შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

The Sound Of Silence - 1


2-08-2016, 08:24
ავტორი gijka13
ნანახია 1 497

რა არის ცხოვრება?
ზიხარ შენთვის და აანალიზებ რომ არავინ გყავს,
შორია ის რაც გინდა და ზოგჯერ მიუწვდომელი ის, ვინც გინდა.
ტკივილ ნარევი სიბრაზისაგან მომდგარ ნერწყვს ყლაპავ, რომელიც ქვასავით გადადის კისერში, ან გეჩხირება.
გყავს მხოლოდ შენი თავი, ზიხარ, უყვები შენს პრობლემებს, ის კი ვალდებულია გისმინოს. იმიტომ რომ საკუთარი თავი ერთადერთია, ვისაც არ შეუძლია დაგტოვოს. თუმცა შანსი რომ იყოს, ალბათ ისიც სიამოვნებით დაგტოვებდა.

- რა სურს ლუკას?
- გაქცევა.
- რატომ?
- იმიტომ რომ დაიღალა.
- რამ დაღალა ლუკა?
- ზიზღმა... ზიზღმა დაღალა ლუკა... სამყარო ეზიზღება ლუკას... უნდა თვალები დახუჭოს და სიმსუბუქე იგრძნოს, გაქრეს ყოველი ხორციელი და სიცარიელემ იმარჯვოს, დაე იმარჯვოს...

საკუთარ თავთან გაწვალებული დიალოგი ლუკასთვის უკვე ნაცნობი სიტუაცია იყო. როგორც ყოველთვის ახლაც ასევე მოიქცა, შპრიცი აიღო, რომელშიც ჯადოსნური სითხე ეგულებოდა, დააკვირდა და ნერწყვი ხმაურით გადაუშვა გამომშრალ ყელში.
- რა გსურს ლუკა?
კვლავ გაუმეორა კითხვა მეორე მემ, ალტერ ეგომ, რაც გინდათ დაარქვით, მაგრამ ის ლუკა არ იყო და ამავდროულად იყო კიდეც.
- ეს მსურს...
ხმამაღლა უპასუხა ლუკამ, სააბაზანოს დაორთქლილ სარკეში ბუნდოვნად გაარჩია საკუთარი სილუეტი, ცოტა ხნით უყურა, შემდეგ მობეზრდა ხელოვნური მეს ყურება და შპრიცი ვენაში გაიკეთა.
როგორც ყოველთვის ალისფერი შუქი გადაეფინა მის თვალთახედვას, უკვე აღარ ჩანდა არც დაბურული სილუეტი, არც სარკე, არც შპრიცი... აღარც ალტერ ეგოს თუ მეორე მეს ხმა ისმოდა, თითქის თავის საწალდეს მიაღწია და კმაყოფილი წავიდა.
მუხლებ აკანკალებული ახალგაზრდა, 21-22 წლის მამაკაცი სააბაზანოს კარებთან ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო. შესუსტდა გულისცემა, გაიშვიათდა სუნთქვა, ძლივსშესამჩნევადღა ამოიხვნეშებდა და უსასრულობის განცდით ნასიამოვნები თვალებს ლულავდა.

მეორე საღამოს გაეღვიძა, ისევ სააბაზანოს ცივ იატაკზე, ისევ ჩვეულ პოზაში, მუხლებში თავჩარგულს, ისევ სინანულის განცდით, ისევ ზიზღით, აუტანელი ზიზღით. ტელეფონზე ზარია, ძლივსღა მოიგონა სად დატოვა ტელეფონი, ფრთხილად წამოიზლაზნა და სააბაზანოდან გასასვლელად კედლები დაიხმარა. ძლივს მიაღწია საწოლთან მდგარ ტუმბომდე, ტელეფონს გადაწვდა და პარალელურად საწოლზე დავარდა, ნომერს დააკვირდა, ესიკვდილებოდა პასუხი, მაგრამ მწვანე სენსორს გადუსვა თითი და ტელეფონი ყურზე მიიდო, ისე რომ ხმაც არ ამოუღია.
- ლუკა ვაკო ვარ, დღეს რიტუალია, არ მოდიხარ?
- კი მოვდივარ.
- რა გჭირს? ისეთი ხმა გაქვს თითქოს არ გინდა და ვალდებული ხარ...
გაისმა ვაკოს განაწყენებული ხმა.
- არა ვაკო, უბრალოდ კაიფიდან ახლა გამოვედი.
- კაი შეჩ*მა გიცდი.
- კაი.
ტელეფონი გათიშა და ისევ ტუმბოზე მიაგდო.

ლუკა სატანისტი გახლდათ, ზიზღით სავსე სატანისტი, ყველა და ყველაფერი სძულდა, გასაკუთრებით ადამიანები, რომლებიც შიშის და ინტერესის თვალით აკვირდებოდნენ ქუჩაში.
" - თავს ისე ვგრძნობ თითქოს ცხოველი ვარ, თითქოს კი არა ვარ,,
ხშირად იმეორებდა მეგობრებთან.
მართლაც თვალშესაცემი იყო მისი იმიჯი, მარად შავი ტანსაცმელი, ზამთარ-ზაფხულ ტყავის, თასმებიანი ბატინკები, პირსინგები ცხვირზე, წარბზე და ტუჩზე ნიკაპს ზემოთ ყოველთვის სახასიათო სამკაულებს ატარებდა, გულზე დაკიდებული გადმობრუნებული ჯვარი და გადმობრუნებული პენტაგრამა (ბაფომეტი), ხელზე მეტალის ეკლებიანი სამაჯური და ერთადერთი ბეჭედი, რომელზეც "საძმო,,-ს სახელი იყო მითითებული "წყვდიადის ნათება,, "The Light Of Darkness,,. როგორც წესი გრძელ, შავ თმას ატარებდა, მხრებს რომ უფარავდა ისეთს, მუდამ ჩაშავებული თვალები მის მზერას მომხიბვლელობას სულაც არ უკარგავდა, პირიქით მეტად მომხიბვლელს ხდიდა.

დიახ! სულაც არ უნდოდა ლუკას ამის გაკეთება, არა! ნამდვილად არ უნდოდა, უბრალოდ როცა უჭირდა, როცა სციოდა, როცა ყველამ ზურგი აქცია სწორედ მაშინ, სწორედ მაშინ დაუდგა გვერდით ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სატანისტებს უწოდებდნენ და მივარდნილ ქარხანაში, რომელიც ქალაქიდან (თბილისი) საკმაოდ შორს იყო, რიტუალებს ატარებდა. ლუკა ფიქრობდა თუ მათ შეუერთდებოდა და დაეხმარებოდა ამით სამაგიეროს გადაუხდიდა სიკეთისთვის. როგორ არ უნდოდა წასვლა, თუმცა თვითონაც იცოდა, რომ მაინც წავიდოდა, ისევ წამოიზლაზნა საწოლიდან, გამოსაფხიზლებლად ცივი შხაპი მიიღო და მალევე ჩაიცვა.
- აბა ლუკა... არა! აბა ცხოველო! - შეჰყვირა საკუთარ თავს სარკეში და შედარებით დაბალი ხმის ტემბრით წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: - დაიწყო კოშმარი...
სახლიდან გავიდა და სადარბაზოს კიბეები სწერაფად ჩაირბინა, არაფერზე ფიქრობდა, მისი გონება მთლიანად გათიშული იყო და ამ დროს "ბრახ,, ვიღაცას შეეჯახა, იგრძნო რომ ის, ვისაც შეეჯახა შედარებით სუსტი იყო და შეჯახების შედეგად უნდა წაქცეულიყო, ამიტომაც ინსტიქტურად წელზე ხელი მოხვია და დაცემისგან იხსნა.
- მაპატიე ვერ დაგინახე, - არც კი შეუხედავს დაზარალებულისთვის ისე დაიწყო ბოდიშების მოხდა - უბრალოდ ჩაფიქრებული...
- არაუშავს
გააწყვეტინა გოგონამ.
ახლაღა მოეგო გონს და მის ძლიერ მკლავში მომწყვდეულ არსებას დააკვირდა.
დიდი ყავისფერი თვალები ისე უმზერდნენ ნუშისებრი უპეებიდან რომ სუნთქვა შეეკრა, თავისდაუნებურად მზერა ტუჩებისკენ გაეპარა, ბუნებრივად წითელი ტუჩები სიცივეს რომ დაესუსხა ორი, პატარა, ერთმანეთზე დაწყობილი, ფუმფულა ბალიშებივით გამოიყურებოდნენ. თმა
- დასწყევლოს ეშმაკმა!!
ჩაიბურდღუნა გაურკვევლად. გოგონას მთლიანად იასამნისფერი თმა ჰქონდა დაყრილი წელამდე, რომელიც ამ წუთს უფრო ლუკას მკლავზე იყო დაყრილი, ვიდრ იმ არსების წელზე, რომელსაც ის ეხებოდა.
- იქნებ გამიშვა?
უხერხულად შეიშმუშნა გოგონა.
- ხო რა თქმა უნდა, მაპატიე.
მაშინვე მოშორდა ამ საოცარ არსებას და უკან დაიხია.


- დასაწყისია და შესაბამისად პატარა თავია, გამაკრიტიკეთ, შემიფასეთ, გავაგრძელო თუ არა მირჩიეთ :)



№1  offline წევრი LastStrangeAngel

მომწონს, საინტერესოა... გააგრძელეთ, ჩემი სახით მკითხველი გყავთ.

 


№2 სტუმარი Nino

Zalian momewona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent