შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგყიდეს მარიამ (13)


30-07-2016, 23:49
ავტორი Anye-Any
ნანახია 5 126

ძიძა სახლში გაუშვა,გვიანი იყო უკვე,მარიამის ძილის დროც,თუმცა ეტყობოდა,რომ სულაც არ ეძინებოდა.ისეთი თბილი და ტკბილი იყო მომინდა მისთვის დედობა გამეწია,იმდენად მსიამოვნებდა მისი სუნი,რომ ბაჩოს აღარ ვაძლევდი ბავშვს.
-ჰა აბა როგორია?-სიცილით მკითხა
-საოცრებაა,არ მესმის ეს როგორ უნდა დატოვო და წახვიდე-სევდიანი თვალებით შევხედე მარიამს და ფუმფულა ლოყები დავუკოცნე-შენ გგავს
-კი მე მგავს უბრალოდ თვალები აქვს ბებიამისის-გაეცინა
-დედას გავს?
-არა,საერთოდ არ გავს,ის შავგვრემანი იყო
-და რა მოხდა რატო წავიდა??
-არ ვარ მზად დედობისთვისო და წავიდა
-ეგ როგორ?
-არ გვიყვარდა ერთმანეთი მარიამ,დაორსულდა და ცოლად მაგ პონტში მოვიყვანე,დაშორება მინდაო მარიამის გაჩენიდან ერთ წელში განმიცხადა,ნუ წადითქო თუ გიდათქო,მეგონა ბავშვს წაიყვანდა,თუმცა შევცდი,მარიამი დატოვა და წავიდა
-ახლა სადარის?
-არვიცი დაარ მაინტერესებს,სულ რომ მუხლებზე დამდგარი მოვიდეს და მეხვეწოს ბავშვს არ ვანახებ,არ იმსახურებს,ერთხელაც კი არ მოუკითხავს შვილი.
-უბრალოდ ვერ ვხდები,როგორ უნდა დატოვო შენი ნაწილი და წახვიდე,ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებ-ინგა გამახსენდა და ტანში უსიამოვნოდ გამცრა
-შენ ყველაზე კაგად იცი მარიამ ეს რა გრძნობაცაა დ ადარწმუნეებული ვარ მარიამს ამას არასოდეს აგრძნობინებ-თავზე მაკოცა და გამიღიმა
ვუყურებდი მარიამს და ბრაზი მახრჩობდა ასეთ სილამაზეს როგორ ტოვებენთქო,საოცარი ბავშვი იყო,თვალები მილულა აშკარად ეძინებოდა.ხელში ავიყვანე და ნელა დავარწიე,მალევე ჩაეძინა,ეტყობოდა,რომ ძალიან მშვიდი ბავშვი იყო.თავის საწოლში ჩავაწვინეთ ჩვენ კი ბაჩოს ოთახში გავედით
-რო იტიროს?-ტუჩი მოვიკვნიტე
-არ იტირებს ნუ გეშინია,დილამდე ტკბილად ძინავს-გაცინა
-აუ,მოდი რა ჩვენთან დავაწვინოთ-სწრაფად შევბრუნდი ბავშვის ოთახში და ხელში ფრთხიად ავიყვანე მძინარე
ბაჩოს გაეცინა და საძინებლის კარი გამიღო.ფრთხილად დავაწვინე საწოლზე,კაბა გავიძრე და მეც დავწექი,ჩემსკენ შემოვაბრნე და გულზე მივიწვინე,ბაჩო გაღიმებული გვიყურებდა
-ეჰ,არადა დღეს ვიფიქრე მოვეფერებითქო-თავი გააქნია და მაისური გადაიძრო
-შენ არ გაკლია ჩემი მოფერება ასე რომ დღევანდელ დღესაც გადაიტან-მეც სიცილით გავეცი პასუხი
-როგორ მიყვარხართ-სერიოზული სახით შემომხედა
-მეც მიყვარხარ-ეს რა ვთქვი! მოიცა ახლა მე მართლა ვუთხარი მიყვარხართქო? მარიამ რა გრძელი ენა გაქვს!
-რა?-გაეცინა დაბნეულს-მოიცა რა თქვი?-წამოიწია
-ჩუმად,ბავშვს გააღვიძებ-გამეცინა და პირზე ავაფარე ხელი
-როგორც იქნა მაღირსე რა-გაეცინა და მაკოცა
-დავიძინოთ ახლა გეყოს,ხო მართლა შენები სადარიან?
-საზაფხულო არდადეგები მოიწყვეს და იტალიაში გაფრინდნენ ჩემს ძმასთან
-ოჰ,აი ამას ქვია დასვენება-გამეცინა
-გინდა შენც?
-რა?
-იტალიაში წასვლა
-დიდი სიამოვნებით-ისევ გამეცინა
-ხოდა წავალთ
-უეჭველი,კარგი ჩუმად ახლა მოდი მომეხვიე და დავიძინოთ.
თავი დამიქნია ღიმილით და გაჩუმდა,ეტყობოდა რომ უსაზღვროდ ბედნიერი იყო,მთელი ღამე ყურში ჩამჩურჩულებდა რომ ძალიან ვუყვარდი,სულ ასე იცოდა,ახლაგაღვიძებულზე კი ისე მაგრად მომეხვეოდა ხოლმე რომ სუნთქვაც კი მიჭირდა,მასთან გატარებული ეს 2 თვე ნამდვილი საოცრება იყო.ვგრძნობდი რომ მართლა ძალიან მიყვარდა და მის გარეშე ყოფნაც კი მიჭირდა.ვგრძნობდი რომ ეს არ იყო დროებითი,ზუსტად ვიცოდი ეს სამუდამოდ გაგრძელდებოდა.
დილით თვალები რომ გავახილე მარიამი ჩემს გვერდით იწვა თვალებდაჭყეტილი და მამამისს ეთამაშებოდა,ცოტა მიუცხოვა თუმცა მალევე მოვიდა ისევ ღიმილით.
-რას აჭმევ ხოლმე?
-ყველაფერს ჭამს,ნახე რამსისქეა-ღადაობდა ბაჩო
-ეგრე არ შეიძლბა მერე,დიეტაა საჭირო-სიცილით ვუთხარი
-მამას მსუქანა გოგოა ეს-ლოყები დაუკოცნა,არ გინდა ზღვაზე დავგაზოთ? ვუთხრათ სასტავს და წავიდეთ
-მერე მარამი?
-წავიყვანოთ-მხრები აიჩეჩა
-დაიზაგრება-ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა
-მამას გოგოა ეს,რას იტყვია აბა?
-წავიდეთ,აქ მაგრად ცხელა უკვე,ვეტყვი ნანუკას და ნინას,ბიჭებს შენ უთხარი თუ ყველას ეცლება წავიდეთ.
მარიამს ვაჭამეთ,მერე დავბანეთ და ბაღში გავიყვანეთ სათამაშოდ,ბაჩომ ბიჭებს დაურეკა მე გოგონებთან დავრეკე,მოკლედ ყველანი თანახმანი იყვნენ,საღამოს გადავწყვიტეთ ბათუმში წავსულიყავით რამდენიმე დღით.თბილისში გაჩერება უკვე აუტანელი იყო.ტანსაცმლის ასაღებად წამოვედი სახლში,მამა გავაფრთხილე და 7 საათისთვის ყველანი ბაჩოსთან ვიყავით.
-ვაიმე რა მსუქანა და საყვარელია,შევჭამ ამას!-იცინოდა ნანუკა და თან მარიამს ჩქმეტდა
-ნუ ჩქმეტ ეგრე მწარედ დაეტყობა-სიცილით ვუთხარი ნანუკას
-ოჰ,დედიკო ნახე რა დღეშია-თვალები აათამაშა ნანუკამ,ამაზე ყველას გაეცინა ჩემს გარდა
მე არ ვიყავი მისი დედიკო,მას ყავდა დედა და ეს ფაქტი იყო.
-ჩაულაგე მარიამს?-ვკითხე ბაჩოს
-აუ არა ჯერ,მიდი რა შენ ჩაულაგე კარადაშია ყველაფერი რაც დაჭირდება
წრაფად ჩავულაგე ტანსაცმელი,მანქანებში გადავნაწილდით და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი.მე და ნანუკა უკან ვისხედით ბავშვი კალთაში მეჯდა,საჭესთან ბაჩო იჯდა მის გვერდით კი სანდრო.მთელი გზა ჭიჭყინებდა მარიამი,ვერაფრით გავაჩერე
-ბაჩო,რა ჭირს?
-შია ან წყურია მარიამ
-წეღან ვაჭამე,წყალი არ უნდა,იქნებ მიაქციო ყურადღება? მგონი შენთან უნდა
-არ შეგიძლია რო დააწყნარო?
-მე რანაირად უნდა დავაწყნარო ბაჩო?-მომეშალა ნერვები
გაბრაზებულმა გააჩერა მანქანა და უკან გადმოჯდა,მარიამი გამომართვა და ხმას აღარ იღებდა.აშკარად მამამისთან უნდოდა ბავშვს,ან რა გასაკვირი იყო რომ ჩემთან არ ჩერდებოდა,მეორედ მხედავდა სულ.
-მაპატიე-ხმა დამიწვრილდა და დამნაშავის თვალებით გადავხედე
-არაუშავს,მართალი ხარ-აშკარად გაბრაზებული იყო
-ჩაეძინა?-მარიამს დავხედე
-ჰო
-ბრაზობ?-ტუჩი მოვიკვნიტე
-არა-გამიღიმა და თავზე მაკოცა
-მიყვარხარ-გაკრეჭილმა ვუთხარი დაბალ ხმაზე
-მეც ძალიან მარიამ.ახლა ძინავს დაშეგიძლია გამომართვა-სიცილით მითხრა
თავი გავაქნიე და მძინარე ბავშვი კალთაში ჩამიგორა,ისე საყვარლად ფშვინავდა ლოყები დავუკოცნე
-გააღვიძებ და მოგიწევს ერე დამშვიდება-გამაფრთხილა ბაჩომ
ენა გამოვუყი და გავეკრიჭე.
ბაჩო ისევ გადაჯდა საჭესთან,მარიამს მეტი აღარ უჭიჭყინია.ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე გაიღვიძა.



№1 სტუმარი m

rapataratavebia((

 


№2 სტუმარი )))

Auuudzaan pataratavebiiaaa ((( gazarderaa

 


№3  offline წევრი უბრალოდ გიჟი

კიდედადერააა sad sad wink love

 


კაია კაია კაია კაი

 


№5  offline წევრი BuBaMaRa

საინტერესოდ ანვითარებ მაგრამ უფრო დამაინტერესებს თუ თავებს გაზრდი :)) ეშხში შეგვიყვან უფრო მკითხველებს <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მიყვარს ეს ისტორიააა ♡♡მაგრამ პატარა თავიი იყოოო ♡♡♡

 


№7  offline წევრი რიტა

აი პროსტა შოკია. რა კარგი იყო ღმერთო შენ არიცი როგორ გამახარე ასეთი თბილი თავით. მიყვარხარ მე შენ.

 


№8  offline წევრი Ana Imnadze

მგონია,რო მარიამზე შეექმნებათ ისევ პრობლემები.

 


№9  offline წევრი (((end)))

აუუუ ნეტავ მარიამმმა პატარა მარიამი შვილად მიიღოს ოდესმე love ეჰჰ რა ოცნება მაქვს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent