შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონატრება


30-07-2016, 00:43
ავტორი It Girl
ნანახია 1 604

ვიდექი შენს წინ, ბიჭის წინ რომელიც რამოდენიმე წლის წინ მთელი შეგნებული არსებით მიყვარდა და ახლაც მიყვარს . ბიჭი , რომლის სიყვარულიც მეკრძალებოდა. რომელიც ყველაზე ცუდ დროსა და ადგილას გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა.
სისულელეა მთელი გულით გიცდიდეს ვიღაც შენ კი ადგე და უბრალოდ დაიგიანო. მე გიცდი შენ მთელი გულით. გიცდი და დაგიცდი იქამდე სადამდეც საჭირო იქნება.
იცი?! სისულელეა ყველაფერი და ძილს ართულებს ღამე. გირეკავს ტელეფონი ნაცნობი ნომრით და გეუბნება მომენატრეო, ვერც გაამტყუნებ , ყველა ტკივილი უფრო მეტად მძაფრდება ღამით.
იცი რამდენჯერ მიოცნებია, რომ ღამით დაგერეკა და ეს სიტყვები გეთქვა ჩემთვის?! ან რამდენჯერ დავაპირე დარეკვა, მაგრამ ვერ გავბედე. მაინც რა მშიშრები ვართ ადამიანები, ცოტას შეუძლია დარეკოს და უთხრას რომ არარის კარგად მის გარეშე.
ვეღარასდროს გნახავს ეუბნები შენს თავს და წვიმის წვეთები შვებას გვრის შენს გაძარცვულ სხეულს. უკვე მიეჩვიე, მივეჩვიე ასეთ მარტოობას.
უკვე რამდენი ხანია, მერამდენე დღეა არ მინახიხარ, სათვალავიც კი ამერია. რამდენჯერ ჩამივლია შენს ქუჩაზე ამ დღეების მანძილზე იმ იმედით , რომ სადმე თალს მაინც მოგკრავდი, მაგრამ ამაოდ .არსად არ იყავი. სულ რამოდენიმე დღის წინ ჩვენს შორის მხოლოდ 50 მეტრი იქნეობოდა , სახლის კედლები გვაშორებდნენ ერთმანეთს. მე კი ვიდექი და ჩუმად თვალებს ვაპარებდი ფანჯრებისკენ.
მაკლიხარ! ზედმეტად საჭიროც კი ყოფილა თურმე დღეში შენი დანახვა მაინც . ახლა , ზუსტად ამ წამს გამოსაშვები გაქვს. ნეტავ როგორ გამოიყურები? მეწყვილე ვინ არის? საერთოდ რას აკეთებდი ეს დღეები?
ყოველ წამს ჩემს ფიქრებში იყავი. ახლა ვზივარ ვწერ ამ ყველაფერს და ვიმედოვნებ რომ ძალიან, ძალიან , ძალიან მალე გნახავ.
მენატრები!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent