შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე...


1-08-2016, 00:38
ავტორი kato wiklauri
ნანახია 1 690

თავი 9


გოგოები მისაღებ ოთახში ისხდნენ და აგერ უკვე რამდენიმე საათი იყო ერთმანეთს ამბებს უყვებოდნენ. სულ დაავიწყდათ ირგვლივ ბიჭების არსებობა და ისიც რისთვის იყვნენ აქ. ტასუნა თაკოს კალთაში მოკალათებულიყო და ყურადღებით ისმენდა მათ ამბებს, თითქოს რამე ესმოდა და იგებდა. ხან რომელს შეხედავდა და ხან რომელს. მათთვის თითქოს დრო გაჩერებულიყო. თითქმის ყოველთვის ასე ხდებოდა როცა ერთმანეთს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ნახულობდნენ და ვერ ეხმიანებოდნენ. როცა ერთად იკრიბებოდნენ ათას რამეს ყვებოდნენ, ხანდახან სრულ უაზრობასაც კი, მაგრამ სალაპარაკო არასოდეს ელეოდათ...
ბიჭები ბართან ჩამომსხდარიყვნენ და ცოტა ხანს უყურებდნენ შორიდან.მერე მარტო დატოვეს და ცეცხლის დასანთებად გავიდნენ ეზოში რომ მწვადი შეეწვათ.
-თორნიკე რატომ არ წამოვიდა?
-არ ვიცი ალექს საქმე მაქვსო.-უპასუხა ნიკამ
-კი მაგრამ ასეთი რა საქმე აქვს რომ ჩვენთან წამოსვლაზე უარი განაცხადა. მითუმეტეს იცოდა რომ ეკაც მომყავდა. ხომ დავურეკე?
-შენი ბიძაშვილიც ეგაა და ჰკითხე. მე თავი დამანებე ჩემი გასაჭირი მაქვს.თბილი ტანსაცმელი არ წამომიღია და გავიყინე.
-რა ბუზღუნა ხარ ნიკა რაა. მე რომ არ გყავდე რა გეშველებოდა.-გამოჩნდა ბაჩო.მანქანაში მქონდა თბილი ქურთუკი, ჩაიცვი არ გაგვიცივდე.
ბიჭებს გაეცინათ.
-მერე რა გვეშველება? ქალაქი ყველაზე სიმპატიური ბიჭის გარეშე დაგვრჩება.
-მოიცა მოიცა ასე არაა ალექს. -ჩაერთო გიორგი.-ეგ ჯერ კიდეევ გასარკვევია ვინაა ყველაზე სიმპატიური. პრეტენზიას ვაცხადებ მაგ სტატუსზე.
-მეც არ ვარ თქვენზე ნაკლები.-დაამატა ნიკამ
-კარგით ახლა ბიჭებო ნუ ვკამათობთ. თორნიკე რომ აქ იყოს ამ ტიტულს ხომ ვიცით რომ არავის დაუთმობდა. ხელები ამიწევია.-
-ნიკა მოიწიე აქეთ. მორჩი ლაპარაკს. ბიჭები მიხედავენ მაგ მწვადს.
-რა გინდა ბაჩო?
-წავალ მე ანას ვნახავ და ვითომ საქმე მაქვს. მათთან არაფერი თქვა .
-კარგი წადი. რა ყველას ერთად შემოგიტიათ ამ სიყვარულმა. ნეტა გამაგებინა ჩემი გოგო სად დაიარება მე რომ აქამდე ვერ შევხვდი.
-თვალი გაახილე სადმე ცხვირწინ გეყოლება.- მხარეზე ხელი მეგობრულად დაარტყა ბაჩომ და სახლისკენ წავიდა....
გოგოები ჭორაობას მორჩენილიყვნენ და საქმიანობდნენ. თაკო ტასუნას ეთამაშებოდა. ეკა და ქეთი სამზარეულოში საქმიანობდნენ. ანა მისაღებში სუფრას შლიდა. თეფშები ჩაერიგებინა და ახლა საჭმელებსაც ოსტატურად და ლამაზად აწყობდა. ერთხანს ჩუმად უყურებდა ბაჩო მერე კი მისკენ წავიდა
-მშვენიერია.
ის შეკრთა და კინაღამ თეფში გაუვარდა.
-ბაჩო.გული გამიხეთქე
-ძალიან შეგაშინე?
-ასე აღარ მოიქცე.
-ხომ არ დაიღალე?
-არა. მიჩვეული ვარ.
-ეს ყველაფერი მშვენიერია და იმედი მაქვს საჭმელიც გემრიელი იქნება.
-ცუდი არ იქნება. ბავშვობიდან დავინტერესდი კულინარიით და ერთ ხანს კურსებზეც ვიარე.მერე სასწავლებლად წავედი და ინტერესი დავკარგე.
-საინტერესოა კიდევ რას მეტყვი შენზე?
-გააჩნია შენ რა გაინტერესებს.
-მაგალითად ის შეყვარებული გყავს თუ არა
-კი მყავს... ორი ერთად
პასუხზე გაეცინა
-იმ ორივეს გადაეცი თავი დაგანებოს. თვალები დაუბრიალა ბაჩომ.
-ვითომ რათაო?
-იმიტომ რომ შენ ჩემთვის ხარ შექმნილი და ჩემთვის მინდიხაროოო
ანა მიხვდა რომ ბაჩო სერიოზულად ლაპარაკობდა და ხუმრობის დრო აღარ იყო.
-რა თქვი?
-რა და მინდა რომ მე გავხდე შენი შეყვარებული.
-მე არ მეკითხები?იქნებ მე არ მინდა?
-მაგას მალე მიხვდები...
ბაჩოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ბიჭების ხმა მოისმა შემოსასვლელიდან და მალე ისინიც გამოჩნდნენ მწვადებით ხელში.
-აბა გოგოებო ჩვენ მზად ვართ. თქვენ რას შვებით?
-ჩვენც თითქმის მზად ვართ. უპასუხა ანამ
-გოგოებოოოო მოდიიით.
-მამაა. პირველი ტასუნა გამოვარდა სამზარეულოდან.-მე რატომ არ წამიყვანე გარეთ?
-იმიტომ რომ შეგცივდებოდა
-არა უშავს თაკო დეიდა დამპირდა რომ წამიყვანს ხვალ.
-შენ არ მოგშივდა საჭმელი.?
-ცოტა..თაკო დეიდა მაჭმევს.
-შვილო არ შეიძლება ყველაფერზე მისი შეწუხება
-ხომ იცი არ ვწუხდები.ოთახში თაკოც გამოჩნდა უკან ქეთი და ეკა მოჰყვებოდნენ ერთს პიცა მოჰქონდა, მეორეს ხაჭაპური.
-ოო რა სუნიააა. ყოჩაღ გოგოებო.ნამდვილად დიდებულია.გემოც კარგი აქვს?ხომ არ მოგვწამლავს?
-ალექს გეყო ხუმრობა . ხომ იცი რომ ჩვენ ძალიან მაგარ საჭმელებს ვაკეთებთ.
-მაგასაც გავიგებთ ჩემო ძვირფასო. აბა მივუსხდეთ სუფრას.
სუფრის თავში ალექსი დაჯდა, გვერდით ქეთი მოესვა. მეორე მხარეს ეკა. რომლის გვერდით ერთი ადგილი დარჩა თავისუფალი. კარგად იცოდა ეს ადგილი ვის ეკუთვნოდა. გულდაწვეტილმა გადახედა და ამოიოხრა. მეორე ბოლოში ნიკა მოთავსდა და მისი მიყოლებით ჩამწკრივდნენ ბაჩო ანა გიორგი და თაკო. ტასუნა თაკოს ჩაუხტა კალთაში და უკვე გემრიელად ილუკმებოდა. თამადად ნიკა აირჩიეს და ისიც გულმოდგინედ შეუდგა მასზე დაკისრებულ მოვალეობის შესრულებას.ფეხზე წამოდგა და ქართული ტრადიციებით დაიწყო თამადობა. ერთ სადღეგრძელოს მეორე მიაყოლეს, მერე მესამე.ბიჭები მალე შეზარხოშდნენ. გოგოები თითქმის არ სვავდნენ.. ხმაურმა იმატა. მხიარულებამ და ხუმრობამაც პიკს მიაღწია.ერთი-ორჯერ ქეთის გიტარა მიაწოდეს და გოგოებმა ლამაზი სიმღერაც შემოსძახეს.. ალექსი თვალს ვერ აშორებდა საყვარელ ქალს და გული სიამაყით ევსებოდა როცა წარმოიდგენდა რომ ის მას ეკუთვნოდა..
მხიარულება მანქანის ხმაურმა შეაწყვეტინათ. არავის ელოდნენ. ამიტომ გაუკვირდათ, მალე შემოსასვლელში თორნიკე გამოჩნდა მორიგ გოგოსთან ერთად. მოდიდოდა ხელჩაკიდებული და იღიმებოდა.იცოდა მიზანში მოარტყავდა და ასეც მოხდა. წამით მათი მზერა ერთამანეთს შეეჩეხა და თითქოს ამ ერთ წამში აგრძნობინა ეკას რომ ჩემი უნდა დაგეჯერებინა და შენ იქნებოდი მის ადგილზეო. ეკას სახეზე ტკივილმა გადაუარა და ცრემლი მოადგა.ყელში ბურთი გაეჩხირა. თითქოს და მის გაგუდვას ლამობდა. ქეთიმ შეამჩნია ეს და შეეცოდა მეგობარი. თვალით ანიშნა რომ გაეღიმა.მანაც თავი ხელში აიყვანა და თორნიკეს გამოწვდილ ხელს ხელი ღიმილით შეაგება.მასაც თავი არ შეუწუხებია დიდი მოკითხვებით უცებ გადაერთო თავის კავალერზე და თავისუფალი სკამისკენ წაიყვანა. ეკა წამოდგა თავის ადგილი თორნიკეს დაუთმო და თვითონ თავის დას მიუსკუპდა გვერდით.პირდაპირ უყურებდა ბიჭს და გული ეკუმშებოდა როცა ხედავდა რომ ის ყურადღებას იმ გოგოს უთმობდა და მას ზედაც არ უყურებდა. ამასობაში ნიკამ განსხვავებული შეავსო და სიყვარულის სადღეგრძელო შესვა. მაღალფარდოვანი სიტყვებით და ისეთი გრძნობით გადმოსცა რომ უარი მის დალევაზე არავის უთქვამს. ეკამ იმ განსხვავებულს დასტაცა ხელი და ბოლომდე გამოცალა.ღვინომ თავბრუ დაახვია და იმოქმედა მასზე. მუსიკა ჩართო და ნიკას სთხოვა ეცეკვათ.
-ალექს ვიცეკვოთ რაა წამოდი გეხვეწები. ამდენის დალევაც არ შეიძლება. დაიწუწუნა ქეთიმ
-უკვე ირგებ მეუღლის როლს?
-არა საყვარელო. უბრლოდ მე ცეკვა მინდა
-მე რომ ცეკვა არ ვიცი?
-დაგავიწყდა რომ რამდენჯერმე უკვე ვიცეკვეთ?
-შენ რომ ჩამაცივდბი უარს ვერაფერზე ვერ გეუბნები.
-ნუ ბუზღუნებ წამოდი.
ვალსი იყო ჩართული. ალექსმა წელზე შემოხვია ხელი, ნაზად ცეკვავდნენ. გოგომ მხარზე ჩამოადო თავი და ფიქრებში წავიდა....
ერთმანეთს ცვლიდა ნელი ვალსი და და რიტმული ცეკვები. ნელნელა ყველა აცეკვდა. ტასუნაც სიხარულით დახტოდა და არ ისვენებდა. ისიც ცეკვევდა. მერე თაკო და მამა ერთად აცეკვა და ამაზე უფრო მეტად გამხიარულდა. ისევ და ისევ ერთამანეთს ენაცვლებოდა სიმღერა, სადღეგრძელო და ცეკვა. ცეკვავდა ყველა.
როგორ უნდოდა ეკას ერთხელ მაინც ეცეკვა თორნიკესთან. მაგრამ არც კი გამოუხედავს. იმ თავის გოგოს ეცეკვებოდა და ერთობოდა. ისიც ნასვამი იყო უკვე და ხან კისერზე ეკიდებოდა, ხანაც კოცნიდა.ტანზე ეტმასნებოდა.ტორნიკეს სასმელი არ დაულევია მხოლოდ ორი ჭიქა დალია და ფხიზელი იყო სხვებისგნ განსხვავებით.
სუფრაზე საჭმელი შემოაკლდათ. ეკამ დრო იხელთა.მოვიტანო ყველას დაასწრო. და სამზარეულოში გავარდა. ცარიელი თეფშები მაგიდაზე დააწყო და ონკანი მოუშვა. სახეზე ცივი წყალი შეისხა. უნდოდა ეკივლა და იქნებ წყლის ხმაურს ჩაეხშო ეს ხმა, ეს ტკივილი რასაც ახლა გრძნობდა.იქნებ ამოეხეთქა და შვება ეგრძნო. ხვდებოდა რომ მაშინ მასაც უნდა დაეთმო. ახლა თვის სიამაყეს აღარ თმობდა.ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა. მის გვერდით სხვა ქალს ვერ აიტანდა არ შეეძლო. ის მისი იყო მხოლოდ მისი. ეუბნებოდა შინაგანი ხმა
-ტირიხარ?
ცრემლი სწრაფად მოიწმინდა და მოტრილადა. სამზარეულოს კარზე თორნიკე იდგა მიყრდნობილი და სერიოზული სახით უყურებდა
-არა
-შენი თვალები საპირისპროს ამბობს.
-ცდები. გეშლება.
-მე არაფერი მეშლება. ეს შენ შეგეშალა თავის დროზე და ვერ გაიგე რაღაცეები.
-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. წადი შენი გოგო გელოდება.იეჭვიანებს და მოიწყენს მარტო რომ დატოვე.
-არ იეჭვიანებს. წავიდა
-რატომ ვადა ამოეწურა?
-ეკა. იყვირა თორნიკემ და მაგიდას მუშტი დაარტყა. ის შეხტა და მოიკუნტა.
-გოგო შენ ნუ გაქვს მწარე ენა დ მაგ ენამ დაგღუპა. როცა სიმართლე არ იცი ჯობია საერთოდ გაჩუმდე ხოლმე
- შენ გაჩუმდი,-ახლა ეკამ აუწია ხმას.
-რატომ? იქნებ დროა სიმართლე ვთქვათ ორივემ. იქნებ ახლა გავარკვიოთ ყველაფერი. ვილაპარაკოთ
-რაზე?
-ჩვენზე
-ჩვენ არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა.
-კარგად იცი რომ არსებობდა. იქნებ მომავლშიც იარსებოს რა იცი.მთავარია მოინდომო. თორნიკე ნელნელა უახლოვდებოდა. ის კი უკან-უკან იხევდა.
-და თუ არ მინდა?
-გენდომება,-ბიჭმა ხელი სტაცა კედელზე ააკრა და ვნებიანად დაუწყო კოცნა, ეკა უძალიანდებოდა.მაგრამ მას მაგრად ეჭირა და არც უკან დასახევი იყო დარჩენილი. მთელი ტანით ეკვროდა. ცალი ხელით ეჭირა,მეორე ხელით კი ნელ-ნელა წელს ჩააყოლა. ტუჩებიდან სახეზე გადავიდა. მთელი სახე დაუკოცნა. ბოლოს ყელს მიადგა. ეკას უკვე მთელ სხეულში ჯრუანტელი უვლიდა და ვნება ერეოდა.რამდენიმე წამში თავის გაკონტროლება ვეღარ შეძლო და ისიც ვნებამორეული კოცნიდა თორნიკეს...
*******************
მთელი დღე დახტოდა და ცეკვავდა გოგოებთან ერთად ტასუნა.უკვე გვიანი იყო.ძილი მოერია.გიორგიმ ბავშვი გამოართვა და კიბეს აუყვნენ.
-თაკო დეიდა შენც წამოდი რაა.
-შვილო ცოტა ხანს მიეცი უფლება რომ მანაც დაისვენოს.
-წამოვალ. არ არის პრობლემა. ისიც უკან აედევნმა მას.
-ეს ტასუნას ოთახია. -
-რა ლამაზია პატარა.
მამამ შვილი საწოლზე დააწვინა. თაკომ ტანსაცმელი გახადა, პიჟამოები გადააცვა და საწოლში ჩააწვინა
-მამა თქვენ ხო დარჩებით ჩემთან?
-კი სანამ დაიძინებ დავრჩებით
-არა მამა სულ დარჩით ერთად დავიძინოთ
-არ შეიძლება შვილო.
თაკოს სახეზე სიწითლემ გადაუარა და გასვალა დააპირა მაგრამ ბავშვმა შეამჩნია და სატირლად მოემზადა
-კარგი კარგი არ იტირო დავრჩები,-შეეცოდა და გვერდით მიუწვა.
-მამა შენ აქეთ მოდი.-ბავშვს სახე გაებადრა ორივე აკოცა
-თაკო დეიდა შეიძლება რაღაც გითხრათ
-კი მითხარი
-შეიძლება დედა დაგიძახო?მინდა ჩემი დედა იყო
თაკო დაიბნა და ხმას ვერ იღებდა. გიორგი უფრო მეტად.
-ახლა დაიძინე გვიანია. სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე.- თაკომ ბავშვს შუბლზე აკოცა. მანაც თვალები დახუჭა და მალე ღრმად ეძინა.
ისინი ერთმანეთს უყურებდნენ და ხმას არ იღებდნენ
-მაპატიე ასე არ უნდა მივჩვეოდი
-შენი ბრალი არაა.
-მე არ ვარ დედამისი.
-ვიცი და ეს მანაც იცის. უბრალოდ უნდა რომ ჰყავდეს
-დედა ერთია და მას ვერავინ შეცვლის
-ეს სხვები ფიქრობენ ასე. მაგრამ ასე არაა. ხომ იცი?ტასუნს დედა არ ახსოვს არ იცნობდა მას.
-ის შენი ცოლი იყო
-იყო. ახლა აღარ არის და მე მაქვს ბედნიერების უფლება
-გაქვს ნამდვილად გაქვს.
-გამიხარდება თუ ის ქალი შენ იქნები. მითუმეტეს რომ ასე კარგად მოგეჩვია ბავშვი. ვოცნებობ რომ ის ბედნიერება ისევ განვიცადო.
გიორგიმ თაკოს ხელი ხელში მოიქცია და თვალებში მიაშტერდა.
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-იცი მე დრო მჭირდება, დასაფიქრებლად. ასე ადვილი არაა ხომ იცი?
-კარგი იფიქრე. დაგელოდები.
ის წამოიწია და თაკოს შუბლზე აკოცა.
-ჩემი პატარები ხართ თქვენ
თაკომ უპასუხოდ დატოვა და თვალები დახუჭა...
***************



№1 სტუმარი Ketis

Sad xar ro daikarge agar agrdzeleb??

 


№2  offline წევრი kato wiklauri

მაპატიეთ ქალაქიდან გასული ვიყავი ვეცდებ ძალიან მალე დავდო და რამდენიმე თავი ერთად.
იმედია მოგწონთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent