შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

180° (თავი I )


1-08-2016, 02:15
ავტორი marucha
ნანახია 1 360

ჩვენ დღეს ის ადამიანები ვართ და ის ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ძალიან გვინდოდა და ბევრი ტკივილის გადატანის შემდეგ მოვახერხეთ ვყოფილიყავით ისე, როგორც დღეს!

მეგობრობა, რომელიც ჩვენ სამუდამო გვგონია შეიძლება ერთ დღეს მტრობაში გადაიქცეს ისე, რომ საერთოდ აზრზეც კი ვერ მოვიდეთ.სამი ულამაზესი გოგონა,რომლებსაც ბევრი რამ გვქონდა საერთო 24 საათი ერთად ვატარებდით ცუდ და კარგ დროს.ვუსმენდით ერთმანეთის დაუმთავრებელ განცდებს(უმეტესად ბიჭების საკითხებზე :D), ვაგროვებდით ფულს, რომ კიდევ ერთი კოლოფი სიგარეტი გვეყიდა(ხან პარლამენტი, ხან კიდევ როტმანსი... ნუ ფინანსებს გააჩნდა :D), ვიყავით განუყრელები და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი უსასრულოდ გაგრძელდებოდა სანამ ერთ დღეს...:
-ლიკუნა რა გინდა ????(საზარელი ხმით წამოიყვირა სიბრაზედაგროვილმა ნინომ)
-რაზე რა მინდა ?(ანერვიულებულად უპასუხა ლიკუნამ)
-ძალიან კარგად იცი, რაც მინდა!!!ჩემი დის გაწირვას არავის ვაპატიებ!!!!
-რა მოხდა ნინუცა??(საუბარში მესამე დაქალი,ნინოს და სახელად ნატუკა ჩაება)
-რა და ლიკუნას გიორგიმ მიწერა რო უყვარს და ამანაც უპასუხა მეცო და სქრინი ჰქონდა შენახული...(უფრო აუწია ტონს ნინომ)
-ლიკუნა მართალია რასაც ნინო მეუბნება?(იმედგაცრუებული ხმით მაგრამ მკაცრად სერიოზულად ჰკითხა ნატუკამ)
-კი მართალია...
-მერე რას ფიქრობდი???? არ გაპატიებ ჩემ დას ეს რომ გაუკეთე. არასოდეს არ გაპატიებ.(საბოლოოდ გადარეულმა ნინუცამ გასაქანი მისცა ხმას და ბოლო ნოტებზე მკაცრი და ბოხი ხმით განაგრძო ყვირილი)
-ლიკუნა, რაც შენ გააკეთე ამას ჰქვია სულით ბა!( თქვა ნატუკამ)
მეოთხე, რომელიც ჩუმად იყო აღმოჩნდა, რომ ტიროდა მოულოდნელობისგან და სრულ შოკში იყო, რადგანაც ხვდებოდა ასეთ საყვარელ,სიცოცხლით სავსე და მხიარულ გოგონას ლიკუნას დაკარგავდა რამდენიმე წამში...
ლიკუნაც უსიტყვოდ ადგა და დატოვა ის სახლი სადაც მთელი 2 წლის მანძილზე ყოველდღე მიდიოდა, სახლი, სადაც ყველაზე კარგი და ცუდი ამბები გაუგია და გადაუტანია, სახლი, სადაც ახერხებდა ყოფილიყო მშვიდად და გაურბოდა თავის პრობლემებს.აღარ იცოდა რა მოემოქმედებინდა, თან დაბნეული იყო თანაც გახარებული...გულნატკენობაც ერეოდა მის გრძნობებს და მოკლედ..სრული გაურკვევლობა და არეულობა მოეხვია თავს... მხოლოდ იმას მიხვდა, რომ გიორგისთვის მიეწერა და მისწერა კიდეც:
-გიო აქ ხარ ?
-კი ლიკუ, რა ხდება ?
-დაქალები დამშორდნენ...ჩვენი ამბავი გაიგეს და დამშორდნენ..
-კი მაგრამ რატომ???ნუ ნერვიულობ შერიგდებით.
-არა გიო..მე მათ თვალებში და თითოეულ მათ სიტყვაში ერთად იმდენი ზიზღი და სიძულვილი ვნახე, რომ ზუსტად ვიცი არ შევრიგდებით.გთხოვ მოდი და მნახე...
-ლიკუ სამსახურში ვარ.ახლა ვერაფრითოვახერხებ მაგრამ საღამოს ამოვალ თუ არა ეგრევე შენ გნახავ.არ ინერვიულო.
-კაი გიო, გელოდები...
მოსაღამოვდა და გიო და ლიკუნა ამდენი ხნის მანძილზე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს შეყვარებულების სახით..ლიკუნას თვალებში სიხარული და სევდა მონაცვლეობდა..გიორგის ხუმრობებზე გულიანად იცინოდა მაგრამ მეორე წამს რაღაცაზე ჩაფიქრებული შორს..შორს იყურებოდა და გამომეტყველება სრულიად ეცვლებოდა.იმ დღემაც ჩაიარა, ტკივილმაც ასე თუ ისე გაიარა და დაიწყო ბედნიერი დღეები..ლიკუნამ გაიცნო გიორგის და,სიძე, მეგობრები და ყველანი ერთად ყოველდღე სხვა და სხვა ადგილებში დადიოდნენ და უსაზღვროდ გახარებულები იყვნენ სანამ ლიკუნას ტელეფონზე თავისი შუათანა ძმის ზარი არ გაისმა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent