გაქცეული
- წადით წადით მომშორდით აქედან - ოფისში გაჰყვიროდა ნანიკო -მარიამ რახდება რატომ ჰყვირის? - შეშინებული იყო ლიკა ფიფია,რომელიც უფროს ელოდება საქმის მისაღებად. - მარიამ, ლიკა შემოვიდეს - გაისმა ტელეფონში ნანიკოს ხმა. -წარმატებები ლიკა,იმედია გადარჩები,დღეს საშინელ ხასიათზეა. -თორე როდის იყო კარგ ხასიათზე - შიში ვერ დამალა ლიკამ და კაბინეტისკენ დაიძრა. -გამარჯობა ნანიკო - ლიკა მისმინე,ძალიან მნიშვნელოვანი სტატია უნდა გააკეთო,იცოდე შენი ბედი მასზეა დამოკიდებული.ლიკა ნერვიულობისგან აღარ იყო და ძალიან ჩუმად, ისე რომ თვითონაც ძლივს გაიგო თავისი ხმა - სტატია რაზე? - ნინა დევდარიანზე. - ნ-ნ-ნინაზეეეეეე? - ხოოო,ხოო ნინაზეეეე,თხოვდება გესმიიის? თბილისის ყველაზე ლამაზი,განათლებული,მდიდარი ოჯახის შვილი,ყველასთვის სასურველი გოგო თხოვდება,ამ ქორწილზე ერთი წელი მაინც მთელი თბილისი ისაუბრებს.მთელი პრესა აჭრელებულია მასზე და თავის საქმრო - გიორგი ცერცვაძეზე.- ნანიკო ვერ წყნარდებოდა და ოთახში აქეთ-იქით დადიოდა -გიორგი ცერცვაძეეეეე? და ზუკაა ? ზუკაა ამაღლობელი ხომ იყო მისი შეყვარებული? - ხო იყო წარსულში. - დანანებით თქვა ნანიკომ. - მოკლედ ლიკა ყველაფერი უნდა გაარკვო ნინაზე,მის წარსულზე,ოჯახზე,მეგობრებზე,ბავშობაზე და თუ საჭირო იქნება მისი და ზუკას ურთიერთობაზეც, გასაგებიაა? -კიი - ძლივს ამოილუღლუღა ლიკამ -და მაშინ აქ რაღას ზიხარ? ლიკა მაშინვე წამოხტა და კაბინეტი დატოვა,არიცოდა რა და როგორ ექნა,როგორ გაეგო ნინაზე ყველაფერი,რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა ფიქრობდა ყველაფერზე...ჩამოწერა მნიშვნელოვანი კითხვები.. დაძინებას აპირებდა როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა,ლიკამ კარი გააღო და გაბრაზებული, არა არა გაცოფებული თეო შეხვდა ხელში -ლიკა ფიფია შენ ნორმალური თუ ხარრ? - თეომ იმხელაზე იყვირა კინაღამ მთელი სამეზობლო შეყარა -მეც კარგად თეო, არამიშავს. - ლიკას გაეცინა,მაგრამ როდესაც თეოს გაბრაზებული სახე დაინახა მაშინვე დასერიოზულდა. - არა შენ ნორმალური თუ ხაარ? გირეკავ,ტელეფონი გათიშული გაქ, სახლში ერთი-ორჯერ მოვედი კარები არავინ გააღო,სამსახურშიც არ ყოფილხარ,რა აღარ ვიფიქრე,მეგონა მოგკლეს,ან მოგიტაცეს,პროსტა ხმა თუ გაგცე რაა. - კარისკენ შეტრიალდა თეო როდესაც ლიკამ მიაძახა - ნინა დევდარიანზე სტატია უნდა დავწერო. - ღადაობ იმედიაა - შოკში იყო თეოც - აუ თეო ნეტა ვღადაობდე,ხოიცი რანაირი გოგოცაა ერთი წინადადება მაინც თუ დავწერე მასზე მადლობას ვიტყვი და თუ ვერაფერს დავწერ სამსახურს დავკარგავ - ლიკამ ერთი ამოიხვნეშა და სავარძელში დაეშვა - არაფერსაც არ დაკარგავ -თეოს ჩაეღიმა - გვანცა როა ამირეჯიბი,ნინას დაქალი, ჩემთან ერთად მუშაობს და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს,იქნებ ვთხოვო და მოგიყვეს ნინაზე ყველაფერი - აუ თეო შენ თუ ამ საქმეს გამიკეთებ,აი არვიციიი ყველაზე მაგარი გოგო იქნები რააა -აჰაჰა არვარ თუ რაა - გაეცინათ გოგოებს და ერთი ჭიქა წითელი ღვინოც მოწრუპეს. მეორე დღეს ლიკას თეოს ზარმა გააღვიძა -ხო თეეე - ლიკა დღეს პირველ საათზე გვანცასთან ხარ დაბარებული,თანახმაა ინტერვიუზე -აუ თეეე,ძალიან მიყვარხარ -მეც და მიდი ეხლა მოწესრიგდი და არდააგვიანო იცოდე,არ უყვარს ეგეთები - კაი კაი მადლობა,გკოცნი ბევრს -მეც და წარმატებებიიიიი. გაინტერესებთ ვინ არის ნინა დევდარიანიი?? ნინა აი ის გოგოა 12 წლის ასაკიდან მთელი თბილისის ბიჭების გაგიჟება რო მოუხდა თავისი სილამაზით,შარმით თუ ეშხით,აი ისეთი გოგო იყოო მამაზეციერს მისნაირი სრულყოფილება რომ არაფერი შეუქმნია,მაღალი,გამხდარი,რიჟა და საოცრად მწვანე თვალებით,პატარა ცხვირით და დიდი წითელი ტუჩებით,მხოლოდ თავის დაქალებთან გვანცა ამირეჯიბთან,ნატალია ერისთავთან და მის ბიძაშვილთან სანდრო არჩვაძესთან ერთად მოძრაობდა მანამ სანამ ზუკას გაიცნობდა (ზუკაზეც მოგიყვებით) ძალიან წესიერი,ზრდილობიანი და უკარება გოგო იყო, კარგ ოჯახში გაზრდილი,მამამისი ცნობილი ბიზნესმენი იყო დავით დევდარიანი,საქართველოში იშვიათად იყო რადგან ამერიკაში ჰქონდა საკუთარი კომპანია,დედა ლია არჩვაძე ქმართან ერთად ამერიკაში მაშინ წავიდა როდესაც ნინა 18-ის გახდა, თვითონ ჯერ არუნდოდა ამერიკაში წასვლა რადგან საყვარელ მეგობრებს, მანანა ბებიას და ზუკას ვერ ტოვებდა,თუმცა რამდენიმე კვირით მაინც ჩადიოდა ხოლმე მშობლებთან. მგონი ნინა გაგაცანით,ზუკაზე მოგიყვებით. ზუკაზე მთელი თბილისის გოგონები ოცნებობდნენ,მაღალი იყო,მხარბეჭიანი,თმები და წვერი სულ დაბალზე ქონდა რაც საშინლად უხდებოდა და ზღვასავით ლურჯი თვალებით გოგოებს ჭკუას აკარგვინებდა,ზუკა რომ 9 წლის იყო დედა მაშინ გარდაეცვალა,მამამის ეკას შემდეგ ცოლი არ შეურთავს და ვაჟიც თავად აღზარდა,ნამდვილ კაცად,თუმცა კაცის რა მოგახსენოთ მაშინ როდესაც თავის ძმაკაცებთან რატი მინაძესთან და სანდრო არჩვაძესთან ერთად იყო,თქვენთვის იმის თქმა დამავიწყდა რომ ნიას ბიძაშვილი ზუკას ძმაკაცი იყოო?? დიახ, დიახ თანაც როგორი ძმაკაცი?ძმებივით იყვნენ... სწორედ სანდროს დახმარებით გაიცნეს ერთმანეთი ნინამ და ზუკამ (ამაზეც ცოტახანში მოგიყვებით)ეს სამი მუშკეტერი ყველა ოჯახისთვის სასურველი სასიძო იყო,გოგოები ეპრანჭებოდნენ,ჭკუაზე აღარ იყვნენ ოღონდ რომელიმე ჩაეგდოთ ხელში თუმცა უშედეგოდ რადგან.... მოდით ამაზე ცოტახანში ვისაუბროთ -მობრძანდით - გაისმა კარს იქით ხმა - სავარძელში გვანცა იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა.ლიკამ მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა და ოთახში შევიდა -გამარჯობათ,მე ლიკა ფიფია ვარ,ჟურნალისტი სტატიას ვწერ ნინა დევდარიან... -დიახ უკვე ვიცი,თეომ მითხრა,უბრალოდ პირდაპირ დავიწყოთ, ბევრი დროც არმაქ - დიახ რა თქმა უნდა - მორიდებით უთხრა ლიკამ. -როგორ გაიცანით ერთმანეთი შენ და ნინამ? - გვანცას გაეღიმა და თვალებში სითბო ჩაეღვარა - მოკლედ, ეს მესამე კლასში მოხდა,ნინა ახალი გადმოსული იყო ჩვენს კლასში,მთელი კლასის გოგოებს მისი შურდა,რადგან კლასში ყველა ბიჭს უყვარდა და ყველაფერი ჰქონდა რასაც მოისურვებდა,შემდეგ მაკა მასწავლებელმა რომელიც დღემდე ჩვენი საყვარელი მასწავლებელია, ჩემს გვერდით დასვა,მაშინვე გავუგეთ და მოგვეწონა ერთმანეთი,ასე გავხდით განუყრელები და დღემდე ერთად ვართ. - და ნატალია როდის გაიცანით? - ამის გახსენებაზე გვანცას გაეცინა -ნატალია ცოტა მოგვიანებით გავიცანით,მეექვსე კლასში შევხვდით ერთმანეთს,ძალიან გიჟი იყო,ნუ პრინციპში ახლაც ასეთია.მე და ნინა სიმღერაზე დავდიოდით,ერთხელ მასწავლებელმა ახალი გოგო შემოიყვანა და გვითხრა რომ ჩვენთად ერთად ივლიდა,იმდღესვე გავიცანით და დავუმეგობრდით ერთმანეთს. -მოდით ეხლა ნინაზე მესაუბრეთ. -და აქამდე ვინმე სხვაზე ვსაუბრობდი? - გაეცინა გვანცას. მოკლედ იმის შემდეგ ნატალიაც ჩვენს კლასში გადმოვიდა,იმ წელს ჩვენ სამნი გხშირად დავდიოდით სკოლის დერეფნებში,ნინას ვინც კი შეხედავდა თვალს ვეღარ აცილებდა,მუდამ ყურადღების ცენტრში იყო,ზოგჯერ ეს მოსწონდა კიდეც,თითქმის ყოველდღე სხვადასხვა საჩუქრებით ანებივრებდენ ბიჭები, თუმცა ახლოს არავის იკარებდა,ერთ დღეს ფანჯარასთან ვიდექით სანდრო რო მოვიდა, ნატალიას მაშინვე შეუყვარდა სანდრო როგორც კი დაინახა. *** -ნინაჩკაა საყვარელო მამიდაშვილო როგორ გიკითხოთ? - სანდრო ისე მაგრად გადაეხვია ნინას კინაღამ გაჭყლიტა -კარგად საან შენ? რატო არ მოდიხარ ჩვენთან? - მხარზე დაარტყა ხელი ბიძაშვილს -აუ რავიცი ტოო ვერ ვახერხებ ეს მეთერთმეტე კლასი იცი რა საშინელება? სულ მასწავლებლები,ყოველდღე მასწავლებლები,სახლში მასწავლებლები,სკოლაშიც მასწავლებლები,ცოტაც და ალბათ ფანჯრიდან გადავხტები. - ნინას სანდროს ამ მონოლოგზე ძალიან გაეცინა -უი გაიცანი ესენი ჩემი დაქალები არიან გვანცა და ნატალია,გოგონებო ეს სანდროა ჩემი უსაყვარლესი ბიძაშვილი -სიამაყით წარმოთქვა ნინამ და სანდროს მკლავი მკლავში გაუყარა -სასიამოვნოა,სანდრო არჩვაძე.- გოგონებს ხელი ჩამოართვა,როდესაც ნატალიას ხელს შეეხო თითქოს გული გაუთბაო,მაგრამ ეგრევე დაივიწყა - ნინა ოთხშაბათს ხო მოხვალ დაბადების დღეზე? - უიი სულ დამავიწყდა მოვალ აბა რას ვიზამ - თქვენც დაპატიჯებულები ხართ გოგონებო,ჩემი ნინას მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან - თვალი ჩაუკრა და კლასისაკენ წავიდა - ღმერთო ნინაააა,ესეთი ბიძაშვილი თუ გყავდა რას მიმალავდიი? დაქალი ხარ ეხლა შეეენ? ღმერთო ოთხშაბათი ზეგააა,როგორ უნდა მოვასწროოთ?კაბაც არმაქ,ვაი დედააა - ნატალიას ამ საუბარმა გოგოებში ჩაბჟირება გამოიწვია -კაი დამშვიდდი მოვასწრებთ,ხვალ მძღოლს ვთხოვ და საშოპინგოდ წაგვიყვანს - წარბები ააცმაცუნა ნინამ და გოგოების ბედნიერ სახეეებს გადახედა. -შემდეეგ?შემდეგ რა მოხდა? - ინტერესით უყურებდა ლიკა გვანცას - შემდეგ ოთხშაბათიც დადგა და დაბადების დღეზე წავედით -ზუკააც აქ გაიცნოო? -გაცნობას ვერ დავარქმევ მაგას,მოკლეედ... *** -ცოტა ვნერვიულობ -კარგი რა ნაატ დამშვიდდი რა განერვიულებს -სანდრო ნიი,სანდრო მანერვიულებს,დღეს მის დაბადების დღეზე ვარ ღმერთოო -კაი კაი შევიდეთ თორემ სირცხვილია - მანქანიდან გადმოვიდნენ და ყველამ გოგოებს შეხედა უფრო სწორედ ნინას რადგან ძალიან,ძალიან ლამაზად იყო. კლუბში ყველა ცდილობდა ნინასთან ახლოს ყოფილიყო მაგრამ სანდრო არ იშორებდა,-შენი თავი არმომტაცონოო თორემ ლია ალბათ ცოცხლად დამმარხავსო,ნატალიაც ნინას არ შორდებოდა ან როგორ მოშორდებოდა როცა სანდროსთან ახლოს იყო. - მოდი ნიი ჩემი ძმები უნდა გაგაცნო - როგორც ვიცოდი ერთი და გყავდა არაა? - სიცილით უთხრა ნინამ სანდროს -აუ შენ იუმორი სად დამალეე? - ამის თქმა იყო და ნინასგან ჩქმეტაც მიიღო -კაი ხოო მოდი მოდი აქ, გაიცანით ბიჭებო ეს ნინაა ჩემი ყველაზე ლამაზი მამიდაშვილი - თავდაჯერებულმა თქვა სანდრომ. სანდრომ ორ ბიჭთან მიიყვანა ერთი სასმელს სვამდა მეორე კი გოგონას "კერავდა" დიახ რაც გაიფიქრეთ ისაა გოგონას რომ "კერავდა" ზუკა იყო ამაღლობელი - ეს ის გოგოა ჩვენი კლასის ბიჭები რო დაადებილა? - ფეხზე წამოდგა რატი და სიცილით ჩამოართვა ხელი ნინას - სასიამოვნოა რატი მინაძე - მარტო ჩვენი კლასის ტოო? - აყვა სანდროც და ორივე ერთად იცინოდა,ნინას გაეღიმა -ოეე ზუკიჩ რატო დაგვაიგნორე ტოოო?? აღარ ხარ ჩემი ძმაკაციი? ვიღაც ნაშაში გამცვალე ტოოოო?? რაო კაცად გაქცევოოო? წაგართმევო ვაჟიშვილობასოო? - ხარხარებდა სანდრო,რატიც მას აყვა. - აუ რა გეშველება შე*ემა,მეტი აღარ დალიო ძმობას გაფიცებ - მხარზე ხელი დაჰკრა ზუკამ - უი ხოო გაიცანი ეს ნინაა,რომ გიყვებოდით - სასიამოვნოა ნი-ნა - უთხრა ზუკამ,გულგრილად,ცივად, არც ხელი ჩამოართვა ისე დაუბრუნდა საკუთარ ადგილს და გოგონასთან საუბარი განაგრძო. ნინას ცოტა ეწყინა პირველი ბიჭი იყო რომელმაც ყურადღება საერთოდ არ მიაქცია, შემდეგ ეს ინციდენტიც დაავიწყდა. ოთხი წელი გავიდა შემდეგ. - ზაფხული იყო,მეთერთმეტე კლასში გადავდიოდით,არაფერი შეცვლილა,ნატალია ისევ შეყვარებული იყო სანდროზე, მგონი უკვე სანდროც იყო ნატალიაზე,ეგ და რატი ხშირად გვაკითხავდნენ სკოლაში და ხან სად, ხან სად დავყავდით,სკოლის ყველა გოგოს შურდა ჩვენი,ზუკა არ ჩანდა,დაბადების დღის მერე არავის გვინახავს, სანდრო ბიზნესზე სწავლობდა,რატი არქიტექტურას, ჩვენ ისევ სკოლაში. გაკვეთილები მთავრდებოდა, როდესაც ბიჭებმა მოგვაკითხეს. *** -პრივეტ გოგოებო,პრივეტ ნააატ - მიესალმა სანდრო და სულელივით იღიმოდა, რატი და გოგონები იცინოდნენ,ნატალია არაფერს იმჩნევდა და თავსაც იფასებდა, სამეგობროში ყველამ იცოდა რომ სანდროს და ნატალიას ერთმანეთზე ჭკუა ეკეტებოდა,თითქმის ყველამ ამ ორის გარდა. - უი შე*ემა ზუკა ჩამოდის საფრანგეთიდან ტოო გუშინ დილით დამირეკაა - ნინას ინტერესმა დაჰკრა სახეზე - ვაა ჩვენი ზუკიტო ტოოო, როგორ მომენატრა ეგ ჩე*ისა -ეს ის ზუკაა შენ დაბადების დღეზე რომ იყო ოთხი წლის წინ? - იკთხა გვანცამ - კი ეგაა -უიი ეს ის ერთადრთი ბიჭია რომელსაც ნინა დევდარიანის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუჩენიაა? - იკითხა ნატალიამ,ყველას გაეცინა ნინას გარდა -კაი ნიი დამშვიდდი მერე რაა სამაგიეროდ მთელი თბილისის ბიჭები გახვევია თავს, ეგ ზუკა მაინც დიდი ვერაფერი იყო, უკეთესს იმსახურებ - იცინოდა ნატალია და დაქალს ამხნევებდა, სიცილისგან ცრემლებს იწმენდნენ ბავშვები. -აუ ნატალია შენ პროსტა რა ყოფილხარ, ხმა არ ამომაღებინო ეხლა აქ - დაემუქრა ნინა დაქალს -კაი აბა ყველა მშვიდად - გაიძახოდა ნატალია სერიოზული სახით - აუ ნიი გვითხარი აბა რას მალავ ნატალიაზე - ეშმაკურად იყურებოდა რატი სანდროსკენ - აუ შენი საქმე არარის რაა - გაიბღვირა ნატალიამ - რას დაა..- ნინა რაღაცს ანამიოკებდა როდესაც სანდროს მობილურმა რეკვა დაიწყოო - ბატონ ზუკას ვახლავართ -იცინოდა სანდრო,ყველამ მაშინვე ყურები დაცქვიტა - ... - აუუუ რამაგრა გამახარე ტოოო, მოვალთ აბა რას ვიზამთ -... -ხოო ბიჭო და რომელზეეე -... -კი ძმა არააპრობლემა -... -კაი მიდი მიდი აეროპორტში ვიქნებით -... -აუ გოგოებო პრასწი მარაა სახლებში უნდა მიგიყვანოთ რაა - შეწუხებული სახე მიიღო სანდრომ -რაო ტოო რა გითხრა ზუიმ - დღეს ჩამოდის დამხვდითოოოო -ეე მაგარია რაა,დღეს დავიმხოთ ყველაფერი თავზე,ავყაროთ ნაშობა - ჰყვიროდა რატი -ჩუმდად შე*ემა გოგოები არიან აქ - უი უი ბოდიშით რაა - გადმოხედა წინიდან რატიმ - არაუშავს - მხოლოდ გვანცამ მოახერხა ამის თქმა ნატალიას ნაშების ხსენებაზე სახე აელეწეა,თუმცა ძაან დასტოინად,არაფერი შეიმჩნია,გოგოები მიხვდნენ და სიცილს ძლივს იკავებდნენ.იმ დღეს ყველა ნინასთან დარჩა, დევდარიანებს დიდი და კარგად მოწყობილი სახლი ჰქონდათ,გოგონებსაც იქ სტუმრობა ყოველთვის მოსწონდათ. - პროსტა აზრზე ხაარ? ვიღაც ნაშების გამო როგორ დაგვადეს - არ ცხრებოდა ნატალია - კაი რა იყოო შენც კიდე ნაშები არიან სერიოზულად არ უყურებს და ნუ ეჭვიანობ - იცინოდა ნინა - არაფერსაც არ ვეჭვიანობ კისერიც უტეხია შენ ბიძაშვილს - იბუსხებოდა ნატალია,გოგონები კი მასზე იცინოდნენ. მეორე საღამოს ნინა სახლში ოდნავ გვიან დაბრუნდა,ქუჩაში მარტო დადიოდა, რადგან სასიამოვნო საღამო იყო,ცოტა წვიმიანიც,გრილოდა,ქუჩები არც ისეთი ხალხმრავალი იყო როგორც ყოველთვის,მისეირნობდა თავის ფიქრებთან და საყვარელ სიმღერასთან ერთად,არ ეშინოდა,იცოდა ვინც იყო და ისიც იცოდა რომ საფრთხე არ ემუქრებოდა - გამარჯობა ნი-ნა - უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა ნინას,მაშინვე იცნო ზუკა ამაღლობელი,თუმცა არაფერი შეიმჩნია - ვიცნობთ ერთმანეთს? - ვითომ გაკვირვებული სახე მიიღო ნინამ - არ გინდა თამაში იმის რომ ვითომ არ იცი ვინ ვარ,არ გამოგდის ძვირფასო - ეს იყო რომ უთხრა და თავისი ზღვისფერი თვალები ნინას მწვანე თვალებს მიუშვირა - მე მგონი შენთვითონ არ იცი ვინ ვარ - არ დაიბნა ნინა და თვალი თვალში გაუყარა - ნინა დევდარიანი,16 წლის, მამა დავით დევდარიანი, დედა ლია არჩვაძე,საუკეთესო მეგობრები ნატალია ერისთავი,გვანცა ამირეჯიბი,რატი მინაძე და შენი ბიძაშილი სანდრო არჩვაძე. მეთერთმეტე კლასში გადახვედი,აქ ცხოვრობ როგორც ჩანს, მისამართიც მცოდნია (ჩაეღიმა) ტელეფონის ნომერი 555-511-512,საყვარელი ფერი წითელი, საყვარელი ცხოველი ძაღლი, კიდევ.. -გეყოფაა! - უცბად დაიყვირა ნინამ - თავი ვინ გგონია? საერთოდ ვინ ხარ ან რაგინდა ჩემგან? - კაი რატო მიბრაზდები,ზუკა ვარ ამაღლობელი,დაგინახე მარტო რომ მოდიოდი,ვიფიქრე ძმაკაცის მამიდაშვილი როგორ არ უნდა გავაცილო სახლამდე თქო - სასიამოვნოა - ესღა უთხრა ნინამ, როგორც ოთხი წლის წინ ზუკამ ნინას,შებრუნდა სახლში ისე რომ უკან არც მოუხედავს და ცხვირწინ მიუხურა კარები ზუკა ამაღლობელს! მეორე დღეს ნინამ გოგოებს ყველაფერი მოუყვა -სერიოზულაად? - გაოცებას ვერ მალავდა ნატალია - აუ ყოჩაღ შენ,მე მგონი ერთადერთი გოგო ხარ ვინც ზუკა ამაღლობელს კარები ცხვირწინ მიუხურა - იცინოდა გვანცა - ბარი ბარში ხართ რაა - ამაზე სამივეს გაეცინა, გოგოები წასვლას აპირებდნენ როდესაც სანდრომ დარეკა, ნატალიას გული აუფანცქალდა - ხო საან -... - აუ არვიცი რაა ძააან მეზარება -.... - კი ჩემთან არიან - რაუნდაა? - ჩურჩულით იკითხა გვანცამ -ჩემთან ამოდითო - ჩურჩულითვე უპასუხა ნინამ - ნინა დევდარიანო თუკი არგინდა რომ ჩემი სახით დაქალი დაკარგო,ახლავე მძღოლს დაურეკე და უთხარი რომ სანდროსთან აგვიყანოს - მკაცრად უთხრა ნატალიამ - კარგი ხოო - გაეცინა ნინას - ამოვალთ საან - ტელეფონს მიუბრუნდა ნინა - ... ზუსტად ნახევარ საათში გოგოები სანდროსთან იყვნენ. - ვაა ჩემი ლამაზი გოგოებიც მოვიდნენ. როგორ ხარ ნაატ - ცოტა გაწითლდა სანდრო - კარგად სანდრო შენ? - რავი მეც კარგად გოგოები ოთხში შევიდნენ და და როდესაც ზუკა ამაღლობელი დაინახეს მაშინვე ნინას გადახედეს -ზუკას ხოიცნობთ? ადრე გაგაცანით ჩემს დაბადების დღეზე. - კიი გვახსოვს როგორ არა - ეშმაკურად გაიღიმა გვანცამ და ნინას გადახედა. ნინამ როგორც კი ზუკა დაინახა გუშინდელი საღამო გაახსენდა,გალურჯდა,გაწითლდა,გაყვითლდა,გამწვანდა,თუმცა არაფერი შეიმჩნია და ცივილიზებულად მიესალმა. - გამარჯობა ზუკა -გამარჯობა ნი-ნა - ისევ ისე უპასუხა ამაღლობელმა როგორც ყოველთვის,დამარცვლით. იმ საღამოს ცოტა დალიეს,იცეკვეს,ბავშობის მოგონებები გაიხსენეს და ბევრიც იცინეს. - აუ ნინა ის გახსოვს ჩვენმა კლასელმა გოჭი რო გაჩუქაა? - სიცილისგან აღარ იყო სანდრო,ამაზე ყველას სიცილი აუტყდა ზუკას და ნინას გარდა - აუ პროსტა აი ძაან ცუდად მოიქეცით რაა, ეს რა გამიკეთეთ - გაბრაზებული ხმით საუბრობდა ნინა, თუმცა სიცილი შიგადაშიგ ეპარებოდა - რა მოხდა? - აშკარად დააინტერესა ზუკას - ბიჭო ჩვენი ერთი კლასელი იყო რა აჩიკო ბურდული შენ რომ წახვედი მაშინ გადმოვიდა ხოდა იასნა ნინა დაევასა მაგრად რა, ხოდა მაგ ჩე*ისას ეგონა მე და რატი მაგის ძმაკაცები ვიყავით და რომ იცოდა ახლო ურთიერთობა გვქონდა ნინასთან მოვიდა და გვკითხა რა უყვარსო ყველაზე მეტადო, ჩვენც გავეღადავეთ და გოჭები უყვარს მაგრად თქო,ცოტა კი დაიბნა მაგრამ ბოლოს დავარწმუნეთ,დაგვიჯერა და იმავე საღამოს ნინას გოჭით ხელში დაადგა საახლში,აუ აი ჩვენ მაგაზე ვიკაიფეეთ? ერთი კვირა სიცილისგან მუცელი მტკიოდა - ჰყვებოდა სანდრო სიცილ-ხარხარით - პროსტა მერე ნინა ერთი თვე არ გველაპარაკებოდა,მაგრამ მერე თვითონაც ვეღარ გაუძლო და შევრიგდით რაა. ოთახში ყველა იცინოდა ამ ამბის მოსმენისას,ზუკასაც გაეცინა და ბიჭების მიმართულებით წარმოთქვა. - აუ თქვენ არაფერი გეშველებათ ტოო - ჩაეცინა ზუკას - აუ ზუი არ გინდა ეხლა ეს კაცობები რაა - გამოიჭიმა რატი - შენც რეებს აკეთებდი გაგახსენოო? - რეებს? - ერთხმად ჰკითხეს გვანცამ და ნატალიამ რატის - არაა საჭირო ცოდნა დამიჯერეთ - ჩაეცინა ამაღლობელს და წამით ნინას გახედა,ნინამ იგრძნო,იგრძნო ამაღლობელის წამიერი,დაჟინებული მზერა, მისი ზღვისფერი თვალებით და სხეულში რაღაცამ დაუარა,თვითონაც ვერ მიხვდა სითბო იყო ეს თუ სიცივე. - კაი ხო, ოღონდ შენ არ გაგვიბრაზდე - ხელები ასწია რატიმ დანებების ნიშნად და გოგოებს თვალი ჩაუკრა - მგონი ჩვენი წასვლის დროა,საათზე დაიხედა გვანცამ და გოგოებს გახედა - ხო გვიანია უკვე მგონი - სანდროც დაეთანხმა - მიდი ზუუ შენ არხარ ნასვამი და გაიყვანე რა გოგონები სახლში. - კაი არაა პრობლემა - წამოდგა ზუკა - კარგად ბიჭებოო - დაემშვიდობნენ გოგონები,ეზოში ჩავიდნენ, ნატალია და გვანცა უკან დაჯდნენ (სპეციალურად) ნინას კი წინ მიუსაჯეს ადგილი. - ზუკა შენ რას საქმიანობ? - ინტერესით ჰკითხა ნატალიამ - მამაჩემის მანქანების ბიზნესში ვარ რაა. - და სად იყავი რაო რა თქვიი? - საფრანგეთში - მოგეწონა იქაურობა? - არ ეშვებოდა ნატალია - ჩემს სამშობლოს მაინც არ მირჩევნია - გაეცინა ამაღლობელს, ნინას მოეწონა მისი სიცილი,მის სახეს უფრო მომხიბვლელს ხდიდა. გვანცა და ნატალია მიიყვანა სახლებში,ბოლოს მხოლოდ ნინა დარჩა მანქანაში,ნინა ფიქრებში იყო და ნატალიას სმსმა დააბრუნა რეალობაში, "ნინა დევდარიანო ხვალ რომ არაფერი მოგვიყვე რაც ეხლა მანქანაში ხდება იცოდე დაქალები აღარ ვართ" ნატალიას ამ სმსზე ნინას გაეცინაა. - არგინდა მეც გამაცინო? - უეცრად ჰკითხა ამაღლობელმა - არა იყოს - ცოტა უხეშად მიუგო დევდარიანმა - კაი ნუ მესწერვები რაა, ძაან არ მევასება გოგო რო სწერვობს - თვალი თვალში გაუყარა დევდარიანს,ნინაა? ნინა კინაღამ ჩაიძირა ამ ზღვისფერ თვალებში,ძალ-ღონე მოიკრიბა და სხვა მხარეს გაიხედა,ამაღლობელმა ეს შეამჩნია და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. - მოვედით - ცოტა დანანებით თქვა ზუკამ - ხოო,გმადლობ რომ მომიყვანე,ნახვამდის ზუკა - უნებურად გაუღიმა ნინამ -ნახვამდის ნი-ნა - თვალი ჩაუკრა ამაღლობელმა და იქაურობა დიდი სიჩქარით დატოვა. *** - ანუ შემდეგ ერთმანეთი მოეწონათ? - მოვლენებს წინ უსწრებდა ლიკა - შეიძლება,თუმცა ორივე იმდენად ამაყი იყო რომ პირველ ნაბიჯს არცერთი დგამდგა,რადგან ორივე ფიქრობდა რომ ეს არ იყო ორმხრივი გრძნობა, შემდეგ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და ჩვენ ექვსნი ყველგან და ყოველთვის ერთად ვიყავით,ბევრი ცდილობდა ჩვენს დაშორებას, ან ჩვენს სასტავში შემოსვლას,თუმცა უშედეგოდ, ჩვენ უკვე "ჩვენ" ვიყავით და სხვა არავინ გვინდოდა. - შემდეგ რა მოხდაა? ნინას და ზუკას როგორი ურთიერთობა ჰქონდათ? - საკმაოდ ახლო,ყველა ვხვდებოდით რომ ზუკა და ნინა ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტნი იყვნენ,თუმცა როგორც გითხარით პირველ ნაბიჯს არცერთი დგამდა. ზუკას შეეძლო მის სახლთან შუაღამით მოსულიყო და უბრალოდ ნინასთვის "ღამე მშვიდობისა" ან "ტკბილი ძილი ესურვა". ნინას მისი ეს საქციელები ნერვებს უშლიდა და საშინლად აბნევდა,შემდეგ ერთი კვირა ზუკა არჩანდა,არც სახლში აკითხავდა,არც ბიჭებთან ერთად იყო,მოენატრა ნინას,ნინამაც იცოდა ეს მაგრამ საკმარისად ამაყი იყო რომ ხმამაღლა არ ეთქვა,შემდეგ ნინას დაბადების დღეც ახლოვდებოდა *** - გოგო რა ვქნათ ბოლო-ბოლოო შენს დაბადების დღეზე - აუ გვაანც არვიცი რაა - ტელეფონს თვალს არ აცილებდა ნინას - ისევ ზუკას ზარს ელოდებიი? - ჩაეღიმა ნატალიას - არა - ამაყად წარმოთქვა ნინამ - კი აბა რააა - გაეცინა გვანცას -მოკლედ წყნეთში რომ მაქვს აგარაკი იქ ავიდეთ,ბიჭებთან ერთად - ბოლოს თქვა ნინამ - ეე კარგი იდეა ძააან,ახლო წრეში ავღნიშნოთ,სხვა არც არავინ გვინდა რაა - ხოო ეგრე ჯობია რაა გადაწყდა, ორ კვირაში წყნეთში ადიოდნენ,სანდროსაც გააგებინა თავისი გადაწყვეტილება - საან ხო წამოხვალთ ბიჭები? - კიი ნი აბა რას ვიზამთ,მოვალთ მე და რატი - ნინას ეწყინა სანდრომ რო ზუკას სახელი არ ახსენა,ძალ-ღონე მოიკრიბა და თავად ჰკითხა - ზუკა? არ ამოვა? - სანდროს ამაზე გაეღიმა და პასუხიც გასცა - არვიცი ნიი,ეს დღეები რაღაც საქმეები აქვს და ვნახოთ თუ ეცლება,შენ ის მითხარი რა გაჩუქოო? - რავი საან შენ რაც გინდა ის,მე ხოიცი ყველფერი ძალიან მომეწონება - კაი ხო როგორც გინდა, წამო სახლში გაგიყვან მთელი გზა არცერთს ამოუღია ხმა,ნინა ზუკაზე ფიქრობდა,ენატრებოდა და მერე როგორ? საშინელი გრძნობაა მონატრება,საყვარელი ადამიანის მონატრება,როცა საშინლად გინდა ნახო მისი სახე, მისი თვალები, ღიმილი,თვითონ ის, რომ ჩაეხუტო,აკოცო და გვერდიდან არ მოიშორო,სწორედ ეს გრძნობა სტანჯავდა ნინას ამდენი ხნის უნახავი რომ ჰყავდა ამაღლობელი დადგა 22 ივლისი,გოგოები მარკეტში იყვნენ და ყიდულობდნენ ყველანაირ პროდუქტს,სასმელს და სასუსნავს,ტაქსით ავიდნენ წყნეთში,რატი და სანდროც ამოვიდნენ, ზუკა არ იყო...ვერ მოვიდა...თუ არ მოვიდა?ნინა ცდილობდა გონება მოეკრიბა და მასზე არ ეფიქრა, დაბადების დღემ კარგად ჩაიარა...მესამე დღეს თბილისშიც დაბრუნდნენ. ნინა ერთი კვირა სახლიდან არ გადიოდა, ბრაზობდა,საშინლად ბრაზობდა რომ ზუკა არათუ არ ამოვიდა წყნეთში,დაბადების დღეც კი არ მიულოცა,ფიქრებში იყო ნინა და მხოლოდ კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა,კარზე ზარი არ წყდებოდა... - მოვდივარ,მოვდივაააარ - უყვიროდა ნინა ვიღაცას რომელმაც კარები კინაღამ ჩამოიღო - გამარჯობა ნინა - კარებში ნინას ზუკა ამაღლობელი შერჩა, გაბრაზებული იყო,საშინლად გაბრაზებული იყო დევდარიანი - გამარჯობა - ცივად მიესალმა ნინა ამაღლობელს, რომელსაც ხელში პატარა ყუთი ეჭირა - მოკლედ,ბოდიში მინდოდა მომეხადა, რომ შენი დაბადების დღისთვის ვერ მოვასწარი ჩამოსვლა - თავდახრილი იდგა ამაღლობელი დევდარიანის წინ - ჩამოსვლაა? სად იყავიი? - საფრანგეთში,მამაჩემმა გამგზავნა რაღაც საქმეზე, უფრო ადრე უნდა ჩამოვსულიყავი მაგრამ ცუდი ამინდების გამო ფრენები გადაიდო,ხო აი ეს დანაშაულის გამოსყიდვის მზნით ნინამ ყუთი გამოართვა და როდესაც გახსნა,მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,გაბრაზება ვისღა ახსოვდა - ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემოოო,როგორი პატარა და საყვარელიაააა - თვალს ვერ აცილებდა ნინა ყუთში მოთავსებულ პატარა ლეკვს, რომელსაც სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა და იმავე თვალებით ახედა ზუკას. - მადლობა,მადლობა ძალიან დიდი მადლობა - ზუკასთან მივარდა და მთელი ძალით ჩაეხუტა - რისი მადლობა ნიი, არ გრცხვენიაა? - ნინამ მორცხად შეხედა და ამაღლობელის თვალებში ჩაიძირა. - კაი უნდა წავიდე ბიჭებს ვნახავ და შეგეხმიანებით მერე - შუბლზე აკოცა დევდარიანს და კიბეებზე დაეშვა, ნინა ბედნიერი იყო,შეყვარებული იყო ზუკა ამაღლობელზე,როგორც იქნა საკუთარ თავსაც გამოუტყდა. გადიოდა კვირები და თვები მათი ურთიერთობა უფრო და უფრო ახლო იყო, არც მეგობრები ერქვათ მაგრამ არც შეყვარებულები იყვნენ,თუმცა საკმარისი იყო ნინას ვინმე ბიჭი მიახლოვებოდა და ამაღლობელში წამში გააქრობდა. - პროსტა იდიოტია რაა ესე როგორ ცემა ლევანი რო ახლოსაც არ მოდის ჩემთან - გაბრაზებული დადიოდა აქეთ-იქით ნინა - კაირაა ხოიცი რო უყვარხარ და არუნდა ვინმე მოგიახლოვდეს - არა არ ვუყვარვარ გვაანც - ამოიზლუქუნა ნინამ და სავარძელში ჩაეშვა - ნიი ზუკა გიყვარს ხოო? - კი გვაანც ძაან მიყვარს,მაგრამ ასე თუ გააგრძელა საერთოდ დავკრავ ფეხს ამერიკაში და აღარ ჩამოვალ - თვალები აუცრემლიანდა ნინას - გაგიჟდი გოგო? ეგ მეორედ აღარ თქვა იცოდე! - მკაცრად გააფრთხილა გვანცამ და ცოტა შიშმა დაუარა,იცოდა ერთ დღესაც ნინა ამას გააკეთებდა. - პროსტა რამდენ ბიჭს უყვარხარ,მთელ თბილისს,თან როგორ ბიჭებს და ვინც სიყვარული არ აგიხსნა ზუსტად ეგ შეგიყვარდა,იცი რატომ გაწვალებს ეგრე? -არ ვიცი - რატომ და რომ არ დაგვიწყებოდა,არცერთი ბიჭის სახელი და გვარი არ გახსოვს ვისაც კი შენთვის სიყვარული აუხსნია,ხოდა ზუკასაც არ უნდოდა რომ იმათ რიცხვს მიმატებოდა,რადგან მართლა უყვარხარ და შენი დაკარგვაც არ უნდა. - არვიცი გვაანც არვიცი, გამაგიჟებს ცოტა ხანში. - დამშვიდიი რაა,მიდი გაემზადე და წავედით კლუბში თორე ნატალია გაგიჟდება დაბადების დღეზე რო დავაგვიანოთ - ხო კაი. ერთ საათში გოგოებიც მზად იყვნენ და კლუბშიც წავიდნენ - ნაატ გილოცავთ ჩემო გოგოოო - ერთად მიულოცეს დაბადების დღე ნატალიას გვანცამ და ნინამ - ვაიმე მადლობა გოგოებოოო მაგრამ ზუსტად ერთ საათშია ჩემი დაბადბის დღე,ვაიმე ნინა სანდრო მოვიდა,მითხარი კარგად გამოვიყურებიი? - აჰაჰა კი ჩემო ლამაზო ძააან მაგრად ხარ რაა,ჩემ ბიძაშვილს თვალები მგონი ტ*აკში აქ - ამაზე გოგოები ჩაბჟირდნენ და მხოლოდ მაშინ გაჩუმდნენ როცა მათკენ მომავალი სანდრო,რატი და ზუკა დაინახეს - პრივეტ გოგოებო,გილოცავ ნაატ - მაგრად ჩაეხუტა სანდრო ნატალიას და კისერში აკოცა, სანდროს რომ არ ჰქონოდა ხელები შემოხვეული ალბათ ნატა იქვე ჩაიკეცებოდა - მადლობა საან - სიწითლემ დაჰკრა ნატალიას სახეზე -შევიდეთ ხოო? - გამარჯობა ნინა - გაგიმარჯოს ზუკა - როგორ ხარ? - კარგად შენ -მეც კარგად - ეს იყო რომ უთხრა ამაღლობელმა და ნინა ისე შევიდა კლუბში მისთვის არც კი შეუხედავს,ამაღლობელს სახე აელეწა და სამაგიეროს გადახდაც გადაწყვიტა. კლუბში ერთი გოგო იყო,კესო მუმლაძე,ზუკა დაევასა და ამანაც შანსი არ გაუშვა ნინას საეჭვიანოდ,ნინა არაფერს იმჩნევდა თავადაც მის ერთ კლასელ ბიჭს ესაუბრებოდა და ეკუკლუცებოდა,ამაღლობელისთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა და წამში ნინასთან გაჩნდა -შეიძლება ვიცეკვოთ? - ნინაც გაჰყვა -ეს ბიჭი ვინ არის? - შენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს? - ნაგლად უპასუხა ნინამ - კი ხომ არ გინდა მაგასაც ჭკუა ვასწავლო? - ნინა გაცოფდა,ჩხუბს აპირებდა მაშინ როდესაც კლუბში ტორტი შემოიტანეს,ნატალია სცენაზე იდგა და ბედნიერებისგან ბრწყინავდა,ტორტი რომ ჩააქრო მოხდა ის რასაც მართლა არავინ ელოდა,სანდრო სცენაზე აეჭრა,ნატალიას სახე ხელებში მოიქცია და მხურვალედ აკოცა. - ნატალია მიყვარხარ,მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები,ჩემთვის ერთადერთი გოგო ხარ და მინდა რომ სულ შენთან ვიყო - მიკროფონში გაიძახოდა სანდრო და ნატალიას თვალს არ აცილებდა,ყველანი შოკში ვიყავით და ნატალიას ვუყურებდით თუ რას იმოქმედებდა,წამები არ იყო გასული ეს გიჟი გოგო მივარდა სანდროსთან და ისე ჩაეხუტა კინაღამ გაჭყლიტა, ამხელა ბიჭი ერთმა სიფრიფანა გოგომ, ყველანი ტაშს ვუკრავდით და გვიხაროდა მათი ამბავი,იმ ღამეს ბევრი დავლიეთ,ნინამ განსაკუთრებით,ვეღარავის ვეღარ ცნობდა,გვანცასთან მივარებოდა და ეკითხებოდა "დედა ამერიკაში როდის მიდიხაროო?" -აუუ ეს ძააან მთვრალიაა - იცინოდა გვანცა - აუ მაგრად ტო, ზუუკ მიდი რა გაიყვანე ნინა სახლში - გადასძახა სანდრომ ზუკას ისე რომ ნატალიას არც მოშორებია - წამო ნინაა - ვინ ხაარ? სად მიგყავაარ? ზუკა მიშველეეე,ვიღაც კაცს ჩემი მოტაცება უნდაააა - ყვიროდა ნინა კლუბში და ყველა იცინოდა - მე ვარ ნინა ზუკა,სახლში მიმყავხარ - იცინოდ ზუკა - არმინდა რაა,მე თვითონ წავალ - ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგა და მაშინვე ძირს გაიშხლართა - ადექი და წამო - სიცილისგან ყველანი ცუდად იყვნენ - კაი ხოო - ბოლოს დანებდა ნინაც მანქანაში არცერთს ხმა არ ამოუღია, ნინა ღიღინებდა რაზეც ამაღლობელს ეღიმებოდა - ზუკა ჩემს თაყვანისმცემლებს რატო სცეემ? - მოულოდნელად იკითხა ნინამ - იმიტომ რომ მიყვარხარ - მერე რატომ არ მეუბნები ხოლმეე? - ამოიხავლა დევდარიანმა - ეხლა ხო გითხარიი? - ეცინებოდა ზუკას - მერეც ხომ მეტყვიი? - კი გეტყვი - შუბლზე აკოცა ამაღლობელმა დევდარიანს,სახლში შეიყვანა,დააწვინა და წამოვიდა. მეორე დილით რაც კარგად იცით ის იყო. " აუ თავიიი", "ამდენი რამ დამალევინა ღმერთოოო" " დეე ბორჯომი მომიტანე რაა", "ოხ სანდრო არჩვაძეეე" - ვაიმეეე ნინაჩკააააააააა - ოთახში შემოვარდა და შეყვირა ნატალიამ - გთხოვ ოღონდ ეხლა გაჩუმდიიი და ნუ გაჰკივიხარ - აუუ პახმელიაზეე ხარ? - იცინოდა ნატალია - გუშინ რა მოხდა ვაფშე არაფერი მახსოვს - ძლივს ამოილუღუღა ნინამ - რა მოხდა და მე და სანდრო ერთად ვართ,შენ ბევრი დალიეეე, შემდეგ სცენაზე ახვედი და მღეროდი და სანამ სიმღერას დაიწყებდი ასე თქვი ეს სიმღერა ზუკას ეძღვნებაო,კიდე მაგიდაზე ცეკვავდი და ვერ ჩამოგიყვანეთ, კიდეევ.. - გთხოვ მითხარი რომ ცოლად არავის გავყევი და ჯერ კიდევ ქალიშვილი ვარ - ბალიშში თავჩარგულმა ნინამ წამოიკნავლა - ქალიშვილი იქნები და ცოლად არვიცი ზუკას გაჰყევი თუ არა იმიტომ რომ სახლში მან მოგიყვანა - ხოო ეგ მახსოვს - ჩაფიქრებული იჯდა ნინა და რაღაცას იხსენებდა - ეხლა არ მითხრა რომ მართლა ცოლად გაყევი - გაეცინა ნატალიას - არა რა ცოლად,მგონი ზუკამ მიყვარხარო მითხრა,მაგრამ ზუსტად არ მახსოვს - ნინა დევდარიანო,შენ ნორმალური ხააარ? ამაღლობელმა სიყვარული აგიხსნა და არ გახსოოვს? - არაა - ძლივს წარმოთქვა ნინამ - ოხხ მოსაკლავი ხარ დევდარიანო,მოსაკლავი,საღამოსთვის მზად იყავი სანდროსთან ვიქნებით ყველანი და ამოდი იცოდეეე - აუუ ნა.. - ამოდიიიი! - ესღა თქვა ნატალიამ და კარები გაიჯახუნა საღამოს ყველანი სანდროსთან იყვნენ,ზუკა არ ჩანდა, ნინას ნერვები ეშლებოდა და მოლოდ მაშინ დაწყნარდა როდესაც შემოსასვლელში ამაღლობელი გამოჩნდა - მოდი შე*ემა გელოდებოდით ყველა - ფეხზე წამოდგა რატი -გისმენთ ბრაატ - მოკლედ ახალ-წელს ყველანი ჩემთან ავდივართ გუდაურშიი - ხელები გაშალა რატიმ,ყველას გაუხარდაა და გეგმებიც დააწყვეს. 29 დეკემბერიც მალე მოვიდა გოგოები ბარგს ალაგებდნენ,ბიჭები სასმელს და საჭმელს ყიდულობდნენ,მანქანებში გადანაწილდნენ და გუდაურისკენ გეზი აიღეს,ნინა და ზუკა ერთ მანქანაში ისხდნენ,ცოტა ხანი არცერთი იღებდა ხმას,ნინა იხსენებდა იმ ღამეს,ფიქრობდა მართლა აუხსნა თუ არა სიყვარული ამაღლობელმა. - რაზე ფიქრობ ნი-ნაა? -ისეთს არაფერზე - უცბად დაბრუნდა რეალობაში დევდარიანი - ისე იმ ღამეს მაგარი მთვრალი იყავიი -ხოო - გაეცინა ნინას - შენ მომიყვანე ხო სახლში? - კი მე მოგიყვანე -რაზე ვსაუბრობდიით? - უცბად იკითხა ნინამ და ზუკას პასუხს მოუთმენლად დაელოდა,ზუკაც არ დაიბნა და სწრაფადვე უპასუხა -ძირითადად არაფერზე,შენ ღიღინებდი, მე კი გითხარი მიყვარს როგორ მღერიხარ თქო - ნინამ თავი ჩაღუნა,რატომ ეგონა რომ ამაღლობელმა სიყვარული აუხსნაა? "ღმერთო რა დებილი ვარ" ფიქრობდა ნინა და ნერვები ეშლებოდა ზუკა ესეთი მშვიდი რომ იყო - მოხდა რამეე? -არა, არაფერი მართლა - ნინაც ამჯერად არ დაიბნა. გუდაურში ავიდნენ,ოთახებშიც გადანაწილდნენ და გადაწყვიტეს ცოტა დაესვენათ. -რაო რა გითხრაა? -არაფერი გვაანც, ვკითხე რაზე ვისაუბრეთ თქო და "ძირითადად არაფერზე,შენ ღიღინებდი და მე გითხარი,მიყვარს როგორ მღერიხარ თქო" - გამოაჯავრა დევდარიანმა ამაღლობელი - აუ რა იდიოტია რაა - ბრაზობდა ნატალია - გოგოებოო საჭმელს არ გაგვიკეთეებთ? - ოთახში თავი შემოყო რატიმ - თუ დააკაკუნებ ხოლმეე კიი - შეუბღვირა გვანცამ კაკ-კუ -გოგოებო საჭმელს არ გაგვიკეთეებთ? -ხელმეორედ გაიმეორე რატიმ,ამჯერას ყველას გაეცინა. *** - და მერე რა მოხდაა? - ლიკა უკვე ვეღარ ითმენდა - მერე როგორც იქნა დადგა პირველი იანვარი და ის მოხდა რასაც ყველანი დიდი ხანი ველოდით - ღიმილიანი სახით თქვა გვანცამ *** 3...2...1... გილოცაააააააააავთ, ახალი წელიც დადგა,ახალი სურვილები, ახალი დღეები,მაგრამ ყველა ისევ ერთად -ახალ წელს გილოცავ ზუკა - მიყვარხარ ნინა - ეს იყო რომ უთხრა ზუკამ ნინას და ბაგეებზე დაეწაფა,ყველამ სიხარულის ყიჟინა გამოსცა. -მეც მიყვარხარ ზუკა - აწითლებული და დაბნეული ნინა ძლივს ბურტყუნებდა -აუ მაგრად გამახარეთ ტოო - ეგრე რააა - ვაიმე ნინაჩკაააააააააა -გოგო არ დაგვადგა საშველიიი? ყველანი იცინოდნენ,მხიარულობდნენ და ბედნიერები იყვნენ რადგან ერთმანეთი ჰყავდათ. მერე თბილისში დაბრუნდნენ,გაზაფხულიც მოვიდა,ამაღლობელი და დევდარიანი ხშირად კამათობდნენ და იშვიათად თანხმდებოდნენ,მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდათ, სიყვარული და ის რომ ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ. -ყოველთვის ვფიქრობდი რომ ღამე გაცილებით უფრო ფერადია ვიდრე დღე. - ზუკა როდის შეგიყვარდიი? - არ ვიცი ნიი,მაგრამ ვიცი ის რომ ყოველჯერზე როდესაც შემოგხედავ ისევ თავიდან მიყვარდები,ჩვენი სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია,რადგან მას ვერავინ გაანადგურებს,ჩვენი ურთიერთობა იმდენად მყარია რომ მას ვერც გავწყვეტთ და ვერც დავივიწყებთ -არც მინდა რომ გავწყვიტო და დავივიწყო. -ამის უფლებას არასდროს მოგცემ ნიი -ალბათ ყოველთვის ყველაზე ტკბილად მაინც ურთიერთობის დასაწყისი გვემახსოვრება.ყოველთვის ყურებამდე გამეღიმება, როდესაც მომავალში ჩვენი პირველი ჩახუტება და მიყვარხარ გამახსენდება. ზუკა შენი აზრით სიყვარული რა არის? - სიყვარულია როცა ყველაფრით გიყვარს,მთელი ერთი ადამიანი, გულით,სხეულით,სულით,გრძნობით,ფიქრით,ყველაფრით... მას ვერ ვხედავთ მაგრამ ვგრძნობთ,მე შენთან ერთად ვგრძნობ სიყვარულს,იმიტომ რომ სიყვარული თავად ხარ ნინა. -მიყვარხარ ზუკაა,ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ნინა. ნინა ბედნიერი იყო რომ ამას ისმენდაა, ყველაზე,ყველაზე ბედნიერი იყო. *** -როგორ ჰყვარებიათ ერთმანეთი - ამოიოხრა ლიკამ - ძალიან უყვარდათ და მათი ყველას შურდა,მთელი თბილისის გოგო ბიჭებს მათი დაშორება უნდოდათ და დაშორდნენ კიდეც - სევდიანად თქვა გვანცამ. - რატო დაშორდნენ? - რატომ დაა... *** ზაფხული იყო,გამოცდებიც მოსულიყო, გოგოებმა ბოლო გამოცდაც რომ ჩააბარეს გადაწყვიტეს ყველანი ერთად ბათუმში წასულიყვნენ. ბარგი ჩაალაგეს,მანქანებშიც გადანაწილდნენ და გზას დაადგენ. - აუ ძააან დავიღალე რააა,ერთი სული მაქ როდის დავიძინებ - გაიშხლართა ნატალია საწოლზე - დაიძინე მერეეე - აუ ნიი სიამოვნებით მაგრამ ამ გიჟების ხელში რა დამაძინებს? ღმერთმა იცის ღამე რას გამიკეთებენ - წუწუნით თქვა ნატალიამ და გოგოებმაც გაიცინეს. საღამოს ზღვაზე გავიდნენ,ნინა და ზუკა ცოტა მოშორებით დასეირნობდნენ,იმ ღამეს იმდენი დალიეს,იმდენი,როომ... -მოკლედ ბავშვებოოო - ფეხზე წამოდგა მთვრალი ზუკა - მე და ნინა ვქორწინდებით,აქვე და ახლავე - აეეეე,მაგრად გამახარეთ ტოოო - ფეხზე წამოდგენ ბიჭები, გოგოები ნინას ეხვეოდნენ და ულოცავდნენ - ამას როგორ გვიმალავდი არ გრცხვენიააა? -შენ ხარ დაქალიიი? -ერთი წუთით - დაბნეული ნინა ფეხზე წამოდგა და ყველანი გაჩუმდნენ - რას ნიშნავს ვქორწინდებით? - იქით გავიდეთ - ზუკამ გაბრაზებულ ნინას ხელი მოჰკიდა და გვერდით გაიყვანა - რა არ გინდა ჩემი ცოლობაა? - მინდა ზუკა მაგრამ ესე არა, ასეთ სიმთვრალეში არ მინდაა -ანუ არ გინდაა - სიმშვიდეს ძლივს ინარჩუნებდა ზუკა - ასე არ მინდააა - ანუ არ გინდააა - დაუყვირა ზუკამ - ასე არა - საწყლად ამოიზლუქუნა ნინამ - ამის დედა შე*ეცი, არ გინდა გასაგებია ხოდა კარგად იყავი - ესღა უთხრა ზუკამ ნინას,მანქანაში ჩაჯდა და ღმერთმა იცის სად წავიდა. ბიჭები ურეკავდნენ,არ პასუხობდა,გოგოები ხმას ვეღარ იღებდნენ და ნინას ვერ ელაპარაკებოდნენ... ნინააა? ნინა იჯდა ,ცრემლები სდიოდა და ერთ წერტილს იყო მისშტერებული. -თბილისში წასულა - ოთახში შემოვიდა რატი და გოგოებს გააგებინა -ჩვენ როდის წავალთ? - ჩუმად იკითხა გვანცამ. - ხვალ - დღეს ვერაა? - უეცრად ხმა ამოიღო ნინამ - ნიი ძაან გვიანია,ყველანი აღელვებულები ვართ,ცოტა დავისვენოთ და ეგრევე წავიდეთ - კარგი - ძლივს, ყველას გასაგონად წარმოთქვა ნინამ. შემდეგ ცუდი რაღაც მოხდა,ცუდი არა საშინელება,ზუკა წავიდა საფრანგეთში...ხო აი ასე, ადგა და წავიდა...არავის დამშვიდობებია...ბიჭებს დაურეკა და ისე უთხრა. ნინა ტიროდა,ყოველდღე და ყოველღამე,ვერავინ ამშვიდებდა,ვერ იჯერებდა რომ აი ასე უბრალოდ წავიდა და მარტო დატოვა,გაბრაზებული იყო...ახლოს არავის იკარებდა, ვერავინ ბედავდა დალაპარაკებას... ოდესმე გიგრძვნიათ ,თითქოს შეხვდი ვიღაცას მან დატოვა ადგილი შენში და შემდეგ წავიდა,ხო აი ასე უბრალოდ წავიდაა,შენ კი ამ ადგილს მტკივნეულად და დაცარიელებულად გრძნობ... შენ ადამიანის შენარჩუნება თქვი თორემ მის დასაკარგვად წამიც საკმარისი ყოფილა,ყველაფერი მიჩვევაა, ყველაფერი გტკივა,ძალიან,ძალიან გტკივა,ასე ორი-სამი კვირა,შესაძლოა ორი - სამი თვე, თუნდაც რამდენიმე წელი და მერე ეჩვევი. ჯერ ვიზუალურად შლის დრო, მას, შენი მეხსიერებიდან,მერე ყველაფერი დანარჩენი გავიწყდება,მისი ხმა,მისი სურნელი...ბოლოს ისე ხდება, ერთ დღესაც აღმოაჩენ რომ ცხოვრება მის გარეშე გრძელდება. ნინას ცხოვრებაში არსებობდა წუთები რომლებიც არასდროს დაავიწყდებოდა, მაგრამ არსებობს დრო რომელიც უკან არასდროს დაბრუნდება.. წლები გავიდაა... ხუთი წელი გავიდა .... საშინელი გრძნობაა სიგიჟემდე რომ გენატრება და ვერაფერს რომ ვერ ცვლი. ტკივილი ჩაცხრა... ცრემლებიც გაშრაა... ნინა ისევ იყო თავის საყვარელ მეგობრებთან ერთად,ოღონდ ზუკას გარეშე,ზუკას ადგილი კიი ნინას საქმრომ გიორგი ცერცვაძემ დაიკავაა, დიახ დიახ არაფერი გეშლებათ ნინა დევდარიანი ორ თვეში თხოვდებაა... იმ საღამოს გვანცასთან იყვნენ და "რაღაცას" აღნიშნავდნენ ძველი მეგობრები. რატი და სანდრო აივანზე იყვნენ გასულები და საუბრობდნენ - ბიჭოო,ზუკამ დარეკა ერთ კვირაში ჩამოდის - ესღა თქვა სანდრომ სწორედ მაშინ როდესაც ნინა გაღებულ კარებში იდგა და მკაფიოდ გაიგონა სიტყვები "ზუკა " და "ჩამოდის". მაშინვე უკან გაბრუნდა და გოგოებიც გაიყვანაა. - რა მოხდა აღარ იტყვიი? ფერი არ გადევს სახეზეე -ვაიმე გვანცა,ღმერთო ჩემო,ამდენი ხნის შემდეგ...რატომ რატომ ახლააა? - ნინა მაშინებ - საკმაოდ დასერიოზულდა ნატალია -მოკლედ...მოკლეედ ბიჭების დასაძახებლად რომ მივდიოდი სანდროოომ.... ღმერთო წყალი მინდააა - ვაიმეე რა გჭირს გოგოოო ცუდად ვარ უკვე თქვიიი - ანერვიულდა ნატალიაც - ზუკაა..ზუკა ჩამოდის ერთ კვირაში - ღადაობ იმედია - მწარედ ეღიმებოდა ნატალიას - მეტყობა რამე? - არა - ნატალიას ღიმილი სახეზე შეეყინა - პროსტაა აზრზე ხარ როგორი ნაგავიაა? - ბრაზობდა გვანცაა - ამდენი წელი იყავი მარტო, მთელი გულით ელოდებოდი და ახლა როდესაც ბედნიერი ხარ და თხოვდები მაშინ მოუნდა დაბრუნება... - როცა ადამიანები ხედავენ რომ მათ გარეშეც შეძელი კარგად ყოფნა, სწორედ მაშინ უნდებათ დაბრუნება - მწარედ ჩაილაპარაკა ნინამ ოთახში ბიჭებიც შემოვიდნენ - რა ხდება გოგოებო რა გჭირთ? - თავი გვტკივა უბრალოდ - უცბად მოიმიზეზა გვანცამ - მერე წამალი დალიეთ ტოო - ჩაეცინა რატის - იყოს რაატ, სახლში წავალ რაა მე, გიორგის დავურეკავ რო მომაკითხოს - რათ გინდა გოგო გიორგი აქ არ ვაარ? - გაბრაზდა სანდრო - კაი მაშინ წავიდეთ - საან მე აქ დავრჩები გვანცასთან - შეყვარებულთან მიირბინა და აკოცა ნატალიამ - როგორ გინდა ნაატ,მოგაკითხავ ცოტა ხანში გზაში არცერთს არ ამოუღია ხმა,ბოლოს ისევ სანდრომ დაარღვია სიჩუმე - ჩამოდის - ესღა თქვა სანდრომ და ფრთხილად გახედა ნინას - რატომ? - არ ვიცი,ამდენი დრო გავიდაა,ალბათ უკვე იყო ჩამოსვლის დრო - მაინცდამაინც ჩემი ქორწილის წინ? - მგონი არც იცის რომ თხოვდები - სანდროს ნათქვამდე ნინას ჩაეცინა - კარგი რა საან ნუ მაცინებ,ზუკა ამაღლობელმა არ იცის რომ ნინა დევდარიანი თხოვდებაა? კარგი რაა. - არვიცი რა ნიიი,ის კი არ არის მთავარი ვისთან ერთადაც კარგად ხარ,არამედ ის ვის გარეშეც ცუდად ხარ. - ზუკას გარეშე ძალიან კარგად ვიყავი ბოლო ორი წელი,დამიჯერე და ახლა უნდა რომ ჩამოვიდეს და ყველაფერი ამირიოს,არაა! საკმარისია,თითქმის გადავყევი,არ მივცემ ყველაფრის არევის უფლებას. - ნინა ზუკა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დაივიწყეე? -ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაფერი იყო,ვერასდროს გახდება წარმავალი.სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის ჩათვლი მას შენი ცხოვრების ნაწილად. არიან ადამიანები რომლებიც არასდროს გვავიწყდებიან - ნინას თავისივე ნათქვამე ჩაეღიმა და სახლში ისე ავიდა,უკან არც მოუხედავს. დადგა ეს დღეც... ჩამოვიდაა... როგორ თუ ვიიინ? ამაღლობელიიი. ზუკაა? ხო, ზუკა ამაღლობელი ჩამოვიდააა, მთელი თბილისი ამაზე ჭორაობს, ნინას ქორწილიც რომ ერთ თვეშიაა? რა მოხდებაა?... - ნიი ამოდი რაა სანდროსთან ვართ ბავშვებიი - ტელეფონში მუსიკის ხმასთან ერთად ძლივს ისმოდა გვანცას ხმა - გვააანც შენ ხაარ? არ მესმის,ხმამაღლა ილაპარაკე რაა - ამოდიიი სანდროსთან ვააააართ - კაი მანდ ვარ ნახევარ საათშიიი -ნიი ზუკაც აქაააა - ეს რომ თქვა გვანცამ ნინამ მობილური გათიშა და მგონი ვერც კი გაიგო ზუკა ამაღლობელს რომ წუთი წუთზე შეხვდებოდა. ნინამ რომ ავიდა მუსიკებიის ხმაც აღარ იყო. მდივანზე იჯდნენ და ჯოკერს თამაშობდნენ. - ნიი მოხვედიი? - ხოო,ყვავილები ავარჩიეთ დარბაზისთვის და ისე დავიღალე რო რავი - ეს იყო ნინამ რომ თქვა, ოთახში შევიდა და ყველამ აივნისკენ გამართულ ამაღლობელისკენ გააპარეს მზერა. გოგოები სამზარეულოში გავიდნენ,ნინა ჯერ კიდევ შოკში იყოო,ამაღლობელი ისეთი შეცვლილი და გასიმპატიურებული იყოო,ნინას გონება ჯერ კიდევ ცდილობდა დანახულის გააზრებას. - ნინაააა...ხომ გითხარი რომ ისიც აქ იყოო - რაა? არაფერი გითქვამს - გამოფხიზლდა ნინა გვანცას საუბარზე - კი როგორ არა,გითხარი რომ ზუკაც აქ არის მეთქი - ალბათ...ალბათ ვერ გავიგეე - დაიბნა ნინა - შეიძლებააა,მოკლედ გავიდეთ ეხლა ტეხავს,მიხვდებიან,ცოტა ხანი გაჩერდი და მერე წადი თუ გინდა,ყველანი გაგიგებთ ხოიცი. - არა,არსადაც არ წავალ,თუ ვინმე წასასვლელია ეს ზუკა ამაღლობელია,აქ არაფერი ესაქმება,ხუთი წელი ჩვენს გარეშე ცხოვრობდა და ახლა ისე ჩამოვიდა ვითომ არც არაფერი მომხდარიყოს - საშინლად ბრაზობდა ნინა - კაი გავიდეთ რაა ოთახში რომ გავიდნენ,ამაღლობელიც ბიჭებთან ერთად იჯდა,გოგოებიც მათ შეუერთდნენ - გამარჯობა - ცივად მიესალმა ზუკა ნინას, წამით ოთახში ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდით, ნინაას გააჟრჟიალა ამაღლობელის ცივმა და ბოხმა ხმამ,თითქოს შესცივდა, მაგრამ შემდეგ თავადაც,ალბათ უფრო ზრდილობის გამო უთხრა - გამარჯობა საწყენია ვიღაც გვერდით ჩაგივლის და გაყინული სახით გესალმება ისე, თითქოს არასდროს ყოფილხარ მისი ცხოვრების დიდი ნაწილი. გადიოდა დღეები,კვირები,ნინას თითქმის ყოველდღე უწევდა ზუკას ნახვა,ზოგჯერ გიორგიც იყო მათთან ერთად,თუმცა ცოტა ხნით. ნინას ქორწილიც ახლოვდებოდა... ერთ ღამეს სანდროსთან იყვნენ,ნინა აივანზე იჯდა როცა ზუკა გამოვიდა,გვერდით მიუჯდა და სიგარეტი გააბოლა. არცერთი იღებდა ხმას,ბოლოს სიჩუმე ამაღლობელმა დაარღვია. - ესეიგი თხოვდებიიი - ცინიკურად იკითხა ზუკამ, ნინას ერჩივნა მიწა გასკდომოდა ან მეხი დასცემოდა ოღონდაც ეს შეკითხვა არ დაესვა - ხოო - ძლივს პასუხი გასცაა - ნინა იცი რა მაინტერესებს? - გისმენ ზუკა - მე რატომ არ გამომყევი ცოლად? რამე ცუდი გავაკეთეე? მივქარე რამეე? - ძარღვები ეჭიმებოდა ამაღლობელს - ზუკა გთხოვ არ გინდა რაა - ძალიან გთხოვ მიპასუხე,არ მინდა ეს კითხვები ასე პასუხგაუცემელი დამრჩეს,თუ კი შენთვის ოდესმე რამეს ვნიშნავდი მითხარი - ზუკას ნათქვამზე ნინა ცრემლებს ძლივს იკავებდა,არუნდოდა რომ ატირებულიყო ამაღლობელის წინ და მისი სისუსტე გამოეჩინა - არა, არაფერი ცუდი არ გაგიკეთებია - ამის თქმაღა მოახერხა დევდარიანმა - აბაა? უარი რატომ მითხარი? - ზუკაა...მეე... ბავშვი ვიყავი არ მინდოდა ესე სიმთვრალეში და უცბად რამე სისულელე ჩაგვედინა, მე ვფიქრობდი,შენ კი მხოლოდ სიმთვრალე გალაპარაკებდა.ძალიან, ძალიან მინდოდა შენი ცოლობა მაგრამ როგორც კი სკოლას დავამთავრებდი მაშინვე არა და შენ ეს ვერ გაიგე, არც კი ამახსნევინე, არც დამემშვიდობე ისე წახვედი, არ ვიცოდი როგორ იყავი, წლების მანძილზე ღამეებს ტირილში ვატარებდი, ვერ ვფიქრობდი, ვერ ვსუნთქავდი,ისიც კი არ მახსოვდა რომ წყალი დამელია ან მეჭამა, ველოდებოდი, რომ დაბრუნდებოდი და ისევ ერთად ვიქნებოდით,რომ ცოლად გამოგყვებოდი,რომ ვიქნებოდი შენი შვილების დედა,რადგან შენ ყველაფერი იყავი, ჩემთვის ყველაფერი იყავი, მე კი ეს, როგორც არაფერი ისე მჭირდებოდა მაგრამ შენ...შენ არ დაბრუნდი... - ნინა ცრემლებს აღარ იკავებდა და ცდილობდა ემოციებისგან დაცლილიყო,მთელი ხუთი წლის ნაგროვებ ემოციებს სახეალეწილ და ენაჩავარდნილ ამაღლობელის წინ უშვებდა,რომელიც ხუთი წლით წასვლას ნანობდა - შემდეგ გიორგი გამოჩნდა,ერთმანეთს გავუგეთ, გრძნობები გაგვიჩნდა,ბავშვებმაც კარგად მიიღეს,თან მყვება,ყველას მოსწონს,ცოლობა მთხოვა და მეც უარი არ მითქვამს,რადგან არ მეგონა ოდესმე თუ კიდევ შეგხვდებოდი... - ნინა მეე..არ ვიცოდი ასე თუუ...უბრალოდ... იმედია ოდესმე მაპატიებ...არც კი ვიცი რა გითხრა...ალბათ ძალიან გეზიზღები -იციი? შენთან ასოცირებული ყველაფერი მეზიზღებოდა,კინაღამ ჩვენი მეგობრებიც შემზიზღდა,მეზიზღებოდა როდესაც შენთან გატარებული დღეების შემდეგ,წლები მივტიროდი ერთ კაცს,მეზიზღებოდა როდესაც არ ვიცოდი როგორ იყავი,რომ შენზე საერთოდ არაფერი ვიცოდი,ისიც მეზიზღებოდა რომ ჩემთან არ იყავი და არ მირეკავდი,მაგრამ შენ...შენ არ მეზიზღები ზუკა...საერთოდ არ მეზიზღებიი - ნინა ძლივს ლაპარაკობდა,ცრემლები ახრჩობდნენ,რასაც წლები ინახავდა გულში ის სულ რამდენიმე წუთში ამოვიდა მისი პირიდან...სიტყვასიტყვით. - სულ დამივიწყეე? - თვალებში შეხედა ამაღლობელმა დევდარიანს,ნინას ახრჩობდა ეს ზღვასავით თვალები,თითქოს მასში იკარგებოდაა,ღმერთო როგორ მონატრებია მისი თვალები და ზოგადად თვითონ,მაგრამ არაა!! ამაყი იყო რომ ეს დაემალა. - შეუძლებელია სიცოცხლის ბოლომდე არ გახსოვდეს ის,ვინც სიყვარული გასწავლა. - ნინას ნათქვამზე ამაღლობელს ჩაეღიმა,დევდარიანი ადგა და იქაურობას მოშორდა,ზუკა აღარც უნახავს... *** - ასეე? ასე მორჩა ყველაფერიიი? - გაოცბას ვერ მალავდა ლიკა - ხოო სამწუხაროდ,ახლა მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ,ქორწილში მეჩქარება - ქორწილშიიიი? დღეს არიიის? - დიახ დღეს არის -ღმერთოოო და ზუკაა? - ვერ წყნარდებოდა ლიკა - არა შეუძლებელია, გიორგის ვერ გაყვება ცოლად,ნინას ზუკა უყვარს და ზუკასაც უყვარს ნინა,ისინი უნდა იყვნენ ერთად - მტკიცედ გაიძახოდა ლიკა გვანცა ხმას ვერ იღებდა,უსმენდა და ბოლოს გაანალიზა, ხო მართალია, ნინას ზუკა უყვარს, გიორგის არ უნდა გაჰყვეს ცოლად, ნინას ზუკა უყვარს. - ლიკააა, არაჩვეულებრივი ხარ - ჰაა? - ვერ ხვდებოდა ლიკა - ახლავე ზუკასთან მივდივართ,ჩქარა! - ყვირილით წარმოთქვა გვანცამ და გახარებული იყო,იმედოვნებდა რომ მისი გეგმა გაამართლებდა. კარზე ზარია... ბრახუნიააა... ისევ ზარიაა.... - მოვდივარ ტოოოო - გაბრაზდა ზუკა მაგრამ როდესაც გვანცა შერჩა ხელში,მაშინვე დაწყნარდა - გვანცუუ რაიყოო ხო მშვიდობა გაქქ? - არა არ მაქ - ძლივს მოთქვამდა გვანცა და ოთახში შევარდა,ზუკაც უკან მიჰყვა - შეეეენ...შეეე ნაბი*ვარო....რაც წლების წინ გააფუჭე ეხლა უნდა გამოასწორო გაიგეეე? ნინა შენ უნდა მოიყვანო ცოლად... ნინას შენ უყვარხარ გესმისს? შენ უყვარხარ ზუკაა და ვიცი რომ შენც გიყვარს,დღეს ქორწილია,არ მისცე ნინას ამის გაკეთების უფლება... ის მთელი გულით გელოდებოდა და არ შეიძლება რომ ახლა არ მიხვიდე...თუ ნინას ამის გაკეთების უფლებას მისცემ დამიჯერე წასვლაზე მეტად ინანებ...ზუკააა..გთხოოვ... მითხარი რააა...ხომ გიყვაარს? ამაღლობელი დამუნჯებული იდგა,ვერაფერს ამბობდა,იდგა აი ასე და გვანცას უყურებდა,ბოლოს გვანცას ხელმა სახეში გამოაფხიზლა. ზუკა ძლივს აბლუყუნდა - იციი? ერთი მხრივ მისი დავიწყება მინდა და მგონია ქორწილი კარგი გამოსავალი იქნება,მაგრამ მეორე მხრივ ვიცი რომ ნინა დევდარიანი ერთადერთი ადამიანია მთელ სამყაროში,რომელიც ბედნიერს გამხდის - ზუკა იღიმოდა,ყურებამდე იღიმოდა, ორივე მანქანაში ჩახტა და ყვარლის ტბაზე ავიდნენ სადაც ქორწილი იყო...ზუკა წამით დაიბნა როცა თეთრ კაბაში გამოწყობილ ნინას გახედა,მაგრამ ის საკმარისად ბედნიერი და შეყვარებული არ იყო რომ ცოლად იმ კაცს გაჰყოლოდა... ზუკა უცბად მოვიდა გონს და მაშინ როდესაც ნინას ხელი უნდა მოეწერა... - ნინა ეს არ გააკეთო - ყველამ, სანდრომ და ნატალიამ,რატიმ და სტუმრებმა სიძემ და პატარძალმა ზუკას გახედა, რომელიც ქორწილს შლიდა. - ზუკაა - ხოო ზუკაა,მიყვარს შენი დაძახებული ზუკაა, მაგრამ შენ უფრო მიყვარხარ, ამის გაკეთების უფლებას ვერ მოგცემ, ძალიან,ძალიან მიყვარხარ ნინა,გახსოვს რომ მკითხე როდის შეგიყვარდიოო? აი მაშინ შემიყვარდი როდესაც დაგინახე,ზუკას დაბადების დღეზე 10 წლის წინ,მთელი ამ დროის განმავლობაში წამითაც კი ვერ დაგივიწყე, მთელი ათი წელი შენზე ფიქრებთან ერთად ვცხოვრობდი,არ ყოფილა სხვა ქალი ჩემს ცხოვრებაში მაშინაც კი როდესაც საქართველოში არ ვიყავი,შენთან არ ვიყავი,მაშინაც მიყვარდი, რადგან სიყვარული უსაზღვროა და მას პარამეტრები არ გააჩნია,შენში ყველაფერი მიყვარს,ისიც მიყვარს რაც არ მომწონს,თუმცა შენში არაფერია ისეთი რაც არ მომწონს, ვიცი რომ ჩემი წასვლით დიდი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მე თუ ამის გაკეთების უფლებას მოგცემ უფრო დიდ შეცდომას დავუშვებ,რადგან შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი რომელიც ჰაერევით მჭირდება,რომელიც მაბედნიერებს, რომელიც მინდა ჩემი ცოლი და ჩემი ბავშვების დედა იყოს,ყველაზე ტკბილად ხომ ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი გემახსოვრება არაა? ჩვენი პირველი ჩახუტება და პირველი მიყვარხარ,ეს გაიხსენე ნინა, ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული იმდენად მყარია ის საკუთარი სახელი და გვარის დაწერით არ უნდა დაივიწყო და გაწყვიტო,რადგან ჩვენი სიყვარული,ყველაზე და ყველაფერზე ძლიერია,მიყვარხარ ნინა დევდარიანო და ვიცი რომ შენც გიყვარვარ. ხომ ასეაა? ხომ გიყვარვაარ? - ზუკა იდგა და პასუხს ელდებოდა ყველანი გაოცებულები იჯდნენ და ხმას ვერ იღებდნენ,გვანცას სანდროს ნატალიას და რატის უხაროდათ,თუმცა ცდილობდნენ სერიოზული სახე დაეჭირათ. ნინასთან რა ხდებოდაა? სრული ქაოსიი...არ იცოდა რა ექნაააა...ან საერთოდ რა უნდა ექნაა? გიორგის, რომელიც მართლა ძალიან კარგი ბიჭი იყო.. ასე საკურთხეველთან მარტო...ამდენი ხალხის წინ შეერცხვინაა? ზუკაა? ღმერთოო ზუკამ რეები ილაპარაკა?ისე გულწრფელად...ნინას წამითაც არ შეპარვია მის სიმართლეში ეჭვი. - ნინა იფიქრე, კარგად იფიქრეეეე - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ნინა 3..2..1.. არა არააა, რა გავაკეთოოო? არ ვიცი, არვიცი - მეორე ნინა პასუხს აძლევდა პირველს 1..2..3.. ან ხელს მოვაწერ და ზუკასთან ერთად გავიქცევიიი მორჩააა...მე მიყვარს ის.. ასე ვერ მოვექცევიი... ამისთვის ვერ გავიმეტებ...ასე ვერ მოვექცევიიი... ვერ დავტოვებ მარტო....არ შემიძლიააა - მტკიცედ გადაწყვიტა ნინამ დაა 1..2..3.. ქუსლებიდან ჩამოვიდა,ხელში კაბის ნაკეცთან ერთად დაიჭირა,ფატა ჰაერში აფრიალდა, ნინას როგორც კი შეეძლო ზუკასკენ მირბოდა,მანქანაში ჩაჯდნენ და იქაურობას წამში მოწყდნენ. - გოგო გაიგეეე? დევდარიანი პირდაპირ ქორწილიდან გაქცეულა ამაღლობელთან ერთად -არააა? -ხოო აი მეც შოკში ვარ - სერიოზულაად? - ზუკამ ჩაშალაა? - ხო აი არ მეგონა ეგ ბიჭი ასეთ რაღაცას თუ იზამდა - არც მეეე,პროსტა აზრზე ხააარ? - კი გოგო გავიგეეე,ისე გამიხარდა რო რავი - ხოო აი მეეც, მაინც ერთმანეთს დაუბრუნდნენ,ამდენი ხნის შემდეგ - აი ძაან მიხარია რააა,ვერ ვიჯერებ პროსტააა - ვერც მეეე მთელი თბილისი ლაპარაკობდა ამ დღეზეეე...ამაღლობელზე და დევდარიანზე,რომლებიც შუა ქორწილიდან გაიქცნენ... მას შემდეგ ბევრი დრო გავიდააა... უი ხოო ნატალიამ და სანდრომ იქორწინეს, რატიმ და გვანცამაც ნახეს შესაფერისი მეწყვილეები...ყველაფერი კარგად იყოო... ნინაზე და ზუკაზე გაინტერესეებთ? ხოო აი ასე გაიქცნენ... იმ დღესვე ხელი მოაწერეს, ორი შვილიც ყავთ..არაა..არ ვხუმრობ... ხომ გითხარით არ გატყუებთ თქოო...მართლა ყველაფერი კარგად იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.