შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბოლოო არაფერია (სრულად)


28-07-2016, 21:27
ავტორი გვანცაა
ნანახია 3 215

- ყვავილები გიყვარს? (ბიჭი)
- კიი როგორ არა.. (გოგო)
- ვარდებს გაჩუქებ :)
- არ მიყვარს ვარდები :/
- რატომ?
- ვარდი სიკვდილია!
- კი მაგრამ ვარდი ხომ სიყვარულის სიმბოლოა?!
- ვისთვის როგორ!
- აბა რომელი ყვავილი მოგწონს?
- გვირილა.
- რატომ?
- გვირილა ბედნიერებაა!
- უცნაური ხარ.
- მადლობ.
- ეს კომპლიმენტი არ ყოფილა.
- ვიცი :)
უხერხული სიჩუმე
- ცხოველები მოგწონს? (ბიჭი)
- კიი, მაგრამ მხოლოდ ერთი.
- რომელი?
- ბეჰემოტი.
ბიჭს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა
- რატომ ბეჰემოტი?
- მოუხერხებელია, მაგრამ კეთილი.
- რა იცი? იქნებ ბოროტია?
- ვიცი!
თქვა გოგომ და წარმოსახვაში ჩაიძირა. ბიჭი მიხვდა რომ ზედმეტი იყო, მიხვდა რომ გოგოს თავისი სამყარო ჰქონდა და ეს მას არ ესმოდა.. ვერ სწვდებოდა მის სიღრმავეს და სილამაზეს. ბიჭი ადგა და წამოვიდა. გოგო დაეწია.
- რატომ წახვედი?
- მივხვდი რომ ზედმეტი ვიყავი.
- რატომ იფიქრე ასე?
- იმიტომ რომ შენ მე კი არა, შენს თავს უფრო ელაპარაკებოდი.
- ბოდიში, მე უბრალოდ ასეთი ჩვევა მაქვს.
- რა საჩუქარი იქნებოდა შენთვის ყველაზე ფასეული?
- თუ მაჩუქებდი შენი ოცნებიდან ერთერთს.
ბიჭმა ვერ გაიგო გოგოს ნათქვამი და თავი ჩახარა. მერე საშინელმა ტკივილმა დაუარა სხეულში და ორი წუთის შემდეგ თავი მძიმედ ასწია.
- მე უნდა წავიდე.
- კარგი :) მე აქ დავრჩები .
ეს თქვა და გოგო მიუბრუნდა თავის კუთვნილ ადგილს. დაჯda და ოცნებას მიეცა. ეს ერთადერთი ადგილი იყო სადაც ვერავინ იპოვიდა ამ ბიჭის გარდა. ბიჭი წავიდა, ერთი კვირა არსად გამოჩენილა. გოგონა ფიქრობდა, ნერვიულობდა, ენატრებოდა ბიჭი, რომელმაც მისი საყვარელი ადგილი იცოდა. ერთადერთი რომელიც განსხვავებული იყო ყველასგან. ელოდა რომ გამოჩნდებოდა მაგრამ ბიჭი არ ჩანდა, გოგო ნელნელა იმედს კარგავდა, პესიმისტი ხდებოდა. ნელნელა მისი ოცნებებიც იკარგებოდა, წარმოსახვა ქრებოდა და იმ სამყაროში სადაც აქამდე იყო ხოლმე დგეები ჩაფლული მხოლოდ და მხოლოდ ცალი თვალითღა იჭყიტებოდა. თავის საყვარელ ადგილს აღარც ეკარებოდა. ნელნელა ყველაფერი დაივიწყა. მისი ოცნებები და სამყარო ბიჭთან ერთად გაქრა. ბიჭის გაუჩინარებიდან ერთი წლის თავზე, ანუ იმ დღის სწორს როდესაც ბიჭი პირველად და უკანასკნელად ნახა, ისევ მივიდა და ზუსტად იქ დაჯდა სადაც მაშინ იჯდა. ნაკადულის პირას იჯდა გოგონა და ფიქრობდა თუ რა ლამაზი იყო ტყე, რა სასიამოვნოდ ჟღურტულებდნენ ჩიტები და რა საამურად მოჩუხჩუხებდა ნაკადული. და რატომღაც ამ ნაკადულს გვირილები მოჰქონდა. გოგონა ითვლიდა გვირილებს. ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი.. ხუთი.. ექვსი.. შვიდი.. რვა.. უცებ ღუღუნი შემოესმა და ფეხზეც ვიღაც გაეხახუნა. პატარა ცხოველი იყო, ძალიან პატარა, საყვარელი და ლამაზი. აიყვანა ხელში და ფერება დაუწყო. ახლადაბადებული იყო პატარა ყურპარტყუნა ცხოველი, ჯერ ბალანიც არ ამოსვლოდა და ძლივს დადიოდა. ნაცნობი სასიამოვნო ხმა მოისმა გოგოს ზურგსუკნიდან.
- ბეჰემოტის ახლადაბადებული შვილია.
- რატომ? რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? :)
- შენ გვირილები გიყვარს, ბეჰემოტებიც.. შეგიძლია ჩათვალო რომ საჩუქარია.
- არ ჩანდი. რატომ?
- იმიტომ რომ ვერ შევასრულე საკუთარ თავთან დადებული პირობა.
- რა პირობა მიეცი შენს თავს ?
- რომ რაც გენდომებოდა იმას გაჩუქებდი.
- კი მაგრამ მაშინ არ შეგეძლო გვირილების ჩუქება? ბეჰემოტისთვის ძალიან დიდი მადლობა!
- გგონია ახლა შევასრულე ეს პირობა? გგონია ახლა მოსვენებას მაძლევს ეს?
- ხომ მაჩუქე?
- არა მე ის ვერ გაჩუქე რაც შენთვის ყველაზე ღირებული იყო!
გოგოს წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ლაპარაკობდა ბიჭი. მან მისი სახელიც კი არ იცოდა, მაგრამ ადრეც და ახლაც ყოველ მასთან შეხვედრისას განსაკუთრებული გრძნობა უჩნდებოდა. გული გამალებით უცემდა. მაგრამ ვერ გაეგო რატომ?!
- რას გულისხმობ?
- შენ მითხარი რომ შენთვის ყველაზე ღირებული იქნებოდა თუ გაჩუქებდი ჩემი ოცნებებიდან ერთერთს.
ენა ჩაუვარდა გოგოს, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო. ამის გამო რატომ წავიდა ბიჭი. ვერ ხვდებოდა რატომ წარმოადგენდა ამდენ რამეს მისთვის. ან რატომ არ აჩუქა თუ ასე ნერვიულობდა ამაზე?
- მე მაქვს ერთადერთი ოცნება! და ეს ვერ გაჩუქე.
დამწუხრებით ჩაილაპარაკა ბიჭმა. გოგოს ძალზე გაუკვირდა.
- რატომ?
- იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი ოცნება შენ ხარ!
მკაფიოდ და გარკვევით ამოილაპარაკა ბიჭმა ეს სიტყვები. გოგოს სითბო ჩაეღვარა სულში, გულში, სხეულში.. აქამდე არ უგრძვნია, მაგრამ ახლა კლავდა სურვილი გულში ჩაეკრა ბიჭი რომლის სახელიც არ იცოდა, რომელსაც არც კი შეხებია.. არც მისალმების დროს, არც დამშვიდობებისას.. არასოდეს! სასწაულია! გოგოს ბიჭი შეუყვარდა როგორც ბიჭს უყვარდა გოგო.
- ის ვერ გაჩუქე და ვიფიქრე რაც უყვარს იმას მაინც ვაჩუქებ მეთქი ბოლო შეხვედრისას.
- ეს ბოლო შეხვედრაა?
- მე მივდივარ!
ყველაფერი გასაგები იყო გოგოსთვის და ზედმეტი სიტყვების გარეშე გოგომ გაუბედავად გადადგა წინ ნაბიჯი, მერე მეორე ნაბიჯი. თავი დახარა და ბიჭს ჩაეხუტა. მტკივნეული აღმოჩნდა ორივესთვის განშორების ეს ფორმა. მაგრამ ბიჭი უნდა წასულიყო. აუცილებლად უნდა წასულიყო.
***
60 წლის შემდეგ
- რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოგონება?
- იცით? 16 წლის ასაკში შემიყვარდა ბიჭი. ზუსტად ორი ნახვით.
- მომიყევით, თუ შეიძლება :)
- არაფერია აქ მოსაყოლი.. უბრალოდ ორი ნახვით შემიყვარდა ბიჭი, რომლის სახელი, გვარი, ასაკი დღესაც არ ვიცი.
- ეს როგორ?
- აი ასე! გულს ვერ უბრძანებ! :)
- მას შემდეგ არ შეხვედრილხართ?
- არა, არასდროს!
- იქნებ შეხვდით კიდეც, უბრალოდ ვერ იცანით.
- გამორიცხული არაფერია. მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის კი არაა შევხვდი თუ არა, მთავარი ისაა მიცნო მან ან მე ვიცანი თუ არა.
- ეს შეხვედრა უდიდეს ტკივილს მოგაყენებდათ ასე არაა?
- დიახ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს! ოღონდ მენახა! თუნდაც სამი წამით! ოღონდ მენახა!
აქვითინდა
- მას შემდეგ მასავით არავინ მყვარებია! უბრალოდ მე ცხოვრება გავაგრძელე. მყავდა ქმარი რომელიც იმპოტენტი აღმოჩნდა. ის ხუთი წელია რაც გარდაიცვალა. ახლა უკვე შემომხედეთ! დავბერდი! 66 წლის ვარ. ვერც კი ვიფიქრებდი თუ ცხოვრებაში ასე არ გამიმართლებდა, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებ სიცოცხლეს! იმ იმედით რომ ჩემს სიკვდილამდე მოხდება ისეთი რამ რაც გამაბედნიერებს.
- ადრეც ლამაზი იყავით და ახლაც უმშვენიერესი ხართ.
ცოტა ხანი თვალებში უყურა თანამოსაუბრეს გამჭოლი მზერით. შემდეგ კი ჰკითხა.
- თქვენ ცოლშვილი არ გყავთ?
- თქვენ წარმოიდგინეთ 67 წლის ვარ და 17 წლის მერე არავინ მყვარებია.
- ასეთი სიყვარული ნამდვილად დასაფასებელია.
- ნამდვილად, უბრალოდ არ მივეცი იმის საშუალება რომ დაეფასებინა :)
- შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ?
- მკითხეთ.
- რამდენი ხანია მიცნობთ?
ქალბატონის თანამოსაუბრეს ყელში ბურთი გაეჩხირა და თვალზე ცრემლი მოადგა მაგრამ არ შეიმჩნია. როგორ მოულოდნელადაც მოვიდა და ქალბატონს მაგიდის მეორე მხარეს მიუჯდა, ისევე მოულოდნელად წამოდგა და ისე რომ ქალბატონს არც დამშვიდობებია წავიდა! წავიდა და სამუდამოდ გაქრა! მას მერე ქალბატონმა კიდევ 14 წელი იცოცხლა და 81 წლისა 26 სექტემბერს იმფარქტით გარდაიცვალა.

იმედია მოგეწონათ love შეფასებებს ველი love მადლობთ ყურადღებისთვის lol



№1 სტუმარი mtvaro

aset siyvarulsac ra vutxari da kacsac

 


№2 სტუმარი ტინა

Jer erti matematika ar ici

 


№3  offline წევრი გვანცაა

ტინა
Jer erti matematika ar ici

მექანიკური სჰეცდომაა fellow

 


№4 სტუმარი ტინა

ბეჰემოტი ბეწვიანი გინახავს??

 


№5  offline წევრი გვანცაა

ტინა
ბეჰემოტი ბეწვიანი გინახავს??

ნახვით ბეჰემოტი სულ არ მინახავს :)) და მინდა განგანათლოთ და გითხრათ რომ ბეწვიან ბეჰემოტთა ჯიში არსებობს.. თან მე ტექსტში ბეწვიანი იყო მეთქი ბეჰემოტი არ დამიწერია ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent