ქალბატონი ქალდანი (5)
იცი რა არის უფალო ცრემლი? ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას, ცრემლი ის არის როდესაც ებრძვი, ცრემლი ისაა როდესაც გტკივა! *ელა* სკამზე ვიჯექი და ღვინოს ვწრუპავდი როდესაც, ნიკა მოვიდა, მოსიარულე პოზიტივია ეს ბიჭი. -აბა, რატომ მოგვიწყენია ქალბატონო ელა? ნიკა და მისი მომაჯადოვებელი ღიმილი. რა შარმი აქვს ამ ბიჭს, ნებისმიერს გადარევს. -სულაც არა, უბრალოდ ღვინომ შემათრო უკვე... -ხოდა ძალიან კარგი. წამოდი ვიცეკვოთ. სიტყვის თქმაც აღარ მაცალა,დამავლო ხელი და სცენის ცენტრში დამაყენა. კიდევ კარგი, ნელი სიმღერა იყო თორემ ნამდვილად არ მქონდა ეხლა სწრაფ მუსიკაზე ცეკვის თავი. -აბა მომიყევი შენზე ელა. მითხრა მან და გამიღიმა. -რავიცი რა მოგიყვე, ვარ ელა ქებულაძე, 21 წლის. თბილისში მარტო ვცხოვრობ, მშობლები ბათუმში ცხოვრობენ. მე უბრალოდ მინდოდა დამოუკიდებელი ცხოვრების გემო გამეგო და მარტო გადმოვსახლდი. არავინ არმყავს და არც მყოლია. -ძალიან კარგი,რძალო. -როგორ? ვკითხე გაკვირვებულმა. -არა არაფერი. მეც აღარ ჩავძიებულვარ. მომესმა ალბათ,სასმლის ბრალია.უბრალოდ გავუღიმე. ვცეკვავდით როდესაც იოანე მოვიდა ჩვენთან. -შეიძლება? თქვა და ეშმაკურად ჩაიცინა. -მე დაგტოვებთ, სასოამოვნო იყო შენთან ცეკვა ელა. მითხრა ნიკუშამ და იოანეს თვალი ჩაუკრა. ღმერთო ოღონდ იოანესთან ცეკვა არა რა. ისედაც წითელი ვიყავი, ახლა კი შემწვარი გოჭივით ვიქნები. რას ავიჩემე ეს შემწვარი გოჭი კაცო უფ. მისი სიახლოვე მწვავს,ბრინჯივით ვიბნევი.ჯანდაბა. არა ელა ეხლა ამის დრო არარის. -იოანე, მაპატიე მე დავჯდები. ძალიან დავიღე. ამის თქმაღა მოვახერხე. იქნებ როგორმე დავიძვრინო თავი. -მხოლოდ ერთი ცეკვა. მითხრა მან და დაუკითხავად შემოაწყო დავისი დიდი ტორები ჩემს წვრილ წელზე. ისევ ბუსუსები, ეს საზიზღრები. ეს ნელი მუსიკაც რომ დაემთხვა. თვალებში მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. ვიწვი, შემასხით წყალი ვინმემ. ჩემი ტასო მინდა. -აბა, ვინა ელა გიორგი? მკითხა მან და შევამჩნიე როგორ დაეჭიმა ხელზე ძარღვები, ძალიანაც კარგი. -უკაცრავად? ვკითხე "ვითომ" აღშფოთებულმა. ნუ კარგი მსახიობი ვარ რა, თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა. -რამე გაუგებრად ვთქვი? საგრძნობლად აუწია ხმას, ამას მე ვინ ვგონივარ. -ტონს დაუწიე. ვუთხარი წყნარად. -შენ არავინ არხარ ჩემთვის, არავითარი უფლება არ გაქვს მასე მელაპარაკო ამიტომ წყნარად ბიჭუნი. ვუთხარი ირონიულად,თვალი ჩავუკარი და მისი ტორებიდან თავი გავითავისუფლე. ესეც ასე, ამას ვაჩვენებ მე როგორ უნდა ნერვებზე თამაში. -ძალიან არასასიამოვნო იყო შენთან ცეკვა,კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო იოანე. ესღა ვუთხარი და რესტორანი უკანმოუხედავად დავტოვე. *იოანე* ელა, ერთი შეხედვით როგორი საყვარელი და ნაზი ჩანს მაგრამ, ეს ყოფილა რაც ყოფილა. რა მომიხაზა. არადა ვფიქრობდი გამიმართლა, მალე ჩემი იქნებათქო. ნეტა ეს გიორგი ვინარის? ოხ მე ამის დედა შ****ი. ასე არავის არ გავუმწარებივარ. ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია, სიტყვით მომშხამა და წავიდა. ჩვენს მაგიდასთან გამწარებული მივედი და არავისთვის არ მიმიქცევია ყურადღება ისე გადავკარი ერთი ჭიქა ვისკი. -რაო იო ვინამბობდა ადვილად მოვარჯულებო? გავიგე დამიანეს ხარხარი და იქითკენ გავიხედე. -რა გახარხარება შე საცოდავო, შენ უარესად გაქვს საქმე. ეხლა კი მე ავხარხარდი ტასოს ხასიათი რომ გამახსენდა. -უიმე, სიცილი არ შემარგო შე***ა -გეგუშ,სიხარულო შენხომ არ მიმატოვებ? ჩემო ვეფხვო. ხომ არგამცვლი სხვაში? გავიგეთ ნიკუშას ხმა რომელიც გეგაზე იყო აკრული და სასაცილოდ იტყლარწებოდა. -წადი შე პიდარასტო, დამანებე თავი. -გეგაა, აუ დაინახე ხო აქ ვიღაც ნაშა და აღარ გინდივარ. არავითარ შემთხვევაში,სხვასთან არ გაგიშვებ მე. მარტო ჩემი ხარ ჩემო ველურო პანტერა. უკვე აღარ შეგვეძლო სიცილისგან. ნიკა იმხელაზე ყვიროდა ყველა ჩვენ გვიყურებდა, თან ისე დამაჯერებლად აკეთებდა ყველაფერს დარწმუნებულივარ ყველას მართალი ეგონა. -მომშორდი მეთქი შე პირადასტო თუგინდა აქვე არ გაგიგდო, ყველა ჩვენ გვიყურებს ბიჭო. იღრინებოდა გეგუშკა და თან ნიკას მოშორებას ცდილობდა. -ჩემო ვეფხვო ჩვენი გიჯური ღამეები დაგავიწყდა? როგორ შეგიძლია დაასრულო ეს ყველაფერი ერთ წუთში. გაჰკიოდა ნიკუშა ქალის ხმით და თან "ცრემლებს" იწმენდდა. -ფუი მე ამათი დედა შ****ი, როგორ გამრავლდნენ კაცო. ყველგან პიდარასტები არიან ტო. გავიგეთ გვერძე მაგიდიდან გინება და უკვე ყველა ავხარხარდით. ცოტახანი კიდევ ვიყავით და მერე ჩვენც დავტოვეთ რესტორანი. *ტასო* სახლში როცა მივედი პირდაპირ სააბაზანოსკენ წავედი და შხაპი მივიღე. შემდეგ კი, ყავა მოვიდუღე და აივანზე გავედი,იქვე სავარძელზე დავჯექი და ფეხები ავიკეცე. კიდევ ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა,გონს ვერ მოვდიოდი. სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. ისევ დამიანე,ჯანდაბა რამჭირს.მისი სიახლოვე ისე მსიამოვნებს, მის ყველა დაძახებულ ანასტასიაზე რაღაც საოცარი მემართება, შეხებაზე აღარ ვლაპარაკობ. შემიყვარდა? ნუთუ ასე უცებ შემიყვარდა? არვიცი არა, არაფერი არვიცი. მისი კოცნა,მისი ტუჩები ჩემს კანზე, ბუსუსები და უცნობი ჟრუანტელი. არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა, არ მეგონა, თუ ხელახლა მომევლინებოდა… მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა, ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. რეალობაში კარზე ზარის ხმამ დამაბრუნა, ნეტავ ვინაა ამ შუაღამე? *დამიანე* რესტორნიდან პირდაპირ ანასტასიასთან წავედი,მაგიჟებს ეს გოგო. კარზე ზარი დავრეკე და საკეტის ჩხაკუნის ხმაც გავიგე. კარი გაიღო და ნახევრად შიშველი ანასტასია დავინახე,ხალათი ეცვა მაგრამ ნახევრად შეხსნილი იყო და მისი ორი ბურთულა მიმზიდველად მიმზერდა იქიდან. არა დამიანე, ამის დრო არარის.ღმერთო გაძლება მომეცი. -შეიძლება? ვკითხე და ეშმაკურად ჩავიცინე. არაფერი უპასუხია უბრალოდ გვერძე გაიწია და მანიშნა შევსულიყავი. რამის ჩაცმა აზრადაც არ მოსვლია,უბრალოდ ხალათი კარგად შეიკრა.მაოცებს ამ გოგოს თავისუფლება. -აბა? ყავა თუ ჩაი? ან იქნებ რამე სასმელი გირჩევნია? -არა მადლობა, ყავა იყოს ისედაც სამარისად შემთვრალი ვარ. -კარგი,ახლავე. თქვა და სამზარეულოში გაკუსკუსდა,მეც უკან გავყევი და კედელს მივეყუდე. მივუახლოვდი და შევამჩნიე როგორ გაუხშირდა სუნთქვა ხელები წელზე შემოვხვიე და ცხვირი მის ყელს გავუხახნე. დაბუსუსდა, არც მე ვიყავი უკეთეს მდგომარეობაში. მისი სურნელს ჭკუიდან გადავყავდი. შემოტრიალდა და თვალებში მიყურებდა, შემდეგ მზერა ტუჩებზე გადაიტანა, უფრო ახლოს მივიკარი პირიდან ჩუმი კვნესა აღმოხდა და ამაზე ტუჩის კუთხე ჩავტეხე. აღარ შემეძლო, თავი ვეღარ შევიკავე და ვის ტუჩებს დავეპატრონე. ისიც ამყვა და ხელები კისერზე შემომხვია, ამან უფრო გამახელა და მაგიდაზე შემოვსვი. ტუჩებიდან კისერზე გადავედი და შემდეგ კურის ბიბილოზე მსუბუქად ვუკბინე, კვნესა აღმოხდა და სხეული დაეძაბა. არმინდოდა უფრო ღრმად შემეტოპა ამიტომ იქვე ვაკოცე და თვალებში ჩავხედე. მის თვალებში ნდობა დავინახე, ის მენდობოდა და ამან უდიდესი სიხარული გამოიწვია ჩემში. -არაფერი თქვა, ეს ორივეს გვინდოდა. გამიღიმა და ლოყაზე მაქოცა, მაგიდიდან ჩამოხტა და ყავის გაკეთებას შეუდგა. ______________ ესეც ახალი თავი, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. მაგრამ, თქვენზე გაბრაზებულკი ვარ, იაქტიურეთ გთხოვთ და თქვენი აზრი კომენტარებით გამოხატეთ. უყვარხართ თქვენს კიკის : |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.