სტოქჰოლმის სინდრომი (ნაწილი 1)
ადამიანის ფსიქიკა შეუცნობელია, ერთი შეხედვით არ შეიძლება მოგწონდეს ადამიანი, რომელიც გამუდმებით დაგცინის, გამცირებს,ნერვებს გიშლის თუმცა მსგავსი ანომალიებიც გვხვდება ცხოვრებაში. თურმე შესაძლებელია ის ადამიანი მოგენატროს, რომელიც ერთ დროს მომენტს არ უშვებდა ხელიდან ,რომ მიწასთან გაესწორებინე. ყველაფერს არ შეიძლება ლოგიკური ახსნა მოეძებნოს. ნინამ თვალები გაახილა კიდევ ერთი უაზრო დღე გაუთენდა, საშინლად ეზარებოდა ‘’ჯოჯოხეთში’’ წასვლა ასე ეძახდა სკოლას , ჯოჯოხეთი მისთვის თორემ ისე ერთი უბრალო არაფრით გამორჩეული სკოლა იყო. ნინამ თავს ძალა დაატანა, ადგა, რაც ხელში მოხვდა ჩაიცვა, თავი მოიწესრიგა, ისაუზმა და სკოლისაკენ მიმავალ გზას გაუდგა. ნინა საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი გოგო იყო საკმაოდ კარგი ნაქვთები ქონდა თუმცა თავს სულ არ უვლიდა, არ ფიქრობდა გაპრანჭვაზე, საერთოდ უცნაური მოზარდი იყო ნინა,ჩუმი, მშვიდი, ინერტული კლასელებთან დისტანცია ეჭირა მათთან დიდათ არ მეგობრობდა , ვისაც მეგობრად მიიჩნევდა იმან დააღალატა კლასის პოპულარულებზე და ძერსკებზე გაცვა და აღარ კადრულობდა უცნაურ ,გულჩათხრობილ და რაც მთავარია არა ბოლო მოდაზე ჩაცმულ გოგოსთან ურთიერთობას. ნინამ საშინლად განიცადა ეს ფაქტი თუმცა მერე მიეჩვია მარტოობას. დღეს ხუთშაბათი იყო პირველი გაკვეთილი ისტორია ქონდათ ნინას არ უყვარდა ისტორია საშინელი აშარი ქალი იყო და იმიტომ გამუდმებით ყველაფერზე ილანძღებოდა თუმცა მისი გაგებაც შეიძლებოდა ნინას ყოყლოჩინა კლასელები გამუდმებით აბრაზებდნენ საცოდავს ერთხელ ჭიკარტიც კი დაუდეს. ნინამ როგორც იქნა მიაღწია სკოლის შენობას და კლასში შევიდა. ისტორიის მასწი კლასის ხულიგნებს ეჩხუბებოდა როგორც ყოველთვის შემდეგ კი ნინაზე გადაიტანა მზერა: -სამხარაძე რა უბედურებაა ერთხელ მაინც არ შეგიძლია ადრე მოხვიდეე? -ბოდიშით! ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა ნინამ. -ახლა დაჯექი, მაგრამ იცოდე კიდევ თუ დაიგვიანებ არ შემოგიშვებ გაკვეტილებს მაინც სწავლობდე კიდევ გაპატიებდი, არაფრის გამკეთებელი არა ხარ! დაგესლა როგორც შეეძლო. ნინა სულ ბოლო მერხზე დაჯდა ერთი რამ ახარებდა დღეს ლევანი არ იყო სკოლაში. ლევანი ნინას კლასელი იყო, რომელსაც ის უმიზეზოდ ყავდა ამოჩემებული თუ ის სკოლაში იყო ნინას ის დღე დაკარგული ქონდა, ლევანი შანსს არ უშვებდა ხელიდან რამე დამამცირებელი არ ეთქვა, თითქოს სიამოვნებდა მისი ტანჯვა თან ამას ყოველთვის სხვების თვალწინ აკეთებდა თითქოს უნდოდა სხვებიც აეყოლიებინა მის დაცინვაში. განსაკუთრებით მის გარეგნობაზე უყვარდა ცუდის თქმა ხანდახან ისეთ რამე წამოაძახებდა ნინას თავი უკანასკნელი გონჯი ეგონა ხოლმე. ათასი მეტსახელი მოუგონა: მურთხი, ინდოელი, მუგუზალი. მხოლოდ მეტსახელებით არ შემოიფარგლებოდა ლევანის ძალადობა ათასგვარ ოინს მიმართავდა ერთხელ ჩანთა გუბეში გადაუგდო, ერთხელ ნინა სკოლისკენ მიმავალ გზაზე ლევანს და მის ძმაკაცს გადაეყარა, რომლებიც მოდიოდნენ მანქანით, ნინას ყურსასმენები ეკეთა და აზრზეც ვერ მოვიდა ისე გაწუწეს,ერთხელ ლევანმა ჩანთა დაუმალა ნინა კინაღამ ჭკვიდან გადადგა, ლევანმა მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ ინება და გამოუჩინა. არადა ლევანი არ იყო ზოგადად ცუდი ბიჭი პირიქით ყოფილა შემთხვევა ხულიგნებისგან ფიზიკურად ზუზტი ბიჭი დაუცვია. რით დაიმსახურა ასეთი რისხვა ? ნინას ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა ერთი სული ქონდა სკოლა დაემთავრებინა , რომ ლევანი აღარასოდეს ენახა და მასთან დაკავშირებული უსიამოვნებები წარსულს ჩაბარებოდა. როგორც იქნა გავიდა გაკვეთილი ნინა მაშინვე კლასიდან გავარდა არ უნდოდა კლასელების სისულელეების მოსმენა უფრო ელეს ერიდებოდა მის ყოფილ მეგობარს არ უნდოდა მისი ახალი დაქალოჩკების წრეში დანახვა ეს ძველ ტკივილს ახსენებდა,ამიტომ ზარი დაირეკა თუ არა დერეფნისკენ გაემართა, ეგონა სამშვიდობოს იყო როცა მისი კოშმარი დაინახა , ლევანი მასზე ორი თავით მაღალი საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო მასზე უამრავი გოგო გიჟდებოდა, ნინასთვის ის კი ის მჩაგვრელი იყო რომლის არსებობასაც სიამოვნებით დაივიწყებდა დაიანახა თუ არა ლევანი ტანში უსიამოვნო ჟრუალტელმა დაუარა ეცადა გვერდი აეარა მაგრამ ლევანმა ის დაინახა: -ვაა ვაა სამხარაძე საით გაგიწევია? ნინამ არ შეიმჩნია და ყურსასმენები გაიკეთა. -ეეე მურთხო შენ გელაპარაკები დაყრუვდიი? -ლევანი დამანებე თავი გთხოოვ რას გადამეკიდე , რა დაგიშავე ამისთანა? როგორც კი ეს თქვა ლევანიმ ხელი მოკიდა და კედელს მიანარცხა: -ის დამიშავე, რომ არსებობ, შენი სუნთქვით , შენი სიარულით, შენი მოძრაობით და ლაპარაკიტაც კი მაღიზიანებ და ნერვებს მიშლი! ეს თქვა და სახეზე ისე მოუჭირა ხელი ნინამ შიშისგან და ტკივილისგან მეტყველების უნარი დაკარგა p.s დიდი იმედი მაქვს აღარ წაიშლება ეს თავი, თუ მოგეწონათ გავაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.