შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგყიდეს მარიამ (11,12)


29-07-2016, 18:26
ავტორი Anye-Any
ნანახია 5 533

მანქანებში გადავნაწილდით და თბილისში წამოვედით.მამიდაჩემი სახლში დამხვდა,მასთან მაინდამაინც სახარბიელო ურთიერთობა არ მქონია,მოვიკითხე,მადლობა გადავუხადე და ისიც წავიდა.მამასთვის მინდოდა მეკითხა ნინას შესახებ,თუმცა არ მინდოდა გამენერვიულებინა,მაინც ახალი ნაოპერაციევი იყო.
-რა დაგემართა?-ნატკენ ფეხს შეხედა
-ისეთი არაფერია მამა,დამშვიდდი-გამეცინა და მოვეხვიე
-რას ქვია არაფერია? არაფერი რო არ იყოს გაკერვა დასჭირდებოდა?-მაინც არ ცხრებოდა ლევანი
-დავეცი მამა და ეგაა რა-თვალები გადავატრიალე
-წყნეთში როდის იყიდა ნანუკამ სახლი?-დაეჭვებულმა გადმომხედა
-დედამისის სახლია მამა-უცებ ვიცრუე-იქ მეზობლად იცი ვინ ვნახე?-შორიდან შემოვლა გადავწყვიტე-ნინა
დაიბნა,თუმცა მალევე შეეცვალა სახის გამომეტყველება და გამიღიმა
-ნინა? ინგას შვილი?-ჩაახველა
-კი ინგას შვილი-არ გამოსდის ლევანს აფერისტობა
-რაო მერე?-ისევ ჩაახველა დაბნეულმა
-საოცრად მგავს,გეგონება ჩემი ტყუპისცალია,არადა ნახევარდაა-თვალები დამიწვრილდა
-ხო ხდება ხოლმე მამიკო-ძალით გამიღიმა არადა თვალებში საოცარი სევდა ჩაუდგა,-როგორია?
-ხომ გითხარი ჩემი ასლიათქო?-შემეცოდა რაღაცნაირად ლევანი
-არა,ხასიათი ვიგულისხმე
-კარგი გოგოა ნორმალური,ცოტათი მგავს კიდეც,ეტყობა რომ კეთილი ადამიანია
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა
-კი მართლა,მამა მისმინე,დედა შენგან რატომ წავიდა?
-უკეთესი ცხოვრება უნდოდა და მაგიტომ
-ანუ მხოლოდ იმის გამო წავიდა რომ უკეთესი კაბები ცმოდა?-ბრაზისგან კინაღამ ავტირდი
-ასე გამოდის-გაეცინა-ნინა გავს ინგას?
-არვიცი,სულ ერთხელ ველაპარაკე,ხო მართლა ჩვენთან მოსვლა და შენი გაცნობა უნდა
-მართლა?-თვალები სიხარულით აევსო
-ჰო მართლა,არ გშია?-გამეცინა ახლა ნამდვილად დავრწმუნდი იმაში,რომ ნინამ სიმართლე მითხრა
-არა,წეღან მაჭამა მამაიდაშენმა,რაო მერე რა უთხარი?-ისევ ნინაზე მკითხა
-აა ნინას?რავიცი ამსაღამოს ვმუშაობთქო და ხვალ მოდითქო-მხრები ავიჩეჩე
-მერე რაო იმან? მოვა?
-მამა რატო გაინტერესებს ეგრე?-წარბი მაღლა ავწიე და დავაკვირდი
-უბრალოდ მაინტერესებს მარიამ,სხვა რა უნდ აიყოს
-დარწმუნებული ხარ?-მოჭუტული თვალებით და მოკუმული პირით მივაშტერდი
-კი მარიამ-მშვიდად გამიღიმა და ტელევიზორის პულტს დასწვდა
აღარაფერი მითქვამს სამზარეულოში გავედი,თუმცა რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ასეთი ფეხით კიდევ 1 კვირა ვერ შევძლებდი მუშაობას,ასე რომ სახლში მომიწევდა დაჯდომა,მაგრამ ვინ შეგვინახავდა? მხოლოდ მე ვმუშაობდი,სხვა არავინ.გადავწტვიტე ონლაინ სესხი გამეკეთებინა,კომპიუტერით რამდენიმე სესხი გავაკეთე,ბარათიდან გადავრიცხე 0.1 თეთრი ანგარიშის ნომრის დასაფიქსირებლად 15 წუთში კი ანგარიშზე უკვე 1000 ლარი მქონდა,რომელიც ერთ თვეში უნდა დამეფარა.ქოშინით და დიდი წვალებით ჩავედი სუპერმარკეტში პროდუქტები ვიყიდე,და უკანაც დიდი წვალებით დავბრუნდი. შუადღეს ბაჩომ დამირეკა
-როგორ ხარ მარიამ?
-არამიშავს შენ?
-ნარმალნა რა,ფეხი როგორ გაქვს გტკივა ისევ?
-ცოტათი მეწვის,სად ხარ?
-სამსახურში ვარ პატარა,მომენატრე უკვე
-მეც მომენატრე-გამეცინა
-საღამოს გამოგივლი და გავიდეთ სადმე
-ამ ფეხით სად უნდ აგავიდეთ?
სახე მომეღრიცა
-ფეხით კი არ ვივლით,დავსხდებით სადმე,ხინკალს შევჭამთ,მწვადს .ხაშს, ოსტრს-ხო ძაან რომანტიულია?
-ქაბაბი?-ამაზე ორივეს გაგვეცინა
-დაე იყოს ქაბაბიც
-ისე არც ოსტრი მიყვარს და არც ხაში
-ეგარაფერი მაგას მე შევჭამ,რომელზე გამოგიარო?-კარგი მამაპაპური რესტორანი ვიცი
-7ზე მზად ვქინები და მოდი
-კარგი,მიყვარხარ
გამეცინა და გავუთიშე,სახლი დავალაგე და ოთახში შევედი,ჯინსი გაჭირვებით ამოვიცვი და თეტრი შიფონის ბრეტელებიანი მოკლე მაისური გადავიცვი.მაინც საჭმელად მივდივართთქო და რათ მინდა გამოპრანჭვათქო ვიფიქრე.მამას დავუბარე და ლიფტი გამოვიძახე,ბაჩო უკვე ქვემოთ მელოდებოდა,მომეხმარა მანქანაში რომ ჩავმჯდარიყავი,გზაში ხმას არ იღებდა
-რა იყო დამუნჯდი?-გამეცინა
-რა ვთქვა?
-რას ქვია რა თქვა?-ცოტა არიყოს მეწყინა და გამიკვირდა
თუმცა მაშინ მივხვდი მის საქციელს,როდესაც დედამისი,რომელიც ფოტოებში მყავდა ნანახი რესტორნის შესასვლელთან იდგა თავის ქმართან ერთად და გაფაციცებით იყურებოდა.

თვალები შუბლზე ამივიდა მისი მშობლები რომ დვაინახე,მართლა ვერ მივხვდი რა ხდებოდა
-რა ხდება ბაჩო?-გაოცებულმა გადავხედე
-არაფერი რა უნდა ხდებოდეს?-გაკვირვებულმა შემომხედა
-იქ შენი მშობლები დგანან-თითი გავიშვირე მათკენ
-ხო მერე რა? დღეს მამას დაბადებისდღეა-გაეცინა-ვიცოდი რომ მეთქვა არ წამოხვიდოდი
-შენ სულ გაგიჟდი ხო?-დავიზაფრე,საშინლად გავბრაზდი რომ მომატყუა-გეთქვა მაინც სხვა რამეს ჩავიცვამდი ასე ჯინსებით და ბოტასებით შემოვიდე რესტორანში?-ტანზე დავიხედე და სახე მომექუფრა
-კაი რა დაიკიდე,მაინც ლამაზი ხარ,წამო
-ხო შენ რა გენაღვლება,არ წამოვალ ესე არ შემოვალ-ხელები გულზე დავიკრიფე და გაბრაზებული გამომეტყველება მივიღე,თუმცა ისედაც გაბრაზებული ვიყავი
-კარგი გეყოფა და ნუ ბრაზობ ხო გინდოდა ხინკალი?-გაეცინა და ხელზე მაკოცა
-ხინკალს ახლა აქ მაინც ვერ შევჭამ გემრიელად,მოდი მე წავალ სახლში და შენ შედი-მანქანიდან გადმოვედი
-ღადაობ ხო?-ჩაეცინა
-არა მართლა,ასე მაინც ვერ შემოვალ შემომხედე ერთი რას ვგავარ-ტანზე დავიხედე
-აუ მაგრად ატრაკებ რა მარიამ,აი ვაბშე მაგარი მკ*დია ეხლა ეგ,დაიკიდე შენც მთავარია ერთად ვართ რა მნიშვნელობა აქვს რა გეცმევა
-ვაიმე! ძალიან დიდი ბაჩო!-გაბრაზებულმა გამოვცარი კბილებში
-გთხოვ მარიამ-საწყალი თვალებით შემომხედა
-ეგრე კნუტის თვალებით ნუ მიყურებ-თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე
დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ დავთანხდმი,გული საგულეს აღარ მქონდა,ამის გამო ნამდვილად მოვთხოვდი პასუხს თუმცა დღეს არა.რესტორნის ჰოლში შევედით,მორცხვად და კოჭლობით მივდიოდი მის გვერდით.მათ მაგიდასთან შევჩერდით სულელივით ვიკრიჭებოდი და თან ბაჩოს ვექაჩებოდი მხარზე.
-გაიცანით ეს ჩემი მარიამია-ღიმილით წარუდგინა ყველას ჩემი თავი და მე გადმომხედა
ყველას მივესალმე და აწითლებულმა დავიკავე მის გვერდით ადგილი.დედამისის ალმაცერად მიყურებდა ეტყობოდა რომ არ მოვეწონე,მამამისიც იგივენაირად მიყურებდა,დარწმუნებული ვარ არც მის ნათესავებში გამომიწვევია დიდი აღფრთოვანება.სიამოვნებიტ გავიქცეოდი იქიდან თუმცა არა,რა გონიათ ამათ? რახან ბევრი ფული აქვთ რამით ჩემზე მაღლა დგანან? ამათ ვაჩვენებ როგორ უნდა ცხვირის აბზუება.უფრო გავთამამადი და ბაჩოს ავეკარი.
-ბაჩუ მარიამი მომყავსო რომ გვითხარი მეგონა შენი მარიამი მოგყავდა-ღიმილით უთხრა დედამისმა და გამარჯვებულის მზერით გადმომხედა
რაო? შენი მარიამია? მომესმა ხომ მგონი? აბა მე ვისი მარიამი გამოვდივარ? დაბნეულმა გადავხედე ბაჩოს
-დედა არ გინდა-სახე შეეცვალა
-მოიცა რა არიცის?-ახლა მე გადმომხედა გაოცებული სახით,თუმცა ღიმილი არ შორდებოდა სახიდან
-დედა არ გინდამეთქი ხო ვთქვი არა?-ხმა გაუმკაცრდა და მე გადმომხედა
-ბაჩო რა ხდება?-ვკითხე დაბნეულმა
-როგორც ჩანს ეღტმა მარიამმა არაფერი იცის მეორე მარიამზე-ჩაიცინა ისევ იმ ქალმა-კარგი მოდი მე გეტყვი,ბაჩოს 2 წლის მარიამი ყავს სახლში-ირონიით მითხრა და გამარჯვებული მზერით გადმომხედა
რაო? მომესმა ხომ? ვერ გეტყვით იმ წამს რა დამემართა,ანუ რა გამოდის ბაჩოს ცოლ-შვილი ყავს და მე მეთამაშებოდა?თუმცა რას მოელოდი მარიამ? თავიდანვე ხომ იცოდი და გრძნობდი,რომ ისიც სხვებს გავდა და არ იყო სანდო?ახია შენზე! სცენების მოწყობას და პანიკებს ნამდვილად არ ვაპირებდი,მითუმეტეს მათ თვალწინ არ დავიმცირებდი ასე თავს.
-უი პატარა მარიამს გულისხმობთ?-გამეცინა-რა თქმა უნდა ვიცი მის შესახებ-სახე გავასწორე და ვითომც არაფერიო ისეთი გამომეტყველება მივიღე
ამას ნამდვილად არცერთი მათგანი არ ელოდა,ახლა ისინი აღმოჩნდნენ ცუდ დღეში.მე კდიევ გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი თუმცა მათ თვალწინ ისეთი ბედნიერი სახით ვიჯექი ნამდვილად ოსკარი მეკუთვნოდა,ბაჩოს სახე უნდა გენახათ თქვენ რა დაბნეული იჯდა. ისევ არაფერი შევიმჩნიე.
-ანუ იცოდი?-განაგრძო დედამისმა,აშკარად დაიბნა
-რა თქმა უნდა ვიცოდი,როგორ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი რამ არ მცოდნოდა?-ირონიით სავსემ გადავხედე ბაჩოს.სახეზე ფერი აღარ ედო
-ძალიან კარგი-ჩაახველა და სახე გაასწორა დედამისმა
როგორ მინდოდა ბაჩო გარეთ გამომეყვანა და უშვერი სიტყვებით მელანძღა,თუმცა მაქსიმალურად ვიკავებდი თავს.ასეთი რამ როგორ დამიმალა? შინაგანად ცეცხლი მეკიდა.
როგორც იქნა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეს,ბაჩომ დამავლო ხელი და აივანზე გამომიყვანა,ისე საცოდავად მიყურებდა კინაღამ შემეცოდა
-მარიამ მისმინე-აფრორიაქებულმა დაიწყო
-როდის უნდა გეთქვა?-გამეცინა სიმწრისგან
-ვაპირებდი,მაგრამ არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა
-ანუ მთელი ეს დრო მატყუებდი და უბრალოდ ერთობოდი?-ისევ გამეცინა-სხვას რას უნდა ველოდო მეც მაგარი ვარ,ან აქ რაღაც მომიყავნე საერთოდ?
-მისმინე,შენ არასწორად გაიგე
-რა გავიგე ბაჩო არასწორად,უარყოფ რომ 2 წლის შვილი გყავს?
-არა მაგას არც ვუარყოფ,არ გეთამაშებოდი მარიამ და არც ვერთობოდი შენთან,მართლა შემიყვარდი,უბრალოდ არ ვიცოდი ბავშვზე რანაირად მეთქვა მეგონა ხელს მკრავდი ამის გამო
-და როდემდე აპირებდი დამალვას? სამუდამოდ დამალავდი რომ შვილი გყავს? და ცოლი?
-ცოლი არ მყავს-ხმა გაუმკაცრდა და გამომეტყველება ბრაზით აევსო
-აბა ბავშვი საიდან?-გამეცინა
-1 წლის იყო მარიამი ჩვენგან რო წავიდა
-ანუ გაცილებული ხარ
-ეგრეა,და ბავშვი?
-ბავშვს მე ვზრდი,დედაჩემი მეხმარება
-უნდა გეთქვა ბაჩო! შენ ვერც კი წარმოიდგენ წეღან დედაშენმა ეს რომ თქვა რა დამემართა
-ვიცი მარიამ და მაპატიე გთხოვ,მართლა ძალიან მიყვარხარ
-არ ვიცი ბაჩო რა უნდა გითხრა,ამხელა ტყუილს ნამდვილად არ მოველოდი,ახლა უნდა წავიდე
სიტყვის თქმა არ დავაცადე ისე წამოვედი იქიდან.ესეც ასე მარიამ,არც მასში არ გაგიმართლა მანაც მოგატყუა,რა მეგონა საწოლში რომ ვუგორდებოდი სერიოზულად შემომხედავდა? თუმცა მე ხომ ისედაც მქონდა მასთან სექსი რა აუცილებელი იყო ეთქვა რომ ვუყვარვარ?ისევ გამეცინა,ფიქრებიდან გამოვერკვიე მძღოლმა რომ მითხრა მოვედითო.სახლში ძლივს ავედი არაფრის თავი არ მქონდა.წყალი გადავივლე და დავწექი.
დილით ნანუკა შემოვარდა ქოთქოთით
-მარიამ-დამყვირა თავზე
-აუ ნანუკა!-ეგრევე ვჭყიტე თვალები
-აუ ნანუკა კი არა ბაჩოს რო შვილი ყოლია რატო არ მითხარი?-დოინჯშემორტყმული და გაბრაზებული იდგა ჩემს წინ და მკვლელი თვალებით მიყურებდა
-და რანაირად უნდა მეთქვა მეც წუხელ გავიგე-საწოლზე წამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე
-წარმომიდგენია ახლა როგორ ხარ?-საცოდავი თვალებით შემომხედა და ჩემს გვერდით დაჯდა
-არაფერია,პირველად ხო არ ხდება რო მატყუებენ-გამეცინა
-გოგო იქნებ მართლა უყვარხარ?
-მერე? ეგ უნდა დაემალა ნანუკა?
-არა,არუნდა დაემალა თუმცა რას იზამ ახლა?ამის გამო დაშორდები?
-არ ვიცი საერთოდ არაფერი-თმებში შეხელი შევიცურე და უკან გადავიყარე
დიდხანს იყო ნანუკა ჩემთან,რამდენჯერმე ბაჩომაც დამირეკა თუმცა არ ვუპასუხე.მის შვილს დედობას ნამდვილად ვერ გავუწევდი,ამისთვის არ ვიყავი ახლა მზად.თუმცა ის ბავშვი ძალიან შემეცოდა ისიც ჩემნაირი იყო დედამ მიატოვა და წავიდა.მივიღებდი თუ არა მე სხვა ქალს დედად? რა თქმა უნდა არა,ალბათ ეს იყო ის მიზეზე რაც მაკავებდა ბაჩოსთან ურთიერთობაში.რა ადამიანი უნდ აიყო რომ 1 წლის შვილი დატოვო და წახვიდე? ადამიანი კი არა ნამდვილი ნაგავი ხარ ამ დროს! ცხოველებიც კი არ ტოვებენ საკუთარ შვილებს და ეს ადამიანმა როგორ უნდა გააკეთო! ცრემლები ვერ შევიკავე,იმდენად შემეცოდა პატარა მარიამი,რომ მისი გაცნობა საოცრად მომინდა.ბაჩოს შემეცოდა მარტოს რომ უწევდა ბავშვის გაზრდა,ამასთან ერთად მის მიმართ უფრო დადებითად განვეწყვე,გამახსენდა მამაჩემი,რომელმაც სრულიად მარტომ გამზარდა.
საღამომდე ამაზე ვფიქრობდი,9 საათისთვის კი მოულოდნელად ნინა მესტუმრა,თავიდან ისევ დავიბენი მისი დანახვისას,თუმცა როგორც კი გამიღიმა მაშინვე მოვეშვი და მოვეხვიე
-სადაა მამა?-გაფაციცებით დაიწყო აქეთ-იქით ყურება
-მისაღებშია-ხელით ვანიშნე შესულიყო
ხელში პარკები ეჭირა
-ესენი გამომართვი,ტკბილეულობა და ხილია,მამას და შენ მოგიტანეთ
-მადლობა ნინა არიყო საჭირო-პარკები სამზარეულოში გავიტანე და მამასთან შევედით მისაღებში
ლევანის გაბრწყინებული სახე და თვალები უნდა გენახათ.ისეთი უხერხულობა ჩამოვარდა კინაღამ გავედი იქიდან
-შენი ასლია მარიამ-გაოცებულმა თქვა ლევანმა,ისე რომ ნინასთვის თვალი არ მოუშორებია
-როგორ ხართ?-ახლოს მივიდა ნინა და გაღიმებულმა ლოყაზე აკოცა
-კარგად შვილო,შენ როგორ ხარ?-უბედნიერესი ჩანდა ლევანი
-მეც კარგად,იცით მე დ ამარიამმა უკვე ვიცით სიმართლე და მინდა ეს თქვენგანაც მოვისმინო
-რას გულისხმობთ?-დაიზაფრა ლევანი და მე გადმომხედა
-ვიცით რომ ტყუპები ვართ მამა-განვაგრძე მე დაბალ ხმაზე
ლევანს არაფერი უთქვამს,გაეღიმა უბრალოდ და ორივეს მოგვეხვია.მამამ ყველაფერი მოგვიყვა რა და როგორ იყო,დამალვას არც ქონდა აზრი,ვინ კი ორივეს ერთად დაგვინახავდა ამას აშკარად მიხვდებოდა.
გვიანობამდე დარჩა ნინა ჩვენთან,ლევანი ეხუტებოდა და მათი შემხედვარე უსაზღვრო ბედნიერებას ვგრძნობდი.გვიანი იყო ბაჩომ რომ დამირეკა,ისეთი გახარებული ვიყავი მასაც კი ვუპასუხე
-გისმენ
-მარიამ როგორ ხარ?ისევ ბრაზობ?
-რა თქმა უნდა ვბრაზობ
-ხო იცი რო მაგრად მიყვარხარ? ბავშვის გამო მკრავ ხელს?
-არა ბაჩო ბავშვის გამო არა,იმის გამო რო ამდენი ხნაი მატყუებდი
-არ ვიცოდი ამას როგორ მიიღებდი,ვაპირებდი თქმას
-როგორია?
-რა?
-მარიამი როგორია
-მართლა გაინტერესებს?
-ძალიან
-გინდა ნახო?
-ახლა?
-ჰო,გამოგივლი
-კარგი
-15 წუთში მოვალ
ამას ქვია სიგიჟე.თუმცა ძალიან მინდოდა მარიამის გაცნობა.
-ნინა,მე უნდა გავიდე შენ დარჩი თუ გინდა ამაღამ
-სად მიდიხარ?-გვერდით გამიყვანა
-ბაჩოსთან
-აჰა,ანუ საღამოს არ მოხვალ,ძალიან კარგი, შენს საწოლშიმე დავიძინებ ამაღამ-ტაში შემოკრა ამაზე ორივეს გაგვეცინა
მალე მოვიდა ბაჩოც,მაშინვე მომეხვია და სახე დამიკოცნა
-მიყვარხარ მარიამ-გახარებული იყო ბიჭი
-შენ მარტო ცხოვრობ?
-არა,ჩემებთან მარიამ,რა მნიშვნელობა აქვს?
-დედაშენი თუ სახლშია არ წამოვალ-გავიბუსხე
-არაა სახლში კი არ გიკბენს-გაეცინა და მანქანაში ჩავსხედით
-როგორია?-ტუჩი მოვიკვნიტე
-ცოტათი გგავს-ისევ გაეცინა
-რანაირად მგავს მე-გამეცინა
-შენსავით ქერაა და ლურჯი თვალები აქვს და კიდევ კულულები
-ერთი სული მაქვს როდის ვნახავ
გაეცინა არაფერი უთქვამს,მალევე მივედით მის სახლთან,დიდი შავ ჭიშკართან გააჩერა მანქანა და მალევე კარებიც გაიღო.სახლში შევედით ბავშვი აშკარად ძიძას ყავდა,დაინახა თუ არა ბაჩო მაშინვე მისკანე გამოიქცა ბაჯბაჯით.ძალიან ლამაზი იყო ბუქთუნა ქერა ლოკონებით და დიიდ ლურჯი თვალებით.გული ბრაზით ამევსო ასეთი არსება როგორ უნდა დატოვოს ქალმათქო.ბაჩომ ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა
-გინდ ადაიჭირო?
-არ მოვა-გამეცინა
-ყველასთან მიდის მოვა ნუ გეშინია-ხელსი დამაკავა,ისეთი მძიმე იყო კინაღამ გამივარდა
-რანაირად გიჭირავს-გაეცინა და მანახა როგორ უნდა დამეკავებინა სწორად
-პირველად მიჭირავს ბავშვი-გამიღიმა მარიამმა
უსაყვარლესი იყო
-ამას მიმალავდი?-ლოყები დავუკოცნე,სხვათაშორის არ უუცხოვია,მალევე მომეჩვია
-მგონი მოვეწონე-გამეცინა
-იცის რო მამიკოს მაგრად უყვარხარ,აი ნახავ რა მალე მოგეჩვევა




№1  offline წევრი isterichka123

ვაიმე კარგი იყო გააგრძელე

 


№2 სტუმარი Ketis

Au rato cer ese patara tavebs veli kovel jerze

 


№3  offline წევრი რიტა

აუუ რა კარგი იყო საოცრება ხარ საოცრება. გამიხარდა ნინასა და მარიამის ამბავი რა კარგები არიან. რა საყვარლობაა ბაჩოს შვილსაც და შეყვარებულსაც მარიამი ქვია. ძალიან პატარა თავი იყო გაზარდე რაა. აბა შენ იცი არ გვალოდინო წარმატებები.

 


აუ რა კარგიი იყოოო გენაცვალე შენ :* გიმილით წავიკითხე მთელი მოთხრობა :* მალე დადე რა ძააან ძააან გთხოვ :*

 


№5  offline მოდერი Behandice

ძალიან კარგი იყო <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

მიყვაარს ძალიაან ♡♡უსაყვარლესი ისტორიაა ♡♡♡

 


№7 სტუმარი )))

Auuraakaiaa gaagrdzleda male dade ❤

 


№8  offline წევრი უბრალოდ გიჟი

უძალიანმაგრესია love love love მა
ლედადერააა wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent