შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაპატიე დედა, მე გოგონები მომწონს (2)


2-08-2016, 14:04
ავტორი DreamOn
ნანახია 1 895

მთელი ღამე არ დამეძინა, ნუგზარმა რამდენჯერმე დააკაკუნა ჩემი ოთახის კარებზე, შუაღამისას კი მანანა დამადგა თავზე, მაგრამ საწოლთან ახლოს არ მოსულა, ნელა გავიდა ოთახიდან და კარებიც ფრთხილად დახურა. სკოლაში წასვლის სურვილი არ მქონდა, არც მანანს მოუკლია თავი რომ ოთახში შემოსულიყო ან პირველი სართულიდან დაეძახა „სკოლაში გაგვიანდებაო“ როგორც ამას ყოველთვის აკეთებს. მაგრამ დაახლოებით 11 საათი იყო ოთახში ქუსლების ხმაურით შემოვიდა და თავზე დამჩხავლა.
-ადექი მივდივართ.- არ გავნძრეულვარ თვალები დახუჭული მქონდა და არც არაფრის თქმას არ ვაპირებდი სანამ იგივე სამჯერ არ გაიმეორა მანამ სანამ ჩემს კარადაში ტანსაცმელს ეძებდა.
-ადექი სალომე- მოთმინების ფიალა აევსო, დამიყვირა, მხარზე ხელი ოდნავ მომიჭირა და ჩემი აყენება სცადა.
-ნუ მექაჩები, ხეიბარი არ ვარ და რამენაირად ჩემით ავდგები.
- სწრაფად.
-არმინდა, არსად არ მოვდივარ.
-სალომე შენი ნერვები არ მაქვს, სწრაფად ადექი, მამაშენი გარეთ გველოდება.
- ოჰ ბატონი ნუგზარი. ასე არშეიძლება მანანა , უფრო ადრე უნდა გეთქვა რომ ბატონი ნუგზარი მელოდებოდა, ახლავე ავდგები სირცხვილია, თანამდებობის პირს ხომ არ ვალოდინებთ, ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი ნუგზარ ხომერიკზეა.-სიტყვით გამოსვლა დავამთავრე და საწოლიდან წამოვხტი.
-სალომე ჯობს წესიერად ისაუბრო, ამჯერად მეტს აღარაფერს გეტყვი 5 წუთში თავი მოიწესრიგე და გამოდი, კარებთან დაგელოდები.-კარები ხმაურიანად გაიხურა და ოთახიდან გავიდა. მეკი სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე, ჩავიცვი და მისაღებში ჩავედი.
-სად მივდივართ- ვიკითხე უხეშად.
- დღეს ბატონი დავითი და მის ოჯახს შენი გაცნობა უნდათ. ამიტომ, წესიერად უნდა ჩაიცვა, და არა ეს დახეული შარვალი და ეს საშინელი ზედა.
- ოჰ წითელი ხალიჩაც ხოარ დავაგო შემოსასვლელში?
-როდის მორჩები ამ სისულელეებს?- მკითხა გაბრაზებულმა
-არასდროს- ვუთხარი ტელეფონი და ყურსასმენები ავიღე, სახლიდან გავედი და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი.
-გამარჯობა შვილო- მითხრა ნუგზარმა და შემოომხედა, საპასუხოდ მხოლოდ ყურსასმენები გავიკეთე და მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე. ნუგზარმა სავაჭრო ცენტრში დაგვტოვა მე და მანანა, თვითონ კი როგორც ყოველთვის კომპანიაში წავიდა.
- კაბა უნდა შევარჩიოთ.
-იქნებ კაბის არჩევა მაინც მომანდო? აბა საქმრო უკვე შემირჩიეთდა.
-იმ მაღაზიაში შევიდეთ- თქვა მანანამ და ჩემი სიტყვები თითქოს არ გაუგონიაო ისე წავიდა მაღაზიისკენ, მეც უკან გავყევი. რამდენიმე კაბა ავარჩიე, მაგრამ ყველაზე მეტად ლურჯი წელზე მომდგარი მაგრამ ქვემოთ გაშვებული მუხლებამდე კაბა მომეწონა.
- კარგი არჩევანია- მითხრა მაღაზიაში მომუშავე პერსონალმა.
-მართლაც რომ კარგი გემოვნება გაქვს სალომე- მითხრა მანანამ და ღიმილით შემომხედა.
- ჰო რომ მოგეცადათ ცოტახანი საქმროსაც თვითონ ავარჩევდი.
-თხოვდებით?-იკითხა ყურებამდე გაღიმებულმა პერსონალმა.
-დიახ.
-არა- ვუპასუხეთ მე და მანანმ ერთდროულად, დაბნეულმა პერსონალმა მხოლოდ გაგვიღიმა არჩევანი კიდევ ერთხელ შემიქო და სხვა კლიენტისკენ წავიდა.
-რასნიშნავს არა?- მკითხა გაოცებულმა მანანამ
-მოდი რა უბრალოდ გადაიხადე კაბის ფული.- გაბრაზებულმა საფულედან ბარათი ამოიღო და მოლარეს მიაწოდა. მოლარემ გაუღიმა ბარათი გაატარა კაბა ცელოფნის პარკში ჩაგვიდო და მანანას მიაწოდა.
-ფეხსაცმელი უნა ვიყიდოთ.
-მაქვს ფეხსაცმელი.
-კედები არ გამოგადგება.
-მოიცა აბა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა?
-რათქმაუნდა.
-ფუ შენი- ვთქვი და მანანას მარალ ქუსლიანებს დავხედე.
- საუბრის მანერა სალომე- მითხრა მშვიდად და ამჯერად ფეხსაცმელების მაღაზიისკენ წავიდა.
- ამაზე რას ფიქრობ- მითხრა მაღაზიაში თხუთმეტ წუთიანი სიარულის შემდეგ და ხელში წითელი მაღალქუსლიანები მომაწოდა.
-მანანა კაბა ცისფერია, წითელი და ცისფერი ერთმანეთს ძალიან უხდება- ვთქვი და გამეცინა
-კარგი რა - მითხრა და მასაც გაეცინა.- მაშინ ამას მე ავიღებ
-როგორც გინდა.- ვუთხარი და მაღაზიიდან გასვლა დავაპირე როცა გამაჩერა და ცხვირწინ თეთრი, კოჭამდე ნასვრეტებიანი ყელის მქონე მაღალქუსლიანი ამაფარა.
-მგონი კარგი უნდა იყოს- მითხრა და მაღაზიაში შემათრია, ამოვიხვნეშე და ფეხსაცმელი მოვირგე, ფული მანანამ გადაიხადა და როცა მეგონა რომ სახლში წავიდოდი მანანან სიამაყით გამომიცხადა
-სალონში წავიდეთ, მოგაწესრიგებ.
-აბა რა, აუცილელად. სალონსი კიარა სახლში წავიდეთ მანანა სახლში.-ვთქვი გაბრაზებულმა და უტეხად შევხედე თვალებში, საბოლოოდ ისიც დანებდა
-კარგი , სახლში წავიდეთ. - ტაქსი გამოიძახა, წინ დაჯდა მეკი უკან მოვკალათდი, ყურსასმენები მეკეტა ამიტომ არ მესმოდა რას ეუბნებოდა მანანა მძღოლს მაგრამ ათი წუთის შემდეგ მანქანა რესტორანთან გაჩერდა.
- წამოდი მაგიდა უნდა დავჯავშნოთ. - მანქანიდან გადმოვედი, მინდოდა აქვე მომეკლა მანანა და გავქცეულიყავი მაგრამ ძალიან ბევრი თვითმხილველი იყო.
-საღამოს 8 საათისთვის, 7 კაციანი მაგიდის დაჯავშვნა გვინდა.- უთხრა მიმატანს და რესტორანი მოათვალიერა.
-კარგით წამობრძანდით
-აქ დამელოდე- მითხრა და მიმტანს გაყვა. 15 წუთი ვიცდიდი რესტორნის შესასვლელში სანამ მანანა ვიღაც კაცს ესაუბრებოდა. ახლა რომ გავქცეულიყავი, მე და ემა სადმე რომ გავქცეულიყავით და თუ ორი კვირის მანძილზე ვერ გვიპოვიდნენ ნიშნობა აღარ შედგებოდა. ჯანდაბა, ემასთვის არც მითქვამს. ან რა უნდა ვუთხრა? გამარჯობა ემა მართალია მიყვარხარ მაგრამ მამაჩემის კომპანიის გადასარჩენად იძულებული ვარ ბიჭზე დავქორწინდეთქო? საკუთარმა მშობლებმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციეს.
-წავედით- მითხრა მანანამ და ხელი მომკიდაა, მეკი უხეშად გავაშვებინე და იმ ტაქსიში დავბრუნდი რომლითაც აქ მოვედით და რომელიც მანანას დაკვეთიით მთელი 15 წუთი გველოდებოდა.
- ბოდდიში დავიგვიანეთ- უთხრა მძღოლს და ისევ წინ მოკალათდა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, როგორც კი სახლში მივედით მაშინვე სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე, დაახლოებით ნახევარი საათი ასე უაზროდ ვიდექი შხაპის ქვეშ და ერთ წერტილს მივშტერებოდი. პირსახოცი მოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი.
-კარგად ხარ?- მკითხა დაფეთებულმა მანანამ , როცა აბაზანიდან გამოვედი
-არა
-რამოხდა?
-ო არიცოდი? ვთხოვდები.
-სალომე როდემდე ? როდემდე უნდა გაიმეორო ერთიდაიგივე დავიღალე.
- იქამდე სანამ მართლა არ დაიღლები და ამ უაზრო ნიშნობას არ გააუქმებთ.
-თუ ნიშნობას გავაუქმებთ ყველაფერი დაინგრევა რასაც ამდენი წელი ვაშენებდით.
- კარგი თუ ამას თქვენ არ იზამთ მაშინ მე გავაკეთებ, უბრალოდ გაცდით სადამდე შეტოპავთ.
-მომბეზრდა უკვე შენი ახირებები, არაფერსაც არ იზამ. და თუ რამე მოხდება ქორწილში თმებით მიგათრევ.- კაბა და ფეხსაცმელები ცხვირწინ დამიყაარა და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ჩავიდა.
ტანსაცმელს ხელი მოვკიდე და ოთახში შევიტანე. ჯერ 4 საათი იყო. მაისური და შორტი ჩავიცვი და საწოლზე დავწექი. ფიქრებში გართულს ჩამეძინა, მერეკი მანანას ხმამ გამომაღვიძა.
-მამაშენი მოვიდა ჩაიცვი ოც წუთში მივდივართ- მითხრა და ოთახიდან გავიდა. ნელა წამოვდექი და საათს შევხედე ჯერ 7 საათი იყო. ვერმივხვდი ასე ადრე წასვლა რა საჭირო იყო, მაგრამ კაბა საწოლზე გავშალე და დავაკვირდი. ძალიან ლამაზი იყო, სადა თუმცა ძალიან ლამაზი.
სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს ვუყურებდი ამ არაჩვეულებრივ კაბაში და ფეხსაცმელებში. კაბას რამდენჯერმე ჩამოვუსვი ხელი, მაღალქუსლიანებს დავაკვირდი, რამდენჯერმე გავიარე ოთახში რომ რესტორანში ამ ფეხსაცმელებით კისერი არ მომეტეხა. ძალიან მაღლები იყო მაგრამ ძალიან ლამაზები. თმა მაღლა ავიწიე და ქვედა სართულზე ჩავედი.
-ძალიან გიხხდება- მითხრა მანანამ როგორც კი დამინახა, ნუგზამა კი ღიმილით შემომხედა.
-წავიდეთ ნუგზარ- მანანამ ჩანთა აიღო და გვერდით დამიდგა, მას კრემისფერი კლასიკური შარვალი, თეთრი მოკლესახელოიანი საროჩკა, და შავი მაღალქუსლიანები ეცვა.
- ჩემი გოგონები- თქვა მამამ, და ჯერ მანანას აკოცა შუბლზე მერეკი მე.
გზაში ძალიან ვნერვიულობდი. არვიცი რატომ ალბათ მეშინოდა რომ რამე ისეთი არ წამომცდენოდა რაც საღამოს გააფუჭებდა, მაგრამ მეც ეს არ მინდოდა? მინდოდა რომ ყველას გაეგო ვინ მიყვარდა სინამდვილეში, და ყველაფერი დასრულებულიყო მაგრამ თუ რამეს არასწორად გავაკეთებდი ამით ნუგზარს დიდ ტკივილს მივაყენებდი, მეკი ეს ნამდვილად არმინდოდა რაგდან ყველაფრის მიუხედავად ის მამაჩემი იყო და ძალიან მიყვარდა.
რესტორანში დიდხანს ლოდინი მოგვიწია სანამ ჩემი მომავალი საქმრო მოვიდოდა.
-ძალიან პუნქტუალური ხალხია.- ვთქვი და საათს დავხედე- 20 წუთით დააგვიანეს.
-მოვლენ არ იდარდო.- მითხრა მანანამ
-ვაიმე ვკვდები ნერვიულობით - შეშინებული სახე მივიღე და მანაანს გავხედე- ნეტა ჩემი ოცნების პრინცი ხომ კარგადაა- ვთქვი და სიცილი ამიტყდა, და სწორედ ამ დროს მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას დაბალი, მსუქანი სათვალიანი შუა ხნის მამაკაცი, მის გვერდით მასზე გაცილებით მაღალი სუსტი და ქერათმიანი ქალი იდგა, მათ უკან კი გრძელთმიანი ცისფერთვალება მაღალი ბიჭი იდგა რომელსაც გვერდს მისივე სიმაღლის ოდნავ პუტკუნა ქერა გოგო უმშვენებდა.
-გამარჯობა ბატონო დავით- ფეხზე წამოგა ნუგზარი, შემდეგ კი მანანა, მერეკი ორივემ მე გამომხედეს, გამეცინა და მეც ფეხზე წამოვდექი.
-დაბრძანდით- მაგიდასთან მიიპატიჟა მანანამ ჩემი მომავალი დედამთილი.
- როგორ ბრძანდებით ბატონო ნუგზარ.- ალაპარაკდა ბატონი დავიტი.
-უბრალოდ ნუგზარი დამიძახეთ, ტავად როგორ ბრძანდებით.
-ძალიან კარგად- თქვა დავითმა და მამაჩემს გაუღიმა.- ეს ჩემი ცოლია ლელა, ეს ჩემი ბიჭი რიჩარდი და ჩემი გოოგნა ელენეა.-წარგვიდგინა ოჯახი დავითმა და მე შემომხედა.
-სასიამოვნოა, ეს ჩემი ცოლი მანანააა და ეს ჩემი ქალიშვილი სალომე.- ნუგზარმა თითები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს და დავით შეხედა.
-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა- მითხრა დავითმა და გამიღიმა
-ხო რავი ჩემთვისაც- ვუთხარი და მაშინვე ვინანე რომ პირი გავაღე, ნუგზარი და მანანა სახეზე მკვდრებს დაემსგავსნენ , ჩემს მომავალ მეუღლეს კი სიცილი აუტყდა და თავი ძირს დახარა რომ არ დაენახათ თუ როგორ იგუდება სიცილით. მეკი დარწმუნებული ვიყავი რომ მანანა თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ კულტურული საუბარი წესიერად ვერ მასწავლა.
-უკაცრავად- სიტუაციის გამოსწორება ვცადე და საუბარი დავიწყე.- ჩემთვისაც ძალიან , ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.- დავითმა გაგვიღიმა და მისი ვაჟის შესახებ ისტორიის მოყოლა დაიწყო.
-რიჩარდი 20 წლისაა, მინდა კომპანია მას გადავცე. და რადგან ჩვენი კომპანები კონკურენტები არიან ვიფიქრე რომ კარგი იქნებოდა თუ დავვახლოვდებოდით. ამიტომ ვიფიქრე რომ კონტრაქტს ქორწინებით გავამყარებდით. რიჩარდი სკოლის დამტავრების შემდეგ ჩემტან მუშაობს, ძირითადად ვასწავლი თუ როგორ უნდა მართოს კომპანია. მაგრამ ძალიან მოსწონს....
-მამა- საუბრაი შეაწყვეტინა რიჩარდმა დავითს და ოდნავ მკაცრი მზერით გახედა.
- ვფიქრობ მეც შევძლებ რამდენიმე სიტყავ ვთქვა ჩემს შესახებ-თქვა და მე შემომხედა.დავითმა კი მხოლოდ სიმწრისგან გაიღიმა და მის ცოლს გახედა რომელმაც ღიმილითვე უპასუხა.
- მომწონს როცა დავითთან ერთად ვარ კომპანიაში მაგრმა კომპანიის გარეთ სხვადასხვა ინტერესები მაქვს, მაგრამ ვფიქრობ ამის აქ განხილვა არ ღირს, სალომეს აუცილებლად დავპატიჟებ სადმე რომ ამის შესახებ ცალკე დაველაპარაკო.
- ძალიან კარგია, სიამოვნებით წამოვა ჩემი შვილი თქვენთან ერთად- თქვა მამა მ და რიჩარდს გახედა.
-ახლა კი ნიშნობის დეტალებზე ვისაუროთ- თქვა დავითმა სათითაოდ ველას შემოგვხედა
- ვფიქრობ დიდი ნიშნობა არ არის საჭირო, მხოლოდ რამდენიმე კომპანიის დირექტორი, რამდენიმე ნაცნობი და ჩვენი ბავშვების რამდენიმე მეგობარი.
-საერთოდ არ იქნება დიდი ნიშნობა- ვთქვი ჩუმად იმ იმედით რომ ვერავინ გაიგონებდა მაგრამ შევცდი, რიჩარდს ისევ გაეღიმა და მამამის გახედა. დავითმა კი ჩაახველა და საუბრაი განაგრძო.
-ყველანაირ ხარჯს ჩვენ დავფარავთ ნიშნობაზე, მაგრამ ქორწილზე თქვენი დახმარებაც დამჭირდება, ქქორწილი გრანიოზული უნდა იყოს, რომ შემდეგ მთალმა თბილისმა ამ ქორწილზე ისაუბროს.
-ჰოლივუდის ვარსკვლავები ჩამოვიყვანოთ- ისევ და ისევ ენა პირში ვერ დავატიე და ზედმეტად ხმამაღლა წარმოვთვი სათქმელი.
-გეყოფა სალომე- კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა მანანამ
-რათქმაუნდა, ფული პრობლემა არ იქნება, - თქვა ნუგზარმა და დავითს გაუღიმა.
-ძალიან კარგი ესეიგი მოვილაპარაკეთ- დავითმა მმაჩემს მხარზე ხელი რამდენჯერმე დაკრა და გაუღიმა.
-რათქმაუნდა, ახლა კი ვივახშმოთ- თქვა ნუგზარმა და მაგიდა მოათვალიერა.ძალიან მომეწონა რიჩარდის და რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით გვისნემდა, ცემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, და თიტქმის ასი პროცენტიტ დარწმუნებული ვიყავი რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით
- რაკი ქორწილის და ნიშნობის საკიტხები მოვაგვარეთ, მეუღლეც უკვე გავიცანი, ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, და მიხარია მის გვერდით რომ ვიქნები- დავიწყე საუბარი, და რიცარდი მაშინვე მიხვდა რა თამაშსაც ვთამაშობდი- ნამდვილად სასიამოვნოა აქ თქვენს გვერდით ყოფნა მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგტოვოთ-წარმოვთქვი თუარა ეს წინადადაება მანაამ და ნუგზარიმ გაოცებულებმა გამომხედეს.- რადგან სკოლაში გამოცდები მაქვს და ჩემთვის თითოეული წუთი ძვირფასია. ჩემი მომავლისთვის საჭიროა რომ კარგად ვისწავლო.- როცა წარმოდგენას მოვრჩი, რიჩარდის და მისი დის ელენეს სახეეების დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე, ორივე მათგანს სახე ასწითლებოდა, და წამები აკლდათ რომ პირი არ მოეღოთ და ბოლო ხმაზე სიცილი არ აეტეხათ. სკამი იატაკზე ფრთხილად გავასრიალე და წამოვდექი.
-სასიამოვნო იყო ტქვენი გაცნობა.-ვთქვი რიჩარდს თვალი ჩავუკარი და ქუსლების ხმაურით გამოვედი რესტორნიდან.


----
ყველას ძალიან დიდი მადლობა. ველოდი რომ უარყოფითი კომენტარები უფრო მეტი იქნებოდა ვიდრე დადებითი. რჩევებისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, რათქმაუნდა გავითვალისწინებ.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.



№1  offline წევრი მონაცისფრო

მომწონს!! არ გაჩერდე გააგრძელე

 


№2  offline წევრი chvenia tbilisi

აი ძაან მაგარია შოკოლადი გოგო ხარ რა love აქ თითქმის ყველა ერთნაირ ისტორიას წერს და შენი ვაფშე განსხვავებულია მაგარი გოგო ხარ და სალომეზე ხო საერთოდ ვგიჟდები საერთოდ რა გოგოა თავები გაზარდე არ მყოფნის love love wink

 


№3 სტუმარი unknown

gaagrdzele raa^^ udzalianmagresiaaaaa <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent