Pain (2)
-მითხარი ერიკ, რა მოგწონს ყველაზე მეტად? -ფოთლები. -ფოთლები? რატომ? -ისინი ადამიანთა ცხოვრებას მაგონებს. ფოთლები ხეებზე იბადებიან, იქვე იზრდებიან ცხოვრების დიდ ნაწილს ხეზე ატარებენ, თუ რათქმაუნდა ზოგიერთი მათგანი დაბადებისთანავე არ მოსწყდა ხეს, ზუსტად ისე როგორც ახალშობილი, იბადებიან მაგრამ არ ტირიან. დანარჩენები კი ცხოვრებას აგრძელებენ, იზრდებიან და ხეზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებენ, ისევე როგორც ადამიანები საზოგადოებაში. დრო გადის, იმ გარდამტეხ პერიოდს ვაღწევთ რომელიც ცხოვრებას სამუდამოდ გვაძულებს, ფოთლები კი მიწაზე ეშვებიან, ახლა უკვე მათზე აღარავინ იზრუნებს, ფეხით გათელავენ და ტკივილს მიაყენებენ. ჩვენც ასე ვართ, დროთა განმავლობაში უსარგებლონი ვხდებით, ისინი ვისაც არ სურს უყუროს ჩვენს დაბერებულ დანაოჭებულ სახეს ფეხებით გვთელავნ და ტკივილს გვაყენებენ. მიწაზე დავარდნის შემდეგ ნელნელა ლპობას იწყებენ და მიწას უერთდებიან, ისევე როგორც ადამიანები. ლპობას ვიწყებთ, და ვკვდებით მანამ სანამ ჩვენი სხეული გაიღრწნება და ჩვენც მიწის ნაწილი ვხდებით.- თავი ავწიე და ელენს შევხედე, არვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის როცა საუბარს ვასრულებ მის თვალებში უამრავ ემოციას ვხედავ. -არ გიცდია რომ ეს ყველაფერი დღიურში ჩაწერო? -დღიური არ მაქვს- ვთქვი და ოდნავ გავუღიმე -ვფიქრობ დაგეხმარება. -კარგი, აუცილებლად ვცდი. - ამის შემდეგ საუბარი დიდხანს არ გაგვიგრძელებია, ცოტახნით ჩუმად ვისხედით, შემდეგ კი წამოვედი. - ერთი ლუდი- ვუთხარი მიმტანს და მაგიდასთან დავჯექი. -ახლავე მოგართმევთ- მიმტანი სექსუალური შავგვრემანი გოგოა. კისერთან პატარა ბუ ახატია. მუდმივად ტელეფონს დასჩერებია და როდესაც შეტყობინების ზარი ახმაურდება ყოველთვის ეღიმება. -ინებეთ- ლუდი ჩემს წინ დადო და ნაზად გამიღიმა. -მადლობა- ლუდი ავიღე , რამდენჯერმე მოვსვი და სავარძელს მივეყრდენი. აქ სიმშვიდე იყო , ჩემსწინ ორი მოხუცი იჯდა და ომლეტს მიირთმევდნენ, ბართან კი ორი ბიჭი იჯდა, ერთ-ერთი მათგანი კი შავგვრემანი მიმტანის შებმას ცდილობდა. ლუდი კიდევ ერთხელ მოვსვი , ჯიბიდან ფული ამოვიღე მაგიდაზე დავდე და ბარიდან გავედი. სახლში მისვლა არ მინდოდა ვიცოდი რომ ჩემ დას ოლი მარტო არ დატოვებდა ამიტომ პარკში გასეირნება გადავწყვიტე. სკამზე ჩამოვჯექი და ხეებს დავაკვირდი. შუადღით როცა სიცხეა აქ ხალხი თითქმის არ არის, ამიტომ როცა პარკში გამოსვლას გადავწყვეტ ყოველთვის შუადღეს ვამჯობინებ. იმაზე ვფიქრობდი რაც ელენს ვუთხარი, და ფოთლებს გულმოდგინედ ვაკვირდებოდი. შევამჩნიე სამი გოგო რომლებიც მოპირდაპირე მხარეს დაჯდნენ, ყველა ერთმანეთს გავდა, გაღიმებული სახეები მოკლე კაბები და ტანზე მომდგარი მაისურები. წასვლა მინდოდა მაგრამ რატომრაც ადგომას არ ვჩქარობდი. შევნიშნე როგორ მიყურებდა ერთ ერთი მათგანი და მხრები უხერხულად შევარხიე. მისი დაჟინებული მზერა სიმყუდროვეს მირღვევდა, რამდენჯერაც ვცადე სხვა მხარეს გამეხხედა ყოველ ჯერზე ის მაინც მაგნიტივით იზიდავდა ჩემს თვალებს. მოკლე შავი ქვედაბოლო ეცვა, ამავეე ფერის ტანზე მომდგარი მაისური და კედები. კიდევ ერტხელ უხერხულად შევარხიე მხრები და წამოვდექი. პარკს გავუყევი, თან ხალხს ვაკვირდებოდი. მაინც რა რთულია ყოველდღე სადღაც გეჩქარებოდეს, ყოველდრე ერთიდაიგივეს აკეტებდე. მაგარამ ზოგიერთი მატგანი იმდენადაა მიჩვეული რომ უკვე რობოტივით ასრულებენ საკუტარ მოვალეობებს. მარკეტში შევიარე, სიგარეტი და რამდენიმე ლუდის ქილა ვიყიდე, და სახლისკენ წავედი. სახლში სიწყნარე იყო. ალბათ ოლი წავიდა, ქეითის ოთახისკენ წავედი და კარები ფრთხილად გავაღე, მეგონა ეძინა მაგრამ ქეითი ოთახში არ იყო. მხრები ავიჩეჩე და ოთახში ავედი. სიგარეტს მოვუკიდე, საწოლზე წამოვწექი და მუსიკა ხმამაღლა ჩავრთე. 9 თვის შემდეგ, ისევ გავიგონე ღრიალი ჩემს გონებაში. -ჯანდაბა, ისევ დაიწყო- ვთქვი და საწოლზე წამოვჯექი. თავზე ხელები მაგრად მოვიწირე და იდაყვებიტ მუხლებს დავეყრდენი. ისევ ღრიალებდა, ისევ ისმოდა ჩემს გონებაში ის საშინელი ხმა რაც მაშინ კლინიკაში მესმოდა. ჩემი ორგანიზმი ისევ იმას ითხოვდა რასაც მაშინ, ითხოვდა ნარკოტიკს, ითხოვდა ნებისმიერი სახის ნარკოტიკს. -არა ამას არარ გავაკეთებ- ვცურჩულებდი და გონებაში ვიმეორებდი რომ ჩემს დას პირობა მივეცი, თუ ისევ იგივე შეცდომას დავუშვებდი ეს მას გაანადგურებდა. მას ცხოვრება ენგრეოდა და ამის მიზეზი მე ვიყავი. არვიცი რამდენიხანი ვიჯექი ასე, ხელებში თავ ცარგული მაგრამ როგორც იქნა ღრიალი შეწყდა, ამჯერად მე გავიმარჯვე, მაგრამ რაიქნება თუ ისევ განმეორდება, რაც აუცილებლად მოხდება. ოდესმე დანებება მომიწევს, ოდესმე ისევ შეცდომას დავუშვებ. ყველაფერი ხელახლა იწყება. ----- მადლობა თუ წაიკითხეთ, ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ თუ მოგეწონებათ შემდეგში შევეცდები უფრო დიდი თავი დავდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.