დრო მიდის მოგონებები კი გვრჩება 2
როგორც ყოველთვის დღესაც უამრავი სიზმარი ვნახე, გამაღვიძა ჩემმა ძმამ და ვიწექი ჩემთვის ვიაზრებდი სიზმრებს და უცბად ტელეფონის ხმაც გაისმა. -გისმენ -გოგო ლიკა ვარ, შენ და გვანცა აუცილებლად უნდა გადმოხვიდეთ ჩემთან მარტო ვარ,გელოდებით!! - ეხლა გავიღვიძ... თქმა ვეღარ მოვასწარი უკვე გათიშა,უარს ვეღარ ვეტყოდი თან სხვა რა საქმე მქონდა , დავურეკე გვანცას გავემზადეთ და წავედით ლიკასთან. მუსიკა ჩართული და თან ცეკვა ცეკვით გაგვიღო კარები. ჩვენც კარგ ხასიათზე დავდექით და ცეკვა ცეკვით შევედით. -გადაწყვეტილია დღეს ვსვამთ (ლიკა) -აუ კარგი რა ეხლა დალევა მართლა არ მინდა (გვანცა) -ცოტა დავლიოთ (მე) -აუ კარგი რა ანა რატო ცოტა? (ლიკა) -ხო იცი არ მინდა მერე ვიღაცას მიწერო ან თუნდაც მე მივწერო (სიცილით) ნუ მოკლედ დავასხით და ვსვამდით ნელ-ნელა, ჩემ დაქალს გვანცას ყავდა შეყვარებული, მართლაც რომ იდეალური მაგრამ, ყავდა ყოფილი შეყვარებული რომელსაც ვერ ელეოდა,ისიც ასე იყო. ხანდახან კითხულობდნენ ერთმანეთს. ორივეს ერთმანეთის დანახვაზე პულსი უჩქარდებოდათ,მათ სიყვარულის ისტორიაზე ვგიჟდებოდით, მხოლოდ ვინც ვიცოდით )))) გვაქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტები როცა გვიწევს იმის გაკეთება რაც არ გვინდა, ეს არის და ეს უნდა შევეჩვიოთ. ადამიანებს კი ეს მართლაც კარგად გგამოგვდის, შეჩვევა და გადაჩვევა. ძალიან ბევრი დავლიეთ, ვის მივწერე აღარც მახსოვს ან საერთოდ სახლში როგორ მივედი , მახსოვს დავწექი და დავიძინე ეგრევე. ეხლა საშინელ ნაბახუსევზე ვარ და გაზიანს ვსვამ,ხანდახან საჭიროა რომ დალიო და დაივიწყო ყველაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.