უშენოდ(15)
მოკლედ ასე ,უკვე საღამოა სამსახურს ვტოვებ . მანქანაში ჩავჯექი ,სახლში ვაპირებდი მისვლას მაგრამ არღვლიანმა დამირეკა და მასთან წავედი. რა თქმა უნდა ნიაკოს საყვარელი ტორტი წავიღე -როგორც იქნა გვიკადრე ვაჟბატონო ... -რძალო ნუ მიბრაზდები რა გთხოვ ... -უიმე კაი ხო - გაიცინა და ჩამეხუტა. ჩემი გოგო როგორ მიყვარს , სუპერ რძლები მყავს . არც ბიჭები არიან ცუდი ... - მომენატრე გაბერილო -სად ვარ ჯერ გაბერილი ..პატარა ვართ ჯერ - მუცელზე მოისვა ხელი და ტორტს დახედა- მმ როგორ მინდა ტორტიი წავალ მე ამას დავჭრი და ისე შენი საყვარელი ხაშლა მაქვს -სადაა შენი ბედოვლათი ქმარი ხაშლამას გაკეთებინებს? -ქმარი როგორ არა , მე სალატებზე გადავედი იმასაც თვითონ ვახლაფორთებ , ამ დილით განაცხადა ხაშლამა მინდაო თან სახლში მე თვითონ გავაკეთებო და დაიწყო მზადება. სანამ გააკეთა მანამ გადაუნდა ისედაც აპირებდა დარეკვას შენთან მაგრამ ახლა მეც დამეზარა მარტო ჩასკდომა -ოო რა კაი დროს გაგახსენდი? ისე არ დამირეკავდი ხო? მოკლედ აღარავის ჭირდება იოანე რა -ნუ ახურებ თუ ძმა ხარ .. დალევ?? -არა რა ისედაც ბევრი მომივიდა ამ კვირაში ... -რა ხდება ახალი. მიშკას რაღაც პრობლემა ჰქონია და რამეში ხო ვერ დავეხმარები -მოაგვარეს უკვე ასე რომ ამ პრობლემამაც ჩაიარა -აბაა ვინ დამირეკაო ხაშლამაო რაღაცოოო მომესმა ?- ვაკო სემოიჭირა -რა გჭირს ყიფო რა კარგ ხასიათზე ხარ -ლიკუნა გადმოდის ჩემთან დავითანხმე ბოლოს და ბოლოს .ეს ქორწილი რა გახდა შემჭამს დედაჩემი მარა არ დავეძებ -უცებ მიაყარა და მაგიდასთან დასკუპდა- რძალო ,ყველაზე კარგო გაფიცებ ეს ხაშლამა რამ გაგხსენა -კიდე ერთი მომემატა,რა ვქნა მინდოდა და რა მექნა ისე ახლა მგონი ცუდად მხდის და თქვენ რო მიხედოთ არ გინდათ? თან იცი რამდენი გავაკეთე? -წადი შენ დაისვენე და ჩვენ მოვაყომარებთ ამ ხაშლამის ამბავს- გაიცინია ვაკომ ლოყაზე აკოცა ,მერე მუცელზე მოეფერა- აუ როდის გაიზრდები ნათლი შენ ფეხს რო ურტყამენ ის მევასება მაგრა ტო ...მერე დაგელაპარაკები მამაშენის ამბებს მოგიყვები -არც მიგიშვებ ბავშვთან გამოდი აქეთ -ნახე რა ხისთავიანია ნათლი.. ჩემზე უკეთესი ვინ ჰყავს ნეტა ...ნუ იოანე ნათლიამ სულ გაგზარდოს შეიძლება მარა მე მაინც სხვა ვარ- იცინოდა და ისე ელაპარაკებოდა მუცელს. ნიაკო კისკისებდა . ბოლოს ხმაურით აკოცა ლოყაზე და წავიდა. მივირთმევდით და თან ვსაუბრობდით -აკუნა აღარ გვენახება ტო . ბავშვთან და მეგისთან ერთად წავიდა დასასვენებლად ამ შუა ნოემბერში.შვებულება აქ აღებული ,გვეღირსა როგორც იქნა მოშორდა ამ დ.. ნატი.. საქმეს -ხო ვიცი დავურეკე და მითხრა ... ზამთარში ჩამოვალთო . ახალ წელს თქვენთან ერტად უნდა შევხვდეო . სად წავიდეთ ტო ... თუ რომელიმესთან სახლში დავსხდეთ -ჩემთან მოდით თუ არადა გუდაურში ავიდეთ ...გოგონები თუ შეძლებენ წამოსვლას ბექას შემოთავაზება ძალაშია -ხო რა ეგრე ჯობს ... -უფროსმა თუ გამათავისუფლა - ნიკომ ჩაილაპარაკა და გამომხედა -ვერაფრით ... -აი ხომხ ედავ -რა ვქნა ტო გააკეთე ყველაფერი მანამდე აქ რო ხარ და წამოდი სადაც გინდა. მეც ეგრე ვარ ახლა ავუშვი ძაან და უნდა დავიწყო ნორმალურად მუშაობა თორე ჩემს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს . -შენი ჭირიმე მამაშენის ამბავი რო ვიცი ყველაზე მეტად შენ გაგატყავებს და მიხედე საქმეს ..გულსაც გადააყოლებ -ხო სახლშიც ვაკეთებ რაღაც-რაღაცეებს -ის არ ჩანს? ვაფშე არაფერი უთქვამს ტო? -აუ არღვლიანო სხვა სალაპარაკო ვერ ნახე -ამას ასეთს რომ ვუყურებ რაზე ვილაპარაკო ტო... -არ მინახავს ქეთა ,შესაბამისად არც გვილაპარაკია, არც დაურეკავს. მორჩა -ამ მორჩას ვერ ვიტან რა მორჩა ტო ... ხო იცი რო უყვარხარ -არ მესმის რატო ... ისეთი ვგონივარ შეიძლება შეიშალოს კაცი და ასე უაზროდ რადგან აქვს გრძნობა ჩემს მიმართ და იმასაც ვერ ხვდება როგორი ვარ მასთან უნდა ვიყო? არ მჭირდება გვერდით ქალი რომელიც ვერ მიგებს , სანამ არ მოეგება გონს და დაივიწყებს ამ ბავშვურ სისულელეებს და ემამიტობას განსაკუთრებით მანამ არაფერი გამოვა -ანუ შენც უყენებ ეგრე პრეტენზიას და არ იღებ ისეთს როგორიც არის , არ ცდილობ თვალი აუხილო -ვერ ვეცდები მაგას,ყველაფერი შემიძლია საკუთარი თავის ქების გარდა ვერ დავდგები და ვერ ველაპარაკები იმაზე როგორ მიჩხუბია, რა გამიკეთებია ცხოვრებაში და რისი გაკეთება შემიძლია . ეს ისეთი რამეა რასაც სიტყვები არ სჭირდება ,ისედაც უნდა იცოდეს -აზრზე არ ვარ რა უნდა გითხრა თან არ მინდა ასე მოიქცე თან გეთანხმები -მოკლედ ისე იქნება ყველაფერი როგორც ჩემი გული და გონება გადაწყვეტს ერთად -ერთად? ეგენი ერთად მოქმედებენ ოდესმე? -იმოქმედებს დარწმუნებული ვარ რომ ქეთა ყველაფერს მიხვდება,ალბათ ისე ვერ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. ვერასდროს დავშორდებოდი ,რომ არ ვიცოდე დროებითია ეს განშორება... მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. უკვე საახალწლო განწყობა სუფევს ყველგან.მთელი ქალაქი,ყველა შენობა ,ყველა სახლი საახალწლოდაა მორთული. ბავშობიდან გვიყვარდა მე და ლიზიკოს ახალი წელი, ამ დღეს მამას მეგობრებთან ერთად ვხვდებოდით,აღარ ვიყავით მარტო. როცა დედა ცოცხალი იყო მუდამ ამზადებდა გოზინაყს,თავის საფირმო ნამცხვარს და სანამ თორმეტი შესურდებოდა ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან . ბოლო ახალ წელს ფეხმძიმედ იყო ჯერ კიდევ არ ჰქონდა დიდი მუცელი ,მაგრამ ეტყობოდა, ისეთი ლამაზი იყო. მახსოვს როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში.მეც ვეხმარებოდი ,უფრო სწორად ვურევდი რაღაცეებს და უბრალოდ ვცდილობდი დახმარებას. მამაც სახლში იყო ბუხარს ანთებდა, ღვინო მოჰქონდა და დედას ეხვეოდა. მათი თვალები ისე ბრწყინავდნენ ამაზე კარგი სანახაობა არ მეგულებოდა მაშინ. ახლა რომ მახსენდება ისევ იგივე გრძნობა მაქვს , ბედნიერი ვიყავი რომ მათი სიყვარულის ნაყოფი ვიყავი . სიყვარულის რომელმაც ყველაფერს გაუძლო და დღემდე არსებობს. მომდევნო ახალ წლებს მამა არაფერს აკეტებდა, სახლიც კი არ მოურთავს. მხოლოდ მაშინ გადავწყვიტე საახალწლო ელფერის შეძენა სახლისთვის როცა ლიზა ორი წლის იყო და აინტერესებდა ყველაფერი ახალ წელზე და სანტაზე. უკვე ვიცოდი რომ სანტა არ არსებობდა ,მაგრამ ლიზიკოს ეწვია სანტა საჩუქრების დიდი რაოდენობით და ეს მანამ გაგრძელდა სანამ არ გაიგო რომ სანტა არ არსებობდა. ნუ შემდეგ პირდაპირ ვართმევდით მე და მამა საჩუქრებს . ამ ერთ თვეში ბევრი რამ მოხდა.მიშკამ ბოლომდე მოაგვარა ყველაფერი , ანაბელი ახლა თავისუფალია ,თუმცა მათ შორის ჯერ არაფერი ხდება უბრალოდ ერთად ცხოვრობენ. ანაბელს სრულიად გაუქრა ჭრილობის კვალი, შერყევაც არარ აწუხებს და შესაბამისად ბავშვს თავად უვლის. რამდენჯერმე ვესტუმრე მათ ,პატარა ქალბატონი მოვინახულე. ქალბატონი არა მაგრამ გაირკვა და დარწმუნებულია გინეკოლოგი რომ ნიაკო ბიჭს ელოდება. გამართლდდა ჩემი სიტყვები . რძალი უკვე საკმაოდ გაიბერა , ტანზე გამოყვანილ სამოსში განსაკუთრებით ემჩნევა მუცელი. არღვლიანი ჩვეული მჟავე სიფათით მოძრაობს და მერე უცებ იბადრება ნიას რომ დაინახავს. ასე იქცევა ალექსიც , შემოდის სახლში შეკრული წარბებით დინჯად, დაათვალიერებს გარემოს და როგორც კი ნატა შემოვა მაშინვე იცვლება თვალები უბრწყინავს,იღიმის და ხელს რომ მოხვევს ქალბატონს სანამ რეზი არ შეუბღვერს მანამ არ ისვენებს. რეზი .. ხო რეზისთან ისევ არაფერი ხდება. ყველას საქმეს განიხილავს არხეინად და განსაკუთრებით ბექას აბრაზებს. ის და მაკო სულ კამატობენ და მოკლედ ხალისობს რა. კამათი , კამათზე ვინ უნდა გავიხსენო თუ არა ბერდო და სალომე . მთელი თვეა ჩხუბობენ , ხანაც ერთმანეთის ნერვებიდან ჰორმონებზე გადადიან ,მაგრამ რა უცებ გამოჩნდება მესამე პირი და იწყებენ ისევ კამათს. ეს გოგო ჭკვიანი მეგონა და როგორ ვერ მიხვდა მთელი თვის განმავლობაში რუსკა რო არ იყო ბერდოს შეყვარებული მაინც ვერ ვხვდები. ეს საზიზღარი ბიჭიც ჩვეული მშვიდი ,გაწონასწორებული, გამომეტყველებით ქვეშ-ქვეშა მზერით და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით აგიჟებს უარესად მაყაშვილის ქალს. თუმცა არც მაყაშვილი აკლებს, მშვიდად მყოფს შესაძლოა თავდაყირა დაუყენოს სახლი, ოთახში შეიპარა და ტარაკნები ჩაუსვა საწოლში, ვერ ვხვდები საიდან გაიგო ბერდოს რო პანიკური შიში ჰქონდა მაგრამ ფაქტია გაიგო. მისარებში იყვნენ ბავშვები, მე საძინებელში ვიყავი ლიკუნას ვწერდი საქმესთან დაკავშირებით ბერდოს ღრიალი რო გავიგე, ჯერ მეგონა დაჭრილი დათვი შემომივარდა სახლში , მერე რო გავიგე სალომეს სახელს ღრიალებდა ეს დათვი მივხვდი ვინც იყო. ყველანი ვუყურებდით როგორ ჩაავლო ხელი ახარხარებულ სალომეს და სადღაც წაათრია. არ ვიცი სად ყავდა, არც ის ვიცი რა გააკეთა მაგრამ მას შემდეგ მთელი კვირა გავიდა და ისევ არ ელაპარაკება სალომე, მეტიც თავს არიდებს ყველანაირად და ლამის იმალება ბერდოს რომ დაინახავს. ის კი უფრო ცივი გახდა,მეტად ჯმუხი განსაკუთრებით მის მიმართ . ახლა მხოლოდ ბათუს გამოჰყავს მწყობრიდან ბათუ კი თავად ვიღაც გოგოს მისტირის, აი იმ გოგოს ბიძამისის კომპანიაში რომ ნახა და იმის მერე კიდევ სადღაც დაინახა და ვერ ივიწყებს. არც ცდილობს იპოვნოს , ისე როგორ უნდა იპოვნოს მაგრამ მაინც. მოკლედ ასე გახდა ბათუ ჩვენი დაცინვის ობიექტი,რა გვქონდა მეტი საქმე რაც აქამდე გვაწვალა ერთად ამოვანთხიეთ ყველაფერი . ისიც ბრაზდება და იბუტება. მერე ხდება სვანი და რომ დაგვიღრიალებს ვცუმდებით ყველა, ნამდვილი წმინდა სისხლის სვანიც კი დუმდება. წმინდა სისხლის სვანი არ ვიცი მაგრამ ჟორჟოლიანი რომ გამოატაყვანა ცემმა დამ ეგ კი ვიცი. ვინ ვინ და დაჩი თუ სულ გაღიმებული ივლიდა და ყველაფერს დაიკიდებდა რას წარმოვიდგენდი. ბექა დასცინის ეს ისეთი ღიმილა გახდა რძალო შენს გამო მგონი მეც გადამაჭარბა და დაცრდილა ჩემი ზეციური ღიმილიო. ამ ორს რომ ხედავ დედა მახსენდება, ისიც ასე უყურებდა მამას და მეღიმება. კარგი სიძე მეყოლება და კმაყოფილი ვარ . ისიც მახარებს რომ ჯერ-ჯერობით არაფერი მოხდება ისევ ჩემთან იქნება ჩემი გოგო და ზოგადად დაჩის მოზომილი ქცევები მაგიჯებს. შეუძლია ითმინოს ჩემი დის ნებისმიერი ახირება, პრიკაზი, ჯუჯღუნი მერე ჩაეხუტოს აკოცოს და მორჩა ისიც ადნება მკლავებში სანამ ახალი ტალღა არ წამოვა, ეს ტალღები ძირიტადად დაცის ტაყვანისმცემელი გოგონების გამო მოდის და ეჭვიანი ქალის შემოტევაა. რას ვიფიქრებდი ჩემი ბაჭია ავაზად თუ გადაიქცეოდა ოდესმე. ორი დღის წინ რაღაც წვეულებაზე იყვნენ ,მე არ წავსულვარ არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ლიზა რომ შემოვარდა სახლში და უკან ლოყააწითლებული დაჩი მოსდევდა ეგ დავინახე. ისე ჩამირბინა ორივემ მეგონა წავიქცეოდი ,მადობა ღმერთს თავი შევიკავე. არაფერი გამიგია, რა თქმა უნდა არც მიცდია მოსმენა . დაჩი რომ წავიდა ვერ მოვითმინე და შევედი . საწოლზე იყო გადაწოლილი ქალბატონი და გაბადრული უყურებდა ერთ წერტილს.მერე რომ მომიყვა როგორ ჩაეხუტა ვირაც გოგო დაჩის და ამან როგორ დატოვა იქაურბა,მერე როგორ ეკამათა დაჩის და ისიც როგორ უბოდიშებდა (ვერ გავიგე რატო უბოდიშებდა ) იმდენი ვიცინე მეგონა დავიხრჩობოდი. ახალ შერიგებული ცოლ-ქმარი თბილის ქალაქს დაუბრუნდა. მგონი დაბრუნდნენ ბავშვთან ერთად თინეიჯერობის ასაკში და ხან სად დადიან ხან სად. ჩემთანაც ხშირად დადიან და მინდა გითხრათ გამაგიჟა ლილემ, ისეთი ჭკვიანია ,ისეთი საყვარელი, განსაკუთრებით მაშინ როცა რეზის უვარდება სამზარეულოში , შემოსკუპდება მაგიდაზე და რაღაცეებს ეჭორავება. ისიც იცინის და მერე გამოდის კისკის-ხარხარი სამზარეულოდან. შერიგებუ ცოლ ქმარზე რატი და კატო რომ არ გაგახსენდეს გიჟი უნდა იყო . გიჟები და გადარეულები რომ იყვნენ ვიცოდი მაგრამ ასეც თუ აფრენდნენ რას ვიფიქრებდი. თურმე ორი დღის ჩამოსულები იყვნენ , შუაღამით დაადგა ერთი მძინარე რეზის ,მეორე მძნარე ნატას და ბავშვების კივილის ხმა რომ გავიგე და აღარ ვიცოდი სად გავქცეულიყავი და ბოლოს ნატასთან შევვარდი კინაღამ მოვკვდი, ჯერ ხო შემეშნდა, მერე სიცილი ამიტყდდა და ძლივს მომაბრუნეს,ნუ მარტო მე არ ვიცინოდი მთელი სახლში ხარხარი ისმოდა. ამ გადარეულებს რაღაც ნიღბები ეკეთათ, დახეული ტანსაცმელი ჰქონდათ გადაცმული და ბოლოს რომ დავაკვირდი ინდიელების სარიტუალო სამოსს მივამსგავსე ,თავიდან ვერ აღვიქვი ვერაფერი. მოკლედ ასე „მშვიდად“ დაბრუნდნენ. ორი დღეა მომტაცეს ბავშვები და წაიყვანეს თავიანთ სახლში რეზიკო და ნატა . რეზის ერთი თვეც გასული იყო და გაყვა რა თქმა უნდა. ბერდოს კიდე იმდენს ეჩიჩინება ის გადარეული წაიყვანს მგონი და დაცარიელდება ისევ სახლი. ჩემი სახლიდ აცარიელდება მაგრამ ვაკუნასი გაივსება მალე, ე.ი ლიკუნა ხო გადავიდა .რომ იფიქრა მეშველაო,ლიკუნამ ვიღაც გოგო მიიყვანა „დავპირდი სანამ მისი სახლი დასრულდებოდა ჩემთან იცხოვრებდაო. ახლა აქ გადმომიყვანე და ისიც ჩემთან ერტად უნდა იყოსო . „ მიიღო რა ტქმა უნდა სტუმარი და გაუმზადა საძინებელი აი კოშმარი მაშინ დაიწყო ლიკუნამ რომ გაღიმებულმა უთხრა“ ტკბილი ძილი ჩემო სიცოცხლე ,მე ამაღამ გვანცასთან ვიძნებ“ ის ღამე ჩემს მისაღებში გაატარა, წუწუნებდა და სვამდა , მერე მოვიდნენ ბიჭებიც და გადაგვეზარდა ლოთობაში. მეორე დილას რომ გავიღვიძე ისე მტკიოდა თავი მეგონა დიდი კედელი მქონდა ზედ დადებული და ისე ვმოძრაობდი. თავის ტკივილი რა მოსატანია იმასთან რასაც ქეთას უმოქმედობა მაყენებდა. როდესაც მარტო ვრჩებოდი საკუთარ თავთან ის სულ ჩემთან იყო, მასზე ფიქრს ვერ ვიშორებდი. უკვე მოჩვენებად მექცა , სულ მისი სურნელი, კოცნა ,ღიმილი მეჩვენებოდა და მინდოდა რეალურად განმეხორციელებინა. ამ ერთი თვის განმავლობაში ორჯერ შევხვდით , ორივეჯერ ეცადა მოსულიყო, მოვიდა კიდეც რა თქმა უნდა არ გავურბოდი მეგონა იმას მეტყოდა რასაც ველოდი ის კი მხოლოდ ერთს მეუბნებოდა „შევრიგდეთ“ ვერც კი ხვდებოდა რომ არც მიჩხუბია უბრალოდ დრო აქვს მიცემული საფიქრად, მეეჭვება საერთოდ ფიქრობდეს . ლიზა მეჩხუბება , მეუბნება მკაცრად ექცევი,ისე უყურებ ,ისეთი გამომეტყველებით ხარ უარესად ურევ თავგზას . ამ ყველაფერს მარტივად ვხსნი“ქალური სოლიდარობა“ და კვლავ ვჯიუტობ. შეიძლება იდიოტი ვარ და ეს ერთი თვე ტყუილად დავკარგე ,მხოლოდ იმ იდიოტის ცემა უნდა მეკმარა და მშვიდად მეცხოვრა,მომენტალურად ვნანობ კიდეც მაგრამ მერე ისევ იმ აზრს ვუბრუნდები.მე ხომ უბრალოდ შეყვარებულის სტატუსი არ მინდა ის ჩემი ცოლი უნდა გახდეს, ქალი რომელიც იქნება ჩემი იმედი და ისევე დავეყრდნობი მე მას როგორც ის მე . ვფიქრობ ნდობის გარეშე ურთიერთობა ვერ იარსებსბ,გრძნობა როგორიც არ უნდა იყოს თუ არ ენდობი,თუ არ იცნობ კარგად გულს გონება აჯობებს ერთხელაც და ყველაფერი დასრულდება . მირჩევნია ახლა მომენატროს, გავგიჯდე მონატრებით , მივხვდე რომ მის გარეშე ცუდად ვარ ,ვიდრე შემდეგ მოხდეს ეს ყველაფერი . ხანდახან მგონია რომ გეგმებს ვაწყობ და ვცდილობ მომავლის განსაზღვრას. ადრე მართლაც ასე ვიყავი ,ყველაფერს რასაც ვაკეთებდი გააზრებული იყო და რაღაც მიზანს ემსახურებოდა. მე ხომ უბრალოდ ბავშვი ან შემდეგ თინეიჯერი არ ვყოფილვარ ,უამრავი ვალდებულება მქონდა და თუ ზერელედ,დაუფიქრებლად მოვიქცეოდი ,ერთი უპასუხისმგებლო ქცევაც კი აისახებოდა ჩემს დაზე . ახლაც ასე ვარ არ შემიძლია უბრალოდ რაღაც გავაკეტო და არ ვიფიქრო მეორე მხარეზე. ყველაფერს მონეტასავით ვუყურებ , როცა ჩემს მხარეს ვხედავ შემდეგ მეორე მხარეც მაინტერესებს. სწორედ ამ დროს მესმის ქეთასიც ,მაგრამ მაინც ვერ ვამართლებ. მის ადგილას რომ ვიყო მაინც სხვაგვარად მოვიქცეოდი . მოკლედ იმდენჯერ მეცვლება აზრი, ისეთი ომი მიმდინარეობს ჩემს გონებაში ცალკე და გულსა და გონებას შორის ცალკე რომ მგონია ვეღარ გავუძლებ . დილას ლიზამ გამაღვიძა, სიმძიმე რომ ვიგრძენი ზურგზე და ვეღარ ამოვისუნტქე ტვალების გახელა და ამ მძიმე ობიექტის საწოლზე დანარცხება მომიხდა -რა გინდა ქალბატონო აქ -უნდა გამერვძებინე... აბა წუხელ რომ გამოტყვერით შენ და შენი საძმო და დაგავიწყა დღეს რომ მივდივარ ბექულიუსთან -დღეს? რომელი საათია- ისე წამოვიძახე და ვისკუპე საწოლიდან მგონი კოჭი ამომივარდა. რამხელაა ეს საწოლი მაინც, ვერ ვიყიდე დაბალზე? -ვაიმეე როგორ მიყვარს შენი ფაცი-ფუსიც ყურებაა- ლიზა კისკისებდა და ტრიალებდა საწოლზე -ბარგი ცალაგებული გაქვს? -კი და შენიც ჩავალაგე -მართლა?- ისე გამეღიმა მგონი ზედ მეწერა როგორ მესიამოვნა მისი ეს ქმედება. მგონი მომესწრო ბავშვი -მაინც გადახედე ..მე ქვემოთ ვიქნები- ჩამეხუტა ლოყები დამიკოცნა და წავიდა. მოვწესრიგდი, ჩანთები ავიღე და ქვემოთ ჩავედი. მამა მოგვიანებით წამოვიდოდა ამიტომ სახლის შემოწმება არ მჭირდებოდა. პირდაპი ჩავბარგდით და წავედით -აბა შენი რომეო სად არის -იქ არიან უკვე ბიჭები .ანაბელი და ლინდაც -ამ სიცივეში ორი თვის ბავშვი? გაგიჯდა ეს ხალხი - სახლში ეყოლებათ რა მოხდა მერე. ხო მართლა ქეთა არ მოდის -მერე? -რა მერე? ვაიმე რა მერე ვინ ხარ საერთოდ შენ .შენ გამო არ მოდის მოკვდა გოგო ამდენი ენრვიულობით გამოტაყვანებულო შენ . -დამშვიდდები თუ ჩაგსვა ძირს -ვაიმე იოანე თაბაგარო როგორ მინდა მოგახრჩო -არასდროს გდომია ეგ ... წინსვლაა -შენი უემოციობა მაგიჟებს თუ არ გიყვარს შეეშვი მაინც რაღას აწამებ -როგორ არ გესმით , როგორ არ გესმის რო სიგიჟემდე მიყვარს და მერე რომ არ დავტანჯოთ ერთმანეთი იმიტო ვიქცევი ასე, მასთან გართობა რო მინდოდეს სულ არ რას იფიქრებს ჩემზე? -ნუ ყვირი რომ გეუბნები სიმართლეს -არა ეს ნახეთ რა აქეთ რო მიყვირის ... -აბა რა ვქნა ვიტირო? -ლიზა -კარგი ხო ვიყვირეთ ორივემ გვეყოს... მარა მაინც რძლისკენ ვარ -ხოდა იყავი - მეც პატარა ბავშვივით გავებუტე. მერე აღარ გვისაუბრია ამ თემაზე. ასე იცის ამ ბოლო დროს წამოიკივლებს ნერვებ მოშლილი მერე ჩაცხრება და სხვა თემაზე იწყებს საერთოდ საუბარს. როგორც იქნა ჩავედით. ზუსტად არ ვიცოდი სად იყო . ბექას დავურეკე მისამართი მითხრა და რამდენიმე წუთში ადგილზე ვიყავი. საოცარი სანახავი იყო თოვლით დაფარული მთები, სახლები და სიარულის დროს გამოცემული ხმა . გალაკტიონის „თოვლი“ გამახსენდა „მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა „ რა დროს ლექსია ... ბიჭები გამოცვივდნენ . პირველი დაჩი იყო.ორი დღეა არ უნახავს ლიზა და გადარეულია . ხელი რომ მოხვია და ააფრიალა მერე აღარ დამინახავს. ბჭებს მივესალმე და ჩანთები გადავიტანე . ჩემს ოთახში შემიყვანეს . საკმაოდ დიდი სახლი იყო, იმხელა რომ ყველანი დავეტევით აშკარად. ერთ ოთახში რამდენიმე საწოლია ასე რომ პრობლემა არანაირად იქნება. ჩემთან მეორე მარტოსულ ბათუს მოაწვენენ. რა გაუძლებს იმ გიჟს . -ნელ ნელა მოვლენ . ვისაუზმოთ ჩვენ მანამდე და მერე გავიდეთ . ძაან მაგარია , თხილამურებზე დგომა იცი?- ლიზიკოს კითხა უცებ დაჩიმ -რა თქმა უნდა ... გაგანადგურებ . იომ მასწავლა -მოკლედ ყველაფერი იცი შენ -მასეც ნუ ვიტყვით- ბექამ ჩაიფხუკუნა და კი გაუქანა დაჩიმ ბალიში -ენა ჩაიგდე შენ! -სადაა ჩემი მაკო მჩაგრავენ ტო -ვაი რა გეშველება- ალექსმა თქვა და სავარძელზე მიწვა -მოიცა ცოტა და მოვლენ მალე. რეზიმ დაურეკა წეხან და ისიც მოდის თურმე ქალბატონი ადვოკატი -ვაა ნუციუსი მოდის ? - გაიცინა ბექამ და უკეთ მიაწვა ალექსს- გავერთობი აბა ,ნუციუსი მამენტ ჯიგარია .რამდენი ხანია არ მინახავს. აქ რას აკეთებდა ამდენს ტო ორი თვეა აქეთაა და ვერ ვნახე -რას გაიგებ მაგის ასავალ დასავალს...საერთოდ აქეთ გადმოსვლას თუ გეგმავდა ეგეც არ ვიცოდი -აუ როდის მოვლენ რა -ღმერთო რა იყო სულ არ გეცოდები? ტან სიძეობას მიპირებს თან ძმაკაცია როგორ მოვკლა წუწუნისთვის- რეზიმ მაღლა აღაპყრო ხელები და ისე თქვა . -მოვიდნენ მგონი ... - ისე უცებ წამოვარდა მანქანის ხმის გაგონებისას ბექა გადმოვარდა ძირს -ოხ შენი... დამელეწა ნეკნები ..ვაი დედაა -ამიტო დაჯექი წესიერად ... არ იცოდი წკიპზე რო იყო? არ მოსულან ტყუილად გავარდა -შენ რა გენაღვლება ლიზიკომ კი ჩქარა მოსვლა ჩვენ ვიკითხოთ -ჩემს გოგოს დაგვაინება არ უყვარს და რა ვქნა მე კი არ დამიძალებია გამოიქეცი სასწრაფიდთქო -ნამდვილად თავად წამომაგდო დილაუთენია ..ისე დამახტა ახლაც მტკივა გვერდები -იოანეე - აბუზღუნდა მაშინვე , სახე კი ჩამალა დაჩის ყელში. იმასაც გაეცინა და თავზე აკოცა -ვიცი ისედაც რო მოგენატრე, იოანე რას მეტყვის ახალს მაგაზე - გაიცინა და ჩურჩულით უთხრა, მერე ლოყაზე აკოცა . ისიც გაიტრუნა წამსვე. ლაპარაკში გავერთეთ,ალექსიც გავართეთ და სულ ვერ გაიგო როგორ შემოვიდნენ სახლში რატი,კატო და ნატა. -ბიჭებს სალამიი- კატომ დაიძახა და ბიჭებიც ეგრევე წამოვარდნენ. ჩაეხუტნენ კატოს . მეც რა თქმა უნდა მივედი. ალექსი კი ნატასკენ დაიძრა და ჩამალა მკლავებში ისე ჩაეხუტა -ჩემი ფისუნია.. როგორ მომენატრე ტო - ხელს არ უშვებდა და მის ჟღალ თმებში ჩამალული სახე სულ არ უჩანდა -მეც მომენატრე .. ვიფიქრე გამოვარდებათქო და სად ხარ ... -ამათ შემიტყუეს ლაპარაკში და ვეღარ გავიგე მანქანის ხმა, ერთი საათია დავრბივარ ფისოო -ხოო? -გაიცინა და ლოყაზე აკოცა -კარგი ბიჭი ხარ შენ -პატარა ბავშვივით რომ მელაპარაკები შენი დატუქვა მინდება -სანამ დასჯა მოგინდება მიმშვი დასთან-რეზიმ გამოაგდო და ჩაეხუტა დაიკოს- ჩემო გოგოოო სად ხართ ამდენ ხანს ლამის დაგაქვრივე გათხოვებამდე -რეზი ! -მოკლედ რა ნეტა რას მეჩხუბები ყველამ ვიციტ თქვენს გარდა რომ დაქორწინდებით ბოლო ბოლო და რა გაგიჟებს ნეტა -თქვენ გარდა არა უნდა გეთქვა შენს გარდა - ალექსმა ჩაუსწორა და ახლა ჩაეხუტა კატოს- როგორ ხარ კატუშ? -თქვენ რო გხედავთ შილო ცუდად რა გამხდის..ისე მომენატრეთ -აბაა კვდებოდი ნერვიულობით მე რო მხედავდი--რატიმ ჩაიცინა და ხელი დამადო მხარზე- მამაშენი როდის მობრძანდება, ახალ წელსაც საქმეებს აკვდება? -ჩამოვა ხვალ -კიდევ კარგი -რატიიი .. ჩანთები შემოიტანე ხო იცი შენს გარდა არავინ მიხედავს .. -კატომ დაუძახა და ისიც წავიდა ბუზღუნით -ამხელა ბიჭი მყავს და ისევ მე მათრევინებს ამ ჩემოდნებს ... შვილს უფრთხილდება... -იოო -გისმენ ბექა - გარეთ იყო ამიტო გავიხედე კარიდან -არღვლიანი ,ყიფო და აკუნა ხო მოვლენ? ბათუს და ბერდოს კი დევურეკე . ბათუ მოდის და ბერდო არა მაინტერესებს ოთახების პონტში -ისინი მოვლენ საღამოს ... -კაია ე.ი ყველანი ვიკრიბებით და ვიწყებთ -რას ვიწყებთ ბიჯო რო ხმაურობ და ყიყინებ ბავშვს ვაძინებ მე აქ -მიშკა გამოვარდა რომელიღაც ოთახიდან, ხელში ლინდა ეჭირა რომელიც გაუჩერებლად ტიროდა -სადაა ანაბელი? -გავიდა ცოტა ხნით გავისეირნებო მე დამიტოვა ბავშვი..აუ იოანე მიშველე რამე ძმურად -იოანე რას გიშველის შე გამოტვინებულო ... შია ალბათ..ან გამოცვლა უნდა ან იქნებ ტკივა რამე -ვაჭამე ცოტა ხნის წინ გამოსაცვლელი არაა და რა ვიცი -მერე რო ახტუნებ ხელში იტირებს აბა რა იქნება ...- უცებ გამოვართვი ბავშვი და ზურგით მივიკარი გულ მკერდზე. თავისი ფუმფულა ,პატარა პლედი შემოვახვიე და ტავზე ვაკოცე- ტკბილო ... გადარეულმა მიშიკომ არ იცის ჭამის მერე როგორ უნდა დაგიჭიროს? -გაჩუმდა ტოო ...იმენა სასწაულმოქმედი ხარ -რა ხდება?- გოგონები გამოვიდნენ ამათ ხმაურზე- ლინდააა პატარა ფერია შენ არ გძინავს? -რა დააძინებდა აწამებდა მიშო -ბექა ენას ამოგაცლი -რა ყველა ჩემს ენას ემუქრება ტო -შეგიძლია წახვიდე- მიშკას მივუბრუნდი და ბავშვი მკლავზე დავიწვინე,უკვე კარგად იყო -სად? -ანაბელთან ... მე მეყოლება ლინდა ..მარტო ხო არ იქნება გოგო -მართლა დაიტოვებ? იცოდე ამათ არ გააკარო გამიგიჟებენ ბავშვს -მეტი გვეკუთნის- ერთხმად თქვეს და დაუბღვირეს მიშკას- წადი მოშორდი აქედან ისარგებლე მომენტით შე უჟმურო -წავედი ... - უცებ აიღო ქურთუკი და გავარდა. -იქნებ გვეშველოს რამე- დაჩიმ თქვა და ბიჭებთან ერთად წავიდა. მე კი მისაღებში დავჯექი. პატარა ქალბატონი გულზე დავიწვინე ,თავს ვერ იჭერდა და უბრალოდ ედო გულთან ქვემოდან მიყურებდა და აცმაცუნებდა პატარა ტუჩებს -როგორი საყვარელი ხარ შენ არ იცი... თბილი და ტკბილი- პაწაწინა თითებს ვუკოცნიდი და ისიც გაყუჩული მიყურებდა -ლიზიკოც ასე გყავდა ხოლმე ... - კატო მიყურებდა და იღიმოდა - ელენა იამაყებდა შენით - თვალები აემღვრა , მზერა მოვაშორე და ისევ ბავშვს შევხედე ყურადღება რომ გადამეტანა. გული ყელში მომებჯინა მეგონა გამიჩერდებოდა სუნთქვა ,მაგრამ გადავიტანე. რამდენიმე წუთში გიჟების ბანდა მოვიდა: სალომე და მაკო ... ბავშვი საღამომდე მყავდა, მშვიდად ეძინა მაგრამ მაინც ხელში მეჭირა ,მიყვარს ასე ახლოს რომ მყავს . შემდეგ ანაბელი და მიშოც დაბრუნდნენ და გადავაბარე დედიკოს. გვიანი იყო ბიჭები რომ მოვიდნენ, დაყარეს ბარგი და როგორც გვჩვევია ეგრევე წავედით სასრიალოდ. გოგონები კი აწუწუნდნენ ჩვენ რისთვის წამოგვიყვანეთო,მაგრამ არც გაუგიათ,ამ ღამით დაგვივიწყეთო განაცხადეს და გამომყვნენ უკან. -რამდენი ხანია არ ვყოფილვართ ტო..მომენატრა -გაგანადგურებთ იცოდეთ -ნუ გვემუქრები ყიფიანო ... მთა სვანებისაა -კაი ერთი იმიტო დაგამარცხე მაშინ -სხვათაშორის მაშინ მე მოგიგეთ ყველას- შევაწყვეტინე ბიჭებს კამათი და გამომხედა სამივემ წარბებშეკრულმა -რა მუღამზე იყავი იმ ღამით რა გეტაკა -ოოჰ თქვენ არ იცოდეთ ახლა თხილამურებზე დგომა დამაბრალეთ მე -შენ თუ არ გაყვინაო თოვლში ნახავ - აკუნა დამემუქრა. მოვემზადეთ, საბაგიროთი ავედით და მიყოლები დავეშვით მთიდან. უკვე ბინდდებოდა ,მზე ჩადიოდა და საოცარი ხედი იქმნებოდა. მეგონა ისევ 18 ვიყავი . პირველად ერთად მაშინ ამოვედით ,ის წელი იყო ყველაზე მააგრი . რომელიღაც სასტუმროში ვიყავით . მამა ვერ დავითანხმე , არ მიშვებდა , ჩავულაგე ბარგი ლიზასაც და იმ ღამითვე გამოვიპარეთ. გაგიჟებულები იყვნენ ყველანი . ბაკურიანში გვეძებდნენ და დრო მოვიგეთ . ლიზიკო ისე ერთობოდა ჩვენს ყურებაში ბოლოს გაგვიბლატავდა და მოგვთხოვა დიდი ვარ მეც მასწავლეთ დგომაო . ჯერ შემეშინდა მეთქი რამე არ მოიტეხოსთქო ,მერე გადარეულმა ყიფიანმა რომ შეისვა ზურგზე და დაეშვა მთიდან გული კინაღამ გამისკდა სანამ ქვემოთ ჩამოაღწევდნენ. იმდენ ხას მყავდა გულზ ემიხუტებული 8 წლის ლიზა რომ ვერავითარი ძალა მაიზულებდა მოშორებას. თან ვაკოს ვეჩხუბებოდი,ლიზა კიდევ ეიფორიაში იყო და ყვებოდა რა მაგრი შეგრზნება იყო ... ჩვენი შეძახილები და უაზროდ წამოსროლილი ბგერები აყრუებდა არემარეს. წავაგე , დავეცი , შემდეგ თავზე დამეცა არღვლიანი. სადღაც ახლოს აკუნა გაიშოტა, შუაში კი ვაკო დაეცა. ამაზე იმდენი ვიხარხარეთ ახლოს თუ ვინმე იყო გაგიჟდებოდა უთუოდ. ლამპიონები ანათებდა , თოვლი ბრჭყვიალებდა თიტქოს მილიონობით ბრილიანტის თვალი იყო გაბნეული და იმდენად მიზიდავდა ინსტიქტურად ვიღებდი ხელში . შემდეგ გუნდაც შეიკრა და წინ მიმავალ სამეულს გავუქანე. რა მინდოდა რამ გადამრია. ჩამქოლეს ჩვეულებრივად. არ დავნებდი და რომელიც მომყვა ხელში ეგრევე ჩავაგდე თოვლში... ბოლო რა იყო? ოთხი ზრდასრული მამაკაცი სახლში, სადაც გადარეული ბავშვები იყვნენ მივედით სრულიად სველები, გაყინულები, თოვლში ამოვკებულები და რა თქმა უნდა ბათუ იყო პირველი ვინც ახარხარდა -თქვენი გამოსწორება არ იქნება რა -ვინ გვეუბნება ამას კაცი რომელიც თხილამურზე არ დგება იმის შიშით რო მოტყდება რამე? -სვანო როდის ამოიდგი შენ ენა? -ფრთხილად იყავი შენ „ სვანო მეტი ძვალი არ გამიტეხოს“ თქმა არ დაგჭირდეს... ნია ნუ ფხუკუნებ - უცებ მიაყოლა არღვლიანმა და ქალბატონი ოთახში შეაგდო. ყველანი ჩვენ -ჩვენს ოთახებში შევედით, მე ხო იღბალი არ მაქ უკან მომყვა ბათუ -გაყვინავეს თუ აყვინავე -ორივე..- თან ვიხდიდი თან ველაპარაკებოდი- ბერდო არ არის? -არაა. სალომესი ეშინია - ნუ ღადაობ ყველაფერზე რა -არა მართლა..რაღაც მხოდა მაგათთან ხო იცი იმ ტარაკნების მერე. ეს არაფერს იმჩნევს სალომე უფრთხოდა მაგრამ ახალ წელს მაგის ნახვა არ მინდაო ..მშვიდად ყოფნა მირჩევნიაო და ჩემთან იქნება ბინაში..ღმერთმაც ქნას და ჩატეხოს ჩემი საწოლი ვინმე გოგოსთან ერთად ახალი წლის ღამეს მაგრამ მეეჭვება... -კაი რა შენ კიდე რას ერჩი ბავშვს -ვინაა ბავშვი მაგის ასაკში ერთად მყავდა ექვსი გოგო -იმიტო ხარ ხისთავიანი მაგით რო ზომავ კაცობას -კაცობა რა შუაშია ... ეგ მართლა ბავშვივითაა რაღაცით ხო უნდა დაეტყოს რო აღარაა სკოლის მსოწავლე რომელმაც სულ წიგნებში უნდა იქექოს და იყოს ბეჯითი ბიჭი. მაინც როგორ არ ბეზრდება -შენ ასე ელაპარაკები სულ? გითმენს თუ გეჩხუბება -მიყურებს ,მისმენს და მერე ირონიულად მიცინის -შენზე უარესია ეგ . თავისი სიდინჯით კლავს - დაქანცული წამოვგორდი საწოლზე და ბალიშს მოვხვიე ხელები- კუნთები ამტკივდა .. -ლიზიკო როგორაა ასეთი დამჯერე -ვინ გითხრა რო დამჯერეა.. მე უბრალოდ ვყვები მის სურვილს და წარმოვიდგენ რომ ეს დავავალე, ის უნდა გაეკეთებინა რაც გააკეთა და ავტომატურად ხდება წესების დამცველი -როგორ ხარ ასეთი... საერთოდ სხვა პლანეტიდან მგონიხარ -მარსიდან ვარ ... -კაი არ გადამრიოო -აბააა რა ხდება აქ? - ვაკომ შემოყო ოთახში თავი მაგრამ შემოაგდო სვანმა და უკან მოჰყვა აკო. მერე საწოლზე გაგორდნენ და რომ დაიწყეს ამბების მოყოლა, უცებ დააძრო ბათუმ ვისკის ბოთლი და გაჩდნენ ბიჭები ჩვენს ოთახში .ყველანი ხალიჩაზე მსხდომები , ზოგი პუფში იწვა ზოგი იატაკზე . გოგონებს კი ეძინათ ეს გიჯები კი გამოიპარნენ და ლოთობდნენ აქ. ისე რა მესამე პირში ვსაუბრობ...ვლოთობდით,უბრალოდ მე არავის გამოვქცევივარ. გამთენიისას გაბობღდნენ თავიანთ ოთახებში, ბათუ საწოლზე დაეცა და დაიძინა იმ ფორმაში როგორც დაეცა, მე კი გარეთ გავედი ,წვრილი ფიფქები ცვიოდა ,მაგრამ მაინც ლამაზი იყო . გაყინული ხელები მანტოს ჯიბეებში ჩავაწყვე და ზემოთ ავიხედე. შემდეგ ნაბიჯების ხმა მომესმა , ისეთი სიჩუმე იყო ღრმა სუნთქვასაც კი გავიგებდი. ჭიშკარი გაიღო და თვალებს ვერ დავუჯერე. მეგონა მეჩვენებოდა , ალკოჰოლის ზემოქმედებას დავაბრალებდი მაგრამ ასკარად ჩემკენ მოიწევდა, შემცივნული , აკანკალებული.თავდახრილი მოაბიჯებდა პირდაპირ ჩემკენ. არ გავწეულვარ უფლება მივეცი შეჯახების . წამში წავაწყდი მის ამღვრეულ თვალებს . რამდენიმე წუთი ვუყურებდი , ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა სისხლთან ერთად ალკოჰოლი და ყველა უჯრედს თავდაყირა აყენებდა. ახლა ისე მინდოდა მისი გაყინული,ათრთოლებული ტუჩების დაგემოვნება , გინდ ალკოჰოლს დააბრალეთ გინდა უბრალოდ სურვილს . ფაქტია დიდხანს არ მიცდია სურვილი ავისრულე, ხელი მოვხვია და მისი ფაფუკი ტუჩები შევიგრძენი. თავს ვერ ვაკონტროლებდი, ვკოცნიდი მომთხოვნად ,მთელი ვნებით და ვაქსოვდი ამდენი ხნის მონატრებას. ხელები ყელზე რომ მომხვია გულიმა რამდნეიმე დარტყმა გამოტოვა -იოანე -თვალებში მიყურებდა,ღრმად სუნთქავდა, ხელები უკვე ლოყაზე ჰქონდა გადმოტანილი ,სახეზე მეფერებოდა -იოო - უნდა შევრიგებოდი? უნდა მეთქვა რომ მიყვარდა და როგორც ადრე ისე დამესრულებინა ყველაფერი? დამევიწყებინა? არ ვიცი !მე უბრალოდ შევბრუნდი და წავედი ... ^^^ ქეთა---- დავცარიელდი, თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი თან წაიღო როცა წავიდა. სრულ გაურკვევლობაში ვარ და ჩემი ტავი მეზიზრება , ვერ ვიტან ასეთი უსუსური რომ ვარ, როცა ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთო ,როცა ვიაზრებ რომ ურთიერთობები არ გამომდის ,როცა ვხვდები რომ საკუთარი დანაშაულის გამოსწორება და ამოცნობაც კი არ შემიძლია. მერამდენედ ვკარგავ ერთადერთ ოცნების მამაკაცს, მერამდენედ მიწევს მასთან განშორება და კიდევ ვერ ვეჩვევი ამ ტკივილს. რობოტივით ვმოძრაობ, ბავშვის დაბადებაც კი აღარ მანიჭებს იმ სიხარულს, ფეხმძიმეებსაც უინტერესო გამომეტყველებით ვხვდები , ვერ ვუღიმი,ვერც ბედნიერებას ვგრძნობ გულისცემის მოსმენისას. არადა ადრე ამ ყველაფერს განვიცდიდი,მათთან ერთად მეც მიხაროდა. ამით ვცოცხლობდი , ახლა კი ვხვდები რომ არაფერი მჭირდება, არაფერი მაბედნიერებს, არაფერს შეუძლია სუნთქვა შემიკრას, გული გამიჩეროს მხოლოდ იოანემ.როგორ მინდა ვიყვირო ბოლო ხმაზე „უშენოდ ვერ ვძლებ“ ერთი თვე გავიდა , ამ ერთი თვის განმავლობაში ნორმალურად არც მიძინია, სულ ვფიქრობ ყველაფერს ერთმანეთთან ვაკავშირებ, ვიხსენებ ძველ დროს.იოანეს თიტოეულ სიტყვას, ქმედებას და სულ მთლად მერევა გონება. სალომე ცალკე მემატება, გამუდმებით მეჩხუბება, ისედაც გაღიზიანებულია ბერდოს გამო და ჯავრს ჩემზე იყრის. დადგება დაიწყებს კივილს, ჩემს ლანძღვას თუ როგორ დავკარგე იოანე , როგორი სულელი ვარ, როგორი გამოშტერებული, გამოთაყვანებული და კიდევ რა ვიცი რა. მერე რომ გაჩერდება ვხვდები რომ მთვრალია ,რამდენიმე წუთი ვუყურებ როგორ ირწევა ერთ ადგილას და მერე ორივე ვიწყებთ ისტერიულ სიცილს. მეტი ისტერიკა რა გინდა, თქვენ უნდა ნახოთ ალექსი რომ მოდის და უკვე ორ სასოწარკვეთილ დას ხედავს. ეგრევე გვტოვებს და გარბის, საყვედურსაც აღარ ეუბნება სალომეს. „როგორც გინდათ ისე მოიქეცით, გდაგჭირდებით? აქ ვარ . თუ არადა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ერთსაც და მეორესაც“ ასე მოგვიგო და მივხვდით რომ ბიჭების მხარესაა. განსაკუთრებით კი იოანეს ! ამას მაშინ მივხვდი როცა ცრემლები ვერ შევიკავე პირველი შეხვედრის შემდეგ და პირდაპირ მის მხარზე ვღვარე იმდენი რაოდენობის ცრემლი რომ მაისური გასაწური გაუხდა. უბრალოდ იდგა თმაზე მისვამდა ხელს და რომ დავმშვიდდი მხოლდო ეს თქვა“ მეტს ნურაფერს ელი მისგან „ გაგიჯების ზღვარზე ვარ ... ორჯერ ვთხოვე შერიგება.. თუმცა რაღა შერიგება არც გვიჩხუბია არაფერი უთქვამს არც ის რომ ყველაფერი დასრულდა უბრალოდ წავიდა. როცა საჭიროა ,როცა მე მჭირდება სწორედ მაშინ დუმდება, მაშინ უნდა რომ უთქმელად მივხვდე მე კი არ შემიძლია. იმდენად ვარ არეული მისი გამოცნობა არ შემიძლია. შესაძლოა სალომე მართალია რომ მითხრა თუ ვერ ხვდები რა გინდა, ის როგორია, მომავალი როგორ წარმოგიდგენია მასთან . იქნებ მასაც ეს აწუხებს და იმიტომ გაგიჟდაო. ფაქტი ერთია სოსო ნაცემია ... თანაც მწარედ . გაქრა ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ , რა ტქმა უნდა არ მადარდებს .მხოლოდ ის ვიცი რომ მომატყუა, მთელი ცხოვრება ტვინს მირევდა, ცდილობდა დაახლოებას და თან იოანეზე საშინელებებს მიყვებოდა, ჩემს მახსოვრობაში ის უხეში და დაუნდობელი იყო ეს კი ყველაფერს უმარტივებდა იმ გარეწარს. ამას როდის მივხვდი? ისევ ალექსმა რომ მომახალა მორიგი შეტევის დროს . „შენ რა გეგონა იმ სირ.. ერთად რო მოძრაობდი მე არაფერი ვიცოდი? რამდენჯერ მომინდა დაველაპარაკება გადავიფიქრე ყოველთვის , არ მინდოდა შენ საქმეში ჩავრეულიყავი. მეგონა ოდესმე მიხვდებოდი ის გამოს... შენს შებმას რომ ცდილობდა, მაგრამ ის მამშვიდებდა რო გეკიდა და ყურადრებას არა ქცევდი . ვიფიქრე ისეთი რა უნდა მოხდესთქო და მოუხდენია და ესაა . ყველაფერი ისე გაუკეთებია როგორც სურდა, პროსტა ხელში ვერ ჩაგიგდო მაგ თე... ნაბოზ... ის ვერ გაითვალისწინა რომ არასდროს შეგიყვარდება . უბრალოდ დაფიქრდი , გაიხსენე იოანეს განვლილი ცხოვრების გზა... დააკავშირე მის ხასიათთან და იმედია მხივდები ყველაფერს“ უარი განვაცხადე გუდაურში წასვლაზე, სახლში ვიჯექი და ვფიქრობდი . მართლა გავიხსენე ყველაფერი რაც იოანეს შესახებ ვიცოდი, თითოეული ჩვენი სეხვედრაც გამახსენდა, მისი მზერა, მისი ქცევა როცა ვინმესთან ერთად დამინახავდა და ის ფაქტიც გამახსენდა რომ როცა ის იდიოტი სოსო საავადმყოფოში იწვა და მის სანახავად მივედი იმ პერიოდში იოანე საერთოდ არ გამოდიოდა სახლიდან , ლიზა იყო ავად და ამ დროს არასდრო გადიოდა გარეთ მითუმეტეს ქუჩაში საქმის გარცევისთვის არ დაკარგავდა დროს. მაშინ კი იმდენად სულელი ვიყავი ეს არ გამხსენებია. ჩვენი პირველი კოცნა გამახსენდა, ის საღამო, მისი თბილი მზერა,მზერა რომელშიც ახლა სიყვარულს ვხედავდი მაშინ კი ვერაფერი ამოვიკითხე არადა ისე ნათლად ბრწყინავდნენ ვარსკვლავები მის მომნუსხველ სფეროებში. ალბათ არავის შეუმჩნევია მისი თვალები ზოგჯერ თაფლისფერს ჰგავს, ზოგჯერ მუქდება და შავს ემსგავსება ეს მაშინ როცა ბრაზობს. როცა მშვიდია , თავს კარგად გრძნობს და ბედნიერია სრულიად სხვა ამოუცნობ ფერს იძენს რომელიც თიტქოს ნაცრისფერია, თითქოს უფრო მუქი და შესაძლოა თაფლისფერიც იყოს ან არ ვიცი ... ის უბრალოდ იოანესფერია.... მხოლოდ მისი ფერი რომელსაც ჩემი დანახვისას ვხედავ, როცა ჩემს ანარეკლს ვხედავ მის თვალებში სწორედ მაშინ იღებენ ამ ფერს. იოანე... ჩემი იოანე რომელიც მუდამ ცდილობდა ბრაზის მოთოკვას, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე მე მეხებოდა. ყოველთვის პირველ ნაბიჯს დგამდა, ყოველთვის ერიდებოდა დროის გაყვანას თითქოს იცოდა რომ ამით მაწამებდა. ჩემს მორცხვობასაც კი სახალისოდ აქცევდა, ისეთ რამეს ამბობს ხოლმე სულ მავიწყდება უხერხული სიტუაცია. იოანეა რომელმაც სურვილის მიუხედავად ისევ ჩემზე იფიქრა და გონებადაკარგულ მთვრალ ,გათიშულ ქალს უარი უთხრა. მეორე დღეს კი ისე მოაწყო რომ ფაქტობრივად სირცხვილის გრძნობას არ შევუწუხებივარ, არადა მე როგორ შემეძლო ისე წამოვსულიყავი იქედან, ან კიდევ შევხვედროდი მას შემდეგ და შემძლებოდა საუბარი. მე ვერ შევძლებდი, ვერაფერს შევძლებდი ყველაეფრი მან , მხოლოდ მან გააკეთა . მე კი ახლა როცა ჩემზეა დამოკიდებული ყველაფერი ,არაფერს ვაკეთებ. ახალ წელს მასთან ერტად შეხვედრაზეც კი უარს ვამბობ და მარტო ვრჩები ,ვიმალები . ეს რომ გავიაზრე ბარგი ჩავალაგე და გუდაურში წავედი. უკვე გვიანი იყო რომ ცავედი. უხმაუროდ შევედი საძინებელში , ცარიელ ოთახში შემიშვეს. ნუცა რომ მოვა მასთან ერთად ვიქნები . ისე თურმე ამაღამ უნდა ჩამოვიდეს , ბოლო წამს გამოუჩნდა საქმე და ვერ გამოყვა კატოს და რატის . ვერ დავისვენე , მინდოდა გასეირნება და წავედი. დიდხანს ვერ გავჩერდი საშინლად ყინავდა, სულ გავითოშე. ეზოში სწრაფად მივაბიჯებდი, ცხვირი დუტის მოსაწმელში მქონდა ჩაყოფილი ,თავზე ქუდი მეფარა , ხელები ჯიბეებში მეწყო მაგრამ მაინც მციოდა. ვიყინებოდი სანამ იოანეს არ დავეჯახე. მისი მზერა, ერთი შემოხედვა და ყველა შეგრძნება გაქრა მხოლოდ ის დარჩა , მხოლოდ მონატრება და მან მაკოცა. ისევ ვგრძნობდი მისი თბილი სავსე ტუჩების შეხებას, ასე რომ მიყვარდა და ყველაფერი დამავიწყდა. სადღაც ზემოთ , მაღლა ცაში დავფრინავდი . უკან ისევ მან დამაბრუნა , როცა ზურგი მაქცია და წავიდა. შემდეგ გავიაზრე რომ მთვრალი იყო და მივხვდი რატომაც მაკოცა. იმ წამს ვიგრზენი ყველაზე დიდი სიცივე რომელმაც სული გამიყინა. როგორღაც მივაღწიე საძინებლამდე , იქ მძინარე ნუცა დავინახე მეორე საწოლზე ეძინა მშვიდად . საწოლში დავწექი. ემბრიონის ფორმა მივიღე ,საბანი თავზე დავიფარე და ცრემლებს გასაქანი მივეცი. არც კი ვიცი როდის ჩამეძინა. როცა გავიღვიძე უკვე კარგა ხნის გათენებული იყო. სალომე შემომივარდა ოთახში და საბანი გადამხადა -გაიღვიძე ძილისგუდა და ამიხსენი რატომ არ მიტხარი თუ მოდიოდი -სალო გთხოვ რა ... -რა გჭირს გოგო თვალებზე ..იტირე? შემომხედე!- უცებ მომვარდა და ნიკაპზე მომიჭირა ხელი-სულ დაწითლებული გაქ ... იდიოტი ხარ? ახლა რაღა მხოდა -სალომე გთხოვ გადი... მარტო მინდა ყოფნა . დავიძინებ , დასვენება მინდა ამისთვის ავრ აქ...არ მინდა ხეტიალი ძილი მჭირდება -კარგი, როგორც გნებავს - უცებ წამოვარდა კარი გაიჯახუნა და წავიდა. მე კი საბანში გავეხვიე და ისევ ჩავძვერი შიგნით. ისევ შემოვიდა ვიღაც . არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა სალომეს ვიზიტიდან -ვაიმე სალომეე იცოდე არაფერი მითხრა თორემ გცემ... მე ვტირი შენ ხო არა ! და არ დაიწყო ახლა ტირილით რას უშველიო თორე არ ვიცი რას გიზამ, ვითომ მე არ ვიცი რო ვერ ვუშველი ,იდოტი , სულელი და ბოთე ბავშვი რომ ვარ მაგასაც ნუ მეტყვი, ეგეც ვიცი . საერთოდ რატომ ჩამოვედი... ვერ გავუძლებ ,მეტს მართლა ვერ გავუძლებ არ შემიძლია მისი ცივი გამოხედვის და გამომეტყველების ყურება. როცა ვიცი რომ ჩემ გამოა ასე ... დღესვე წავალ !- რამდენიმე წუთი სვენებ- სვენებით, ზლუქუნის თანხლებით ვლაპარაკობდი, ისევ საბანში ჩამალული. შემდეგ საბანი მოვისროლე, უცებ წამოვდექი და სიტყვის სათქმელად დაღებული პირი დამრჩა ისე იოანე რომ დავინახე .ისე მიყურებდა როგორც ყოველთვის ,ისევ ის ამოუცნობი ფერი ჰქონდა მის თვალებს და მე ისევ დავიბენი, ისევ ვერაფერი ვთქვი . მიყურებდა , უბრალოდ მიყურებდა. ახლოს იყო , ძალიან ახლოს მაგრამ არ მეხებოდა ,ოდნავადაც კი,თითქოს განგებ აკეთებდა მისი შეხების სურვილით ვკვდებოდი. ხელის ჩაკიდებაც კი მენატრებოდა. -იოანე მე ... მაპატიე გთხოვ, ვიცი ,ვიცი რომ დამნაშავე ვარ . არ უნდა დამეჯერებინა არავის სიტყვები, უნდა მცოდნოდა ყველაფერი შენზე და საერთოდ ახლოს არ უნდა გავკარებოდი არავის , ლაპარაკიც კი ზემდეტი იყო მასთან. ახლა მითუმეტეს არ უნდა გამეხსენებინა ეგ სისულელე ,ახლა როცა სულ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ხომ იცი როგორი ვარ . სულ სხვისგან ველი ნაბიჯს, ახლაც პატიებას გთხოვ ,ზოგჯერ ვითხოვ და ისევ შენ გელოდები ... რა ვქნა აღარ ვიცი ,მართლა აღარაფერი ვიცი მხოლოდ ის რომ მიყვარხარ ... ძალიან მიყვარხარ, უზომოდ მიყვარხარ და უშენოდ არ შემიძლია ... ვერ ვძლებ უშენოდ , მტკივა ...მთელი არსება იტანჯება უშენოდ -არც კი ვიცი რას ვეუბნებოდი... რაიმე აზრის გამოტანა თუ შეიძლებოდა ჩემი სიტყვებიდან ისიც არ ვიცოდი. უბრალოდ ვლუღლუღებდი და თანდათან მებინდებოდა თვალები ცრემლის გამო,რომელიც არ ჩერდებოდა და სულ მისველებდა ლოყებს. თვალები დავხუჭე , აღარ შემეძლო - დამიბრუნდი გთხოვ - რამდენიმე წამი სიცარიელეს ვგრძNობდი, მეგონა წავიდა ... მეგონა სამუდამოდ წავიდა და თვალის გახელსი მეშინოდა. შემდეგ შეხება ვიგრძენი, მისი თითები სახეზე , მისი თითები ცრემლებს მიჰყვებოდნენ და კანს აშორებდნენ . შემდეგ ტუჩებმა გაიარეს ცრემლების გაკვალული გზა. მე კი მთელი სხეული მითრთოდა, სიამოვნებისგან გავირინდე, თითოეული უჯრედი მეწვოდა სადაც მეხებოდა. მარილიანი ტუჩების ჯერიც დადგა . ჯერ თითებით შემოხაზა კონტური შემდეგ კი ჩვენი ბაგეები შეერწყნენ. თვალები გავახილე ,ვუყურებდი თვალებმიბნედილს,ვგრძNობდი მთელი სინაზით როგორ მკოცნიდა და დააცურებდა თითებს ჩემს თმაში. .. ამბორი დასრულდა, თითები ისევ ჩემს თმაში დასრიალებდნენ, ისევ იგივე მანძილით იყო დაშორებული ჩვენი სხეულები , ისევ ვრძნობდი მის ცხელ სუნთქვას , რომელიც ტუჩებზე მეფრქვეოდა. შემდეგ მისი სურნელით ავივსე, გულში ჩამიკრა და ხელები ისე მომხვია თითქოს სადმე გავექცეოდი . წელზე შევუცურე ხელები და ცხვირი ყელზე გავუხახუნე,როგორ მომენატრა მისი ეს რეაქციაც კი .გამაჟრჟოლა ,ისევ თავიდან ფეხებამდე დამიარა ტაომ .არაფერს ამბობდა ,მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა სიტყვები არ მჭირდებოდა,მისი გულისცემაც საკმაირისი იყო ასე ჰარმონიულად რომ ერწყოდა ჩემი გულის რიტმს. -იცოდე ვეღარასდროს მომიშორებ თავიდან... კიდე ერთხელ რომ მომიწიოს უშენობა გავგიჟდები და არ გამოგადგები გადარეული -ისე ვჩურჩულებდი მისი ყელს არ ვშორდებოდი.მხრებში მსუბუქად ჩამავლო და ოდნავ უკან გამწია ,მერე ლოყაზე ჯერ კიდევ შეუმშრალი ცრემლები მომაშორა თითებით და ისევ მაკოცა .ამჯერად ნაზად და ხანმოკლედ -აღარასდროს იტირო ჩემ გამო ამდენი, არასდროს ჩავარდე სასოწარკვეთილებაში ხომ ხედავ იმის თქმა რასაც გრძნობ ყოველთვის უმჯობესია. მითუმეტეს იმ კაცთან რომელსაც გონის დაკარგვამდე უყვარხარ .მაპატიე თითოეული დაღვრილი ცრემლი , გეფიცები მხოლოდ ბედნიერებისგან გამოწვეული ცრემლით გამოვისყიდი ... მერე ისევ ჩავეხუტე , მასთან ასე ყოფნა არასდროს მომბეზრდება. მისი სურნელით გაბრუებული, მისი სითბოთი და სიყვარულით სავსე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.