შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

M.I (თავი მეათე)


26-07-2016, 16:27
ავტორი სატი
ნანახია 2 086

მარი, ნუცა, საშა, დაჩი და სანდრო მისაღებში ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. თემა შეყვარებულებზე წავიდა, სანდროს გაეცინა, მარის და ნუცას გახედა.
-ირაკლი სად არი ნუცი? როდის გაგვაცნობ წესიერად(სანდრო)
-არ ცალია.(ნუცა)
-მარი რას ფიქრობ ირაკლიზე?-ირონიული ღიმილით გადახედა მარის.
-არაფერს.(მარი)
-აქ რამე ხდება?(დაჩი)
ყველა სიცილით იხრჩობოდა და-ძმის გარდა. მარი ცოტაც და სანდროს ყელში წასწვდებოდა,დაჩი ხვდებოდა რაღაცას მაგრამ მაინც ვერ ეუბნებოდა მარის. დაჩისთვის ის მაინც პატარა დად რჩებოდა, არ უნდოდა და არც ჰქონდა გამოცდილება ბავშვებთან ,,იმ’’ თემაზე ლაპარაკის. ურჩევნოდა თავი მოეკატუნებინა რო არაფერი იცოდა.
-მარ, სიგარეტს ხელი გაუშვი.(დაჩი)
-დაჩიი... 1დღით მინდა წასვლა მარტო ქობულეთში.
-რატო 1 დღე და თან მარტო. ვერ გაგიშვებ იქ რო ცუდად გახდე.
-ძააან გთხოვ.
-არ ვიცი. მოვიფიქრებ.
-აი ნუცა წამოვა
-ეგრე კიდე უფრო მეშინია ორივე მარტო რო იქნებით.
-რეზი არი იქ, მაგის სახლში დარჩებიან.
-კაი, დავურეკავ რეზისაც, მემგონი ტრეზორაც იქ არი-დაჩიმ გადახედა სანდროს და გავიდა დასარეკად.
***
მარი და ნუცა ჩავიდნენ ეზოში. ირაკლი იყო უკანა ეზოში.
-ნუცაა(ირაკლი)
ირაკლიმ გადაკოცნა ნუცა და მარის აკოცა. თვალებში ჩახედა თითქოს აინტერესებდა რამე ხო არ დალია ან მოწია, რადგან ისევ ვერ კითხულობდა მის თვალებში ვერანაირ ემოციას, ეს იმიტომ რომ ბევრი რამ გადაიტანა. ბევრჯერ გაუტეხეს გული, გაუცრუეს იმედები, უყურადღებოდ ექცეოდნენ, ზრუნვა აკლდა, დაჩის ჩამოსვლამდე. მიჩვეული იყო ამ ყველაფერს, მაგრამ ტკიოდა და ამ ტკივილს უემოციო სახის უკან მალავდა. მხოლოდ ირაკლი ხვდებოდა ამას, რადგან მასაც იგივე გზა ჰქონდა გავლილი. თითქოს ერთმანეთს გზას უნათებდნენ, ტკივილს უმსუბუქებდნენ.
-ნუც, მიდი რა სიგარეტი იყიდე(მარი)
-არა, ნუცა მარისთვის არა.
-კაი.-ნუცა მაინც წავიდა.
-მე ქობულეთში ავდივარ.
-როდის
-ზეგ
-მეც და საბაც, ტრეზორა ქვია ჩვენ ძმაკაცს
-ქარწავა?? არაა... ჩემი ძმის ბავშვობის ძმაკაცი არის.
-ხო, ეგ.
-ჩვენზე არ უთხრა დაჩის უეჭველი ეტყვის და დამერხევა. რო არ უთხრას მე გამიტყდება რო ყველა მალავს მაგისგან.
-მაგის სახლში იქნები?
-ხო.
-ჩვენც-ირაკლი მოეხვია მარის და აკოცა. მისი გული აჩქარდა, ტანში გააჟრჟოლა, თვითონაც მოეხვია. ირაკლი მისი ტკივილგამაყუჩებელი, ემოციების ჩამრთველი იყო.
-დეპრესიული არ ხარ,არც ემოციურობით ხარ გამორჩეული, უჟმურობის არაფერი გეტყობა. შენი ხასიათი ამოვიცანი მაგრამ მაინც, შენ ვერ გახასიათებ სიტყვებით.
-არ მიყვარს ესეთ თემებზე ლაპარაკი. ოჯახი ჩემთვის მტკივნეული თემაა.
-მესმის.
ამ დროს ნინი მოვიდა როტმანსით ხელში, მარის გაეცინა რადგან სულ ამას ეწეოდა ირააკლისთან ერთად. მოულოდნელად, საშა მოვიდა.
-გამარჯობა ირაკლი
-პრივეტ
-საშა აქ რა გინდა(მარი)
-არც არაფერი, უბრალოდ ნუცას შეყვარებულის გაცნობა მინდოდა.-საშამ მარის გადახვია ხელი, იცოდა რომ ირაკლი მარის შეყვარებული იყო უბრალოდ მისი რეაქცია აინტერესებდა. ირაკლიმ ხელი გადახვია მარის და საშას გამოაცალა ხელიდან.
-მარის ნუცაზე დიდხანს ვიცნობ და ძაან მაგრა ვმეგობრობთ.
მარი დაიღალა ამ სცენებით პირდაპირ შეტრიალდა და ირაკლის აკოცა, არც მას შეუჩერებია მარი რადგან აღიზიანებდა საშას უაზრო გამოხტომები.საშას გაეღიმა, ნუცას მიუტრიალდა.
-შემთხვევა მეორდება, ნუცა მარიმ შეყვარებული წაგართვა?(საშა)
-ააააჰ!! საშა გეთქვა რომ იცოდი ყველაფერი რატო მიშლი ნერვებს!(მარი)
-ესე უფრო საინტერესო იყო(საშა)
ირაკლი ეწეოდა, უყურებდა ამათ და გულში იცინოდა. ხვდებოდა რომ საშა მხოლოდ მისი ძმა იყო და მეტი არაფერი.
-კაი გეტოთ წადით თქვენ(მარი)
საშამ ინჰალატორი მიცა მარის.
-დაგრჩა, ბატო. დაჩიმ რო გაიგოს მოგკლავს.(საშა)
-უი, ხო-მარიმ გამოართვა და ირაკლისთან ერთად წავიდა.
-დებილი ხარ. როგორ უნდა დაგრჩეს ესეთი მნიშვნელოვანი რამ სახლში.
-ვიცი, დამავიწყდა.
-ქობულეთში არ მოგასვენებ, სულ ჩემთან იქნები და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ.
-არა, საიდან მოიტანე.
-მაგასაც ვნახავთ-ირაკლის გაეცინა და მოწევა გააგრძელა.
მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, მარი გაიქცა ხის ქვეშ აპირებდა დადგომას, ირაკლი გაეკიდა ხელში აიყვანა და არ უშვებდა, წვიმაში იდგნენ და სველდებოდნენ.
ამ დროს მათ ნაცნობი ხმა მოესმათ.
-ირაკლი, მარი უნდა ვილაპარაკოთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent