შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე დედა, მე გოგონები მომწონს (1)


1-08-2016, 14:37
ავტორი DreamOn
ნანახია 2 590

-სალომე ჩაი მზადაა ჩამოდი
-ახლავე დედა- ზურგჩანთა ავიღე და კიბეებზე სირბილით ჩავედი.
-დილამშვიდობის- ვუთხარი დედას და მაგიდასთან დავჯექი.
-დღეს დაგვაგვიანდება მე და მამაშენს- მითხრა სამზარეულოდან გამოსვლისას და ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
-მოლაპარაკებას აწარმოებენ ჩინელებთან, და დღეს ნუგზარი მის კონკურენტ კომპანიასთან შეთანხმების დადებას აპირებს, რომ შემდეგ ერთად გააფორმონ ჩინელებთან კონტრაქტი, მამაშენის კომპანიას ბიუჯეტი არ ჰყოფნის. ღმერთმა ქნას ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.
-ამინ- ვთქვი და ჩაი მოვსვი.
-ღმერთო ჩემო მეკი მგონია რომ გაიზარდე-როგორც ყოველთვის ახლაც აპირებდა ჩემთვის ლექციების წაკითხვას რომ ისე უნდა მოვიქცე როგორც გოგოს შეეფერება, სწორად უნდა ვისაუბრო და არ უნდა ვიცანცარო, რადგან ნუგზარ ხომერიკის ქალიშვილს ასე არ შეეფერება, მაგრამ როდესაც მანანამ ამ ყველაფრის სათქმელად პირი გააღო მამა კიბეებზე ჩამოვიდა მაგიდას მოუახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
-დილამშვიდობის გოგონებო-გვითხრა და დედასაც შუბლზე აკოცა.
-დილამშვიდობის მამა.
- გითხრა დედაშენმა რომ დღეს დაგვაგვიანდება?
-კი მითხრა.
-კარგი, ფულს დაგიტოვებ რომ ჩვენს მოსვლამდე რამე ჭამო- მანანამ მამაჩემს ბრაზით გახედა და მზერით უკითხავდა ლექციებს რომ მე მის გაკეტებულ საჭმელს უნდა ვჭამდე და არა მარკეტში ნაყიდ საზიზღრობებს, მაგრამ ნუგზარმა როგორც ყოველთვის ფული მომცა და მანანას ღიმილით გახედა
-წავიდეთ, ჯობს რომ ადრე მივიდეთ, შენც წამოდი სკოლამდე გაგიყვან.
-კაი-ზურგჩანთა ავიღე და როცა შევბრუნდი მანანას გაბრაზებულ სახეს შევეფეთე.
-კარგი და არა კაი
-დედააა- გაბრაზებულმა ვიყვირე და მანქანისკენ წავედი. ჩემი სკოლიდან სახლამდე მანქანით დაახლოებით 10 წუთის გზა იყო. მაგრამ ჩემს მშობლებთან ერთად 10 წუთიც კი ჯოჯოხეთად მექცა.რადგან მთელი გზა იმაზე ლაპარაკობდნენ როგორ ჩაიივლიდა მოლაპარაკება და რა შედეგებს მიიღებდნენ.
მანქანა პიდაპირ სკოლის ჭიშართან გაჩერდა და დავინახე როგორ მელოდებოდა ემა სკოლის ეზოში.
-კარგი წავედი, ნახვამდის.-ვთქვი და სასწრაფოდ გადმოვედი მანქანიდან რომ დედაჩემის დარიგებები ისევ არ მომესმინა.
-საგიჟეთია- ვუთხარი ემას და გადავკოცნე
- რამოხდა? ისევ საუბრის მანერაზე მოგეს მითითებები?- გამიღიმა და სკოლაში შევედით.
- ჰო როგორც ყოველთვის. „სალომე არ შეგეფერება ასეთი საუბარი, ისე უნდა მოიქცე როგორც გოგოს შეეფერება და ჟარგონები არ უნდა გამოიყენო“- დედაჩემის ხმით წარმოვთქვი და ემას შევხედე , წუთის შემდეგ კი ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-დღეს მარტო ვიქნები, საღამომდე. კომპანიაში წავიდნენ რაღაც მოლაპარაკებაზე, და სკოლის მერე ჩემთან წავიდეთ.
-კარგი მაგრამ მანამდე სახლში უნდა შევიარო რო დედაჩემი გავაფრთხილო.
-არგინდა, ჩემთან რომ მივალთ დაურეკე.- ემამ გამიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. სკოლის შემდეგ როგორც ვთქვით ჩემთან წავედით, გზაში გადავწყვიტეთ რომ ფილმისთვის გვეყურებინა ამიტომ მარკეტში შევიარეთ და ნუგზარის დატოვებული ფული სულ დავხაჯე.
- მოეწყვე- ვთხარი სახლში შესვლისას, ზურგჩანთა მოვიხსენი და კარებთან დავაგდე.
-ეს რომ დედაშენს დაენახა უეჭველი მოგკლავდა.- მითხრა ემამ და დივანზე ჩამოჯდა.
-მაგრამ მანანა აქ არ არის-ვუპასუხე და დივანზე მის გვერდით მოვკალათდი, მანკი ჩემი თავი ხელებსი მოიქცია და მაკოცა, მისი ტუჩების სიმხურვალე ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი, ტანში სასიამოვნო ჟუანტელმა დამიარა. როცა მისი ტუჩები ჩემსას მოშორდა, შუბლლზე ვაკოცე და ჩავეხუტე.
-რა ფილმს ვუყუროთ?- ვკითხე და ტელევიზორი ჩავრთე
-არხებზე მოვძებნოთ რამე .- თავი მხარზე დამადო და მის თბილ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი. რომელიღაც არხზე ანიმაცია ვიპოვე.
-ამას ვუყუროთ- მითხრა მანამ სანამ სხვა არხზე გადავრთავდი, გამეღიმა, ჩიფსი ავიღე და ანიმაციის ყურება დავიწყეთ. მაგრამ, სანამ დამთავრდებოდა მანამდე ჩაგვეძინა.
კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა, ემა შეიშმუშნა და თავი ასწია. მე საათს დავხედე 9 საათი იყო დაწყებული.ემას შევხედე და სწრაფად წამოვვარდი კარის გასაღებად.
-დაბრუნდით?- ვკითხე კარის გაღების შემდეგ მანანას, რომელიც უემოციოდ იდგა.
-როგორც ხედავ- მითხრა და სახლში შემოვიდა, ფეხსაცმელები კარადასთან დატოვა და მაშინვე იყვირა როგორც კი ძირს დაგდებული ჩემი ზურგჩანთა დაინახა. ზურგჩანთას სწრაფად მოვკიდე ხელი და მისაღებში შევედი, სანამ მშობლები შემოვიდოდნენ ემას ვანიშნე რომ ჩიფსის შეფუთვები და კოკაკოლას ცარიელი ბოთლები სამზარეულოში გაეტანა. ისიც მაშინვე წამოხტა და ორიოდე წამში მაგიდაზე მხოლოდ ჩემი და ემას მობილურები ეწყო.
-როგორ ჩაიაარა მოლაპარაკებამ?- ვკითხე ნუგზარს როცა დაღლილი დივანზე ჩამოჯდა.
-მშვენივრად.გამარჯობა ემა-გაუღიმა სამზარეულოდან გამოსულ ემას და მე შემომხედა.
- გამარობა ბატონო ნუგზარ. გამარჯობა მანანა დეიდა
-როგორხარ შვილო?- დედაჩემი ემასთან მივიდა და გადაკოცნა- ძალიან მოგვენატრე, ხშირად შემოიარე ხოლმე როცა სახში ვიქნებით.
-კარგით აუცილებლად- ემამ მანანას თავაზიანად გაუღიმა, მერე ტელეფონი და ზურგჩანთა აიღო, ორივეს დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა.
-ხშირად შემოვივლი ხოლმე - მითხრა ღიმილით და მაკოცა.მეკი საპასუხოდ გავუღიმე და გავაცილე. როცა მისაღებში დავბრუნდი ორივე მაგიდასთან იჯდა და რაღაცას განიხილავდნენ მაგრამ როცა მე დამინახეს მაშინვე გაჩუმდნენ.
- ამმ.. მოხდა რამე?- ვიკითხე და გაოცებული სახით და მეც მათთან ერთად დავჯექი.- შედგა მოლაპარაკება შენნს კონკურენტ კომპანიასთან?-ვუთხარი ნუგზარს ღიმილით
-დიახ შედგა. მაგრამ გარკვეული პირობები წაგვიყენეს. ჩვენ კი იძულებულები ვყავით რომ თანხმობა გვეთქვა. ვერაფერს გამოვასწორებთ- მითხრა მანანამ და ნუგზარს გახედა.
-რახდება მამა?
-ჩინური კომპნია რომელთანაც მეც და ჩემს კონკურენტ კომპანიასაც მოლაპარაკება გვსურდა, ძალიან მნიშნვლოვანი კომპანიაა ჩვენთვის, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩვენი ორივე კომპანიის არსებობა. თუ ამ მოლაპარაკებას ვერ ვაწარმოებდით გავკოტრდებოდით, და რაც აქამდე გამიკეთებია ყველაფერი დროის ფუჭი ხარჯვა აღმოჩნდებოდა. სწორედ ამიტომ ვაწარმოე მოლაპარაკება იმ ხალხთან რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ჩემი კომპანიის ჩაძირვას. კომპანიას რამდენიმე პირობა ჰქონდა ჩვენს კომპანიასთან და რათქმაუნდა დავაკმაყოფილეთ, მაგრამ კომპანიის უფროსმა ცალკე პირობა წამოგვიყენა.-ცოტახნით გაჩუმდა და თავი ძირს დახარა.
- რა პირობა?- ვიკითხე და ჯერ მანანას შევხედე შემდეგ კი ისევ მამას რომელის მაგიდას უყურებდა.
-შენ.-თქვა ნუგზარმა რამდნეიმე წამის შემდეგ
-რა? - გამეცინა და სკამის საზურგეს მივეყრდენი.- რასნიშნავს მე?
- ის რომ კომპანიის უფროსს ბატონ დავითს სურს მის ვაჟზე დაქორწინდე. - მითხრა მანანამ პირდაპირ ისე რომ ჩემთვის თვალლი არ მოუშორებია.
- კაი ერთი, კიდე რამინდაო. შვილიც ხოარ გავუჩინო- ვუთხარი სიცილით ნუგზარს გავხედე რომელიც ისევ მაგიდას უყურედა.
-მოიცა, მამა მითხარი რომ იმ კაცის პირობას არ დათანხმდი.
-ბოდიში- მითხრა და თვალებში შემომხედა
- თქვენრა სულ გააფრინეთ?
-წესიერად ისაუბრე სალომე.
- მანანა- ვიყვირე და სკამიდან წამოვვარდი.- ვიღაც კაცზე მათხოვებთ ისე რომ მე არც მეკითხებით, და გინდა ამ ამბავს მშვიდად შევხვდე და გითხრა „ვა დე რამაგარია, მოდი ის ბიჭი სახში დავპატიჟოთ მომავალ ქმარს უკეთ გავიცნობ“ და გინდათ რომ მადლობა გადაგიხადოთ რომ ქმარი მომიძებნეთ?
-სალომე გეყოფა- მითხრა ნუგზარმა, მუჭი მაგიდას დაარტყა და ფეხზე წამოდგა.
-მეყოფა?-ვუთხარი სიცილით. - კომპანიაზე გამცვალე მამა. უკაცრავად ბატონო ნუგზარ, მაპატიეთ, მორჩილად შევასრულებ თქვენს ყველა ბრძანებას- წარმოსახვითი ქუდი მოოვიხადე და თავი დავუკრი.
-საკმარისია სალომე.-ახლა მანანამ დაიყვირა და ისიც ფეხზე წამოდგა- ასე იყო საჭირო უნდა გაიგო.
-რა უნდა გავიგო დედა? რა???? ისრომ კომპანიაზე გამცვალეთ????
- ნიშნობა ორ კვირაში იქნება, იმ ბიჭს კი ხვალ შეხვდები- თქვა ნუგზარმა წყნარად, და ისევ მაგიდასთან დაჯდა.
-წადი შენი ბატონო ნუგზარ- ვიყვირე, ოთახისკენ სირბილით წავედი და ბალიშზე ატირებული დავვარდი. გონებაში კი სულ იმას ვიმეორებდი რომ საკუთარმა მშობლებმა კომპანიაში გამცვალეს.


----
გამარჯობა, განსხვავებული ისტორიაა და შეიძლება არ მოგეწონოთ. ამიტომ მითხარით გავაგრძელო თუ არა <3



№1  offline წევრი LastStrangeAngel

კიი, გააგრძელეთ. საინტერესოა, მომწონს.

 


№2  offline წევრი (((end)))

მართალია განსხვავებულია და საინტერესო,რაც მე პირადად მომწონს love აი ძალიანნ მაგარი იყოო love აუცილებლად გააგრძილე love უკვე შემიყვარდა ეს ისტორია love

 


№3 სტუმარი .............,

gaagrdzele ^*^

 


№4 სტუმარი Nia

Me piradad ar vemxrobi ert sqesianta urtiertobas,aqedan gamomdinare armomewona,magram tu shen gsurs wero aucileblad gaagrdzele,me ar wavikitxav da eg iqneba,bodishi pirdapirobistvis magram gmertma kaci da qali imitom sheqmna rom isini ertad yopiliyvnen,es ertsqesianta urtiertoba me guls mirevs.

 


№5  offline წევრი (((end)))

Nia
Me piradad ar vemxrobi ert sqesianta urtiertobas,aqedan gamomdinare armomewona,magram tu shen gsurs wero aucileblad gaagrdzele,me ar wavikitxav da eg iqneba,bodishi pirdapirobistvis magram gmertma kaci da qali imitom sheqmna rom isini ertad yopiliyvnen,es ertsqesianta urtiertoba me guls mirevs.

ეგ არც მე მომწონს,თუმცა ეს ისტორია არის და ეგ საერთოდ არაა ამასთან კავშირში, რაღაც განსხვავებული უნდოდა დაეწერა და დაწერა

 


№6 სტუმარი Nia

Me chemi azri gamovtqvi da mgoni mqonda amis upleba,me vutxari tu wera ginda weremetqi,sxva yvelaperi chemi damokidebulebaa.gaagrdzelos wera me vin var rom rame davushalo.

 


№7  offline წევრი მონაცისფრო

საინტერესოა... მართალია არ ვემხრობი ერთსქესიანებს მარა განსხვავებულია და მომწონს ❤

 


№8 სტუმარი Nia

Me chemi azri davapiqsire meti araperi,isic vtqvi tu wera ginda unda werometqi,sxva yvelaperi chemi damokidebulebaa am sakitxis mimart.tavad rogorc surs ise iqneba,me vin var rom rame davushalo.

 


№9  offline წევრი Peoplefallformysmile

იმედები არ გამიცრუო ყველაზე დიდი მკითხველი თუ არ ვიცი რა ჰქვია მაგას მე ვიქნები ისეცადე დიდი თავენი დადო ხოლმე. წარმატებები <3

 


№10  offline წევრი Ana Imnadze

მიყვარს ლგბტ ხალხი , ნამდვილად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მითუმეტეს გოგოების :3 თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ სალომე ბისექსუალი იქნება :დ გააგრძელე.

 


№11  offline მოდერი ჯია

სათაური წავიკითხე თუ არა გიჟივით შემოვვარდი და დავიწყე კითხვა! მიხარია, რომ ამ თემას შეეხე და თამამად წერ. ყოჩაღ!
გგულშემატკივრობ და შენი ნ1 მკითხველი გავხდი ჩათვალე! აბა შენ იცი როგორ წაიყვან სიუჟეტს.
ჩემი რჩევა იქნება (თუ რა თქმა უნდა მიიღებ) ისე დაწერო, რომ ხალხი არ გაღიზიანდეს. მეც მყავდა ჩემს ისტორიაში ლგბტ წყვილი ემა და ებბი :) და დიდი პროტესტი არ მოყოლია.
მოკლედ, წარმატებებს გისურვებ. ველი შემდეგ თავს ❤️

 


№12  offline მოდერი Eleniko13

სათაურმა ხომ დამაინტრიგა,
სიხარულით შემოვნარნარდი და
ასევე სიხარულით ჩავიკითხე.
ნუ, იყო რაღაც ბანალურობები
მაგრამ იცოდე ჩემი სახით ერთგული მკითხველი გყავს !
ძალიან მაგარია, გახსნილად და
თავისუფლად
წერე.
ამინ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№13  offline წევრი ana no

განსხვავებულია აუცილებლად გააგრძელე wink love

 


№14  offline წევრი sophiaa

ძალიან მაგარია <3 <3 გააგრძელე აუცილებლად
--------------------
ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო - სხვა ყველაფერი სიყალბეა.

 


№15  offline წევრი თათიაა

ძალიან გამიხარდა ვიღაც ამ თემას რომ შეეხო და წერა დაიწყო .შემთხვევით წავაწყდი ამ ჩანახატსაც ამ გვერდის ხშირი მომხმარებელიც არვარ წლების წინ ვკითხულობდი რამდენიმე ჩანახატებს მაგრამ ასეთი განსხვავებული არ შემხვედრია ყოჩაღ რომ გაბედე და დაწერე (ალბათ) პირველი ხარ და გირჩევ გააგრძელო უბრალოდ შეეცადე უკეთესად წარმოაჩინო დღევანდელი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ აღწერო რას განიცდიან რა ძნელია მათთვის ამ სამყაროში ყოფნა მუდამ ძალადობით საზოგადოებისგან ოჯახისგან მეგობრებისგან და ა.შ გააგრძელე ძალიან ორიგინალური გამოვა <3 მკითხველიც კარგად შეიცნობს ამ ადამიანების განცდებს და შესაბამისად შესაძლოა აგრესიულად აღარც იყვნენ განწყობილი

 


№16 სტუმარი Delirium

მეც ვემხრობი ერთსქესიანებს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent