შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევა (თავი 2)


30-07-2016, 15:03
ავტორი Niad13
ნანახია 1 323

სავარძელზე ვიჯექი და უაზროდ გავცქეროდი სივრცეს როცა სამი სართულის ქვემოთ ნაცნობი ხმა მომესმა."ნიკუშ პასიი!" ბოლო ხმაზე ბღაოდა ალექსანდრე.მივხვდი რომ ისევ ეზოში მოთამაშე ბავშვებს ბურთი წაართვა და გამეცინა."დეგენერატი!"გავიფიქრე და ხასიათგამოკეთებული ფანჯარას მივვარდი.დავინახე როგორ თამაშობდა ფეხბურთს ზრდასრული,ჩამოყალიბებული ალექსანდრე და გამეღიმა.მანაც შემამჩნია...ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა,ბურთი ფეხქვეშ მოიქცია,თითქოს მას დაეყრდნო და ისე ამომძახა "ნინანოოო!ჩამო რა." ხელით ვანიშნე ერთი წუთი დამელოდე-მეთქი და ფანჯარას მოვშორდი.
ზოგადად ძალიან ბავშვური იყი.ხშირად მხიარული მაგრამ სერიოზულიც.
ეზოში რომ ჩავედი მაშინვე დაამთავრა თამაში და ჩემსკენ წამოვიდა.მოხრილი იყო,როგორც ყოველთვის და მიღიმოდა.
-რა გევასება ეს დაგვიანებები-სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა.
-ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს-დამარცვლით ვუთხარი მისთვის უკვე ნაცნობი და ათასჯერ ნათქვამი წინადადება.
-წამო გავიაროთ-მშვიდად მითხრა და მხარზე ხელი გადამხვია.
-რა ხდება?-შევიცხადე მე.
-არაფერი ისეთი,მაკოზე უნდა გკითხო რაღაც.
-რაიყო ერეკლეს დის გაკონტროლება მოუნდა და მე უნდა გამომტეხოს?-სიცილით ვუთხარი.ალექსანდრე უჩვეულოდ სერიოზული იყი,თითქოს სიტყვებს ვერ პოულობდა,რომ ჩემთვის რამე ეკითხა.
-დაჩი ბაქრაძესთან რა საქმე აქვს?-მკითხა ბოლოს.მე გაოცებისგან პირი ავტიმატურად გამეღო.დაჩიზე ვაფშე საიდან იცოდა.შევეცადე ნერვიულობა არ შემტყობოდა და ჩვეულებრივად ვუპასუხე.
-რა ვიცი,ნაცნობები არიან.კატოს დაბადების დღეზე გაიცნო მგონი.რახდება?-შევაპარე მე.
-ესეიგი მხოლოდ ნაცნობები-ჩამაცივდა ალექსანდრე.
-ხო-თავი დავუქნიე და ტყუილის დაფარვის მიზნით გავიღიმე.
-კარგი-ღიმილითვე მიპასუხა მან და ისევ მაკოცა თავზე.ზოგადად უტა და მთელი მისი სამეგობრო გამუდმებით რაღაც შარში ყოფდნენ თავს.ასეთები ვართო თავს ამაყად იმართლებდნენ.ასეთები კიარა სულელები არიან.დაჩის გამოჩენა ჩემი მოუსვენრობის და დამფრთხალი ძილის მიზეზი გახდა.მეშინოდა ალექსანდრეს გამო.მაკოს და უტას გამოც.ზუსტად ვიცოდი,რომ ბიჭების ასეთი დაინტერესება დაჩის მიმართ კარგად არ დასრულდებოდა,მით უმეტეს რომ სკოლიდანვე არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა.მერე როგორც გავიგე ალექსანდრეს რამდენჯერმე უჩხუბია დაჩისთან.როგორც კი სანდროს (ასე მივმართავდი უმეტეს შემთხვევაში)დავემშვიდობე ოთახში შევქანდი და მაკოს დავურეკე.
-გისმენ ნი-მიპასუხა მხიარულად.
-შენ სულ გააფრინე?-ვკითხე გაკაპასებულმა.
-რახდება?-დაიბნა მაკო.
-ხომ გეუბნებოდი შეეშვი დაჩის კარგად არ დამთავრდება ეს ყველაფერი-თქო-გავაგრძელე დამრიგებლური ტონით.
-აღარ იტყვი?-დაიღალა ის.
-მოკლედ,დღეს სანდრო მოვიდა ჩემთან და მკითხა დაჩი ბაქრაძეს საიდან იცნობს მაკოო?-შევეცადე რბილად მეთქვა.
-კააააიიიი?!-ხმა ჩაუწყდა მას.
-ხო,აბა რა გეგონა შენი ძმის მოსისხლე მტრის ძმაკაცთან რომ იჭერდი საქმეს?-თავი ვეღარ შევიკავე მე.
-არც ალექსანსრეს ეხატება გულზე.
-როგორ დამამშვიდე-გაბრაზებულმა ვუპასუხე-კარგი მაკო წავედი მე და ქენი რამე,სანამ მეცხრეში გვივლია მნახველების სტატუსით-გამეცინა ბოლოს.
-ნუ ლაპარაკობ სისულელეებს,რამეს მოვიფიქრებ.გკოცნი.-მითხრა მან და მობილური გათიშა.მე ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა.ემოციურად გადავიღალე და დასვენების მიზნით სავარძელში ჩავეშვი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent