შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაურკვევლობა(თავი4-5)დასასრული


26-07-2016, 00:49
ავტორი chemibichi
ნანახია 1 819

მარია კიდევ დარჩა ვიქტორიასთან. გოგონამ როცა გამოიფხიზლა და თავისი ოთახი დაინახა გაუხარდა. ღიმილით შეხედა მარიას, მაგრამ ხელი როცა აამოძრავა ოდნავ ეტკინა. მარია გახადებული მიუახლოვდა მას და გადაეხვია. არ სჯეროდა, რომ ორი დღის შემდეგ, თავისი მოტაცებული შვილი უკან დაუაბრუნეს.
-ვიქტორია. მადლობა ღმერთს, რომ ჩემთან ხარ - ძლიერად მოეხვია. ვიქტორიამ გაიცინა. მასაც უხაროდა, რომ სახლში იყო.
-ფრთხილად დედა - ჩაიხითხითა გოგონამ და ხელზე ანიშნა. მარია მაშინვე მოცილდა გოგონას და აცრემლებული თვალებით გვერდით დაუჯდა.
-მაპატიე საყვარელო. ძალიან ვინერვიულე - ვიქტორია მარიასკენ გადაიხარა და ცრემლები მოწმინდა. არ უყვარდა, როცა დედის თვალზე ცრემლს ხედავდა. ეს თავის შინაგან მხარეს მთლიანად ანადგურებდა. ორგანიზმში გადატრიალება ხდებოდა.
-ახლა ხომ აქ ვარ. დამშვიდდი - დაამშვიდა და თავზე აკოცა. მარიამ თვალები დახუჭა და გოგონას შეხედა.
-ჰარის დამსახურებით - სიცილით უთხრა მარიამ და თმები უკან გადაუწია. ვიქტორიას გულ-ღვიძლი ამოუტრიალდა როცა ჰარის სახელი გაიგო. ძალიან სწრაფად დაუწყო გულმა ცემა. უხაროდა, რომ ეს ჰარიმ გააკეთა. გრძნობები კიდევ უფრო მძაფრდებოდა და ამას ხვდებოდა.
-ის, რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა მოხდებოდა - თავის ქნევით თქვა მარიამ და კიდევ ერთხელ აკოცა ვიქტორიას. მართალია, ჰარიმ ის გადაარჩინა. არ დატოვა. მან არ დატოვა. გადაარჩინა. არ დატოვა. გადაარჩინა. ეს სიტყვები ქაოსურად ტრიალებდნენ ვიქტორიას თავში.
არ დატოვა
გადაარჩინა
მასთან დარჩა
აკოცა
მოენატრა
ყველაფერი გაახსენდა, რაც წინა დღეს მოხდა. გაახსენდა, რომ ჰარიმ აკოცა, გადაარჩინა და სახლში მოიყვანა. ყველაფერი კადრებად წარმოუდგა, რომელიც არ ავიწყდებოა. ფიქრები კარებზე კაკუნის ხმამ დაურღვია. მარიამ შემოდიო უთხრა და ოთახში ჰარი შემოვიდა.
ვიქტორიას გული წამით გაჩერდა და უსწრაფესად დაიწყო ცემა. მაშინვე შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს. როცა ჰარი შემოვიდა, მარიამ მიხვდა, რომ მარტო უნდა დაეტოვებინა ორივე და ოთახიდან გავიდა. ძალიან გვიანი არ იყო, მაგრამ უკვე ბნელოდა. ვიქტორია ოთახში სანათური ანათებდა. მთელ ოთახს ნორმალურად ვერ ანათებდა, მაგრამ მაინც ჩანდა ჰარის მწვანე თვალები, რომელიც დაჟინებით უყურებდა ვიქტორიას.
-როგორ ხარ? - მშვიდად იკითხა ჰარიმ და იქვე სკამზე დაჯდა. ჰმ, მშვიდად? გარედან ჩანდა მშვიდი, თორემ შინაგანად ნამდვილი რევოლუცია უტრიალებდა.
-უკეთესადაც ვყოფილვარ - ღიმილით უთხრა ვიქტორიამ. ხელი უბჟუოდა.
-ექიმმა თქვა ძალიან ღრმა არ არისო - უთხრა ჰარიმ და თავის ხელებს დააშტერდა.
-კარგია - დიდხნიანი სიჩუმე ჩამოვარდა. არცერთი ხამს არ იღებდა. არადა ორივეს უნდოდა, რომ ელაპარაკა. უნდოდა, რომ ერთად ყოფილიყვნენ.
-უკვე გვიანია, წავალ - გვიანი არ იყო, მაგრამ მაინც თქვა ჰარიმ და ფეხზე წამოდგა, ვიქტორიამ თავი დაუქნია. არ უნდოდა, რომ წასულიყო, მაგრამ სხვა გზა არ იყო.
ჰარი გავიდა და ვიქტორია მარტო დარჩა. თითქმის ერთი საათი იწვა ლოგინში ისე, რომ ხმა არ ამოუღია. არც განძრეულა. მხოლოდ ფიქრობდა. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა. უკაცრავად, ერთ ვინმეზე. ჰარი გონებიდან არ ამოდიოდა. მართალია გამონათქვამი: სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო. ვიქტორიას ცხოვრებაში ეს მოხდა. ჰარი, რომელიც დასანახავად არ უნდოდა, შეუყვარდა. ახლა, როცა კიდევ ერთხელ ნახა მიხვდა, რომ უყვარდა.
ჰარი უყვრდა.
უყვარდა.
ოთახის კარი გაიღო და მარია შემოვიდა. ვიქტორია მხოლოდ ახლა გამოერკვა და მარიამ გახედა. დედა მას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. ამაზე სასიამოვნოა არაფერია. დედა მსოფლიოში ყველაზე მაგარი ვინმეა. ვიქტორია ფიქრებში ისე გართულა, რომ სულ ვერ გაუგუა დრო როგორ სწრაფად გავიდა. თითქმის შუა ღამე იყო.
-უკვე გვიანია საყვარელო. გინდა შენთან დავწვე? - ვიქტორიამ თავი მაშინვე გააქნია.
-არა, დედა. კარგად ვიქნები - ხელი ხელზე მოუჭირა და გაუღიმა.
-დარწმუნებული ხარ? - ვიქტორიამ თავი დაუქნია - კარგი მაშინ ხვალამდე. მშვიდად იძინე. აქ არაფერი გემუქრება - კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და ოთახიდან გავიდა. სანამ გავიდოდა მანამდე სინათლე ჩააქრო. ოთახში სრული სიბნელე იყო.
დიდხანს წრიალებდა საწოლში ვიქტორია, მაგრამ ვერაფრით დაიძინა. ფიქრებით ისევ ჰარისთან იყო. თან ვერც იმას ივიწყებდა, რომ ორი დღე დამწყვდეული იყო ბნელ ოთახში. ეშინოდა კიდევ არ განმეორებულიყო ის, რაც მოხდა. უამრავი კითხვა აწუხებდა და პასუხებიც აინტერესებდა.
დაუფიქრებლად გადაწვდა ტელეფონს და რამოდენიმე წამში წყვეტილი ზარი გაისმა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხეს.
-ჰარი? - ამოიჩურჩულა გოგონამ და თვალები მაგრად დახუჭა. არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა. უფრო სწორად, რომ თქვათ ამას რა ძალა აკეთებინებდა.
-ვიქტორია? კარგად ხარ? - მაშინვე გაისმა ჰარის შეშინებული ხმა.
-შეგიძლია მოხვიდე? - ფრთხილად იკითხა. ჰარის ხმა არ ამოუღია - გთხოვ - დაამატა გოგონამ. ისევ არაფერი არ ისმოდა. წამის მეასედში კი ტელეფონი გაითიშა. იმედგაცრუებით დადო ტელეფონი თავის ადგილას და გადატრიალდა. ჰარიმ ხმა არ გასცა. ესეიგი არ მოვა. ვიქტორია კი ვერ იძინებდა. დარწმუნებული იყო, რომ ჰარის გარეშე ვერ დაიძინებდა. ამას ვერ შეძლებდა.
რამდენიმე წუთში კარები გაიღო და ოთახში ჰარი შემოვიდა. ვიქტორია არ გადმოტრიალებულა. ჰარი ფეხაკრებით მივიდა ვიქტორიასთან და მასთან დაწვა. ხელები ძლიერად შემოხვია წელზე და გულზე მიიკრო.
-კარგად ხარ? - ჩაიჩურჩულა ჰარიმ. ვიქტორიამ ამოიოხრა.
-ვერ ვიძინებ. რომ ვიხსენებ... - ჰარიმ მაშინვე გააწყვეტინა.
-მისმინე ვიქტორია. ეს აღარ განმეორდება გაიგე? - ჩუმად თქვა - აღარასდროს.
ვიქტორია გადმოტრიალდა და სინათლე აანთო. ამჯერად კარგად დაინახა ჰარის მწვანე თვალები. გული სწრაფად უცემდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ არ ეკოცნა, მაგრამ ამას რამდეხანს გაუძლებდა არ იცოდა.
-რატომ გააკეთეს? - ძლივს იკითხა გოგონამ. ჰარიმ წინ ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია.
-სხვა დროს აგიხსნი. ახლა არა - თქვა და ლოყაზე მოეფერა. გოგონას მაშინვე თვალები დაეხუჭა. რა თქმა უნდა, მასზე ძალიან მოქმედებდა ჰარი.
-მეშინია. ძალიან მეშინია - გულწრფელად უთხრა გოგონამ.
-მე აქ ვარ. გპირდები ვერაფერს დაგიშავებენ - მაშინვე სითბო ჩაეღვარა გულში. გაეღიმა.
-შეიძლება გაკოცო? - გასაოცრად ვიქტორიამ იკითხა ეს კითხვა. ჰარიმ გაოცებით შეხედა, მაგრამ მაშინვე დაეწაფა მის ტუჩებს. მალე ზემოდან მოექცა და კოცნებით ყელზე ჩაუყვა. გოგონამ ამოიოხრა. მოსწონდა ჰარის შეხებები. კიდევ რამდენიმეჯერ ძლიერად აკოცა ჰარიმ. ბოლოს ტუჩები შეახო და თვალებში ჩახედა.
აი, იცით, როგორი მომენტი იყო? როცა არაფერია განსაკუთრებული. არაფერია ზედმეტი და პირიქით ყველაფერი თავის ადგილას დგას. ისეთი მომენტია, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გააჩნია. ერთია, რომ ისინი ნორმალურები იყვნენ, მეორე, რომ არანორმალური ცხოვრება ქონდათ. ერთმანეთსთვის იყვნენ. ზუსტად გეტყვით ერთმანეთს ავსებდნენ.
ჰარი ბიჭი იყო ბინძური, ცუდი, სახიფათო ცხოვრებით, რომელმაც გაიცნო გოგო, ნორმალური, ლამაზი გოგო, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი გახდა. ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანი თავის ცხოვრებაში. არაფერი არ ქონდა და არავინ ყავდა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ვიქტორია იყო. ამას მაშინ მიხვდა, როცა გოგონა გაიტაცეს. თავის თავს იმასაც დაპირდა, რომ მუდამ დაიცავდა ვიქტორიას. მუდამ მასთან იქნებოდა.
-მიყვარხარ, ვიქტორია - ჩურჩულით უთხრა გოგონას.
ვიქტორია გაფართოებული თვალებით მიაშტერდა. ხმას ვერ იღებდა. არც იყო საჭირო უბრალო სიტყვებით გაეფუჭებინა ეს მომენტი. სრულიად გადაავიწყდა ხელის ტკივილი. ხელები აღმართა და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს.
ჰარი გვერდით მიუწვა გოგონას და ხელებით მისკენ მიიზიდა. ვიქტორიამ თავი კისერში ჩაურგო და მშვიდად სუნთქვა გააგრძელა. თავის ყურებს კიდევ არ უჯერებდა. ეგონა სიზმარში იყო. ასე ეგონა თვალს თუ გაახელდა აუცილებლად გაქრებოდა ჰარიც და მისი სიტყვებიც, მაგრამ ჰარის ძლიერი შეხებები აგრძნობინებდა, რომ სიზმარში არ იყო. ჰარის უყვარდა.
ჰარის ვიქტორია უყვარდა.
ვიქტორიას ჰარი.
-მიყვარხარ, ჰარი - ჩურჩულით უთხრა ვიქტორიამ და კისერზე ნაზად აკოცა.
***********
დრო არ ჩერდება. ისე სწრაფად გადის, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ. ყველაფერი მიქრის. ყველაფერი იცვლება და არაფერი რჩება ისევ ისეთი, როგორიც იყო. ამასთან ცვლილებები ყველასთვის სხვანაირია. კარგიც და ცუდიც. თუმცა ყველას ერთი ბედი ხომ არ აქვს? ყველა სხვანაირია და ის ცვლილებებიც, რომელიც მათ ცხოვრებაში ხდება სხვადასხვანაირია.
ვიქტორიას გული შეეკუმშა როცა ჰარიმ უთხრა, რომ უყვარდა. ჰარი კი გაყინული ელოდა ვიქტორიას პასუხს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. სულ რაღაც ექვსი თვის წინ, ან ცოტა მეტი, ჰარი და ვიქტორია ისე ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს, რომ ლამის ნამდვილ ორთაბრძოლაში გადაიზარდა და მხოლოდ ხელით შეხებაღა აკლდა. ახლა კი რა ხდება? ჰარი ისე ძლიერად იხუტებს გოგონას, რომ ვიქტორიას სუნთქვა ეკვრის. ეს ცვლილება არის. ის ცვლილება, რომელიც მათ განიცადეს და საბედნიეროდ კარგი იყო.
ჰარი სხვანაირია. ვერ გეტყვით, რომ ერთ დღეში შეცვალა და ის, ცუდი თუ კარგი, თვისებები დაივიწყა, მაგრამ ცდილობდა. ყველანაირად ცდილობდა, რომ კარგად ყოფილიყო. ამასთან იმასაც ცდილობდა, რომ ნიკთან საქმეები მოეგვარებინა და მთლიანად დაეცვა თავისი ოჯახი. პირველ რიგში კი ვიქტორია. ნამდვილად არ დაუშვებდა იმ ფაქტს, რომ გოგონას რამე დაშავებოდა. ამას თავის თავს არ აპატიებდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დრო არ ჩერდება. მას შემდეგ რაც ჰარი და ვიქტორია ერთად არიან ერთი კვირა გავიდა. ერთი არეული და შეშლილი კვირა. შეშლილი იმიტომ, რომ ჰარი მთლიანად ნიკის ამბავზე და კომპანიებზე იყო გადართული. ასე ადვილად ვერ დაკარგავდა იმას, რაც მამა დაუტოვა და ვერც ასე ადვილად ვერ შეეჩვეოდა იმას, რომ უნდა ესწავლა კომპანიის და საქმეების მართვა. სიმართლე გითხრათ, ჰარის, რომ ვიქტორია არ ყავდეს ჭკუიდან გადავიდოდა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ნინას ზედმეტები მოდიოდა ვიქტორიას მიმართ და ეს ჰარის აგიჟებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი ცდილობდა ყოველ ცუდ სიტყვაზე ძალიან უხეშად ეპასუხა და ვიქტორია დაეცვა, გოგონა მაინც აგრძელებდა იგივეს. ნინას არ მოსწონდა, რომ ჰარი და ვიქტორია ასე ახლოს იყვნენ ერთად. მართალია არ გამოუცხადებიათ ყველასთვის, რომ ერთად იყვნენ, მაგრამ ეს აშკარა იყო. არც კი იყო საჭირო ვინმეს ეთქვა.
-ვერ ვიჯერებ, რომ ჩემთან ლაპარაკობ მისტერ სტაილს - თქვა ვიქტორიამ და წიგნები კარადაში შეაწყო. ჰარი ვიქტორიას კარადის გვერდით იყო მიყრდნობილი და ჯიბეებში ხელები ჩაეწო. ორივენი სკოლაში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი დიდი კომპანიის მფლობელია მაინც უნდა დაამთავროს სკოლა. ახლა კი ბოლო წელია. სულ რამდენიმე თვეღა დარჩა.
-რატომაც არა ? - ღიმილით იკითხა ჰარიმ და მისკენ მაშინ მიიწია, როცა ვიქტორიამ წიგნი გამოიღო და კარადა დახურა.
-ჩვენ სკოლაში ვართ - გაიღიმა გოგონამ და ირგვლივ მიმოიხედა. ჰარი მხოლოდ ვიქტორიას უყურებდა და საერთოდ არ ცდილობდა სხვაგან გაეხედა.
-და? - იკითხა ჰარიმ.
-მერე დაგავიწყდა, რომ არავინ იცის ჩვენ შესახებ? - იკითხა ვიქტორიამ და ამოიოხრა.
-ეს არ შემიშლის ხელს არაფერში ვიქტორია - ამჯერად სახე გაუმკაცრდა ჰარის. მთავარი ის გოგო იყო, რომლიც მის წინ იდგა და არავინ სხვა. ასე, რომ ყველაზე მეტად ვიქტორიაზე ფიქრობდა.
-არ ვიცი - ამოიოხრა გოგონამ და ჰარის წინ გაჩედა. ბიჭმა მაისურში ჩაავლო ხელი და მისკენ მიქაჩა. ახლა ჰარი კარადას ეყრდნობოდა მთელი ზურგით, ხოლო ვიქტორია ჰარის აწვებოდა მთელი ტანით. ძალიან ახლოს იყო მათი სახეები ერთმანეთთან.
-შენ ჩემი ხარ - ამოიჩურჩულა და ხელი ტუჩზე გადაუსვა. მაშინვე დაუარა გოგონას ჟრუანტელმა მთელ ტანში. ძალიან სწრაფად უცემდა გული. ირგვლივ ყველა მიდი მოდიოდა, მაგრამ კარგად დაინახავდით, როგორ აპარებდნენ თვალ ამ წყვილისკენ. ბოლოს და ბოლოს ჰარი სტაილსზეა ლაპარაკი.
-კი, მაგრამ... - ჰარიმ კიდევ უფრო მიიკრო ვიქორია და ძლიერად აკოცა. უამრავი გრძნობა აირია მათში. ძლიერი გრძნობა იყო. ყველა გაოცებული იყო. ახლა ხომ ჰარის უყურებდნენ. ძალიან არ მოსწონდათ ეს, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ადამიანებს.
-შენ ჩემი ხარ. მხოლოდ ჩემი. სხვა არ მაინტერესებს - ვიქტორიას სახეზე უდიდესი ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი გაუჩნდა. ძალიან მოსწონდა ასე ჰარის გვერდით ყოფნა, მაგრამ ზარი დაირეკა და იძულებული იყო წასულიყო.
-დამაგვიანდება - ამოიჩურჩულა ვიქტორიამ, როცა ჰარიმ ძლიერად აკოცა ყელში. ტკივილი იგრძნო და გაანალიზა, რომ ნამდვილად ამჩნევია ის კოცნა. თუმცა ვიქტორია მიხვდა, რომ ეს კოცნა კი არა კბენა იყო.
-ახლა უფრო ხარ ჩემი - ჩაიცინა ჰარიმ და ვიქტორიას ხელი კისერზე გადაუსვა. აშკარად დაემჩნევა ის, რაც ჰარიმ გაუკეთა.
დღე სწრაფად გავიდა. სკოლა, როგორც ყოველთვის სწრაფი და ჩვეულებრივი იყო. საღამოს ჩვეულებისამებრ ვიქტორია საწოლზე იწვა და წიგნს კითხულობდა. ამჯერად სკოლაში ქონდა რაღაც გასაკეთებელი და სწავლობდა, მაგრამ მალევე მორჩა და წიგნი გვერდით გადადო. საოცრად დაღლილი იყო, ძილის მეტი არაფერი უნდოდა. ფეხზე წამოდგა და შხაპი უცებ მიიღო. როდესაც გამოვიდა ტანსაცმელი გამოიცვალა და ლოგინზე დაწვა. მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართო და თვალები დახუჭა.
ვიქტორია მარტო იწვა ოთახში ეს კი ჰარის არ გამოპარვია. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავის ოთახში შესვლისას მუსიკის ხმა გაიგონა. დაუფიქრებლად გამოაღო ვიქტორიას კარები და ოთახში შევიდა. მაშინვე გაეღიმა, როგორც კი მწოლიარე ვიქტორია დაინახა. პირველ რიგში მუსიკა გამორთო და ვიქტორიას გახედა. გოგონამ მაშინვე გაახილა თვალები და როგორც კი ჰარი დაინახა მოეშვა.
-შემაშინე - ამოიფრუტუნა გოგონამ და მეორე მხარეს გადაბრუნდა. ეძინებოდა, მაგრამ დაწოლა არ უნდოდა. არც თვითონ არ იცოდა რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად დაღლილი იყო იმისთვის, რომ უბრალოდ ამდგარიყო და ლოგინში შეწოლილიყო.
ჰარი უყოყმანოდ მივიდა ვიქტორიასთან და საწოლზე ჩამოჯდა. ხელი ფრთხილად გადაუსვა გოგონას ლოყას, რაზეც სწრაფადვე მიიღო პასუხი. ვიქტორია მაშინვე შეკრთა. ძალიან რეაგირებდა ჰარი მასზე და ამას ორივე ხვდებოდა. ამასთან ბიჭმა ვიქტორიას ხელი შეათვალიერა. იმასთან შედარებით, როგორც ადრე იყო მშვენივრად გამოიყურებოდა. მალე მთლიანად შეუხორცდებოდა.
როგორც რამდენიმე თავში, კიდევ და კიდევ ვიმეორებდი, ახლაც გეტყვით, რომ ყველაფერი სხვანაირად წავიდა. მათ ერთამნეთი შეუყვარდათ მაშინ, როცა ეგონათ, რომ სძულდათ. ასე, რომ მართალია გამონათქვამი, სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო. ჰარი ისე უნდოდა ვიქტორიასთან ყოფნა, რომ თავს ვერ ერეოდა. ახლაც უნდოდა, რომ არ შეეწუხებინა გოგონა. ამიტომ ტუჩებზე ნელა ეამბორა. პლედი გადააფარა და ოთახიდან გავიდა.
დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, როცა ვიქტორიას გამოეღვიძა. მაშინვე შეიპყრო შიშმა. მას შემდეგ რაც მოიტაცეს სულ ეშინია და ეს გასაკვირი არაა. ძალიან შეეშნდა და ცოტა ხანი ვერც გავამტყუნებთ და ვერც ვეტყვით არ გეშინოდესო. სწრაფად აანთო სინათლე და ამოიოხრა. დარწმუნებული იყო მარტო ვერ გაძლებდა. საერთოდაც არ დაფიქრებულა ისე წამოდგა ფეხზე, ფეხსამელები ჩაიცვა და ჰარის ოთახში ნელა შევიდა.
-ჰარი? - დაიჩურჩულა, როგორც კი მის საწოლს მიუახლოვდა და ზედ აძვრა. ჰარიმ ნელა გამოიფხიზლა, მაგრამ მაშინვე გაახილა თვალები, როგორც კი მეორედ დაუძახა ვიქტორიამ. გული აუჩქარდა.
-ვიქტორია? კარგად ხარ? - მაშინვე შუქი აანთო და ვიქტორიას გახედა.
-მეშინია ჰარი - ამოიოხრა გოგონამ და იქეთ გაიხედა საითაც ნახევრად მძინარი და უფრო მეტად გამოფხიზლებული ჰარი იყურებოდა.
-მოდი აქ - დაიჩურჩულა ჰარიმ და ვიქტორია გულზე აიკრო. გოგონამ მაშინვე კისერში ჩაურგო თავი.
-ასე მგონია კიდე მოვლენ - მშვიდად, მაგრამ გულაჩქარებით თქვა ვიქტორიამ - ვიცი სისულელეა, მაგრამ მეშინია - ძლიერად დახუჭა თვალები და ჰარის მოეხვია.
-დამშვიდდი. ეს არ არის სისულელე ვიქტორია - ჰარის ტუჩები ვიქტორიას თავს შეეხო. გოგონამ მაშინვე ამოიოხრა.
-უბრალოდ, მე... - ჰარიმ გააჩუმა, როცა ნიკაპზე ხელი შეახო და თავი ააწევინა.
-ვიცი, რომ ცუდად ხარ. მესმის და ეს არ არის სისულელე. მე შენთან ვარ და არ ვაპირებ წავიდე - ტუჩები ნელა მიუახლოვა და აკოცა. ვიქტორია მაშინვე მოეშვა.
-მადლობა ჰარი. მიყვარხარ - ძლიერად მოეხვია ვიქტორია ბიჭს და ისევ ჩარგო თავი მის კისერში.
-მე შენ მიყვარხარ ვიქტორია - კიდევ ერთხელ აკოცა ვიქტორიას და ჩაიხუტა. ფეხები ერთმანეთში ახლართეს. ჰარიმ ხელი ძლიერად მოხვია ვიქტორიას მასთან ახლოს მიიკრო, ხოლო ვიქტორიამ ტატუებზე ხელი ნელა გადაუსვა და ხელი იქვე დატოვა.
ახლა აღარ ეშინოდა, რადგან ჰარი მასთან იყო. ჰარისთან კი ყოველთვის დაცულად გრძნობდა თავს.
************

ორი კვირა მშვიდად ჩაილია. ყველაფერი კარგად იყო. არაფერი არ შეცვლილა იმის გარდა, რომ ყოველ დღე ჰარის და ვიქტორიას გრძნობები უფრო ძლიერდებოდა. არ მინდა სულელი გეგონოთ, არც ის მინდა გეგონოთ, რომ რაღაცეებს ვიგონებ ან ვაზვიადებ. მათ ერთმანეთი მართლა უყვარდათ, გრძნობა კი ძლიერი იყო. არ გავდა ისეთ „შეყვარებულობანას“, რომელიც ერთი პატარა ჩხუბით ან დაბრკოლებით მთავრდება. ის, რასაც ისინი განიცდიან ასე უბრალოდ არ მთავრდება.
პარასკევ საღამოს ვიქტორია და ჰარი ერთად გამოვიდნენ სახლიდან და მანქანით იქით წავიდნენ, სადაც წვეულება იმართებოდა. ეს არ იყო რაიმე თინეიჯერული ან კოლეჯში მოწყობილი წვეულება. ეს სერიოზული შეკრება იყო. კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ამ საქმეში იყვნენ გარეულნი, ერთად შეიკრიბნენ, რომ საქმეზე ჰუმანურად ესაუბრათ. რა თქმა უნდა, ჰარიც წავიდა და ვიქტორიაც წაიყოლა. აშკარა იყო, რომ ბიჭი ძალიან ნერვიულობდა. საჭეს ძლიერად უჭერდა ხელს.
მანქანა დიდი შენობის წინ გაჩერდა. წინ მანქანები მიდი-მოდიოდნენ, ხალხი გადმოდიოდა და შენობაში შედიოდა. ჰარიც ასე მოიქცა მანქანიდან გადმოვიდა, ვიქტორიას კარები გაუღო და შენობისკენ დაიძვრნენ. ვიქტორია ძალიან სადად გამოიყურებოდა. შავი ყელში მოღებული კაბა ეცვა. კაბა მოკლე იყო, მუხლებს ზემოთ, რაც ვიქტორიას კიდევ უფრო ლამაზს აჩენდა. ფეხებზე მაღლები ეცვა, ასევე შავი, თმები კი მხრებზე ჩამოყრილი ჰქონდა. მკრთალი მაკიაჟი სახეს უფრო ლამაზს უჩენდა. მოკლედ, რომ ვთქვათ ისე გამოიყურებოდა, რომ თვალს ვერ მოაცილებდი.
ჰარიმ წვეულების შესახებ ოთხშაბათს საღამოს ლოგანისაგან გაიგო. თავიდან შეკრთა, რადგან არ იცოდა საერთოდ რატომ უნდა წასულიყო, მაგრამ ლოგანმა დაარიგა და ასწავლა, როგორც უნდა მოქცეულიყო. წვეულება, ასე ვთქვათ, წლის შეხვედრა იყო. ძლიერი კომპანიების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ და ერთმანეთს იდეებს უმხელდნენ. ან ინვესტიციებს ცვლიდნენ, ყოველგვარი ჩხუბის და დაპირისპირების გარეშე. ასე, რომ ეს ადამიანი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის.
როდესაც ჰარიმ ვიქტორიას თხოვა წასვლა, პირდაპირ უარი მიიღო. გოგონა აფორიაქდა და ათასი მიზეზი მოიფიქრა, რომ არ წასულიყო, მაგრამ ჰარი რის ჰარია, რომ არ დაითანხმოს? და ასეც მოხდა. პირველი გოგონამ ის მოიმიზეზა, რომ ასეთ წვეულებაზე მას არაფერი ესაქმებოდა. არც კომპანიის წარმომადგენელი იყო და არც რომელიმე მნიშვნელოვანი პირი. ამაზე ჰარიმ მაშინვე მოაკეტინა.
-შენ ჩემი შეყვარებული ხარ და ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ინვესტიცია ან გამდიდრებისთვის ხელსაყრელი მოლაპარაკება - კარგით ვიცი, რომ კარგი პასუხია და ეს ვიქტორიამაც იცოდა, ამიტომ გაჩუმდა. ჰარიმ მაშინვე გაიღიმა და გოგონასთან მივიდა. კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ ჩემთან ერთად მოდიხარო, მაგრამ ვიქტორიამ ჩასაცმელიც კი არაფერი მაქვსო ჩაიბლუყუნა და ჰარის გახედა. ჰარიმ ამაზეც გაიღიმა. სწრაფად მოკიდა გოგოს ხელი და თავისი ოთახისკენ წაიყვანა. ლოგინზე დადებული საშუალო ყუთი ხელში აიღო და ვიქტოიას მიაწოდა. გაოცებული ვიქტორია ჰარის აშტერდებოდა, ჰარი კი ანიშნებდა, რომ გაეხსნა. მოკლედ ყუთში ის კაბა იდო, რომელიც ვიქტორიას ახლა აცვია წვეულებაზე.
ჰარიმ და ვიქტორიამ წვეულებაზე შეაბიჯეს. ორივე ნერვიულობდა. ვიქტორია განსაკუთრებით. ის პირველად იყო წვეულებაზე. თავს ძლიან არაკომფორტულად გრძნობდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა და თუ ვინმე რამეს კითხავდა, ბრინჯივით დაიბნეოდა. მაგრამ მაინც ყალბი სიმშვიდით შენობის შუაგულში შევიდნენ. მიმტანმა სასმელი მოიტანა და ჰარიმ და ვიქტორიამ შამპანური მოსვეს.
-დამშვიდდი ვიქტორია - უჩურჩულა ჰარიმ, როცა გოგონამ ნერვიულად მოავლო თვალი ყველაფერს.
-არ ვიცი, რა ჯანდაბისთვის ვარ ახლა აქ - ამოიბურტყუნა გოგონამ და ჰარის მიუახლოვდა. ბიჭმა ჩაიცინა.
-შენთვის არ მითქვამს, რომ ძალიან გიხდება ეს კაბა? - ჰარიმ ვიქტორიამ მიიზიდა და წელზე ხელი მოხვია. ვიქტორიას მაშინვე შეეფარკლა ლოყები.
-გეყოფა ჩემი გაწითლება - ამოიოხრა და ჰარის თავი გულზე დაადო.
-ეს სიმართლეა ვიქტორია - ჰარის აჩქარებული გულისცემა მაშინვე გაიგონა ვიქტორიამ. ჰარის სიცილისგან გამოწვეული ვიბრაცია კი იგრძნო. საუბარი მათთან მისულმა მამაკაცმა გააწყვეტინა. ვიქტორია მაშინვე მოსცილდა ჰარის და კიდევ ერთხელ მოსვა შამპანიური, რომ თავისი აღელვება დაეფარა.
-მისტერ სტაილს - მოხუცმა, ჭაღარათმიანმა კაცმა თბილად გაუღიმა ჰარის და ხელი გაუწოდა. ჰარიმაც მაშინვე ჩამოართვა ხელი და თავი დაუქნია. ჯერ ვერ გაერკვია ვინ იყო ეს მამაკაცი.
-მე მაიკლ სანჩესი ვარ. კომპანია „New Life”-ის მფლობელი. ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც მისტერ სანჩეს - გაიღმა ჰარიმ და ვიქტორიას გადახედა - ეს ვიქტორიაა. ჩემი შეყვარებული - გოგონა მაშინვე გაწითლდა.
-მშვენიერი არჩევანია ახალგაზრდავ - ჩაიცინა მოხუცმა და ვიქტორიას კიდევ უფრო გაწითლებულ ლოყებს გახედა.
-ნამდვილად - სიცილით დაეთანხმა ჰარი და ვიქტორიას წელზე ხელი მოკიდა. ტუჩბი მის თავს შეახო და სანჩეს მიუბრუნდა.
-მისტერ სტაილს თქვენთან საუბარი ნამდვილად მინდოდა. კომპანიასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ
-პრობლემა არ არის - თითქოს დიდი გამოცდილება ქონოდა ისე მშვიდად უპასუხა ჰარიმ.
სანჩესმა სიტუაცია აუხსნა ჰარის. მას სურს, რომ ჰარისგან დახმარება მიიღოს. უნდა, რომ კომპანიას ხელი შეუწოს და ერთ-ერთი ინვესტიცია მიიერთოს. ამით კომპანიები ნაწილობრივ გადაეჯაჭვება ერთმანეთს. ხო, ანაზღაურება დიდია. თუ „სტაილსები“ ამ შემოთავაზებას დასთანხმდებიან, შემოსავლის 30% მიიღებენ, რაც სავსებით არ არის ცოტა, თუ იმას გავითვალისწინეთ, რომ ჰარიმ ფაქტობრივად არაფერი არ უნდა გააკეთოს, ფულის ჩადების გარდა, რაც პირველივე წელს ანაზღაურდება. ნამდვილად სარფიანია შემოთავაზება, მაგრამ ჰარი არ აპირებს დატალების გარეშე ამის გაკეთებას. თან ლოგანს აუცილებლად უნდა დაელაპარაკკოს.
წვეულება გრძელდებოდა. სანჩესის გარდა ჰარიმ კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი ადამიანი გაიცნო და საქმეზეც ილაპარაკა. ამასობაში ლოგანიც მოვიდა და წვეულებას შეუერთდა. ჰარის გვერდით დაუდგა და გაამხნევა., ჰარი მხოლოდ მხრების ჩეჩვით შეეგება ლოგანს და უთხრა ჯერ-ჯერობით თავს ვართმევო. ასე, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა.
-დაიღალე? - იკითხა ჰარიმ, როცა ვიქტორიას გახედა. გოგონამ ღიმილით გააქნია თავი. დაღლილი იყო, მაგრამ არ აპირებდა ამის ჰარისთვის თქმას.
-არა, ყველაფერი კარგადაა - ვიქტორია ჰარის მიუახლოვდა. ჰარიმ თავი გააქნია.
-ცუდი მატყუარა ხარ - ჰარიმ ვიქტორიას წელზე ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა. ვიქტორიას მაშინვე დაეხუჭა თვალები და მშვიდი სუნთქვა ამოუშა. ძალიან მოსწონდა მასთან ერთად ყოფნა. არ აქვს მნიშვნელობა დაღლილი იყო თუ არა, მთავარი ის იყო, რომ ჰარის შეხებას გრძნობდა.
ვიქტორიამ ირგვლივ მიმოიხედა, როცა ერთ ადგილას გაიყინა. არამგონია ძნელი გამოსაცნობი იყოს ვინ დაინახა. არც ის არის გასაკვირი, რომ ნიკ მაკარტნი ახლა აქ იმყოფება. ეს ხომ საერთაშორისო შეხვედრაა. მას კი ძლიერი კომპანია აქვს და შესაბამისად აქ იქნება. ჰარიმ მაშინვე შეამჩნია ვიქტორიას გაფითრებული სახე და იქით გაიხედა საითაც ის იყურებოდა. მაშინვე მიხვდა ვისაც უყურებდა. იმასაც მიხვდა, რომ ვიქტორია ძალიან შეშინებული იყო. ეს სიმართლეა.
-მისმინე უნდა დამშვიდდე. ნუ გეშინია - მაშინვე მოხვია ხელი და გულში ჩაიკრა. გოგონა არ ლაპარაკობდა. მხოლოდ ღრმად სუნთქავდა - გთხოვ, პატარავ
-მეშინია ჰარი - მხოლოდ ეს თქვა. ახლა ამის დრო არ იყო, მაგრმ რა ექნა? ამ კაცმა საკმარისად შეაშინა იმისთვის, რომ ახლა ასეთ მდგომარეობაში იყოს.
-შშ, ახლა აქ ვარ, გახსოვს? მე აქ ვარ - გოგონამ თავი დაუქნია.
ნიკი რამდენიმე ნაბიჯით შორდებოდა მათ. ძალიან კარგად იცოდა, რომ ახლა აქ იმ ერთადერთი მტრის შვილი იმყოფებოდა, რომელიც ყავდა. რუსული მაფიის მმართველს გავდა. წყურვილი კლავდა, რომ მალე მოეკლა ეს ადამიანი. ხო, არ მინდა დაგიმალოთ. მართლა ისე იქცეოდა, როგორც რუსული მაფიის ხელმძღვანელი. მხოლოდ მთავარს კი არ კლავდა, როგორც იტალიელები, არამედ მთელი ოჯახის მკვლელობა წყუროდა. ყოველ შემთხვევაში იმათი მაინც, რომელიც გზაზე წინ ეღობებოდნენ და სიარულის საშუალებას არ აძლევდნენ.
ნიკი რამდენიმე კომპანიის მფლობელს ღიმილიანი სახით გამოელაპარაკა და ასეთივე გამომეტყველებით მიუახლოვდა ვიქტორიას და ჰარის, რომელიც კიდევ ისე იდგნენ, როგორც რამდენიმე წამის წინ.
-მისტერ სტაილს - მაშინვე გაისმა ბოხი ხმა და ჰარიმ იქით გაიხედა სადაც ნიკი იდგა. ვიქტორიას ძლიერად მოხვი წელზე ხელი და მასთან მიწია. ამით მის დაცვას ცდილობდა.
-ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა ახალგაზრდავ - ნიკმა ხელი გამოუწოდა, რომ ჩამოერთმია, მაგრამ ჰარიმ თავის ხელებზე ანიშნა, რომ დაკავებული ქონდა და ნიკმაც ხელი დაუშვა. მაშინვე დაეტყო სახეზე გაბრაზება, მაგრამ წამში იგივე გამომეტყველება მიიღო.
-ჩემთვის ნაკლებად სასიამოვნოა მისტერ მაკარტნ - ჰარიმ შამპანური მოსვა და ვიქტორია კიდევ უფრო მიიკრო. ნიკმა ჰარის პასუხი დააიგნირა და ვიქტორიას გახედა.
-ნამდვილად ბედის ირონიაა კიდევ ერთხელ, რომ შევხვდით ერთმანეთს ვიქტორია - ეშმაკურად ჩაიღიმა ნიკმა და მანაც მოსვა სასმელი. ახლა ამ წვეულებაზე, რომ არ ყოფილიყვნენ და სულ სხვა სიტუაცია, რომ ყოფილიყო ჰარი თავ-ყბას გაუერთიანებდა ნიკს.
-შეეშვი - ამოიოღრინა ჰარიმ. ის ფაქტიც აჩერებდა, რომ ვიქტორია ძლიერად ეკვროდა და არ შორდებოდა, თორემ ახლა ძირს იქნებოდა გართხმული ხალიჩასავით.
-არც არაფერი გამიკეთებია. ვხედავ ვიღაცა შეყვარებულია - ჩაიცინა ნიკმა.
-რა გინდა? - ისევ ამოიღრინა ჰარიმ.
-მე? ჰმ.. მოიცა დავფიქრდე. - ხელი ნიკაპზე მიიდო და ფიქრი დაიწყო. ცოტაც და ჰარი აფეთქდებოდა.
-არ გეგონოთ, რომ გაქცევა შეგრჩებათ - ამჯერად სრულიად სხვანაირი ნიკი წარმოისახა წინ. აი, სწორედ ისეთი, როგორც მაშინ, როცა ვიქტორია ნახა. ან კიდევ უფრო სერიოზული.
-და რა მოხდება? - იკითხა ჰარიმ უჩვეულო სიმშვიდით - შენ რამის გაკეთება შეგიძლია? - ჩაიცინა ჰარიმ. ხო, ეს ნამდვილად გამოწვევა იყო.
-მე ყოველთვის იმას ვიღებ რაც მეკუთვინის, სტაილს - კიდევ ერთხელ მოსვა სასმელი ნიკმა
-არამოგონია ეს დიდხანს გაგრძელდეს - ჰარი მშვიდად ლაპარაკობდა და სვამდა, მაგრამ შიგნიდან სრულიად აფორიაქებული იყო.
-რას გულისხმობ? - თვალები მოჭუტა ნიკმა
-ცხოვრება დიდი თამაშია მაკარტნ. ყოველთვის ვერ მოიგებ - ჩაიცინა ჰარიმ და ხელი ვიქტორიას ხელზე სულ ოდნავ შეარხია. გოგონა სულგანაბული უსმენდა ორივეს. ახლა არ იყო საჭირო, რომ რაიმე ეთქვა
-ახლა კი თქვენი ნებართვით - თავი ოდნავ დაუკრა ნიკს - სასიამოვნო ღამეს გისურვებთ - ჭიქა აწია და ვიქტორიასთან ერთად გასასვლელისკენ წვიდა.
მართალია. ცხოვრება თამაშია. ვნახოთ ვინ გაიმარჯვებს.
*************

უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როცა ჰარი და ვიქტორია სახლში მივიდნენ. მართალია ვიქტორია შეშინებული იყო, მაგრამ კარგად გაანალიზა რაც ჰარიმ გააკეთა. მან ნიკი კიდევ უფრო გააბრაზა და ამასთან გამოიწვია კიდეც. ახლა უფრო მეტად ეშინოდ. იმის კი არ ეშინოდა, რომ თავის თავს მოუვიდოდა რამე, არამედ იმის, რომ ჰარის დაკარგავდა. მართალია ჰარიმ ყველაფერი უამბო და ისიც გაანალიზა, რატომ გაიტაცეს, მაგრამ ის მაინც ღელავდა ჰარიზე. ეშინოდა, რომ დაკარგავდა. აი, ამას კი საკუთარ თავს ვერ აპატიებდა.
ვიქტორია ხმის ამოუღებლად ავიდა მეორე სართულზე და თავის ოთახში შევიდა. პირდაპირ გეტყვით, რომ გაბრაზებული იყო. როგორც უკვე მოგახსენეთ ეშინოდა ჰარის დაკარგვის და ის ფაქტი, რომ ჰარიმ ნიკი გამოიწვია, ჭკუიდან შლიდა. თავის ოთახში შესული ვიქტორია კარებს კეტავდა, როცა ჰარიმ არ მისცა საშუალება და თხოვა ჩემთან დარჩიო. უარი მიიღო ნამდვილად. ვიქტორიამ დაღლილი ვარ მირჩევნია დავწვეო. ჰარიმ, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა ეს ნათქვამი და ვიქტორიას ოთახში შეყვა. თან კარები დაკეტა.
-გეყოფა ვიქტორია. რაღაც გჭირს - ვიქტორიას მიუახლოვდა და მხარზე ხელი ნაზად გადაუსვა. გოგონა ეცადა არ შეემჩნია, მაგრამ ამაოდ. მაშინვე გააკეთა რეაქცია თავისმა სხეულმა და "დახორკლა".
-არაფერი - მაშინვე გადადგა ერთი ნაბიჯი წინ. არ უნდოდა, რომ ჰარის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო.
-ვიქტორია - ამოიჩურჩულა ჰარიმ და ისე მოატრიალა გოგონა, რომ წასასვლის საშუალება არ მისცა - რამე არასწორად გავაკეთე?
-ნიკს ეპაექრებოდი ჰარი - ამოიოხრა გოგონამ. გულში მაშინვე შიშის გრძნობამ გაკრა. ვერ წარმოედგინა ამ ყველაფერს რა მოყვებოდა.
-აბა, გინდოდა ასე უბრალოდ გამეტარებია ყველაფერი? - ოდნავ უხეშად უთხრა ჰარიმ, რაც ვიქტორიას არ გამოპარვია.
-ფაქტობრივად გამოიწვიე ჰარი - ამოიოხრა და მოცილდა. ჰარიმ თმაში ხელი შეიცურა.
-ვერ ვხვდები რა გინდა - ამჯერად ამოიღრინა ჰარიმ. ვიქტორიამ მეტი ვეღარ მოითმინა და ერთი ნაბიჯით მას მიუახლოვდა.
-არ მინდა, რომ დაგკარგო ჰარი! მინდა ჩემთან იყო! არ მინდა იმ ნაბიჭვრის გამო რამე მოგივიდეს! უბრალოდ მინდა მშვიდად ვიცხოვრო და შენ ჩემთან ერთად კარგად იყო და... ჯანდაბა! უბრალოდ შენი დაკარგვის მეშინია - გული ძალიან სწრაფად უცემდა. ხელები უკანკალებდა და ყვიროდა. ძალიან ხმამაღლა არა, მაგრამ საკმარისად ხმამაღლა.
ჰარი სწრაფად მიუახლოვდა და სიტყვის უთქმელად მოხვია წელზე ხელი. მეორე ხელი თმაში შეუცურა და მაგრად აკოცა. ძალიან ახლოს იზიდავდა. ისეთი შეგრძნება ქონდა, თითქოს გაექცეოდა. ისე კოცნიდა თითქოს ბოლო კოცნა ყოფილიყო. ძალიან უნდოდა მთელი მისი სხეული შეეგრძნო. მის თითოეულ წერტილს შეხებოდა და შეეგრძნო. რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს და მალე ვიქტორია ზურგით კედელს ეყრდნობოდა, ჰარი კი მის წინ იდგა და კოცნიდა.
-არ დამკარგავ, ამას მე არ გავაკეთებ - ამოიჩურჩულა ჰარიმ და ვიქტორიას ფეხები წელზე შემოიხვია. ნელი ნაბიჯებით ისე, რომ კოცნა არ გაუწყვეტიათ, ლოგინთან მივიდა და ვიქტორიას ზემოდან მოექცა. კოცნას არ წყვეტდნენ.
-მინდა მთლიანად ჩემი გახდე პატარავ, მთლიანად ჩემი - ჰარიმ კოცნებით კიდევ უფრო ქვევით ჩაინაცვლა და ყელიდან ლავიწის ძვალს შეეხო. ვიქტორიამ მაშინვე ამოიგმინა.
გოგონას ხელი ზურგს უკან ჩაუცურა და კაბის ელვაშესაკრავი გახსნა. მალე ვიქტორია ჰარის წინ, მხოლოდ საცვლების ამარა იწვა. ჰარიმაც გაიძრო და ტატუები გამოაჩინა. ახლა მხოლოდ ის ახსოვდათ, რომ ერთად იყვნენ. მხოლოდ ის ახსოვდათ, რომ ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი და იმისიც კარგად სჯეროდათ, რომ არასდროს დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.
-----------------------------
დილა მშვენიერი აღმოჩნდა. მზემ ფარდის შიგნითაც შემოაღწია და ოთახს მოედო. შაბათი დილა იყო. ყველაფერი სხვანაირად იყო. არაფერს არ ვაჭარბებ, მაგრამ ვიქტორიამ, რომ გამოიღვიძა და ჰარის მძინარე სახე დაინახა თავი სულ სხვა ადამიანად იგრძნო. წუხანდელი ღამიდან ყველა დეტალი გაახსენდა და როცა გაანალიზა რაც გააკეთა მაშინვე ჰარის კისერში ჩარგო თავი და ჩაიცინა. მიხვდა, რომ ნელ-ნელა წითლდებოდა. ჰარი შეიშმუშნა.
-დილამშვიდობისა პატარავ - ნამძინარევი ხმით თქვა ჰარიმ და კიდევ ერთხელ იგრძნო ვიქტორიას ჩაცინება. თვალები გაახილა და გოგონას თმას შეხედა. სახეს ვერ ხედავდა, რადგან მის კისერში ქონდა თავი ჩარგული. ჰარიმ ჩაიცინა და თავი ააწევინა.
-დილამშვიდობისა ჰარი - ამოიბურტყუნა გოგონამ და ჰარის თვალებს შეხედა. მშვენიერი დილის დასაწყისი იყო. არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი.
ჰარიმ ნელა მიუახლოვა ტუჩები გოგონას და ნაზად აკოცა. მასაც კარგად გაახსენდა ყველაფერი რაც გასულ ღამეს მოხდა და გული აუჩქარდა. ვერ იჯერებდა, რომ ის ადამიანი შეიგრძნო ბოლომდე, რომელიც თავზე მეტად უყვარს. მისი გოგო ახლა მასთან იწვა, მის გვერდით და ხელებს ძლიერად უჭერდა წელზე.
-ვიქტორია - კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ვიქტორია მაშინვე წამოიწია და თვალები დახუჭა. მარიას ხმა იყო.
-გისმენ დედა - უპასუხა თვალდახუჭულმა და ჰარის ხელი მოუჭირა. ჰარი იცინოდა, მარიამ კი ჩაახველა.
-წამოდი ჭამე. ყველაფერი გავამზადე
-კარგი. მოვალ დე, მადლობა - მხიარულად ჩაიცინა გოგონამ და ჰარის ხელი კრა გაჩერებულიყო, რადგან უღიტინებდა.
-კარგი გელოდები - სულ რამდენიმე წამიანი სიჩუმე ჩამოვარდა - ხო და კიდევ... ჰარისაც ეშიება ასე, რომ ისიც ჩამოვიდეს - ჩაიცინა მარიამ და ქვედა სართულზე ჩავიდა.
ვიქტორია მაშინვე ლოყებაწითლებული დაწვა და ბალიშში თავი ჩარგო. ჰარიმ კი სიცილი ამოუშვა. ამდეხანს ეცადა შეეკავებია, მაგრამ არ გამოუვიდა. ვიქტორიას მხარზე აკოცა და კოცნით ყელზე ავიდა.
-მიყვარს დედაშენი - ღიმილით უთხრა ჰარიმ და მიიხუტა.
-ხო, მეც ძალიან - ამოიფრუტუნა გოგონამ და ჰარის მაგრად მიეკრო.
რამდენიმე წუთში ჰარი და ვიქტორია მეორე სართულიდან პირველზე ჩავიდნენ და სამზარეულოში მარიასთან გავიდნენ. მარია გაღიმებული უყურებდა ვიქტორიას, რომელიც ჰარის სულელურ საქციელზე იცინოდა. ძალიან ბედნიერი იყო, რომ ასე უყვარდათ მათ ერთმანეთი. ამას ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, როცა ვიქტორია გაიტაცეს და ჰარი მის გადასარჩენად წავიდა.
მარია დედაა. ის ყველაზე კარგად იცნობს თავის შვილს და იცის, როდის არის ბედნიერი და როდის არა. სანამ ჰარი გამოჩნდებოდა ვიქტორია მხრიარული გოგონა იყო, მაგრამ არა ბედნიერი. ის უმამოდ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მასთან იყო და ვიქტორიაც ხშირად ეუბნებოდა დედა, რომ კარგად იყო, მაგრამ ის ხვდებოდა, რომ ეს ასე არ იყო.
მარია ახლა ხვდება, რომ ვიქტორია ბედნიერია, ისევე, როგორც ჰარი. ისინი ერთმანეთით არიან ბედნიერები და არ აპირებს ამას ხელი შეუშალოს. ჰარის არანაირი საწინააღმდეგო არ აქვს მარიას. პირიქით ძალიან მოსწონს ეს ბიჭი. დედა მაინც რა არის არა? იცით, როდის მიხვდა, რომ ერთმანეთი მოსწონდათ? აი მანამ სანამ მეცადინეობას დაიწყებდნენ, რადგან ისე, როგორც ისინი ერთმანეთს უყურებდნენ, სხვას ვერაფერს გაიფიქრებდით. განსაკუთრებით დედები.
ასე, რომ ახლა ეს ორი ახალგაზრდა, რომელიც მარიას წინ სხედან, სრული ბედნიერები არიან. მარია კი ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ არის. პირიქით, ძალიან, ძალიან უხარია, რომ თავისი ერთადერთი შვილი ბედნიერია.
-კარგი გვრიტებო, ბლინებს შეჭამთ არა? - ჩაიღიმა მარიამ და ბლინები წინ დაუწყო ორივეს. ვიქტორია, როგორც ყოველთვის ახლაც გაწითლდა. ჰარი კი ყურებამდე იღიმოდა.
-მადლობა დედა - ამოიბურტყუნა ვიქტორიამ
-ხო, მადლობა. ძალიან გემრიელია - პირგამოტენილი ჰარი კიდევ იდებდა ბლინებს პირში და ისე ლაპარაკობდა. მარიას და ვიქტორიას გაეცინა. მშვენიერი დილა იქნებოდა მანამ სანამ ნინა არ შემოვიდოდა სამზარეულოში და ყველაფერს არ გააფუჭებდა.
-იქნებ სხვაც გაგახსენდეს მარია?- ამოიღრინა ნინამ და დანარჩენებს ზიზღით გადახედა. ჰარიმ ამოიოხრა.
-ახლავე - უთხრა მარიამ და ბლინები თეფშზე დააწყო. ნინამ მარიას გახედა, მაშინ, როცა თეფში წინ დაუდო. მაშინვე მოკიდა ჩამგალს ხელი და ბლინი პირში ჩაიდო. ნინა საშინელი ადამიანი იყო. არ გავდა ლოგანს და მასსავით კარგი არ იყო. ამას ყველა ხვდებოდა და ამიტომაც არავის არ უყვარდა ის.
-საშინელებაა. საერთოდ ვერ ვხვდები შენ რატომ აკეთებ ამ ყველაფერს - დაიყვირა ნინამ და თეფშს ხელი კრა. ისე მოხდა, რომ თეფში მაგიდის კიდემდე მიცურდა და ძირს ჩავარდა. ჰარიმ ამოიღრინა.
-შენ მოსამსახურე ხარ და გევალება ყველაფერი ნორმალურად გააკეთო - კიდევ ერთხელ დაიყვირა ნინამ და ანიშნა თეფში აეღო. მარია ამას აპირებდა კიდეც, მაგრამ ვიქტორიამ შეაჩერა. არ გააკეთოო და სკამიდან ადგა. ნინა ვიქტორიას უყურება, რომელიც მას მიუახლოვდა და ძლიერად გაარტყა.
-იმის უფლებას არასდროს მოგცემ, რომ დედაჩემს ასე ელაპარაკო - მშვიდად უთხრა ვიქტორიამ და მარიას გახედა. მარიაც და ჰარიც გაოცებული ჩანდნენ.
-ამას არ შეგარჩენ - დაიღრინა ნინამ და ხელი ლოყაზე მიიდო.
-ეს შენი სახლია და შეგიძლია შენ თვითონ აიღო ის, რაც შენ გააფუჭე - თეფშზე ანიშნა და თვალებში ჩახედა. მალე ნინა გასკდებოდა ან უარესი რამ მოუვიდოდა ნამდვილად.
-შენ პატარა ... - ამჯერად ჰარი ადგა.
-არ გაბედო - შეაჩერა ნინამ და გააფრთხილა არაფერი ეთქვა.
-ოჰ, ახლა შენც აყევი არა ამ პატარა ნაბიჭვრებს. არაუშავს. არც შენ შეგარჩენ ამ ყველაფერს - დაიყვირა და ოთახიდან გავიდა. ვიქტორია მარიას მიუახლოვდა და მოეხვია.
*****************

კარგია, რომ ოჯახში ბედნიერებაა. ეს ალბათ თითოეული ოჯახის მიზანია და თუ მიაღწევ ბედნიერი იქნები. ლოგანმა შეძლო და ასე თუ ისე ბედნიერი ოჯახი გამოიყვანა. ცოტახანი ყველაფერი კარგად იყო და ალბათ იქნება კიდეც, მაგრამ წარსული ყოველთვის აჩენს თავს. ხო, არ მინდა, რომ რაიმეში ეჭვი შეგეპაროთ და ხათაბალაში გაეხვათ. კარგით, მგონი დაგაბნიეთ. ახლავე ყველაფერს აგიხსნით.
1996 წლის ოქტომბერი იყო, როცა მარია სახლში ბრუნდებოდა. მოგეხსენებათ იმ დროს დიდად არ იყო რაიმე განვითარებული და ყველაფერი არ იყო კარგად. ამიტომ მარიაც შიშით მიაბიჯებდა ბნელ ქუჩას. მაშინ უნივერსიტეტში სწავლობდა და გვიან მოუწია სახლში წასვლა. არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს და რაიმე ზედმეტი ვთქვა. სწორედ ამიტომ გეტყვით, რომ მარიას თავს დაესხნენ, რომ გაექურდათ.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც მარიას დაეხმარა და გადაარჩინა. ამ ფაქტის შემდეგ არ გასულა ორი თვე, რომ სტუდენტურ შეკრებაზე მარია შეხვდა სწორედ იმ მამაკაცს, რომელმაც გადაარჩინა. ამის შემდეგ მეგობრობენ და ცდილობენ ერთად კარგად იყვნენ. ისე მოხდა, რომ ისინი დამეგობრდნენ. მალე მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და ექვსი თვის შემდეგ ერთმანეთს სიყვარული აუხსნეს.
ძალიან ბედნიერი წყვილი იყო. მამაკაცი მარიას გულისთვის ყველაფერს აკეთებდა. ცდილლობდა თავი ბედნიერად ეგრძნობინებია და ასეც იყო. მარია ერთ-ერთი ბედნიერი ადამიანი იყო. ძალიან უყვარდა ეს ადამიანი და არც არასდროს უნანია, რომ ეს კაცი გაიცნო. ამას არ გააკეთებდა, რადგან ძალიან იყო შეყვარებული.
შვიდი თვე იყო გასული, როცა მარიამ თავის ოჯახს მამაკაცი გააცნო. ეს კაცი ცოტა ღარიბი ოჯახიდან იყო და სწორედ ამიტომ მარიას ოჯახმა აითვალწუნა. განა მარია იყო მდიდარი. არა, თავისი ოჯახი არასდროს არ ყოფილა მდიდარი, მაგრამ მარიას მშობლები ცდილობდნენ მდიდარ ადამიანზე გაეყოლებინათ იგი.
მარიამ გამოაცხადა ოჯახში, რომ არავის არ გაყვებოდა ცოლად გარდა იმ მამაკაცისა, რომელიც მას უყვარდა. ამის გულისთვის ის დაისაჯა და აეკრძალა იმ მამაკაცის ნახვა, მაგრამ მარიამ არ დაიშალა. იმიზეზებდა, მეგობართან დარჩენას ან პროექტზე მუშაობას, რომ ენახა. ასე გავიდა მერვე თვეც. მათ კი ერთმანეთი უფრო და უფრო უყვარდათ.
ამასობაში მეცხრე თვეც გავიდა და ისინი ერთად უფრო ხშირად იყვნენ. ერთ დღეს, როცა მარია სახლში მარტო დაბრუნდა მამამ გააჩერა და კითხა სად იყავიო. რა თქმა უნდა, მარიამ მეგობართანო და ამით მამამ ისარგებლა და უთხრა კარგად ვიცი სადაც იყავიო. ამის შემდეგ მარიას კოლეჯშიც და ყველგან სიარული აეკრძალა. ხოლო მარიას მამა, იმ კაცის მშობლებს ელაპარაკა, რომელიც მარიას უყვარდა. ამიტომ იმ მამაკაცსაც აეკრძალა მარიას ნახვა.
ამასობაში მარიას დედამ მდიდარი საქმრო მოძებნა. რა თქმა უნდა, ეს საქმრო იმდენად მდიდარი არ იყო, რომ მამულები და რაიმე დიდი ქონება ქონოდა, მაგრამ საკმარისი მაინც იყო იმისთვის, რომ მარიას კარგად ეცხოვრა. გოგონა ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ არავინ უსმენდა. ქორწილის დღე დაინიშნა. მარიამ მოახერხა და ამ სამზადისის განმავლობაში თავისი სიყვარული ნახა. ის ღამე ერთად გაატარეს.
ერთ თვეში მარიას უკვე ქმარი ყავდა, მაგრამ არა ის ადამიანი, როემელიც მას უყვარდა, არამედ ის, ვისაც არც კი იცნობდა, მაგრამ მის მუცელში უკვე იჯდა ვიქტორია, ლამაზი გოგონა, რომელიც მისი პირველი სიყვარულისგან ყავდა. ქორწინების შემდეგ ცხრა თვეში ვიქტორია გაჩნდა, მაგრამ ის არ იყო იმ კაცის შვილი, რომელიც ვიქტორიას კანონით მამად ეკუთვნოდა.
წლების შემდეგ, ასე ვთქვათ ვიქტორიას „მამინაცვალი“, გარდაიცვალა და მარიამ ვერაფერი მოახერხა იმისთვის, რომ რაიმეთი თავი გაეტანა. ამიტომ ისე მოხდა, რომ მარია და ვიქტორია ლოგანთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. წლების შემდეგ მარიამ მოახერხა და რამდენიმეჯერ ნახა თავისი პირველი სიყვარული. სიმართლე გითხრათ ახლაც ისე უცემს გული მისი ნახვისას, როცა მაშინ პირველად, რომ ერთად წავიდნენ პაემანზე. თუმცა მათი ახლანდელი შეხვედრების დროს ვერცერთხელ ვერ მოახერხა და ვერ უთხრა, რომ მათ შვილი ყავთ. რა ქნას? მას თავისი ცხოვრება აქვს და მარია არ აპირებს რამით შეუშალოს ხელი.
ერთხელ, როცა მარია და ვიქტორია ერთად იჯდნენ სასადილოდ ვიქტორიამ თავის მამაზე ჩამოაგდო ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ვიქტორამ არ იცოდა, ვინ იყო თავისი ნამდვილი მამა. მარიას სინდისმა შეაწუხა და ვიქტორიას ყველაფერი მოუყვა. ისიც უთხრა, რომ მისი მშობლები იყვნენ დამნაშავენი ყველაფერში, თორემ ახლა სხვის სახლში არ იცხოვრებდნენ. ვიქტორია ყველაფერს მიხვდა და სულაც არ გაბრაზებია დედას. პირიქით, თანაუგრძნო, რომ დედამისმა თავის ნამდვილ სიყვარულთან ცხოვრება ვერ მოახერხა.
ერთ დღეს, როცა ვიქტორია და ჰარი ერთად იჯდნენ და ლაპარაკობდნენ მშობლებზე დაიწყეს ლაპარაკი. ჰარიმ მოუყვა ყველაფერი რაც მამაზე იცოდა და იმაზე თუ, როგორ ცხოვრობდნენ მისი მშობლები.
-შენ მშობლებზე რას იტყვი ვიქტორია? - კითხა ჰარიმ და გოგონას გახედა. ვიქტორიამ ამოიოხრა.
-მამაზე არაფერი ვიცი - ნაღვლიანად უთხრა გოგონამ. ჰარიმ თმა უკან გადაუწია და ხელი ლოყაზე დაუსვა.
-დედა არ ლაპარაკობს ამაზე? - ისევ ჰარიმ კითხა
-მომიყვა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ არ უთქვამს ის ვინ იყო - ამოიოხრა ვიქორიამ და ჰარის მიეკრო. ბიჭმა ხელი წელზე შემოხვია და მიიზიდა.
-შენ არ გაინტერესებს? - კითხა ჰარიმ
-კი ჰარი ძალიან, მაგრამ დედა არ მეუბნება - გოგონამ ჰარის გახედა.
-ვიცი ჩემი საქმე არ არის, მაგრამ იქნებ დედას დაელაპარაკო და კითხო?
-ერთხელ ვცადე, მაგრამ სხვა თემაზე დაიწყო ლაპარაკი
-კიდევ ერთხელ სცადე. იქნებ რამე გამოგივიდეს - გაამხნევა ჰარიმ
-კარგი ვცდი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივა
-ხომ გაინტერესებს ვინ არის? იქნებ ცოცხალია? - გაიკვირვა ჰარიმ
-არც კი ვიცი. ისიც არ ვიცი საერთოდ იცის თუ არა, რომ მე ვარსებობ.
ჰარის პასუხი არ გაუცია. მხოლოდ გულზე მიიკრა და ღრმად ამოისუნთქა. ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. ეს ამბავი მას შემდეგ მოხდა, რაც ვიქტორია გაიტაცეს და ჰარიმ მას სიყვარული აუხსნა. ამის შემდეგ აზრადაც არ მოსვლია ვიქტორიას, რომ მარიასთან მისულიყო და დალაპარაკებოდა, მაგრამ ახლა, როცა მის ოთახში იწვა და რამდენიმე საათის წინ მომხდარ ინცინდენტს იხსენებდა მარიაზეც ფიქრობდა. იმდენად შორს წავიდა ფიქრით, რომ გაახსენდა მარიას მონათხრობი თავისი მამის შესახებ.
უცებ წამოდგა საწოლიდან და პირველ სართულზე ჩავიდა. ჰარი ლოგანთან იყო კაბინეტში საქმეზე საუბრობდნენ. ვიქტორია სამზარეულოში შევიდა და გაზქურასთან მდგარი დედა დაინახა. მაშინვე გაეღიმა. მას მიუახლოვდა, ლოყაზე ნაზად აკოცა და იქვე სკამზე დაჯდა. დედამ ღიმილით გახედა და საქმე გააგრძელა.
-რას აკეთებ დედიკო? - ღიმილით კითხა მარიას ვიქტორიამ და იმას გახედა, რასაც მარია აკეთებდა.
-პიცას. ვიცი, რომ ძლიან გიყვარს - ფართოთ გაუღიმა მარიამ გოგონას.
-ძლიან მაგარია. ველოდები იცოდე. მოდი მოგეხმარები - ვიქტორია წამოდგა და დედას შეეშველა. რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო. ორივე საქმეს აკეთებდა და ხმას არ იღებდა. მათ თავებში ქაოსი სუფევდა. ორივე ფიქრობდა. სხვადასხვა რამეზე, მაგრამ მაინც ათასი აზრი ირეოდა მათ თავში.
-ჰარი გიყვარს არა? - კითხა უეცრად მარია. ვიქტორიამ გაკვირვებით შეხედა.
-დიახ, ასეა - აჭარხლებული სახით უთხრა ვიქტორიამ. დედამ მაშნვე გაიღიმა.
-მასაც უყვარხარ - უთხრა მშვიდად
-ხო, ისევე, როგორც შენ მამას - მარიამ გაოცებით შეხედა ვიქტორიას. გოგონამ კი თავისი საქმე მიატოვა და დედას გახედა. მარიას გული საშუნლად სწრაფად უცემდა. უკვე ხვდებოდა საუბარი სადამდე მივიდოდა.
-დედა, მინდა გავიგო ვინაა მამაჩემი - მშვიდად მიუგო ვიქტორიამ. მარიამ ამოიოხრა და გოგონას მიუახლოვდა.
-არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი - მარია მაცივართან მივიდა და ვიქტორიაც გაყვა.
-მგონი უფლება მაქვს გავიგო - თქვა მკაცრად ვიქტორიამ. მარია ხმას არ იღებდა. ისევ პიცის კეთებაზე გადავიდა და შვილს არც კი უყურებდა. ვიქტროიამ გააჩერა და მისკენ მიაბრუნა.
-დედა! მინდა ვიცოდე ჩემი საკუთარი მამის სახელი! - მარია ისევ არ იღებდა ხმას.
-გეყოფა ვიქტროია - ხელები გაითავისუფლა ბოლოს მარიამ და მაგიდას დაეყრდნო.
-დედა... მე მის გარეშე ვიზრდებოდი. თურმე ამდენი ხნის განმავლობაში ნამდვილი მამა გვერდით არ მედგა და მგონი უფლება მაქვს გავიგო ვინაა.
-ვიქტორია არ გინდა - ტირილნარევი ხმით თქვა მარიამ.
-იცის, რომ მე ვარსებობ? - ჩუმად იკითხა გოგონამ.
-რა? - ამჯერად მარიამ ვიქტორიას გახედა.
-იცის, რომ შვილი ყავს? - იკითხა კიდევ ერთხელ. მარიას ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც ნელა გააქნია თავი. ვიქტორიამ ღრმად ამოისუნთქა.
-ღმერთო! უბრალოდ მითხარი სახელი - ძალიან არ უნდოდა, რომ ეყვირა. არ უნდოდა, რომ რამე ცუდი გაეკეთებინა.
-ვიქტორია მე... - გოგონამ მაშნვე გააჩერა.
-ჯანდაბა დედა! სახელი მითხარი - ამჯერად იყვირა. უკვე ვეღარ აკონტროლებდა ნერვებს
-ნიკ მაკარტნი - ტირილით უთხრა მარიამ. ეს მისი ცხოვრების დიდი საიდუმლო იყო, რომელიც მხოლოდ მას კი არა თავის შვილსაც გააადგურებდა.
**************

ალბათ ხვდებით, რომ ყველაფერი აირია. ხო, ვიცი, რომ ასეა. ვიცი, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნება და ამასთან, ყველაფერი აირევა. არ ვიცი ასე ძალიან რატო ცდის ბედისწერა ჰარის და ვიქტორიას. აშკარაა, რომ მათი სიყვარული სასწორზე დევს. ახლა ვერაფერს ვეღარ შევცვლით და ვეღარც გავასწორებთ. არა, როგორ არა. გამოსავალი ყველაფერშია, მაგრამ... არ ვიცი. ვნახოთ.
ვიქტორიას იმის გაფიქრებაც არ უნდოდა რა მოხდებოდა, თუ ჰარი ამ ყველაფერს გაიგებდა. თუ? არამგონია ეს ვიქტორიამ დამალოს. თუ დამალავს, მაინც გამჟღავნდება, რადგან ტყუილი არასდოს იმალება. ეს ვიქტორიამ კარგად იცოდა და ამიტომ იყო ახლა ასეთ მდგომარეობაში. ძალიან ცუდად იყო. ფეხები უკანკალებდა, მთელ ტანში შიშის გრძნობა უჩნდებოდა და თავი სტკიოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მამის სახელი გაიგო.
თუმცა, რატომ არ იქნება ასეთ მდგომარეობაში? მისმა მამამ მოკლა იმ ადამიანის მამა, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარს. ისეთი რამ გაიგო, რის შედეგადაც ჰარი შეიძლება დაკარგოს. მისი ვყელაზე დიდი შიში შეიძლება გამართლდეს და ჰარი სამუდამოდ დაკარგოს. ვიქტორიამ თავი გააქნია და მომტირალ მარიას გახედა. გულში მაშინვე იგრძნო ტკივილი.
-მაპატიე შვილო, ძალიან გთხოვ - მარიამ ამოიკვნესა და ვიქტორიას გახედა. გოგონამ მაშინვე გააქნია თავი, იცოდა, რომ მამამისი ახლა თავის ბედნიერებას უდგას წინ, მაგრამ დედა აქ არაფერ შუაშია. მაშინ, როცა ის უყვარდა ვიქტორია და ჰარი სულაც არ იყვნენ გაჩენილნი.
-არაფერია დე, შენ არ ხარ დამნაშავე. პატიებას ნუ მთხოვ - გოგონა სწრაფად მიუახლოვდა და გადაეხვია. მარიამ მაშინვე ამოიოხრა და ძლიერად ჩაეხუტა თავის შვილს. ასე ცუდად მაშინაც არ იყო, როცა ნიკის ნაცვლად სხვა მამაკაცზე დააქორწინეს.
-გეფიცები მეც ახლა გავიგე ყველაფერი - ამოიოხრა მარიამ და ვიქტორია ისე მოიშორა, რომ მისთის შეეხედა.
-როცა აქ გადმოვედით წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ლოგანი და მისი ოჯახი. არც ტომსა და ნიკზე ვიცოდი რაიმე. მე უბრალოდ... ძალიან ვწუხვარ - ვიქტორია მაშინვე მოეხვია დედას, რადგან მიხვდა ახლა რა დღეშიც იყო. დედამისი არაფერ შუაშუ არ არის. არც ვიქტორიამ არ იცის რა უნდა გააკეთოს.
-დამშვიდდი - დააწყნარა ვიქტორიამ და კიდევ ერთხელ ძლიერად მოეხვია.
-რა უნდა გააკეთო? - იკითხა მარიამ
-არ ვიცი. ეს ყველაფერ... ჯერ ყველაფერი უნდა გავაანალიზო. კარგად - ვიქტორია ფეხზე წამოდგა და დედას უთხრა უნდა ვიფიქროო. მარიამაც თავი დაუქნია და ვიქტორია მეორე სართულზე ავიდა.
თავის საწოლზე ცრემლიანი თვალებით დაწვა და ჭერს მიაშტერდა. ახლა დაწყევლა ის დღე, როცა გაჩნდა. დაწყევლა ის დღეც, როცა ჰარი გაიცნო, რადგან ახლა ყველაზე დიდ ტკივილს გრძნობს რაც თავის ცხოვრებაში უგრძვნია. ხვდება, რომ მას დაკარგავს. ხვდება, რომ ვყელაფერი აირევა და იმაზე ძლიერად ეტკინება გული ვიდრე ახლა სტკივა.
ცრემლებმა მაინც გაიკვლიეს გზა და ლოყებზე ჩამოგორდნენ. ვიქტორია იმდენად გულნატკენი იყო, რომ ვერ აზროვნებდა. ფეხზე ვერ დგებოდა. ვერ ინძრეოდა. უბრალოდ ასე, არ შეეძლო. ახლა, რომ ფეხზე ამდგარიყო და ჰარი ენახა ალბათ გულზე წაუვიდოდა და გონს დაკარგავდა. თუმცა იმასაც აანალიზებდა, რომ ჰარის ნახვა მოუწევდა.
მერე რას იზამდა? სიმართლეს იტყოდა? მოატყუებდა? ორივე ცუდი შედეგით დამთავრდებოდა. თუ მოატყუებდა ჰარი მაინც გაიგებდა და ამით უფრო მეტად ეტკინებოდა გული. ჰარისაც და ვიქტორიასაც. თუ სიმართლეს ეტყოდა მაშინ ჰარის რეაქციაზე იქნეოდა ყველაფერი დამოკიდებული. დარწმუნებულია ვიქტორია, რომ ჰარი ამას ვერ აპატიებს. სულ იმაზე ფიქრობს, რომ იმდენად ეტკინება გული, ერთმანეთს დაშორდებიან.
ვიქტორიამ ბალიში აიღო და მთელი ძალით მიიჭირა პირზე, თან ბოლო ხმაზე დაიყვირა. ცრემლები არ ჩერდებოდნენ, გული გამალებით უცემდა. ისე მოხდა, რომ სწორედ ამ მომენტში, როცა ვიქტორიას ბალიში ქონდა აფარებული, ჰარი შემოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა საწოლს. ვიქტორიას დაუძახა და ბალიში გამოართვა. როცა ჰარიმ გოგონა ასეთ მდგომარეობაში დაინახა, გული გაუჩერდა. სწრაფად დაჯდა ლოგინზე, ვიქტორია წამოაყენა და ძლიერად ჩაიხუტა გულში.
-მაპატიე, მაპატიე ძალიან გთხოვ - ამოისლუკუნა გოგონამ და ძლიერად მოეხვია, თან თავი კისერში ჩაურგო. ჰარი დაბნეული იყო.
-რა? რას ამბობ ვიქტორია? - წელზე ხელი ძლიერად მოხვია და თავზე აკოცა. გული გამალებით უცემდა. ნუთუ რამე დაუშავეს? ყველა ცუდი ვერსია წარმოიდგინა თავში და კიდევ უფრო აიკრო გულზე.
-ძალიან მიყვარხარ ჰარი - გოგონა მოსცილდა და ბიჭის თავი თავის ხელებში მოიქცია - ძალიან მიყვარხარ - კიდევ ერთხელ გაუმეორე ცრემლიანი თვალებით და შუბლი შუბლზე მიადო. ჰარი გაოცებული იყო.
-რა ხდება ? - ამჯერად მკაცრად უთხა ჰარიმ და გოგონას თვალებში ჩახედა. ვიქტორია ხმას ვერ იღებდა.
-ვიქტორია, გულს ნუ მიხეთქავ. მითხარი რა ხდება? - ჰარიმ ვიქტორიას ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და ცრემლები მოაშორა.
-შეიძლება გაკოცო? - ჰარის კითხვა დააიგნორა გოგონამ - გთხოვ - ამოისლუკუნა და ბიჭს თვალებში ჩახედა.
ჰარიმ ხელი თმაში შეუცურა და თავის ტუჩებს დააწაფა. ვიქტორიამ შვება იგრძნო. როგორც კი მისი შეხება იგრძნო, მოეშვა, მაგრამ ცრემლები კიდევ უგრო წამოუვიდა. იგრძნო, რომ შეიძლებოდა ეს მათი ბოლო კოცნა ყოფილიყო. ვინ იცის, იქნებ ჰარიმ საერთოდ მოიშოროს თავისი ცხოვრებიდან და აღარც კი დაელაპარაკოს.
ჰარი ძალიან დაბნეული იყო, მაგრამ გრძნობდა, როგორ უყვარდა ვიქტორია. გრძნობდა, რომ ახლა ყველა ადამიანს თავ-ყბას გაუერთიანებდა თუ საჭირო იქნებოდა. ყველაფერი გაიფიქრა რა შეიძლება მოსვლოდა ვიქტორიას, მაგრამ იმას ვერასდროს იფიქრებდა თუ ვიქტორიას მამა ჰარის მამის მკვლელი იქნებოდა. როცა ვიქტორია მოშორდა მაშნვე სიცარიელე იგრძნო.
-ვიქტორია - ამოიჩურჩულა და გოგონას შუბლი შუბლზე მიადო - რა მოხდა? - ვიქტორია ჰარის მოშორდა და ფეხზე წამოდგა. ბიჭი გაოცებული იყო.
-დედაჩემს ველაპარაკე - ამოიბურტყუნა და ისე დადგა, რომ ჰარის სახეს არ უყურებდა.
-მერე? ამიტომ ხარ ასე? - გოგონამ თავი დაუქნია. ძალიან ცუდად იყო. ფეხებში სისუსტეს გრძნობდა. შეიძლებოდა წაქცეულიყო.
-გავიგე ვინ არის მამაჩემი - მონოტორულად უთხრა ვიქტორიამ. ჰარი ფეხზე წამოდგა და გოგონას უკნიდან ყელში აკოცა. ვიქტორიამ ამოიოხრა.
-ახლა გასაგებია რატომ ხარ ასე - ჩურჩულით უთხრა და კიდევ ერთხელ აკოცა, მაგრამ ვიქტორია წინ წაიწია და ჰარის შემოუტრიალდა.
-არა, შენ ვერაფერს ხვდები ჰარი - ჩურჩულით უთხრა და კიდევ ერთხელ წამოუვიდა ცრემლები.
-ვერაფერი გავიგე - დაიბნა ჰარი
-მამაჩემის სახელი გავიგე ის... მას ქვია... - გოგონამ ამოიხვნეშა და აკანკალებული ხმა ამოუშვა თან. ცრემლები მოდიოდა, გული სწრაფად უცემდა, ფეხებში სისუსტეს გრძნობდა.
-რა ქვია? - ამოისუნთქა ჰარიმ
-ის... ჯანდაბა... მას ქვია... - თვალები მაგრად დახუჭა - ღმერთო ჩემო! მას ქვია ნიკ მაკარტნი
სიჩუმე ჩამოწვა. დაძაბულობა მაშინვე გაბატონდა მთელს ოთახში, როცა ვიქტორიამ თავისი მამის სახელი თქვა. ჰარიმ თმაში ხელი შეიცურა და ვიქტორიას ზურგი აქცია. გოგონამ თავი ჩაქინდრა და თვალები მაგრად დახუჭა. მხოლოდ გაქრობა უნდოდა. არ უნდოდა ახლა აქ ამ სამყაროში ეცხოვრა. არც ის უნდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო.
ტკივილი, გაბრაზება და უმწეობა იგრძნო ჰარიმ. ტკიოდა, რადგან მამამისის მკვლელი იმ ადამიანის მამა იყო, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. გაბრაზდა, რადგან ამდენ ადამიანში მაინც და მაინც ვიქტორია აღმოჩნდა თავისი დაუძნებელი მტრის შვილი. უმწეო იყო, რადგან არ იცოდა რა გაეკეთებია. არ იცოდა საერთოდ, როგორ მოქცეულიყო. გამგმირავი ტკივილი მთლიანად გაბატონებულიყო მის სხეულში.
-ჰარი მე.. - ვიქტორიამ ხელი მკლავზე დაადო, რომ მოეტრიალებია, მაგრამ ჰარიმ მოიცილა.
-ახლა არა - ჩუმად ამოიჩურჩულა ბიჭმა. ვერაფერს ვერ აკეთებდა. არაფრის გაკეთება შეეძლო. მხოლოდ ღრმად სუნთქავდა.
-მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე - თავის ქნევით უთხრა ვიქტორიამ და ცრემლები კიდევ წამოუვიდა. იცოდა, რომ ასე მოხდებოდა.
-უნდა ვიფიქრო -ამოიჩურჩულა ჰარიმ და კარებისკენ წავიდა, მაგრამ სანამ გავიდოდა ვიქტორიას ხმამ შეაჩერა.
-გახსოვდეს, რომ მიყვარხარ ჰარი. თავზე მეტად - სლუკუნით უთხრა. ბიჭმა ამდენს ვეღარ გაუძლო და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
***********

მეორე დღეს ჰარის და ვიქტორიას ერთმანეთი არ უნახავთ. სკოლაში ისე წავიდნენ, რომ ერთმანეთს არ შეხვედრილან. ასეთ მძიმე სიტუაციაში ნამდვილად არ იყო კარგი სკოლაში წასვლა, მაგრამ ორივე სახლში, რომ დარჩენილიყო აუცილებლად ნახავდნენ ერთმანეთს ან პირიქით, სხვა რამეზე ყურადღებას ვერ გადაიტანდნენ და შეიძლება ნერვები დაეზიანებიათ.
ჰარიმ ბევრი იფიქრა. გეტყვით, რომ ყველაფერს ვერ გაწვდა თავისი ფიქრები, რადგან არ შეეძლო ახლა ყველაფერს ყველანაირი გზიდან შეეხედა. თქვენ ადგილას, რომ ვყოფილიყავი, მკითხველო, აუცილებლად ვიფიქრებდი: "კარგი რა ჰარი, შენ ხომ ის გიყვარს, სხვას რა მნიშვნელობა აქვს?", მაგრამ მთლად ასე ადვილად არ არის საქმე. წარმოიდგინეთ ჰარის ადგილას თავი. ის ბიჭია. ბიჭები ძნელად პატიობენ, ისევე, როგორც ძნელად ენდობიან სხვას.
ვიცი რომ ვიქტორიას აქამდე არაფერი შეშლია და ჰარიმ ამაზეც იფიქრა, მაგრამ ამ ყველაფერს სხვა მხარეც აქვს. ის, რომ ვიქტორია ჰარის მამის მკვლელის შვილია, ძალიან ართულებს ყველაფერს. ჰარი ყველაფერზე ფიქრობდა. ცდილობდა ეფიქრა მაინც, მაგრამ ის არ უფიქრია, რომ ნიკმა არ იცოდა ვიქტორიას შესახებ. თუმცა არც ჰარიმ არ იცის ზუსტად ეს სიმართლე არის თუ არა.
ვიქტორიასთან ლაპარაკის დროს ვიქტორიამ ბოლომდე ვერ აუხსნა ნიკმა იცოდა თუ არა ვიქტორიას შესახებ და ახლა, როცა ასე საშინელ დღეშია საერთოდ არ გახსენებია ეს ფაქტი. არა და მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი ეს არის. თუმცა, ჰარის ვერ გავამტყუნებთ. რაც არ უნდა გაბრაზდე მკითხველო, მაინც გეტყვი, რომ ჰარის ასე ადვილად ვერ დაადანაშაულებ. ახლა ცუდადაა და მისი ტვინიც კარგად ვერ მუშაობს.
სამაგიეროდ ვიქტორია ფიქრობდა. მთელი ღამე არ ეძინა და როცა დილით მაღვიძარამ დარეკა სწრაფად გამორთო და სკოლაში წავიდა. მან ზუსტად იცოდა რა უნდა გაეკეთებია. იცოდა, რომ საშიშ ნაბიჯს დგამდა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად ანაღვლებდა. მთავარი იყო, რომ ეს ყველაფერი შეეჩერებინა. მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ამას, როგორ გააკეთბდა. მთავარი იყო ეცადა მაინც.
იმას ვერ გეტყვით ვიქტორიას რა გეგმები ქონდა, მაგრამ გეტყვით, რომ საკმაოდ საშიში გეგმა იყო. მითუმეტეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლისთვის, თან მარტო. ვიქტორია ახლა იმაზე კი არ ფიქრობდა, თავის გეგმას შეეწირებოდა თუ არა, იმაზე ფიქრობდა, ჰარი რომ გადარჩებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. ვიქტორიასთან, თუ მის გარეშე, ამას მნიშვნელობა არ ქონდა. მთავარი იყო ჰარი კარგად ყოფილიყო.
სკოლის შემდეგ ვიქტორია შენობას მოსცილდა და იქით წავიდა საითაც მისი გეგმის ნაწილი მოითხოვდა წასვლას. გული სწრაფად უცემდა, მაგრამ ყველანაირ გრძნობას აიგნორებდა და ცდილობდა ყველაფერი მონოტორულად გაეკეთებია. ცდილობდა მხოლოდ ჰარიზე ეფიქრა, მაგრამ იმასაც ცდილობდა, რომ გუშინდელი ღამე თავიდან ამოეგდო და საერთოდ არ ეფიქრა ცუდზე. მხოლოდ კარგი.
ბოლოს, გოგონა დიდი შენობის წინ გაჩერდა. უზარმაზარ ჭიშკართან დაცვა იდგა და როგორც კი ვიქტორია ჭიშკარს მიუახლოვდა, მაშინვე შეაჩერეს. გოგონამ აუხსნა ვისი ნახვაც უნდოდა, მაგრამ დაცვისგან უარი მიიღო. შენობაში არ შეუშვეს. ვიქტორია ჭიშკარს მოსცილდა და მეორე მხრიდან მოუარა სახლს. უკანა შესასვლელი იპოვა და შიგნით შეიპარა. უკვე მისაღებში იყო და იქით წასასვლელს ეძებდა, რომ ძლიერი ტკივილი იგრძნო სახეში. აშკარა იყო, რომ დარტყმა ზედმეტად ძლიერი იყო. იმდენად ძლიერი, რომ გოგონა გაითიშა.
ჰარი სახლში იმაზე გვიან დაბრუნდა ვიდრე საჭირო იყო. სკოლიდან პირდაპირ ბარში წავიდა და დალია. ხო, ახლა ყველაზე ნაკლებად ეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჰარიმ თავი მაინც ვერ შეიკავა. მთვრალი ნამდვილად არ იყო. სრულიად ფხიზელი იყო. სახლში როცა შევიდა მაშინვე გაახსენდა ყველაფერი და ისიც, რატომ გადაწყვიტა საერთოდ დალევა. ღრმად ამოისუნთქა და თავისი ოთახისკენ წავიდა.
როცა კარებთან მივიდა გულმა მაინც არ მოუთმინა და ვიქტორიას ოთახისაკენ წავიდა. კარები შეღებული იყო. არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, მაგრამ მაინც უნდოდა ენახა, როგორ იყო. მხოლოდ ერთხელ მაინც შეეხედა. როცა ოთახში შევიდა, იქ არავინ დახვდა. ოთახში კიდევ უფრო ღრმად შევიდა. ყური დაუგდო იქნებ სააბაზანოშიაო, მაგრამ აშკარად არ იყო. ჰარიმ ღრმად ამოისუნთქა და ოთახიდან გამოვდა.
როდესაც ოთახში შევიდა ტანსაცმელი გამოიცვალა, შხაპი მიიღო და ლოგინზე დაწვა. ისევ გუშინდელი ღამე გაახსენდა. ყველა ფიქრი ქაოსურად მოაძრაობდა თავში. ყოველ ჯერზე, როცა ჰარი ვიქტორიას წარმოიდგენდა, ყველა კარგ ფიქრ წინ წამოწევდა, მაშინვე გასული ღამე ახსენდებოდა და ყველაფერი ფუჭდებოდა. ისევ ფიქრებში იყო ჰარი გართული, როცა მარია შეშლილი სახით შემოვიდა ოთახში. არა, ფაქტობრივად შემოვარდა.
-მარია? რა ხდება? - გაკვირვებული ჰარი ფეხზე წამოდგა და მარიასთან მივიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ ნამტირალევი იყო.
-ვიქტორია. ის... - ქალმა სიტყვები ვერ დაასრულა. ჰარის მაშინვე გული აუჩქარდა.
-რა მოხდა? რა სჭირს ვიქტორიას? - ჰარიმ სწრაფად წარმოთქვა სიტყვები. უკვე გულისცემას ყელში გრძნობდა. ყველაფერი ცუდი წარმოესახა თავში.
-ის... ღმერთო ჩემო, ვიქტორია სახლში არ მოსულა. არც ტელეფონს იღებს და არც ჯეიდთან არის. სკოლაში, რომ წავიდა არ დაბრუნებულა - მარიამ კიდევ ერთხელ ამოისლუკუნა. არ იცოდა რა ხდებოდა. ან სად იყო ვიქტორია. ისევ აირია ყველაფერი. ახლა იმაზე მეტად ვიდრე მაშინ, როცა ვიქტორიამ მამის სახელი გაიგო.
-ტელეფონი ჩართული აქვს? - აღელვებული იკითხა ჰარიმ.
-არა. ახლა აღარ. ალბათ მილიარდჯერ დავურეკე, რომ გამეგო სად იყო.
-ღმერთო, რა ჩაიფიქრა - ჰარის გული გაუჩერდა, როცა გაიფიქრა სად შეიძლება ყოფილიყო ვიქტორია. ან შეიძლებოდა ნიკს მოეტაცა. ამის წარმოდგენაც არ უნდოდა.
-ის გულნატკენი იყო როცა ველაპარაკე - მარიამ ამოიოხრა - მამამისზე - მარიამ ჰარის ფრთხილად გახედა. არ იცოდა, საერთოდ იცოდა თუ არა ჰარიმ.
-ყველაფერი ვიცი მარია და არ მინდა ვიფიქრო იმაზე თუ რა გააკეთა - ჰარიმ თმაში ხელი შეიცურა.
-რა გავაკეთოთ? - ფრთხილად ამოიოხრა მარიამ. ჯერ კიდევ შეშფოთებული იყო. გული ამოვარდნაზე ქონდა. ვიქტორიაზე ძალიან ნერვიულობდა.
-არ ვიცი... მინდა ჩემთან იყოს. ღმერთო იქნებ ... - სწორედ იმ დროს, როცა ჰარი ლაპარაკობდა მისმა ტელეფონმა დარეკა. ჰარიმ ნომერს დახედა, მაგრამ არ ეცნო. ხელი ეკრანს გადაუსვა და ტელეფონი ყურზე მიიდო.
-ჰარი? - მანამ სანამ ჰარი რამეს იტყოდა, გოგონას ნამტირალევი ხმა გაისმა. აშკარა იყო, რადგან მისი ხმა თრთოდა.
-ვიქტორია - ჩუმად თქვა ჰარიმ - ღმერთო, სად ხარ? - ჰარიმ კიდევ ერთხელ შეიცურა თმაში ხელი. მარიამ, როგორც კი ვიქტორიას სახელი გაიგონა, მაშინვე ჰარისკენ გაიხედა და გულაჩქარებული დაელოდა რა მოხდებოდა.
-მაპატიე ჰარი. ძალიან გთხოვ - ტირილით უთხრა ვიქტორიამ. ჰარიმ ღრმად ჩაისუნთქა.
-ვიქტორია მითხრარი სად ხარ ?
-მე ნ... - ვიქტორიას ხმა გაწყდა. აშკარად დარტყმის ხმა გაისმა და კიდევ რამდენიმე წამიანი შრიალი. ჰარი ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ვერ აგიღწერთ რას გრძნობდა მაშინ.
-Well. Well, Well. მისტერ სტაილს. რა კარგია, რომ ისევ ვლაპარაკობთ - ჰარიმ მაშინვე იცნო ბოხი ხმა, რომელიც ტელეფონის მეორე მხრიდან ისმოდა.
-, ვიქტორიას რა უქენი? - ამოიღრინა ჰარიმ. ნიკის სიცილის ხმა გაისმა.
-მე? კარგი რა, შენ ხო იცი, რომ არაფერს ვიზამდი. ვიქტორია აქ თავისი ფეხით მოვიდა - ისევ ჩაიცინა ნიკმა. ჰარიმ იგრძნო სისხლი როგორ მოაწვა ვენებში.
-გაუშვი - ამოიღრინა ჰარიმ
-გამაცინე - ისევ გაიცინა ნიკმა - ჭკვიანი ადამიანი მეგონე ჰარი
-რა გინდა? მითხარი და გავაკეთებ - ფრთხილად თქვა ჰარიმ.
-მართალია. რაღაც მინდა - სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკი გაჩუმდა. ჰარი კი ელოდებოდა, როდის იტყოდა რაიმეს.
-შენი დედაც. თქვი რა ჯანდაბა გინდა - ამოიღრინა ჰარიმ.
-კარგი, კარგი დამშვიდდი - ისევ ჩაიცინა ნიკმა - ჰარი ჩემს სახლში გელოდები. ვიცი, რომ მისამართი არ დაგვიწყებია
-და თუ არ მოვალ - ჰარიმ მაინც ჩათვალა, რომ უნდა ეკითხა. სინამდვილეში ზუსტად იცოდა, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშეც წავიდოდა. მითუმეტეს, როცა დარტყმის ხმა გაიგონა.
-ვიქტორია ცოცხალი აღარ იქნება - ნიკმა ტელეფონი სიცილით გათიშა.
ჰარი აფორიქებული იყო. სიბრაზისა და შიშისგან ტელეფონი კედელს მიანარცხა. ხელები მომუშტა და კიდევ ეცადა რაიმე გაეტეხა, მაგრამ მარიამ გააჩერა. მაშინვე იგრძნო, რომ უნდა გაჩერებულიყო. ხელები მაგრად მომუშტა და მარიას გახედა. ქალი ისეთი სახით უყურებდა, რომ ჰარი მიხვდა აინტერესებდა რა ხდებოდა.
-ვიქტორია ნიკთანაა - ამოიოხრა ჰარიმ და ხელი თმაში შეიცურა.
-ღმერთო ჩემო - ქალმა ხელი პირზე აიფარა. კიდევ ერთხელ წამოუვიდა ცრემლები. ჰარიმ ამოიოხრა. ჯერ კიდევ ვერ აზროვნებდა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებია. მხოლოდ ის იცოდა, რომ უნდა წასულიყო და ვიქტორია ცოცხალი წამოეყვანა.
-ვიქტორია უნდა წამოვიყვანოთ - ჰარი კარებისკენ დაიძრა, თუმცა მარიამ ხელი მკლავში მაგრად მოუჭირა და შეაჩერა
-ნიკი მას არაფერს დაუშავებს - ჩუმად თქვა მარიამ. ჰარიმ ირონიით ჩაიცინა
-მართლა? მაშინ რატომ დამემუქრა, რომ მოკლავდა? - ხმამაღლა თქვა ბიჭმა. მარია შოკში ჩავარდა. ხმას ვერ იღებდა - ახლა იტყვი, რომ არაფერს დაუშავებს? - ჰარიმ ამოიღრინა.
-მან არ იცის, რომ ვიქტორია მისი შვილია - მშვიდად უთხრა მარიამ.
-გეყოფა მარია! ეს არაფერს ცვლის. ნიკი გიჟია და დარწმუნებული ვარ რომ არ წავიდე რამეს დაუშავებს. მე კი ამას არ დავუშვებ - ამოიღრინა და ქვედა სართულისკენ დაიძრა. მარია უკან გაყვა.
-მისმინე ჰარი! ასე ცხელ გულზე ყველაფერს ვერ გავაკეთებთ - ჰარი კიბეებზე დაეშვა, მარია უკან მიყვებოდა
-აბა ჩემგან რას ელი მარია? ვიქტორია ჩემთვის სიცოცხლეზე მეტია და მისი დაკარგვა არ შემიძლია
-ვიცი ჰარი. ამას ვხვდები, მაგრამ ახლა უნდა დაფიქრდე. ნიკმა უნდა გაიგოს, რომ ვიქტორია მისი შვილია
-ოუ, მართლა? და ამას როგორ აპირებ? - ჰარიმ მარიას თვალებში ჩახედა.
-აქ ვერ ვილაპარაკებთ ჰარი. ლოგანთან შევიდეთ - ჰარი ჩუმად დაეთანხმა და ორივე ლოგანის კაბინეტში შევიდა. ლოგანმა, როცა მომტირალი მარია და შეშინებული, უფრო დაბნრული, ჰარი დაინახა, გაუკვირდა.
-რა ხდება? - იკითხა და ფეხზე წამოდგა.
-ნიკმა ვიქტორია წაიყვანა. თუმცა, როცა დარეკა თქვა, რომ ვიქტორია თვითონ მივიდა მასთან - ღრმად ჩაისუნთქა ჰარიმ. მარიამ ამოიოხრა ისევე, როგორც ლოგანმა.
-ახლა რა ვქნათ? - აფორიაქებულმა იკითხა ლოგანმა.
-ნიკთან მე წავალ - ფრთხილად თქვა მარიამ. ლოგანმა თვალებგაფართოებით შეხედა მარიას. ჰარიმ ამოიოხრა. კაბინეტში სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ ხმას არ იღებდა. ბოლოს მარიამ ხმა ამოიღო.
-ჰარი, თუ ნიკს ვეტყვით სიმართლეს, მაშინ ის ვიქტორიას გაათავისუფლებს. იქნებ ყველაფერზე ხელი აიღოს. ერთხელ მაინც ვცადოთ
-რა სიმართლეზეა ლაპარაკი? - იკითხა ლოგანმა
-ვიქტორია ნიკის შვილია - ჩვეულებრივად უთხრა ჰარიმ.
-რა? - გაოცებული ლოგანი მარიას მიაშტერდა.
-ახლა არა ლოგან! ძალიან გრძელი ამბავია. ყველაფერი სხვანაირად იყო და ეს მანამ არ ვიცოდი სანამ ვიქტორია არ გაიტაცეს, პირველად - მარიამ ამოიოხრა. ლოგანს კიდევ უამრავი კითხვა ქონდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ჰარის გახედა. ჰარი არეული იყო. თავში ყველაფერი არეოდა.
-ჰარი, გთხოვ - მშვიდად უთხრა მარიამ.
-კარგი, მაგრამ რომ არ გაჭრას? - იკითხა ჰარიმ. ყველაზე მეტად იმის ეშეინოდა, რომ ვიქტორიას რაიმე მოუვიდოდა.
-თუ ნიკმა ვიქტორია არ გაათავისუფლა, მაშინ შეტყობინებას გამოვგზავნი. ნიშანს, რითაც მას თავს დავესხმებით. ყველაფრის ფასად გამოვიყვათ ვიქტორიას და ის ცოცხალი იქნება. აუცილებლად - მარიამ ღრმად ჩისუნთქა.
კიდევ ერთხელ ჩამოვარდა სიჩუმე, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ, რომ იდეა მოეწონათ. ბოლოს მარიას დაეთანხმნენ და მოემზადნენ. ჰარიმ გადაწყვიტა, რომ მარიას თან გაყოლოდა და თუ ყველაფერი ისე არ წავიდოდა, როგორც საჭირო იყო, მაშინ ის მალევე შევიდოდა შენობაში. ყველაფერი მოამზადეს და მარია ნიკის სახლში წავიდა.
ვიქტორიამ თვალები ნელა გაახილა. ჯერ კიდევ სტკიოდა სახე იმ დარტყმისგან, რომელიც მცველისგან მიიღო. ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ჰარისთის არ ეთქვა არაფერი. ახლა ნანობს, რომ ასე სულელურად მოიქცა, მაგრამ ერთი მხრივ, არ ამტყუნებს საკუთარ თავს. ეს ყველაფერი ხო ჰარისთვის გააკეთა. ამასთან ვიქტორიამ სცადა, რომ ნიკისთის სიმართე ეთქვა, მაგრამ არ გამოუვიდა. ყოველ ჯერზე, როცა ამის თქმას აპირებდა, ნიკი აჩუმებდა. ან უბრალოდ გაარტყამდა.
გრძნობდა როგორ სტკიოდა სხეული. ჯერ იმისთის, რომ პირველად დაარტყეს და ძლიერად დაეცა ძირს. მერე იმასაც გრძნობდა, რომ ტუჩიდან სისხლი მოდიოდა. გრძნობდა, როგორ ჩადიოდა სისხლი პირში. არ ნაღვლობდა იმას, რომ ახლა ასეთ მდგომარეობაში იყო. ერთს დარდობდა, რომ ჰარი აქ მოვიდოდა. შეიძლება რაიმე დაეშავებიათ მისთვის. ვიქტორიამ ხო გაიგონა, როგორ უთხრა ნიკმა ჰარის აქ მოდიო. ისიც თქვა, რომ მოკლავდა.
ვიქტორიამ თავი ფიქრებიდან გაითავისუფლა და სწორედ ამ დროს კარებში ნიკი შემოვიდა. გოგონამ მაშინვე იგრძნო ზიზღი. მართალია ნიკმა არ იცოდა, რომ გოგონა მისი შვილი იყო, მაგრამ მაინც სძულდა ეს კაცი. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მამამისია? მთავარია, რომ ასე იქცევა ნიკი. ვიქტორია არასდროს ინატრებდა ასეთ მამას. და თუ ეყოლებოდა საერთოდ მამა, ის ასეთი სასტიკი არ იქნებოდა.
-ჩემო ძვირფასო - ირონიულად დაიწყო ნიკმა - როგორ ხარ? - ვიქტორიას წინ სკამი მიწია და დაჯდა. სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ვიქტორია სკამზეა მიბმული ხელებით. ვიქტორიამ ხმა არ ამოიღო. ნიკმა ხელი ლოყაზე ჩამოუსვა. ვიქტორიამ მაშნვე გააქნია თავი და მისი ხელი მოიშორა.
-საერთოდ გული გაქვს? - ზიზღით კითხა ვიქტორიამ. ნიკმა ამოიოხრა.
-მქონდა სანამ ასეთად მაქცევდნენ - ამოიღრინა ნიკმა.
-არ ვიცი შენ როგორად გაქციეს, მაგრამ შვილი რომ გყოლოდა, მას არ მოეწონებოდა ეს ყველაფერი - ვიქტორია ცდილობდა ფსიქოლოგიური მხრიდან მიდგომოდა ნიკს. იქნებ ამ ხერხს მაინც გაეჭრა.
-მე შვილი არ მყავს - თვალები დახუჭა ნიკმა.
-შენ არაფერი იცი ნიკ. მომისმინე და გაიგებ - ვიქტორიამ თვალებში ჩახედა.
-გეყოფა. შენნაირ ლაწირაკს იმის უფლებას არ მივცემ, რომ ჩემს ცხოვრებაზე ველაპარაკო - მაშინვე ხმას აუწია კაცმა.
-მე უფლება მაქვს გელაპარაკო ნიკ! - ასევე ხმამაღლა თქვა ვიქტორიამ
-შენ? გამაცინე - ჩაიცინა ნიკმა.
-საერთოდ იცი ვინ არის დედაჩემი? - ხმადაბლა იკითხა ვიქტორიამ. ნიკი გაჩერდა. გაკვირვებულმა შეხედა გოგონას.
-ეგ რატომ უნდა მაინტერესებდეს? - ამოიღრინა.
-მე მეგონა ჩემსა და ჰარიზე ყველაფერი იცოდი.
-ხო, ჰარიზე დეტალები ვიცი, მაგრამ შენ მხოლოდ სატყუარა ხარ და არ მაინტერესებს შენი წარსული.
-კი, მაგრამ მე ხომ შენი შ... - ვიქტორია დაცვამ გააჩერა, რომელიც კაბინეტში შემოვიდა. ნიკთან მივიდა და რაღაც უთხრა.
-რა? მარია? - ხმადაბლა თქვა ნიკმა, თუმცა ვიქტორიამ გაიგონა და მაშინვე გახედა ნიკს.
-ლაპარაკი არ დაგვიმთავრებია - ნიკმა ვიქტორიას უთხრა და ფეხზე წამოდგა.
-არა! არ წახვიდე - დაიყვირა ვიქტორიამ, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ნიკი ოთახიდან სწრაფად გავიდა.
***********

ნიკი, როცა სარდაფიდან გამოვიდა, სადაც ვიქტორია იყო, მისაღებისკენ დაიძრა და როცა შევიდა მაშინვე დაინახა აფორიაქებული მარია, რომელიც მას ელოდა. ნიკი მასთან მივიდა და ფრთხილად მიესალმა. ახლა ნამდვილად არ მოელოდა მის ნახვას. არც აწყობდა მისი აქ მოსვლა. იქნებ ვიქტორიამ იკივლოს და მარიამ გაიგონოს? ან იქნებ რაიმე მოხდეს. ასე რომ მარია მალე უნდა წავიდეს აქედან.
-მარია? რა სასიამოვნო სიურპრიზია - ჩუმად თქვა და მოეხვია. მაშინვე იგრძნო მარიას აჩქარებული სუნთქვა და ნერვიულობა.
-ნიკ შენთან სალაპარაკო მაქვს - თქვა მარიამ მაშინ, როცა მოსცილდა და დაჯდა. ნიკს გაუკვირდა.
-კარგად ხარ? - იკითხა ნიკმა. მინდა ვაღიარო და გითხრათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ქონდა გრძნობები დარჩენილი ამ ქალისადმი.
-მინდა რომ ვიქტორია დამიბრუნო - პირდაპირ საქმეზე გადავიდა მარია. ნიკმა გაოცებით შეხედა. ყველაფერს მოელოდა ამის გარდა.
-შენ რა მათთან ხარ შეკრული? - ნიკი ჯერ კიდევ შოკში იყო. არ იცოდა რა ექნა.
-გეყოფა ნიკ! მე არავისთან არ ვარ შეკრული - მარია ფეხზე წამოდგა და ხმას აუწია.
-აბა, საიდან იცი, რომ ის საზიზღარი გოგო აქ არის? - ნიკიც ადგა და მანაც აუწია ხმას. უკვე ვეღარ აკონტროლებდა ნერვებს.
-ნიკ გამოუშვი ის - დაიჩურჩულა ქალმა და ნიკს თვალებში ჩახედა.
-სასაცილოა მარია. ნუ მეთამაშები - ნიკმა ჩაიცინა. ეს უფრო სიმწრის სიცილი იყო.
-სასაცილოა არაფერია. მე მინდა, რომ ჩემი შვილი დამიბრუნო - დაიყვირა მარიამ. ნიკი გაჩუმდა. ვერაფერს ამბობდა. გაოცებული უყურებდა იმ ადამიანს, რომელიც წინ ედგა. თითქოს ეშმაკი ყოფილიყოს. მარიას ცრემლები წამოუვიდა.
-რ-რა? - ძლივს თქვა ნიკმა. ახლა ინანა, რომ ვიქტორიას წარსული არ გამოიკვლია. თუმცა ჰარით იმდენად იყო გართული, რომ ვიქტორია არ აინტერესებდა.
-ვიქტორია ჩემი შვილია. შენ კი ის მოტაცებული გყავს ნიკ.
-ეს თამაშია არა?
-თამაში? სერიოზულად? გგონია, რომ გეთამაშები? გგონია, რომ საკუთარ შვილზე ვიტყუები? ნუთუ არ გახსოვს, როცა მასზე გელაპარაკებოდი რამდენიმე კვირის წინ? მე არ გატყუებ ნიკ! ის ჩემი შვილია, ისევე, როგორც შენი - ბოლოს ვეღარ მოითმინა მარიამ და დაიყვირა.
ახლა უფრო მეტი დაძაბულობა იგრძნობოდა. ნიკი თავისივე ყურებს ვერ უჯეებდა. არ იცოდა რა უნდა გაეკეთებია, დაეჯერებია მარიათვის თუ ეს შეთქმულების ნაწილად მიეჩნია. ვერაფერი გაეგო. მარიას კიდევ ერთელ წამოუვიდა ცრემლები. აკვირდებოდა ნიკს, რომელსაც სახე ემოციებისგან ეცვლებოდა.
-ესეც შეთქმულების ნაწილია? - ჩუმად იკითხა ნიკმა. ისევ ვერ აზროვნებდა. შოკმა ტვინი დაუბინდა.
-ნიკ გეყოფა! ის შენი შვილია. უკვე ჩვიდმეტი წლისაა. კარგად გახსოვს სანამ გამათხოვებდნენ ღამე შენთან გავატარე. ეს ისეთივე რეალურია, როგორც ის, რომ ახლა ვიქტორია შენ გყავს და ღმერთმა იცის რა მდგომარეობაშია.
-გაჩუმდი მარია - ისევ არ უჯერებდა მის ყურებს ნიკი.
-არა! არ შემიძლია ნიკ! შენ ასეთი არ იყავი. შენ ხალხს არ კლავდი. შენ არავის არ იტაცებდი და მე შენგან შვილი მყავს. იმდენად მიყვარდი, რომ შვილი მაინც დავიტოვე.
-რატომ არ მითხარი?
-არ შემეძლო. გაიგე, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო. არ შემეძლო ასე უბრალოდ მოვსულიყავი და მეთქვა, რომ ვიქტორია შენი შვილი იყო. მე შენ მიყვარდი და შენ სულ სხვანაირი იყავი - ამოისლუკუნა მარიამ. ნიკმა ხელი თავზე ნერვიულად გადაისვა.
-ჯანდაბა, მარია - ნიკი ვერაფერს ამბობდა.
-გვეყო ნიკ. დამიბრუნე ჩემი შვილი ძალიან გთხოვ - ნიკმა მარიას თვალებში ჩახედა. მარია ისევ ტიროდა.
-არ შემიძლია - თქვა ნიკმა. ახლა ყველაზე მეტად ის არ უნდოდა, რომ მარიას ვიქტორია ასეთ მდგომარეობაში ენახა.
-ჯანდაბა ნიკ! დამიბრუნე ჩემი შვილი - დაიყვირა მარიამ. ვერ გეტყვით იმ დროს ნიკს თავში რა უტრიალებდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ მარიას მომტირალე სახემ გაჭრა. ნიკმა მცველს დაუძახა და რაღაც უჩურჩულა.
-ეს უნდა გეთქვა მარია - თქვა ჩუმად ნიკმა მაშინ, როცა მცველი გაუჩინარდა.
-ვიცი, რომ უნდა მეთქვა, მაგრამ შენ ისეთი აღარ იყავი, როგორც მაშინ. შენ უფრო მეტად უხეში და სასტიკი ხარ ვიდრე მაშინ, როცა მე გაგიცანი - მარიამ ამოიოხრა.
-ეს არ გაძლევდა იმის უფლებას, რომ დაგემალა.
-კი, მაძლევდა. არ მეგონა ამ დონემდე თუ დაეცემოდი ნიკ. არ მეგონა, რომ ვინმეს მოიტაცებდი და ამ დონემდე მიხვიდოდი - მარია კიდევ აგრძელებდა ლაპარაკს, მაგრამ ოთახში მცველი შემოვიდა და ვიქტორიაც თან მოიყვანა.
-დედა - ამოიჩურჩულა ვიქტორიამ და მარიასთან მივიდა.
მარია გაოცებული იდგა. ვიქტორია ტუჩი გახეთქილი ჰქონდა და სისხლი ჯერ კიდევ მოდიოდა. ლოყები აწითლებული ჰქონდა, მაგრამ მარცხენა ლოყაზე აშკარად ეტყობოდა დანარტყამი, ოდნავ გასიებული იყო. მაჯებიც გაწითლებული ქონდა. ეს იმიტომ, რომ თოკით ძლიერად ჰქონდა შეკრული.
-ღმერთო ჩემო, ვიქტორია - ტირილით უთხრა მარიამ და ვიქტორია ძლიერად ჩაიკრა გულში. ნიკი ამ ყველაფერს უყურებდა და მიხვდა, რომ ახლა მის წინ თავისი ოჯახი იდგა, რომელიც მალე ისე მოშორდებოდა მას, რომ თვალსაც ვერ დაახამხამებდა და აღარ დაბრუნდებოდნენ.
-ურჩხული ხარ - დაიყვირა მარიამ და ნიკს გახედა - საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შემიყვარდი.
-მარიამ მე... - ნიკმა ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ მარიამ გააჩერა.
-გაჩუმდი. სიტყვის თქმის უფლებაც კი არ გაქვს. ხარ. შენ საკუთარ შვილს ასე, როგორ მოექეცი - კიდევ ერთხელ დაიყვირა მარიამ.
-მე არ ვიცოდი - ჩუმად თქვა ნიკმა.
-არ იცოდი? რა მნიშვნელობა აქვს? ახალგაზრდა გოგონას ასე უნდა მოექცე? ასეთი როგორ გახდი? სად წავიდა ის კეთილი, ჯელტმენი და კარგი ადამიანი, რომელიც მე მიყვარდა? სად გაქრა ძველი ნიკი? - ნიკმა ხმა ვერ ამოიღო. იცოდა, რომ მარია სიმართლეს ეუბნებოდა და უბრალოდ არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა.
-წავედით ვიქტორია - ჩურჩულით თქვა მარიამ და კარებისკენ წავიდნენ. კარებთან იყვნენ, რომ ნიკმა მათ დაუძახა.
-მაპატიე მარია - თქვა და მარიას თვალებში ჩახედა. ახლა ქალი მხოლოდ ზიზღს გრძნობდა. ის პატარა გრძნობაც ჩაქვრა, რაც მის გულში იყო ანთებული.
-შენ ის აღარ ხარ ვინც მე მიყვარდა. შენ არც შვილი გყავს და არც არასდროს გეყოლება. შეეშვი სხვის ტკივილზე ცხოვრებას და დაანებე თავი წარსულში ცხოვრებას. ჯობია გამოასწორე ის რაც გააფუჭე.
ეს თქვა მარიამ და გარეთ გავიდა ვიქტორიასთან ერთად. გარეთ ჰარი იცდიდა. მარიას იმაზე მეტხანს მოუხდა გაჩერება ვიდრე საჭირო იყო. უკვე შიგნი შესვლასაც აპირებდა, როცა ორი სილუეტი დაინახა. მაშინვე იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. არ სჯეროდა, რომ ვიქტორია მარიასთან ერთად მოდიოდა. როგორც კი ვიქტორია ჰარის მიუახლოვდა მაშინვე გულში ჩაიკრა და ძლიერად მოეხვია.
-ო ღმერთო, მეგონა დაგკარგე - ამოიჩურჩულა ჰარიმ და კიდევ უფრო ძლიერად მოეხვია გოგონას. ვიქტორიამ თავი კისერში ჩაურგო და ამოისუნთქა. გული ძალიან სწრაფად უცემდა.
-ჰარი - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ვიქტორიამ. ჰარიმ გოგონა მოიცილა და თავი მის ხელებში მოიქცია. გაოცებული უყურებდა ვიქტორიას სახეს. თითი ფრთხილად გადაატარა მის გახეთქილ ტუჩს და თვალებში ჩახედა.
-ის - ამოიღრინა ჰარიმ და ვიქტორია ისევ ჩაიხუტა. გოგონას თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა. არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა.
-წავიდეთ ძალიან გთხოვ - ფრთხილად თქვა ვიქტორიამ. ჰარიმ მაშინვე თავი დაუქნია.
-მე დავჯდები საჭესთან. შენ ვიქტორიასთან მიდი - თქვა მარიამ. ჰარი უხმოდ დაეთანხმა და ვიქტორიასთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა.
-მიყვარხარ ჰარი - თქვა ჩუმად ვიქტორიამ. ძალიან დაღილი იყო. ეძინებოდა. ტუჩი სტკიოდა. ხელები სტკიოდა.
-მეც მიყვარხარ ვიქტორია - თქვა ჩურჩულით ჰარიმ და გოგონა მის მკერდს მიიკრო. ვიქტორიამ თვალები დახუჭა. ახლა აღარ ეშინოდა. ახლა იცოდა, რომ უსაფრთხოდ იყო.

*************

სახლში მისვლისთანავე ჰარიმ ვიქტორია მეორე სართულზე აიყვანა და თავის ოთახში შეიყვანა. გოგონას ყველაფერი სტკიოდა. საშინელ დღეში იყო. მხოლოდ დაწოლა და გაქრობა უნდოდა. უნდოდა თვალები დაეხუჭა და ყველაფერი დაევიწყებია. მაგრამ ასე ადვილი არ იყო. როცა ახსენდებოდა როგორი მშვიდი და კარგი ცხოვრება ჰქონდა უნდა, რომ იტიროს. უნდა, რომ დაბრუნდეს ძველ ცხოვრებაში და არავინ აღარ ახსოვდეს.
ისევ ის ვიქტორია უნდა იყოს, რომელმაც არ იცოდა რა იყო ტკივილი. არც ფიზიკური და არც სულიერი. მაშინ მშვიდად ცხოვრობდა, თავისი მამა მკვლელი არ იყო. არავინ უყვარდა წიგნების გარდა და ყველაფერი მშვენივრად იყო. ახლა? ახლა არც კი იცის თვითონ ვინ არის. არც კი იცის საერთოდ სანამდე მივა ეს ყველაფერი და არც ის იცის თუ რა მოხდება მომავალში.
ჰარიმ ფრთხილად დააწვინა ლოგინზე გოგონა და სააბაზანოში პირველადი ნივთების მოსატანად გავიდა. მარია მაშინვე ჩამოჯდა საწოლთან და ვიქტორიას ხელი თმაზე გადაუსვა. გოგონამ მაშინვე დახუჭა თვალები და ამოიხვნეშა. ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს თმის ღერებიც სტკიოდა. მთლიანად დაცილილი იყო. ემოციებს ვეღარ გამოხატავდა. აღარაფერი შეეძლო.
-თქვენ გაწმენდთ? - იკითხა ჰარიმ და მარიას გახედა. მარია ფეხზე წამოდგა.
-მგონი მარტო უნდა დაგტოვოთ - თქვა და ისე, რომ მათ პასუხს არ დალოდებია ოთახიდან გავიდა.
ჰარი საწოლზე ჩამოჯდა და ყუთი გახსნა. იქიდან ბამბა და სპირტი ამოიღო. სპირტი ბამბაზე დააწვეთა და ვიქტორიას ტუჩთან მიუტანა. გოგონა მაშინვე დაიმანჭა როგორც კი ბამბის შეხება იგრძნო. ძალიან ეტკინა, რადგან სპირტმა აუწვა. ჰარიმ მაშინვე მოაცილა. მართალია ახლა აუცილებელი იყო, რომ იმფექცია არ შესვლოდა, მაგრამ როცა ვიქტორიას სტკივა, ჰარის არ შეუძლია ეს გააკეთოს.
-მაპატიე - ამოიბურტყუნა ჰარიმ და ვიქტორიას გახედა. გოგონამ თავი გააქნია.
-გააგრძელე - უთხრა ჩუმად და ჰარიმ ისევ დააბრუნა ხელი ტუჩთან. ვიქტორია ისევ დაიმანჭა ტკივილისაგან, მაგრამ ისე ძლიერად აღარ სტკიოდა.
მთელ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. არც ერთი არ ლაპარაკობდა. ვიქტორიას თვალები დახუჭული ჰქონდა და ჰარის შეხებას გრძნობდა. ჰარი კი ნელა უწმენდდა სახეს. ჰარის უნდოდა, რომ ელაპარაკა, მაგრამ არ შეეძლო. არ შეეძლო ასე ეთქვა რამე. ძალიან ძნელი იყო საუბრის წამოწყება და რაიმეს თქმა. ჰარიმ ტუჩის სისხლიდან გაწმენდა დაამთავრა და პირველადი დახმარების ნივთები გვერდით გადადო.
-არ უნდა მოსულიყავი - როცა ჰარი ფეხზე წამოდგა და ყუთი იქვე დადო საუბარი ვიქტორიამ წამოიწყო. ჰარიმ მაშინვე გახედა ვიქტორიას.
-ვიცი იქ რატომაც წახვედი ვიქტორია - ჰარი ისევ ჩამოჯდა საწოლზე. გოგონამ თვალები გაახილა.
-არა აქვს მნიშვნელობა იქ რატომ წავედი. უბრალოდ არ უნდა მოსულიყავი.
-შენი აზრით ამას გავაკეთებდი? - ჰარიმ ვიქტორიას თვალებში ჩახედა. გოგონამ გვერდით გაიხედა
-არ ვიცი - თქვა ჩუმად ვიქტორიამ.
-მე ვიცი ვიქტორია. შეიძლება ეს ყველაფერი საშინელებაა რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, მაგრამ მე არ შემეძლო ასე უბრალოდ დამეტოვებიე ნიკთან - ჰარი ნერვიულობისგან ფეხზე წამოდგა. თმაში ხელი შეიცურა და იქით-აქეთ სიარული დაიწყო. ვიქტორიამ თვალები მაგრად დახუჭა. მიხვდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა.
-შენ მაინც წამოხვედი - უფრო თავისთვის თქვა ვიქტორიამ, თუმცა ჰარიმ მაინც გაიგონა.
-რა თქმა უნდა, წამოვედი ვიქტორია იმიტომ, რომ მიყვარხარ - ანერვიულებული ხმით თქვა ჰარიმ. ვიქტორიამ ვერაფერი უპასუხა - მაგრამ არ შემიძლია ასე უბრალოდ მივიღო ყველაფერი.
-მესმის - ვიქტორიას თვალებს ერთმანეთს ძალიან ძლიერად აჭერდა. ტკივილი მთელ სხეულში გაბატონებულიყო. მეტი აღარ შეეძლო. უბრალოდ უნდოდა ჰარი გაჩუმებულიყო.
-გამიგე ვიქტორია. მამაშენმა მამაჩემი მოკლა. მე კიდევ ასე უბრალოდ ვერ ვახერხებ ყველაფერი გავაანალიზო. მე არ შემიძლია... ძალიან ვწუხვარ - ჰარი ფეხზე წამოდგა. გოგონა მას არ უყურებდა. ახლა გრძნობდა, როგორ ეხლიჩებოდა გული და მალე ორ ნაწილად გაიყოფოდა. ძალინ დიდ ტკივილს გრძნობდა. ისევე, როგორც ჰარი. არ დაგავიწყდეთ ის და ნუ იფიქრებთ, რომ მას ასე ადვილად შეეძლო ამ ყვეაფრის თქმა.
-წადი ჰარი - ჩურჩულით თქვა ვიქტორიამ და გვერდით ისე გადატრიალდა, რომ ჰარის ზურგი აქცია.
-ძალიან ვწუხვარ ვიქტორია - ისევ ჩუმათ თქვა ბიჭმა. თუმცა გოგონამ არაფერი უპასუხა. უბრალოდ თალები დახუჭა და ცრემლებს საშუალება მისცა წამოსულიყვნენ. ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი.
ჰარი ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა. ახლა მხოლოდ ტკივილს გრძნობდა. მილიონჯერ დაწყევლა ის დღე, როცა დაიბადა. აღარ იცოდა სად წავიდა ის ძველი ძლიერი ჰარი, რომელიც გრძნობებს არ ყვებოდა. რომელიც სულ ყველაფერს ჩვეულებრივად იღებდა და თუ საჭირო იქნებოდა ადვილად იცილებდა კიდეც თავიდან. მაგრამ ჰარის ეს ახლა არ შეუძლია. ახლა ის იმაზე სუსტია ვიდრე მაშინ.
ვიქტორია უყვარს. ძალიან უყვარს, მაგრამ ასე უბრალოდ ვერ მიიღებს ყველაფერს. კარგად უნდა დაფიქრდეს და გაანალიზოს. სანამ ამას აკეთებს მანამდე გული საშინლად უძგერს. ტვინი ყველა მის გადაწყვეტილებას იწუნებს და აიძულებს ყველაფერი დაივიწყოს, მაგრამ გული თავისას არ იშლის. როცა ფიქრობს რაღაც ცუდზე. რაც შეიძება ვიქტორიასთან ურთიერთობას მოყვეს, მაშინვე ახსენდება მისი ლამაზი თვალებიდა ყველაფერი იშლება.
-ჯანდაბა - დაიყვირა ჰარიმ და ვაზა, რომელიც კამოდზე იდო, დაამტვრია. ახლა მართლა საშინლად იყო. ის ღამე თითქმის არ უძინია.
ჰარის და ვიქტორიას თითქმის არ ულაპარაკიათ ერთმანეთისთვის. სიმართლე გითხრა ეს ორივეს ანადგურებდა და იცოდნენ კიდეც, მაგრამ არაფერს შვრებოდნენ. ამასობაში კი გავიდა სამი დღე. დრო ისე სწრაფად მიიწურა, რომ ვერაფერს გაანალიზებდით ნორმალურად. სახლში დაბრუნებიდან მეორე დღეს ვიქტორიამ ვერ შეძლო სკოლაში წასვლა, მაგრამ შემდეგ დღეს წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მარია წინააღმდეგი იყო.
ჰარიმაც სწორედ ეს გააკეთა. ლოგანი მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა, რომ საიდუმლო დარჩენილიყო ვიქტორიას მოტაცებდა და გამოუვიდა კიდეც. არავინ არაფერი იცოდა გარდა იმ ოჯახებისა, რომელიც ერთმანეთში მტრობენ. სკოლაში მხოლოდ ის ჭორები გავრცელდა, რომ ჰარი და ვიქტორია დაშორდნენ. რა თქმა უნდა, ეს ნინას განაკეთებია. მან თავის საყვარელ მეგობრებს უთხრა და იმათ ხო საერთოდ არ უჩერდებათ ენა პირში. ასე რომ, ამ ჭორმა ჰარის ყურამდეც მოაღწია.
როცა ვინმე ვიქტორიაზე რაიმეს კითხავდა, ის ყოველთვის არიდებდა კითხვას თავს ან ჩუმად რჩებოდა. ტკივილი. აი, რას გრძნობდა, როცა ვინმე იმ გოგოს სახელს წარმოთქვამდა, რომელიც უყვარდა, მაგრამ რომ არ შეეძლო რაიმეს შეცვლა?
დარწმუნებული ვარ გულში გაიფიქრებთ სალანძღავ სიტყვებს, რომელიც ჩემდამი გაქვთ სათქმელი, მაგრამ მერწმუნეთ, სულ ტყუილად. აბა, ერთი წუთი მაინც წარმოიდგინე თავი ჰარის ადგილას და მიხვდები რა ძნელია. ძნალია ასე მარტივად დაივიწყო. რა თქმა უნდა, ვიქტორიას ვერ დათმობს ჰარი, მაგრამ ასე ადვილად დავიწყება? ძალიან ძნელია. ძალიან, ძალიან.
ერთ დღეს ვიქტორია სახლში ფეხით მიდიოდა, როცა მანქანა მის წინ გაჩერდა. გულმა რეჩხი უყო. ძალიან შეეშინდა. კიდევ ერთხელ განიცადა ის საშინელი შიში, როგორც მაშინ. მანქანიდან ნიკი გადმოვიდა და ვიქტორიას წინ დადგა. გოგონა ადგილიდან ვერ იძვროდა. ფეხები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
-გამარჯობა ვიქტორია - მშვიდად უთხრა ნიკმა და ხელი გაუწოდა. გოგონამ ხელს დახედა, მაგრამ არ ჩამოართვა. ნიკმა ამოიოხრა და ხელი დაუშვა.
-რა გინდა? - მონოტორულად კითხა ვიქტორიამ და წიგნებს, რომელიც ხელში ეჭირა ხელები ძლიერად მოუჭირა. ნიკმა ამოიოხრა.
-შეიძლება შენთან ერთად ვივახშმო? - კითხა ნელა. ვიქტორიას თვალები გაუფართოვდა.
-რა? რა თქმა უნდა, არა - თქვა მტკიცედ და უკან ერთი ნაბიი გადადგა.
-მიდი რა, არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ მინდა გელაპარაკო.
-არ მაქვს შენთან სალაპარაკო.
-ვიქტორია, ძალიან გთხოვ. მინდა, რომ ყველაფერი აგიხსნა.
-რა უნდა ამიხსნა ნიკ? ის თუ, როგორ აცემინე ჩემი თავი შენ მცველებს? - ვიქტორია მალე აყვირდებოდა. ძალიან ნერვიულობდა. ძარღვები დაეჭმა.
-გთხოვ ვიქტორია. უბრალოდ ერთხელ დამელაპარაკე. გპირდები, რომ თუ ახლა მომისმენ, შემდეგ თუ შენი ნება არ იქნება აღარასდროს გნახავ. არც შენ და არც ჰარის - ნიკის სიტყვებმა ვიქტორია ძალიან დააბნია. ნუთუ ამას მართლა იზამს?
-შენი არ მჯერა - თქვა ვიქტორიამ და ნიკს თვალებში ჩახედა.
-გამომცადე - ისე უთხრა ვიქტორიას, რომ გოგონა მიხვდა მართალს ეუბნება. თითქოს ის საზიზღარი ადამიანი აღარ არსებობს. თითქოს ის ფაქტი, რომ ვიქტორია მისი შვილია და მან ეს ისიც, მას ცვლის. ეს ვიქტორიამ შეამჩნია.
-კარგი წამოვალ - ჩუმად თქვა ვიქტორიამ და ნიკს უკან გაყვა.
*********

რესტორანი, რომელშიც ვიქტორია და ნიკი იმყოფებოდნენ, ძალიან წყნარი და მშვიდი იყო. ამასთან მყუდროც. ნიკი და ვიქტორია კუთხეში ისხდნენ და მენიუს უყურებდნენ. სიჩუმე ჩამოვარდნილიყო მათ შორის. მხოლოდ ხალხის „ბზუილი“ ისმოდა მთელ რესტორანში. ბოლოს ნიკმა მენიუ მაგიდაზე დადო და ვიქტორიას გახედა. გოგონა ჯერ კიდევ მენიუს უყურებდა. არ უნდოდა ნიკისთვის შეეხედა. გული ძალიან სწრაფად უცემდა.
-რას შეჭამ? - იკითხა ნიკმა და გოგონას კიდევ უფრო მეტად დააკვირდა. ისინი ნამდვილად გავდნენ ერთმანეთს. ამას ნიკი მხოლოდ ახლა მიხვდა, როცა დააკვირდა. გოგონას ტუჩი ჯერ კიდევ ქონდა გახეთქილი. მართალია შეხორცებული ქონდა ნახევრად, მაგრამ კარგად ეტყობოდა ჭრილობა.
-არა აქვს მნიშვნელობა - თქვა გოგონამ და ნიკმაც შეუკვეთა. კიდევ სიჩუმე ჩამოვარდა. მათ შორს ხმა აღარ ისმოდა. ვიქტორია ფიქრებში წავიდა. საერთოდ რას აკეთებდა ახლა აქ? იმ ადამიანთან, რომელმაც ის გაიტაცა და ჰარის მამა მოკლა? თვალითაც არ უნდა ხედავდეს, მაგრამ ეს ხომ სისულელეა. მითუმეტეს იმ პირობას თუ გავითვალისწინებთ, რაც ნიკმა წამოუყენა.
მიმტანი მოვიდა და გოგონამაც თავი გააქნია, რომ ფიქრები გაეთავისუფლებინა. მიმტანმა შეკვეთა მაგიდაზე დადო და მალევე მოშორდა მაგიდას. ნიკმა საჭმლის ჭამა დაიწყო. ვიქტორიამ გაანალიზა, რომ შიოდა ამიტომ მანაც დაიწყო ჭამა. თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა. ახლა აქ არ უნდა იყოს. უნდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრდეს.
-აბა, როგორი იყო შენი დღე? - იკითხა ნიკმა. ვიქტორიამ გაკვირვებით გახედა.
-ჩვეულებრივი - ჩუმად თქვა და ჭამა განაგრძნო.
-მარია როგორ არის? - ნიკმა კიდევ ერთი ლუკმა ჩაიდო პირში და ვიქტორიას ისე გახედა. გოგონამ ჩანგალი თეფშზე დადო და ნიკა გახედა.
-აქ რისთვის ვარ? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ვიქტორია
-ჯერ ჩემ კითხვას გაეცი პასუხი
-ნუ იქცევი ისე თითქოს ბედნიერი მშობელი იყო და მე შენი მხიარული გოგონა, რომლისთვისაც მოიცალე და საჭმელად წამოიყვანე - „ღრენით“ უთხრა ვიქტორიამ და წყალი მოსვა. უნდოდა თავი ეკონტროლებინა, მაგრამ ძლივს გამოდიოდა.
-ასე არ ვიქცევი - თქვა ჩუმად ნიკმა
-კი, იქცევი. ჯობს საქმეზე გადახვიდე ნიკ. შენც კარგად იცი, რომ ასე არასდროს არ მოხდება.
-ეს ვიცი, მაგრამ აქ იმისთის მოგიყვანე, რომ ბოდიში მოგიხადო - ვიქტორია გაოცდა. აქამდეც ფიქრობდა, რომ ნიკში რაღაც შეიცვალა, მაგრამ ახლა ამაში უფრო რწმუნდება. მართალია ის ბოლომდე არ შეცვლილა, მაგრამ თითქოს ცდილლობს, რომ გამოსწორდეს.
-ბოდიში? - ჩუმად იკითხა ვიქტორიამ.
-ხო, ვიცი, რომ სასტიკად მოვიქეცი. უკანასკნელი ვით ვიქცეოდი, მაგრამ ძალიან ვიყავი გაბრაზებული იმაზე, რომ ჰარი გამოჩნდა - გოგონას, ჰარის სახელის ხსენებაზე, ტკივილმა შეომუტია. ახლა ყველაზე მეტად მისი სახელის ხსენება ტკენდა გულს.
-ჰარი რა შუაშია? - იკითხა ვიქტორიამ.
-ის ტომის შვილია. ტომი კი ადამიანი, რომელმაც ჩემი დისშვილი მოკლა. ეს ძალიან ძნელი იყო. ის ჩემი შვილივით იყო. ფაქტობრივად მე აღვზარდე და ასე ადვილად გამომაცალეს ხელიდან - ნიკმა ამოიოხრა. მის თვალებში ტკივილი დამკვიდრდა, რასაც ვიქტორია ხედავდა. უბრალოდ იცოდა რომ ნიკი მართალი იყო. შურისძიებას და მკვლელობას არ ამართლებდა, მაგრამ ტკივილი ბევრ ცუდ რამეს გვაკეთებინებს ადამიანებს. იცოდა რომ მამამისი იყო და პატიებაზე ფიქრის დაწყებას ცდილობდა, მაგრამ ეს ასეთი მარტივიც არ იყო.
-კი, მაგრამ შენ ტომი მოკალი. მეტი რაღა გინდოდა? ჰარისგან რა გინდოდა? - ზიზღით თქვა ვიქტორიამ. ის ფაქტი, რომ ნიკმა ტომი მოაკვლევინა გულს ურევდა.
-მეგონა ის ისევ გააგრძელებდა მტრობას. ამასთან კიდევ არ მქონდა ის ზიზღი გამქრალი რასაც „სტაილსების“ მიმართ ვგრძნობდი
-ეს არ გამართლებს ნიკ! შენ არც კი გიკითხავს ვინმესთის რატომ მოვიდა ჰარი და საერთოდ რა მიზნები ჰქონდა მას - ვიქტორია ნერვებს ძლივს აკონტროლებდა. ცხოვრებაში უსამართლობას ვერ იტანდა. ახლა კი ეგონა, რომ სწორედ უსამართლობის წინაშე იდგა.
-ვიცი, მაგრამ მათზე ძალიან ვიყავი გაბრაზებულია. ვიქტორია მე მართალა არ ვიცოდი შენზე
-საერთოდ ჩემით რატომ დაინტერესდი?
-მიძნელდება ახლა ამის თქმა, მაგრამ შენ სატყუარა იყავი. შენი საშუალებით ჰარი შემეძლო დამეჭირა.
-ჩემი მოკვლის საჭიროება, რომ ყოფილიყო ამას გააკეთბი? - ჩუმად იკითხა ვიქტორიამ.
-არა - სწრფადად უთხრა ნიკმა. ვიქტორიამ თავი გააქნია.
-ნიკ, მინდა, რომ სიმართლე მითხრა. მაშინ არ იცოდი შენი შვილი, რომ ვიყავი და საჭიროება რომ ყოფილიყო, მომკლავდი? -ვიქტორიამ უფრო მკაცრად გაუმეორა კითხვა. ნიკმა თვალები მოარიდა ვიქტორიას.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ვიქტორია დაჟინებით უყურებდა ნიკს. ნიკი კი თვალს ვერ უსწორებდა. აზრებს ვერ ალაგებდა. იცოდა, რომ სიმართლე უნდა ეთქვა, მაგრამ არ იცოდა ამას რა შედეგი მოყვებოდა. არადა ახლა ყველაზე მეტად აქედან ვიქტორიას წასვლა არ უნდოდა.
-კი - ჩუმათ უპასუხა ვიქტორიას და თავი ჩაღუმა. გოგონამ ამოიოხრა. ამას მოელოდა კიდეც. უბრალოდ ეს იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. გოგონა მთლიანად გაანადგურა ამ პასუხმა.
-უნდა წავიდე - თქვა ვიქტორიამ და ადგომა დააპირა, მაგრამ ნიკმა სწრაფად გააჩერა.
-გეფიცები ვიქტორია ის ადრე იყო. შენ ჩემი შვილი ხარ. მარია კი... ის, უბრალოდ კიდევ მიყვარს. მე ამაზე ვიფიქრე. არასდროს ვყოფილვარ ასე. უბრალოდ არ მინდა, რომ ჩემი ოჯახი დავკარგო. მინდა მარია ჩემ გვერდით იყოს. მინდა შენც ჩემთან იყო და არ მინდა ისევ ჩემ გარეშე გაიზარდო. თითოეული შეცდომა მინდა გამოვასწორო. შენი პატიების გარეშე კი ამას ვერ შევძლებ. იქნებ იფიქრო ამ ყველაფერზე?
ვიქტორია თითოეულ სიტყვას უსმენდა და იცოდა, რომ ამაზე გურწფელი არავინ ყოფილა. უბრალოდ იცოდა, რომ უნდა ეპატიებინა, მაგრამ ასე ადვილიც არ იყო. დედას უნდა დალაპარაკებოდა. ჰარი უნდა დაებრუნებინა. არ უნდოდა რომ მის გარეშე რაიმე გაეკეთებინა. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა და თავი უდუღდა ფიქრებიდან. გოგონამ ისევ ამოიოხრა.
-ვიცი, რომ გულწრფელი ხარ. ამას ვხვდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ იცი, რომ ამას დრო სჭირდება.
-ვიცი. ამაზეც ვიფიქრე და ვიცი, რომ ასე ადვილად ვერ გაანალიზებ ყველაფერს. უბრალოდ მინდა, რომ წარსული დაივიწყო. შენც, მარიამაც
-და ჰარი? - ჩუმად თქვა ვიქტორიამ.
-ეს შენი გადასაწყვეტია. ვიცი, რომ გიყვარს, მასაც უყვარხარ. მე მას არაფერს დავუშავებ. არ შემიძლია შენი წყენინება. მეტი აღარ. მეყოფა - ნიკმა ამოიოხრა. ვიქტორიას უნდოდა ეტირა. ახლა უნდოდა, რომ ჰარი მის გვერდით ყოფილიყო. ამით ყველაფრის კარგად გაანალიზე მოხდებოდა. ვიქტორია ისევ მშვიდად იქნებოდა.
-უნდა წავიდე - ვიქტორია ფეხზე წამოდგა, ისევე, როგორც ნიკი.
-წაგიყვან - თქვა ნიკმა.
-არა. მე უნდა ვიფიქრო. ყველაფერი გავაანალიზო. მინდა, რომ დედას დაველაპარაკო და ჰარი. ო ღმერთო... უბრალოდ მინდა, რომ წავიდე - ისე, რომ ნიკმა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, ვიქტორია რესტორნიდან გავიდა და სახლისკენ წავიდა.
გზაში ფიქრობდა. მაგრამ ვერაფერი მოეფიქრებინ. ისე იყო დაბნეული, რომ აზრებს ვერ ალაგებდა. ყველაფერი იცვლებოდა. ყველა დღე სრული სიგიჟე იყო და ვიქტორია ამას ვეღარ უძლებდა. მეტი აღარ შეეძლო. სახლში არ მისულა. მდინარესთან წავიდა. სწორედ იქ სადაც ჰარის პირველად აკოცა.
ამან კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დააყენა. გული სტკიოდა. ჰარი ენატრებოდა. ნიკის სიტყვები ახსენდებოდა. წარსული თავს არ ანებებდა. ნამდვილი რევოლუციის მონაწილე იყო. ოღონდ ეს რევოლუცია თავის თავში ხდებოდა. მდინარის პირას ჩამოჯდა და იგრძნო ცრემლები, როგორ წამოუვიდა. თავს ვეღარ აკონტროლებდა.
ისე რომ, ვერც კი გაანალიზა ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და ეკრანს ხელი გადაუსვა. ვერ მიმხვდარიყო უნდა გაეკეთებინა თუ არა ეს. ძალიან დაბნეული იყო. ცრემლები ისევ მოდიოდა. მართლა ცუდად იყო. ახლა თქვენ გაანალიზეთ ყველაფერი და მიხვდებით, რომ ის მართლა ცუდად იყო. წარმოიდგინეთ ის მამას ელაპარაკა, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. შეყვარებული აღარ ყავს. ხოლო წარსული დღეები თავს აღარ ანებებს.
ბოლოს მაინც ვერ მოახერხა თვი შეკავება. ნაცნობი ნომერი აკრიფა და დარეკა.
ერთი ზარი, ორი, სამი, მეოთხე ზარზე ჰარიმ უპასუხა.
-ვიქტორია? - როგორც ჩვევია აღელვებული ხმით უპასუხა ჰარიმ. ვიქტორიამ აკანკალებული ხმა ამოუშვა.
-ჰარი ძალიან გთხოვ - ნამტირალევი ხმით ამოილაპარაკა გოგონამ.
-სად ხარ? - სწრაფად იკითხა ჰარიმ. გული ძალიან სწრაფად უცემდა. უკვე ყველანაირი საშინელება წარმოიდგინა.
-ძალიან მჭირდები. გთხოვ მდინარესთან მოდი - ჰარიმ არც კი უპასუხა ისე გათიშა ტელეფონი. გოგოგნას ისევ წამოუვიდა ცრემლები. რადგან ტელეფონი გათიშა ეგონა, რომ ჰარი აღარ მოვიდოდა, მაგრამ დარეკვიდან ზუსტან თხუთმეტ წუთში ჰარის მანქანა მდინარესთან გაჩერდა. ჰარი სწრაფი ნაბიჯებით გადმოვიდა მანქანიდან და ატირებული ვიქტორიასკენ წავიდა.
როდესაც გოგონას მიუახლოვდა, მაშინვე ხელი წელზე მოხვია და ძლიერად მიიკრა გულზე, ცხვირი გოგონას თმაში ჩარგო. ვიქტორიამ ამოიოხრა. სიმშვიდე იგრძნო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ საყვარელი ადამიანის ერთ ჩახუტებას რამხელა ძალა გააჩნია. ეს ნებისმიერ წამალზე უფრო ძლიერია.
-აღარ შემიძლია ჰარი. მეტი აღარ. მე უბრალოდ ძალიან მჭირდები - ქვითინით უთხრა გოგონამ და უფრო აეკრო ჰარის. ბიჭმაც მოუჭირა ხელი და თავზე აკოცა.
-ჩშშ... - ჰარიმ ვიქტორია ოდნავ მოიცილა ისე, რომ შუბლი შუბლზე მიადო და თვალებში ჩახედა.
-ძალიან მიყვარხარ ვიქტორია. სხვა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა - ჩაიჩურჩულა ჰარიმ. ვიქტორიას არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ ფეხისწვერებზე აიწია და ჰარის ტუჩებს ძიერად დაეწაფა.
************

ჰარიმ ვიქტორია სახლში წამოიყვანა. ისინი ჰარის ოთახში იწვნენ. ჰარის ხელები ვიქტორიას წელზე ქონდა შემოხვეული, გოგონას კი თავი ჰარის გულზე ედო. ძალიან მშვიდად სუნთქავდა. თუმცა რატომაც არა? ჰარიმ ხო უთხრა, რომ ვიქტორიას და მათი სიყვარულის გარდა სხვა არაფერი არ იყო საჭირო. სწორედ ამ იმედით სუნთქავს ახლა ასე მშვიდად ვიქტორია.
-ჰარი? - ამოიჩურჩულა გოგონამ და ჰარის ახედა. ბიჭი მაშინვე შეირხა და ვიქტორიას გახედა - ნიკს ველაპარაკე - ამოიჩურცულა. ოდნავ ეშინოდა ახლა ამას, რომ ამობდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ დამალვა უარეს შედეგს მოიტანდა.
-მასთან კიდევ წახვედი? - ცოტათი ნაწყენი ხმით უთხრა ჰარიმ. გოგონამ თავი გააქნია.
-არა, მან სკოლის შემდეგ მომაკითხა და რესტორანში წამიყვანა. ყველაფერზე ვილაპარაკეთ - გოგონა წამოდგა და ჰარის კარგად დასანახად მის წინ დაჯდა. ჰარიმ ამოიოხრა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო. ხმას არ იღებდა. ბოლოს ვიქტორიამ ამოიოხრა და ლაპარაკი გააგრძელა.
-მითხრა, რომ თუ დაველაპარაკებოდი შენ თავს დაგანებებდა. მითხრა, რომ ყველაფერს ნანობდა და აუცილებლად დაივიწყებდა წარსულს. შენ და შენს კომპანიასაც დაანებებს თავს. ამაში დარწმუნებული ვარ.
-არ ვიცი - ამოიოხრა ბიჭმა. ახლა დაბნეული იყო. არ სჯეროდა ნიკის ასეთი უცაბედი ცვლილების.
-ვიცი, რომ მისი არ გჯერა. ერთი მხრივ, არც მე, მაგრამ ის ისეთი გულწრფელი იყო, რომ ვერ ვიჯერებ საერთოდ სად გაქრა ის უხეში ნიკი. დამიჯერე, ძალიან ცდილობს, რომ უკეთესი გახდეს.
-შენ დაიჯერე? - იკითხა ჰარიმ.
-არ ვიცი ჰარი. მე არაფერი მითქვამს მისთვის. მან დრო მომცა. მითხრა, რომ მარია კიდევ უყვარდა და არასდროს აღარ გაიმეორებდა ისეთ შეცდომებს, რაც წარსულში გააკეთა - ისე ამოიოხრა გოგონამ, რომ კინაღამ გულიც ამოაყოლა. ჰარიმ ვიქტორიას თვალებში ჩახედა.
-მოდი ჩემთან - ჩუმად უთხრა და გოგონა მიიკრო - დღეს საკმარისია.
წამებში ჰარი ვიქტორიას ზემოდან მოექცა და მის ტუჩებს დაეწაფა. გოგონამ მაშინვე ამოიოხრა სიამოვნებისგან. ვცდილობ ზუსტად აღგიწეროთ ის გრძნობები რასაც ისინი განიცდიდნენ, მაგრამ ძალიან ძნელია. მოკლედ, მაგრამ ზუსტად გეტყვით რაც იყო მათ შორის.
ეს გრძნობა ძლიერი იყო. სხეულის ყოველ კუნჭულს წვდებოდა. თითოეული მათგანი განიცდიდა რაღაც ძალას. ისეთს, რომელიც არასდროს ჩერდება. ისეთს, რომელიც მუდამ გვერდით გიდგას და გულს გიჩერებს. წარმოიდგინეთ რამხელა ადრენალინი გამოიყოფა მათ ორგანიზმში, როცა ისინი ერთმანეთს უყურებენ. ეს სასწაული გრძნობაა.
თითოეული მათგანი ყველაფერს ბედნიერებით და ნათელი ფერებით აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე თვე მათთვის გაუსაძლისი ტკივილის და გულის ტკენის პერიოდი იყო, მაინც ბედნიერად გრძნობენ თავს. ფაქტობრივად დედამიწა მათთვის დატრიალდა. ყველაფერი რაც ეგონათ, რომ სწორად იდგა და სწორი იყო, გადატრიალდა. აირ-დაირია და დალაგდა.
ჰარიმ ტუჩებით ყბის ხაზს გაყვა. გოგონა სიამოვნების ზენიტში იყო. ჰარის თითოეული შეხება მისთის სასწაული იყო. როგორც ზამთარში, სიცივეში ტანზე "დაგხორკლავთ", სწორედ ასეთი რეაქცია აქვს ვიქტორიას სხეულს ჰარის შეხებისას. ახლა ყველაფერი ლაგდება ვიქტორიას სხეულში. უკვე ტუჩებით ყელზე გადავიდა ჰარი. გოგონას კი თვალები ელულება. აღარავინ აინტერესებს ჰარის და მისი შეხებების გარდა. ყველაფერი მშვენივრადაა. ახლა ამ მომენტში ყველაფერი კარგადაა.
ჰარიმ ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და ნელა გადააძრო. მაშინვე ამოიოხრა ჰარიმ, როგორც კი ვიქტორიას შევსებული მკერდი დაინახა. ყელიდან კიდევ უფრო ქვევით ჩაუყვა კოცნით. ნელ-ნელა ლავიწებზე, მკერდზე და მუცელზე გადავიდა. ჰარის ძალიან მოსწონდა გოგონას სხეულის რეაქცია მის შეხებებზე. ამიტომ ხელი შარვლის შესაკრავზე გადაატარა. ვიქტორიამ მაშნვე ზემოთ აწია თეძოები. უნდოდა, რომ უფრო მეტად შეეგრძნო ჰარის შეხება.
ჰარიმ ჩაიღიმა და ღილები გახსნა. ისე ნელა აკეთებდა ყველაფერს, რომ გოგონას სუნთქვა ეკვროდა. უნდოდა ძალიან სწრაფად გაეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს ჰარი არ ჩქარობდა. მალე ვიქტორიას სხეულზე აღარც შარვალი აღარ იყო. მხოლოდ საცვლების ამარა იწვა. ჰარიმ კიდევ ერთხელ აკოცა მენჯის ძვალზე და ზემოთ აუყვა.
-მიყვარხარ - უთხრა ვიქტორიას და მის ტუჩებს დაეწაფა. ვიქტორასაც უნდოდა, რომ ეს ეთქვა, მაგრამ არ დასცალდა, რადგან ჰარი მის ტუჩებს დაეწაფა. გოგონამ ჰარის მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი და მაისური გადააძრო. მალე მაისურს შარვალი მიყვა. ყველაფერი სწრაფად ხდებოდა.
-მიყვარხარ ჰარი - ამოიჩურჩულა ვიქტორიამ და ჰარის შეხება კიდევ ერთხელ, უფრო კარგად იგრძნო, როცა ბრიუსჰალტერიც მოაშორა სხეულიდან.
--------------------------
როდესაც ვიქტორიამ თვალები გაახილა სრული სიბნელლე იყო. ვერაფერს ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ეხვეოდნენ ხელები მის წელს და როგორ ისმოდა ჩუმ ოთახში მშვიდი სუნთქვა. მაშინვე ჩაეღიმა, როცა რამდენიმე საათის წინანდელი ამბები გაახსენდა. ეს ისევ განმეორდა. ისევ შეძლო და ჰარი მთლიანად შეიგრძნო. ხელი გვერდით გადაწია და სანათური აანთო. ჰარი მაშინვე შეიშმუშნა, მაგრამ არ გაღვიძებია.
ვიქტორი ისე მოექცა, რომ ჰარის სახეს შეხედა. ხელი ნელა აიღო და სახეზე ჩამოყრილი თმა გაუსწორა. გოგონამ კიდევ ერთხელ გაიღიმა, როცა მძინარი ჰარი დაინახა. უბრალოდ უნდოდა, რომ ასე ამ მდგომარეობაში მთელი ცხოვრება ყოფილიყო და არაფერი სხვა არ გაეკეთებინა. უბრალოდ ყოფილიყო ჰარისთან ერთად. ადამიანთან, რომელიც ძალიან უყვარდა.
-შენ მაშტერდები - ღიმილით ამოიჩურჩულა ჰარიმ. ვიქტორიას გაუკვირდა, რადგან ეგონა, რომ ჰარის ეძინა, მაგრამ ბიჭის სიტყვებზე გაიღიმა.
-დიახ, გაშტერდები - ამაყად განაცხადა გოგონამ და ჰარის დააკვირდა, რომელმაც ამჯერად თვალები გაახილა. მისი თვალები მწვანე იყო. იმაზე მუქი მწვანე ვიდრე ჩვეულებრივ.
-ეს კარგია - ასევე ღიმილით უთხრა ჰარიმ და თვალები მოიფშვნიტა - რომელი საათია?
-არ ვიცი. რამე ხდება? - მშვიდად იკითხა ვიქტორიამ. ჰარიმ ჩაიცინა.
-არაფერი. უბრალოდ მაინტერესებდა რამდენი ხანი გვეძინა - ჩაიცინა და წამში ვიქტორიას ზემოდან მოექცა. გოგონამ ჩაიცინა.
-არ ვიცი - ჰარიმ ტუჩები მიუახლოვა და ტუჩის კუთხეში აკოცა. ვიქტორიამ უკმაყოფილოდ გახედა. ჰარის გაეღიმა.
-ეს რა იყო? - იკითხა ვიქტორიამ, რადაგნ აშკარად უფრო მეტი უნდოდა ვიდრე უბრალო ტუჩის კუთხეში კოცნა იყო. ჰარიმ კიდევ ერთხელ ჩაიცინა.
-კოცნა - მხრების ჩეჩვით უთხრა ვიქტორიას და გვერდით გადაგორდა. გოგონამ ამოიოხრა. ჰარი აშკარაა, რომ თამაშობს, რადგან ძალიან უნდა, რომ ვიქტორიას აკოცოს.
-ეს არ იყო კოცნა - მკაცრად უთხრა ვიქტორიამ.
-ანუ საკმარისი არ იყო? - ეშმაკური ღიმილით გახედა ჰარიმ. ვიქტორიამ თავი გაანია - კოცნას დამსახურება უნდა.
-რას მთავაზობ? - თვალებმოჭუტულმა კითხა ვიქტორიამ.
-არ ვიცი. ალბათ კოცნა უნდა იყოს მაშინ, როცა ვჭამთ ან ფეხზე ავდგებით ან ... - ჰარიმ სიტყვა ვერ დაამთავრა, რადგან ვიქტორია მოექცა ბიჭს ზემოდან და ძლიერად აკოცა. ჰარიმ კოცნის დროს ჩაიცინა.
-აი, ეს არის კოცნა ჰარი - ჩაიჩურჩულა ვიქტორიამ, როცა ბიჭს მოსცილდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-ეს უსამართლობაა - ვითომ წყენით თქვა ჰარიმ.
-არ არის.
-არის - მაინც გაჯიუტდა ჰარი.
-არ არის. მე მინდოდა და გაკოცე. შენ ჩემი ხარ ისევე, როგორც მე შენი - ვიქტორიამ კიდევ ერთხელ აკოცა ჰარის. არ სჯეროდა, რომ ახლა ჰარის ასე ელაპარაკებოდა. არ სჯეროდა, რომ ჰარი ისევ მას ეკუთვნოდა. მხოლოდ მას და არავის სხვას.
-ჩემი, მხოლოდ ჩემი - როცა ვიქტორიამ კოცნა შეაჩერა, ჰარიმ მაშინვე უთხრა თუმცა სულის მოთქმა არ დააცალა გოგონას, რადგან კიდევ ერთხელ აკოცა.
-ჰარი მშია - სიცილით უთხრა გოგონამ.
-მეც - თქვა ჩუმად ჰარიმ.
-დარწმუნებული ვარ მარია რაღაცას მოამზადებს. ჯერ გვიანი არ უნდა იყოს - თქვა ვიქტორიამ და ორივე წამოდგა ლოგინიდან.
უცებ ჩაიცვეს ტანსაცმელი და პირველ სართულზე ჩავიდნენ. ვიქტორიამ ტელეფონის საათს დახედა. საათი ცხრის ნახევარს უჩვენებდა. ვიქტორიამ ჰარის გახედა, რომელიც მას მიშტერებოდა. გოგონა გაუკვირდა. ჰარის ისეთი სახე ქონდა, როგორიც არასდროს. ეშმაკური, მოთამაშე და ბედნიერი. ჰარი ნელა შეეხო ვიქტორიას ისეთ ადგილებს სადაც შეიძლებოდა, რომ გასცინებოდა.
-არ გაბედო - ვიქტორიამ სიცლით უთხრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჰარი ვიქტორიას შეეხო და გოგონაც გაიქცა.
-ხომ იცი, რომ ვერ გამექცევი? - სიცილით უთხრა ჰარიმ და სწორედ იქით გაიქცა სადაც ვიქტორია მირბოდა. გოგონამ სიცილით გაირბინა მისაღები სადაც ლოგანი იჯდა და გაოცებული იყურებოდა იქით საითაც ვიქტორია სიცილით მირბოდა, მაგრამ როგორც კი ჰარი დაინახა მაშინვე გაიღიმა. უკვე მიხვდა საქმე რაშიც იყო.
ასევე სიცილით გასცილდნენ მისაღებს და სამზარეულოში შევარდნენ. ვიქტორია მიხვდა, რომ იქიდან წასასვლელი არსად იყო. ამიტომ იქეთ წავიდა სადაც მარია იდგა და უკან ამოეფარა. მარია ყურებამდე გაცინებული უყურებდა ორივეს. ჰაიც მიუახლოვდა მარიას, მაგრამ ვიქტორიას დაჭერა ვერ შეძლო, რადგან გოგონა დედის უკან იდგა.
-მარია ვერ დაგეხმარება ვიქტორია - ჩაიცინა ჰარიმ და გოგონას ხელი მაჯაში ჩაავლო. ვიქტორიამ ხმამაღლა გადაიხარხარა, როცა ჰარიმ ღიტინი დაუწყო. მისი ხმა მთელ სახლში ისმოდა. მარიაც ხარობდა ამ სცენით. მალე ლოგანიც შემოვიდა სამზარეულოში. იქ, სადაც არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებდა.
-ჰარი მორჩი - ძლივს ამოილაპარაკა ვიქტორიამ. ჰარიც სიცილს ვერ იკავებდა. ასევე იყო მარიაც და ლოგანიც.
-კარგით ბავშვებო. საჭმლის დროა - ისე თქვა მარიამ თითქოს ხუთი წლის ბავშვებს აჩერებდეს, თუმცა ასეც არის. ორივე ისე იქცეოდა, როგორც პატარა ბავშვები. ბოლოს ჰარიმ ვიქტორიას ხელი გაუშვა და როგორც იქნა გოგონამ ამოისუნთქა. იმდენი იცინა, რომ მუცელი ასტკივდა.
მალე სადილი გაამზადეს და ყველანი მაგიდას მიუჯდა. ძალიან კარგი განწყობა სუფევდა მთელ სახლში. ეს ხომ იმის დამსახურება იყო, რომ ვიქტორია დაბრუნდა? თუმცა უფრო მეტად იმის, რომ ჰარი და ვიქტორია შერიგდნენ. მოკლედ ფაქტი ისაა, რომ ყველა ბედნიერია.
-ჰარი ხვალ ანე ჩამოდის - თქვა ლოგანმა და მარიას მომზადებული კერძი პირში ჩაიდო.
-ახლახანს დარეკა. ისე იყავი გართული, რომ ვერაფერი გითხარი - ჩაიცინა ლოგანმა. ვიქტორიას ლოყები შეუვარდისფერდა, ხოლო ჰარიმ ჩაიცინა.
-კარგია, ვიქტორიას გაიცნობს - ხელი ნელა შეახო გოგონას ხელს და ჩაიცინა. ისევე, როგორც ვიქტორიამ.
**************
-მისტერ მაკარტნ? - კაბინეტში თავი შავგრემანმა, საშუალო სიმაღლის ქალმა შემოყო. დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. ნიკმა მაშინვე აწია თავი და თავის მდივანს შეხედა.
-შემოდი ბეატრის - უთხრა ნიკმა და ქალიც კაბინეტში შემოვიდა.
ალბათ, გაგიკვირდათ, რადგან ამ თავს ნიკის კაბინეტიდან ვიწყებ. ნუ გაოცდებით. უბრალოდ მინდა, რომ შეცვლილი ნიკის ერთი ჩვეულებრივი დღე დაგანახოთ. გპირდებით დიდხანს არ მოგაწყენთ. პირიქით, ძალიან მალე მოვრჩებით. ბეატრისი ნიკის მაგიდასთან მივიდა და წინ საქაღალდეები დააწყო.
-მისტერ მაკარტნ, ეს საქაღალდეებია, რომელიც თქვენ მოითხოვეთ. აქ ყველაფერია ტომ სტაილსზე და "სტაილსების" კოპანიაზე - გოგონამ უამრავ ფურცელზე მიუთითა, რომელიც წინ ედო და ნიკს გახედა.
-მადლობა ბეატრის. თავისუფალი ხარ - ქალმა თავი დაუქნია და კაბინეტიდან გავიდა.
ნიკმა ამოიოხრა. საქაღალდეები, რომელიც წინ ედო, ძალიან უშლიდა ნერვებს. ფურცლები ხელში აიღო და იქვე ნაგვის ურნაში ჩაყარა, შემდეგ სანთებელა აიღო და ცეცხლი გაუკიდა. ალბათ, გაგიკვირდებათ და იტყვით რა სისულელე, როგორ შეიძლება ასე უცებ ადამიანის გადასხვაფერებაო. მართალია არ შეიძლება, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ ნიკ მაკარტნი ერთბაშად შეიცვალა.
უბრალოდ, ახლა, ამ საქაღალდეების დაწვით, მან კიდევ ერთხელ გადადგა წინ ნაბიჯი და თავის სიამაყეს გადააბიჯა. არა, მე არ ვხუმრობ. ის მართლა ცდილობს შეიცვალოს. გრძნობები, რომელიც მარიასადმი ჰქონდა, განახლდა. უკვე ვიქტორიაზე ფიქრიც დაიწყო. თითქოს ის დღე გადამწყვეტი ყოფილიყოს, როცა მარიამ უთხრა შვილის შეახებ. ნეტა იცოდეთ, როგორ ნანობს, რომ ამდენი რამ ჩაიდინა.
უბრალოდ ძალიან გამწარებული იყო. მაშინ ახალგაზრდაც იყო, შედარებით და ნერვებს ისე ვერ აკონტროლებდა, როგორც ახლა. მისი დისშვილი, მისი ხელით ყავდა გაზრდილი და რა? უბრალოდ რაღაც სისულელეს შეეწირა. ახლა, რომ წარმოიდგეს მაშინ რა საშინელება ჩაიდინა, ჭკუიდან იშლება. ნუთუ მართლა იყო ასეთი? მარიას სიტყვებიც არ ავიწყდება. მას შეუყვარდა კაცი, რომელიც არ იყო ასეთი. უკეთესი იყო.
ხოდა რა უშლის ხელს? მითუმეტეს, როცა ვიქტორიას დაელაპარაკა. როცა გაანალიზა, რომ ვიქტორია მამას გავს და როცა გაანალიზა, რომ შეიძლებოდა ჰქონოდა ოჯახი, რომელიც ბედნიერს გახდიდა. რა თქმა უნდა, არც ნიკი აღარ იქნებოდა და ყველანაირად ეცდებოდა სხვანაირი გამხდარიყო. ის ძველი ნიკი, რომელიც გულის სიღრმეში არსებობს და ძინავს, გააღვიძოს და ისევ წინა პლანზე გამოიყვანოს.
სამი დღე. სწორედ სამი დღე დასჭირდა, რომ ყველაფერი გაენალიზებია. მიმხვდარიყო, რომ მარია ისევ უყვარს და უნდა, რომ ის ნანატრი ოჯახი, რომელზეც წარსულში ოცნებობდა, ყოლოდა. ასე რომ, ახლა ცდილობს ის გაჩხერილი ბურთი, რომელიც ნერწყვის ნორმალურად გადაყლაპვაში უშლის ხელს, მოიშოროს და სუნთქვა არ დაურღვიოს. ახლა ცდილობს, რომ გამოასწოროს ყველაფერი. სწორედ ამიტომ დაწვა იმფორმაცია, სწორედ ამიტომ ცდილობს ინვესტიციები ისევ დაუბრუნოს "სტაილსების" კომპანიას.
ასე რომ, ახლა, როცა გაგაცანით ნიკი სინამდვილეში, მინდა კიდევ დავამატო ერთი რამ. მაპატიეთ თუ თვიდან ნიკი, როგორც საზიზღარი ადამიანი ისე წარმოგიდგინეთ. ასე არ არის. უბრალოდ მისთის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მოკლა ტომმა და ვერ გავამტყუნებთ. მას სჭირდებოდა, რომ ვინმეს თვალები გაეხილა მისთვის, როცა ასე მოხდა, მიხვდა, რომ ცუდ გზას ადგა და გადაწყვიტა გზიდან გადაეხვია და უკეთესობისკენ წასულიყო.
დავანებოთ ნიკს თავი. ისევ ჯეიმსების სახლს დავუბრუნდეთ. ხომ, არ დაგავიწყდათ ნინა, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს? რა თქმა უნდა, არა. ეს არც იყო გასაკვირი. ამიტომ მინდა მასთან გადავინაცვლო. ნინა სკოლაში იყო. ისევე, როგორც ვიქტორია და ჰარი. სულ რაღაც ერთი თვე რჩებოდა სკოლის დამთავრებამდე. ყველა ემზადებოდა იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მოხვედრილიყო და ასე შემდეგ. ასე რომ, "ცხელი" თვე იწყებოდა.
ნინა კაფეტერიაში წავიდა და თავის მეგობრებს გვერდით მიუჯდა. გოგონებმა ერთმანეთს მიესალმნენ და ჭამას შეუდგნენ. ათას რამეზე ლაპარკობდნენ, მაგრამ თემა მაშინვე განახლდა, როგორც კი ვიქტორია და ჰარი კაფეტერიაში შემოვიდნენ. ვიქტორია რაღაცას ეუბნებოდა ჰარის, ჰარი კი იცინოდა. ნინას ამის დანახვისას ძარღვები დაეჭიმა.
-ეს არის მათი დაშორება? - ჩაიფრუტუნა რიტამ და ნინას გახედა. ნინამ ამოიოხრა.
-მეჯავრებიან - თქვა ჩუმად და საჭმელი ისევ ჩაიდო პირში.
-ღმერთო, ჰარი ძალიან სიმპატიურია. არ მეგონა ასეთ ძუკნასთან თუ იქნებოდა - ზიზღით დაამატა ნაომიმ. ნინამ თვალები აატრიალა.
-მეგონა ჩვენ მხარეს გადმოვიბირე. მოკლედ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღეს წვეულებაზე მოდიხარ? - ნინა რიტას მიუტრიალდა. გოგონამ გაიღიმა.
-რა თქმა უნდა. იცი? ერთი ძალიან კარგი იდეა გამიჩნდა, - თქვა რიტამ.
-გისმენთ, - ერთად თქვეს ნინამ და ნაომიმ
-ვიქტორია დაპატიჟე. იქ რამე მოვუწყოთ. ძალიან ცუდი რამ. ამით შენც გაიხარებ და ჩვენც ვიხალისებთ.
-სად ტარდება წვეულება? ჯეისთან არა? - იკითხა ნინამ. გოგოები მას დაეთანხმნენ - კარგი, მაშინ ვეტყვი.
შესვენება მალე ჩაილია. როცა ზარი დაირეკა ყველა გაიკრიფა კეფეტერიიდან. ჰარიმ ვიქტორიას აკოცა, ცოტა ხნით დაემშვიდობა და ორივე თავის კლასისკენ წავიდნენ. სანამ ვიქტორია კლასში შევიდოდა, მანამ ნინამ შეაჩერა. გოგონა გაოცებული დარჩა, როცა ნინა დაინახა.
-გამარჯობა ვიქტორია - ყალბი ღიმილით თქვა ნინამ.
-გამარჯობა - ჩაიდუდუნა ვიქტორიამ - რა გინდა? მაგვიანდება.
-არ შეგაყოვნებ დიდხანს, უბრალოდ წვეულებაზე მინდა დაგპატიჟო. აი, მოსაწვევი. შენთვის და კიდე შეგიძლია ვინმე წამოიყვანო. ასე, რომ გელოდები, - ნინამ მეტი არაფერი უთხრა. იმის იმედი ჰქონდა, რომ ვიქტორია მივიდოდა, მაგრამ ის ნამდვილად არ იცოდა, რომ ვიქტორია ასეთ რაღაცებს ვერ იტანდა.
ვიქტორიამ თვალები აატრიალა და თავის კლასში შევიდა. დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და ადგილი დაიკავა. დღე მალე მიიწურა და ვიქტორია სახლში დაბრუნდა. ჰარიც მოსული იყო. ვიქტორია თავის ოთახში ავიდა და გამოიცვალა, შემდეგ წიგნებს მიუბრუნდა და მეცადინეობა დაიწყო. თუმცა ვინ აცდიდა? ჰარი ოთახში შემოვიდა და ვიქტორიას უკნიდან მიეხუტა. ყელში კოცნა დაუტოვა
-მაცდენ ჰარი. სამეცადინო მაქვს, - ჰარიმ ჩაიცინა და კიდევ ერთხელ აკოცა. ბიჭი არ ჩერდებოდა. პირიქით, სიამოვნებდა ის, რასაც აკეთებდა.
-მოეშვი ცოტა ხნით, - ჰარი მოსცილდა ვიქტორიას და წინ დაუჯდა. გოგონამ ამოიოხრა.
-ვერ ვხვდები საერთოდ, როგორ ხარ მშვიდად? გამოცდებია წინ.
-კარგი რა, ყველაფერი მოგვარდება. შენ ჩააბარებ და უნივერსიტეტშიც მოხვდები - ცოტა აღელვებული იყო ჰარი. არ უნდოდა, რომ ვიქტორია სხვა ადგილას გადასულიყო, მაგრამ ჯერ ამაზე არ ფიქრობდა. უბრალოდ არ უნდოდა, რომ ეფიქრა. სიჩუმე ჩამოვარდა. ჰარიმ მაგიდაზე დადებული მოსაწვევი შეამჩნია.
-ეს რა არის? - იკითხა ჰარიმ და მოსაწვევი ერთ-ერთი წიგნის ქვეშიდან ამოაცურა. ვიქტორიამ მხრები აიჩეჩა და საწოლთან მივიდა. ზედ მოწყვეტით დაეშვა.
-ნინამ მომცა - ბურტყუნით უთხრა. ჰარის ცოტა გაუკვირდა.
-ნინამ? - ჩაიცინა და ვიქტორიასთან მივიდა.
-ხო, მეც გამიკვირდა, მაგრამ მითხრა წამოდიო.
-მერე?
-არ ვაპირებ წასვლას - ჰარი ვიქტორიასთან უფრო ახლოს მიწვა და მის თმებს შეეხო. გოგონამ თვალები დახუჭა.
-შენი ნებაა, მაგრამ იქნებ წავიდეთ? - ჩუმად უთხრა ვიქტორიას ჰარიმ. გოგონამ თავი გააქნია.
-არა, ვიცი იქ ჩემი ადგილი არ არის. თანაც ეჭვი მაქვს იქ ნინას ძალიან ბევრი ნაცნობი იქნება და რაღაც მოხდება, - ვაღიაროთ, რომ ვიქტორია ძალიან ჭკვიანია. ჰარი წამში მოექცა ვიქტორიას ზემოდან.
-შენი ნებაა, მაგრამ ახლა შენ ჩემი ხარ, - ჩუმად ჩაიჩურჩულა და თან ვიქტორიას აკოცა. ვიქტორიას მის კოცნაზე გაეღიმა. ხოლო, როცა იგრძნო, რომ ჰარიმ ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა, სუნთქვა შეეკრა. ************

დღე მშვენივრად დაიწყო. დილით ჰარის მკლავებში მოქცეული ვიქტორია შეიშმუშნა. ძალიან ბედნიერი იყო. დღეს სკოლა არ არის. არც რაიმე დავალება აქვს შესასრულებელი და სრულიად თავისუფალია. თანაც დედას მიეხმარება. იმდენი ხანი გავიდა, რაც მარიასთან ერთად საჭმელი არ მოუმზადებია, რომ სათვალავი აერია. ჰარიმ ვიქტორიას მოუსვენრობაზე თალები გაახილა და მას გახედა.
-დილამშვიდობისა ჰაზ - ტკბილად მიესალმა ვიქტორია და ტუჩები მიაწება. ჰარი გაოცდა. დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზე იყო.
-რა ხდება პატარავ? - იკითხა ბოხი, ახალ გაღვიძებული ხმით ჰარიმ. ვიქტორიამ გაიღიმა.
-მზე ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს - ჩაიცინა და ფეხე ადგა. ტანსაცმელი სწრაფად მოირგო ტანზე. სააბაზანოში შევიდა და რამდენიმე წუთში უკან გამოვიდა. უნდოდა ჰარისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ არ დასცალდა, რადგან ჰარის ისევ ჩასძინებოდა.
საინტერესოა ახლა რას ფიქრობს ვიქტორია? პირველი იმას, რომ ძალიან მოსწონს ჰარის მძინარეს, რომ უყურებს, მაგრაამ მეორე აზრიც აქვს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ვიქტორია დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზეა, მაშინ გეტყვით, რომ ახლა ძალიან ცუდი აზრი მოუვიდა თავში. ხო, ძალიან სასაცილოა, მაგრამ მაინც გააკეთებს.
სწრაფად მოუახლოვდა კომპიუტერს, რომელსაც დინამიკები ქონდა შეერთებული და იმ მხარეს დადო, სათაც ჰარის ქონდა თავი დადებილი. ისევ ჩაიცინა ვიქტორიამ და ამჯერად ჩუმად გავიდა ოთახიდან. პირველ სართულზე ჩავიდა და სამზარეულოში სწრაფად, მომღიმარი სახით შევარდა. მარიაც იქ იყო. ვიქტორიამ მარია სწრაფი კოცნით დააჯილდოვა, დოქით წყალი აიღო და ისევ თავის ოთახში დაბრუნდა.
პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მუსიკა ჩართო ბოლო ხმაზე. ამაზე ჰარი შეშინებული წამოვარდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. როგორც კი ჰარი შეშინებული წამოიწია მაშინვე მიიღო ერთი დოქი წყალი თავზე. ვიქტორიას სიცილისგან მუცელი სტკიოდა. ჰარი კი ჯერ ვერ მოდიოდა აზრზე. ეგონა მესამე მსოფლიო ომი პირდაპირ მის სახლში დაიწყო. ბოლოს, როგორც იქნა გამოერკვა რა მოხდა. ჰარიმ ვიქტორიას გახედა. გოგონა ისევ იცინოდა.
-ამისთის გადაგიხდი - უთხრა ჰარიმ ვიქტორიას და ფეხზე წამოდგა. სულ სველი იყო. როგორც ჰარი, ასევე ლოგინიც. ჰარიმ მუსიკა გამორთო და ვიქტორიას წინ აესვეტა.
-მეც მიყვარხარ ჰაზ - ტკბილად აკოცა ტუჩებში და ოთახიდან გავარდა. ჰარიმ სიცილით გააქნია თავი. გიჟია.
ბოლოს, უკვე მშრალი ჰარი, ჩამოვიდა პირველ სართულზე და სამზარეულოში ყველას მიესალმა. ლოგანი, მარია და ვიქტორია ჰარის სიცილით უყურებდნენ.
-როგორია შენი დილა ჰარი? - იკითხა მარიამ. ვიქტორიამ მაშინვე ჩაიცინა. ლოგანსაც ღიმილი ქონდა აკრული სახეზე.
-სველი და გიჟური - ჩაიცინა ჰარიმ და ვიქტორიას თავზე აკოცა. გოგონა კიდევ იცინოდა. ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ჰარის შეშინებული სახე, როცა მუსიკები გაიგოდა და წყალი რომ გადაასხა? ვსიო. უკვე აღარ შეუძლია. ამ დილით ზედმეტად ბევრი იცინა. უკვე ტკიოდა მუცელი. მარიამ ბლინები თეფშებზე მოათავსა და ყველანი საჭმელად დასხდნენ.
-ჰარი დღეს აეროპორტში უნდა წახვიდე - უთხრა ლოგანმა
-რა ხდება? - გაუკვირდა ჰარის
-ანეს უნდა დახვდე. რა გულმავიწყი ხარ - ჩაიცინა ლოგანმა. მართლაც სულ დაავიწყდა, რომ დედამისი ჩამოდიოდა.
-ვიქტორია ხომ წამომყვები? - იკითხა ჰარიმ და გოგონას გახედა. ვიქტორია ცოტა ღელავდა. არ იცოდა საერთოდ ჰარის დედას რა რეაქცია ექნებოდა მის დანახვაზე.
-არ ვიცი - ამოიბლუყუნა ვიქტორიამ.
-კარგი, მოდიხარ - გადაჭრით თქვა ჰარიმ და ჭამა განაგრძნო. ვიქტორიამ ამოიოხრა.
საღამოს უკვე ექვსი საათისთვის ვიქოტირა და ჰარი აეროპორტისკენ მიდიოდნენ. სავარაუდოდ ანე რვა საათზე ჩამოვა. ასე ადრე იმიტომ მიდიოან, რომ საკმაოდ დიდი გზა უნდა გაიარონ. აეროპორტი ლოგანის მამულიდან საკმაო მანძილითაა დაშორებული, ამიტომ მიდიან ასე ადრე. ასე რომ, უკვე ნახევარი საათი მაინც იქნება რაც წამოვიდნენ სახლიდან.
-ჰარი - სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ მუსიკის ხმა არღვევდა, ახლა უკვე ვიქტორიას ხმამაც დაარღვია.
-გისმენ - წამში უპასუხა ჰარიმ და მშვიდად განაგრძნო მანქანის მართვა.
-რომ არ მოვეწონო? - იკითხა ვიქტორიამ. ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა, ანე როგორ მიიღებდა მას.
-სისულელეა, შანსი არაა, რომ არ მოეწონო, - გაამხნევა ჰარიმ. თან ღიმილს ვერ იკავებდა, თან იმაზე ფიქრობდა, რომ დედამისს ძალიან გაუკვირდებოდა ამ გოგონას დანახვა. საერთოდ ძალიან გაუკვირდებოდა, რომ ჰარის ვინმე შეუყვარდა.
როცა ჰარი ვაშინგტონში ცხოვრობდა, ანე ყოველთვის იმას ეუბნებოდა, რომ უნდა ეპოვა გოგო, რომელიც მას შეუყვარდებოდა. ჰარის პასუხი ალბათ უკვე იცით. ხო, ის ყოველთვის უხეშად პასუხობდა დედას, განსაკუთრებით ამ კითხვაზე. თავი დამანებეო, ან შენი საქმე არ არისო. ერთხელ, როცა ამ თემაზე ჩამოვარდა ლაპარაკი ანემ ვეღარ მოითმინდა და ყვირილით უთხრა.
-მხოლოდ სექსი და ცუდი ბიჭობა არ არის კარგი. გოგონები სათამაშოები არ არიან - ეს იმიტომ უთხრა, რომ უკვე მოთმინება ჰქონდა დაკარგული. ანემ იცოდა, რომ ყოველ ღამე სხვადასხვა გოგოსთან წვებოდა და ეს ძალიან აღიზიანებდა. მაგრამ ანეს საწინააღმდეგოდ, იმ პერიოდში, არ გამოჩნდა გოგო, რომელიც ჰარის შეუყვარდებოდა. ახლა კი, როცა ანე ვიქტორიას ნახავს, დარწმუნებულია, რომ ძალიან გაუხარდება. ბოლოს და ბოლოს სურვილი, რომელსაც ანე ნატრობდა ახდა.
ამასთან სულ სხვანაირი ჰარი დახვდება. ანემ იმიტომ გადაწყვიტა ჩრდილოეთ კაროლინაში ჩამოსვლა, რომ ჰარი ენახა. მინდა გითხრათ, რომ ანემ არაფერი იცოდა მომხდარი ამბების შესახებ. ჰარიმ გადაწყვიტა ასე. არ უნდოდა, რომ ანეს ენერვიულა. შესაბამისად ყველაფერი დამალული დარჩა. როცა ჩამოვა მაშინ მოუყვებიან ყველაფერს და იმასაც ეტყვიან, რომ მაკარტნები სტაილსებთან აღარ მტრობენ. აი, ვიქტორიას მამის სახელს, რომ გაიგებს არ ვიცი რა რეაქცია ექნება. იქნებ... მოიცადე არ გვინდა წინ გასწრება. უკვე მივიდნენ ჰარი და ვიქტორია აეროპირტში და მოდით მათთან გადავინაცვლოთ.
უკვე რვა საათი იყო. მხოლოდ რამდენიმე წუთი მოუწია ჰარის და ვიქტორიას მოცდა, რადგან ვაშინგტონიდან მომავალი თვითმფრინავი უკვე ჩამოვიდა. ანემ მაშინვე შეამჩნია მაღალი, გამხდარი, ხუჭუჭა ბიჭი, რომელიც მას ელოდა და მომღიმარი სახით მისკენ წავიდა. სანამ ჰარი და ანე ერთმანეთს ეხვეოდნენ, მანამ ვიქტორია ოდნავ მოშორებით იდგა და მათ აკვირდებოდა. ბოლოს, როცა ჩახუტება დაამთავრეს ჰარი ვიქტორიასკენ მობრუნდა. გოგონას გული საგულედან ამოუვარდებოდა ისე სწრაფად ცემდა.
-დედა ეს ვიქტორიაა - ფრთხილად თქვა ჰარიმ. ანეს აღარ დასჭირვებია იმის თქმა ჰარისგან, რომ ისინი შეყვარებულები არიან, რადგან არასდროს არც ერთი გოგო არ გაუცნია ანესთვის. ასე რომ, მარიას კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი. თან იცნო ეს გოგო. მარია და ანე ხომ მეგობრობენ.
-საყვარელო. მოდი ჩაგეხუტო - სწრაფად თქვა ანემ და გოგონას მოეხვია. ძალიან თბილად ჩაეხუტა. გულში მადლობას უხდიდა ამ გოგოს, რადგან ჰარი ასე თბილად დედას როდის ჩაეხუტა აღარ ახსოვდა. იცოდა, რომ ეს ვიქტორიას დამსახურება იყო.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მისის სტაილს - თავაზიანად უთხრა ვიქტორიამ მაშინ, როცა ჩახუებას მორჩნენ.
-ანე საყვარელო. ანე დამიძახე და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა - ანემ კიდევ ერთხელ მიიკრო გოგონა გულზე და მაგრად ჩიხუტა. ჰარიმ ამ სცენის დანახვისას სიცილი ატეხა.
-კარგი, კარგი. დედა სახლში გველოდებიან. ჯობია წავიდეთ. გზაშიც მოასწრებთ საუბარს - მათ თავი დაუქნიეს და სამივე ჰარის მანქანისკენ წავიდა.
***********

ანე ძალიან ბედნიერი იყო. იმ დროის განმავლობაში, რაც ის ჯეიმსების სახლში დარჩა, ბევრი რამ გაიგო. ვიქტორია ძალიან მოეწონა. ისიც გაიგო, რომ ნიკი ვიქტორიას მამა იყო, მაგრამ ამაზე არაფერი უთქვამს. ხო, არ გაგიკვირდეთ. ეს ქალი ძალიან დამთმობია. ბევრი რამე შეუძლია უბრალოდ დააიგნოროს იმის სანაცვლოდ, რომ თავისი შვილი ბედნიერი იყოს. ჰარი კი ასეთი არასდროს უნახავს. ხოდა საერთოდ რატომ უნდა შეუშალოს ბედნიერებაში ხელი? ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.
რამდენიმე დღეში ანე სახლში დაბრუნდა. დრო გადიოდა. ერთხელ მგონი გითხარით კიდეც, რომ დრო არ ჩერდება. თუმცა ამას თქმა რად სჭირდება, ისედაც ხომ ნათელია. მოკლედ, აღარ მოგაწყენთ თავს და გეტყვით, რომ ორი თვე სწრაფად გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა. პირველი ის, რომ ჰარიმ და ვიქტორიამ სკოლა დაამთავრეს.
ეს არაჩვეულებრივი იყო. ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. გამოსაშვებ საღამოს ვიქტორია იმდენად ლამაზი იყო, რომ არამარტო ჰარი, არამედ ბიჭების უმეტესობა მას უყურებდა. მართლა გეუბნებით, გეფიცები ერთ სიტყვასაც არ ვამატებ. ჰარი კი ამაყი იყო. ამას არ ვუარყოფ. ვიქტორია მხოლოდ მისი იყო. ამ ლამაზი, ჭკვიანი გოგოს გული მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ამით ამაყობდა. იმ საღამოს ძალიან ბევრი იცეკვეს. მგონი ჰარის არასდროს ამდენი არ უცეკვია, რაც იმ საღამოს იცეკვა. ეს, რა თქმა უნდა, ვიქტორიას დამსახურებაა. სხვა აბა ადგილიდანაც ვერ დაძრავდა.
მოდით გეტყვით, რომ ჰარი ერთ ადგილას ვერ გაჩერდებოდა. ყოველთვის, როცა ვიქტორია სთხოვდა წამოდი ვიცეკვოთო და ჰარი უარს ეუბნებოდა, გოგონა მარტო მიდიოდა საცეკვაოდ და პარტნიორი უჩნდებოდა კიდეც. ჰარი ამას ვერ ეგუებოდა. კიდევ ერთხელ გადაკრავდა სასმელს, რომელიც სულაც არ იყო მაგარი, და ვიქტორიასთან მიდიოდა. გოგონა ამაზე ყოველთვის იცინოდა. მოსწონდა ის გრძნობა რასაც ჰარი განიცდიდა ამ დროს. არა, არ გეგონოთ რაიმე ცუდი. უბრალოდ მოსწონდა, რომ ჰარი ასეთი იყო... სხვანაირი.
-ხომ იცი, რომ მხოლოდ ჩემი ხარ? - ყურში ჩაჩურჩულა ჰარიმ ვიქტორიას მაშინ, როცა მშვიდ, წყნარ სიმღერაზე ცეკვავდნენ. გოგონამ ჩიცინა და ჰარიმ ყელში აკოცა. ბიჭმა მომენტალურად დახუჭა თვალები.
-ვიცი - ამოიჩურჩულა და თავი კისერში ჩაურგო. მუსიკაზე ნელა ირწეოდნენ.
-მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ყველაზე ლამაზი მყავხარ - ჰარიმ ჩაიფრუტუნა. გოგონას სიცილი აუტყდა. ჰარიმ ოდნავ მოიცილა ვიქტორია და ტუჩებით ნელა შეეხო.
-მიყვარხარ - ჩუმად თქვა კოცნის დროს ჰარიმ და ვიქტორიას თვალებში ჩახედა. გოგონამ ეშმაკურად გახედა.
-დამიმტკიცე - არ სჭირდებოდა არანაირი საბუთი, მაგრამ ახლა თამაშის ხასიათზე იყო.
-მიყვარხარ - დაიყვირა ჰარიმ ისე ხმამაღლა, რომ გარშემო მყოფებმა მაშინვე გაიგონეს. ეს გასაკვირი არ არის. ჰარიზე ალკოჰოლო მოქმედებდა და ასეთი პატარა სისულელეების გაკეთება შეეძლო. ვიქტორიას ლოყები მაშინვე აუწითლდა და ჰარის კისერში თავი ჩარგო.
-ახლა გჯერა? - სიცილით კითხა ჰარიმ.
-აბსოლიტურად - კიდევ ერთხელ აკოცა ვიქტორიამ კისერში - მეც მიყვარხარ - ამოიჩურჩულა და ცეკვა განაგრძნეს.
მოკლედ გამოსაშვებიც ასე კარგად გადაგორდა. მანამდე მინდა გითხრათ როგორი იყო გამოცდები. ვიქტორია ძალიან ნერვიულობდა. ღმერთო ასეთი არასდროს არ მინახავს. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ყოველთვის ეშინოდა გამოცდების. არ უყვარდა. თან მისთვის ზოგიერთი გამოცდა მართლა უსამართლოა. მოკლედ ჰარისგან განსხვავებით ვიქტორია ნამდვილ შეშლილს გავდა.
ჰარი? ოხ, ნუ იტყვით. ის ძალიან მშვიდად იყო. თითქოს პროფესორი ყოფილიყო და გამოცდაზე კი არა, ლექციაზე შედიოდა. საერთოდ არ ანაღვლებდა, რომ ნიშანს დაბალს მიიღებდა ან ვერ გადალახავდა საერთოდ ბარიერს. მაგრამ მაინც, ყველა გამოცდა ჩააბარა და ყველაფერი კარგად დამთავრდა. ისევე, როგორც ვიქტორიამ. და იმასაც გეტყვით, რომ ყველაფერზე სულ ტყუილად ნერვიულობდა. ყველაფერი კარგად გამოუვიდა. მეტიც, არაჩვეულებრივად.
ნიკთან საქმე კარგად წავიდა. ვიქტორია ცდილობდა ნელ-ნელა დაევიწყებინა ყველაფერი და გამოუვიდა კიდეც. ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე აპატია ნიკს, მაგრამ იმის საშუალება მაინც მისცა, რომ ხშირად ენახათ ერთმანეთი და მეორე შანში გამოეყენებინა. შესაბამისად, ნიკი და ვიქტორია უკეთ გაეცნენ ერთმანეთს. ეს კარგია. მარიასაც ძალიან უხარია. მართალია თავიდან ჰარის ძალიან არ მოსწონდა, მაგრამ კიდევ უფრო კარგად დაფიქრდა და დასკვნაც გამოიტანა.
მარია და ნიკი კიდევ უფრო დაახლოვდნენ. უკვე იმდენი წელი გავიდა, რომ არცერთს არ სჯეროდა ძველი სიყვარულის დაბრუნების, მაგრამ ეს მოხდა. ძალიან კარგია, რომ ვიქტორიასა და მარიას ცხოვრებაში ჰარი გამოჩნდა. მართალია იყო ცუდი პერიოდი, მაგრამ რომ არა ის ცუდი, არაფერი არ იქნებოდა. საერთოდ არაფერი.
სანამ ანე ვაშინგონში დაბრუნდებოდა, მანამ ჰარი მარტო მოიმწყვდია და დაელაპარაკა. ასე უთხრა მიხარია, რომ გამოსწორდი. საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ამ ქალაქმა შენზეო. სიმართლე გითხრათ, ანემ ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერი ვიქტორიას დამსახეურება იყო და არა ამ ქალაქის. მაგრამ ხომ იცით დედები რა ეშმაკები არიან. ხოდა ამიტომ პირდაპირ არ უთხრა.
-ჰარი, შეგიძლია წამოხვიდე ვაშიგნტონში - ფრთხილად ჩაურთო ანემ საუბარში. ჰარის გაუკვირდა.
-რა? - ხელი თმაში შეიცურა. გული გამალებით უცემდა. მინდა გითხრათ, რომ ამ საუბარს სრულიად შემთხვევით ვიქტორია შეესწრო. ანე და ჰარი ჰარის ოთახში იყვნენ, თან კარებიც შეღებული იყო და როცა ვიქტორია ოთახში შედიოდა ამ სიტყვებს მოკრა ყური. რა ექნა? გულაჩქარებული მივიდა კართან და მიაყურადა.
-ვიცი, რომ გაიგე. აქ ძალიან კარგად იქცეოდი, როგორც ლოგანი ამბობს, და რატომ უნდა დარჩე?
-დედა... მე მინდა, რომ ლოგანთან ერთად ვიმუშაო. იქნებ შევძლო და კომპანიაც ვმართო. ამით შენ მოგეხსნება ამდენი პასუხისმგებლობა.
-კი, მაგრამ შენ შეგიძლია ვაშინგტონშიც იმუშაო - ანეს ძალიან მოეწონა ჰარის სიტყვები. არ სჯეროდა, რომ ასე შეიცვალა მისი შვილი.
-დედა ხომ იცი რა მიზეზითაც არ მინდა წამოსვლა? - ბოლოს ჰარიმ ვეღარ მოითმინა და უთხრა. ანემ მაშინვე გაიღიმა. მიყურადებული ვიქტორია კი კიდევ უფრო ანერვიულდა.
-ვიქტორიას გამო არა? - ღიმილით უთხრა ანემ და როცა ჰარისგამ თავის ქნევით პასუხი მიიღო კიდევ უფრო გაიღიმა.
-ძალიან გიყვარს არა? - ანე ჰარის მიუახლოვა და ხელი მხარზე დაადო. ჰარიმ ისე ამოისუნთქა ფილტვებში დაგროვილი ჰაერი, რომ გეგონებოდათ საერთოდ არ ამოუსუნთქავს ამ რამდენიმე წუთშიო.
-დიახ - ჩუმათ თქვა და დედას თვალებში ჩახედა. ანეს არ იცოდა რა ექნა. ძალიან, ძალიან უხაროდა, რომ მის შვილს ასეთს ხედავდა.
-არ მჯერა, რომ ასე შეიცვალე ჰარი - ფრთხილად მოიახლოვა ანემ ჰარი და გულში ჩაიკრა.
-არც მე დედა - ჩუმად თქვა და ძლიერად მოეხვია.
-შეიგიძია დარჩე. რამდენი ხანიც გინდა. ლოგანს ვეტყვი, რომ მოგხედოს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ვიქტორია ვაშინგტონში უნდა წამოიყვანო - ჰარის დედის სიტყვებზე ჩაეცინა და თავი დაუქნია.
ვიქტორიამ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში კართან იდგა და უსმენდა, ამოიხვნეშა. თითქოს გულიდან ლოდი მოხსნესო. ის არაფერს გააკეთებდა, თუ ჰარი გადაწყვეტდა ვაშინგტონში წასვლას, რადგან ეს ჰარის ცხოვრებაა და არა ვიქტორიას, მაგრამ ძალიან ეტკინებოდა გული თუ წავიდოდა. ახლა კი, როცა იცის, რომ ჰარი მის გამო რჩება ჩრდილოეთ კაროლინაში, სიხარულიდან ცას სწვდება. გოგონა თავის ოთახში შევიდა. იმაზე ბედნიერი იყო ვიდრე ჩვეულებრივ.
**************

ძალიან არ მინდა ეს მოხდეს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ნელ-ნელ მივყვეთ ყველაფერს და ჩვენი ამბავიც დავასრულოთ. გახსოვთ ალბათ, როგორ დაიწყო ყველაფერი. ამ ბოლო თავში მინდა, რომ ყველას გაგახსენოთ, როგორ განვითარდა ყველაფერი. არ ვიცი, როგორი წარმოგედგინათ ეს თავი, მაგრამ მე ვეცდები, რომ კარგი იყოს. შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, შეიძლება ბევრისთვის არაჩვეულებრივი იყოს და შეიძლება ზოგმა საერთოდ არც წაიკითხოს. ასე რომ, შეაფასეთ თქვენ. ნუ მოუსმენთ სხვას. ყველაფერი თქვენით გააკეთეთ და აუცილებლად მიაღწევთ დიდ, ლამაზ, არაჩვეულებრივ რაღაცებს, რაც თქვენ გაგაბედნიერებთ.
მოკლედ, პირველად მინდა გაგახსენოთ, როგორ შეხვდა ვიქტორია და ჰარი ერთმანეთს. ჰმ, ძალიან საინტერესო იყო. გეფიცებით იმ თავს, როცა ვწერდი ვიცინოდი, რადგან ვიცოდი ის გაბრაზება მხოლოდ წამიერი იყო. ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ვიცოდი, რომ მათ შორის ზიზღი კი არა ინტერესი წარმოიშვა. ერთმანეთისადმი ინტერესი.
"შუადღეც დადგა და ვიქტორია ლოგანთან ლანგრით ხელში წავიდა. მისი კაბინეტი პირველ სართულზე იყო. მისაღები უნდა გაგევლო, შემდეგ პატარა ჰოლი და მის კაბინეტთან მიხვიდოდით. სწორედ მისაღებში იყო ვიქტორია, როცა ვიღაცა ძლიერ დაეჯახა და ცხელი ყავა ზედ გადაავლო.
საშინლად აეწვა ის ადგილები, რომელზეც ცხელი ყავა ესხა. ლანგარი ძირს დაუვარდა და მაშინვე თავისი ზედა წინ გამოქაჩა, რომ ტკივილი შეემსუბუქებია. ის ვინც ვიქტორიას დაეჯახა ჰარი იყო. მთელი სისწრაფით ჩამორბოდა კიბეზე და სულ არ შეუმჩნევია ვიქტორია თავისი ლანგრით.
-ჯანდაბა მტკივნეულია - ამოიხვნეშა ვიქტორიამ და ზედა მოიცილა სხეულიდან. ოღონდ არ გაუხდია. ამას ვერ გააკეთებდა. მის წინ ჰარი იდგა.
-ძალიან გეტკინა? - კითხა ჰარიმ და მისკენ მიიწია. მაგრამ ვიქტორიან ზიზღიანი თვალებით შეხედა და უკან დაიხია. როცა უცნობი დაინახა გაუკვირდა. მაგრამ ისე ჭკვიანი იყო მალევე მიხვდა, რომ ის ლოგანის დისშვილი უნდა ყოფილიყო. თანაც მანამდე რამდენიმეჯერ იყო ის აქ ნამყოფი და შესაბამისად ახსოვდა კიდეც.
-შენი აზრით? - იცოდა, რომ ის ჰარი იყო, მაგრამ მაინც უხეშათ უთხრა. მაინც ვერ მიხვდა, როგორ ვერ დაინახა ის მომავალი. ბოლოს და ბოლოს არც ისე პატარაა, რომ ვერ შეემჩნია.
-ნუ ხარ უხეში - ამჯერად შეცვლილი ხმით უთხრა ჰარიმ. ხვდებოდა, რომ მალე გაბრაზდებოდა თუ ასე გააგრძელებდა ლაპარაკს.
ჰარი თავში კი ერთი კითხვა ტრიალებდა. ვინ იყო ეს გოგო? მხოლოდ მოსამსახურე. და როგორ ელაპარაკებოდა? ამან კიდევ უფრო გააბრაზა. გოგოს კარგად დააკვირდა. საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგონა იყო. ყავისფერი თმებით და თაფლისფერი თვალებით.
სიმართლე გითხრათ მათ შორის კარგი ურთიერთობა ნამდვილად არ დაიწყო. კუბიდონი ნამდვილად არ ჩამოფრენილა დედამიწაზე და მათ შორის ისრები არ უსვრია. მგონი პირიქით, პირდაპირ ეშმაკი დაესხა მათ თავს და ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ერთმანეთის მიმართ.
-როგორ არ უნდა ვიყო უხეში, როცა ახლახანს, ცხელი ყავა გადამასხი? - მრისხანეთ უთხრა ვიქტორიამ და ცოტა ხმამაღლაც მოუვიდა. მის ხმაზე, ლოგანი გამოვიდა ოთახიდან.
მან გაარკვია რაც მოხდა და ასე თქვა ჰარი ბოდიშს მოგიხდისო, მაგრამ ის არ იცნობდა მას. ის ისეთი ჯიუტი იყო, რომ ეთქვათ ჩამოგახრჩობთ თუ არ გადაუხდი ბოდიშსო, მაინც არ მოიხდიდა ბოდიშს. ამას ვიქტორია უფრო ადრე მიხვდა ვიდრე ლოგანი. ამიტომ მას ბოდიში მოუხადა ყავას თავიდან მოვიტან ოღონდ ჯერ გამოვიცვლიო და თავისი ოთახისკენ წავიდა.
ჰარიც ასევე მოიქცა ოღონდ იმის განსხვავებით რომ ბოდიში არ მოუხდია. ლოგანს ერთი გახედა და ვიქტორიას უკან გაყვა. გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ ის სწორედ თავისი ოთახის წინა ოთახში შევიდა. ნამდვილად არ მოეწონა ის ფაქტი, რომ მის წინ ეს უხეში გოგო იქნებოდა.
ვიქორიამ გამოიცვალა და ყავაც მიუტანა ლოგანს. ამ უკანასკნელმა მადლობა გადაუხადა. ზუსტად მაშინ როცა ვიქტორია გარედ გადიოდა ლოგანს შემოუბრუნდა და კითხა ცხენის წაყვანა თუ შეიძლებაო. მოგეხსენებათ ფერმაში ცხოვრობდნენ და ცხენებიც ყავდათ. ლიგანმა გაუღიმა და უთხრა ეს არც უნდა გეკითხაო.
გახარებულმა ვიქტორიამ წიგნი აიღო და თავისი საყვარელი ცხენისკენ წავიდა. ამჯერად გადაიფიქრა და ტბაზე აღარ წასულა. პირიქით უნდოდა ცოტა შორს ყოფილიყო, რომ არავის შეეწუხებია. განსაკუთრებით ჰარის. ასე ეგონა მასთან მაინც დავმეგობრდებიო, მაგრამ ამაოდ. პირიქით მოხდა. უკვე იჩხუბეს და დარწმუნებულიც არის, რომ მას არასდროს დაუმეგობრდება. "
მართლია ჰარის ეგონა, რომ არასდროს დამეგობრდენოდნენ, თუმცა ეს სიმართლეა. რა არა? ისინი ხოლოდ მეგობრები არ არიან. მეგობრები არაა ის სიტყვა რაც მათ აღწერს. ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი და ამას კარგად ხვდებიან. შეიძლება იმ მომენტში არა, როცა ჰარიმ ყავა გადაასხა ვიქტორიას, მაგრამ ახლა ნამდვილად.
მოკლედ, ამის შემდეგ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. სულ ვიძახდი, რომ იქნებ ეს მხოლოდ სიტყვებია... იქნებ ასე არ ხდებოდა.... ყოველთვის ვუსწრებდი წინ სიტუაციას და რომ ვხვდებოდი, რომ ძალიან შევტოპე, გავჩერდებოდი. ჩემ თავზეც მეცინება. ძალიან მიყვარს ეს ადამიანები და არ მინდოდა სხვას ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა, თითქოს მათ ერთმანეთი ძულდათ.
მოკლედ, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჰარიმ ვიქტორია ჯეიდთან წაიყვანა და ყველაფერი იმ მომენტიდან შეიცვალა. ჰარი მიხვდა, რომ ეს გოგო რაღაცით აჯადოებდა და ვერ მიმხვდარიყო რით. არა, ვიქტორია ამას ვერ აკეთებდა. ამას ის აკეთებდა, რასაც გული ქვია და ყოველთვის უადგილო ადგილას აძგერდება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გინდა, რომ შენი გრძნობები სხვამ გაიგოს.
"-ო ღმერთო ჰარი! ასე არასდროს გააკეთო - ისევ შეშინებული ვიქტორია ძლივს აზროვნებდა. ჰარი კი მასთან ძალიან ახლოს მივიდა. ხელები წელზე შემოხვია და მასთან მიიზიდა. ვიქტორიას სუნთქვა შეეკვრა.
-გპირდები არ გავიმეორებ - ხშირი სუნთქვით უთხრა ჰარიმ. ვიქტორიას ჰარი შეხებიდან უკვე სუნთქვა არ შეეძლო, ამიტომ მხოლოდ თავი დაუქნია. ჰარი კი გამალებით აშტერდებოდა თვალებში. მზერას წამითაც არ აშორებდა.
-ძალიან მინდა, რომ გაკოცო - ამოიოხრა ჰარიმ და გოგონას თვალებიდან ტუჩებზე დახედა. ვიქტორიას სუნთქვა შეეკრა. წამით გული გაუჩერდა და ძალიან სწრაფად დაიწყო ცემა.
-ხელს არაფერი გიშლის, ჰარი - ჩუმათ ჩაიჩურჩულა გოგონამ და მანაც შეხედა ჰარის ტუჩებს.
ჰარიმ კიდევ ერთხელ მიიზიდა ვიქტორია უფრო ახლოს. მათ შორის სანტიმეტრიღა იყო დაშორება და ეს სანტიმეტრიც გაქრა, როცა ჰარიმ ვიქტორიას ტუჩებს თავისი შეახო. ორივე ადამიანის გული საოცრად სწრაფად ძგერდა. ამას ორივე გრძნობდა. ისე ახლოს იყვნენ, რომ ერთმანეთის გულის ცემასაც გრძნობდნენ და იმ სიამოვნებასაც რასაც კოცნის დროს განიცდიდნენ.
ორივე ერთმანეთით შეპყრობილი იყო. ორივეს საოცრად მოსწონდა ერთმანეთი და ორივემ ზუსტად იცოდა, რომ დღეიდან ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. "
ალბათ გაგეღიმათ, რადგან ეს მომენტი გავიხსენე. რა ვქნა? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ეს. მათი პირველი კოცნა იყო. მაშინ ვთქვი ერთმანეთის გულისცემას გრძნობენ მეთქი. არ ვიცი ახლაც ვერ აგიღწერთ მაშინ ისინი რას გრძნობდნენ. უბრალოდ ვერ გადმოგცემთ. იმას გეტყვით, რომ ორივე ძალიან ბედნიერი და ამასთან შოკირებული იყო.
იმ საღამოს, როცა სახლში დაბრუნდნენ პირველი იმაზე დაფიქრდნენ თუ სადამდე მივიდა მათი ურთიერთობა. ჯერ როგორ დაიწყო და მერე, როგორ გაგრძელდა. ხო, არც პირველი შეხვედრა იყო უბრალო და არც პირველი კოცნა. მათ, რომ კითხოთ ახლაც გეტყვიან მაშინ როგორ მოხდა ყველაფერი. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მათთვის მნიშვნელოვანია.
"-ის გაიტაცეს - თქვა ლოგანმა და ჰარის გახედა.
შოკი და ტკივილი
აი, სწორედ ეს იგრძნო ჰარიმ. არ იცოდა რა ექნა. ვერაფერს ამბობდა, გული გაეხლიჩა. ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ გოგონა საფრთხეშია. თუ აქამდე იმ პაწაწინა იმედს ეყრდნობოდა, რომელიც გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით იყო, ახლა ის იმედიც გაქრა და შიშმა ყველაფერი მოიცვა. თავის ტვინში ყველაფერი წრიალებდა. სხვადასხვა აზრი იბადებოდა და ქრებოდა, მაგრამ ერთი მუდმივი იყო.
ვიქტორია უნდა ეპოვა"
აი, აქ იყო პირველი შიში. შიში იმისა, რომ ერთმანეთს დაკარგავდნენ. მაშინ არ დავწერე, მაგრამ ახლა გეტყვით, რომ ვიქტორიაც იგივეს განიცდიდა. ეშინოდა, რომ ჰარის ვეღარ ნახავდა იმიტომ, რომ უკვე იყო მასზე დამოკიდებული. ისევე, როგორ ჰარი ვიქტორიაზე. ამიტომ იყო შიში ყველგან გაბატონებული. მაგრამ იცით, რომ ისევ ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა.
გეგმა, რომელიც ჰარიმ დაგეგმა ძალიან მარტივი იყო. შიგნით შევიდოდა და სპეციალურად დააჭერინებდა მტრებს თავს, რომ ვიქტორიამდე მისულიყო და შიგნიდან გამოეღწიათ. სწორედ ასე იყო. ჰარის უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდებოდა ეგონა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, ძალიან ადვილად გამოაღწიეს.
"-მიყვარხარ, ვიქტორია - ჩურჩულით უთხრა გოგონას.
ვიქტორია გაფართოებული თვალებით მიაშტერდა. ხმას ვერ იღებდა. არც იყო საჭირო უბრალო სიტყვებით გაეფუჭებინა ეს მომენტი. სრულიად გადაავიწყდა ხელის ტკივილი. ხელები აღმართა და მთელი ძალით მოეხვია ბიჭს.
ჰარი გვერდით მიუწვა გოგონას და ხელებით მისკენ მიიზიდა. ვიქტორიამ თავი კისერში ჩაურგო და მშვიდად სუნთქვა გააგრძელა. თავის ყურებს კიდევ არ უჯერებდა. ეგონა სიზმარში იყო. ასე ეგონა თვალს თუ გაახელდა აუცილებლად გაქრებოდა ჰარიც და მისი სიტყვებიც, მაგრამ ჰარის ძლიერი შეხებები აგრძნობინებდა, რომ სიზმარში არ იყო. ჰარის უყვარდა.
ჰარის ვიქტორია უყვარდა.
ვიქტორიას ჰარი.
-მიყვარხარ, ჰარი - ჩურჩულით უთხრა ვიქტორიამ და კისერზე ნაზად აკოცა. "
ეს ჩემი საყვარელი მომენტია. ალბათ ძალიან მოულოდნელი იყო, არა? მე პირადად არ მეგონა ასეთ სიტუაციაში თუ დავწერდი, მაგრამ მგონი ზუსტი დრო იყო. ძალიან მომწონს ჰარის დამცველობითი პოზიცია. თქვენ? დარწმუნებული ვარ თქვენც. ერთმანეთი მართლა ძალიან უყვართ. მაშინაც, ახლაც და მერეც. ყოველთვის ასე იქნება.
ამ დროს ვიქტორიას ეგონა სიზმარში იყო. ჰარის კი გული გამალებით უცემდა, რადგან ვიქტორიამ პასუხი დააგვიანა. რა ექნა? შოკში იყო. უთხრეს ის, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა, რადგან ეგონა ყველა გრძნობა ფუჭი იყო. ამიტომ, როცა ჰარის პასუხი უთხრა, ბიჭმა თვალები დახუჭა და ისე ამოისუნთქა ფილტვებიც თან ამოაყოლა. ძალიან მოეწონა ეს გრძნობა. მოეწონა, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია.
ასე რომ, ყველაფერი შვენივრად წავიდა. ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, რადგან მათ ერთმანეთი ყავდათ. მაგრამ...
"-მამაჩემის სახელი გავიგე ის... მას ქვია... - გოგონამ ამოიხვნეშა და აკანკალებული ხმა ამოუშვა თან. ცრემლები მოდიოდა, გული სწრაფად უცემდა, ფეხებში სისუსტეს გრძნობდა.
-რა ქვია? - ამოისუნთქა ჰარიმ
-ის... ჯანდაბა... მას ქვია... - თვალები მაგრად დახუჭა - ღმერთო ჩემო! მას ქვია ნიკ მაკარტნი
სიჩუმე ჩამოწვა. დაძაბულობა მაშინვე გაბატონდა მთელ ოთახში, როცა ვიქტორიამ თავისი მამის სახელი თქვა. ჰარიმ თმაში ხელი შეიცურა და ვიქტორიას ზურგი აქცია. გოგონამ თავი ჩაქინდრა და თვალები მაგრად დახუჭა. მხოლოდ გაქრობა უნდოდა. არ უნდოდა ახლა აქ, ამ სამყაროში, ეცხოვრა. არც ის უნდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო.
ტკივილი, გაბრაზება და უმწეობა იგრძნო ჰარიმ. ტკიოდა, რადგან მამამისის მკვლელი იმ ადამიანის მამა იყო, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. გაბრაზდა, რადგან ამდენ ადამიანში მაინცდამაინც ვიქტორია აღმოჩნდა თავისი დაუძნებელი მტრის შვილი. უმწეო იყო, რადგან არ იცოდა რა გაეკეთებია. არ იცოდა საერთოდ, როგორ მოქცეულიყო. გამგმირავი ტკივილი მთლიანად გაბატონებულიყო მის სხეულში. "
ღმერთო ჩემო! ყველაზე დაძაბული მომენტი იყო. ჰარი ტკივილს გრძნობდა. ეს არ იყო უბრალო ტკივილი, ეს... არ ვიცი. ვერ გეუბნებით, რადგან სიტყვებს ნორმალურად ვერ ვპოულობ. ძალიან ცუდად იყო. არც ვიქტორია არ ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში. მაშინ უბრალოდ სიკვდილი უნდოდა. იცით, რამდენჯერ დაწყევლა თავისი დაბადების დღე? ალბათ მილიონჯერ.
მაშინ ნამდვილად იფიქრებდით "ალბათ დამცინით არა?", ხო, ვიცი დაძაბულობა დიდი იყო. ალბათ, თქვენც შოკში იყავით, როცა მარიამ ვიქტორია უთხრა ნიკია მამაშენიო. ხოო, ვფიქრობ სწორედ ამან განაპირობა მოვლენების ასე საინტერესოდ გაგრძელება. თან არც მარიასთვის იყო მთლად ადვილი ამის თქმა. წარმოიდგინეთ მისი გულისთვის თავის შვილს მომავალს უფუჭებდა.
ჰარი ძალიან ცუდად იყო. რა უნდა ექნა. ასე უბრალოდ ვერ გადააბიჯებდა ყველაფერს. შოკში იყო. ცდილობდა დაევიწყებინა, მაგრამ მისთვის ძნელი იყო. თანაც ის ბიჭია და ასე ადვილადაც ვერ პატიობს ყველას ყველაფერს. მხოლოდ ოი აზრი უტრიალებდა თავში, რომელიც ერთმანეთს ებრძოდა. პირველი ის, რომ ვიქტორა თავისი დაუძინებელი მტრის შვილი იყო. მეორე ის, რომ თავისი დაუძინებელი მტრის შვილი თავზე მეტადაც კი უყვარდა.
"როდესაც ვიქტორიას მიუახლოვდა, მაშინვე ხელი წელზე მოხვია და ძლიერად მიიკრა გულზე, ცხვირი გოგონას თმაში ჩარგო. ვიქტორიამ ამოიოხრა. სიმშვიდე იგრძნო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ საყვარელი ადამიანის ერთ ჩახუტებას რამხელა ძალა გააჩნია. ეს ნებისმიერ წამალზე უფრო ძლიერია.
-აღარ შემიძლია ჰარი. მეტი აღარ. მე უბრალოდ ძლიან მჭირდები - ქვითინით უთხრა გოგონამ და უფრო აეკრო ჰარის. ბიჭმაც მოუჭირა ხელი და თავზე აკოცა.
-ჩშშ... - ჰარიმ ვიქტორია ოდნავ მოიცილა ისე, რომ შუბლი შუბლზე მიადო და თვალებში ჩახედა.
-ძალიან მიყვარხარ ვიქტორია. სხვა არაფერს არ აქვს მნიშვნელობა - ჩაიჩურჩულა ჰარიმ. ვიქტორიას არაფერი არ უთქვამს. უბრალოდ ფეხისწვერებზე აიწია და ჰარის ტუჩებს ძლიერად დაეწაფა."
ჰარის თავში ორი ფიქრის ბრძოლაში გამარჯვებული გამოვლინდა. ჰარიმ აირჩია ის ადამიანი, რომელიც თავზე მეტად უყვარდა და ახლა მის გვერდითაა. ასე რომ, ყველაფერი მშვენივრად წავიდა. მართალია ამ ყველაფერს დრო სჭირდება, მაგრამ ცხოვრებაში მთავარია მოითმინო და ყველაფერი მოგვარდება.
"ეს ვიცი, მაგრამ აქ იმისთის მოგიყვანე, რომ ბოდიში მოგიხადო - ვიქტორია გაოცდა. აქამდეც ფიქრობდა, რომ ნიკში რაღაც შეიცვალა, მაგრამ ახლა ამაში უფრო რწმუნდება. მართალია ის ბოლომდე არ შეცვლილა, მაგრამ თითქოს ცდილლობს, რომ გამოსწორდეს.
-ბოდიში? - ჩუმად იკითხა ვიქტორიამ.
-ხო, ვიცი, რომ სასტიკად მოვიქეცი. უკანასკნელი ვით ვიქცეოდი, მაგრამ ძალიან ვიყავი გაბრაზებული იმაზე, რომ ჰარი გამოჩნდა - გოგონას, ჰარის სახელის ხსენებაზე, ტკივილმა შეომუტია. ახლა ყველაზე მეტად მისი სახელის ხსენება ტკენდა გულს.
-ჰარი რა შუაშია? - იკითხა ვიქტორიამ.
-ის ტომის შვილია. ტომი კი ადამიანი, რომელმაც ჩემი დისშვილი მოკლა. ეს ძალიან ძნელი იყო. ის ჩემი შვილივით იყო. ფაქტობრივად მე აღვზარდე და ასე ადვილად გამომაცალეს ხელიდან - ნიკმა ამოიოხრა. მის თვალებში ტკივილი დამკვიდრდა, რასაც ვიქტორია ხედავდა. უბრალოდ იცოდა რომ ნიკი მართალი იყო. შურისძიებას და მკვლელობას არ ამართლებდა, მაგრამ ტკივილი ბევრ ცუდ რამეს გვაკეთებინებს ადამიანებს. იცოდა რომ მამამისი იყო და პატიებაზე ფიქრის დაწყებას ცდილობდა, მაგრამ ეს ასეთი მარტივიც არ იყო.
-კი, მაგრამ შენ ტომი მოკალი. მეტი რაღა გინდოდა? ჰარისგან რა გინდოდა? - ზიზღით თქვა ვიქტორიამ. ის ფაქტი, რომ ნიკმა ტომი მოაკვლევინა გულს ურევდა.
-მეგონა ის ისევ გააგრძელებდა მტრობას. ამასთან კიდევ არ მქონდა ის ზიზღი გამქრალი რასაც „სტაილსების“ მიმართ ვგრძნობდი
-ეს არ გამართლებს ნიკ! შენ არც კი გიკითხავს ვინმესთის რატომ მოვიდა ჰარი და საერთოდ რა მიზნები ჰქონდა მას - ვიქტორია ნერვებს ძლივს აკონტროლებდა. ცხოვრებაში უსამართლობას ვერ იტანდა. ახლა კი ეგონა, რომ სწორედ უსამართლობის წინაშე იდგა.
-ვიცი, მაგრამ მათზე ძალიან ვიყავი გაბრაზებულია. ვიქტორია მე მართალა არ ვიცოდი შენზე"
ნიკსაც მინდა შევეხო. ის კარგი კაცია. მართლა ყველაფერი გააკეთა იმისთის, რომ უკეთესი ცხოვრება გაეგრძელებინა. მაშინ, როცა მარიამ პირველად ვიქტორიაზე უთხრა, ეს მისთვის ყველაზე ბედნიერი და ყველაზე უბედური დღე იყო. ბედნიერი იმიტომ, რომ შვილი ყავდა ადამიანიდან, რომელიც უყვარდა და უბედური იმიტომ, ტომ იმ ერთადერთ სიყვარულს და იმ ერთადერთ შვილს კარგავდა.
ვიქტორია კარგად მოიქცა, როცა ნიკს აპატია. ეს არ იყო ბოლომდე პატიება, რადგან არის ზოგირთი რამ, რასაც ბოლომდე ვერ აპატიებ, მაგრამ ნიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არაფერი ცუდი აღარ გაუკეთებია. ყველაფერს პატიოსნებით აკეთებდა და მისი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა. ეს მარიას დამსახურებაა. მაშინ უთხრა წარსულს თავი დაანებეო და ნიკმა ეს ყველაზე კარგად გაიგო. ამასთან მაშინ რესტორანში ვიქტორიას უკეთ ნახვის შემდეგ მიხვდა, რომ უბრალოდ ახლიდან უნდა დაეწყო ყველაფერი და იმ სისულელე შურისძიებისთვის ხაზი უნდა გადაესვა. ხოდა ასეც მოიქცა. ამიტომაცაა ახლა ყველაფერი კარგად.
დაბოლოს, არ შემიძლია უბრალოდ ის მომენტი არ გავიხსენო. გამოსაშვები საღამო. მაშინ ჰარი შოკში იყო. უბრალო გოგონა, ძეციურ არსებას გავდა. ძალიან ლამაზი იყო. ჰარი გრძნობდა დიდი ოდენობის სიამაყეს. ამაყი იყო იმით, რომ ეს გოგო მხოლოდ მას ეკუთვნოდა. სიცოცხლეს ერჩივნა და თავზე მეტად უყვარდა. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ვიქტორიაც სწორედ ამას განიცდიდა.
"-ხომ იცი, რომ მხოლოდ ჩემი ხარ? - ყურში ჩაჩურჩულა ჰარიმ ვიქტორიას მაშინ, როცა მშვიდ, წყნარ სიმღერაზე ცეკვავდნენ. გოგონამ ჩიცინა და ჰარიმ ყელში აკოცა. ბიჭმა მომენტალურად დახუჭა თვალები.
-ვიცი - ამოიჩურჩულა და თავი კისერში ჩაურგო. მუსიკაზე ნელა ირწეოდნენ.
-მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ყველაზე ლამაზი მყავხარ - ჰარიმ ჩაიფრუტუნა. გოგონას სიცილი აუტყდა. ჰარიმ ოდნავ მოიცილა ვიქტორია და ტუჩებით ნელა შეეხო.
-მიყვარხარ - ჩუმად თქვა კოცნის დროს ჰარიმ და ვიქტორიას თვალებში ჩახედა. გოგონამ ეშმაკურად გახედა.
-დამიმტკიცე - არ სჭირდებოა არანაირი საბუთი, მაგრამ ახლა თამაშის ხასიათზე იყო.
-მიყვარხარ - დაიყვირა ჰარიმ ისე ხმამაღლა, რომ გარშემო მყოფებმა მაშინვე გაიგონეს. ეს გასაკვირი არ არის. ჰარიზე ალკოჰოლო მოქმედებდა და ასეთი პატარა სისულელეების გაკეთება შეეძლო. ვიქტორიას ლოყები მაშინვე აუწითლდა და ჰარის კისერში თავი ჩარგო.
-ახლა გჯერა? - სიცილით კითხა ჰარიმ.
-აბსოლიტურად - კიდევ ერთხელ აკოცა ვიქტორიამ კისერში - მეც მიყვარხარ - ამოიჩურჩულა და ცეკვა განაგრძნეს. "
მათ გაუძლეს ყველაფერს. იმაზე მეტად უყვართ ერთმანეთი, ვიდრე ნებისმიერ სხვას. ამ მოთხრობით უბრალოდ მინდოდა მეჩვენებია, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს. ცხოვრებაში ზოგჯერ დაეცემი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რისთვისაც დაეცით, თავიდან არ უნდა გაიმეოროთ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ არ უნდა დანებდეთ. არავითარ შემთხვევაში. ერთხელ დანებდები? დარწმუნებული იყავი, რომ მეორედ ვერაფერს ვეღარ მიაღწევ. ეს დაუშვებელია.
თუ ფეხს წამოკრავთ და დაეცემით, ისე უნდა ადგეთ, თითქოს არც არაფერი მომხდარა და გზა განაგრძნოთ. თუ გეყვარება და სხვას უბრალოდ პატარა სიკეთეს მაინც აუკეთებ, დარწმუნებული იყავი, რომ უკან აუცილებლად მოგიბრუნდება. მგონი გზიდან გადავუხვიე არა?
ყოველ შემთხვევაში, მინდა გითხრათ, რომ ყოველ თქვენგანს ვუსურვებ ისეთ ძლიერ და მყარ სიყვარულს, როგორიც ჰარის და ვიქტორიას ქონდათ.

-----------------------
დავამთავრე ეს ისტორიაც <3 ბოდისით რომ გალოდინეთ უბრალოდ გასული ვიყავი ქალაქიდან და იქ ვერ ვწერდი ^_^ იმედია მოგეწონებათ *_* მიყვარხართ მე თქვენ love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent