შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოგიტაცებდი, როგორც პატარას! (5)


1-08-2016, 22:22
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 347

ბოლომდე ვერ გამოვფხიზლდი თუმცა მაინც მოვახერხე ადგომა. პალატა სულ ბარბაცით დავტოვე და რეანიმაციისკენ გავიქეცი, ირგვლივ ნაცნობი არავინ იყო ამიტომ ერთ-ერთ ექთანთან მივედი.
-ნატალია კანდელაკი, ის ცოტახნისწინ მოიყვანეს აქ შეგიძლიათ მითხრათ რომელ პალატაშია?.შევეცადე წონასწორობა შემეკავებინა.
-ახლავე გადავამოწმებ.კომპიუტერს მიუჯდა და სახელი აკრიფა.
-ნატალია კანდელაკი?.სახელი გაიმეორა.
-დიახ ნატალია კანდელაკი.დავეთანხმე.
-თქვენ ვინ ბრძანდებით მისი?.
-მე შვილი ვარ ახლა შეგიძლიათ მითხრათ რომელ პალატტაშია?.
-ძალიან ვწუხვარ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.მხარზე ხელი დამადო თანაგრძნობის ნიშნად და ღრმად ჩაისუნთქა.თავი გავაქნიე მეგონა სიზმარში ვიყავი სახეზე ხელები ვირტყი.
-სიზმარში ვარ დედიკო კარგად იქნება უბრალოდ სიზმარში ვარ, აი ნახეთ ეხლა გავიღვიძებ მკლავზე ვიბწკინე თუმცა არ გამღვიძებია.-რატომ არ მეღვიძება? კიმაგრამ დედიკო მართლა მოკვდა? არააა ეს რაღაც ხუმრობა იქნება როგორ შეიძლება დედიკო მომკვდარიყო მას ხომ სამუდამოდ უნდა ეცოცხლა.თავზე შემოვიკარი ხელები და ტირილი დავიწყე.
-ვწუხვარ მაგრამ ის გარდაიცვალა.ექთანი ცდილობდა გავემხნევებინე თუმცა ამაოდ.
-სად არის ახლა დედაჩემი?.
-ის მორგში გადაიყვანეს.
-კარგით.ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ დედაჩემი მკვდარი იყო ამიტომ ისევ ჩემს პალატაში დავბრუნდი ჩემი ტელეფონი ავიღე და ლიფტთან მივედი.“მორგი-4 სართული“ ჩამონათვალში ვნახე და ლიფტში შევედი.ბრთხილად დავაბიჯებდი რომ არავიის შეემჩნია ჩემი იქ ყოფნა. კართან მივედი და ჩემდა გასაკვირად ღია დამხვდა. იქ ორი გვამი იყო ამიტომ ბრთხილად მივუახლოვდი ერთ-ერთს და ნაჭერი გადავწიე თუმცა ვიღაც მოხუცი კაცი დამხვდა.ამან თითქოს იმედი მომცა რომ ექთანი ცრუობდა ამიტომ ჩქარა მივარდი მეორე გვამთან და რომ გავიაზრე რა სსისულელესაც ვაკეთებდი უკან დავიხიე, თუმცა მაინც მძლია ნახვის სურბილმა და ახლა მეორე გვამს ავხადე გადასაფარებელი.სუნთქვა შემეკვრა როცა უსულოდ მწოლიარე დედაჩემი დავინახე. სულ გადალურჯებული იყო მართლაც რომ მკვდრისფერი ედო სახეზე. ემოციებისგან თავი ვერ შევიკავე და ავყვირდი.-დედიკო ეს შენ არ ხარ!.მას დავემხე და ავტირდი, გული საშინლად მეტკინა თითქოს სული ამომგლიჯეს და სიცოცხლის უფლება წამართვეს ამაზე დიდი ტკივილი რა უნდა ყოფილიყო? არც არაფერი! მე ხომ დედა დავკარგე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი რომელიც ყველას მირჩევნოდა.მისით ვსუნთქავდი მისით ვარსებობდი თუმცა ახლა რა? არც არაფერი ის ხომ აღარ იყო შესაბამისად არც მე ვიყავი. ტკივილმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა და ამის გამოც ხმამაღლა ავქვითინდი. ჩემს ხმაზე მომსახურე პერსონალი შემოვარდა და გარეთ გამიყვანა. ისევ ჩემს პალატაში ჩამიყვანეს და ისევ დამამშვიდებლის გაკეთება სცადეს თუმცა ოთახში გაბო შემოვარდა ყველა გაყარა და გულში ჩამიკრა.

2 თვის შემდეგ

-მარიტა საუზმე მზადაა.ქვემოდან ჩმმა დედინაცვალმა ამომძახა.
-კარგი.შევეცადე გასაგებად მეთქვა, შავი კაბა ქვემოთ ჩამოვიწიე და კიბეებს ნელა ჩავუყევი.
-აბა რას შეჭამ? ბლინებს თუ კვერცი შეგიწვა?.თბილად გამიღიმა ქალმა.
-არმინდა მადლობ ყავას დავევ.მკრთალად გავუღიმე.
-ყავას ადამიანი არასოდეს გაუძღია ჩემო კარგო, ცოდო ხარ საჭმელი ბოლოს როდის ჭამე ნორმალურად არ მახსოვს.
-არ მშია, ვერ შევჭამ.
-გთხოვ ბლინები მაინც შეჭამე.
-კარგი მხოლოდ ერთცალს.
-კარგია.თეფშზე ორიცალი ბლინი გადმოიღო და კრემით მორთო ზემოდან კი ხილი მოაყარა.
ძლივსძლივობით შევჭამე ეს ყველაფერი და ტელეფონს დავხედე, ათასობით შეტყობინება მქონდა მიღებული ახლობლებისგან თუმცა არცერთს არ ვპასუხობდი, გაბოს ზუსტად 5 დღის წინ ველაპარაკე იმის მერე კი მასთანაც კი შევწყვიტე კონტაქტი. ხო სულ დამავიწყდა ახლა მამაჩემთან ვცხოვრობ, პატრონი მის გარდა არავინ იყო, გაბომ კი შეიტანა სარჩელი თუმცა ვერაფერს გახდა ახლა კანონიერად მამაჩემს ვეკუთვნოდი.
-დე კვერცხი შემიწვი რაა.სამზარეულოში ჩემი ნახევარდა ნინი ჩამოვიდა ასაკით ჩემზე 1 წლით პატარაა, ალბათ გაგიკვირდებათ როგორო? თუმცა მეც ახლა გავიგე რომ ამ ქალთან ურთიერთობა დაქორწინებიდან 2 წელიწადში დაუწყია მამაჩემს რის შედეგადაც გაჩნდა ნინი რომელიც თანახმაა რომ სულ რაღაც 1 წუთში მომკლას.ვერმიტანს შესაბამისად ვერც მე ვიტან თუმცა რატომ ვიღებ მისგან ამდენ სიძულვილს წარმოდგენა არ მაქვს. ამ ორი თვის განმავლობაში იმდენი ცუდი რამ გამიკეთა მეც კი შემაზიზღა თავი.
-კარგი შვილო მოდი მარიტაც საუზმობს.ჩემზე ანიშნა და თვალები დაუბრიალა.
-მერე რა რომ მარიტა საუზმობს?.
-არაფერი ერთად ისაუზმეთ მეთქი.
-მასთან ერთად? ვერხედავ მოსიარულე გვამია, მაგის გვერდით რომ გავიარო ვიღაცას სატანისტი ვეგონები.ამრეზიით გადმომხედა.
-მორჩი ნინიკო მარიტას სურს რომ შავი სამოსი ეცვას ამაში გასაკვირი არაფერია.
-მათხოვარს გავს.
-სიტყვებს დაუკვირი ნინიკო მარიტა შენი დაა.
-ნახევარდა.შეუსწორა მან. მე საუბარში არ ჩავრეულვარ, უხმოდ დავტოვე ოთახი და ისე ჩემს საძინებელში ავედი, საწოლზე მივწექი და ფანჯარას გავხედე.
-მარიტა შეიძლება?.კარზე კაკუნი გაისმა მამაჩემი იყო.
-კი.მკაცრად გავძახე და ისევ ფანჯარას მივაშტერდი.
-დღეს კორპორაციული წვეულება იმართება რედისონში იმედია შენც წამოხვალ.
-არა!.
-მარიტა მთხოვეს რომ ჩემი შვილებით მივსულიყავი.
-ხოდა ჩათვალე რომ ერთი შვიილი გყავს.
-არმომწონს შენი ლაპარაკი.
-მეკი ის არ მომწონს რომ დედის დაკრძალვიდან ორი თვის შემდეგ მთხოვ რომ წვეულებაზე გამოგყვე და ვიღაც მსუქან მილიონერებს ვეპრანჭო რომ მათ შვილებთან დამაწყვილონ და ამით ბევრი ფული შეგმატონ.ყელში რომ ამომივიდა წამოვჯექი და ყველაფერი პირში ვუთხარი.
-ტეელეფონი მომეცი!.ხმამაღლა დამიყვირა და ხელი გამომიწოდა.
-არა!.
-მომეცი მეთქი.ძალით გამომგლიჯა და ჯიბეში ჩაიდო.-როცა დაიმსახურებ მაშინ მიიღებ.თითი დამიქნია და კარი მიაჯახუნა. გახშირებულად ვსუნთქავდი თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა. სიბრაზემ ბოლო დონემდე მიაღწია და მთელი სხეული ამიწვა ამიტომ ბალიშზე სახით დავემხე და დავიყვირე.
-ღმერთო როდის გავხდები 18 წლის რომ დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს თავი.ჩემით ამოვიოხრე და ფანჯრის წინ მოქანავე სკამზე დავჯექი ფეხები ავკეცე ბოლოს კი ტირილი დავიწყე.
ჩემი დედინაცვალი ცუდი ქალი არ ჩანდა ყოველთვის კარგად მექცეოდა ნინის სულ ეჩხუბებოდა რომ მე მასზე უფროსი ვარ და ამასთანავე ნახევარდობა უნდა გაეწია ამ რთულ პერიოდში თუმცა ნინის ხომ ვძლულვარ მამასაც ვძულვარ ნეტა ვის ვუყვარვარ. წინა კვირას ყური მოვკარი მამაჩემის საუბარს იმასთან დაკავშირებით რომ მე უნდა გამათხოვონ სანამ 18 წლის გავხდები. ახლა სექტემბერია სწავლა არ დამიწყია ეროვნულებიც შესაბამისად არ ჩამიბარებია დაბადებისდღე დეკემბერში მაქვს ანუ ჩემს გათხოვებამდე დარჩენილია 4 თვეზე ნაკლები. დედის სასაფლაოზე სულ რაღაც სამჯერ ვიყავი, მამაჩემი არ მაძლევდა იმის უფელბას რომ გავსულიყავი და მეტირა უფრო მეტიც მის სახელსაც არ მახსენებინებდა. ძალიან მაკლდა ჩემი საყვარელი დედიკო თუმცა რასვიზავთ ბედს შევეგუე.დემეტრე არსად ჩანდა, ადრე გაბოსგან გავიგე რომ საზღვარგარეთ წავიდა ავადმყოფ მამასთან თან თურმე რაღაც ბიზნესი ჰქონია და მხოლოდ მას შეეძლო კომპანია ჩაძირვისგან ეხსნა. გეგმები დავალაგე როდესაც სრულწლოვანი გავხდები დეიდასთან წავალ ამერიკაში და იქ დავრჩები სამუდამოდ, გაბოს ამაზე უკვე შევუთანხმდი, ყველანაირი ხარჯები მან უნდა დაფაროს რადგან ჯერჯერობით საფულეში 20 ლარიანზე მეტი არ მიგდია.
მოსაღამოვდა, დაახლოებით 8 საათი იქნებოდა ისევ ფანნჯარასთან ვიჯექი და ეზოს გადავყურებდი, დავინახე როგორ გავიდნენ სახლიდან ლამაზად გამოწყობილი ოჯახი და ღრმად ამოვისუნთქე რადგან მარტო დავრჩი. ნინიმ თავის წვრილ ხელზე მორგებული ბრილიანტებისგან გაწყობილი ბეჭედი ჩემს დასანახად შეისწორა და ხელი დამიქნია იმის ნიშნად რომ მალე ფულიანი სააქმრო ეყოლებოდა რომელსაც ამ წვეულებაზე გაიცნობდა მე კი შინაბერა დავრჩებოდი სახლში. რეაქცია საერთოდ არ მქონია, მე არასოდეს გამიცია მისთვის ხმა და ეს ასე იქნება. ჭიშკარი დაიხურა თუ არა მშვიდად ვიგრძენი თავი კარები ბრთხილად გამოვაღე და მამაჩემის საძინებელში შევედი ტელეფონის მოსაძებნად. ბევრიი ვეძებე მაგრამ ვერ ვნახე შემდეგ მის კაბინეტს მივაშურე და უჯრებში ქექვა დავიწყე, ბოლო უჯრას მივადექი თუმცა ჩაკეტილი დამხვდა, გასაღების ძიებაში ნახევარრმა საათმა გასტანა ამიტომ ბოლოს თმის სარჭი მივაგენი და იმით გავაღე. არც იქ დამხვდა ტელეფონი მხოლოდ იარაღი დანა და რაღაც საბუთები იყო. გამიკვირდა ის საბუთები დალუქული რატომ ჰქონდა ამიტომ ამოვიღე და სწრაფჩამკერში ჩავიხედე. ყველგან ჩემი და დედაჩემის ფოტოები იყო, პირი ღია დამრჩა როცა იმ ღამეს გადაღებული ფოტო ვნახე როდესაც დედაჩემი მოკლეს. მთელი ამ წლების განმავლობაში გვითვალთვალებდა და ეს ახლა გავიგე. სწრაფჩამკერი უკან დავაბრუნე და მოწყვეტით გავიქეცი ჩემს საძინებელში.

დღეებს დღეები მისდევდა კვირეებს კი კვირეები. 2 თვემ ისე განვლო ვერც კი შევნიშნე. როგორც მაშინ მამაჩემმა ისევ შემომიღო კარი და ახლა მიბრძანა რომ წვეულებაზე წავსულიყავი. თავიდან მტკიცე უარზე ვიყავი თუმცა ბოლოს იმდენი ქნა რომ გავყევი. დამემუქრა რომ დედაჩემის საფლავს არასოდეს მანახებდა მე კი იისედაც შეშინებული ჩემი დედინაცვალის ოთახში შემიყვანა და უთხრა რომ მოვემზადებინე. კაბა არაფერი მქონდა ისეთი რომ წვეულებას შესშვენოდა ამიტომ ნინის გარდეროფის თვალიერება დავიწყეთ თუმცა მე არ მინდოდა მისი რამე ჩამეცვა ამიტომ რამოდენიმე ზარი განახორციელეს ვიზაჟისტებმა მე კი ულამაზესი შავი კაბით შემამკეს. მაკიაჟი მსუბუქი გამიკეთეს თმა კი არვიცი ზღაპრულად. ყველაზე ნაკლებად ახლა იქ წასვლა მინდოდა თუმცა რა უნდა მექნა სხვა გზა არ მქონდა. უკვე ისე ცუდად ვიყავი ვეღარც კი ვგლოვობდი ჩემი საყვარელი ადამიანის დედაჩემის გარდაცვალებას. მომზადება რომ დავასრულეთ მისაღებში ჩავედით, ნინი ისე მიყურებდა თითქოს რამე დამეშავებინოს მისთვის ალბათ შურდა კიდეც ჩემი. მამაჩემმა ერთხელ შეგვაქო და ჩემთან მოვიდა.
-ჩემს ულამაზეს შვილს ყველა იხილავს ვნახოთ იქნებ ვინმესაც მოეწონო.თავზე ხელი გადამისვა მე კი უკან დავიხიე.
-შენ იცი რის გამოც გამოგყევი ამიტომ შეეცადე მაგ თემა წინ აღარ წამოწიო.ტანზე მომდგარი მოკლე კაბა დაბლა ჩამოვიწიე და მანქანაში ჩავჯექი. ჟურნალისტები სულ ჩვენ დაგვტრიალებდნენ რაღაც კითხვებს მისვავდნენ თუმცა მე არაფერს ვპასსუხობდი ბოლოს როგორც იქნა შენობაში შევედით და ხალხს დავუყევით. ყველა გაოცებული გვიყურებდა მე კი მუხლები მიკანკალებდა. ვცდილობდი რამე ისეთი ადგილი მეპოვნა სადაც ხალხი არ იქნებოდა ამიტომ კიბის ქვემოთ კუთხეში დავდექი და იქიდან დავიწყე ხალხის თვალიერება.
-ვფიქრობ კრიტიკოსები ძალიან კარგად შეაფასებენ შენს ჩაცმულობას.გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ამომიდგა ხელში ღვინის ჭიქა ეკავა და დებილივით იცინოდა.
-ეგ არ მანაღვლებს.წამიერად ავხედე.
-აქამდე არ მინახიხარ ასეთ წვეულებაზე.
-არც დავდიოდი და ამიტომ.
-ზურაბის შვილი ხარ ხო?.
-ეს ასეთი აშკარაა?.დავიჯღანე.
-როგორც ჩანს არ გევასება მამაშენი.
-ძალიან მეტყობა?.
-არც მე მევასება მამაჩემი ზურაბიც არ ჩანს მთლად გადასარევი, აი გვერდით რომ ღიპიანი კაცი დგას ეგაა მამაჩემი იქ კი ზურაბი უდგას, როგორ როხროხებენ.
-ამას როგორ ეგუები?.
-დაიკიდე რა მე ფულით ვტკბები სხვა არაფერი მანაღვლებს შენც ეგრე ქენი.
-ფულში არაა ბედნიერება.
-აა ხო შენნაირი ფულიანი გოგოები ეგრე ფიქრობენ.
-კარგი რაა სულაც არ მინდა ფულიანი ვიყო.
-იცი მგონი შენს გათხოვებას აპირებს მამაშენი.
-მგონი ვიცი საუბარს მოვკარი ყური.
-და ზეგ მოდის იმ ბიჭის ბაბუა შენთან.
-იცნობ იმ ბიჭს?.
-გაინტერესებს როგორია ხო?.
-არმინდა გათხოვება.
-კარგი ბიჭია რომ ნახავ შენთვითონვე დარწმუნდები.
-შენ საიდან იცი?.
-ჩემი ძმაკაცია.
-რაქვია?.
-ოჰოო დააინტერესა გოგოს.
-სულაც არ მაინტერესებს.
-გაქნილი როჟაა, მექალთანეცაა დასტოინიც მარა საწოლშია ვეფხვივით.
-იმედია ამას გამოცდილებიდან გამომდინარე არ ლაპარაკობ.
-არა ტოო არავარ მე იმნაირი.
-კიდეკაი.
-ნინი საერთოდ არ გგავს.
-ვიცი.
-გათხოვება უნდა.
-თუმცა ჯერ პატარაა ისევე როგორც მე.
-კაი მიდი აბა გაძლებას გისურვებ. ერთი ყლუპი მოსვა და ბარბაცით გაუყვა დერეფანს.

-მარიტა მოემზადე სტუმრები მოდიან.კარზე მომიკაკუნა მამაჩემმა ოღონდ არც კი შემოუღია. ურეაქციოდ ვიწექი ლოგინზე რადგან ვიცოდი რომ იმ ბიჭის ოჯახი უნდა მოსულიყო.კიდევ ბევრჯერ შემომძახა ბოლოს კი ჩემი დედინაცვალი შემოვიდა.
-მარიტა წამოდი შვილო სტუმარი გვყავს.
-არმინდა გათხოვება.თავი ვერ შევიკავე და ავტრდი.
-მომისმინე უნდა წამოხვიდე თორემ ხომ იცი ზურას ამბავი გთხოვ ჩამოდი .
-გთხოვ არმინდა.
-ჩაიცვი და კართან დაგელოდები არ ინევიულო შენს გვერდით ვიქნები.ცრემლები მომწმინდა და ოთახი დატოვა. შავი მოკლე კაბა და იმავე ფერის მაისური გადავიცი თმა შევიკარი და კეტები მოვირგე, გარეთ რომ გავედი შემაბრუნა და შავი მაიკის მაგივრად საროჩკა ჩამაცვა შემდეგ კი ქვემოთ ჩამიყვანა. მისაღებში ჩასულს მარტო მოხუცებული კაცი დამხვა რომელიც დაახლოებით 70 წლის იქნებოდა.
-ამას უნდა გავყვე ცოლად?.ტუჩები სატირლად მოვბრიცე და გავჩერდი.
-ეს ბაბუამისია.დამაიმედებლად მითხრა.
-ეს არის ჩევენი მარიტა?.ფეხზე ძლივს წამოდგა კაცი.
-დიახ ეს არის ჩემი საყვარელი შვილი მარიტა.გვერდით ამომიდგა მამაჩემი და ხელი მომხვია.შეუმჩნევლად მივიცილე მისი ხელი და მდივანზე ჩამოვჯექი.
-ყველაფერი გადაწყდა შვილო ქორწილი 1 კვირაში იქნება, ვიცი გაინტერესებს შენი საქმრო მაგრამ ის ახლა ვერ მოახერხებს მოსვლას.
„ერთ კვირაშიო? აბა როცა 18 წლის გავხდები მაშინო?“ გულში გავიელვე და მომინდა. ამ შემოთავაზებაზე თანახმა ვიყავი რადგან დიდი იმედი მქონდა რომ ის ბიჭი გამიგებდა თუმცა თანდათან იმედი მეწურებოდა როცა იმ ბიჭის ნალაპარაკები გამახსენდა. ახლაღა ვიგრძენი რომ სამუდამოდ ვკარგავდი დემეტრეს რომლის სიყვარულშიც ამწამს დავრწმუნდი. შეუმჩნევლად ავიპარე კიბეებზე და გრძელი შეტყობინება გავაგზავნე დემეტრეს ნომერზე თუმცა პასუხი არ მოსულა მთელი ერთი კვირა ველოდი მის პასუხს თუმცა ამაოდ, გაბოც აღარსად ჩანდა არც მაშო სულ მარტო დავრჩი ერთადერთი ადამიანი რომელიც მამხნევებდა იყო ჩემი დედინაცვალი რომელიც წესით საძულველი პიროვვნება უნდა ყოფილიყო.
დადგა ქორწილის დღეც, მთელი ღამე თეთრად გავათენე. სულ ვტიროდი, მინდოდა ტირილში ამომხდომოდა სული თუმცა მხოლოდ თვალები ჩამისივდა. ოთახის კარი ისევ ჩემმა დედინაცვალმა შემოაღო ხელში საქორწიილო კაბა ეჭირა.
-მარიტა ეს შენი კაბაა იმედია მოგეწონება მე შევარჩიე.საწოლზე გადაფინა და მომიახლოვდა.-მოდი დაჯექი.სარკის წინ სკამზე დამაჯინა და სავარცხელი აიღო. ბრთხილად დამისვა თმაზე და შუაზე გადამიყო.-ვიცი რომ არ გინდა გათხოვება მაგრამ ერთ საიდუმლოს გეტყვი როდესაც გგონია რომ შენი სიცოცხლე მთავრდება მაშინ იწყება ყველაფერი.
-არმესმის შენნაირი კარგი ქალი მამაჩემის ცოლი როგორ არის.ცრემლი ჩამომიგორდა სახიდან.-წესით კარგად არ უნდა მექცეოდე.
-და ცუდად რატომ უნდა გექცეოდე? შენ ხომ ასეთი კარგი ხარ, მაამაშენს რაც შეეხება მე ისეთი მიყვარს როგორიც არის.
-მადლობა რომ დედასავით ზრუნავ ჩემზე.ხელები მჭიდროდ მოვხვიე რადგან მეგონა რომ მის ადგილას დედაჩემი იდგა.
-მე ყველთვის ვიქნები დედაშენი თუკი შენ ეს მოგინდება.
-ჩემს გვერდით იყავი ქორწილში.
-მეც ვიქნები და კიდევ სხვაც.
-ვიზე ამბობ?.
-შემოდი.ერთხელ გასძახა და კარიც გაიღო ოთახში კი მაშო შემოვიდა.
-მაშო.ერთხელ შევძახე და მონატრებულ მეგობარს კისერზე ჩამოვეკიდე.
-ჩემი მარიტა როგორ მომენატრე ნეტა იცოდე.მანაც ძლიერად მომხვია ხელები და ლოყებზე მაკოცა.
-მაშო შენი მეჯვარე უნდა იყოს.
-მოიცა მე რა ჯვარსაც ვიწერ?.
-არა უბრალოდ ხელს მოაწერთ.
-კიდევკარგი.ღრმად ამოვიოხრე და ისევ ჩემს მეგობარს მივუბრუნდი.კაბა მართლაც რომ ზღაპრული იყო, ეტყობოდა რომ ძვირი ეღირებოდა. მეც ძალიან მომიხდა, წესით ახლა თავი ყველაზე კარგად უნდა მეგრძნო მაგრამ მეგონა სიკვდილზე მივდიოდი. როგორც ქართველებმა იციან ტრადიციულად ბიჭი უნდა მოვიდეს გოგოს ოჯახში რომ პატარძალი წაიყვანოს და ასეც მოხვდა.დიდი და ლამაზი სუფრა იყო გაშლილი მისაღებში უცხო ადამიანები მოოდიოდნენ და მილოცავდნენ მე კი მადლობის გარდა არაფერს ვამბობდი. თუმცა რა მადლობა იმდროს მინდოდა მიწაში ვწოლილიყავი ვიდრე იქ ვმდგარიყავი.
-სიძე მოვიდა სიძე.ერთხმად შესძახეს ხალხმა.
-მე შენს გვერდით ვარ იცოდე არ ინერვიულო იქნებ კარგი ბიჭი იყოს.ყურთან მიჩურჩულა მაშომ.
-ან მონსტრი.თვალბაცრემლიანებულმა გავხედე დაქალს.
-თუ მონსტრი იყო შენთავსგეფიცები მოვკლავ.
-კარგი მაშინ. თავი დავუქნიე და ხელი ძლიერად მოვუჭირე. თავი დაბლა მქონდა ჩახრილი არ მინდოდა იმ ამაზრზენი სახის დანახვა რომლისთვისაც მთელი ცხოვრება უნდა მეყურებინა. ხელები ძლიერად მოვუჭირე კაბას და გვერდით მდგარ შარვალ კოსტუმში გამოწყობილ ბიჭს სახეზეც კი არ შევხედე.
-მიდი შვილო შეხედე ნუგრცხვენია.მეც ძლივსძლივობით ავწიე თავი და თვალები მის სახეს მივანათე.
-შენ?.გაოგნებული ვუყურებდი ჩემს გვერდით მდგარ დემეტრეს და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ.
-ცოლად უნდა გამომყვე პატარავ.ლოყაზე ხელი მომითათუნდა და თვალი ჩამიკრა. მაშოს გავხედე და ისიც იმავე მდგომარეობაში იყო. არვიცოდი უნდა გამხარებოდა თუ მწყენოდა მაგრამ ის კი ვიცოდი რომ საიმედო ხელს უნდა ჩავბაებოდი. ქორწილმა დიდხანს არ გასტანა მე კი მაინც შოკირებული ვიყავი. მეფე პატარძლის ადგილას ვიჯექით და ჩვენს სადღეგრძელოს ვუსმენდით როცა გარეთ გასვლა მომინდა.
-უნდა გავიდე ჰაერი მჭირდება.ჩემთვის წამოვიძახე და წამოოვდექი. უკან დემეტრე გამომყვა და აივანზე გამიყვანა.-ვერ ამიხსნი რახდება?.
-ყველაფერს მაშინ მოგიყვები როცა სახლში მივალთ.თავზე ხელი გადამისვა და გულზე მიმიხუტა.
-რომელ სახლში?.
-ჩვენს სახლში.თავზე ბრთხილად მაკოცა და ხელები წელზე შემომხვია.-ახლა უკვე ყველაფერი კარგად იქნება ჩვენს სახლში წავალთ იქიდან კი ვერავინ წაგიყვანს.


დასვენება დაიწყო და მე კვლავ ავირიე.. იმედია მოგეწონებათ ეს ემოციებით დატვირთული თავი და ისიამოვნებთ თუმცა რამდენად ეგ არ ვიცი.. ყველანი ძალიან მიყვარხართ ასეთი კომენტარებით რომ ამკობთ ჩემს ისტორიას. სათაურს რაც შეეხება მე ეს სავსებით მაკმაყოფილებს და თუ არ მოგწონთ ჩემო კარგებო და უინტერესოდ მიგაჩნიათ კარგი ისტორიების მეტი რა დევს ამ საიტზე.. ნუ დაიშურებთ კომენტარებს მიყვარხართ უკლებლივ ყველაა.



№1 სტუმარი Ketis

Aset gagrdelebas ar velodi dzaan kaia ibralod amdens gelodi da megona ufro didi tavi ikneboda

 


№2  offline წევრი Nini123456

მალე დადე შემდეგი რა ❤️❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

kargii xaaar ♡♡momwoons ♡♡♡

 


№4  offline წევრი isterichka123

Ai ra magari iyo kaia gaagrdzele

 


№5  offline წევრი რიტა

კაი იყო. ძალიან ემოციური მალე დადე რა ახალითავი ძალიან აგვიანებ ასე მკითხველს დაკარგავ. აბა შენ იცი არ გვალოდინო. წარმატებები...

 


№6  offline წევრი სალი-სალი

ყველას უკლებლივ დიდი მადლობა შევეცდები ახალი თავი მალე დავდო მიყვარხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent