შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემგან შორსახარ ჩემს გულთან ახლოს!


14-10-2015, 18:26
ავტორი გვანცა1995
ნანახია 4 394

1) ჩემში ჩარჩნენ ცივი ამინდები
თუმცა აღარ ვიცი უშენობა რომელ გამყინვარებას შევადარო...
2)მზე ვეღარ მათბობს იმდენად მაკლია
შენი სითბო..
3)ისევ გულის გახლეჩვამდე მომენატრე.
4)მარტო დარჩა ჩემი სიმარტოვე წავალ ცოტას მოვეფერები.
5)ჰაერში ჟანგბადზე მეტი შენი სურნელია.
6)გულმა უშენობით ისევ იმარხულა.
7)-ვნანობ მაპატიე
-შენც მაპატიე
-რა?
-ის რომ გვიანია და ვერ გაპატიებ.
8)შენ გჯეროდა იმისი რომ მე მჯეროდა შენი იმიტომ მტკივა ახლა მე გული.
9)მთაში ვიცხოვრებდი,იქნებ ნისლმა ცოტა გაგაქარვოს.
10)გადაიყვარო,
ეს
იგივეა,
იყვირო
და
ამის
შემდეგ
გადაიყვირო,
ხომ
არ
გამოდის,
მერე
რა
მოხდა,
თუ
ვერავინ
ვერ
გაიგონა.(ნიკოლოზ ტოტოღაშვილი)
11)სისულელეა ყველაფერი და ძილს ართულებს,
ღამე.
გირეკავს ტელეფონი, ნაცნობი ზარით,
და გეუბნება მომენატრეს, ვერც გაამტყუნებ,
ყველა ტკივილი უფრო მეტად მძაფრდება ღამით (ნიკოლოზ ტოტოღაშვილი)
12)მწერ - აცივდაო,
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი.
....................
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და - მოვახურე ჩემი პერანგი (ნ.ტ)
13)ამინდებივით ვართ შენ და მე...
წვიმასავით მოვდივარ ხოლმე
შენთან დროებით,
მერე ისევ უკან ბრუნდები
და მერე ისევ შენთან მოვდივარ,
ასე გრძელდება მერამდენე შემოდგომაა.
არ ვიცი როგორ უნდა შევძლო,
შენთან დარჩენა,
როცა არც იმდენად ცივი ხარ
რომ თოვლივით დავდო
და არც იმდენად თბილი რომ
აღარასდროს აღარ მოვიდე.(ნ.ტ)
14)ღიმილის კუთხეში რომ კოცნი
და მაგრად იკრავ გულში
სუნთქვის შეკვრამდე,
მანამდე,
სანამ ის დღეები არ ამოგახველებს
მის გარეშე რომ ცხოვრობდი.(ნ.ტ)
15)ადამიანებმა დაივიწყეს რომ
ღმერთმა სიყვარული
იმ ფოლადისგან შექმნა რომელსაც,
გაციება არ უნდა აცადო
თორემ ვეღარასდროს დაუბრუნებ,
პირვანდელ მდგომარეობას.(ნ.ტ)

ცოტა ჩემეული და ცოტა ტოტოღასეული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent