პირველი ქორწინება (თავი 2)
საოცარი დილა გათენდა. სხვა დანარჩენებს რომ არ გავს ისეთი. ამას ჩიტების ლამაზი ჭიკჭიკიც ადასტურებდა . გემრიელად გავიზმორე, გვერდზე გადავბრუნდი და გაღიმებული ვიხსენებდი გუშინდელ საღამოს. ბედნიერება პიკს აღწევდა და თანდათან უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი ჩემს სისწორეში. ასეთი ბედნიერება დიდი ხანია არ მიგრძვნია. ტელეფონს დავხედე და კიდევ უფრო გამეღიმა. უამრავი მესიჯი დამხვდა, რომელიც თითქმის იგივე შინაარსის სიტყვებს მოიცავდა, რაც ნინიმ მითხრა გუშინ. ლოგინში გორაობა, რომ მომბეზრდა ნინის დავურეკე და ჩემთან ვიხმე, თვითონ კი აბანოში შევედი მოსაწესრიგებლად. ალბათ ნახევარი საათი გავატარე აქაფებულ ვანაში, შემდეგ წყალი გადავივლე და უცებ ამოვიცვი სპორტულები, რომლებიც უკვე მომზადებული მქონოდა. ნინის მესიჯი მივიღე მოვედიო და კარის გასაღებად წავედი. სახლში მარტო ვცხოვრობ ვინაიდან მამასთან ურთიერთობა არ მაქვს, რადგან ბავშვობიდანვე შემაძულა თავი, როდესაც დედა მიატოვა და თვითონ სხვა ქალთან წავიდა და არც ბავშვების აღზრდით მოუკლავს თავი. დედა პატარაობიდან მარტო გვზრდის მე და ჩემს უფროსს ძმას, მხოლოდ ბებია თუ დაეხმარებოდა ხოლმე. ახლა კი როცა მეც და ჩემი ძმაც დიდები ვართ და მისი თვალთვალი აღარ გვჭირდება, საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ და იქიდან გვიგზავნის ყველაფერს, რამე თუ გვჭირდება. რაც შეეხება ჩემს ძმას, მას უკვე საკუთარი ოჯახი ყავს და ამიტომ ცალკე ცხოვრობს, თუმცა ხშირად მსტუმრობს ხოლმე ცოლთან და პატარა ანდრიასთან ერთად. *** -მარიამ საჭმელი რა გაქვს? არც მიჭამია ისე წამოვედი -რავი, ნახე მაცივარში ოლივეა უნდა იყოს, მოვალ მეც მალე -სად მიდიხარ? -ოთახში დამრჩა რაღაც და მოვალ ოთახში შევედი და დამალული საჩუქარი ამოვაძვრინე ლოგინის ქვევიდან. ნინის ხომ დღეს დაბადების დღე აქვს !!!! მას კი ჰგონია, რომ დამავიწყდა. ჩვეულებრივ გოგოებს პანდები უყვართ და მათ ხსენებაზე კრუნჩხვებში ვარდებიან, მაგრამ ნინი რის ნინია ორიგინალური თუ არ იყო. ქალბატონ ნინის სპილოები უყვარს!! მეც დიდი სათამაშო სპილო ვუყიდე წინასწარ და დადგა მისი ჩუქების დროც. ოთახიდან რომ გამოვედი ნინის დავუძახე, რომელიც გემრიელად შეეცქეოდა საჭმელს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, გეგონება თვითონაც არ ახსოვდა საკუთარი დაბადების დღე. -ვაიმეეეეეეეეეეეეეე !! ეს რა არიიიიისს ?? ხუმრობ ხოო?? თქვი რომ მესიზმრებააააა!!! -ჰაჰა, საყვარელოო გილოცავ დაბადების დღეს!! სულ ისეთი ბედნიერი მენახე როგორიც ახლა ხარ !! 18 წელია ერთად ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და დღე არ ყოფილა ისეთი ერთმანეთს რომ გავბუტებოდით და დიდი იმედი მაქვს, რომ არც იქნება !! ყოველი ერთად გატარებული დღე და ღამე მახსოვს, ჩვენი სიცილ-კისკისიც და ტირილ-ბღავილიც, ერთად ვიზრდებით და ერთად ვსწავლობთ ახალს!! ის, რომ ჩვენი ყოველი შეხვედრა სიგიჟეებითაა სავსე თვითონაც კარგად იცი და მართლა ძალიან მინდა სულ ესე ვიყოთ ტკბილად და ბედნიერად!! დანარჩენს რასაც გისურვებ თვითონაც იცი და აზრი არ აქვს ჩამოთვლას. მიკუკუ დაო!! ნინიმ ცრემლები ვეღარ შეიკავა, გამოქანდა ჩემსკენ და მაგრად ჩამეხუტა. ასეთ ბედნიერს მეორედ ვხედავდი და ნამდვილად ძალიან მიხაროდა. ზუსტად ეგ მინდოდა და გამომივიდა კიდეც. -რა გატირებს ბოთე, დამშვიდდი -მაარ, მადლობა ძალიან დიდი. მეც ძალიან მიყვარხარ და სულ ასე მინდა ვიყოთ.. სლუკუნით ჩაიბუტბუტა ისე, რომ მეც ძვლივს გავიგე. მერე სპილოს მიუბრუნდა და მე შემომხედა. -მოდი სპილოს შევაჯდები და შენ ფოტოები გადამიღე. სასაცილო ფოტოები გამოვა და სამახსოვროდ შევინახოთ -ჰმმ კარგი იდეაა, მიდი დაიწყე ერთ ფოტოს მეორე ემატებოდა, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და ასე გაგრძელდა სანამ 379 ფოტომდე არ ავედით. დათვალიერებისას ნამდვილად ბევრი ვიცინეთ, ხან სახეს მივუახლოვებდი და სახეზე ვიცინოდით, ზოგ ფოტოშიც თვალი გაურბოდა ისე, რომ გეგონებოდა ნამდვილად ესე აქვსო... ამასობაში დაღამდა და ნინის სახლში წასვლის დროც მოვიდა. კარები ჩავკეტე და ნინის გასაცილებლად გავედი. მეტრომდე მივიყვანე და უკან გამოვბრუნდი. სახლში მისასვლელად პატარა ბნელი ტუპიკის გავლა მიწევდა და სიმართლე ვთქვა არც თუ ისე მეშინოდა, რადგან ჩვენს უბანში ყველას ვიცნობდი და უცხო არასდროს შემხვედრია. საერთოდაც ძალიან მშვიდი უბანი მქონდა, ამიტომ იმის მაგივრად, რომ სწრაფი ნაბიჯით დავბრუნებოდი სახლში, სვლა შევანელე და გადავწყვიტე სეირნობით მივსულიყავი სახლამდე. გზაში პროდუქტები ვიყიდე, შიმშილით რომ არ მომკვდარვიყავი, ამასობაში სახლს მივუახლოვდი, როდესაც ნინიმ დამირეკა. -ხო ნინ -გოგო რას შვრები ? -სახლს ვუახლოვდები უკვე, რა არის? -არაფერი ისე, მაშინ სახლში რომ მიხვალ, ინსტაგრამზე ჩემს გვერდზე შეიხედე -კაი კაი -გკოცნი ყურმილი დავკიდე და ტუპიკში შევედი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭების ხმა მომესმა, სვლა გავაგრძელე. ტელეფონი ამოვიღე ვიფიქრე დავინათებთქო, თუმცა ვიღაცამ ხელი მტაცა და ტელეფონიც უნებურად გამივარდა. მოსაუბრის სუნამო მეცნო, თუმცა ვერ გავიხსენე საიდან. ხმა რომ ამოიღო ვაჟა ვიცანი და ცოტა დავმშვიდდი, თუმცა ამაოდ... -ხომ გითხარი ლაპარაკი არ დაგვისრულებიათქო რატომ წახვედი ? -ხელი გამიშვი! მეც გითხარი, რომ შენთან სალაპარაკო აღარაფერი მქონდა! -შენ თუ არ გაქვს სალაპარაკო ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეც არ მაქვს. -ხელი გამიშვითქო ვაჟა, ყვირილს დავიწყებ !! -ყვირილი რას გიშველის? გგონია ვინმე გაიგებს შენს ჭიკჭიკს ? -რა გინდა ამიხსენი, თვითონვე დამშორდი და ეხლა თავს აღარ მანებებ ? -ვერ განებებ თავს! ვერ ხვდები, რომ ისევ მიყვარხარ ?! შენს გარდა რომ არავინ მინდა არ იცი გოგო ? -თავი დამანებეთქო, მომშორდი ნუ მეკარები !! თვალებიდან ცრემლები ჩამომცვივდა ისე, რომ ვერც ვიგრძენი... ვაჟას სუნთქვას სულ უფრო და უფრო ახლოს ვგრძნობდი და გული შიშისგან უფრო და უფრო მალე მიცემდა. კედელთან ამაყუდა ხელზე კი უფრო მომიჭირა და საკოცნელად მომიახლოვდა... პირველ რიგში მოგესალმებით ჩემო მკითხველებო და დიდ მადლობას გიხდით, რომ კითხულობთ ჩემს ისტორიას. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგწონთ რასაც ვწერ და იმედია გაგრძელება ღირს. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს რჩევებსა და შენიავნებს და შესაბამისად გავითვალისწინებდი, ამიტომ ველი თქვენს კომენტარებს... სიყვარულით მარიამი :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.