M.I (თავი მეცამეტე)
ოთახში დაჩი შემოვიდა, მარის და ირაკლის ერთად დანახვაზე სახე სულ შეეცვალა.იმედი გაუცრუვდა, მარიმ მოატყუა. -დაჩი...მე... -ავად ხარ ხომ? -სიცხე მაქვს -გეტყობა, რო მორჩებით შემოვალ-დაჩის მუშტები ჰქონდა შეკრული, თავს იკავებდა რომ არ დაერტყა ირაკლისთვის ან არ ეყვირა. ბავშვობიდან როდესაც დაჩის მარის გაზრდა უწევდა ყოველთვის ცდილობდა რომ ხმა არ აეწია რადგან ეს არანაირ სარგებელს არ მოუტანდა. მარისთან ყოველ შემთხვევაში ეს არ მოქმედებდა ხშირად. ერთხელ დაუყვირა მაშინ როცა საჭმლის ჭამაზე თქვა უარი, იმოქმედა. მაგრამ ეხლა რომ დაეყვირა მარის ნერვებს აუშლიდა და იცოდა რომ პირიქით გააბრაზებდა. მას უკვე დამუშავებული ჰქონდა უკვე მასთან ლაპარაკის ტექნიკა. ამ მომენტში გადაწყვიტა სხვა ტექნიკა გამოეყენებინა, არც დასჯიდა, არც დაუყვირებდა, არც არაფერს ეტყოდა, უბრალოდ დაელოდებოდა სანამ მართლა არ მიხვდებოდა რომ ინანა. შემდეგ უკვე დასჯიდა და უყვირებდა კიდეც. დაჩის ძალიან უყვარდა მარი, ბევრჯერ მშობლებმა გაუგზავნეს მარის წერილები, მაგრამ დაჩი არ აძლევდა რადგან უნდოდა აერიდებინა მათგან. -არა, ირაკლი 2წუთი გადი. ირაკლი გავიდა. -დაჩი... -ხო? -გაბრაზდი? -კი -მე არ გითხარი იმიტომ რომ, ვიცოდი ესეთი რეაქცია გექნებოდა. გთხოვ არ გაბრაზდე. რაც გინდა ის ქენი, ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ არ წამიყვანო თბილისში. -ჯერ დაწექი და მერე სანდრო მოვიდა უნდა გაგსინჯოს. სანდრო შემოვიდა, მარი დაწვა. -სიცხე რამდენი გაქ -არ გამიზომია -არა, დაჩი აზრი არ აქვს ამის აქ დატოვებას. ხვალ მაინც ექნება სიცხე ზღვაში მაინც ვერ ჩავა და თბილისსში უკეთესად მივხედავ. -არა, არა, არა. გთხოოვ? -მარ, აიწიე მაიკა გაგსინჯავ. სანდრომ გასინჯა, მარი ცუდად სუნთქავდა. -ინჰალატორი სულ თან გედოს, წაყვანით არ წაგიყვან ძლიერ დამწევს მოგცემ და აღარ გექნება, ეხა ნუცას ვეტყვი რამე სუპი გაგიკეტოს ან სალათი და ამოგიტანს, ჩვენ უნდა წავიდეთ სასტუმროში ვჩერდებით აქვე. სანდრო გავიდა. -სახლში ვილაპარაკებთ ხვალ გნახავ-დაჩიმ შუბლზე აკოცა და საბანი გადააფარა-არ ადგე და გააკეთე რაც გითხრა სანდრომ-გავიდა. *** მეორე დღეს მარის უკვე სიცხე არ ქონდა, დილით რომ გაიღვიძა ირაკლის მის გვერდით ეძინა, ჩუმად ადგა რომ არ გაეღვიძებინა, მალე ჩაიცვა სპორტულები და ქვემოთ ჩავიდა, ნუცა ელოდებოდა. -მეზიზღები(მარი) -სირბილით გახდები, ვარჯიში სასარგებლოა. მიდი ზარმაცო მარი და ნუცა გავიდნენ გარეთ და დაიწყეს სირბილი ბულვარზე, ერთ-ერთ სასტუმროსთან გაჩერდნენ ორი წუთით რომ დაესვენათ და ნაცნობი ხმა გაიგეს. -ჩემი მოვარჯიშე გოგოები(ლუკა) -ლუკააა მარი და ნუცა გადაეხვივნენ ლუკას. -შენც დღეს მოდიხარ ხომ? ჩვენთან ერთად(მარი) -კი(ლუკა) -მოდი ერთი ვაგონი მთლიანად ჩვენ ვიყიდოთ რომ მთელი ღამე მუსიკას ვუსმინოთ. -არ გამოვა, დღეს უკვე გვიანია. აბა რას შვებით გადიხართ სანაპიროზე? -რავი, მარის გუშინ სიცხე ჰქონდა და არა მგონია. -მე საცურაოდ არ მიგულისხმია.-ლუკამ ნუცას შეხედა-უბრალოდ მიყვარს სანაპიროზე სეირნობა. მარის გაეღიმა. -იცი, მემგონი ფეხი მტკივა შენ და ლუკამ გაისეირნეთ მე ალბათ კაფეში დავჯდები და მერე წავალ. -არ არსებობს ნუ ჩორტავშიკობ მარ, შენი ღიმილით ვხვდები რა... -ლუკა, უბრალოდ ფეხი მტკივა. ეგ აზრი შენ მოგივიდა თავში და არა მე. მარიმ ლუკა გადაკოცნა და წავიდა კაფეში დაჯდა, ამოიღო სიგარეტი, მოწევა დაიწყო შემდეგ ყავა შეუკვეთა. მალევე დალია და წავიდა. სახლში დაბრუნებას არ აპირებდა მაგრამ, ფეხი მართლა დაეღალა და მოუწია გაბრუნება. სახლში ისევ ჩუმად შევიდა, ეგონა არავის ეღვიძა მაგრამ თურმე რეზი მისაღებში იყო, ჩუმად შევიდა სამზარეულოში და იქიდან კიბეებზე ავიდა, ირაკლის ოთახის კარი ნელა გააღო. თითქმის გადარჩა როცა ტრეზორას ხმა გაიგო. -და სად იყავი ახალგაზრდავ?-ტრეზორამ ხელები გადააჯვარედინა თითქოს მარის წინ გადაეღობა და არ უშვებდა -მე... წყლის დასალევად. -ჩაცმული სპორტულ ტანსაცმელში ჩანთით? -ხო, სამზარეულომდე დიდი გზა არის და ჩანთაში კი ინჰალატორი მიდევს. -კაი და როგორ დაემთხვა რო ნუციკოც არ არის სახლში? -კარგი ხო, მე ვიყავი სავარჯიშოდ წასული. -ოო, ეს სანდროს არ მოეწონება. ნუცა ვისთან არის? -ერთი ბიჭია ლუკა საყვარელი ტიპია და მაგასთან დავტოვე -არც ეგ მოეწონება სანდროს. -გთხოვ არ უთხრა -რა ნუცა რომ იმ ბიჭთან არის თუ შენ რომ არ დაუჯერე და ნაღრძობი ფეხით სავარჯიშოდ წახვედი -ორივე. -ამისთვის მოგიწევს გააკეთო ის რასაც გეტყვის ირაკლი -მაგას ისედაც ვაკეთებ -არა სულ უნდა იწვე -თუ დამპირდები რო ირაკლი და სანდრო ამას არ გაიგებენ -ბევრს ითხოვ ცუნცულ -აღარ დამიძახო ეგ -ირაკლიმ ეს არ უნდა გაიგოს -რა არ უნდა გაიგოს ირაკლიმ?-ირაკლიმ კარი გააღო და ნამძინარევი ხმით კიდევ ერთხელ იკითხა-რა არ უნდა გავიგო -ის რომ ინჰალატორი დამრჩა აქ -და ის რომ ეხლა ლოგინში მიდიხარ-ტრეზორა ქვევით ჩავიდა მარი ოთახში შევიდა ფეხზე გაიხადა, გამოიცვალა და დაწვა. -დილით გავიგე რო წახვედი, სად იყავი -მე და ნუცა ცოტახნით ბულვარზე სასეირნოდ ვიყავით -მე რატო არ გამაღვიძე მეც წამოვიდოდი -რავი ნუცას სანდროზე ლაპარაკი უნდოდა და -გასაგებია, სიცხე გაიზომე? -კი, არ მაქ და გთხოვ ავდგები? -სანდრო თუ კის გეტყვის -იკა, არ წახვიდე ამ იდიოტ ოთახში ვერაფერს ვაკეთებ -მაშინ გეფიქრა როცა ტანსაცმლით ხტებოდი ზღვაში ირაკლი ოთახიდან გავიდა. მარიმ ბალიში აიღო და კედელს ესროლა სიბრაზისგან მერე სანამ ირაკლი ოთახში არ იყო კიდე ერთხელ მოწია. მერე ნუცას დაურეკა -შენ ოთახთან ვარ ნუცა შევიდა, სავარძელში ჩაეშვა ფეხი ფეხზე გადაიდო და მანაც მოწევა დაიწყო. -ლუკა და შენ? -ლუკას შეყვარებული ჰყავს და მე სანდრო მიყვარს შე ჩორტავშიკო -კარგი, როგორც გინდა. არადა საყვარელია -მარი! -კარგი ხო, აღარ შემილია ესე იდიოტურად წოლა და რაღაც სალათების ჭამა მიშველე -ეხლა მიდიან ესენი სადღაც და აქ თურმე ანდრო ყოფილა ჩოლოყა და იმის სახლში ფართია ცოტახნის უკან ველაპარაკე და წავიდეთ. -ტრეზორა არ იქნება სახლში? ეგ არ მიშვებს -იკა, საბა,ტრეზორა და რეზი მიდიან. მე მეგონა ირაკლი არ გიშვებდა -არა, სანდრომ თხოვა და თუ ეგ კის გეტყვის წადი მე რაო მარა ტრეზორამ არსად წახვალო მაგას ეტყობა დაჩი ელაპარაკა და უთხრა რო სახლიდან არ გამიშვას -რატო -გუშინ რო ჩამოვიდა მე და ირაკლი დაგვინახა ოთახში ერთად -ჰააააა? მოგკლა? -არა მარა ყველაფერი წინ არის და მეშინია ჩასვლის -ოო, დაგერხა. იმედია მე არ დამერხა -შენც დაგერხა რადგან ვთქვით რო იკა შენი შეყვარებული იყო, ზაფხულია და ეგღა მაკლია რო დამსაჯოს -სხვა გზა არ აქ, ჯერ ასთმა დაუმალე, მერე მოწევა, მერე სვამდი ეხლა ეს. -ვიცი... დიდი იმედი მაქვს დედა და მამას არ ჩამოიყვანს. -არა ეგეთ რამეს არ იზამს ალბათ. კაი მე ჩავალ ვნახავ თუ წავიდნენ და გავემზადოთ -აუ ლუკას დავურეკოთ და ეგეც წამოვიდეს ჩოლოყასთან -კაი, ჩორტავშიკო! ბიჭები წასულები იყვნენ, გოგოებმა იბანავეს და მოწესრიგდნენ. მარის შავი ბრეტელებიანი მაიკა და ჯინსის მოკლე შორტები ეცვა, ნუცას მოტკეცილი ჯინსები და ძალიან მოკლე ლურჯი ტოპი. -ნუც შენ იცი ჩოლოყას რო ევასები და სპეციალურად გამომწვევად იცმევ... -ხო, ნერვები უნდა მოვუშალო -წარმატებები. მარი, ლუკა და ნუცა წავიდნენ ფართიზე. შესასვლელთან ანდრო იდგა ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა მათ დანახვაზე გოგო მიატოვა და მივიდა. -შენ ისევ არ მოეშვები შენსას -საწყალი გოგო(ნუცა) -სწერვობა მარიმ გასწავლა?-ანდროს გაეღიმა როცა ნუცას სახეზე სიბრაზე შეამჩნია-როგორ ხართ -კარგად, ეს ლუკაა ჩვენი მეგობარი -ნუც ამასთან ხარ?(ანდრო) -არა შეყვარებული ჰყავს და მე სხვა მიყვარს -ისევ სანდრო? -შენ გამო ნერვებს არ ავიშლი ერთადერთი მითხარი აქ გაქვს დასალევიი? -კი, მარი შენ როგორც გიყვარს ტეკილა! -მადლობა სამივე შიგნით შევიდნენ,ნუცამ ძაან ბევრი დალია როგორც მას ჩვეოდა. მარიმ მხოლოდ ერთი ჭიქა დალია. ლუკას შეყვარებულმა დაურეკა და წასვლა მოუწია. ნუცა მაგიდაზე ცეკვავდა და არ ჩამოდიოდა მარიმ ცხრაასჯერ მაინც თხოვა და უშედეგოდ სხვა გზა არ ჰქონდა იცოდა რომ დაერხეოდა, მაგრამ მოუწია დაერეკა სანდროსთვის. თხოვა რომ დაჩისთვის არაფერი ეთქვა, სანდრომ არ მოუსმინა და დაჩისთან ერთად მოვიდა. მოსვლისთანავე მარის დაჩიმ ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა და სანდრომ ნუცა ჩამოხსნა მაგიდიდან და ორივე მანქანაში ჩასვეს. მთელი გზა დაჩის ხმა არ ამოუღია. -რა დაალევინე ამდენი ნუცას რო გაითიშა? -მე არაფერი იცი რამდენსაც სვამს(მარი) ნუცა გათიშული ეგდო მანქანის უკანა სავარძელზე. -შენ რატომ ადექი, მარი მართლა პატარა ბავშვი ხომ არ ხარ? გევასება რო გეჩხუბებიან თუ რა -ხო ვიცი, არ უნდა გამეკეთებინა. -გვიანია, ტრეზორას დავურეკე და თქვენი ნივთები ჩავადებინე უკვე, პირდაპირ სადგურში მივდივართ(სანდრო) -მე და მარისთვის სხვა ვაგონში ვიყიდე ბილეთები(დაჩი) მარი მიხვდა რატომ მოიქცა ასე დაჩი, ცდილობდა რომ ირაკლისთან არ მომხვდარიყო და ალბათ ეს იყო მისი გეგმა. მისი დასჯა, ირაკლის არ შეახვედრებდა მაგრამ იმ მომენტში ხმა არ ამოუღია, ხვდებოდა რომ ამით კიდე უფრო გააბრაზებდა. ვაგონშიც კი როცა მთელი ღამე ერთად გაატარეს არცერთხელ არ ამოუღია ხმა, სახლში როცა მივიდნენ და გამოიძინეს ნუცას დაურეკა საშამ დაჩის თხოვნით რომ მოსულიყო. ნუცამ რა იცოდა რა ელოდებოდა როცა მივიდოდა სახლში. დაჩი ნუცას ვერ დასჯიდა მაგრამ შეეძლო მისი ძმისთვის ეთქვა ყველაფერი. როგორც კი ნუცა მოვიდა დაჩიმ მარის დაუძახა. საშა და სანდროც იქ იყვნენ. დაჩიმ მისაღებში დასვა ყველა. -ფართი გვექნება? ტეკილა სად არის?(ნუცა) -ეგ ჩემია(მარი) -ნუციკო, პატარა, წინაზე არ გეყო?(სანდრო) -რას გადამეკიდე? -მე არ გადაგკიდებივარ შენ გიყვარვარ(სანდრო) ნუცა ადგა და წასვლა დააპირა. -დაჯდა!(დაჩი) სანდრომ უკნიდან მოკიდა ხელი ნუცას და კალთაში ჩაისვა რომ არ წასულიყო. -გამიშვი!(ნუცა) -მაშინ როცა მოუსმენ დაჩის(სანდრო) -გეყოთ(დაჩი) -აბა ველოდები ახსნას მარ(დაჩი) -რისი(მარი) -იცი კარგად. -დაჩი მე ველოდებოდი რაიმე დასჯას, ყვირილს, ეგრე მირჩევნია -არა, ახსენი როდის მიყვირია შენთვის. მაშინაც როცა მატყუებდი, სვამდი, ეწეოდი. -დაჩი, გთხოვ არ მაქ ასახსნელი ვიცი არასწორად მოვიქეცი არ უნდა მომეტყუებინე -ხო. ცუდად მოიქეცი, ეხლა ვიყვირებ. დასჯილი ხარ!! -სადამდე -სანამ არ გადავწყვეტ რომ აღარ მომატყუებ იქამდე. ნუცა შენ მე ვერ დაგსჯი მაგრამ შემილია ვუთხრა ლევანის. -მე რა შუაში ვარ -შენ თავში ხარ, სანდრო შენ მიხედავ ნუცას. -საშა შენ ეთანხმები?(მარი) -კი, ამ შემთხვევაში მართალია(საშა) -საშ დავიჯერო ვერ ხვდები რატო არ ვუ... დაჩიმ არ დააცადა -მორჩა, ადი ოთახში(დაჩი) -საშა აყევი(სანდრო) საშამ მარი ზემოთ აიყვანა.დაჩიც გავიდა -ამმ, კარგი ლევანის არაფერს ვეტყვი მაგრამ შენ მთელი დღე ჩარჩენილი ხარ ჩემთან. -არ არსებობს -იქამდე სანამ არ გაგიშვებ -არა -რა ეს შენი ოცნება არ არის? ჩემთან რაც შეილება დიდიხანი ყოფნა -გამიშვი! -შენ აქ ან მთელი დღე იქნები ან მაინც აქ იქნები ოღონდ ძალით. -მე რა დავაშავე დაქალს დავეხმარე ადამიანი ხო არ მომიკლავს...-სანდრო უსმენდა,დაიღალა და პირზე ხელი ააფარა-კა...ი ხო... სანდრომ ხელი გაუშვა და წინასწარ ყველა კარი ჩაკეტა მისაღებიდან გასასვლელი. -და რო არ მოიწყინო რამოდენიმე კითხვას დაგისვამ, მაგრამ მანამდე ტელეფონი მომეცი. -ჰაა? -მიდი, მალე. ნუცამ ტელეფონი გადასცა. -აბა დავიწყოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.