პირველი ქორწინება (თავი 3)
-ხელი გამიშვითქო ვაჟა, ყვირილს დავიწყებ !! -ყვირილი რას გიშველის? გგონია ვინმე გაიგებს შენს ჭიკჭიკს ? -რა გინდა ამიხსენი, თვითონვე დამშორდი და ეხლა თავს აღარ მანებებ ? -ვერ განებებ თავს! ვერ ხვდები, რომ ისევ მიყვარხარ ?! შენს გარდა რომ არავინ მინდა არ იცი გოგო ? -თავი დამანებეთქო, მომშორდი ნუ მეკარები !! თვალებიდან ცრემლები ჩამომცვივდა ისე, რომ ვერც ვიგრძენი... ვაჟას სუნთქვას სულ უფრო და უფრო ახლოს ვგრძნობდი და გული შიშისგან უფრო და უფრო მალე მიცემდა. კედელთან ამაყუდა ხელზე კი უფრო მომიჭირა და საკოცნელად მომიახლოვდა... ვგრძნობდი როგორ მძულდა, როგორ მცრიდა ტანში მისი სიახლოვისგან. რა უცნაურია ადამიანი, შეუძლია პირველ წუთს უყვარდე და შენს გარეშე ცხოვრება არ შეეძლოს, მეორე წუთს კი ისე შესძულდე, რომ ზედაც ვეღარ გიყურებდეს... -ხელი გაუშვი!! უცნობი ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა და ცოტახანში უკვე ჩვენს წინ მდგარიყო. -რაო ? -გოგოს ხელი გაუშვი მეთქი ყრუ ხარ ? უცნობი მომიახლოვდა თუ არა, შიშმა ამიტანა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. მეგონა, ყველაფერი ახლიდან დაიწყებოდა, ვაჟაც დამივიწყებდა და მის გარეშე გავაგრძელებდი ცხოვრებას. ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ვცდებოდი. სანამ ფიქრებს უსასრულობაში მივყავდი, უცნობმა ხელი მომკიდა და ვაჟას მომაცილა. -შენ ვინ ჩემი ... ხარ ბრძანებებს რო გასცემ აქ ? -მაგას მნიშვნელობა არ აქვს და სანამ კიდევ რამეს იტყოდე ყურადღებით მომისმინე! აქ, ამ უბანში და საერთოდ ამ გოგოსთან 100მეტრშიც აღარ დაგინახო, ადამიანურად გელაპარაკები ჯერ და თუ არ გაითვალისწინებ მერე უკვე სხვანაირად წავა საქმე... ახლა შეგიძლია გააგრძელო სვლა სახლისკენ და გზა ამ უბნისკენ დაივიწყო -რაო მაგარი ტიპი ვარ და რამე ? მაგარი ტიპი კი არა ჩმორიკი ხარ ტო. ჩემი შეყვარებულია და როგორც მინდა ისე მოვექცევი გაიგე ? -საუბრიდან გამომდინარე აღარაა შენი შეყვარებული და არ გვინდა კაჩავი და ძველ ბიჭობა!! ლაპარაკი დასრულებულია. **** აღარც ჩემი ტელეფონი მახსოვდა და აღარც პროდუქტები, რომლებიც ტუპიკის თავში დამრჩენოდა. შიშისგან მთლიანად ვკანკალებდი და ეხლა მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობდი, რომ სახლში მალე მივსულიყავი. უცნობი გვერდით მომყვებოდა, ჩუმად და მშვიდად. ალბათ ხვდებოდა, რომ ახლა ყველაზე მეტად სიწყნარეში ყოფნა მერჩივნა, ამიტომ ზედმეტ კითხვებს არც მისვამდა. ცოტახანი მაცადა დავწყნარებოდი და შემდეგ საუბარი დაიწყო. -დიდიხანია რაც გაწუხებს ? -ჰა ? რა ? - დავიბენი -ის ბიჭი... -აა, რაც დავშორდით იმის შემდეგ.. და გარდა ამისა ყველაზე მეტად ის ფაქტი მაკვირვებს, რომ თვითონვე დამშორდა. -გასაგებია. შორს ცხოვრობ ? -არა, თითქმის მივედით... დიდი მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ... -მადლობა არ არის საჭირო - სიტყვა გამაწყვეტინა და სიარული შეწყვიტა. ცოტახანს მიყურა და შემდეგ ხელი გამომიწოდა - მე დამიანე ვარ -თბილად გამიღიმა -სასიამოვნოა დამიანე, მე მარიამი ვარ -ფრიად სასიამოვნოა. როგორც ვხედავ მივედით დანიშნულ პუნქტამდე- გაეცინა, მე კი მხოლოდ ახლა შევამჩნიე ეს საოცარი ღიმილი და საუბრის უნარიც დავკარგე... ცოტახანს კიდევ ვიდექით ესე ჩუმად და როდესაც ემოციები უკვე ზღვარს გასცდნენ, დამიანეს ძლიერ ჩავეხუტე და სახლში ავირბინე... ის კი კიდევ დიდხანს იდგა მომღიმარი სახით უმოძრაოდ. ალბათ მომხდარს აანალიზებდა. სახლში რომ ავედი, მხოლოდ მაშინ გამახსენდა დაგდებული ტელეფონი ტუპიკის თავში და ჩასვლა დავაპირე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა. კიბეებზე, რომ ჩავედი დამიანე ჯერ კიდევ მანდ იყო. რომ დამინახა, სახეზე კითხვის ნიშანი დაეტყო. მივხვდი, რომ კითხვას აპირებდა ამიტომ თქმა დავასწარი... -ამმ.. ტუპიკში ტელეფონი დამივარდა, უნდა მოვძებნო და შეგიძლია გამომყვე ? მარტოს მეშინია უბრალოდ.. -კი რა პრობლემაა წამოდი *** სანამ ტუპიკამდე მივედით და ტელეფონი ვიპოვეთ, ერთმანეთი უკეთ გავიცანით. გარდა იმისა, რომ ბევრი საერთო რამ აღმოგვაჩნდა, აღმოჩნდა, რომ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობდით. მხოლოდ კედელი გვაშორებდა ერთმანეთს. -კარის მეზობელი თუ ხარ რატომ არ გიცნობდი უფრო ადრე? -სულ რაღაც 2 კვირაა რაც აქ დავსახლდი, თან გარეთაც ძალიან იშვიათად გავდივარ და თუ გავდივარ საღამოობით ან ღამით. -მანიაკი ხომ არ ხარ? -მანიაკის მეტყობა რამე? ისევ ეს ღიმილი, ღმერთო ჩემო გადამრევს... -რავიცი, რავიცი... კარგი წავედი მე, ნახვამდის და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შენთან ვალში ვარ! -ნახვამდის... დამემშვიდობა და სახლში შევიდა. კიდევ დიდ ხანს ვაანალიზებდი მომხდარს და ალბათ კიდევ დიდ ხანს გავაგრძელებდი, რომ არა ნინი. ტელეფონი ამიფეთქა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. -კარგად ხარ? სად ხარ ? მშვიდობა გაქვს ? ტელეფონი სად გაქვს რო გირეკავ იქნება და ვკვდები და შენი დახმარება მჭირდება... -კვდები? -უცებ სიტყვა შევაწყვეტინე. -არა.. -ხოდა რაშია პრობლემა?? -არ ვიცი რა დამემართა. მივხვდი, რომ ზედმეტად უხეშად ვუთხარი და ბოდიში მოვუხადე. -მაპატიე დაი, რაღაც ვერ ვარ ხასიათზე მოდი ხვალ დავილაპარაკოთ.. -კარგი, ხვალ ამოგაკითხავ, გკოცნი.. ტელეფონი გავთიშე და ფიქრების ტალღას მივყევი. ამასობაში დამეძინა და რომ არა ნინი, ჩემი საყვარელი მამიდაშვილი, რომელსაც ასე ძალიან ვუყვარვარ და ვენატრები, რომ ყოველთვის დილაობით ადრე მაღვიძებს, ალბათ მთელი დღე მეძინებოდა. სანამ მომხდარი არ მომაყოლა არ მოისვენა და ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ პატარა ბავშვივით მისმენდა, რომელსაც საშიშ ამბავს უყვებოდნენ. -ხოდა ასე ჩემო კარგო.. არ ვიცი რა ვქნა .. ისევ რომ გამოჩნდეს? რამე რომ დამიშავოს? ყველაფერზეა წამსვლელი... -კარგი, არ ინერვიულო. მოვიფიქრებთ რამეს.. ბოლოს და ბოლოს იმ დამიანეს სთხოვ დახმარებას.. -ნინ მეთაკილება, ისედაც ზედმეტად შევაწუხე გუშინ საღამოს -კარგი, არაუშავს რამეს მოვახერხებთ, ბოლოს და ბოლოს ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად, ხომ იცი ნანა წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნება ... -ვიღაც ვაჟას გამო რატო უნდა გადავიდე სხვაგან საცხოვრებლად. მე ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ცხოვრებას ახლიდან დავიწყებდი და ვაჟასაც დავივიწყებდი, ხოდა ასეც მოვიქცევი. თან ხომ იცი ის დამიანე ცუდი ბიჭიც არ არის -ეშმაკურად გამეცინა და ნინის ჩავეხუტე. *** მოსაღამოვდა. სიო ნაზად არხევდა ფოთლებს, რომლებსაც ადგილი შუა ქუჩაში დაემკვიდრებინათ. ნაწვიმარ ქუჩაზე ყვავილების სურნელი ტრიალებდა, რაც უფრო სასიამოვნოს ხდიდა საღამოს. გასეირნება გადავწყვიტე. მოვწესრიგდი, ავიღე ტელეფონი, ჩანთაში საფულეს მივუჩინე ადგილი და სახლიდან გამოვედი. კიბეები სწრაფად რომ ჩავირბინე, უკნიდან ვიღაცამ მომაძახა. ხმა ვიცანი და გავტრიალდი. ფანჯარაში დამიანეს გამოეყო თავი და მე გადმომყურებდა. -ასე გვიან რომ გადიხარ გარეთ და თან მარტო, არ გეშინია ვინმემ რომ მოგიტაცოს? -გასეირნება მომინდა.. -დამელოდე ჩამოვალ ზუსტად ორ წუთში დამიანე უკვე ჩემს გვერდით იდგა. -სასიამოვნო საღამოა !! -შევძახეთ ერთხმად და გავიცინეთ. მიუხედავად იმისა, რომ დამიანე ერთი დღის გაცნობილი იყო, მის გვერდით თავს ძალიან დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ საუკუნე ვიცნობდი და შემეძლო ყველა ჩემი გულის ტკივილი მიმენდო მისთვის, მომეყოლა ყველაფერი რაც კი მაწუხებდა და ვგრძნობდი, რომ გვერდში დამიდგებოდა, სწორ რჩევას მომცემდა და დამარიგებდა. ნელნელა ვეჩვეოდი მას და ვიცოდი, რომ ბოლოს სწორედ ეს გრძნობა მომიღებდა ბოლოს. ჰელოუ გაის !! :) იმედია მოგეწონათ ეს თავიც. ველი თქვენს შეფასებებსა და შენიშვნებს :) სიყვარულით მარიამი :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.