შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის (ნაწილი პირველი)


27-07-2016, 00:40
ავტორი sophiaa
ნანახია 1 314

ნაწილი პირველი
ცხოვრების 17 წელი ისე ვიცხოვრე პატარა პრობლემაც კი არ მქონია. შემდეგ ჩემს სიყავარულს შევხვდი და ყველაფერი შეიცვალა. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ახლა 70 წლის ასაკში რატომ მომინდა თქვენთვის ამის მოყოლა. ალბათ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ძალიან გაუკვირდებათ. ჩემი ახალგაზრდობის პერიოდში ევროპაში სწავლა ნამდვილი სასწაული იყო. მე როგორც თავდაცვის მინისტრის ერთადერთი ქალიშვილი აუცილებლად უნდა წავსულიყავი საფრანგეთში სასწავლებლად მაგრამ ერთი პრობლემა იყო.......
მოდი 53 წლით უკან დავბუნდეთ:
17 წლის ვიყავი როდესაც მამა მინისტრად დანიშნეს. ჩვენს სახლში კი ერთმა საშუალო ასაკის ქალმა დაიწყო მოახლედ მუშაობა. ქალბატონი მანანა ძალიან მიყვარდა. მუშაობის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში მისი ბიჭი გიორგი დაბრუნდა ჯარიდან. 19 წლის ბიჭი ძალიან სიმპათიური იყო ან მე მეჩვენებოდა ასე რადგან ჩემს სიცოცხლეში პირველად შევხვდი ბიჭს რომელთანაც შემეძლო ისეთი ვყოფილიყავი როგორიც სინამდვილეში ვარ და არა მდიდარი გოგონა. მახსოვ პირველად რომ შევხვდი
-გამარჯობათ, მე გიორგი ვარ თქვენ ალბათ თინათინი ხომ?
-გამარჯობათ, უბრალოდ თინა
დედაჩემი ვერ იტანდა როდესაც ვიძახდი რომ თინა მერქვა.ამიტომ ამ სახელს არავის ვეუბნებოდი მაგრამ ახლა ეს ბიჭი ისე მომეწონა რომ თავი ვერ შევიკავე. საკმაოდ მკაცრი ქალი იყო, უყვარდა როდესაც ეტიკეტს ვიცავდი
-სასიამოვნოა თინა შენი გაცნობა, მგონი არ უნდა გელაპარაკებოდე ხომ?
-რატომ? რატომ არ უნდა მელაპარაკებოდე?
-შენს თავს შეხედე მდიდარი და ლამაზი ხარ, მე კი უბრალო მოახლის ბიჭი
-იცი რას გეტყვი? არ აქვს მნიშვნელობა ვისი შვილი ხარ მოახლის თუ მინისტრის მთავარია ადამიანი იყო
ჩემს სიტყვებზე ცოტა გაოცება დაეტყო. ალბათ ეგონა ყურადღებას არ მივაქცევდი. ვერ ვიტან ასეთ საქციელ, მეზიზღება ასე მოქცევა
-კარგი თინა ნუ ბრაზდები, მე უბრალოდ ავღნიშნე. არ გინდა ამ საღამოს გავისეირნოთ?
მე მეგონა მომესმა. ჩემთვის არასდროს არავის შემოუთავაზებია სადმე გასეირნება. მე მეგობარიც კი არ მყავს. ღმეთო დიდებულო ეს რომ დედაჩემა გაიგოს ნამდვილად მტკვარში დამახრჩობს და გიორგისაც მომაყოლებს.
-კარგი მაგრამ არავინ არ უნდა გაიგოს
-კარგი, დაახლოებით საღამოს 10ისთვის სამზარეულოს უკანა კართან ვიქნები
ოთახში ფრენით ავედი. ასე მეგონა უბრალოდ გასეირნება კი არა ცოლობა მთხოვეს. თავიდან რაიმე დიდებული კაბის არჩევა დავიწყე მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს ზედმეტი იქნებოდა. ამიტომ უბრალოდ კუბოკრული კაბა ჩავიცვი. თმა გავიშალე. თუ წესების დარღვაა ბოლომდე დავარღვევ. თმების გაშლა სასტიკად მეკრძალებოდა. შიშსგან კინაღამ ვიკივლე როდესაც ოთახის კარზე დედამ დააკაკუნა. თმები სწრაფად ავიწიე
-თინათინ? კარგად ხარ?
-დიახ დედა, რამე გინდოდა?
-ანერვიულებული მეჩვენები, რამეს ხომ არ მიმალავ? იცოდე.....
-არა დედა არაფერი არ მომხდარა, წიგნს ვკითხულობდი
-კარგი, მომისმინე ხვალ მამას სერიოზული შეხვედრა აქვს ამიტომ დილით ადრე მოემზადე
-ვისთან აქვს შეხვედრა?
-ამას ხვალ გაიგებ, მაგრამ იცოდე შენთვისაც მნიშვნელოვანია. უკვე ცხრა საათია მალე დაწექი
როგორ მომბეზრდა ამ ქალის რეჟიმი. უკვე ყელში ამომივიდა ყველაფერი. მალე ალბათ ყველაფერი შეიცვლება. დავიცადე სანამ დედა ოთახში შევიდოდა, თმა ისევ გავიშალე და სამზარეულოში ჩავედი.
-გიორგი? აქ ხარ?
-თინა, ჩუმად აქეთ წამოდი
სიბნელეში გზა გავიკვლიეთ და გარეთ გავედით. ეზოს პატარა ლამპიონები ანათებდნენ. გიორგის ცისფერ თვალები ახლა უკვეთ დავინახე.
-მეგონა არ მოხვიდოდი. თინა მაპატიე უბრალოდ ჩვენ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა
ასეთი თამამი არასდროს ვყოფილვარ. მთელი ცხოვრება ჩრდილში ვიდექი. მილიონ ადამიანს ვიცნობ მაგრამ არცერთ მათგანს პატივს არ ვცემ. ახლა ერთი სურვილი მქონდა. თითის წვერებზე ავიწიე და გიორგის ტუჩებში ვაკოცე. ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, ზუსტად ასე წარმომედგინა. გიორგიმ ხელები წელზე მომხვია და კოცნაში ამყვა
-თინა? დარწმუნებული ხარ? ვინმემ რომ დაგვინახოს?
-არაუშავს, გიორგი ასეთი რამ პირველად გავაკეთე, მაპატიე. ძალიან მრცხვენია
-ღმეთო თინა, შენ არაჩვეულებრივი გოგო ხარ, რა გაპატიო? პირიქით ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ასეთი კარგი კოცნა მაჩუქე
ვიცი რომ არასწორად ვიქცევი. ვიცი რომ დაუშვებელია რამოდენი საათის გაცნობილ ბიჭს კისერზე ჩამოეკიდო მაგრამ თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ. პირველად შევხვდი ბიჭს რომელსაც ოფიციალური სამოსი არ ეცვა, პირველად შევხვდი ბიჭს რომელიც თინას მეძახდა. ძალიან რთულია თავის შეკავება.
-გიორგი ჩემს ოთახში უნდა დავბრუნდე. დედამ რომ გაიგოს ოთახში არ ვარ მომკვლავს
-კარგი პატარავ ძილინებისა
წასვლა დავაპირე მაგრამ წელზე ხელი მომკიდა და მაკოცა. არ მახსოვს ოთახში როგორ დავბრუნდი, ბედნიერებისგან თავბრუ მეხვეოდა. მეორე დილით ძალიან ადრე ავდექი და მუქი წითელი კაბა შევარჩიე. დედამ გამაფრთხილა რომ დღის 12საათზე სტუმრები უკვე აქ იქნებოდნენ. პირველ სართულზე ჩავედი
-თინათინ არაჩვეულებრივად გამოიყურები
-მადლობა დედა, შენც ასევე
არასდროს მითქვამს დედასთვის კომპლიმენტი პირველს ეს უზრდელობა იყო. არასდროს მიკოცნია მისთვის ლოყაზე მაგრამ როდესაც ჩემს ცრემლიან თვალებს ხედავდა ყოველთვის თვითონ მკოცნიდა. ჩემთვის საუკეთესო დედა იყო. არ ვამტყუნებ რომ ასე მექცევა მას ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა.
-ქალბატონო მარიამ სტუმრები მოვიდნენ
დედაჩემი სწრაფად წამოდგა ფეხზე. მისი სახელი მარიამი ძალიან მომწონდა. მის სილამაზეს ხაზს უსვამდა. ჩვენი სტუმრები საშუალო ასაკის ქალი და მამაკაცი აღმოჩნდა და ალბათ მათი შვილი ჩემზე ერთი ორი წლით დიდი ბიჭი
-გამარჯობა ზურაბ, გამარჯობა მარიამ. ეს ალბათ ჩვენი თინათინია ხომ?
-დიახ ბატონო შალვა ჩემი ქალიშვილი თინათინია
-ძალიან ლამაზია. ეს ჩემი ვაჟია ლაშა
ათი წუთი გაცნობა მიდიოდა. ლამის გული წამივიდა. ასეთი „მატრაკვეცა“ ხალხი მე ჯერ არ მინახავს. სამზარეულოს კართან გიორგი დავინახე. თბილად გამიღიმა.
-ზურაბ, ძალიან მომწონს თქვენი გოგონა იმედი მაქვს ის დს ჩემი ვაჟი დაახლოვდებიან
-თინათინ არ გინდა ლაშას ჩვენი ბაღი ანახო?
აი ხო ზუსტად მაგაზე ვოცნებობდი. ამ ლობიო გიდობაღა მაკლდა
-რათქმაუნდა წამობრძანდით
ასეთი უღიმღამო ბიჭი მე ჯერ არ მინახავს. გიორგის საპირისპირო ადამინი იყო
-თინათინ ვიცი რომ სულაც არ გსიამოვნებს ეს
-უბრალოდ თინა, არა რატომ?
-კარგი რაა, დებილი ხომ არ ვარ. ვიცი რომ არ მოგწონვარ
-მგონი ნაადრევ დასკვნებს აკეთებ
ნაადრევს კი არა ზუსტად ათიანში მოარტყა
-იცი რომ მამაჩემის სურვილია მე და შენ დავქორწინდეთ
-კარგი რაა რომელი საუკუნეა? მე გარიგებით არ გავთხოვდები
-ანუ თანახმა არ ხარ? აი მე ძალიან მინდა შენი ცოლად მოყვანა



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ragac gansxvavebuliaaa ♡♡gaargdzelee da malee dade axali tavii ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent