შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენს გონებაში იმდენი სიბინძურეა მანდ სიყვარულს რა უნდა?!(1)


2-08-2016, 02:15
ავტორი chvenia tbilisi
ნანახია 2 005

საწოლზე ურეაქციოდ წამოწოლა,წყნარი მუსიკა და სიგარეტის კვამლი,აი ჩემი წამალი.მაგრამ,როგორ შეიძლება რომ ვინმემ ეს წუთიერი ბედნიერება არ ჩამაშხამოს.
-ელენე ახლავე დაბლა ჩამოდი!
კარებში ჩემი დედინაცვალი,ნანუკა დგას.
-რა ხდება?
-ახლავე დაბლა!დროს შენი საქციელებისთვის პასუხი აგო!!!
ნამდვილი ალქაჯი.ღმერთო როგორ ვერ ვიტან!თითქოს ძალიან კარგ დედობას მიწევს,მამაჩემს რომ მოაჩვენოს.მაგრამ,სინამდვილეში ფეხებზე ვკიდივარ.ყურსასმენებს ნელა ვიხსნი
-რა თქვი?
-მამაშენი გელოდები და გირჩევნია მალე ჩამოხვიდე
კარებს იჯახუნებს.ავდექი,თეთრი სარაფანი გადავიცვი და კიბეებზე სწრაფად ჩავედი.მამაჩემს ფერი არ ადევს სახეზე.ნანუკა კი ნერვიულად დადის.ნეტავ რა მოხდა?წყნარად მივდივარ და სავარძელში მამას წინ ვჯდები.
-რამე მოხდა?
-ნუთუ საერთოდ არ გრცხვენია შენი საქციელის?!
ისე დამიყვირა შევკრთი
-ასე როდემდე უნდა გვარცხვინო?არა ნამდვილად რაღაც უნდა მოვუხერხოთ ამ გოგოს!
ვერ ვხვდები რაზე საუბრობენ,რა მნიშვნელობა აქვს,არასდროს ვყოფილვარ ისეთი შვილი მათ რომ უნდათ.
-იქნებ ამიხსნათ რა ხდება?
ხმის ტონს ვუწევ და სიგარეტს ვუკიდებ.ნანუკა გაზეთს მაწვდის,ჩემი მორიგი ფართი გამოუქვეყნებიათ.ნუთუ არ ბეზრდებათ?!
-მერე რა?!თითქოს პირველად ნახეთ მსგავსი რამ
-ამოვიდა ყელში ამისთვის პასუხს აგებ!
ამაზე გულიანად მეცინება მაგრამ ვცდილობ შევიკავო.
-მაინც რას იზავთ?საკრედიტო ბარათებს გამიუქმებ ერთი კვირით მამა თუ მანქანის გასაღებს არ მომცემ აჰაჰაჰაჰა
ნანუკა წამოდგა და თვალები გამისწორა
-არა ამჯერად მართლა დაისჯები
ცინიკურად მიღიმის.
-მალე მითხარით მთელი დღე აქ ჯდომას არ ვაპირებ და თქვენი უჟმური სახის ყურებას.
-საქართველოში მიდიხარ
მამა ერთვება საუბარში.რაა?საქართველოში მიდიხარო?სულ გაგიჟდნენ
-არა მამა ამას არ გამიკეთებ
სიცილს ვიწყებ
-ელენე გეყოფა!დღესვე წახვალ საქართველოში და რამოდენიმე თვე იქ იქნები
-წელი ჯობია საყვარელო
ფეხზე ნერვიულად ვდგები და ყელზე ხელს ვისმევ
-არა იქ წასვლას ვერ მაიძულებთ არ წავალ ამას მირჩევნია ნანუკას ნაყიდი კაბები ჩავიცვა.
-ელენე გეყოფა!
-ხედავ?!მე მისი გულის მოგებას ვცდილობ ის კი როგორ მექცევა!
მოჩვენებით ტირილს იწყებს როგორც ჩვევია ხოლმე მაგრამ ამჯერად არ მოვითმენ მის საქციელებს.
-გეყოფა აფერისტული ცრემლების ღვრა ვითომ ძალიან გიყვარდე აჰაჰაჰა მართალია შენ იმდენად უგემოვნო ხარ,მაგრამ საქართველოში წასვლას მირჩევნია შენი ნაყიდი კაბები ჩავიცვა რომელბსაც მონაზვნებიც კი არ ჩაიცმევენ.
-ელენე გეყოფა თავხედობა!გადაწყდა საქართველოში მიდიხარ!
ლევანი ფეხზე დგება და მიყვირის.ნანუკი კი ტირილს აგრძელებს.მათი თავი არ მაქ,ჩემს ოთახში ავრბივარ და კარებს შიგნიდან ვკეტავ.არა არა ვერ ეღირსებით!რადაც არ უნდა დამიჯდეს საქართველოში არ წავალ.ღმერთო იქ რა უნდა ვაკეთო?!ჩემი მეგობრების გარეშე.თან ჰავაის კუნძულებზეც ვერ წავალ.არა ეს შეუძლებელია!ოცი წუთის შემდეგ ოთახში ნანუკა მეჭრება.
-მოწესრიგდი დილის ხუთ საათზე მიფრინავ
ირონიულად მიღიმის.
-აჰაჰაჰ ძაან გინდა თავიდან მომიშორო?
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ!
-ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ადამიანს შენნაირი არარაობა შეუყვარდეს!
-თავხედო!
ბოლო ხმაზე მიღრიალებს.მე დაბლა ჩავდივარ მამასთან
-საქართველოში მართლა მიშვებ?
ფეხზე დგება
-კი ელენე აუცილებლად წახვალ იქ!
-საყვარელო ბარგი ჩაულაგეს უკვე
ნანუკა ჩამოდის.ამჯერად თავს ვეღარ ვიკავებ და ბოლო ხმაზე ვყვირივარ
-მამა იცი როგორ ვერ გიტან?საერთოდ გახსოვს დედაჩემი როგორი იყო?მეზიზღებით ძალიან ბედნიერი ვიქნები იქ თუ მაინც ვერ გნახავთ
გაოცებულები მიყურებენ,ყელში ბურთი მომაწვა,მაგრამ თავს არ მივეცი უფლება მათ წინაშე მეტირა,ნანუკას მივუბრუნდი
-ვერასდროს დაიკავებ დედაჩემის ადგილს!მიუხედავად იმისი რომ ძალიან გინდა შენ დედაჩემი არ ხარ შეიგნე შენ ვერ გადაწყვეტ მე სად წავიდე!!!მეზიზღებით
კიბეზე სწრაფად ავდივარ და ლევანის ხმა მესმის
-ელენ...
ოთახს ვკეტავ,კარებთან ვიმუხლები და ტირილს ვიწყებ.ასე ხო?ჩემი დასჯა გადაწყვიტეს.მაგრამ გული მიგრძნობს იქაც მშვენივრად გავერთობი!ახალი გარემო,ახალი კლუბები და ახალი წვეულებები.ჯობია ოპტიმისტურად გავეწყო იქნებ არც ისეთი მოწყენილობაა როგორსაც იძახიან.ქუსლიანებს და შავ სარაფანს ვიცმევ.თმებს ვიშლი და დაბლა ჩავდივარ.მომენატრება აქაურობა,იმედია მალე ჩამოვალ,მანქანის ფანჯრიდან ვათვალიერებ ნიუ-ვორკის ქუჩებს,სადაც გავიზარდე.როგორ მიყვარს აქაურობა!
დიდ ხნიანი ფრენის შემდეგ როგორც იქნა ჩავედი,აეროპორტში შუა ხნის ქალი მხვდება,კარგი გარეგნობის
-გამარჯობა ალბათ ელენე შენ ხარ
თბილად მიღიმის
-კი მე ვარ
-გამომყევი თუ შეიძლება
შავ მერსედესში ვჯდები.
-მე ქეთი ვარ,ალბათ ეს ყველაფერი უცხოა შენთვის მაგრამ შენ ჩემთან იცხოვრებ დროებით
-რა გაეწყობა
ვუღიმი.ორ სართულიან სახლთან გავჩერდით,ქეთი წინ გამიძღვა.ლამაზი სახლი აქ,წინ აუზით და ლამაზი ბაღით,ჯერ მხოლოდ სამი დღე გავატარე მასთან,სახლიდან არსად გავსულვარ.ის ძალიან თბილი ქალია და შემიძლია ვთქვა რომ სამ დღეში ქეთი უფრო შემიყვარდა ვიდრე სამ წელში ნანუკა...



№1  offline წევრი chvenia tbilisi

გავაგრძელო თუ არა შემიფასეთ

 


№2  offline წევრი Nini123456

აუცილებლად გააგრძელე❤️❤️ და თავები გაზარდეე

 


№3  offline წევრი chvenia tbilisi

Nini123456
აუცილებლად გააგრძელე❤️❤️ და თავები გაზარდეე

გავზრდი love

უფრო მეტი მსურველი თუ ეყოლება გავაგრძელებ აუცილებლად

 


№4  offline წევრი Mmariam

ძალიან კარგიაა . გააგრძელე რაა

 


№5  offline წევრი chvenia tbilisi

Mmariam
ძალიან კარგიაა . გააგრძელე რაა

გავაგრძლებ აუცილებლად დგეს დავდებ შემდეგ თავს love მადლობა

 


№6  offline წევრი isterichka123

Gaagrdzele kaia

 


№7  offline წევრი chvenia tbilisi

isterichka123
Gaagrdzele kaia

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent