შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოცირიძე.1


2-08-2016, 20:55
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 1 100

საიდან იწყება ჩვენი ცხოვრება ან სად მთავრდება ის? სად ვხვდებით ერთმანეთს? სად ვკარგავთ? სად გვიხარია? სად გვწყინს? სად ეკარგება ან ეძლევა ცხოვრებას აზრი? სად ვყლაპავთ სევდისგან დასიებულები ცრემლებს, ან სად ვტირით სიხარულისგან? სად გავურბივართ ყველას და ყველაფერს? ამ ყველა კითხვას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს – გზა..
ჩვენი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გზაა.. გზაა სიხარულისკენ, სიყვარულისკენ, სითბოსკენ, ბედნიერებისკენ ან პირიქით, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის რომ გზიდან მოვედით და ბოლოს ისევ მას ვუბრუნდებით.
რამდენჯერ გტკენიათ გული მთელი ცხოვრების განმავლობაში? ალბათ დათვლაც კი გიჭირთ და ჩუმდებით, მოგონებების მორევში ეშვებით და ყელში მძიმე ბურთი გეჩხირებათ, მე მესმის თქვენი.. თუმცა მინდა თავიდანვე აღვნიშნო რომ ცხოვრება უსასრულოა, ისევე როგორც გზა, ამიტომ არ მთავრდება ის არსად, ამიტომ გრძელდება ტკივილთან, სიხარულთან და სხვა მრავალ გრძნობასთან ერთად.
ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვგონია რომ მორჩა, დამთავრდა, აზრი აღარ აქვს.. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია, სიტყვები, რომლებსაც ძალა არ აქვთ, რადგან რეალურად ყველამ ვიცით გულის სიღრმეში მაინც, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვაგრძელებთ წინსვლას გზაზე და ცხოვრებაც გრძელდება..
მიდიხარ ნაცნობ ქუჩებში ნაცნობ ადამიანებთან ერთად ნაბიჯებ არეული ან გადარეული.. ერთფეროვანი ცხოვრებით გადაღლილი ასაკის მიუხედავად, მიდიხარ და არ იცი რას შეუძლია შეცვალოს შენი მთელი ცხოვრება, მაგრამ ჩერდები, უბრალოდ, ინსტიქტურად ჩერდები, ათვალიერებ უცხო ან თუნდაც ნაცნობ ადამიანებს, უცებ ძალიან უცნაური გრძნობა გეუფლება, შენი გონება, გული და თვალები ბევრში მხოლოდ ერთს არჩევს, ერთ ადამიანს, რომელსაც შეხედავ თუ არა სუნთქვა გეკვრება.. უყურებ, უყურებ, უყურებ უსასრულოდ და შენი გზაც სწორედ აქ იცვლება, სხვის გზაზე იკვეთება..
ბევრს არ სჯერა ერთი ნახვით სიყვარულის და ისინი მართლები არიან, თუმცა ვისაც სჯერათ არც ისინი ცდებიან, რადგან სიყვარული აუხსნელია, არავინ იცის ის როდის, სად ან რამდენი ნახვის შემდეგ შემოვა ჩვენში, მაგრამ ფაქტია, რომ როცა ის შემოდის ყველაფერი იცვლება, სიყვარული გავიწყებს ყველაფერს რასაც განწყობის გაფუჭება შეუძლია და უბრალოდ ბედნიერი ხარ, ბედნიერი ხარ და გინდა ყველა ბედნიერი იყოს შენ ირგვლივ, დადიხარ, არა კი არ დადიხარ, დაფრინავ ენერგია მოზღვავებული და თვალებიდან ნაპერწკლები გცვივა..
სწორედ ასე უსასრულოდ შეხედა მარიამ ახვლედიანმა აქამდე უცნობ ბიჭს, ძლივს გამოფხიზლებულმა, გვერდზე მდგომ დაქალს პირღიამ ჰკითხა.
–ეს ბიჭი ვინ არის?
წარბით ანიშნა სიმპატიურ ბიჭზე, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაღალი იყო, გადაპარსული თმა ჰქონდა, მზისგან გახუნებული, ღია ფერის. გამოყვანილი, სწორი ცხვირი, რომელიც სახეს უფრო მკაცრს ხდიდა, მისი მწვანე თვალები შორიდან, სინათლეშიც კი ანათებდნენ..
–არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, ყველა მაგაზე ლაპარაკობს.
–როდის გადმოვიდა?
–მგონი 1 კვირის წინ.
–ააა, ამიტომ ვხედავ პირველად.
–მგონი შენ გიყურებს.
–რა სისულელეა.
მარიამმა დაქალს ხელი კრა და გაიცინა.
–არა, მართლა შენ გიყურებს.
მარიამმა წინ მდგომ მწვანეთვალებას შეხედა, მართლა მას უყურებდა, დაბნეულმა სახე იქით შეატრიალა და თავისდაუნებურად ლოყები შეუფერადდა..
–წამოდი ავიდეთ.
დაქალს ხელი გაუყარა ახვლედიანმა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა შენობისკენ.
–მართლა მოგეწონა მარიამ?
გაიცინა ნინიმ.
–სისულელეებს ნუ ბოდავ, წავედი კლასში შევალ და დასვენებაზე გამოგივლი, რამე ვჭამოთ.
–კარგი, ოღონდ იცოდე რომ ის მწვანეთვალება მგონი შენი კლასელია და ფრთხილად.
ერთი გულიანად გადაიხარხარა ნინიმ და კიბეზე ავიდა, დაბნეული მარიამი კედელს მიეყრდნო.
"ნეტავი გული გამისკდეს, ეს რა მჭირს, თავს რატომ ვერ ვაკონტროლებ? იმ ბიჭის სახეს რატომ ვერ ვიშორებ?"
ახვლედიანმა ტუჩი მოიკვნიტა, გამოფხიზლებას შეეცადა და კლასში შევიდა.
ყველა მას დაეხვია...
–ვააა მარიაამ, რა ლამაზი ხარ? დასვენება მოგიხდაა ხო იცი შენ.
–მარუუს შე ძველო, მართლა რა ლამაზი ხარ რას გვერჩი?
–ჩემო ულამაზესოოოო.
ბიჭები არ აზვიადებდნენ, მარიამი მართლაც გულის წასვლამდე ლამაზი იყო, არაფერი აკლდა, არც ტანი, არც სახე, არც ნაკვთები, ერთი სიტყვით ანგელოზი იყო, ვიღაცისთვის ანგელოზზე ლამაზიც..
ზარი დაირეკა, სიყვარულისგან გონება წაშლილმა ახვლედიანმა თავისი ადგილი დაიკავა, ერთ სკამზე თვითონ მოკალათდა, მეორეზე კი ჩანთა მოათავსა.
კლასში მასწავლებელი შევიდა და გაკვეთილიც დაიწყო, გათიშული ახვლედიანი ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა, რა თქმა უნდა, მასწავლებელს ეს არ გამოეპარა.
–რა იყო ახვლედიანი, კარგად ვერ დაისვენე? ერთი კვირა რომ აცდენდი ის არ გეყო? ახლა კიდევ უნდა გეძინოს?
–არ მძინავს და მეთორმეტე კლასში 1 კვირა თუ ვაცდენდი არც ეგ არის პრობლემა, რადგან სიარულს არც ვაპირებ.
სახე მოღუშა მარიამმა და მასწავლებელს ასე შეხედა, მასაც უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ ოცი წუთით დაგვიანებით კარი გაიღო.
–შეიძლება?
იკითხა მწვანეთვალებამ.
–რა თქმა უნდა, თქვენი ადგილი დაიკავეთ.
მასწავლებელს სულ გადაავიწყდა ახვლედიანთან კამათი და ბავშვებთან ჭორაობა განაგრძო, მწვანეთვალება ახვლედიანის გვერდით დაჯდა, ახვლედიანმა ღრმად ჩაისუნთქა და არაფერი რომ არ შემჩნეოდა გვერდზე გაიხედა.
–ჩემი გეშინია?
ჩუმად, თუმცა გასაოცარი ხმით ჰკითხა მწვანეთვალებამ ახვლედიანს, მისმა ბოხმა ხმამ მოახერხა და მარიამს ჟრუანტელმა აუარ–დაუარა..
–ამას რატომ მეკითხები?
–თვალს მარიდებ, ძირითადად გოგოები ასე არ მექცევიან.
–რატომ უნდა გიყურო?
–გარეთ რომ ვიდექით რატომ მიყურებდი? ახლა თვალს ვეღარ მისწორებ.
–ჯერ ორი წუთია რაც ჩემ გვერდით ზიხარ და უკვე გადაწყვიტე რომ თვალს ვერ გისწორებ?
გაეცინა ახვლედიანს.
–თქვენ, უკანა მაგიდაზე, უკვე მოასწარით ერთმანეთის გაცნობა? ხელს ხომ არ გიშლით?
მათ ლაპარაკში მასწავლებელი ჩაერთო.
–ხმას ნუ უწევთ ქალბატონო, წადით და ვისთანაც გაგივათ იმასთან იყვირეთ, მე არ შეგარჩენთ.
მწვანეთვალება ფეხზე წამოდგა.
–როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს? ახლავე დირექტორთან ჩაგიყვან.
–ნუ მემუქრებით, თორემ ისე დაგემუქრებით ს გადაწყვეტთ.
გაღიზიანებული მწვანეთვალება კლასიდან გავიდა, კარი მაგრად გაიხურა ხმაურის გამოსაწვევად და ქვემოთ ჩავიდა მოსაწევად, სიგარეტს მოუკიდა და ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა.
–გისმენთ.
–სად ხარ?
–სკოლაში.
–ერთი კვირა გავიდა.
–ვიცი, მაგრამ ის კვირა სკოლაში არ უვლია, ახლა მოვიდა.
–ეგ ჩემი პრობლემა არ არის, 3 კვირა გქონდა, 2 დაგრჩა, იჩქარე, თორემ ფულს ვერ მიიღებ.
–ყველაფერს გავაკეთებ.
–შედეგს ველოდები.
ნერვებ მოშლილმა გოცირიძემ სიგარეტი ძირს დააგდო, ფეხი დააბიჯა და კლასში აბრუნდა.
კლასის კართან დადგა და ზარის დარეკვას დაელოდა, მგონი მასაც ესმოდა ახვლედიანის აჩქარებული გულისცემა..
ზარი დაირეკა, მარიამი კლასიდან პირველი გამოვარდა, გოცირიძესაც მეტი რა უნდოდა, ხელი მოკიდა და წინ დაიყენა.
–რამე ხომ არ გითხრა იმ ს''მა ქალმა?
–არა.
გაიღიმა ახვლედიანმა და დაქალის კლასისკენ წავიდა.
–სად მიდიხარ?
–რაში გაინტერტესებს?
–უბრალოდ ძალიან მშია და მეგონა წამომყვებოდი, წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება ვჭამო.
მწვანეთვალებამ საწყალი სახე მიიღო, ახვლედიანს გაეცინა.
–წამოდი.
მარიამმა ტელეფონი ამოიღო და დაქალს მიწერა.
"–მაპატიე სიყვარულო, ერთად ვერ შევჭამთ, მწვანეთვალებას ჭკუიდან გადავყავარ."
"–ხომ ვიძახდი.. აბა შენ იცი, თმა გაისწორე, მაიკა ჩამოიწიე და კაბა აიწიე."
გოცირიძე და ახვლედიანი ისეთი ნელი ნაბიჯით წავიდნენ სასადილოსკენ თითქოს ცდილობდნენ გზა საკლასო ოთახიდან სასადილომდე სამუდამოდ გაწელილიყო..
____________________________________
ჩემო საყვარლებო, 30–11–2015–ის მერე არაფერი დამიწერია თქვენთვის.. არ ვიცი გახსოვართ თუ არა, მაგრამ მე ძალიან მომენატრეთ და დაგიბრუნდით ამ ისტორიით, თუ თქვენი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ.
გკოცნით ბევრს, თქვენი ქეთა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent