შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენში ვარ ,მე შენი ვარ ,მე შენით ვარ

11-09-2015, 16:12
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 505

-"ვინაა ეს მოხუცი?რა ბარბაცით მიაბიჯებს ?ლოთია?მაწანწალაა?ბოშაა?რას ეძებს? სიკვდილს?ეს რა არის ზურგზე,რომ მოუკიდებია და მიათრევს?საჭმელი?იქნებ ტანსაცმელი?არა შეიძლება წიგნებია,იქნებ......."
გამვლელები ალბათ შიშით მაყოლებენ თვალს,ვარაუდობენ,მსჯელობენ,მკითხაობენ მაგრამ ვერ გამოიცნეს,ვერა.არც მაწანწალა ვარ,არც ლოთი,არც წიგნებს მივათრევ და არც ტანსაცმელს.
მაშინ ვინ ვარ?სად მივდივარ?რას მივათრევ?
მე ლეში ვარ,ცოცხალი გვამი,სხეული სულის გარეშე,ხორცი სისხლის გარეშე,ადამიანი გულის გარეშე,იმიტომ,რომ ჩემი სული,ჩემი სისხლი და ჩემი გული სწორედ ,რომ აი ამ ზურგჩანთაში მაქვს და მივდივარ..
სად?
სიკვდილთან
რატომ?
იმიტომ,რომ მე უგულო და უსულო გავხდი ამ დილით
და მაინც იგივე კითხა-რატომ?
იმიტომ,რომ ამ დილით საძირკველი გამომეცალა,ფუნდამენტი ჩამომენგრა,ჩემი გვირგვინი დაიმსხვრა,ჩემი იმედი ქარმა წაიღო,ის რასაც 30 წელი ვეფერებოდი,ველოლიავებოდი,ვუვლიდი, მიყვარდა,ვაღმერთებდი სწორედ რომ ამ დილით წამერთვა,დამტოვა და გამომფიტა.გინახავთ ჩიტი ,რომელიც არ გალობს?ან ვარსკვლავი,რომელიც არ ციმციმებს?არა?მე კი.
როდის?
ახლახანს,ქუჩის კუთხეში წამიერად შევჩერდი შუშებიანი შენობის წინ და საკუთარ თავს დავაკვირდი.ვინ ვარ მე ?ნაკადული-რომელიც არ ჩხრიალებს,მზე-რომელიც არ ანათებს,ტყე- რომელიც არ შრიალებს,ზღვა-რომელიც არ ღელავს.
ახლა სად მივდივარ?
შორს,მის ფერფლთან ერთად მაღლა მთაში ,რომ ერთად მოვეფინოთ ჩვენს მიწას,ჩვენი სიყვარულის მომსწრეს და მოწმეს.
ჩემო ტკბილო,ჩემო სუნთქვავ,ჩემო ნახევარო,ჩემო ფოთლების შრიალო,ჩემო ნაკადულო,ჩემო მღელვარებავ და მზის სხივო, მე შენში ვარ ,მე შენი ვარ ,მე შენით ვარ
მარად და მარად უკუნითი უკუნისამდე

№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ ნაჩქარები ნაწერი იყო.ალბათ,კდიევ რომ გადაგეკითხა და დაგეანალიზებინა,უკეთესი გამოგივიდოდა.
ცუდი არ იყო,საინტერესოდ დაიწყე,მაგრამ მაინც დამრჩა უკმარისობის შეგრძნება,რასაც მოცულობის გაზრდა გამოასწორებდა.მგონია,რომ მწირია,სჭირდებოდა მეტი ემოცია.მოკელდ,მეტს ველოდი და ასე მალე რომ დასრულდა,გამიკვირდა.რამდენიმეგან გაკლდა საშვენი ნიშნები,თუმცა საკმაოდ გამართული ნაწერი იყო.
და ბოლოს,არ იყო ცუდიმაგრამ,როცა კონკურში მონაწილეობ მეტია საჭირო.

№2  offline მოდერი ლილიანა

drunkinlove

მადლობა love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3  offline წევრი ნენე

mec ukmarisobis grdznoba gamichnda.
cota didi rom yofiliyo,iqneb momwoneboda.
qulebit rom shegafaso,7.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

№4  offline მოდერი ჯია

მარილი აკლია :))) უკეთესიც შეიძლებოდა..

№5  offline მოდერი ლილიანა

ჯია
მარილი აკლია :))) უკეთესიც შეიძლებოდა..

ნენე
mec ukmarisobis grdznoba gamichnda.
cota didi rom yofiliyo,iqneb momwoneboda.
qulebit rom shegafaso,7.

მადლობა love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№6  offline მოდერი nicol

ლილიანა ძალიან კარგი გოგოხარ. შენი ნაწერებიც ვიცი და კარგის მეტიარაფერი მეთქმის, მაგრამ ამ კონკურსის ერთ-ერთი პირობა იყო ჩანახატი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 250 სიტყვისა... ნამდვილად არ გადამითვლია, მაგრამ აქ მე მგონი ნაკლებია. თუ ვცდები ბოდიშს მოვიხდი...

პატივისცემით ნიკოლი
--------------------
თინა ნიკოლ

№7  offline მოდერი Kira

თავიდან საინტერესოდ დაიწყე და ასე გააგრძელე .უკმარისობის გრძნობა ნამდვილად დამრჩა მაგრამ რაღაცნაირად მიმიზიდა. მეტს მოველოდი არ მინდოდა ასე მალე დამთავრება. კონკურსში მონაწილეობ და ცოტა მეტი მოგეთხოვება.. ნაწერიც გამართული იყო.. წამატებები..
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

№8  offline მოდერი ლილიანა

nicol
ლილიანა ძალიან კარგი გოგოხარ. შენი ნაწერებიც ვიცი და კარგის მეტიარაფერი მეთქმის, მაგრამ ამ კონკურსის ერთ-ერთი პირობა იყო ჩანახატი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 250 სიტყვისა... ნამდვილად არ გადამითვლია, მაგრამ აქ მე მგონი ნაკლებია. თუ ვცდები ბოდიშს მოვიხდი...

პატივისცემით ნიკოლი

სიტყვები მართლა არ დამითვლია შესაძლოა არაა,არაუშავს wink
მადლობა ასეთი დამოკიდებულებისათვის

Kira
თავიდან საინტერესოდ დაიწყე და ასე გააგრძელე .უკმარისობის გრძნობა ნამდვილად დამრჩა მაგრამ რაღაცნაირად მიმიზიდა. მეტს მოველოდი არ მინდოდა ასე მალე დამთავრება. კონკურსში მონაწილეობ და ცოტა მეტი მოგეთხოვება.. ნაწერიც გამართული იყო.. წამატებები..

მადლობა love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№9  offline წევრი ფორთოხალი

დიდი რომ ყოფილიყო, საერთოდ არანაირი შენიშვნა არ მექნებოდა. გულიც კი დამწყდა, იმდენად კარგი იყო.

№10  offline მოდერი ლილიანა

ფორთოხალი
დიდი რომ ყოფილიყო, საერთოდ არანაირი შენიშვნა არ მექნებოდა. გულიც კი დამწყდა, იმდენად კარგი იყო.

მიხარია love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№11  offline წევრი სანდრა

ჩანახატი ერქვა ამას?
მეგონა, რომ რომელიმე მოთხრობიდან ან წიგნიდან ამონარიდს ვკითხულობდი, წავიკითხე.
არა-და, დაწყება მართლა არ იყო ცუდი. შეგეძლო უკეთესი განვითარება მოგენახა და დაგეხვეწა ნაწერი.
საერთო ჯამში - ხუთ ბალიანი სისტემით 3ს დაგიწერდი.
წარმატებები.

№12  offline მოდერი ანკა

ნამდვილად საინტერესო ჩანახატი იყო...
რამდენიმე ადგილას მრავალწერტილს ვისურვებდი უბრალოდ წერტილის ან მძიმის ნაცვლად. მოცულობით უფრო მეტი რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა. საბოლოო ჯამში ნორმალური ნამუშევარი იყო

№13  offline წევრი lisebeth

საინტერესო იყო ის რაც ეწერა. მაგრამ არასაკმარისი . პატარა იყო და დაუსრულებელი.
10 ბალიანი სისტემიდან 7

№14  offline მოდერი ლილიანა

სანდრა
ჩანახატი ერქვა ამას?
მეგონა, რომ რომელიმე მოთხრობიდან ან წიგნიდან ამონარიდს ვკითხულობდი, წავიკითხე.
არა-და, დაწყება მართლა არ იყო ცუდი. შეგეძლო უკეთესი განვითარება მოგენახა და დაგეხვეწა ნაწერი.
საერთო ჯამში - ხუთ ბალიანი სისტემით 3ს დაგიწერდი.
წარმატებები.

ანკა
ნამდვილად საინტერესო ჩანახატი იყო...
რამდენიმე ადგილას მრავალწერტილს ვისურვებდი უბრალოდ წერტილის ან მძიმის ნაცვლად. მოცულობით უფრო მეტი რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა. საბოლოო ჯამში ნორმალური ნამუშევარი იყო

lisebeth
საინტერესო იყო ის რაც ეწერა. მაგრამ არასაკმარისი . პატარა იყო და დაუსრულებელი.
10 ბალიანი სისტემიდან 7

eremar
me dzalian momewona da sxvisi ar vici :)) <3 warmatebebii :)

მადლობა სათითაოდ ყველას <3
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№15  offline წევრი მეამეა

არ დამითვლია, თუმცა დარწმუნებით ვიტყვი რომ ტექსტი 250-ზე მეტ სიმბოლოს მოიცავს. მოკლე ნამდვილად იყო, თუმცა უდიდესი ემოცია იდო და აზრიც ჩამოყალიბებულია, რაც უაზროდ გაწელილ მონათხრობთან შედარებით უკეთესი ვარიანტია. წარმატებებიი :*

№16  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
არ დამითვლია, თუმცა დარწმუნებით ვიტყვი რომ ტექსტი 250-ზე მეტ სიმბოლოს მოიცავს. მოკლე ნამდვილად იყო, თუმცა უდიდესი ემოცია იდო და აზრიც ჩამოყალიბებულია, რაც უაზროდ გაწელილ მონათხრობთან შედარებით უკეთესი ვარიანტია. წარმატებებიი :*

დავარედაქტირე და საკმარისი სიტყვაა ახლა,მადლობა ჩემო კარგო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent