შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (3)


25-07-2016, 02:54
ავტორი annabelle
ნანახია 2 940

,,გამარჯობა!
იმედია მოგეწონება.დედაშენმა მომცა უფლება შემოვსულიყავი და ეს მზაკვრული გეგმა განმეხორციელებინა :D საყვარელია.მგონი მალე უნდა შევხვდეთ.
გემრიელად მიირთვი“
-დედაჩემმა შემოუშვა? ,,საყვარელია“?-მგონი სხვადასხვა ქალზე უნდა ვსაუბრობდეთ.წერილი ჩანთაში ჩავიდე და ბოსტნეულის სალათი გავსინჯე.
-მმმ...-როგორ მომშიებია.საოცრება იყო.
საათს, რომ დავხედე 20 წუთი მრჩებოდა.ყველაფერი ავალაგე,ჩანთ ავიღე,კარი ჩავკეტე და მეტროსკენ წავედი.
888
-მოვასწარი!-წამოვიძახე და მიმღებში მჯდომ მდივანს მივესალმე.როგორც კი ჩემს ,,კაბინეტს“ მივუახლოვდი,გუნება წამიხდა.ნეტავ მალე დაბრუნდეს ნათია.საშინელებაა აქ მარტო ყოფნა. საბედნიეროდ მაგიდები ცარიელი დამხვდა.იქნებ დღეს ედმა გამიღიმოს. მოსასვენებელ ოთახში გავედი,ხალათი შემოვიცვი და სავარძელში ჩავესვენე.წიგნის კითხვაში ვერც გავიგე ისე სწრაფად გავიდა დრო.1 საათი კიდევ მქონდა სამუშაოს დასრულებამდე.
-არის აქ ვინმე?-კაცის ხმის გაგონებაზე შევხტი.თვალები გადავატრიალე.
-ჯანდაბა! მშვენიერია.ზუსტად ამის დრო იყო-სანიტრების დანახვის მოლოდინში,რომლებიც ცხედარს მოაგორებდნენ მოშხამული სახით გავედი საცხედრეში.
-გამარჯობაა?!-ღიმილი ვერ დავფარე მწვანე თმის დანახვისას.მგონი ძალიან ცუდიც არ უნდა იყოს ჩემი სამსახური.ის რომ არა ასე ვერ ,,დავუახლოვდებოდი“.
-როდის თავისუფლდები?-საყვარლად წარმოთქვა.
-ამ.. მგონი უკვე შემიძლია წავიდე-მხრები ავიჩეჩე და ხალათი გავიხადე.
-თეთრ ხალათში ისეთი საშიში ჩანხარ-ჩაიხითხითა-ბოროტი დეიდა ბავშვობიდან!
-კარგი ნუ აფრქვევ ამდენ სიტკბოს პირიდან.ვწითლდები-ენა გამოვუყავი.მან კი ჩაიხითხითა-საუზმე უგემრიელესი იყო მართლა.მადლობა
-არაფრის მაგრამ უნდა გითხრა,რომ ყველაფერი რესტორნიდან მოვიტანე-გაეცინა.
-მომენტი გააფუჭე-თვალები გადავატრიალე და მეც გამეცინა-კარგი თუ მასეა,მეც გეტყვი,რომ ყვავილებს ვერვიტან და ის გვირილები საჭირო არიყო-ბოროტულად ჩავიცინე.
-ჰოო მეც ზიზღით ვყიდულობდი-გამიცინა და მსუბუქად მიბიძგა გარეთ,რომ გავსულიყავი.
-დღეს რისი გაკეთება გინდა?-მკითხა,როცა ფეხით გავუყევით საავადმყოფოს გზას.
-მეგონა დაგეგმილი გექნებოდა.
-ჰოო,კი. მაქვს... დიახაც.მაგრამ არვიცი რამდენად მოგეწონება ეგ აზრი-კეფა მოიფხანა და ეჭვით შემომხედა.
-გისმენ-გავუღიმე.
-ჩემი მეგობრები კლუბში მელოდებიან.კარგი წვეულებაა.ვიფიქრე იქ წავიდოდით.-მხიარული ტონით მაცნობა.არ ვფიქრობ,რომ კარგი აზრია.მაგრამ არ შემეძლო მისთვის უარის თქმა.
-არვიცი,კარგი რატომაც არა-თვი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
888
-ერთი ორმაგი ტეკილა-შეუკვეთა მწვანე კულულიანმა,როცა კლუბში მისულები პირდაპირ დახლთნ მივედით.-შენ რას დალევ?
-მე არ ვსვამ.-მკლავი ამოვატრიალე და ნანემსარი ადგილები დავანახე-დაგავიწყდა?-გავიცინე.
-მერე რა,ერთი ჭიქა არაფერსაც არ გიზამს.მხოლოდ ერთი.თუ ისევ შოკში ჩვარდები,გამოცდილება მაქვს-ჩაიხითხითა.
-კარგი მხოლოდ ერთი-თვალებ დაწვრილებულმა შევხედე და არაყი შევუკვეთე.ეს უკანასკნელი ერთადერთი იყო,რომელიც დანალევი მქონდა.
-ერთად დავლიოთ.სამ თვლაზე-ბავშვურად წამოიძახა-1...2...3...-როგორც კი ჭიქა გამოვცალე ჩემი შიგნეულობა ცეცხლმა ჩარეცხა.კუჭი ოლიმპიადის ჩირაღდანივით ანათებდა და დილამდე არც ჩამქვრალა.
888
ცეკვა არასდროს მყვარებია,მაგრამ ერთმა ჭიქა არაყმაც ისე იმოქმედა ვერ ვჩერდებოდი.ალკოჰოლთან ერთდ,ხმამაღალი მუსიკა სულ მთლად მაბრუებდა.
-ერთი წუთით გავალ კარგი? ახლავე დავბრუნდები-ყურში ჩამყვირა მწვანე კულულიანმა და მოცეკვავეებს შეერია.მარტო დავრჩი.რა საშინელი ადგილია.ახლა დავაკვირდი,როგორ ცეკვავენ წყვილები.წელზე ვიღაცის მკლავი შემომეხვია.მოულოდნელობისგან შევხტი და უკან შევბრუნდი.უცნობი ჭიასავით იკლაკნებოდა და სიგარეტს ეწეოდა.
-ვიცეკვოთ?-ძვლივს გავარჩიე რა მითხრა.არ შევწინააგმდეგებივარ.მსუბუქად ვირხეოდი რიტმის შესაბამისად. 20 წუთზე მეტი გავიდა.მწვანე თმიანი კი არ გამოჩენილა. წავიდა?
-უნდა გავიდე-დავუყვირე ბიჭს და გავეცალე.ეჭვი მეპარება რამე გაეგო,ისე იყო გათიშული.სად ჯანდაბაში წავიდოდა?
-შეიძლეა საპირფარეშოშია? მაგრამ 20 წუთი?-როგორც ყოველთვის ხმამაღლა ,,ვბჭობდი“.მამაკაცების ტუალეტთან მისვლისას თავი უხერხულად ვიგრძენი.ვინმე,რომ დამხვედროდა?რას იფიქრებდა.
-რა სისულელეა-თვალები გადავატრიალე.საერთოდ რატომ ვიყავი იქ წარმოდგენა არ მაქვს.-ჯანდაბას შენი თავი-უკმაყოფილოდ წარმოვთქვი და კარი შევაღე.წამით გავშეშდი და ცოტა არ იყოს შიშმა დამიარა მწვანე თმიანის დანახვაზე....იატაკზე ეგდო.მგონი უგონოდ იყო.
-ჯანდაბა! კარგად ხარ?-მივუახლოვდი და მასთან ჩავიმუხლე-შემომხედე!-ჩავჩურჩულიე.თავი ავაწევინე.თვალები ღია ჰქონდა მაგრამ არ რეაგირებდა.
-იმედია ისევ ცოცხალი ხარ და მართლა გასაკვეთი არ დამირჩები-გავიხუმრე მაგრამ,რომ არ გამიღიმა ონკანთნ მივედი.წყალი მოვუშვი,ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე,დავასველე და სახეზე მოვუსვი.უსიამოვნოდ შეიშმუშნა და წამწამები აახამხამა.ამოვისუნთქე.მხოლოდ ახლახანს შევამჩნიე ქურთუკი იატაკზე ეგდო.იქვე ეყარა თეთრი ფხვნილით სავსე პაკეტი და ნემსი,რომელიც ალბათ ხელიდან გაუვარდა.
-ბოდიშიი-ამოიბუტბუტა-არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში გენახე.
-არაუშავს-წარბები შევკარი-მაგრამ მგონი ნემსის გაკეთების აზრზე არ ხარ-გამეცინა.დავინახე,როგორ გაეპო ბაგეები და ძვლივს შესამჩნევად გაიღიმა.ასე საშინელ მომენტშიც საოცრად გამოიყურებოდა.
-ჰოო,უკვე მეორედ ზედმეტი დოზა გავიკეთე.
-ბოდიში მაგრამ საზიზღრობაა წამალზე დამოკიდებული,რომ ხარ-წამოვროშე დაუფიქრებლად.ქვემოდან ამომხედა,უემოციო გამომეტყველება ჰქონდა.
-ბოდიში მაგრამ თუ არ მოგწონს შეგიძლია წახვიდე!-მხრები აიჩეჩა და წამოდგა.უკეთ გამოიყურებოდა.ჩევცბი.უცნაურია მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა.შეიძლება წამალი ზემოქმედებდა მაგრამ მაინც მეწყინა.
-მივდივარ-ვეცადე წყენა არ შემტყობოდა.
-კარგი-ჩემთვის არ შემოუხედავს.მეც აღარაფერი მითქვამს.უბრალოდ წამოვედი.რა სულელი ვარ ღმერთო ჩემო.ენა უნდა მოვიჭრა.მაგრამ მგონი მეორედაც ამომივა.
-ყველაფერს აფუჭებ!მშვენიერია-შევუბღვირე ჩემს თავს და შენობის წინ გავჩერდი.საშინლად მშიოდა და მეძინებოდა.არც დრო ვიცოდა და არც ის სად ვიყავი.ვიღაცამ ზურგიდან მაისურზე მომქაჩა.თვალები გადავატრიალე.რომელიმე გალეშილ მოცეკვეს ველოდი,მწვანე კულულების დანახვაზე კი გავვოცდი.სადაცაა გავგიჟდები.
-რა გინდა?
-სად მიდიხარ?-თვალები ეხუჭებოდა მაგრამ მაინც მომეჩვენა თითქოს თბილად მიყურებდა.
-სახლში.
-მარტო წასვლა არ შეგიძლია.
-ზუსტადაც შემიძლია-თვალები გადავატრიალე.-საერთოდ რატომ გადარდებს?-ვიცი რომ პატარა ბავშვივით ვიქცევი მაგრამ მართლა მეწყინა,რაც მითხრა.
-ოჰ ,მაპატიე კარგი? ვიცი არ უნდა მეთქვა ისე,როგორც გითხარი.ბოდიში.-საყვარლად შემომხედა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაივარცხნა.ჯანდაბა! როგორ შეიძლება არ აპატიო?
-გთხოოვ-გაიმეორა ისევ და ტუჩის პირსინგი კბილებში მოიქცია.
-კაარგი-ღიმილი ვერ დავფარე.ხელი მსუბუქად გავკარი მხარზე-ამ ერთხელ გაპატიებ-გავუცინე და უხერხულად შევიშმუშნე. მისი გაცნობიდან პირველად,მისგან შორს ყოფნა და ჩემს ოთხში თბილ საწოლში წოლა მინდოდა.....
======================================
დააკომენტარეთ და დღეს დავდებ.



№1  offline წევრი რიტა

კარგია გააგრძელე. ძაან მომწონს ეს ისტორია და რომ არ გააგრძელო მოგკლავ. აბა შენ იცი არ გვალოდინო მალე დადე. წარმატებები...

 


№2 სტუმარი Nini

Vaime ra magaria vgijdebi am biwze imedia mat shoris seriozuli utanxmoeba ar chamovardeba kargi iqneboda ertmaneti sheyvarebodat magram es sheudzlebelia samwuxarod:-( ise istoria dzalian magaria gavgijdi ise momewona, mges dade ra meotxe tavi miyvarxar da warmatebebi:-D <3 <3

 


№3  offline წევრი Psycho Killer

ძალიიან მოომწოონსს ძალიაან :* მალე გააგრძელე და თავები გაზარდე ნიჭიერო <3

 


№4 სტუმარი Nini

Au ratom ar dade meotxe tavi:-(

 


№5  offline წევრი annabelle

Nini
Au ratom ar dade meotxe tavi:-(

Dges davdeb 3s mere <3 manamde ar madebinebs.

 


№6 სტუმარი Nini

Ah kargi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent