შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (5)


29-07-2016, 04:10
ავტორი annabelle
ნანახია 2 799

-ეიი!-ხელით თვალები მოვიჩრდილე და ვცადე უცნობის სახე გამერჩია.
-მეგონა არ გამოხვიდოდი-გავიგე ხრინწიანი,კაცის ხმა.ჩრდილი ნელ-ნელა მიახლოდებოდა.
-რომელი ხარ?
-ისევ ისეთი სულ სწრაფი ხარ-გაიცინა ხმამ და როგორც კი მისი სახე შუქმა გაანათა უნებურად გამეღიმა.
-არ მჯერა-წამოვიძახე და მისკენ წავედი.სულ არ მანაღვლებდა ხალათით,რომ ვიყავი.
-არც დამემშვიდობე ისე წახვედი-შევჩივლე ბიჭს და დაუფიქრებლად მოვხვიე ხელები კისერზე.
888
მთელი ბავშვობა ერთად ვიყავით მე და ნიკა ონიანი.ერთ კლასში,ერთ მერხზე.კარის მეზობლები სულ ერთდ ვთამაშობდით.გოგონების დანახვა არ მინდოდა.მას და მის ძმაკაცებს ვთვლიდი ჩემს საუკეთესო მეგობრებად.
სკოლას რომ ვამთავრებდით, გამოსაშვებ საღამოზე უაზროდ გამოთვრა და იმდენი ხალხის თვალწინ მიკროფონში გამომიცხადა,მიყვარხარ და სულ მიყვარდიო. მეგონა იქვე წავიქცეოდი,რას არ გავაკეთებდი ოღონდ ის მომენტი ამოეჭრათ ჩემი ცხოვრებიდან და ჯანდაბაში მოესროლათ.იმ დღის მერე ხმას აღარ მცემდა.აღარც მინახავს.საზღვარგარეთ წავიდა მამიდამისთან.
888
-შემოდი,ცივა აქ-ვუთხარი ღიმილით ძველ მეგობარს და სახლისკენ დავქაჩე.ისეთი შეცვლილი იყო სულ არ გავდა ძველ,გამხდარ და ,,გაწურულ ონიანს“.
-არა მეჩქარება.შენი ნახვა მინდოდა.შეხედე შენს თავს.დაქალებულხარ-გამიღიმა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო-უფრო გალამაზებულხარ.
-კაი რა-ალბათ ლოყები შემიწითლდა მაგრამ არ შევიმჩნიე.მუშტი ხუმრობით მივარტყი მკერდზე.
-მართლა გეუბნები.
-წასვლას აღარ აპირებ?-სასწრაფოდ თემა შევცვალე.
-ერთ კვირაში მივდივარ-უემოციოდ თქვა და სახლი გარედან შეათვალიერა.-ხვალ გნახავ.ახლა წავალ,დაიძინე შენ-გამიღმა და გადამეხვია.ოთახში მანამ არ შევსულვარ,სანამ თვალს არ მიეფარა.როდის ჩამეძინა ვერ მივხვდი.დილამდე მხოლოდ ჩემი ბავშვობა მესიზმრებოდა,ონიანთან ერთად.
888
დილით თავის ტკივილმა,მაღვიძარას დარეკვამდე გამომაღვიძა. რვა საათი სრულდებოდა,ნელა რომ წამოვიზლაზნე საწოლიდან და შხაპი მივიღე.საოცრად მესიამოვნა ცხელი წყლის ქვეშ მდგომს.როგორც კი მოვრჩი,სწრაფად მოვემზადე,წამალი გავიკეთე,მსუბუქად ვისაუზმე და გარეთ გავედი.დავინახე,როგორ გამოვიდა ზუსტად იმწამს ნიკუშა ონიანი სახლიდან,სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი,ყურსასმენებით და სირბილით გაუყვა ბილიკს.
888
-ყოველთვის მარტო მუშაობ?-მოულოდნელად წამოიძახა მწვანე თმიანმა და ოთახში შემოვიდა.ცხედარს ვკერავდი და ლამის ნემსი გამივარდა ხელიდან.-გამარჯობა
-ჩემი თანაშემწე შვებულებაშია.-გავუღიმე და ჩემი საქმე განვაგრძე-გამარჯობა.
-როდის ამთავრებ?
-გაკერვას მოვრჩები და თავისუფალი ვარ-ღრმად ამოვისუნთქე.
-ერთ ადგილზე მინდა წაგიყვანო...
-კარგი.თუ გინდა იქეთ დამელოდე.შეგიძლია ტელევიზორი და ლეპტოპი ჩართო-წამით შევხედე და გავუღიმე.
-არა აქ მირჩევნია.
-პირველი ადამიანი ხარ,ვისაც მორგში ყოფნა ურჩევნია-არ შემიხედავს ისე ვუთხარი.ოფლი მოვიწმინდე და კიდევ ერთი კვანძი გავაკეთე.
-დოქტორ ბოროტებასთან ერთად არც ისე ცუდია აქ ყოფნა-ჩაიხითხითა.როცა გავხედე ღიმილით მიყურებდა.ჩემი საყვარელი ღიმილით.
-ბრთხილად! უცებ შენც არ ამოგიკერო პირი-სიცილით დავემუქრე და ცხედარს თეთრი ზეწარი გადავაფარე.-მოვრჩი!
-კარგია! წავიდეთ?
-მოვწესრიგდები...
888
-სად ვართ?-ვკითხე,როცა მანქანა გააჩერა და ერთსართლიანი შენობის წინ გადმოვედით.ლამაზი ადგილი იყო.კედლები ფერადი საღებავებით შეღებილი.
-ღმერთო ჩემო,რა სულსწრაფიხარ. მოიცა და ნახავ-ხელი წელზე შემომიცურა,სულ ოდნავ მისკენ მიმიზიდა და მსუბუქად მიბიძგა.დაბნეულმა შევხედე.უცნაური იყო მასთან ასე ახლოს დგომა.ცალი ხელით ჯიბიდან გასაღები ამოიღო და სწრაფად გააღო რკინის კარები.
-გამარჯობა-უხერხულად შევიშმუშნე შრეკის მკლავქვეშ და ოთახში მჯდომთ მოვავლე თვალი.მთელი ,,დარბაზი“ დასაკრავი ინსტრუმენტებით იყო სავსე. კედელთან ფერადი დივნები იდგა. სასიამოვნო გარემო იყო.ბიჭები უსაქმოდ ისხდნენ.ალბათ მწვანე კულულიანს ელოდნენ.
-არ ვიცოდი სიმღერა თუ შეგეძლო-გადავუჩურჩულე ღიმილით.მომშორდა და შავებში ჩაცმულ იასამნისფერ თმიან ბიჭს მიუჯდა გვერდით
-მოდი-ხელი მის გვერდით ცარიელ ადგილს დაუტყაპუნა.უსიტყვოთ მივედი და გვერდით მივუჯექი.არ ვიცი ახლა რატომ შევამჩნიე,რომ საოცარი სურნელი ასდიოდა.აქამდე არასდროს დავკვირვებივარ.
-ბიჭებო გაიცანით ეს დოქტორი ბოროტებაა-ჩაიცინა და მეგობრებს გადახედა.მეკი მსუბუქად ჩავარტყი იდაყვი მუცელში.მაგრამ მე ხომ ვიცოდი,მან ჩემი სახელი არც კი იცოდა.არც მე ვიცოდი რა ერქვა.სიმართლე რომ ვთქვა არც მინდოდა მცოდნოდა.ისეთი განსხვავებული და არაჩვეულებრივი იყო მას მხოლოდ ,,მწვანე კულულიანი შრეკი“ უხდებოდა.სხვა არაფერი!
-ესენი ჩემი მეგობრები არიან.
-სასიამოვნოა-გავუღიმე ბიჭებს.ოთხივე გადმოიწია და ხელი ჩამომართვეს.
-ბევრი გვსმენია შენზე-მითხრა ერთ-ერთმა და თბილად გამიღიმა.ვინ თქვა რომ პანკები ცუდები და უხეშები არიან?!
888
მთელი დღე მათთან ერთად გავატარე.არასდროს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი.ერთი წამითაც არ მომშორებია ღიმილი სახიდან.მათი სიმღერები მაჩვენეს,ცოტახანი კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობდით.ყოველთვის ვიგებდი! ვფიქრობ ისინი მაგებინებდნენ.კეთილშობილური საქციელი მათი მხრიდან.თამაშის აზრზე არვარ...
-მგონი ჩემი წასვლის დროა-ვთქვი,როცა ჩემი ,,კოლის“ თუნუქის ქილა მთლიანად გამოვცალე.
-დარჩი რა.
-ჯერ ადრეა.
-ბიჭები მართალს ამბობენ-გამომხედა მწვანე კულულიანმა.
-ხვალ ადრე უნდა ავდგე.სამუშაო მაქვს-საწყლად გავუღიმე ხუთივეს.-არც მე მინდა წასვლა.
-კარგი მე გაგიყვან!-არ შემოუხედავს ისე თქვა შრეკმა და ტყავის ქურთკი აიღო.
-ხვალაც მოდი-ბიჭებმა მუშტები გამომიწოდეს,დასამშვიდობებლად,მეც ოთხივეს მივადე ჩემი პატა მუჭი და გარეთ გავედი.მწვანე თმიანი მანქანაში მელოდა.როგორც კი ჩავჯექი ძრავა აამუშავა და ტრასაზე გაიჭრა.
-ბიჭები საყვარლები არიან-ვთქვი ღიმილით და გარეთ გავიხედე.ღამის 3 საათი იყო.უმთვარო ღამე.
-ჰო.
-და კარგად უკრავთ.
-ჰო რავიცი.
-მართლა.-წარბები შევკარი მის მოკლე და ცივ პასუხებზე-დღეს კარგი დრო გავატარე.ყველაზე კარგი.
-კარგია.-წამით გამომხედა და მერე ისევ გზას გახედა.დავინახე თითები,როგორ გათეთრებოდა,ისე ძლიერად უჭერდა საჭეს.
-რა გჭირს?-ვკითხე გაოცებულმა.
-არაფერი.
-როგორ არაფერი,მთელი გზაა ჩუმად ზიხარ.-ისე გამოვიდა თითქოს შევჩივლე.
-მოვედით-მანქანა გააჩერა.ჩემსკენ არ გამოუხედავს საქარე მინას მიშტერებოდა.უნებურად გადავიწიე მისკენ,ხელი ნიკაპქვეშ ამოვდე და ჩემსკენ მოვახედე.შემთხვევით შევეჩეხე მის მუქ,ლურჯ თვალებს.წამის მეოთხედში კი ტუჩემზე შეხება ვიგრძენი...



№1 სტუმარი Mariami

Kaia gaagrdzele mara cota didi tavebi dade xolme

 


№2  offline წევრი რიტა

აუ აუ რა კარგი იყო ეს "მწვანე კულულიანი შრეკი" კი შოკი რა საკალელი... ბოლოს რატო მოექცა ასე უხეშად არაფერია მიზეზი ექნებოდა ეს ნიკა არ მომწონს. იმედია ამ ორის ურთიერთობაში არ ჩაერევა. საუკეთესო ხარ საოცარი წერის სტილი გაქვს. აბა შენ იცი არ გვალოდინი მალე დადე და გაზარდე თავები. წარმატებები ჩემო კარგო.

 


№3 სტუმარი Nini

Vaime ra magaria gavgijdi, madloba rom chemi txovna gaitvaliswine

 


№4  offline წევრი Imagination

კარგია. თუმცა ერთ რჩევას მოგცემ როცა მოთხრობას წერ ისეთი სახელი უნდა დააარქვა რომ როცა მკითხველი ნახავს ინტერესი გამოიწვიოს უფრო მეტად. წარმატებებს გისურვებ.

 


№5 სტუმარი hipo

lomka aq exla uechveli da cudadaa magis gamo da aeeh da ambebi magari xaaro gelodebi

 


№6  offline წევრი Ana Imnadze

blue
კარგია. თუმცა ერთ რჩევას მოგცემ როცა მოთხრობას წერ ისეთი სახელი უნდა დააარქვა რომ როცა მკითხველი ნახავს ინტერესი გამოიწვიოს უფრო მეტად. წარმატებებს გისურვებ.


ჯანდაბა - ზე დასაინტერესებელი სახელი რა გინდა? :დდ

ძაან მომწონს მე ეს მოთხრობა !

 


№7  offline წევრი Imagination

Ana Imnadze
blue
კარგია. თუმცა ერთ რჩევას მოგცემ როცა მოთხრობას წერ ისეთი სახელი უნდა დააარქვა რომ როცა მკითხველი ნახავს ინტერესი გამოიწვიოს უფრო მეტად. წარმატებებს გისურვებ.


ჯანდაბა - ზე დასაინტერესებელი სახელი რა გინდა? :დდ

ძაან მომწონს მე ეს მოთხრობა !

Ana Imnadze
blue
კარგია. თუმცა ერთ რჩევას მოგცემ როცა მოთხრობას წერ ისეთი სახელი უნდა დააარქვა რომ როცა მკითხველი ნახავს ინტერესი გამოიწვიოს უფრო მეტად. წარმატებებს გისურვებ.


ჯანდაბა - ზე დასაინტერესებელი სახელი რა გინდა? :დდ

ძაან მომწონს მე ეს მოთხრობა !

მე ჩემი აზრი გამოვთქვი.შენ მოგწონს მე არ მომწონს.

 


№8  offline წევრი Psycho Killer

ჯანდაბაა !! მაგარიიაა !! მალე დადე ველოდებიიიიი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent