით. შემდეგ თბილისში დავბრუნდით და ასე ვცხოვრობდით ერთად შემდეგ ჩვენს ოჯახს ახალი წევრი შემოემატა პატარა ელენიკო ყველა ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს ყველაფერი კი სანდროს და ნუცას ქორწილმა დააგვირგვინა. ესე შემიყვარდა პირველად და უკანასკნელად ჩემი ნიკუშა. P.S.ვიცი მალე დავამთავრე მაგრამ არ მინდოდა ძაან გამეწელა ინდური სერიალივით იმედია მოგეწონებათ შემდეგი ისტორია უფრო საინტერესო იქნება გპირდებით<3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.