ყველა დედას უყვარს შვილი (სრულად)
-ბაბი! ბარბარეე! ღმერთო გთხოვ მითხარი რომ ეს ხმა მესიზმრება. ვინმემ ვითხარით რომ კოშმარში ვარ. -ბაბი, შვილოო. -ელენე აქ რა გინდა? -მეც მომენატრე ბარბარე. გადავწყვიტე სამშობლოში დავბრუნებულიყავი ჰმმმ. ალბათ გაინტერესებთ ელენე დედაჩემია. ნუ მე უბრალოდ ვიტყოდი ის ქალია რომელიც გამაჩინა თორე მეტი ჩემთვის არაფერი გაუკეთებია.თავის 5თე ქმართან ერთად თურქეთში ცხოვრობდა. მამა არ მყავს, დედაჩემი მამაჩემს რომ გაშორდა 5 წლის ვიყავი. დედამ უღალატა. -მარტო ჩამოხვედი თუ შენ ბოიფრენდთან ერთად? -ბაბი წესიერად ქემალი ჩემი ქმარი იყო, სამწუხაროდ დავშორდით -უი რას მეუბნები? შენ და ის ალაჰი დაშორდით? -ხოო, ახლა ერთი ბიჭი გავიცანი სკაიპში აქ ცხოვრობს მაგარია რაა, დედაჩემი რომელსაც 5 წელია არ ვუნახივარ ჩემს სანახავად კი არა ვიღაც ბიჭის სანახავად ჩამოვიდა -ჰმმ კარგი დედა თუ მეტი არაფრის თქმა არ გინდა შეგიძლია წახვიდე -ბაბი რაღაც მინდა გთხოვო. დღეს ჩვენთან ლუკა მოვა. მინდა წესიერად მოიქცე -ლუკა ვინაა? -ის ბიჭი გავიცანითქო რომ გითხარი -და მაგ შენმა ბიჭმა იცის 20 წლის გოგო რომ გყავს? -არა არ იცის. ამიტომ მინდა წესიერად ავუხსნათ -დედა იცი საერთოდ არ მაინტერესებს ეს შენი ურთიერთობები. ახლა კი თუ შეიძლება დამაძინე ვიცი შეიძლება უხეშად ველაპარაკები, ვიცი რომ ის დედაჩემია მაგრამ არ შემიძლია. რასაც ის აკეთებს შეუძლებელია რომელი შვილმა გაიგოს. 5 ქმარი ყავდა, ისე რამდენი კაცი ვინ იცის. ხომ შეიძლება ერთი კაცი აირჩიოს და მასთან ბედნიერად იცხოვროს? საღამომდე დრო მალე გავიდა. არ მინდოდა დედას სწყენოდა ამიტომ შავი უბრალო კაბა ჩავიცვი და მისაღებში გავედი. -გამარჯობათ -უი ბაბი, ლუკა გაიცანი ეს ჩემი შვილია ბარბარე ლუკა დაახლოებით 30წლამდე უსიმპატიურესი ბიჭი აღმოჩნდა. ძალიან ძალიან გავდა „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ კრისტიან გრეის. 20 წლის ვარ და ბიჭი ასე ძალიან არ მომწონებია თუმცა ის შეიძლება ჩემი მამინაცვალი გახდეს -გამარჯობა ბარბარე, მე ლუკა ვარ. შენც დედასავით ულამაზესი ხარ -მადლობა იმდენად მშრალად ვუპასუხე რომ დედაჩემა თვალები დამიბრიალა. უეცრად კარზე ზარი გაისმა -მე გავაღებ დედაჩემი კარის გასაღებად ქუსლების კაკუნით წავიდა -ესეიგი ბარბარე არა? -დიახ -ძალიან ძალიან ლამაზი ხარ იცი? რამდენი წლის ხარ? -მადლობა. მალე 21ის გავხდები თქვენ? -ღმერთო ოღონდ თქვენობით არა, 27 წლის ვარ -იცი ჯემი დორნანს გავხარ სასწაულად -ჯემი დორნანი? ვერ ვიხსენებ -გრეის ორმოცდაათი ელფერი -აჰჰ ხო კრისტიან გრეი. ისე დიდი სიამოვნებით ვუყურებდი მაგ ფილმს შენთან ერთად თავიდან მეგონა ჩემთან დაახლოება უნდოდა მაგრამ შემდეგ ფილმის შინაარსი რომ გამახსენდა შოკირებულმა გავხედე. ღმერთო ახლა ჩემმა პოტენციურმა მამინაცვალმა ეროტიული ფილმის ყურება შემომთავაზა, აშკარად არ არის ნორმალური ტიპი -ჩვენი მეზობელი იყო, მანქანის გადაყენება მთხოვა, აბა ლუკა კარგად გაიცანი ბაბი? -კი ელე არაჩვეულებრივი გოგო გყავს ისეთი თვალებით გახედა, ალბათ ცოტა ხანში გული ამერეოდა. ამის ყურება შეუძლებელი იყო ჩემთვის -ბოდიში მე ჩემს ოთახში გავალ, უნდა ვიმეცადინი -ამმ ბაბი სად სწავლობ? ჰმმ მამიკო ჩემი განათლებით დაინტერესდა. სამწუხაროა რომ სკოლაში არ დავდივარ თორემ კრებაზე წავიყვანდი -თსუ-ში ვსწავლობ -ვაუუ მაგარია. კერძოდ? -სამედიცინოზე, ნეიროქირურგობას ვაპირებ -მომწონს ნიჭიერი გოგოები სწერვულად გავუღიმე და ჩემს ოთახში გავედი. არა იდიოტი და კრეტინია. მახინჯი, არა მახინჯი არ არის ძალიან სიმპათიურია. ნეტავ გამაგებინა დედაჩემი რამ მოაწონა. ნეტავ გავიგო რა უნდა 27 წლის ბიჭს 40 წლის ქალთან? წიგნის კითხვა დავიწყე. სულაც არ მცხელოდა ამ ბიჭისთვის. მალე პრაქტიკები დამეწყებოდა, ბევრი უნდა მესწავლა. ახალი პროგრამის თანახმად საუკეთესო სტუდენტს სამუშაოდ დატოვებდნენ. -ბარბარე ლუკას ხმაზე შევხტი. რა ჯანდაბა უნდა ამ ჯოჯოხეთის მაშხალას ჩემს ოთახში? -აქ რა გინდა? -საპირფარეშოში მივდიოდი და შემთხვევით გზა ამერია. ჩემს საწოლზე წამოწვა. ნეტავ ახლა დედა შემოვიდეს და ეს პრინცი დაინახოს. -თუ შეიძლება ფეხები ჩამოწიე ჩემი საწოლიდან -კარგი რაა, ისე ნუ მექცევი როგორც მამა. ვიცი რომ მოგეწონე -ხოო? როგორ მიხვდი? -ძნელია ჩემს გარეგნობას გვერდი აუარო. ხომ ხედავ მოხუც ქალებსაც ვხიბლავ -ნარცისი ხარ იცი? ვერ ვხვდები რა გინდა ახალგაზრდა ბიჭს ქალთან რომელსაც 2-3 წელიწადში მენოპაუზა დაეწყება? ცოტა ხანს ჩაფიქრდა. ვერ მივხვდი დედასგან რა უნდოდა? დედა არც მილიონერია და არც გავლენიანი უბრალო ქალია თავისი განსხვავებული ცხოვრებით -რატომ გადარდებს ეს შენ? მგონი მართლა მოგეწონე -რატომ მადარდებს? რაც არ უნდა იყოს დედაჩემია. არ დავუშვებ გამოიყენო და შემდეგ მიაგდო -ამას არც ვაპირებ. ქალმა უბრალოდ შეხვედრა შემომთავაზა უარს ხომ არ ვეტყოდი -იცი დედაჩემი კაცს სულ 5ჯერ შეხვდა და ხუთივე მისი ქმარი გახდა. რითი ხარ შენ დაზღვეული რომ ცოლად არ მოიყვან? -იმით რომ მე არ ვაპირებ მის ცოლად მოყვანას და თუ ძალიან გაინტერესებს მასთან სექსაც არ ვაპირებ. ამიტომ ამ შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ კარგი? -მას გონია რომ მოგწონს. გთხოვ გულს ნუ ატკენ ლუკა ფეხზე წამოდგა. მაგიდაზე ჩამოჯდა. ჩემთან იმდენად ახლოს იყო რომ თავისუფლად შეეძლო ეკოცნა. ეეეეე რეებზე ვფიქრობ, მე შეყვარებული მყავს ანდრია ძალიან მიყვარს და სულაც არ მაინტერესებს ეს ნარცისი. -მასთან არაფერს ვაპირებ, რასაც მის ქალიშვილზე ვერ ვიტყვი. ისე ქალიშვილი ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის 20 წლის გოგოსთვის? -არა, არ არის ხმამაღალი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შენნაირი სექსუალური ცხოვრება არ მაქვს. გაეცინა. ისეთი საყვარელი იყო რომ იცინოდა, წამით მართლა მომინდა მისი კოცნა. მეგონა ჩემი აზრები წაიკითხა. დაიხარა და ძალიან ვნებიანად და ნაზად მაკოცა. მთელს სხეულში სითბომ დამიარა. ახლა მივხვდი რას ნიშნავს მუცელში პეპლები აფრინდნენო. ბიჭისთვის აქამდეც მიკოცნია მაგრამ ასეთი რამ არადროს განმიცდია -არა ლუკა, ეს არასწორია. დედამ რომ გაიგოს ეწყინება -კარგი, მაგრამ აღიარე რომ მოგეწონა -ჰმმ ვაღიარებ, ახლა წადი თორემ დედა მოგძებნის სიმართლე გითხრათ თავი ბინძური საყვარელუ მეგონა. მე ხომ შეყვარებული მყავს. ეს რომ ანდრიამ გაიგოს არც მე მაცოცხლებს და არც ლუკას. დაჟე დედაჩემსაც უკან მოგვაყოლებს. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა. -ბაბი როგორ ხარ პატარა? ახლა ყველაზე ნაკლებად ანდრიას ხმის გაგონება მინდოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა -კარგად ანდრი შენ? -მეც, აუუ მომენატრე შენს სახლთან ვარ და გამო რაა ფუუ ჩემი მე ხო ბედი არ მაქვს. 10 წუთის უკან ჩემს ოთახში ბიჭს ვკოცნიდი ახლა კი შეყვარებულს უნდა შევხვდე. არა თავს როგორც ისე ვგრძნობ. კაბაზე ჟაკეტი შემოვიცვი. ზაფხული იყო მაგრამ მაინც გრილოდა -დედს მე მივდივარ, ანდრიას უნდა შევხვდე ლუკას თვალები დაუწვრილდა. -ანდრია ვინაა? -ამმ შენ არ იცნობ ჩემი კურსელია. -შენი შეყვარებულია? ახლა ეს კითხვა უკვე ლუკას ეკუთვნობა რომელსაც გაბრაზებისგან სახე მოღრეცვოდა -კი სახლიდან გიჟივით გამოვარდი. რატომ ვნერვიულობ? ლუკამ რაც უნდა ის იფიქროს, ერთი კოცნა არაფერს ნიშნავს, არაფერს!! ანდრია მანქანაზე მიყრდნობილი მელოდებოდა. მივუახლოვდი და ვაკოცე. ისეთი შეგრძნება მქონდს თითქოს ხეს ვკოცნიდი. საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი. ლუკაც კოცნასთან შედარებით ეს საცოდაობა იყო. მალევე მოვშორდი -ბაბი კარგად ხარ? -კი, უბრალოდ გადავიღალე. დღეს დედაჩემი ჩამოვიდა და თავისი ახალი შეყვარებული გამაცნო რომელსაც ჩემს საძინებელში ვაკოცე. გულში დავამატე. ამას ხმამაღლა ვერადროს ვეტყოდი. ანდრია ძალიან კარგი ბიჭია. უბრალოდ მორცხვია. პირველი კურსიდან ცდილობდს ჩემთვის სიყვარულის ახსნას ბოლოს მესამე კურსზე ძლივს მითხრა. ხანდახან ვფიქრობ რომ ისე არ მიყვარს როგორც მას ვუყვარვარ. -აბა პატარავ სად წავიდეთ? -აუუ არსად, მეზარება. წამო ჩემთან შევიდეთ თან დედაჩემს გაგაცნობ რომ ვთქვი მერე გამახსენდა სახლში ხომ ლუკაა. ჯანდაბა ამას. რა გრძელი ენა მაქ -კარგი, როგორც შენ გინდა სახლში შევედი. ლუკა ტელევიზორს უყურებდა, დედა კი თითქოს აქ არც იყო გაფანტული უყურებდა კედელს -დედა, გაიცანი ეს ანდრიაა ჩემი შეყვარებული შემიძლია დავიფიცო რომ ახლა ლუკას უნდოდა ანდრია ეცემა. ისეთი სახით შეხედა ჯერ მას შემდეგ კი მე რომ მივხვდი. -ძალიან სასიამოვნოა -ჰმ ლუკა -სასიამოვნოა ანდრია მდივანზე ჩამოვჯექით და უაზრი საუბარი დავიწყეთ. ცოტა ხანში ლუკამ მანიშნა სამზარეულოში გავსულიყავი. წყურვილი მოვიიზეზე და გავედი. მალე ლუკაც გამომყვა -ეს რა ჯანდა იყო? არ უნდა გეთქვა შეყვარებული თუ გყავდა? -ვერ გავიგი, შენ რა პრობლემა გექმნება? -პრობლემა? გოგო რომელიც ძალიან მომეწონა თურმე შეყვარებულია ვაიმეე მოვწონვარ. არ არსებობს. შეიძლება ეს ოდესმე მენანა მაგრამ ახლა ძალიან მინდოდა. ჩემსკენ მოვწაჩე და მის ტუჩებს დავეწაფე. ისევ იგივე გრძნობა განვიცადე. ალბათ შემეძლო ასე მთელი ცხოვრება ვყოფილიყავი. უეცრად ჩახველების ხმა მომესმა -უკაცრავად ხელი რომ შეგიშალეთ კართან ანდრია და დედაჩემი იდგნენ. ორივეს სახეზე ეწერა რასაც გრძნობდნენ. მე მათ სახეზე ზიზღი ამოვიკითხე. „5 წლის შემდეგ“ უკვე ხუთი წელი გავიდა. ასაკი მემატება. ერთ- ერთი საუკეთესო ქირურგი ვარ თან ვსწავლობ. ანდრია ქვეყნიდან წავიდა. დედა კი რაც არ უნდა სასაცილო იყოს ლუკასთამ ერთად წავიდან ბათუმში საცხოვრებლად. ჩვენს ძველ სახლში. ყველაფერი ისე გამოვიდა თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს. -ბარბარე ექიმო ახალი შემთხვევაა, ორი ადამიანი შემოიყვანეს ავარიის შედეგად ქალბატონს თავის ქალის დაზიანება აქვს, მამაკაცს კი მოტეხილობები აქვს პაციენტების სანახავად წავედი. სახეზე ჭრილობების მიუხედავად მაინც ვიცანი დედას მწვანე თვალები. იმ წამს მინდოდა უბრალოდ მოვმკვდარიყავი. ერთი შეხედვითაც ჩანდა რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. მამაკაცი ლუკა აღმოჩნდა. ის შედარებით უკეთ გამოიყურებოდა -სასწრაფოდ მამაკაცი ტრავმატოლოგიის განყოფილებაში გადაიყვანეთ, ქალს კი ტომოგრაფია გადაუღეთ ისეთი განერვიულებული ვიყავი ხმა მიკანკალებდა. დედას ტომოგრაფიის პასუხით თავის ტვინის ანევრიზმა აღმოაჩნდა. მაგრამ ეს ავარიის ბრალი არ იყო. მას უკვე დიდი ხანია აქვს. მის პალატაში შევედი. როგორ უნდა მეთქვა საკუთარი დედისთვის რომ ოპერირება შეუძლებელი იყო? რომ სულ რამოდენიმე საათში გარდაიცვლებოდა? -დედაა -ბაბი, აქ ხარ შვილო? -ხო დედა აქ ვარ -მაპატიე პატარავ, ვერ გხედავ ჯანდაბა როგორც ჩანს ავარიის შედეგად მხედველობა დაკარგა. უსამართლობა იყო, სულ რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი და ისიც სიბნელეში უნდა გაატაროს. -ბარბარე, სიმართლე მითხარი ვკვდები ხომ? ცრემლები წამომივიდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ის ხომ ჩემი დედიკო იყო? დედიკო რომელიც პატარაობაში ნაწნავებს მიკეთებდა? დედიკო რომელმაც პირველად წამიყვანა ბაღში, სკოლაში? დედიკო რომელიც 9 თვე მუცლით მატარებდა. შეუძლებელი იყო მეყურებინა როგორ კვდებოდა -ბარბარე, გთხოვ მომისმინე. ვიცი რომ საშინელი დედა ვიყავი -დედა გთხოვ უკვე ცრემლები მახჩობდა. არა ვერ დავუშვებ რომ დატოვოს -ნუ მაწყვეტინებ შვილო, ვიცი რომ საშინლად ვიქცეოდი და მარტო გტოვებდი. ამ ანევრიზმას 20 წელია ვატარებ, ოცი წელია ყველა ექიმუ მეუბნება რომ ძალიან მალე მოვკვდები. ამიტომ მინდოდა შენგან შორს ვყოფილიყავი, მინდოდა ცუდ დედად დაგმახსოვრებოდი რომ ჩემს სიკვდილს შენთვის გული არ ეტკინა. მაპატიე კარგი? ვიცი ლუკას მიმართებაში საშინლად მოვიქეცი. უბრალოდ ვიცოდი რომ მალე მოვკვდებოდი ამიტომ მინდიდა ვინმე მყოლოდა გვერდში. გეფიცები არაფერი გვქონია, საერთოდ. როგორც ჩემი შვილი ისე იყო ჩემთან მან იცოდა რაც მჭირდა. მას... მას შენ.... შენ უყვარხარ. მინდა, მინდა რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ერთად იყოთ. გესმის? არც ერთი წუთით არ მოშოედეთ ერთმანეთს.მინდა რომ შენმა შვილმაც ყოველ დილით მოგართვას მინდვრის ყვავილები. გახსოვს? სახლში ყველაზე ადრე შენ იღვიძებდი, დედას ყვავილები უნდა დავახვედროო. შვილო ბარბარე დაიმახსოვრე როგორი ცუდი დედაც არ უნდა იყო შენი შვილი მაინც ყველაზე მეტად გეყვარება. უეცრად აპარატი აწრიპინდა. ეკრანზე ნელ-ნელა ხაზები სწორდებოდა -არა დედა გთხოვ, მეც მიყვარხარ დედაა არ დამტოვო. მალე აპარატზე ხაზები გამოჩნდა. მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა. სულ მარტო დავრჩი. ვიყურებდი ქალს რომელსაც მთელუ ცხოვრება ვადანაშაულებდი, თურმე მას ჩემთვის ტკივილის მოყენება არს სურდა. მე მას ვადანაშაულებდი ის კი ყოველ დღე სიკვდილს ებრძობა. დედას პალატიდან გამოვედი და ლუკასთან წავედი. მის თვალებში ამოვიკითხე როსი თქმაც სურდა. თავი დავუქნიე და ტირილი დავიწყე -მოდი პატარა ჩემთან გვერდზე მივუწექი და თავი დაბინტულ მკერდზე დავადე. ლუკა აქამდე ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ის იმაზე მეტად შემიყვარდა ვიდრე ოდესმე მყვარებია. მისი მადლიერი ვიყავი, მან ხომ დედას სიცოცხლის ბოლოს წლები გაუხალისა? ცხოვრება ასეთია: „რასაც კარგავ ორი იმდენს პოულობ, მთავარია ნაპოვნს გაუფრთხილდე“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.