უთხარით, რომ ვიღიმოდი / Tell her I was smiling [1]
888 "ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი უბედურია თავისებურად." 888 ვიწყო ქუჩა აიარა და გზა უზარმაზარმა, თეთრმა შენობამ გადაუკეტა. ამ სახლს ვერასდროს იტანდა. მიუხედავად სიდიდისა და პომპეზურობისა, ძალიან ცივი იყო. მისი წევრები ერთმანეთთან არასდროს ყოფილან გახსნილები და გულახდილები. აქ არასდროს ლაპარაკობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. დიდი გალავანი ჰქონდა სახლს. ძალიან ფართე და მაღალი. თითქოს მთლიანად იყო გამიჯნული გარე სამყაროსგან და, საერთოდაც, "თითქოს" კი არა, მართლა სულ სხვა განზომილება იწყებოდა ზღურბლს იქით. იქ შესვლა საკუთარი ნებით არასდროს უცდია, მხოლოდ ნუცა ექაჩებოდა ხოლმე ძალით და, რა თქმა უნდა, გამოსდიოდა კიდეც. იქ თითქოს ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. უფროსწორად, ხალხის დასანახად ცდილობდნენ, რომ არც ისე ცუდად ყოფილიყო, თორემ რეალურად, ალბათ იმაზე უარესი სიტუაციაც კი იყო, ვიდრე მას ან ვინმე სხვას წარმოედგინა. მიუხედავად სახლის პომპეზურობისა, აქ ვერ ნახავდით გულისამრევ ანტიკვარ ნივთებს ყავისფერი ფერებში და ვერც მოჩუქურთმებულ ჯამ-ჭურჭელს შეამჩნევდით სადმე. პირიქით, საოცრად თანამედროვედ მოეწყოთ. იატაკზე ჩამოფენილი, ორმეტრიანი ფარდების და კედელზე დაკიდებული მოწითალო ხალიჩების გარეშე. ოთახები ძალიან ნათელი და თბილი იყო. მიუხედავად ამისა, იქ შესვლა არასდროს ყოფილა სასიამოვნო და ყოველთვის უტოვებდა ისეთ შეგრძნებას, თითქოს ვიღაცას ხელს უშლიდა. იმიტომ კი არა, რომ აქ არ მოსწონდათ, ან რამე მსგავსი, პირიქით, ყოველთვის ღიმილით ხვდებოდნენ და ფინჯან ჩაიზე ეპატიჟებოდნენ, მაგრამ სულ ეგონა, რომ მისი სტუმრობა ხალხს ბოჭავდა და თავაზიანობას აიძულებდა, რეალურად კი ერთი სული ჰქონდათ ერთმანეთს დატაკებოდნენ და დაეჭამათ. ამ ოჯახის თითოეულ წევრში ძალიან ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული იმ აზრს, რომ სამყარო ვალდებული იყო მათ გარშემო ეტრიალა. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, 19 წლის თორნიკე ყიფიანი, სიცოცხლით სავსე, ღიმილიანი, ლაღი და ძალიან სპორტული ბიჭი უბედური შემთხვევის გამო წელს ქვემოთ საერთოდ რომ მოწყდა და არანაირ სურვილს არ გამოთქვამდა ეტლიდან წამოდგომისას. უარს ამბობდა ყველანაირ ვარჯიშზე და ფიზიოთერაპიაზე. ამაზე ნუცას სულ ეცინებოდა, ძალიან „მოშნად“ ზისო, ამბობდა ხოლმე ძმაზე და ვარსკვლავები უცვიოდა თვალებიდან. ეს გოგო ამ ოჯახის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, უამრავი ნაკლის მიუხედავად:) ბავშვობიდან მეგობრობდნენ. გიჟდებოდა ნუცაზე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერასდროს იგებდა რა უტრიალებდა თავში და რაზე ფიქრობდა საერთოდ. ახლა იდგა უზარმაზარი გალავნის წინ და ფეხები ეკვეთებოდა, ისე არ უნდოდა შიგნით შესვლა. საერთოდ, არც იცოდა, ჰქონდა თუ არა უფლება, რომ კარი შეეღო. არა და, უცნაური წესით არაფერი უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ უბრალოდ დაქალის სახლს სტუმრობდა. მეგობრისას, რომელმაც მასზე ყველაფერი იცოდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე თვითონ იცოდა საკუთარ თავზე. მაგრამ თავად, 18 წლიანი მეგობრობის მიუხედავად, ვერაფერო გაეგო ნუცასი. არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მასზე და მის სამყაროზე. მხოლოდ ის იცოდა, რომ ამ თეთრ სახლში ცხოვრობდა, უზარმაზარი ეზოთი და ფერად-ფერადი ყვავილებით. ისიც იცოდა, რომ თვითონ ნუცა არ იყო ფერადი. ყვავილებს ვერ იტანდა. ოთახში კაქტუსი ედგა. საქანელა სკამზე მოსწონდა ჯდომა და კითხვა. იცოდა, რომ ბევრს ეწეოდა და ჰო, კიდევ ვისკი უყვარდა ძალიან. ჰანდი ზაჰრას - „Beautiful tango“ - ს უსმენდა ხშირად ... დაბალ ხმაზე. ძილის წინ აივანზე უყვარდა ჯდომა და კიდევ, ოთახში მოლბერტი ჰქონდა, თუმცა არასდროს ხატავდა. კიდევ ის იცოდა, რომ საოცრად თამაშობდა სპექტაკლებში და ყოველთვის ანათებდა სცენას. იმასაც ხვდებოდა, დედამიწის ცენტრად საკუთარი თავი რომ წარმოიედგინა ნუცას. ეს, მისი ოჯახისთვის დამახასიათებელი სენი მასაც გადასდებოდა. ამ გოგოს რატომღაც ეგონა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რასაც მოისურვებდა. ამაყი იყო, მაგრამ ამპარტავანი არა. ამ ორ თვისებას შორის მკვეთრად ავლებდა ზღვარს და მას არასდროს სცილდებოდა. საოცარ სიამაყესთან ერთად წარმოუდგენლად კეთილიც იყო. ცხოველები უყვარდა. ყველაფერს ეთამაშებოდა, ყველაფერს აჭმევდა და უცინოდა. არასდროს არავის ჩაგრავდა. ყველაზე საოცარი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შეხვედროდა. თვალები დახუჭა და მიხვდა ... ეს „ცოდნა“ აფსოლიტურად საკმარისი იყო იქ შესასვლელად და საკითხავად .... რა სჭირდა ... რატომ აღარ მიდიოდა მასთან და საერთოდ, სად იკარგებოდა კვირეობით, ზოგჯერ თვეობითაც კი. უნდოდა ეთქვა, რომ აუცილებლად დაეხმარებოდა და თუ რამე დასჭირდებოდა, პირველი ყოველთვის ის ამოუდგებოდა მხარში. უნდოდა ეთქვა, ნუცასადმი მის დამოკიდებულებას ვერასდროს ვერაფერი შეცვლიდა და მის ყველაზე უარეს საქციელსაც კი უპოვიდა გამართლებას, თუ საჭირო გახდებოდა. ქუთუთოები დააჭირა ერთმანეთს და გალავანზე მიმაგრებულ პატარა ღილაკს მიაჭირა თითი. სანამ კარი გაიღებოდა, აქ დგომა ცოტა ხანს უწევდა ხოლმე. კამერას ახედა, ზემოდან რომ დაჰყურებდა და ძლივს შესამჩნევად გაუღიმა. რკინის კარი მალევე გაიღო და შიგნით შევიდა.ეზოში არავინ იყო, სახლისკენ მიმავალი ფილები სწრაფად გაირბინა და შუშის კარში ღიმილით შევიდა. -დეა, მოდი, საყვარელო. - გაუღიმა ძალიან ფუმფულა მზარეულმა და აქ მოდიო, ხელი დაუქნია. გიჟდებოდა ამ ქალზე. სახლში ისეთი სიჩუმე იყო, მარტო რომ ყოფილიყო გული გუსკდებოდა ალბათ. საკუთარ ფეხის ხმა ესმოდა და საკუთარ ანარეკლს ხედავდა გაპრიალებულ ფილებში. -მანანიკო, როგორ ხარ? - გაუღიმა მზარეულს და ლოყაზე აკოცა . მთელი ბავშვობა აინტერესებდა, ეს უსაყვარლესი ქალი როგორ უძლებდა ამ აუტანლად ამპარტავან ოჯახს, ცოტა "გაფრენილი" წევრებიანად. -კარგად, დეა, შენ რატომ აღარ მოდიხარ ჩვენთან? - კითხა ღიმილით და სამზარეულოს უზარმაზარ მაგიდასთან სკამი გამოუწია დასაჯდომად, -ჩაი, ყავა, ფორთოხლის, ალუბლის თუ შინდის წვენი? თუ სხვა გინდა რამე, მითხარი დეკო, ხო? დეას სიცილი აუტყდა. ნეტავ თუ იყო ქვეყნად რამე ისეთი, რასაც მოითხოვდა და აქ არ ექნებოდათ. საერთოდაც, ეს სახლი თავისისგან ძალიან განსხვავდებოდა. მისი ისეთი ღბილი, კოხტა და კომფორტული იყო, რომ ამხელა სივრცეს ძლივს ეგუებოდა. -მანანიკო, ალუბლის წვენი დამისხი და მოდი, დამიჯექი, რა. - გაუღიმა ქალს. მანჩო გამჭვირვალე ჭიქიანად, წამის მეასედში ჩამოუსკუპდა წინ. -აბა, ხომ მშვიდობა გაქვს, საყვარელო? - უცინოდა ის. -ნუცასთან მოვედი, - წვენი მოსვა, - გთხოვ, მითხარი, რომ სახლშია. -არა დეაკო, არ არის სახლში და საერთოდ, ამ ბოლო დროს კიდევ უფრო იშვიათად მოდის. აქ სიტუაცია ცოტა აირია. თორნიკე ძალიან ჭირვეულობს, არ იწყებს ფიზიოთერაპიას. ნერვები ცუდ დღეში აქვს. ხომ იცი, ნუცასთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია და ახლა უფრო მეტად კბენენ ერთმანეთს. ამიტომ, მგონი უკეთესიც არის, ნუცა რომ აღარ მოდის. -და საერთოდ სად არის?! - გადაირია დეა. -არ ვიცი, დეა, გუშინ მამამისი იყო ჩამოსული, 2 დღით ჩამოაღწია საწყალმა კაცმა, ეძება ნუცა, დედაშენსაც ელაპარაკა და ყველას, ვისთანაც მიუწვდებოდა ხელი. არ არის ჩერჩეტი გოგო, ამიტომ მე არ ვნერვიულობ. მამამისი კი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, რომ საკუთარ თავს მოუვლის. არ დაიკარგება. უბრალოდ საინტერესო ის არის, სადაა საერთოდ. -თორნიკეზე მომიყევი რა, ისევ ისეა? -ყველაფერზე უარი თქვა. არ იკეტება საკუთარ ოთახში და არ მოთქვამს, მაგრამ ვარჯიშებს არ იწყებს. საერთოდ არ აქვს სურვილი წამოდგომის. ჯერ კიდევ აცდიან, ცოტა დროს აძლევენ, რომ დაფიქრდეს და გონს მოვიდეს. - სახეზე ჩამოისვა თითები მანჩომ, - ცდილობენ არაფერი აიძულონ. რომც მოინდომონ, ვერც აიძულებენ. -ეს დაეხმარება? და საერთოდ, ნუცა რას ამბობს ამაზე? -შენ ხომ იცი, ნუცა თორნიკეზე ისედაც არასდროს ამბობს რამეს. არც ახლა იჩენს ყურადღებას, მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით შემოიფარგლებიან, - ისტერიულად გაეცინა მანჩოს, - რამდენიმე დღეა, სულ აღარ გამოჩენილა. - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, აშკარად რამდენიმე დღის უძინარი იყო, ისე ჩაშავებოდა უპეები, - დეა, გამიხარდა, რომ მოხვედი. არ ვნერვიულობ, ვიცი, კარგადაა, მაგრამ მაინც მინდა, რომ დაელაპარაკო. გადარია მშობლები. ისედაც არ აქვს ამ ხალხს ნორმალური ურთიერთობა და ნუცამ ყველაფერი უფრო მეტად გააფუჭა. -არ მგონია, აქ იმისთვის დაბრუნდეს, რომ მშობლების ურთიერთობა გულთან ახლოს მიიტანოს. - გაეცინა დეას, ნუცას ხასიათი იცოდა და იმიტომ. -დეა უნდა დაგვეხმარო, შენ უყვარხარ, - დეას გულში მწარედ გაჰკრა რაღაცამ, - მოგისმენს. - მანჩო ოდნავ ჩაფიქრდა, - გუშინ იმ კაცთან იყო მამამისი მისული .... -კაცთან?! - სახე მოერყა დეას. -ხო, ცოდნე ქალდანთან. -მეხუმრები?! -არა, - თავი გააქნია მანანიკომ, - შენ წარმოიდგინე, იქაც მოძებნა ნუცა. ცოტნეს უთქვამს, მეც გადარეული ვეძებო, მაგრამ მაგის არც კახას სჯერა და არც მე. იქნებ მიხვიდე და რამე კითხო?! -დღესვე მივალ, მანჩო, არც მე მჯერა, რომ ცოტნემ არაფერი იცის. ჩემთან არ მოსულა 1 კვირაა, მეგონა სახლში იქნებოდა. - წვენი მოსვა მან, - თუ აქ არ არის, იქ იქნება ალბათ. მაგრამ ხომ იცი, არ სჭირდება ნუცას ძებნა. არსად გაქცეულა. უბრალოდ ასეთია, არაფრად მიაჩნია, თუ 29 წლის კაცთან დარჩება ღამით და სახლში მაშინ მოვა, როცა მოუნდება. - გაეცინა დეას. -ისიც ხომ ვიცით, რომ არ უყვარს ის კაცი. - ეცინებოდა მანჩოსაც. გიჟდებოდა ნუცას ხასიათზე და 19 წლის რომ ყოფილიყო, ალბათ, ზუსტად ასეთი იქნებოდა, - როგორ აფრენს. -ხო, ძაან. - ჭიქას დაარჭო მზერა დეამ, - მე წავედი, მანანიკო, ცოტნესთან ავალ, იქნებ გავიგოთ რამე ახალი. ქალს პუტკუნა ლოყებზე აკოცა და შუშებიანი, თეთრი სახლი სიხარულით დატოვა. პირველი თავიდან ჯერ ვერაფერს გაიგებთ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ მეგეწონებათ. <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.