შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომები...


11-11-2015, 19:39
ავტორი pineapple girl
ნანახია 1 740

ფოთლები დაიწყებენ ხოლმე გაზაფხულზე ზრდას და იფერებენ მზის სხივების ალერსს.
მერე ზაფხულის ნიავში ახმაურდებიან…გაიძულებენ შეამჩნიო.
აგვისტოს ბოლოს იგიჟებენ თავს და სანამ სექტემბერი დადგება იწყობენ დაუვიწყარ დღეებს.
მერე მოდის შემოდგომა,ჰოდა ფოთლებიც უკლებენ ხმაურს.ჩურჩულით იხსენებენ გასულ წუთებს და ელოდებიან დასასრულს.
ზოგიერთი მებრძოლია,იღუპება ქართან ბრძოლაში.
ნაწილს მშვიდად სიკვდილი სურს და ელოდება ნიავს.
რომანტიულები ნაცრისფერ წვიმას მიჰყვებიან.
გამოივლიან მერე წყვილები,მარტოსული სულები,ბავშვები და მშობლები სასეირნოდ.უყურებენ როგორ წყდებიან და ცეკვავენ ფოთლები ჰაერში სანამ მიწაზე,ასფალტზე ან მათსავით გამხმარსა და შემოდგომად აჭრელებულ მდელოზე არ აღმოჩნდებიან. მერე ფოთლებს თელავენ მანქანები,ადამიანები,ცხოველები ან უბრალოდ ლპებიან მარტონი.
რამდენიმე იღბლიან ფოთოლს უმართლებს,ისინი ხვდებიან ფოტოგრაფის ან უბრალო ადამიანების გადაღებულ კადრებში,უფრო იშვიათად მიაქვს ხოლმე ერთი-ორს(ჰერბარიუმისთვის,წიგნის სანიშნედ,ექსპონატად…)
და გვიანი შემოდგომის დღეს,სანამ მეეზოვე ცეცხლს წაუკიდებს,სანამ წვიმა საბოლოოდ გაცრეცს და სანამ რომელიმე მგზავრი გათელავს,აჰყურებენ ფოთლები ზეცას და უყვებიან სიკვდილის წინ ცოდვებზე,საკუთარ უსუსურობასა და იმ შიშზე,უცნობი მომავლის მოლოდინში რომ უჩნდებათ.
მაგრამ ხომ არიან ისეთი ფოთლებიც დიდ ხანს,თითქმის გაზაფხულამდე რომ ძლებენ?!
****
შემოფრინდება სიო და მოიტანს თან გამხმარი ფოთლების,ბალახების,ტოტების,დამწიფებული და გასაყიდად,გარეთ,მაღაზიის კედლებთნ,ყუთებში ჩაწყობილი ყურძნების,
თოკზე გადაკიდებული თეთრეულის სველ და ზაფხულით გახუნებული,შემოდგომის მზის სურნელს.შეარხევს
ფარდა,მაგიდის კუბოკრულ გადასაფარებელს და ჭაღს რომ ალამაზებენ ის ბროლის ცრემლებიც გაიწკარუნებენ ოდნავ.
შენ ისევ მადარებ ნარცისს და უსასრულობას ყავისფრად გასცქერი.
მერე დავახეთქებ იატაკზე ბოლო ფინჯანს და შენს ყავისფერში უთქმელ გაბრაზებას,ყვირილსა და ზიზღს ამოვიკითხავ.
ჩვენ ერთად ჩავივლით საფეხურებს,ქუჩის ბოლოს მდგარ მაღზიაში ვიყიდით ახალ ფინჯანს,ოღონდ აღარ ორს ან ოთხს,ათს ვიყიდით.
ტყის პირას, მოვძებნით და შევაგროვებთ ათას ფოთოლს,ყველა ფერადს და დამჭკნარს.
მძულხარ,იყვირებ ბოლო ხმაზე.შენს მძულხარს ჰერას დასჯილი ექო გაიმეორებს და ნელნელა ხეობაში დაიკარგება ისევ.
მოგეხვევი.მერე ვნება აზვირთდება ჩვენში,მოძებნიან ტუჩები ერთმანეთს.
საღამოს,სანამ დავიძნებთ, გაგახსენდება ერთმანეთში ახლართული და უხილავ მუსიკას აყოლილი ჩვენი სხეულები ტყის პირას,ბაგეებს დაცდენილი კვნესა,ტყის შრიალი და ადრენალინითა და ორგაზმით სავსე ჩვენი უცნაური სიყვარული.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent