შენ ჩემი გახდები?! (თავი 35)
ბარგი შევკარი, ჩემოდნები გავამზადე, პატარებსაც ჩავაცვი, ალექსი ზურგის კენგურუ ჩანთაში ჩავისვი, გეგა კი სავარძელზე ჩამოვსვი ჩაფუთნული, გიორგის, ქურთუკი ავიღე და ხელების კანკალით დავუწყე ჩაცმა, ცრემლები ყელში ჩამდიოდა და მახჩობდა, ღილი ვერ შევკარი, თითების ცახცახის გამო,ყველა ემოცია და ბრაზი მასზე გადმოვანთხიე, მოვგლიჯე და ხელიდან სისხლი წამომივიდა, ძაფმა გამიჭრა. -დაგწყევლოს ღმერთმა! წიხლი მივარტყი ამასთანავე ჩემოდანს და ამას მოჰყვა ალექსის კივილ-ტირილი. აღარ მახსოვდა ბავშვი თუ ზურგზე მყავდა. ღრმად ჩავისუნთქე და დაფეთებულმა მოვიხსენი ჩანთა. -სუუუ, სუუუ, დეეე! გულზე მივიკარი, მერე ფუმფულა ლოყაზე მივაკარი ტუჩები თუმცა ბავშვი არ ჩუმდებოდა და არა. შეგაშინე დე?! ჩემო პატარა ანგელოზო ჩემო იმედო, ჩემო მზის სხივო, ჩუ დედუცი, ნახე საშიში არაფერია, დედიკონა, უბრალოდ ცოტა გავბრაზდი და ეს იყო სულ. ალექსი მამამისის შვილი იყო და ღნავილს ისევ აგრძელებდა, მიხვდა გაუდიოდა და იფერებდა. -კაი, რა მოხდა ასეთი დე, გაჩუმდი ! ოდნავ ხმა გავამკაცრე, მაგრად ჩავიკარი გულში და დავინახე გეგა, რომელსაც ღვითქი გადადიოდა სახეზე, შარფი სახეზე ჩამოფხატოდა და ხელთათმნიანი ხელებით ცდილობდა, როგორმე მოეშორებინა სახიდან ეს ქსოვილი, ეს იმდენად სასაცილო იყო სიცილი ამიტყდა, ალექს შევახედე მის ძმაზე და ტირილი, სიცილში გადაეზარდა მასაც. თუმცა ერთი ხმა დამაკლდა აქ, გიო დუმდა. -გიო, რა მოხდა, რატომ არ იცინი? მოღუშული ჰქონდა სახე მამამისივით მასაც. დუმდა, ხმას არ იღებდა, ამასობაში მე გეგას „ვუშველე“. ცოტა ხანში. მისი საოცრად თბილი დაგუდული ხმა გავიგონე. -შენ წასვლა არ გინდა და მოდი ნურც წავალთ. ყოველთვის მიკვირდა ამ ერთი ციდა ბავშვში საიდან იყო ამხელა გრძნობები და აზრები. -რას ამბობ გიო? -შენ იქ დაბრუნება არ გინდა! ხედავ ასე არასდროს გაბრაზებულხარ აქ ყოფნისას, ლექსუნიაც როგორ შეაშინე. ცოტა მერე წავიდეთ... მითხრა და დიდი კაცივით დამადო მისი ტორი მხარზე. -ჩემო ჭკვიანო. ვაკოცე გაბერილ ლოყაზე და გულზე მივიკარი. ფული აღარ გვაქს დედა და აბა, როგორ დავრჩეთ აქ, თორემ მე იქ წასვლას სიკვდილი მირჩევნია. -მე ვიშოვი ფულს! თქვა კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, ამაზე გამეღიმა. -როგორ, თუ საიდუმლო არ არის? თვალები მოვჭუტე, გულიდან მოვიშორე,ინტერესით ჩავაკვირდი უძიროდ ცისფერ თვალებში. -ვიმუშავებ და ვიშოვი, აბა ხომ არ მოვიპარავ სხვებივით... თქვა სიამაყით. მინდოდა მეტირა, მაგრამ არ ვიტირე თავი შევიკავე. -ჩემო პატარა ბიჭო! შენ როგორ უნდა იმუშაო დე? -ვიმუშავებ და მორჩა. შენ აბა სულ უნდა იყვირო და იტიროო იქ?! არაა, აქ დავრჩეთ და იცინე. -როდის ვტირი დე, მე? სახეზე ვეფერებოდი, ჩემს ჭკვიანს. -აი, თუ არ ტირი! თითები თვალებზე შემახო და მლაშე სითხე მომწმინდა, რომელიც სულ ახლახანს ვიგრძენი სახეზე. ღრმათ ამოვიგმინე და თვალები ჭერს მივაპყრე. -რა ვქნა, ღმერთო, რაა?! იქ ვერ დავბრუნდები, არ შემიძლია ეს, ჯერ იარას ოდნავაც არ შეუწყვეტია სისხლის დენა და პირის მოკვრაზე, ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ცოტა ხანს ვიყავი ასე, ბოლოს მოთამაშე სამ ბავშვს გადავხედე. -გიო, მართალი ხარ, იქ მე სულ ვიტირებ, რადგან იქ წასვლისთვის მზად არ ვარ ჯერ. ბევრი ნივთები მაქვს რომლის გაყიდვაც შემიძლია ჯერ კიდევ, თან სამსახურს ვიშოვი ღამის ცვლაში სადმე და ასე გავიტანთ თავს. გიორგიმ ბედნიერად გამიღიმა. -რაღაც დაგავიწყდათ ქალბატონო? თვალებით ვანიშნე, რა მეთქი. -რა და მეც, რომ უნდა ვიმუშაო! გამეცინადა თავი დავუქნიე. -შენ მე პირადად დაგასაქმებ, გპირდები! მათთან ახლოს მივედი,გულში ჩავიკარი და უფალს კიდევ ერთჯერ ვუთხარი, მაადლობა მათთვის, „ჩემი პირადი საოცრებებისთვის“.... **************************************************** **************************************************** სამსახურის შოვნა რთული, რომ იქნებოდა ვიცოდი, მაგრამ ამდენად რთულსაც არ ველოდი. იმედ-გადაკარგულმა დავაკაკუნე ბავშვებით ხელში მყოფმა, ერთი-ერთ სახლის კარზე. -Bonjornoo. მომესალმა სათნო აღნაგობის ქალბატონი. მეც მივესალმე და ვუთხარი, რისი გაკეთებაც შემეძლო, თუმცა დიდად, არც ჩემმა ინჟინერობამ, მოხიბლა არც არქიტექტურამ, არ საფინასო საქმემ და არ სხვა დანარჩენმა.მომაწვა სიმწარე და სახეზე სიმწრის სიცილი წამსკდა, ალბათ შევეცოდე ან რაღაც მიძინებული გრძნობა გავაღვიძე ამ ქალში და უკვე გზაზე გადასვლას ვაპირებდი, რომ შემაჩერა და მითხრა დამლაგებელი მჭირდებაოო, შეგიძლია ღამითც იმუშაოო და გასამსჯელო იმაზე მეტი შემომთავაზა ვიდრე რეალურად ეს სამუშაო ღირს. გული გამიჩერდა, იმის გაფიქრებაზე რომ მე ამდენ მხრივ განვითარებულ და განათლებულ ქალს, იმ დონეზე გამიჭირდა სხვისი სახლის დალაგებას დავთანხმდი. გამახსენდა ზურას სიტყვები, „იმდენად გაგიჭირდება საკუთარ ხორც დაიგლეჯ“ ალბათ ეს იყო ის გაჭირვება, როცა დაძინებულ შვილებს სახლში ვტოვებდი მარტოოებს, დილის 5 საათამდე ვალაგებდი, ვიღაცის ბაღს და 3 სართულიანი სახლის 2 სართულს, ჭურჭელს ვრეცხავდი, დილის საუზმესაც ვამზადებდი და ექვსის ნახევარზე სახლში მივდიოდი, 8-ზე ჩემი პატარების ჟრიამული მაღვიძებდა, გიორგი სკოლაში მიგვყავდა, საჭმელს ვამზადებდით შემდეგ ჩვენთვის,სარეცხს ვრეცხდი და შემდეგ ისევ იგივე იწყებოდა. ასე გაგრძელდა 1 წელი, ამ ვითარებაში წამოვზარდე ჩემი პატარები, აგვისტოო იწურებოდა და გულიც მეწურებოდა. ჩემი აბრეშუმივით ნაზი ხელები, უხეშ „სახეხ სინას“ დამსგავსებოდა, ფეხის გულები დამსკდარ-დასიეული მაქვს, სახეც გაფითრებული და თვალები გამოღამებული. საერთოდ აღარ ვგავდი იმ ნინუცას, რომელიც ასე უყვარდა ნაკაშიძეს წლების წინ. ამ წლებში იყო უამრავი ცრემლი, უძილო ღამეეები და ტკივილიანი მოგონებები. ფრანჩესკას სახლის კარი გამოვიხურე, როდესაც საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი, თვალებში მიორდებოდა, ბოლოს მახსოვს სიბნელეე და დაცემისაგან გამოწვეული ტკივილი. ************************ ************************************************************************* თვალები, რომ გავახილე თეთრ ოთახში ვიწექი, უკვე კარგად გათენებულიყო, მზე ცის შუაგულში იყო უკვე, ხელზე წვეთოვანი მედგა, რამდენიმე წამი ვერ გავიაზრე სად ვიყავი, ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილი ექთანი, რომ დავინახე მხოლოდ მაშინ მივხვდი სადაც ვიყავი. -რა დამემართა? ამოვიხრიალეე. -გულის სარქველზე გაქვთ პრობლემები, აგრეთვე სისხლში ჰემოგლობინის დონე ძაალიან დაბალი გაქვთ, ალბათ საკუთარ თავს არ უფრთხილდებით, აგრეთვე ლეიკოციტების დონე მომატებული გაქვთ და ჰიპერტონიუმი კრიზიც გაქვთ. წნევას საერთოდ არ აკონტროლებთ?! მომღიმმარმა მკითხა ექთანმა. -არააა! თავი გავაქნიე და შუბლზე ხელი მივიჭრე ძლიერად. უეცრად დენ დარტყმულივით წამოჯექი. ბავშვები! ღმერთო ჩემო, ჩემი პატარები! რომელი საათია?! სისტემას წავეტანე ექთანი, რომ მეცა. -რას აკეთებთ?! წამის წინ მომღიმარ ექთანს სახე მოღუშვოდა. -არ შეიძლება თქვენი ადგომა. -რომელი საათი, რომელი?!ვიკივლე სიმწრისგან. -სამის ნახევარია. მომახარა თითქოს. -გამიშვით აქედან გამიშვით, ჩემი პატარები, ღმერთო, როგორ შეეშინდებოდათ. -რა მოხდა ასეთი? -შვილები მარტო მყავს სახლში, გამიშვით, ამ წყეული საავადმყოფოდან, როგორ დამავიწყდნენ! სიმწრის და შიშის ცრემლი ერთად მომაწვა. -თქვენ სერიოზული მკურნალობა გჭირდებათ, არ შეიძლება თქვენი ადგომა. -ახლავე გამიშვით აქედან! არ მჭირდება მკურნალობა, ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ! შეუვალი ვიყავი. ექთანმაც მხრები აიჩეჩა და ცოტა ხანში რაღაც საბუთებით ხელში დაბრუნდა. -ჩვენ რეკომენდაციას არ გაძლევთ, რომ წახვიდეთ, ასე რომ ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ.... შევაწყვეტიე უმალ. -ყველაფერი გასაგებია, ეს წვეთოვანი მომხსენით ჩემი ტანსაცმელი მომეცით და გამიშვით აქედან სასწრაფოდ. წვეთოვანი მომხსნა, ტანსაცმელი სწრაფად ჩავიცვი, საბუთებზე ხელი მოვუწერე, რეცეპტიც გამომიწერა და წამოვდექი, თავბრუსხვევა ისევ ვიგრძენი წამაბარბაცა, ექთანმა ხელი შემაშველა და ისევ დაიწყო საუბარი თუმცა არ დავასრულებინე და გარეთ გამოვედი ბარბაც-ბარბაცით. ********************************************* 8******************************************** სახლში შესვლის თანავე, წივილ-კივილი შემომესმაა, ტირილის ხმისგან იყო გაყრუებული მთელი სახლი. როგორც კი დამინახეს ტყუპებმა, იკივლეს.... -დედააა, დედააა, დედუნაა! ჩამეკრნენ გულში, გიოც მომვარდა, სულს ვერ ითქვამდნენ ტირილისგან. -თქვენთან ვარ, ნუ გეშინიათ ჩემო პატარებოოო.. სათითაოდ დაფეთებული ვკოცნიდი ბავშვებს! -კი ვამშვიდებდი დედა თავიდან მაგრამ მერე რომ არ მოხვედი, გვეგონა მიგვატოვე! ამოიტირა გიომ. -მე თქვენ არასდროს მიგატოვებ, არასდროს ჩემო პატარებო! **************************************** ************************************ გავიდა, რამდენიმე დღე თავბრუსხვევები, თავის ტკივილი, გულის მიდამოში ჩხვლეტები უფრო მიძლიერდებოდა თანდათან, ერთ დღესაც ფრანჩესკასთან წასასვლელად ვემზადებოდი, რომ ირგვლივ ყველაფერი აყირავდა და გონება დავკარგე. გონს ბავშვების ტირილმა მომიყვანა, მივხვდი ასე ვეღარ გავაგრძელებდი, ფიზიკურად არ შემეძლო უკვე ამდენი დატვირთვის ატანა, იმასაც მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა, ვინმეს ბავშვებისთვის უნდა მიეხედა და მე ჩემი თავისთვის, ბევრი ვიფიქრე და სხვა გამოსავალი ვერ ვნახე, საქართველოში დაბრუნების გარდა. ბილეთების ფული ფრანჩესკამ მომცა, ძაალიან კეთილი ქალი იყო. ზეგ ღამით მივფრინავდი. ბარგს ვკრავდი, რამდენიმე საათში უნდა გავფრენილიყავით სამშობლოში და შიშისგან გული მეპარებოდა. „იქნებ ბავშვებზე გაიგოს ზურამ და წამართვას ისინი“, ეს ფიქრები არ მასვენებდა თუმცა ყველაფერი უკუ ვაგდე და აეროპორტისკენ გავწიე, ჩემი წვრილ-შვილით. *************************** *8 ****************************************** ნაცნობი, ქუჩები, ნაცნობი ადამიანები, ნაცნობი შენობები და საერთოდ ყველაფერი ჩემებური. ამ სამ წელში ბევრი არაფერი შეცვლილიყო ჩემს თბილისში, ჩემს ცივ-თბილ ქალაქში. ჩემი სიყვარულის ქალაქი, ისევ ისეთი ლამაზი იყო, თუმცა სული შემეგუდა, ნაცნობი ადგილები, როგორც კი დავინახე. მშობლიური სახლის დანახვაზე კი წარსული გამახსენდა, ბავშვობა,ახალგაზრდობა, მზიანი, სუსხიანი და უკუნი დღეები. კარგახანს ვიდექი კარის წინ გაშეშებული, ბოლოს დავრეკე ზარი და დაველოდე როდის გამიღებდნენ. -ეეე, მელანდებით ტოოო?! ნიკო გაშტერებული იდგა კარებში. -ბიძიაა! გიო შეახტა ნიკოს. გიოს შემხედვარე ჩემი „პამპერსიანი ბაჯბაჯებიც“ გაიქცნენ და მოეხვივნენ, უცნობ- ნაცნობ ბიძას. -ნიკო რა ხდებაა, რა ხმაურია? დედამ გამოძახა სახლიდან. -დეეე, ჩვენთან საგიჟეთი ჩამოვდა პირდაპირ იტალიიდან ! გაიკრიჭა და გულზე მიმიხუტა. ******************************************** ********************************************* ვიცი დავაგვიანეე, ცუდი გოგო ვარ, მაგრამ მომიტევეთ <3 35 თავი მოვიდა თქვეთან ჩემო ტკბილებო ველი შეფასებებს <3 ძაალიან მიყვარხართ, მე თქვენ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.